წარსულის ლანდები თავი 8
დილის გაღვიძება და ელენეს სუნი რომელიც იმდენად ტკბილია, რომ შეუძლებელია თავი უბედურად იგრძნო, შეუძლებელია რამე პრობლემა გაგახსენოს ამ სიტკბოებამ, ეს რაღაც სხვა განცდაა, რისი ახსნაც მეცნიერულ დონეზეც კი გაუჭირდება ადამიანს, მისი საკუთრება. მისი შვილი რომელიც ყოველ დღე ახალ ძალას და იმედს აძლევს რომ ცხოვრება გააგრძელოს, თანაც ყოველთვის ბედნიერად და ხალისიანად, ფიზიკურად ამას ახერხებს კიდეც, რაც სულიერi ბედნიერებისაგან დიდად განსხვავდება, მაგრამ მისთვის მთავარი პრიორიტეტი მაინც ის არის რომ ელენეს ბავშური ბედნიერება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ამ რთულ ცხოვრების ლაბირინთში გზა მტკიცედ გაიკვალოს მომავალში. ადგომა დიდად არ უნდოდა მაგრამ საქმე არ იცდიდა, ერთ კვირიანი დასვენება ნამდვილად მძიმე ფასად დაუჯდებოდათ სამივე მეგობარს, უამრავი საქმე, და გადაუდებელი შეხვედრები. არც შემცდარა ალექსანდრა, ოფისში ფეხი არ ჰქონდა შედგმული რომ უკვე დაიწყო დღის განრიგის ჩამოწერა მისმა თანამშრომელმა. ალექსანდრამ საქაღალდე გამოართვა გოგონას და ლანას კაბინეტისკენ აიღო გეზი. -როგორ ხარ ჩემო საყვარელო, ბავშვები და მეუღლე ხომ დაგხვდნენ მშვიდად და კარგად. -კი როგორ არა ალექს ყველაფერი გადატრიალებული ჰქონდათ, ამ ერთი კვირის განმავლობაში სწრაფი საკვების მეტი არაფერი უჭამიათ, მაგრამ რა ვქნა ეხლა ხანდახან ესეც კარგია, გაიგონ რამდენ რამეს ვაკეთებ მე, ლანამ გაუღიმა ალექსს, მოდი დავიწყოთ არა? -ხო დავიწყოთ და თიკოც შემოგვიერთდება, ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემით, ეს იზოლდა შავიაშვილს ეხება, რვა თვის ორსულია, ქმარმა სახლიდან გამოაგდო, მანამდე კი საშინლად ექცეოდა, მოკლედ ეხლა თავშესაფარშია და ჩვენს დახმარებას საჭიროებს, იურისტები უკვე მუშაობენ და აკეთებენ ყველაფერს. -კარგია ძალიან, აუცილებლად გამოვიყვანთ ამ მდგომარეობიდან, ხო მართლა ზეგ თელავში დილით გავდივართ, ეს სხდომები და პრესკომფერენციები შემიწირავს მე დიდად არ მხიბლავს ცარიელი სიტყვებია, მაგრამ ვალდებულები ვართ რომ წავიდეთ, დაღლილი ხმით თქვა ლანამ. -ხო რა არც მე არ მხიბლავს მაგრამ საჭიროა. მთელი დღის განრიგი, უამრავი საქმე, რამოდენიმე ფსიქოლოგიური დახმრება, და ამ ყველაფერს ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია, ალექსანრა ხვდებოდა რომ არ შეეძლო ყოფილიყო ბედის უკმაყოფილო, როცა ამდენი გაჭირვებული ქალია რომელთაც დახმარებას არავინ უწვეს, გვერდში არავინ უდგას და ცის ქვეშეთში მხოლოდ მარტოები არიან ძირითად შემთხვევაში შვილით ხელში, ეს ყველაფერი თრგუნავს, მაგრამ ამავე დროს ძალას აძლევს რომ იბრძოლოს ყოველი დაჩაგრულის ქალის სახელით. -საღამოს სახლში საოცრად დაღლილი მივიდა, ლაპარაკის თავიც კი წართმეული ჰქონდა, რომ არა მისი ტელეფონის ზარი რომელიც ამცნობდა რომ შეტყობინება მოუვიდა მდივანზე ჩამოეძინებოდა -( გილოცავ მშვიდობით დაბრუნებას. დემეტრე) -ალექსანრამ გაიღიმა დემეტრეს შეტყობინებაზე, ბიჭი აშკარად ცდილობდა რამე გზა მოეძებნა რომ ალექსანდრას ოდნავ მაინც მიახლოებოდა. (მადლობა დემეტრე საოცრად დავიღალე უამრავი საქმე მქონდა, შენ როგორ ხარ?) შეგნებულად არ მიუწერი მოკლე შეტყობინება, დაუტოვა სალაპარაკო თემა. -მანაც არ დააყოვნა (მეც არა ნაკლები სამუშაო მქონდა ეხლაც მორიგე ვარ და ამავე დროს ძალიან მეძინება, იცი ხვალ სადმე ხომ არ წავსულიყავით, მშვიდად გვევახშმა, რას იტყვი?) -( ვნახოთ დემეტრე, ზუსტად ვერაფერს გეტყვი, არ ვიცი საქმე რამდენად გამიშვებს, მაგრამ შეგეხმიანები, ეხლა კი ცხელ შოკოლადს გავიმზადებ და დავწვები, შენ კი იმორიგევე) - (ცხელი შოკოლადი ღმერთო რა ბედნიერებაა, ტკბილი ძილი ალექს) დემეტრეს ბოლო შეტყობინებაზე პასუხი აღარ მიუწერია. *** არ იცოდა იქ რას აკეთებდა, არც ის გაეგო ეს დაღლა სად გაქრა, მხოლოდ იმას ხედავდა რომ შუა დეკემბერში იდგა საავადმყოფოს ეზოში და ხელში ცხელი შოკოლადის ორი ჭიქა ეკავა, ამ წუთას იმასაც არ ფიქრობდა რომ ქალი იყო და საკმაოდ დიდ ნაბიჯს დგამდა, უბრალოდ უნდოდა და მოვიდა, ყოველივე დამატებითი ფიქრების გარეშე. ნომერი აკრიბა და ორი ზუმერის შემდეგ ყურმილი აიღო, ბოხი ბარიტონი ისმოდა ტელეფონში, ალექს მითხარი რომ კარგად ხარ, შეწუხებული ხმა ჰქონდა დემეტრეს. -არა არ ვარ კარგად დემეტრე. -რა ხდება? დემეტრე კიდევ უფრო აღელვებული ჩანდა. -იცი საავადმყოფოში ვარ -რა? საავადმყოფოში რა გინდა? -არ ვიცი ერთ ჩემს ნაცნობ მეგობარს უცებ ცხელი შოკოლადი მოუნდა და გადავწყვიტე მომეტანა, ალექსანდრამ ტელეფონში გაიცინა -შენ რა აქ მოხვედი? მართლა? არ მატყუებ? -მე მგონი აღარ ვარ იმ ასაკში ტყუილები მჭირდებოდეს, ისევ გაიცინა ელენემ. -მისაღებში შემოდი არ გაცივდე ეხლავე ჩამოვალ. ორ წუთში დემეტრეს კაბინეტში იჯდნენ და ცხელ შოკოლადს სვამდნენ თანაც უსიტყვოდ უყურებდნენ ერთმანეთს, დრო და დრო ალექსანდრა შოკოლადი ჭიქას დააცქერდებოდა ხოლმე. -იცი დაიწყო ბოლოს, ვიფიქრე მე აქ ვიჯდე სიმშვიდეში, სითბოში და ცხელ შოკოლადს ვსვამდე, და უცებ რომ წარმოგიდგინე რომ შენ აქ საავადმყოფოს ცივ დერეფნებში თან ამ საშინელ სუნში (ვერასოდეს იტანდა საავამყოფოს სუნს) მარტო იყავი, როგორ დამელია მარტოს ვერ მივხვდი, სინდისი არ დამაძინებდა და წამოვედი თანაც ეს იმის კომპენსაციაა რომ სანაპიროზე მარტო არ დამტოვე და ოთახამდე მიმიყვანე, გაუღიმა ელენემ და ეცადა თავისი საქციელის გამართლებას, გულის სიღმეში კი უბრალოდ რატომღაც დემეტრეს ნახვა უნდოდა. -ალექს მაოცებ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაოცებ, მე არ ვიცი შენ ციდან ჩამოვარდი? ვერ ვხვდები როგორ შეიძლება იყო ესეთი კეთილი, ესეთი თბილი და თანაც ბავშური, მე ვიცი რომ ძალიან დაიღლებოდი დღეს, ელენე სად დატოვე?უცებ ბავშვი გაახსენდა დემეტრეს -ნონა სახლშია აი ჩემი დამხმარე და მასთან, გაუხარდა ალექსანდრას ელენეს ხსენება, უბრალო ყურადღებაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბრალოება ქმნის იდეალურ ურთიერთობას. -არ ვიცი რა გითხრა ხვალ უზარმაზარ თაიგულს გამოგიგზავნი, იცი მე სიურპრიზები დიდად არ მეხერხება, და თუ რამე მინდა გავაკეთო მაინც წინასწარ ვუთანხმებ ხოლმე, ეს მაინც ოჯახის წევრებზე, თორემ ისე ზოგადად გოგოებს არ ვუკეთებ ხოლმე სიურპრიზებს, გაიცინა დემეტრემ და ალექსანრას გახედა. -იცი დემე, მოკლედ მიმართ რადგან გადაწყვიტა ასე იმ ოფიციალურ ჯაჭვს მოხსნიდა მათ ურთიერთობაში რაც საკმაოდ მძიმედ ჰქონდა შეკრული, რაღაც უნდა გითხრა და გული არ დაგწყდეს იცოდე, შენი გამოგზავნილი ყვავილები გადავყარე, განა იმიტომ რომ არ მომეწონა, ულამაზესი იყო, უბრალოდ ალერგია მაქვს და მაშინვე ცემინებას მაწყებინებს როგორც კი ვიგრძნობ მათ სუნს. -დემეტრეს ალექსანდრას ქცევაზე გაეცინა, ის ისე საწყალი თვალებით უხსნიდა ამ ყველაფერს გეგონებოდა აი ეხლახანს გამოიჭირეს რაღაც დანაშაულის ჩადენისთვისო, აი ხომ ხედავ ეს უფრო ამყარებს იმ არგუმენტს რომ სიურპრიზები არ გამომდის და შეთანხმება და დაგეგმვა ჯობია, ეხლა მე რომ მოვსულიყავი შენთან ყავის ჭიქებით ხელში ალბათ სახლში არ დამხვდებოდი ან რამე მსგავსი, გაუცინა და დაუწყო ყურება ისე რომ თვალსაც კი არ ახამხამებდა. ბატონო დემეტრე ამ დროს კაბინეტში ექთანი შემოვიდა, მაპატიეთ მძიმე პაციენტია შემოსული. -ეხლავე მოვდივარ, დემეტრემ შოკოლადის ჭიქა მაგიდაზე დადო, ალექს ბოდიში უნდა გავიქცე -რას მებოდიშები წადი რათქმა უნდა. -მაპატიე ხო, დემეტრემ ალექს ორივე მხრებში ხელი მოჰკიდა, გთხოვ მშვიდად იარე და შეტყობინება მომწერე რომ მიხვედი კარგი? ხვალ გნახავ დროებით, მარჯვენა ლოყაზე მშვიდად აკოცა და კაბინეტი დატოვა. ემოციებისგან გაღლილი მივიდა სახლში არ დავიწყებია შეტყობინების გაგზავნა და თავისთვის მშვიდად იღიმებოდა, ფაქტია რომ დემეტრემ მასში მიმალული გრძნობები გააღვიძა, ეს ისეთი თბილი და ემოციური იყო, ისეთი ინტიმური დეტალებისგან შემდგარი, თვითონაც ვერ უყრიდა აზრებს თავს, შემდეგ მისი თბილი კოცნა გაახსენდა, ხომ არაფერი ბავშური მეამიტობაა, მაგრამ რამხელა ემოცია გადმოსცა ამ ერთმა პატარა კოცნამ, ფიქრების ქარ ცეცხლში გაეხვა ალექსანდრა, მიხვდა რომ ეს რაღაც ახლის დასაწყისი იყო, ახლის რომელიც თავისთავად მოუატნდა ბევრ თავის ტკივილსაც, მაგრამ ალბათ ბედნიერებასაც, ყოველ შემთხვევაში ერთი წუთითაც კი არ უნანია ის რომ დღეს შოკოადის ჭიქით ხელში, საავადმყოფოს ეზოში იდგა. *** დღეს თელავში წასვლის დღეა. -ესე ადრე რატომ მივდივართ ხომ ვერ მეტვით, წუწუნებდა თიკო, რომელიც აშკარად აპროტესტებდა დილით შვიდ საათზე ადგომას. -საქმე არ იცდის თიკო საქმე, ჩასძახა ალექსანდრამ ყურში, რომელიც ისეთი ბედნიერი თვალებით უყურებდა ეს ცვლილება თიკოს არ გამორჩენია -მოიცა ეხლა რა გინდა შენ რომ მითხრა, შენ ჩემზე მეტად გაბედნიერებს ეხლა დემეტრე თუ რატომ ხარ ეგეთი ბედნიერი, თიკომ თავისი ეგოისტური სიყვარულით ჩაგესლა ალექსანდრა. -არა ეხლა დემეტრე რა შუაში იყო? -შუაში არა სწორია თავში იყო ალექს თავშიიიი, თიკომ ბოლო სიტყვა საკმაოდ გააგრძელა ამით მისი წარმოთქმული ფრაზა თითქოს უფრო გაამყარა. თელავში ჩასვლას ამინდმაც შეუწყო ხელი, გოგოებმა სასტუმროში დაისვენეს, ბარგი ამოალაგეს, და კომფერენციაზე დასასწრებად მოემზადნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, დრო გაიწელა,უამრავი არა სასარგებლო ამბები, ხალხის მხარდაჭერის დიდი იმედი, მაგრამ გაკეთებული საქმე არ ჩანდა, ერთადერთი მძლავრი თემა ქალების წინადაცვეთის ტრადიციის აღმოფხვრა გახდა, რომელშიც ყველა წარმომადგენელი ერთად აღიარებდა რომ ეს მარაზმული ქმედება აღკვეთილი უნდა ყოფილიყო და გატარებულიყო შესაბამისი პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით. საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ალექსანდრა სიტყვითაც გამოვიდა და წარმოადგინა თავიანთი არასამთავრებოს პრიორიტეტები, საბოლოოდ კი საღამოს დაღლილ დაქანცულები მივიდნენ სასტუმროში. გავგიჟდი რა, რამდენი ეს ამბავი მახსენდება იმდენი გული მისკდება, როგორ შეიძლება ქალზე ეგეთი ძალადობა, რას ჰქვია წინადაცვეთა, რომელი საუკუნეა თუ აფრიკაში ვართ რომელიღაც აბორიგენულ ტომში, თიკოს აშკარად ჰქონდა ზეგავლენა გამოყოლილი განვლილი საღამოდან. -თიკო გთხოვ რა საკმაოდ ბევრი ვილაპრაკეთ და მოვისმინეთ შენ არ დაიწყო ეხლა, ლანა ვედრების თვალებით უყურებდა მეგობარს -არა გეთანხმები მეც მაგრად დავიღალე წყალს გადავივლებ და დავწვები თორემ ძლივს ვმოძრაობ, აღნიშნა თიკომ. სასტუმროს ტელეფონის ხმა გაისმა, ალექს გთხოვ რა უპასუხე ლანამ მეორე ოთახიდან გამოსძახა ალექსანრას, რომელიც მდივანზე იყო წამოწოლილი, ფეხები კი მის თავზე შემოეწყო, იმდენად იყო დაღლილი ტელეფონის აღების სურვილიც არ ჰქონდა, გარდა მაგისა დემეტრემ დილის შემდეგ არ შეხმიანებია და ცოტა უხასიათოდ იყო. ალო გისმენთ, ოდნავ უინტერესო და დაღლილი ხმა ჰქონდა ალექსანრას. -ვიცი რომ სიურპრიზები არ გამომდის, მაგრამ იმედი მაინც დავიტოვე რომ ამ დროს სასტუმროში იქნებოდი, უფრო სწორედ კი შუადღის შემდეგ გელოდები, არ გინდა თელავი დამათვალიერებინო? გაისმა ტელეფონში დემეტრეს მშვიდი ხმა. -ალექსანრას ჯერ გაოცებული, შემდეგ კი გახარებული ხმა ჰქონდა, დემეტრე შენ აქ რას აკეთებ. -რევანში მინდა ავიღო გემრიელი შოკოლადის შემდეგ, გაუცინა ბიჭმა. -კარგი ეხლავე ჩამოვალ, ალექსანდრამ ქურთუკი მოიცვა გოგოებს გასძახა გავდივარო ისე რომ არც არაფერი აუხსნია და გიჟივით გავარდა ოთახიდან. ვიცი რომ ძალიან დაღლილი ხარ ალექს, მოდი სადმე რესტორანში დავჯდეთ იქნება რამე მშვიდი გარემო აქ თორემ არა მგონია ფეხით სიარულის თავი გქონდეს ეხლა, უბრალოდ მინდოდა მენახე, გუშინ ვერ მოვახერხე შენი ნახვა ოპერაციების გამო, დღეს შენ გქონდა საქმე, მოკლედ დღეს რომ არ მენახე ალბათ გავგიჟდბეოდი, გთხოვ არ შემიძლია ეს ქარაგმებით ლაპარაკი, რასაც ვფიქრობ ის უნდა ვთქვა, და ძალიანაც ნუ ჩამითვლი პირდაპირობაში. -არა დემეტრე არ გითვლი, სულ ცოტათი გაგიცანი უკვე გაუღიმა და მხარი მხარზე ოდნავ გაჰკრა. -იცი ალექს საოცარი ქალი ხომ ხარ, მაგრამ განცდა რომელიც შენთან ყოფნისას მეუფლება კიდევ უფრო საოცარია, იცოდე მე რამდენი ხანიც დაგჭირდება იმდენ ხანს დაგელოდები, თუ ეხლა შენ მეტყვი რომ შანსი მაინც არ მაქვს მე მაინც დაგელოდები, ყოველთვის, მე შენ გიპოვე და ამას ვგრძნობ, შენი დაკარგვა კი არ მინდა, ყველაფერს გავუძლებ ყველაფერს გადაგატანინებ ოღონდ მომეცი ამის საშვალება სულ ცოტა შანსი რომ მე შენ გაგაბედნიერო, შენ ჩემთან უბედური ვერ იქნები უბრალოდ მენდე და მიყევი ინსტიქტებს. შეძლებ რომ მე შანსი მომცე შენს ცხოვრებაში შემოვიდე? დემეტრემ ინტერესის თვალებით გახედა ალექსანდრას -არ ვიცი დემე, უბრალოდ მეც დაბნეული ვარ, მე მსიამოვნებს შენთან ერთად ყოფნა, მოდი დროს მივანდოთ ყველაფრის მოგვარება, იცი ჯობია ერთმანეთის საქციელში და თვალებში ამოვიკითხოთ ყველაფერი ვიდრე სიტყვები დავხარჯოთ, მე ეგეთი ვარ მირჩევნია ვიმოქმედო ვიდრე ვილაპარაკო. -ხოდა მე შენს თვალებში შენს სულ ვხედავ და ის ისეთვე ლამაზია როგორიც შენ და ვიცი რომ დრო ყველაფერს, ამ შემთხვევაში ჩვენ სასარგებლოდ დაალაგებს, დემეტრე ხელი მოხვია ალექსანრას და თავზე აკოცა, მე შენ სულ დაგიცდი და ეს არასოდეს დაგავიწყდეს, თუნდაც როგორც მეგობარი ან უბრალოდ ნაცნობი ისე ვიყო მაინც ყოველთვის დაგიცდი. მე ესეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ საკუთარ თავსა და გრძნობებში, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ თუ მომცემ იმის საშუალებას რომ ამ ორ კავშირს ჩვენ ვუწოდოთ და არა მარტო მე ან შენ. დემეტრემ ჩურჩულით უთხრა ალექსანდრას ბოლოს წარმოთქმული სიტყვები რომელსაც ალექსანრას მხრიდან აცრემლებული თვალები მოყვა. და ეხლა საერთოდ არ მჭირდება შენი სიტყვები მე ამას შენს თვალებში ვხედავ, დემეტრემ მაგრად ჩაიხუტა, თითქოს ვინმე მის წართმევას ლამობდა, არც ალექსანდრას გაუწევია წინააღმდეგობა რადგან იქ იმ წუთას დემეტრე ეგულებოდა ყველაზე დიდ საყრდენად რაც კი ცხოვრებას მისთვის უჩუქებია, ის აი იმ წუთას ყველაზე დაცულად გრძნობდა თავს. გრძნობა რომელიც მასში ჩაისახა რაღაც თბილი და ამოუხსნელი იყო, რაღაც ისეთი რაც განელებას არ აპირებდა, რაც ერთიანად ანთებდა და უბიძგებდა წინ ევლო, ევლო საკუთარი ბედნიერების კვალდაკვალ, და არასოდეს დაეყარა ფარ ხმალი, ეს გრძნობა ერთიანად იწვევდა მასში დიდ აღფრთოვანებასა და შიშს, რომ ეს კიდევ დიდი ტკივილის დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ მისდა გასაკვირად ენდობოდა, დემეტრეს ძალიან ენდობოდა, ამ შეგრძნების თვითონაც უკვირდა, მაგრამ ალბათ სწორედ ესე იბადება ნამდვილი და დიდი გრძნობა შეიძლება ხელმეორედაც, წარსული ყოველთვის წარსულში უნდა დატოვო თუ გსურს რომ აწმყო არ გაგინიავოს და მომავალი საბოლოოდ არ წაახდინოს, ესაა ცხოვრების მთავარი არსი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.