უკანასკნელი არომატი /დასასრული
უკანასკნელი არომატი 1/6 საწოლზე ვწევართ. მე-სავსე, ის-დაცარიელებული. ვწევართ და ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენთ. მე მას მთელი ჩემი არსებით ვგრძნობ, ის მე ვერ მგრძნობს. ოდნავადაც ვერ მგრძნობს. _ გული მერევა _ სიჩუმეს მისი გატეხილი ხმა არღვევს. მე უკვე ვიცი, რომ გავანადგურე. _ ხდება ხოლმე _ ვამბობ მე და მისკენ ვბრუნდები. მისი სუნთქვა სახეში მეცემა და ახლა საერთოდ აღარ მეჩვენება ისეთი მიმზიდველი, როგორც ადრე. ახლა საერთოდ აღარ მანაღვლებს. ახლა საერთოდ აღარ მჭირდება, აღარ მინდა. _ არ გაქვს უფლება _ ყელში თითებს უჭერს საკუთარ თავს. ვხედავ რა ხდება მის შიგნით და წამითაც არ მაწუხებს დანაშაულის გრძნობა. ეს მან გააკეთა, მან მომცა მისი სხეული და მანვე გაყიდა თავისი სული. იმ დღეს გაყიდა, ჩემგან რომ გაიქცა. _ უფლება ყოველთვის მაქვს... _ რატომ იქცევი ასე? _ იმიტომ, რომ შემიძლია _ თვალებში ვუყურებ. მაშინვე ემღვრევა გამოსახულება და მისი თვალები წყლით ივსება. ჯანდაბა. სუნთქვა უმძიმდება და სლუკუნს იწყებს. _ სახეზე ხელები აიფარე _ ვეუბნები მე. ის არაფერს აკეთებს, მიყურებს და ტირის. საშინელებაა. კატასტროფაა. ხელებს ვაცოცებ და თითებით ვეხები მაჯებზე. თვალები ენაბება და უფრო ძლიერად იწყებს ტირილს. მისი გულისცემაც კი მესმის. ორივე ხელზე მაგრად ვუჭერ ხელებს, მაღლა ვაწევინებ და სახეზე ვაფარებ. ვტოვებ ასე, შიშველს და შეციებულს. საწოლიდან ვდგები, ძირს დაყრილ ჩემს ტანსაცმელს ვიცვამ და ოთახიდან გავდივარ. მისი ტირილის ხმა აღარ მესმის, მაგრამ ვიცი რომ ტირის. სამზარეულოში ვჯდები, მაგიდასთან და სიგარეტის მოწევას ვიწყებ. ხუთ ღერს ვეწევი, მაგრამ ნახევარ ღერებს ვტოვებ. სიგარეტს ვაქრობ, უჯრებს ვხსნი და ლამაზ ჭიქას ვეძებ. იმას ვპოულობ, ყავა რომ დამალევინა იმ დღეს და ლამაზად ვალაგებ სიგარეტის ღერებს. ვიცი, რომ გამოადგება. შარვალს ვიხდი, საცვალს პირდაპირ მაგიდაზე ვუგდებ და შარვალს ისევ ვიცვამ. მერე მივდივარ და მისი სახლის კარებს ვხურავ. სამუდამოდ. ტელეფონი მირეკავს. ისევ სახურავზე ვარ, ამჯერად აღარაფერზე ვფიქრობ და აღარაფერი მინდა. _ გისმენთ _ მე ვარ ელა. _ რა გინდა აჩი? _ შენთან მინდა, სად ხარ? _ აჩი დამანებე თავი _ ვუთიშავ და მზად ვარ ტელეფონი მოვისროლო. ისევ მირეკავს. _ არ შემიძლია ელა. არ ვიცი, ვინ ჯანდაბა ხარ, მაგრამ მიყვარხარ _ საშინელი ხმა აქვს. _ მოვალ შენთან _ პასუხს აღარ ველოდები. ტელეფონს ჯიბეში ვიდებ, კორპუსიდან გამოვდივარ და აჩისთან მივდივარ. საშინელებაა, მარაზმია ასეთი სიცოცხლე. იცოდე, რომ იმტვრევი და ვერაფერს აკეთებდე. ადამიანები ნამდვილი იდიოტები არიან, ძალიანაც რომ გინდოდეს, ფეხს ვერ აუწყობ. ან უნდა დაეწიო, ან ჩამორჩე. როგორც ლოლიტამ თქვა, ერთ დროს მე და სიცოცხლეც დავრბოდით გვერდიგვერდ. დავრბოდით და ვღიღინებდით. მერე უამრავი რამ შეიცვალა... ახლა მე სხვაგან ვარ, ის სხვაგან. ერთმანეთს დავშორდით და ჩვენ არც ვაპირებთ ერთმანეთის პოვნას, ერთმანეთის დაბრუნებას... აჩი კარებში დგას და მიყურებს. მე მეღიმება, თავიდან ფეხებამდე ვათვალიერებ და მისკენ ვიწევი. მეხუტება, ისე როგორც აქამდე ჯერ არასდროს ჩამხუტებია ჩემს ყელში სუნთქავს. _ მომენატრე _ ჩურჩულებს და მთლიანად მწვავს მისი შეგრძნება. _ გიღალატე _ ვეუბნები. ვეღარ ვგრძნობ მის სუნთქვას. თითებით მის თითებს ვეძებ და ვხლართავ. _ გიღალატე აჩი. იმ ღამესაც გიღალატე და მეორე დილასაც. გიღალატე აჩი _ სენტიმენტალური გრძნობა მაწვება და მთლიანად გაციებული და დადუმებული აჩის მიმართ რაღაც უცხოს, რაღაც განხვავებულს ვგრძნობ. აქამდე რომ არასდროს მიგრძვნია, ისეთს. _ სერიოზულია რამე? _ არ მინდა მისი ხმა შევიმჩნიო. _ იმედგაცრუაბადაც კი არ ღირს. დასრულდა _ მე ვამბობ და მას სჯერა. მშორდება და მიღიმის. _ მიყვარხარ ელა _ თვალებში მიყურებს. თავს ვუქნევ და ღიმილით ვპასუხობ. არაფერს ამბობს, ან რამე აქვს სათქმელი? _ რაღაც მაქვს შენთვის _ ხელს მიჭერს და კარებს კეტავს. ოთახში შევყავარ. ხელს არ მიშვებს, ისე კეტავს ფანჯრებს, მერე მუქ ფარდებს აფარებს ყველგან და საშინელი სიბნელეა მთელს ბინაში. _ აჩი, არ დამეკარგო _ მეცინება და მივყვები. სად, არ ვიცი. _ მე არასდროს. არც შენ გაგიშვებ _ ამბობს და საფეთქელზე მკოცნის. ისეთი სიჩუმე და სიბნელეა, რომ ნაბიჯების და ამოსუნთქვის ხმა მესმის და ოთახში შევდივართ. აჩი ჩერდება და ჩემსკენ ბრუნდება. _ ტყუილად, ვერ გხედავ _ ვეუბნები და ვიწევი, რომ ვაკოცო. თავს სწევს და უჯრის გამოწევის ხმა მესმის. უეცრად ოთახი ნათდება, სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები და გული მთლიანად მევსება. ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ და ბედნიერი ვარ. ქილაში გამომწყვდეული ციცინათელები ერთ ადგილას ვერ ისვენებენ, კედლებს ასკდებიან და მე და აჩი ერთად ვხსნით თავს ქილას. სუნთქვა მეკვრის. _ საოცარია _ ისინი მთელს ოთახში იფანტებიან, ანათებენ არა მარტო სახლს, არამედ ჩვენ. გვანათებენ... _ ელა, მოგეწონა? _ აჩი, მიყვარხარ _ არ ვტყუი. არცერთი წამით არ ვამბობ სიცრუეს და მაშინებს საკუთარი თავი. ახლა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე მაშინებდა. _ მეც მიყვარხარ _ მეუბნება, ეღიმება. _ არ მითხრა რომ შენც გიყვარვარ _ ვბრაზდები და თვალებში ვუყურებ _ რატომ _ იბნევა ის _ მგონია რომ მოვალეობის მიხდის მიზნით მეუბნები _ მე შენ მიყვარხარ _ იცინის და მკოცნის. მის ტუჩებს რაღაც განსხვავებული გემო აქვთ, მენთოლის და თითქოს წყლის... მე თვალებს არ ვხუჭავ, როგორც ყოველთვის და ვუყურებ, როგორი ბედნიერია. არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ გადაუვლის. ბედნიერება დროებითია, ისევე როგორც ყველაფერი სხვა ამქვეყნად. ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ადამიანი მოგბეზრდა. ის აღარ არის შენი ადამიანი, მისგან მხოლოდ ფერფლია დარჩენილი. შეაკოწიწებ, ერთ პატარა ყუთში ჩაყრი და სულ თან ატარებ შენს ადამიანს. არ არსებობს არაფერი მარადიული და არ ღირს ფუჭი იმედების დამყარება იმაზე, რაც აუცილებლად გაქრება. გაქრება და არაფერს დაგიტოვებს, სინანულის გარდა. 888 ვიჯექით და ტელევიზორს ვუყურებდით. თავი მის მუხლებზე მედო, ფეხები დივნის საზურგეზე მქონდა ალაგებული და ენიმალ პლანეტს ვუყურებდი. ის მე მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. _ ძაღლი არ გინდა ელა? _ ვერ ვიტან ძაღლებს. რატომ მოსწონთ, აზრზე არ ვარ _ კაი, მაშინ კატა _ ეცინება _ კატები იფხაჭნებიან _ მარტივად ვპულობ გამოსავალს _ ზაზუნა? _ დაფიქრება შეიძლება... _ კუ _ ორივეს სიცილი გვიტყდება და საბოლოოდ, ვთანხმდებით რომ ზღვის გოჭს ვყიდულობთ. მე ახლა ვერაფრის არომატს ვეღარ ვგრძნობ, უბრალო და ჩვეულებრივი გავხდი. აღარ ვაქცევ ყურადღებას წვრილმანებს და ელა აღარ ვარ... _ აჩი _ ხო ელა _ ელენე დამიძახე რა. ელენე _ ტირილი მინდება და თვალებს ვახამხამებ. რამხელა ნაბიჯია... _ იცი, შენსა და ციცინათელებს შორის რა განსხვავევაა? _ მოულოდნელად სერიოზულდება და თმებში თითებს მიცურებს. _ ციცინათელები მოკვდნენ ელა, შენ არ მომკვდარხარ. ისინი აღარ ანათებენ, შეიძლება მათ ციცი ვუწოდოთ... შენ ელა ხარ და ყოველთვის ელა იქნები. _ მოდი გადავრთოთ _ ტელევიზორის პულტს ვწვდები და არხიდან არხზე უაზროდ გადავდივარ. ვფიქრობ, რომ მართალია აჩი. უცებ ლოლას ვხედავ. ეკრანს ვაჩერდები და სიტყვები მკაფიოდ, გარკვევით მესმის. " _ ამ დილით მარიამ ნიკოლიძე გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ბინაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის დიდი რაოდებით მიღება იყო. გარდაცვლილს არ ყავს ნათესავები და ახლობლები. მეზობლები ამბობენ, რომ ძალიან კარგი გოგო იყო, თუმცა ბოლო ორი თვე მასში რაღაც შეიცვალა" ეკრანზე მოხუცი ქალი ჩანს. " _ მარიამი ისეთი გოგო იყო... უჰ, თვალს გაუხარდებოდა. მოწესრიგებული, ლამაზი, სულ გრძელ-გრძელი ჭრელი კაბები ეცვა და გამარჯობის გარეშე არ ჩაგივლიდა _ ცრემლს იწმენდს _ მერე რაღაც... რავიცი აბა, კაბებიდან შორტებზე გადავიდა, მერე მოკლე იუბკებზე და ლამის სულ შიშველი ევლო. ყოველდღე აყავდა... ღმერთმა არ მიწყინოს, სულ სხვადასხვა კაცები იყვნენ... ჩემი რა საქმეა, ნათელში ამყოფოს მისი სული _ თავს აქნევს და მისი სახეც ქრება." ვუყურებ და ვერაფერს ვგრძნობ. ზიზღს და იმედგაცრუებას ვგრძნობ. ცოტათი სევდასაც, მაგრამ უფრო იმედგაცრუება. ლოლიტა... მას არ შეეძლო ასე მოქცეულიყო. როგორ იქცა ასეთად. _ ამინ. ელა, ფერი არ გადევს _ სახეზე ხელს მისვამს აჩი. _ ჩემი ბრალია _ ეკრანს თვალს ვერ ვაშორებ და ათასი რაღაც მიტრიალებს თავში. _ ეს ის გოგოა... _ ვეღარ ასრულებს და გადამრთველით ტელევიზორს რთავს. _ მძულს _ თავს ვაქნევ და ვამთქნარებ. აჩი აღარაფერს მეუბნება, თმებზე მეფერება და თვალები მეხუჭება. _ დაიძინე ელა, დაიძინე _ ჩურჩულებს და მეც მეძინება. 888 დავასრულე. ერთადერთი შემთხვევაა, როცა ყველაფერი ასიანზე გავაკეთე. მე ასე მინდოდა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. ამფიბიებისთვის და ჰომოფობებისთვის - ისტორია იმნაირებზე. მაგარი ტიპებისთვის.. არ ვიცი, ეგენი თვითონ გაიგებენ. მადლობა გვერდში დგომისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.