შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯიშკარიანის წესები (თავი 8)


22-11-2016, 02:32
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 4 848

როგორი FBI-ს აგენტივით გავიპარე აივანზე, ისე შემოვცუნცულდი უკან და მივხვდი, რომ ვიღაც აშკარად მათვალიერებდა შავი მანქანიდან. ჩემთვის თვალ-თვალის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ამიტომ ვიცოდი, როგორ და რანაირად უნდა მოვქცეულიყავი. აბიტურენტი რომ ვიყავი, ვიღაც ტიპს მოვწონდი და ხან სად მხვდებოდა შემთხვევით ხან სად, მანამ მივხვდი, რომ მითვალთვალებდა. მართალია, ის უბრალოდ ვიღაც ახირებული ტიპი იყო, მაგრამ მაინც მეშინოდა სახლიდან გასვლა, მანამ მამაჩემმა არ გაიგო ეს ამბავი და პოლის ჯოხით არ ჩაუვარდა ეზოში, როგორც კი დაინახა ნაცნობი მანქანა.
უბანში ბიჭების ყურამდეც მივიდა ეს ამბავი, ისინი კი ძალიან დაკვირვებულები იყვნენ, ამ ბირჟაზე სხვა რა საქმე გვაქვს და კიდევ თუ ვინმე ნინას მოუახლოვდება, აუცილებლად დავიცავთო. ძალიან შეკრული სამეზობლო ვიყავით, ჩვენ უბანს ბევრი ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. მკვლელობების, ნარკოტიკების და ყველანაირი სიბინძურის ქვიშაში ვთამაშობდით ოთხმოცდაათიანელი ბავშვები. აბა მომიძებნე ბავშვი, რომელსაც დედა არიგებდა სახლიდან გასვლის წინ, ფრთხილად იარე, ნარიჯსიფერ თავიან შპრიცებს ფეხი არ დაადგა და ხელი არ მოკიდოო. ჩვენც მაინც და მაინც არ გვაინტერესებდა ეს ირგვლივ დაყრილი შპრიცები, მაგრამ ვაი და ხელი მოგეკიდა, გაგჭროდა თითი...
ძალიან სახიფათო სამყაროში ვცხორობდით, ჩვენი უბანი კი სისხლიანი გარჩევებით გამოირჩეოდა, რამდენი მეგობარი იქცა შემოხაზულ ცარცად, სხეულის ფორმით. რამდენი ტყვია გდებულა ძირს, გვერდით პოლიციის ყვითელი ნომრების გვერდზე.
სიკვდილს პატარაობიდანვე შევეჩვიეთ, აქ ზუსტად ვიცოდით რა ხმა ჰქონდა იარაღს და ხანდახან, ახალი წელი თუ არ იყო და ფეირვერკს ისვრიდა ვიღაც, უბანი დუმდა, იშლებოდა, ბავშვებს მშობლები ეზოდან სახლში ექაჩებოდნენ. მაშინ არც ტელეფონი გვედო ჯიბეში არავის, იყო ფანჯრიდან ყვირილები და აივანზე გამომდგარი დეეჩემი, მანამ არ დაიკივლება ჩემს სახელს, რომ არ ვცემდი პასუხს, ბავშვური ლოგიკით, ეგება მობეზრდეს ძახილი და ცოტა ხანი კიდევ დამტოვოს ეზოშითქო.
უბანში მკვლელებიც გვინახავს, მკვდრებიც და გარდაცვლილებიც, ბოლო ორს შორის სხვაობა იყო, ტყუილად არ განვაცალკევე. ყველამ იცოდა ვინ, რატომ, როდის და როგორ მოკლეს, პოლიციის ყურამდე კი ვერასდროს აღწევდა ეს ამბები, იმიტომ რომ აქ არავის უყვარდა ფორმიანი და უფორმო კონტროლიორები. პოლიციის შიში და უნდობლობა ღრმად გვქონდა გათვისებული, ბავშვობიდანვე. ისინი კი არ გვიცავდნენ, გვიჭერდნენ. უდანაშაულოებით ივსებოდა ციხეები და ამიტომ არც არავის უყვარდა პოლიცია.
მე სულაც არ ვნერვიულობდი უცნაურ, მელოტ ტიპზე, შავი მანქანიდან რომ იცქირებოდა, პირიქით, მეცოდებოდა. ისევე, როგორც ყველა ადამიანი, რომელიც ან ამ უბანს ან ჩემს შეყვარებულს გადაიკიდებდა. ჯიშკარიანი სახუმარო სვანი არ იყო და არც ამ უბანში მოიძებნებოდა ვინმე ამათი ხელმოსაკიდი, უპატრონო არავინ არის აქ, მით უმეტეს პოლიციის დასაჩაგრი.
ფიქრებიდან კარებზე ზარის ხმამ გამომიყვანა და მეც აივნის კარი დავკეტე, სიგარეტი დავმალე ზურგს უკან და ისე გავიხედე ჭუჭრუტანაში. მამაჩემი არ უნდა ყოფილიყო, გვიან მოვიდოდა დღეს, სალომეს წესით არ ეცალა საღამომდე, მაგრამ კარს მიღმა აშკარად ვხედავდი მას და დავითს.
კარები გავაღე და ღიმილიანი სახით შემოვიპატიჟე სტუმრები. სალომეს ნამცხვრები ეჭირა ხელში და დავითს პარკი, სავსე ათასი ნაგვით, როგორც მამაჩემი უწოდებდა სასუსნავებს.
- რა ხდება?
გაკვირვებულმა ვიკითხე, ამდენი გემრიელობა და უცნაურად მომღიმარი წყვილი რომ დავინახე.
- ბიჭები გვეპატიჟებიან ბათუმში!
სალომემ ტაშის შემოკვრით თქვა და ძალიან ხელოვნურად გამიცინა. დავითს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს დანა გაუყარესო, ხან სახეს მანჭავდა ხან ხელებს უსვამდა ერთმანეთს ნერვულად, მაგრამ თან რაღაც არ აძლევდა საშუალებას რომ ბოლომდე გამოეხატა ეს ნერვიულობა.
- რა ხდება?
- გეხვეწები, ყველაფერი გადადე, მამაშენს მე დაველაპარაკები და ბარგი ახლავე ჩაალაგე.
დავითს აშკარად ხმა ჰქონდა ჩახეხილი, გეგონება მთელი დღე ღრიალში გაატარაო. არაფრის თავი არ ჰქონდა, არც ხვეწნა-მუდარის და არც მსახიობობის. სალომესაც სახე მოეღუშა და ორივენი ერთად სამზარეულოს სკამებზე დასხდნენ.
- მე და სალომე აქ ვიქნებით, მამაშენის მოსვლამდე და მერე დაველაპარაკები, ალექსანდრეც მოვა.
- ესე უბრალოდ აბარგება და ბათუმში წამოსვლა არ შემიძლია, სამსახური მაქვს, უნივერსიტეტი და თან მამას მარტო ვერ დავტოვებ, ჩემ გარეშე ერთი წუთითაც არ დარჩენილა.
- ნინა, დამიჯერე ყველასთვის აჯობებს, აქაურობას გაეცალო.
- მით უმეტეს, რომ არ მეუბნებით რა ხდება, არსად არ წამოვალ უბრალოდ თხოვნის გამო.
სალომემ მხარზე დამადო ხელი ძალიან სერიოზული სახით შემომხედა. არაფერი უთქვამს, ასე მიყურებდა უბრალოდ. უნდოდა საიდანღაც დაეწყო ლაპარაკი, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა და ასე მუნჯურად ცდილობდა ჩემთვის გაეგებინებინა საქმის და სიტუაციის სერიოზულობა. ვერ გავუძელი ამ ორი მუნჯის ყურებას და ალექსანდრეს დავურეკე, გვედით ოთახში გავედი.
- ალე...
- ნინა, ხომ მშვიდობაა, მოვიდნენ დადუ და სალომე?
- კი მაგრამ... ალე რა ხდება, ამიხსენი.
- ბარგი ჩაალაგე?
- ალე ესე ვერსად ვერ წამოვალ.
- ნინ... ჯიუტობის დრო არ არის და უბრალოდ გააკეთე რასაც გეუბნები.
- მამას ვერ დავტოვებ, ალე არ შემიძლია.
- უყურადღებოდ არ დარჩება, რამეს მოვიფიქრებ უბრალოდ წამოდი.
- რა ხდება გამაგებინე!
- რაღაც დვიჟენიაა ძალიან ცუდი თბილისში და ჩემი აქ ყოფნა არ შეიძლება. ჯერ წავალთ იქ სადაც წავალთ... მერე კიდევ... ნინა წამოდი თორე დიდი შანსია ვეღარ მნახო თვეების და წლების განმავლობაშიც კი...
თვალები ამემღვრა და ნერვიულობამ ამიტანა. ტელეფონი დავკიდე და მაშინვე ოთახში შევარდი, პატარა ჩანთაში ჩავტენე ყველაფერი, რაც კი უჯრაში მელაგა. გატენილი პატარა ჩემოდანი შემოსასვლელში დავახეთქე და სამზარეულოში ვაპირებდი გასვლას, მაგრამ სალომეს და დათოს საუბარს რომ მოვკარი ყური, გავჩერდი და მოვუსმინე, იმის იმედით, რომ გავიგებდი რა ხდებოდა.
- დადუ მეშინია ძალიან.
- შენ ნურაფრის ნუ შეგეშინდება, მე და ალექსი არ ვევასებით და გვდევნიან ეს ნაბი**რები, მაგრამ ვერავინ გაბედავს შენს ხელის ხლებას, ნინასი ხო საერთოდ. შემომაკვდება ნებისმიერი, რომელიმეს ცუდად რომ გამოგხედოთ მაინც.
- რა სულელი ხარ ამხელა ბიჭი..
- რატო ტო?
- მე შენ მეშინია რამე არ მოგივიდეს.. სულელო.
- მაგას რა ჯობია მერე... ქალი კაცზე უნდა ნერვიულობდეს.
- ნუ იცი ეს სექსისტური ტექსტები დადუ.
სალომეს გაეცინა.
- სექსი კარგია, მაგრამ რა შუაშია? სექსისტი რა პონტია, ფუდბალისტის ბაზარია?
- ვაიმე რა სულელი ხარ მართლა!
კარებთან უკვე ხმამაღალი ნაბიჯებით მივედი და კარები შევაღე. ორნი ერთმანეთს მიჯდომოდნენ გვერდით და სალომეს თავი დავითის მხარზე ისვენებდა, სიამოვნებისგან თვალები გაენაბა და პატარა ღიმილი დათამაშებდა ჩემს მეგობარს სახეზე. ალექსანდრე მინდოდა აქ ყოფილიყო. მეც მინდოდა ჩავხუტებოდი.
იმ მომენტში თვალწინ გამირბინა ჩემი მომავალი ცხოვრების პერსპექტივამ: ალექსანდრესთან ერთად მუდმივად დაძაბული და ზურგს უკან სულ ვიღაცის ლოდინში უნდა გამეტარებინა. შიშში და ნერვიულობაში ღამეები უნდა მეთენებინა და ის არც მეტყოდა რა ხდებოდა ან რატომ. არ ვიცოდი, მეყვარებოდა თუ არა ალექსანდრე მთელი ცხოვრება... ან ასეთი ცხოვრება საერთოდ ვის უღირს!? მაგრამ დიდი ფიქრი არ უნდოდა იმას, რომ ალე ჩემი ბედნიერება იყო, ჩემი სიცოცხლის წყარო და არ ვაპირებდი მისი ხელიდან გაშვებას. გავყვებოდი ბათუმშიც და ჯოჯოხეთშიც, თუ საჭირო იქნებოდა.
- ბარგი ჩავალაგე.
დავითმა თავი დამიქნია და ახლოს მოვიდა. მაგრად ჩამიხუტა, თითქმის ძვლებში გამტეხა და შუბლზე მაკოცა.
- შენ ხარ ჩემი ძმის ერთადერთი სიყვარული და ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი. ჩემი საყვარელი ადამიანის მეგობარი და საერთოდ არაფერზე არ უნდა ღელავდე. არაფერს შენ არ და ვერ დაგიშავებენ...და არც მე დავუშვებ ალექსს რამე მოუვიდეს.
თავს რეალურად დაცულად ვგრძნობდი, მაგრამ პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში უსუსურობის განცდა. მე არ შემეძლო არავის დაცვა.. მისი დაცვა არ შემეძლო.

საათების განმავლობაში ვიჯექით სამზარეულოში და ღერს ღერზე ვეწეოდი. მამაჩემს დავურეკე, რომ მეკითხა როდის მოვიდოდა და მითხრა, დამაგვიანდებაო. გადავწყვიტე აღარ დამეხვედრებინა სახლში უცხო ადამიანები და მეთქვა, რომ ბათუმში რაღაც კონცერტია და აუცლებლად უნდა წავსულიყავით მე და სალომე. ბევრი იჩხუბა და იწუწუნა, მაგრამ შემდეგ მაინც დავითანხმე და „გამიშვა“, ანუ აღარ იბუზღუნებდა, თორემ დიდი ხანია უკვე, სადაც მინდა იქ დავდივარ და ნებართვის აღება, უბრალო ფორმალობად იქცა მამასთან.
ალექსანდრე გვიან მოვიდა, უკვე ღამდებოდა. ბარგები ჩავიტანეთ და რაღაც რუხ მანქანაში ჩავჯექით, მოლურჯო ფერი დაკრავდა. ალექსანდრეს ვკითხე სად არის შენი ჯიპითქო და მითხრა, ამით ჯობია წასვლაო. რა თქმა უნდა, არაფერი მიკითხავს, ვიცოდი პასუხს არ მივიღებდი. დავიძარით ბათუმისკენ...
გზაში ყველას ეძინებოდა, მხოლოდ ალექსანდრე იჯდა რულზე მყარად. ჰორიზონტს გაყურებდა და ათასი ფიქრი უელავდა თავში, ვინატრე, ერთი თვალით ჩამახედა, რა ხდება მის გონებაშითქო, მაგრამ თვალების მიღმა ყველაფერი ჩანდა, მისი სენტიმენტალური და მელაქოლიკური სისველე, უფრო აჩენდა ჩაწითლებებს... საათების განმავლობაში, თავი მისკენ მქონდა მიტრიალებული და უჩუმრად ვუყურებდი. თვალს ვაპარებდი მისკენ და მეუფლებოდა შეგრძნება, რომ ასეთი წყნარი მომენტები ჩემს ცხოვრებაში იშვიათი იქნებოდა. ამაზე ლამაზი ხედი კი არც წარმომედგინა, რომ სადმე არსებობდა. ერთი-ორჯერ გამომხედავდა და რაღაც სევდანარევი ღიმილით, რაიმე კითხვას დასვამდა. ხან იმას მეკითხებოდა, ხომ არ გცივაო, ან გშიაო... უკან კი სამარისებული სიჩუმე იყო.
დავითს სალომეს კალთაში ჩაედო თავი, ორივეს ასე ეძინა. მე ხან თავს ვიკატუნებდი და ხან კი ხმამაღლა ვოხრავდი, ეგება ხმა გაეცა და აეხსნა რა ხდებოდა. 3 საათიანი მგზავრობა დუმილში საკმარისი იყო რომ მართლა ჩამძინებოდა. დედაჩემი დამესიზმრა, რომელიც ძალიან მტუქსავდა გადატყავებული მუხლებით, ბალეტზე როგორ მიგიყვანოო.
ხმამაღალი სიგნალის ხმამ გამომაფხიზლა, მაგრამ იმდენად კარგად მეძინა, განძრევა არ მინდოდა, თვალიც არ გამიხელია, ეგება და შევიბრუნო ძილითქო, სიზმრის დაბრუნებაც მინდოდა. ეს იყო ირონია, მთელი ცხოვრების. ოღონდ დედა მყოლოდა გვერდში და თუ უნდა სულ ეჩხუბა და ეყვირა ჩემთვის, მისი ჩხუბი იავნანასავით ჩამესმოდა ახლა.
- ჩემი ბრალია რა. რას გადავეკიდე და რა მინდოდა საერთოდ, ხო იჯდებოდა ეხა სახში წყნარად და მშვიდად.
- რა ვქნათ, ძმაო, სიყვარული რა ყოფილა, ძალით აგეკიდებაო არ გაგიგია?
- ნუ ბოდავ, თუ ძმა ხარ. მე ავეკიდე, მე გავედევნე და მე შევაყვარე თავი. ეხა რაღა ვქნა? რომ დამეტოვებინა თბილისში ფიშკად გამოიყენებდნენ ჩემ წინააღმდეგ... მაგათი..
- ალექს ჩვენთან ერთად იქნებიან, უსაფრთხოდ და კარგად. არაფერს მოვაკლებთ.
- მე რომ მოვაკლდე?
- მაგაზე არც იფიქრო ძმაო. შენ გარეშე იცოდე მოვკვდები... შენ თუ იმის იმედი გაქ ალექს, რომ მე მოვუვლი სიტუაციას და გოგოებს , დაივიწყე. თავს დავიბრიდავ შენ რომ რამე მოგივიდეს.
- შენ იმედზე ვერ იქნება კაცი? რეებს ბოდავ, არ დამიტოვო ნინა..
უცებ გაჩუმდა ორივე. სალომეს ზმუილი რომ გაიგეს. პირდაპირ პრეტენზიებით გაიღვიძა და იმას წუწუნებდა, რა საშინელი სავარძლებია, ზურგი გამიშეშდა და თავი მომტყდა კინაღამო. ამაზე დათომ ტუჩებში აკოცა და ის გაცეცხლდა, რა უბედურებაა ეს ცხოველივით მოვარდნაო. ატყდა ჟრიამული და სიცილ კისკისი. მე ცალი ხელით ცრემლები მოვიწმინდე და ალექსანდრეს ავხედე. დაღონებული მიყურებდა და მიხვდა, რომ მათი საუბარი გავიგონე.
- სიკვდილს თუ აპირებ რას მაყვარებდი თავს?
ჩემთვის ჩავიჩურჩულე, ისე რომ მხოლოდ ალეს გაეგო. ისევ დაღონებულმა გადმომხედა. გამართლება ალბათ ჰქონდა კიდეც, მაგრამ იმ მომენტში მე მას ვერ გავუგებდი, არ მესმოდა ასეთი ცხოვრების სტილი და არც სიყვარული მესმოდა ბოლომდე. სევდიანი თვალები კიდევ უფრო დაუმძიმდა და ჰორიზონტს უყურებდა, სადღაც შორს იყურებოდნენ მისი ზღვისფერი თვალები, რომელშიც ცრემლები ტალღებივით ღელავდნენ, მაგრამ არც ერთი აპირებდა გადმოვარდნას. ჯიშკარიანის ლოყების დასველება სად გაგონილიყო.
ბათუმში გვიან ღამით ჩავედით და სასტუმროში დავბინავდით. ჩვენ-ჩვენი ოთახები გვქონდა, გოგოები ერთად, ბიჭები ერთად. ასე ვიყავით ჩაწერილები სასტუმროში.
როგორც კი ოთახში შევედით , სალომე ელვისებური სისწრაფით შევარდა საბანაოდ და იქიდან დაიძახა, დაგასწარი, რა ჩემი ბრალიაო. გამეღიმა და გამახსენდა, რომ ჯერ არაფერი არ მომხდარა ცუდი, პირიქით , ცუდს გავურბოდით და ამიტომ ვიყავით აქ. რაღაცის იმედი მქონდა, მომავლის, თუ ალექსანდრეს მოხერხებულობის, არ ვიცი, მაგრამ ღიმილი ისევ დაუბრუნდა ჩემს სახეს.
როდესაც ორივენი მოვწესრიგდით, მაშინვე საჭმელად ვაპირებდით გასვლას და ბიჭებს მივუკაკუნეთ. ალექსანდრემ თავი გამოყო, არ გაბედოთ გასვლაო. რამე შეუკვეთეთ, ჩვენც მოვალთო და კარი ცხვირთან მომიკეტა.
- არ მინდა იქ ვინმე გოგო იყოს რაა.
- სად მოასწრებდნენ, ისე ლოგიკურად რომ იმსჯელო ქალბატონო სალომე?
- რა ვიცი, ხო იცი ეს თბილისელი გოგოები ბათუმში გიჟდებიან ხოლმე.
- ჰოო, ისე ერთი გოგო კი ეჩალიჩება შენს ბიჭს.
- უკაცრავად?
- ოთახში შევიდეთ, საჭმელი და სასმელი შევუკვეთოთ და მერე ვილაპარაკოთ.
- ალკოჰოლის გარეშე ვერ მოვისმენ ამ ისტორიას!
სალომემ რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო დიდ დრამატულ როლში შევიდა და საწოლზე გაენთხა, ნერვიულობდა და სიგარეტს ეწეოდა. საჭმელი შეკვეთიდან მალევე მოიტანეს. ბიჭებს თავიანთი წილი შევუგდეთ ლამის ოთახში და დავიბარეთ, სალაპარაკო გვაქვს, არ შეგვაწუხოთთქო. კარ იამჯერად ცხვირწინ ჩვენ მივუკეტეთ.

- დროზე მოყევი ეხლა.
მარტინი ჩამოასხა ერთი ხელით , მეორეთი სუშის ებრძოდა ჯოხებით.
- ჭამე წესიერი ჩანგლით, ვის ეძერსკები ერთი.
- ჯერ ეს ერთი, მთელი მუღამი ჯოხებია, მეორეს ერთი, თუ არ გინდა ცალი თვალი ამოგიღო ამ ჯოხებით, მოყევითქო რა იცი !
- ჰოო კარგი ! ნუ გაგიჟდები ეხლა.
სალომეს მოვუყევი დავითის იმ მეზობელ გოგოზე, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოდ „გავიცანი“. ისიც ვუთხარი, დავითმა ასე მითხრა, რომ იმ გოგოს მოვწონვარ და რა ქნასო, მაგრამ აშკარად დავითი არ გიჟდებოდა მასზე, პირიქით, კინაღამ საცემად აუვარდა და მე გავაკავეთქო.
- იცი რა არ მესმის?
- აბა გისმენ.
- როგორ უნდა დაეცე ესე, რომ ბიჭზე გადაირიო და ეჩალიჩო და ეხვეწო. ან სხვა გოგო რატო უნდა აკრიტიკო, რომელიც მოწონს, რა უბედურებაა.
სუში კინაღამ ყელში გამეჩხირა, ისე გამეცინა. სალომეს თავის ისტორია გავახსენე, რამდენი გოგო ულანძღია მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ბიჭი მოწონდათ. თავს პატარა ასაკით იმართლებდა, მაგრამ მაინც არ სიამოვნებდა წარსულზე ლაპარაკი.
- ვსო მე დადუ მიყვარს და მორჩა! სხვები არ ვიცი მე.
- მეც მიყვარს ალე..
წინადადება დასრულებულიარ მქონდა გვერძე ოთახიდან ქალის წივილის და შემდეგ გასროლის ხმა რომ გავიგეთ. ბიჭების ოთახიდან მოდიოდა ხმა. სალომეს ფერი გადაუვიდა სახიდან და ალბათ მეც არ ვგავდი ადამიანს. ისე შევარდით ბიჭების ოთახში, ყურში სულ იარაღის წუილი მესმოდა.
კარი შევამტვრიეთ ლამის და ოთახში საწოლზე დაგდებული ალექსანდრე იყო, რომელიც კვდებოდა სიცილით. დავითს იარაღი ჰქონდა ხელში და თან იმასაც ეღიმებოდა. დაბნეულებმა ხან ერთს შევხედეთ, ხან მეორეს. არც კი ვიცოდი უნდა მეტირა თუ მეცინა.
ალექსანდრე ძლივს მოსულიერდა და ხელს იშვერდა ძირს, თან ვერც აყალიბებდა აზრს, რომ მოეყოლა რა მოხდა.
ძირს დავიწყე თვალების ცეცება და დავინახე შავი ლაქა იატაკზე, რაღაც სისხლის მაგვარი ლაქებიც იყო და ჟელატინივით ეგდო ძირს მომწვანო არსება.
- კალიას... კალიას იარაღი ესროლა ... შიშისგან..
ალექსანდრე ვერ მოსულიერდა და ისე გემრიელად იცინოდა, ოთხივეს აგვიტყდა სიცილი. დავითი სულ წითელი იყო, სალომე მივიდა და ჩაეხუტა, მე ალეს მივუწექი გვერძე და ერთად ვიცინოდით. ნამდვილი სამოთხე იყო, ბედნიერება და საყვარელი ადამიანების სიცილის ხმა ავსებდა ოთახს.
- ისე ის გოიმი უბნელი გოგოც ესე ეგდება ჟელესავთ იატაკზე, წესიერად თუ არ იქნება.
სალომემ ღიმილით უთხრა დავითს და უფრო ჩაეხუტა. მე და ალექსანდრე გავიგუდეთ, ის კი ცოტა შეშინებული სახით ეხუტებოდა სალომეს.

მინდოდა ეს მომენტი არასოდეს დასრულებულიყო. მაშინ არც ის მახსოვდა, რომ თბილისიდან გაქცევა მოგვიწია და არც იმას დავკვირვებივარ, რომ ბიჭებს იარაღი ჰქონდათ წამოღებული. უბრალოდ მეცინებოდა მკვდარ კალიაზე, დავითის შეშინებულ წივილზე და იმაზე, რომ კალიას იარაღი ესროლა. ალექსანდრეზეც მეცინებოდა, ჩაბჟირებული სულ გაწითლებულიყო სახეზე და შუბლზე ძარღვი გამობერვოდა. სალომე კი რა ოსტატურად სარგებლობდა მომენტით, დავითი შეეშინებინა.
ეს იყო სამოთხე


***
ბიბი: მკითხველო, დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, მეც ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგან და მომიტევეთ დაგვიანება. სამაგიეროთ არჩევანის უფლებას გაძლევთ ყველა თქვენგანს:
ორი დასასრული მაქვს ხედვაში, კარგი, სევდიანი და ძალიან, ძალიან სევდიანი.
გაგწიროთ თუ არ გაგწიროთ, ერთი თქვენი აზრი მაინტერესებს!



№1  offline წევრი mani156

ძაალიან მომწონს ეს ისტორია ^_^ ცუდად ნუ დაასრულებ, ჩემი გული ვერ უძლებს ცუდ დასასრულებს :დდ

 


№2 სტუმარი lizazu

კარგი დასასრული რატქმაუნდა, გულს ნუ დაგვწყვიტავ kissing_heart

 


№3  offline წევრი Alaska.

მნიშვნელიბა არ აქვს ვის როგორი დასასრული სურს, ავტორი შენ ხარ და შენს მოთხრობას შენ განაგებ. ასე, რომ მე გირჩევ ისე დაასრულე, როგორც შენ გინდა და თვლი საჭიროდ, რომ ისტორიას მოუხდება.

 


№4  offline წევრი nestanuka13

ისტორია არ გააფუჭო უაზრო სიკვდილებით და რაღაც ამდაგვარი

 


№5 სტუმარი Guest nasia

Martla ar daasrulo ra cudat ar mokla aleqsi arc erti ar mokla,mindq bednieri dasaseuli wavikitxo guls rom gamitbobs da bednierebisgan gamegimeba, mere ocnebebshi gadaveshvebi imis imedit rom odesme mec meqneba matsavit siyvaruli.realuri samyaro isedac savsea cudit amitom gtxov, aq mainc iyos ulevi sixaruli ♡♡♡ vgijdebi am istoriaze

 


№6  offline მოდერი bibo

არავინ გამიკრიტიკებია და არავისტან ცუდი არ დამიწერია ტუ მიცნობს ვინმე საიტიტ ისა სუ ტკბილი და ტბილი კომებნით მიცნობენ უბრალოდ გეტყვი რო ძან არეულ თავი იყო რა მოხდა ვის გაურბოდნენ ან ეს სალომე და დათო რა დღეში იყვნენ ვერაფერი გავიგჰე ტკბილო შოკოლადოოო heart_eyes ხო კიდე დასასრული შენზე უნდა იყოს და არა ჩემ ნატთქვამზე ასე რო მე კარგი დასასრულის და ჰეფიენდის გოგო ვართქო ვამბობ და ყველამ იცის არ ვკითხულობ იმ ისტორიებს სადაც სიკვდილი და ასე ტანჯვა წამება ასე რო აწი შენი საქმის შენ იცი წერე ის რასაც გრძნობ და რაც გინდაა heart_eyes გყვარობ მე შენა ტკბილო ალუბლის ჯემო

 


№7 სტუმარი მირა

ცუდი დასასრული არმოუხდება ამ ისტორიას.ცხოვრება ისედაც რთულია და არარეალური ისტორიები მაინც იყოს მარტივი და სასიამოვნოწასაკითხი

 


№8 სტუმარი Guest ლიკა

დამიჯერე არ ღირს ჩემი გაწირვა:დდდ იცოდე შენ გაიწირები:დდდ❤ჩემს ალექსს არაფერი დაემართოს თორეე... ❤მიყვარს ეს ისტორია❤

 


№9 სტუმარი Blonde

Kargad daasrule tore gavgijdebi -_- ar mokla Aravin da aravis mouwios gaqceva :((( Happy end gvinda chven <3

 


№10 სტუმარი mariami

Dzaan magari istoriaa da ase gaagrdzele cudi dasasruli ar ginda ra kargi jobia magari xar dzaan ♡♡

 


№11  offline წევრი Beatrixkiddo

bibo
არავინ გამიკრიტიკებია და არავისტან ცუდი არ დამიწერია ტუ მიცნობს ვინმე საიტიტ ისა სუ ტკბილი და ტბილი კომებნით მიცნობენ უბრალოდ გეტყვი რო ძან არეულ თავი იყო რა მოხდა ვის გაურბოდნენ ან ეს სალომე და დათო რა დღეში იყვნენ ვერაფერი გავიგჰე ტკბილო შოკოლადოოო heart_eyes ხო კიდე დასასრული შენზე უნდა იყოს და არა ჩემ ნატთქვამზე ასე რო მე კარგი დასასრულის და ჰეფიენდის გოგო ვართქო ვამბობ და ყველამ იცის არ ვკითხულობ იმ ისტორიებს სადაც სიკვდილი და ასე ტანჯვა წამება ასე რო აწი შენი საქმის შენ იცი წერე ის რასაც გრძნობ და რაც გინდაა heart_eyes გყვარობ მე შენა ტკბილო ალუბლის ჯემო

მერე წერე ხოლმე კრიტიკა, ცუდი კი არ არის, ჩემი აზრს გეტყვი. ნინა ყველაზე დაბნეულია ამ სამეულიდან, მიყვება დინებას, რომელიც არ იცის საით მიდის და რატომ მიდის იქ, სადაც მიდის :) კაროჩე, მართლა აბდა უბდა თავია მარა მიხვდებით მალე .

 


№12 სტუმარი Guest onlygirl

ძალიან, ძალიან, ძალიან თბილი ისტორიაა heart_eyes და დასასრულს რაც შეეხება, შენ ხარ ავტორი და დაასრულე ისე როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ kissing_heart

 


№13 სტუმარი Uhuu

Ar gabrdo cudi dasasruli da agar gvalodino

 


№14  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რას ქვია გაგვწირო... მე ამ ბიჭებზე ვარ გადარეული და გადმორეული და რომელიმეს რამე რომ მოუვიდეს ხო გავედი გაღმა წყალზე... მოკლედ კარგი დასასრული მინდა მე ბედნიერობებით, სიყვარულობებით და ამბებით..
რაც შეეხება ამ თავს დუდა იყო ამ თავის აღმოჩენა ქალივით კივილი კატგი მაგრამ კალიის იარაღით მოკვლა?! აი თუ არ გავიხეოდი სიცილისგან არ მეგონა და ბოლო მიწერილი რომ წავიკითხე სიცილი შემახმა სახეზე... არ გაგბწირო რა შენი ლამაზი თვალების ჭირიმე...

 


№15 სტუმარი Guest ნინი

კარგი დასასრული რა გთხოვ :-)

 


№16  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

იცი რა ?
ეს ის მომენტია,როცა ჰეფი ენდი არ უნდა იყოს.
უბრალოდ დიდი შეცდომა იქნება,ასეთი ნამუშევრისათვის
უბრალოდ აი არვიცი
სულ ჰეფი ენდს არ გირჩევდი
ამოვიდა ყელში
როგორც გინდა
მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე

 


№17  offline წევრი Beatrixkiddo

kata-nia
იცი რა ?
ეს ის მომენტია,როცა ჰეფი ენდი არ უნდა იყოს.
უბრალოდ დიდი შეცდომა იქნება,ასეთი ნამუშევრისათვის
უბრალოდ აი არვიცი
სულ ჰეფი ენდს არ გირჩევდი
ამოვიდა ყელში
როგორც გინდა
მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე

შენ კოჭებში გეტყობა ჩემი დასრულებული ისტორიები მოგეწონება :)))))))))

 


№18  offline წევრი ანაკო

ეს რო არ იყოს დაძაბული ისტორია კიდე შეიძლება რომ არ დაასრული კარგად მაგრამ იმდენად დაძაბულია რო ჩემი აზრით უსამართლობა იქნება რინ კარგად არ დაასრულო იტოკდი ჰეფი ენდი მაგრად გაასწორებს ანდა ორივე დაწერე თუარ გეზარება და ეგრე იყო მარა ამას ჰეფი ენდი დააკვდება იმენნა

 


№19 სტუმარი Дзерская

ცუდი დასასრული არ გვინდა
მერე ყველფერი უაზროდ მომეჩვენება
კარგი დასასრულით თუ დაამთავრებ მერე ჩილდრენესაც გამოიყვან თუ რაცაა მოკლედ შენიცი რა

 


№20 სტუმარი Guest ნინი

შემდებს როდის დადებ?

 


№21  offline წევრი Ana Imnadze

ნუ წერ რა ამ 'ალეს' საშინლად არ უხდება ჯიშკარიანს ეგ სახელი.
მე მინდა კარგი დასასრული,რა თქმა უნდა.

 


№22 სტუმარი marta

Ai martla dzalian gtxov radgan gvkitxe eseigi gainteresebs chveni rogorc mkitxvelebis azri dzalian momwons es istoria da personajebze xo vgijdebi isemiyvars da nu daasruleb cudad nu daashoreb ertmanets am sicocxle wyvilebs guls nu gvatken dagvinde mkitxvelebi sheni imedi gvaqvs <3

 


№23  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Beatrixkiddo
kata-nia
იცი რა ?
ეს ის მომენტია,როცა ჰეფი ენდი არ უნდა იყოს.
უბრალოდ დიდი შეცდომა იქნება,ასეთი ნამუშევრისათვის
უბრალოდ აი არვიცი
სულ ჰეფი ენდს არ გირჩევდი
ამოვიდა ყელში
როგორც გინდა
მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე

შენ კოჭებში გეტყობა ჩემი დასრულებული ისტორიები მოგეწონება :)))))))))

აუ როგორ მაიცნე იცი :DDD კოჭებში :DD ნუ და დაჟე ? როგორ მივიღო შენ ეს პასუხიი :D

 


№24 სტუმარი Kirito

Sheni istoria da happy end warmoudgenelia

 


№25  offline აქტიური მკითხველი select

ვაიმეეეე ახლა შევწუხდებიიი რაა ეს რაიყოო ვაიჰ ახლაც ვიცინი რაა
იმდენი ვიცინეე ტირილში გადამეზარდა joy joy joy
კალიაა ვაიმეე რანაირად იკივლა ქალივით ვაიმეე წარმოვიდგინე ეს სიტუაცია და იმხელა ხმაზე ვიცინოდი მამაჩემი ოთახში შემომივარდა ხო არ დაიხრჩვიო joy joy
აიი მაგარიი ხაარ რაა მაგარი იყოო ეს ბოლო მომენტი რაა

რაც შეეხება დასასრულს არ გინდა რა სევდიანი დასასრული არ მმიყვარს ეგეთები
ეს ისტორია მიყვარს ძაან თავისი პერსონაჟებითურთ და ნურცერთს ნუ მოკლავ ძაან ბანალური იქნება მერე ჩემი აზრი ასეთია ნუ გაგვწირავ მინდა სიცილისგან ვიტირო და არა სევდისგან
აბა შენ იცი წარმატებები

 


№26 სტუმარი Guest Tatu

Au, cudad ar daamtavro ra.
Male dadeb?

 


№27  offline აქტიური მკითხველი La-Na

ar gagvwiro ra shegvinde l.gavgijdebi amat rame ROM mouvidet
--------------------
ლანა

 


№28 სტუმარი Guest Sopi

Rodis dadeb?

 


№29  offline წევრი Beatrixkiddo

Guest Sopi
Rodis dadeb?

Guest Tatu
Au, cudad ar daamtavro ra.
Male dadeb?

ან დღეს ღამე ან ხვალ შუადღეს

 


№30 სტუმარი Guest Tatu

Beatrixkiddo
Guest Sopi
Rodis dadeb?

Guest Tatu
Au, cudad ar daamtavro ra.
Male dadeb?

ან დღეს ღამე ან ხვალ შუადღეს

:***

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent