შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახლა ყველაფრი შემიძლია


22-11-2016, 18:31
ავტორი hoy tengo ganas de ti
ნანახია 1 465

ფანჯარასთან ვდგავარ..წვიმის შემდეგ მთებზე ჩამოწოლილ ნისლს გავყურებ..ცოტა სუსხი იგრძნობა,ხელებიც გამიცივდა,თუმცა იმედი იმისა რომ შენი ჩახუტება გამათბობს სამუდამოდ გაქრა..და მაინც,თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ როგორ მიახლოვდები,შენს მკლავებს ვგრძნობ ჩემს უსუცოცხლო სხეულზე,თბილ ტუჩებს ვგრძნობ სისუსტისგან ამოცვენილ ლავიწებში..არ იფიქრო სუსტი ვარ და უშენობას ვერ გავუძელი,უბრალოდ არ მინდა ის გრძნობა რომელიც შენთან მაკავშირებდა ასე უბრალოდ გაქრეს და დავიწყებას მიეცეს...ამაში ხომ უბრალო არაფერი ყოფილა!...
******
-დე წავედი აბა კარგად იყავი.
-კარგად ბარბი!ფრთხილად იყავი გთხოვ ზღვაში შორს არ შეხვიდე...ფული მაგიდაზე დაგიდე..
-მადლობა დე არ ინერვიულო ყოველ დღე დაგირეკავ ...ნიკას ჩემს მაგივრად დაემშვიდობე და აკოცე.
აეროპორტში ძალიან ცხელოდა ,ალბათ ბათუმში უფრო სიცხე დამხვდებოდა...ჩავედი სასტუმროში 202-ე ოთახში დავბინავდი.
ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ პირველ დღეს ზღვაზე არ გავსულვარ,მიუხედავად იმისა რომ დაღლილი ვიყავი დაძინება გამიჭირდა,რაღაც აფორიაქებული ვიყავი და უცნაურ რაღაცეებზე დავიწყე ფიქრი...აი მაგალითად ახლა რომ მოვკვდე ჩემი ბოლო სურვილი რა იქნება მეთქი ვფიქრობდი,რას ვინატრებდი სიკვდილის წინ?...ამ უცნაურ ფიქრებში ჩმეძინა.
დილის 11 საათისთვის უკვე ზღვაზე ვიყავი და საბანაოდ შევედი.დიდხანს ვცურავდი და წყალზე ვტივტივებდი თან ვფიქრობდი...ფიქრებიდან ყვირილმა გამომაღვიძა.
-მიშველეეეთ!!
დავინახე რომ გოგო ითხოვდა შველას..უეცრად გავცურე მაგრამ შორს იყო და რომ მივედი იმ ადგილზე უკვე ჩაძირული დამხვდა,მაგრამ ჩავყვინთე და დიდ წვალებით როგორც იქნა წყლიდან ამოვიყვანე,იქვე ბიჭებიც მომეშველნენ,ნაპირზე გამოვიყვანეთ..ჩემ გულში გავიფიქრე ასეთი თვგადასავალი ნამდვილად არ მინატრია მეთქი,თუმცა შევცდი,სწორედ ამ ინცინდენტით დაიწყო ყველაფერი და ჩემი მშვიდი ცხოვრებაც წარსულს ჩაბარდა...
******
"გადარჩენილი" ძალიან კარგი და საყვარელი გოგო აღმოჩნდა,დავმეგობრდით კიდეც.."მაშველები" სახლში დაგვპატიჟა და ასე ვთქვათ მისი გადარჩენა აღვნიშნეთ.
ძალიან გამიჭირდა მისი სახლსის პოვნა,გარეუბანში კერძო სახლში ცხოვრობდა,ამიტომ კითხვა კითხვით ბოლოს ძლივს ვიპოვე,ძალიან ლამაზი ეზო ჰქონდა,ულამაზესი ყვავილებით,განსაკუთრებით საქაელა მომეწონა,რომელიც აუზის თავზე ისე იყო ჩამოკიდებული რომ დაჯდომისას წყალს შეეხებოდი ფეხით.
მისი მშობლები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ,უამრავი მადლობები გვიხადეს,შემდეგ სუფრასთან მიგვიწვიეს.
-მარიამ რას საქმიანობ?-მკითხა ნინის დედამ.
-ვსწავლობ სამართალზე,მეორე კურსზე ვარ.ამ დროს უკნიდან ვიღაცამ დაიძახა:
-მომავალი "ჩინოვნიკი"..მივხვდი მის ირონიას,მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე და არ ვუპასსუხე.ქალბატონ თამარს ეხლა უკვე მე ვკითხე თუ რა პროფესიის იყო.ფილოლოგი აღმოჩნდა.
ადამიანი რომელიც 1 წუთის წინ გამოეხმაურა ჩემ პროფესიას ნინის ძმა აღმოჩნდა.. მთელი საღამო პროვოკაციული მზერით მაკვირდებოდა,მის მიზანს ვერ მივხვდი,თავს უხერხულად ვგრძნობდი,ამიტობ ბოდიში მოვიხადე და სახლში წასვლა დავაპირე...
-გაგაცილებთ!უკვე ღამეა,ამიტომ იურისტის,თან მანდილოსანი იურისტის ღამე მარტო სიარული საშიშია.
რათქმაუნდა სულაც არ მინდოდა მასთან ეთად წასვლა მაგრამ ქალბატონი თამარიც დაეთანხმა და სთხოვა სახლში წავეყვანე.უარი ვეღარ ვუთხარი ცუდად რომ არ გამოსულიყო.
-მარიამ თუ გინდა ზღვაზე გავისეირნოთ,ლამაზი ღამეა... ისე მითხრა ბატონმა გიგიმ თითქოს მთელი საღამო სხვა ვიღაც "მკბენდა" და ის არაფერ შუაში იყოს.
-არა მადლობა მანდილოსანი იურისტის ღამე სიარული საშიშია.
-მაშინ არა როცა მის გვერდით მამაკაცი იურისტია.
ძალიან გავღიზიანდი,არ მიყვარს როდესაც სუსტი ქალის როლში გამოვდივარ,ამიტომ გაბრაზებული ხმით ვუპასუხე:
-კარგ იურისტს დასკვნები დიდი ხნის დაკვირვეის შემდეგ გამოაქვს და არა ზედაპირული ცოდნით.
-გაეღიმა..ცოტახნის პაუზის შემდეგ შემომხედა და უკვე ძალიან თბილი ხმით მითხრა:-ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ უფლებას მომცემს ქალბატონი მარიამი სრული დაკვირვების შემდეგ გამოვიტანო დასკვნები..
მოვიხიბლე,რაღაც ქონდა რაც ძალიან მიზიდავდა,იმდენად მომხიბლა მისმა ღიმილმა,ხმამ, რომ გადავწყვიტე ურთიერთობის განვითარებისთვის ხელი არ შემეშალაა.
ბიჭებით განებივრებული არასოდეს ვყოფილვარ,ამის არც სურვილი მქონდა და არც დრო,ამიტომ ძალიან დავიბენი.სხეული მითრთოდა,მის გვერდით მივდიოდი,მაგრამ უფრო ახლოს მომინდადა მასთან მისვლა,უფრო დიდი ხნით მინდოდა მეყურებინა თვალებში,სუვილი მქონდა ხელი ჩამეკიდა...ამ ყველაფერს მისი ძალიან მომხიბვლელი ხმა უფრო ამძაფრებდა...მეგონა გავგიჟდი და ეს რაღაც სისულელე იყო,უცნაურად ვგრძნობდი თავს ამიტომ ვთხოვე სახლში წავეყვანე.
-მარიამ ბათუმელი ხარ?
-არა უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედი...მაგრამ მგონი პირიქით ხდება...
-რამდენი ხნით?
-ალბათ კიდევ 2 დღე დავრჩები.
-ცუდია, 2 დღე ცოტაა.
-რისთვისაა ცოტა?
-სიცოცხლისთვის.
უცებ გავოცდი,შემეშინდა,ასეთ პასუხს არ ველოდი მაგრამ გაეცინა და მითხრა რომ უბრალოდ იხუმრა.მეც გულზე მომეშვა,რატომღაც პირველი ააზრად ის მომივიდა რომ სიკვდილს აპირებდა.
დავწექი მაგრამ არ დამეძინა,ვფიქრობდი ყველაფერზე,რაღაცის მეშინოდა,ცუდს მიგრძნობდა გული,მოსვენება დავკარგე...
******
3 დღე დავრჩი ბათუმში,თითქმის მთელ დღეს გიგისთან ერთად ვატარებდი,ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს,უამრავი საერთო გვქონდა უამრავ რამეზე ვსაუბრობდით.
-მარიამ ვიღაც გეძახის
-მე?
-ჰო შენ,აი უკან გაიხედე...მეც გულუბრყვილოდ დავუჯერე და რომ მოვტრიალდი აღარსად იყო,შემეშინდა ვეძახდი,მაგრამ არ ჩანდა,ხელები ამიკანკალდა ფერი დავკარგე,ცრემლები მომადგა თვალებზე.მეგონა გაიქცა და მეც სიზმრიდან გამოვიღვიძე,თუმცა უცებ შეშინებული მოვარდა:
-მარიამ?როგორ ხარ? რა იდიოტი ვარ მაპატიე უბრალოდ გავიხუმრე არ მეგონა ასე თუ განიცდიდი...
ეს ის მომენტი იყო როცა მივხვდი რომ შემიყვარდა,შემიყვარდა მაშინ როცა პირველად ვიტირე მის გამო,როცა პირველად დავინახე მისი შეშლილი და განერვიულებული სახე ჩემ გამო...ჩავეხუტე!ისე მაგრად მომხვია ხელები,თითქოს ბოლო შეხვედრა იყო ჩვენი.
ეს ფაქტი ცოტა მაშინებდა,მაშინებდა იმაზე ფიქრი რომ მალე თბილისში დავბრუნდებოდი და ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარივით გაქრებოდა.იგივეს ვკითხულობდი გიგის თვალებში,თითქოს ხელოვნურად ვქმნიდით ორივე რაღაც ბარიერს,რომ უფრო შორს არ წასულიყო ჩვენი ურთიერთობა,მაგრამ ამ ბარიერის მიუხედავად მაინც სასწაულად სასიამოვნო იყო ყოველი წუთი რასაც ერთად ვატარებდით.
ბოლო საქღამოც დადგა,მეორე დილით უკვე თბილისში უნდა წავსულიყავი.გიგიმ ჩვეულებრივ გამომიარა და გავისეირნეთ,თითქმის ნახევარი საათი არცერთს ხმა არ ამოგვიღია.არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,მისგან ველოდი ინიციატივას,ველოდი რომ რაღაც ისეთს მეტყოდა რაც მისი კიდევ ნახვის იმედს მომცემდა,თუმცა ამაოდ.შეიძლება თვითონაც მე მელოდა.
-დღეს ზღვა სხვანაირია თითქოს არა მარიამ?
-არ ვიცი ვერ ვამჩნევ.
-შენც სხვანაირი ხარ.
-ვიცი!-მეგონნა მიზეზს მკითხავდა მაგრამ არაფერი აღარ უთქვამს ამის შესახებ.
-მარიამ იცი რომ ზღვას არასოდეს არაფერი ავიწყდება?მამა მეუბნებოდა პატარაობში,თუ ზღვას მოუყვები შენ ისტორიას,რომელიც არასოდეს გინდა დაგავიწყდეს,იმ ამ ამბავს მთელი ცხოვრება შეინახავს და როცა მის ნაპირზე დადგები გაგახსენებს იმ წუთებს რომელმაც შენში დიდი კვალი დატოვაო.
-და როდესმე გიცდია მისთვის რამე მოგეყოლა?
-არა,თუმცა მინდა დღეს ერთად მოვუყვეთ იმ დღეებზე რომლებიც ერთად გავატარეთ,რათქმაუნდა თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები.
-არ ვარ წინააღმდეგი მაგრამ მგონი მან უკვე იცის ჩვენი ამბავი.
-მაშინ ვთხოვოთ რომ სამუდამოდ შეინახოს.
-გიგი თვალები დახუჭე და ხელი მომკიდე.
-მაგრამ მეშინია რომ ვეღარ გაგიშვებ.
- უნდა წავიდე.
-ვიცი.
ხელი არ ჩამკიდა.უსიტყვოდ ვისხედით ზღვის ნაპირზე.არ ვიცი რაზე ფიქრობდა,არ შემოუხედავს გაუნძრევლად იჯდა.მე ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ ეს დღეები დასრულდა,დასრულდა ეს მოკლე ისტორიაც,რომელმაც ასეთი დიდი კვალი დატოვა ჩემში,თუმცა მიზეზზი არ ვიცოდი რატომ..რატომ არაფერი თქვა?რატომ არ მითხრა რომ დარჩენილიყავი?რატომ არ მითხრა რომ ჩამოვიდოდა ჩემ სანახავად?ვერ ვხვდებოდი და ბრაზი თანდათან ძლიერდებოდა...
-გიგი მე უნდა წავიდე უკვე გვიანია.
-მაგრამ გუშინ ხომ უფრო გვიანი იყო.
-ჰო მაგრამ ხვალ წასასვლელი ვარ.
-კიდევ ცოტახნით დარჩი.
ვიგრძენი როგორ უნდოდა ჩემი დარჩენა,თითქოს 1 წუთიც მნიშვნელოვანი იყო მისთვის,მაგრამ ბრაზი ვერ დავძლიე და ცივად ვუპასუხე : "უნდა წავიდე". აღარაფერი უთქვამს უხმოდ მიმაცილა სახლამდე და ასევე უხმოდ წავიდა.
მთელი ღამე არ მეძინა,ძალიან ცუდად ვიყავი,სიცარიელეს ვგრძნობდი,სიცარიელეს რომელსაც მის გარდა ვერავინ შეავსებდა,თან უამრავი კითხვა მაწუხებდა.ჩემ თავს ვუბრაზდებოდი,რატომ შემიყვარდა,ხომ ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა.ბოლოს ყველა მიდის...იმედგაცრუება,აი რა ანადგურებს ადამიანს,აი რა სპობს იმედს და სიხარულს...
*******
-ვააა მარო როგორ ხარ? როგორ დაისვენე?
-კარგად ნიკუშ შენ როგორ ხარ?
-კარგად ჩემო ძვირფასო დაო..ძაანნ მომენატრა შენთან ჩხუბი.შენ არა?
-რა სულელი ხარ....მეც მომენატრე.
ზღვაზე მომხდარი ამბავი არავისთვის არ მომიყოლია, არც ჩემი უახლოესი მეგობრისთვის...დავიწყე გამოცდებისთვის მზადება მაგრამ მასზე ფიქრი არ მშორდებოდა თავიდან ამიტომ კონცენტრირებას ვერ ვახდენდი სწავლაზე..
-მარიამ რა გჭიირს რაღაც სხვანაირი ჩანხარ მოხდა რამე?
-არა ქეთი არაფერი რა უნდა მომხდარიყო?
-აბა მე რა ვიცი მე შენ გეკითხები.
-არაფერი..
გავიდა ერთი თვე გამოცდები როგორც იქნა ჩავაბარე...დღეს გამოსაშვები საღამო და წვეულება იყო დაგეგმილი რომელზე წასვლაც საერთოდ არ მინდოდა...მაგრამ მეგობრების ხათრით მაინც წავედი....მთელი საღამო ხმა არ ამომიღია,არც კი მიცეკვია.ერთმა ბიჭმა შემომთავაზა მეცეკვა და ისეთი უარით გავისტუმრე ალბათ იფიქრა გიჟიაო.ყველას უკვირდა ჩემი ასეთი საქციელი,მაგრამ არაავისთვის ამიხსნია ასე რატომ ვიყავი,ჩემ თაზე ვბრაზდებოდი როგორ შეიძლება 3 დღეშ ადამიანის შეყვარება,თავს ვარწმუნებდი რომ ეს უბრალო გატაცება იყო და ერთ ორ თვეში გაივლიდა,მაგრამ ამის რათქმაუნდა არ მჯეროდა.
******
(ერთი წლის შემდეგ)
-მარო ჩემი შარვალი სადაა?
-ოთახში დაგიდე საწოლზე.
-ვაიმე რა მზრუნველი მყავხარ.
-აფერისტი)))
-გოგო ნუ გაქ მწარე ენა.
-კარგი ხო იცი რო ვხუმრობ,აბა შენ იცი წარმატებები.
-წავედიიი.
-მოიცა
-რახდება?
-გიყვარდეს,მთელი გულით გიყვარდეს და არასოდეს დატოვო მარტო,ყოველ წამს აგრძნობინე რომ მასზე ძვირფასი არავინ გყავს.
-მიყვარს მარიამ!
-ბეჭედი არ დაგრჩეს
-არა მიმაქვს.წავედი მიყვარხარ
-მეც


ისეთი აღელვებული გავარდა ჩემი ძმა სახლიდან შეყვარებულის სანახავად,რომლისთვისაც სწორედ დღეს ხელი უნდა ეთხოვა ცრემლები წამომივიდა,ჩვენ ტყუპები ვართ და რათქმაუნდა გასაკუთრებულად გნვიცდი ყველაფერს,მიხაროდა მისი ბედნიერება,მალე უკვე ცოლიანი კაცი გახდებოდა,მე კიდევ მამიდა გავხდებოდი.ძალიან ბედნიერი ვიყავი,თან ძალიან მშურდა ჩემი მომავალი რძლის.უცებ წარმოვიდგინე ჩემი თავი მის ადგილზე,ადამიანი რომელიც ჩემ წინ დაიჩოქებდა და ცრემრმორეული მკითხავდა: "თანახმა ხარ მთელი ცხოვრება ჩემთან გაატარო მარიამ? " ქვეცნობიერად ეს ადამიანი მმინდოდა გიგი ყოფილიყო,ჰო ის გიგი რომლის დავიწყებაც ამდენი ხანი ვერ შევძელი.
გადაწყვიტეს ქორწილი ბათუმში გადაეხადათ,ეს იდეა სულაც არ მხიბლავდა მაგრამ ეს მათი ქორწილი იყო.ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა,თუ არ ჩავთვლით ჩემ საშინელ ხასიათს რომელსაც მაქსსიმალურად ვმალავდი.ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და იმ ადგილზე მივედი,სადაც ბოლოს ვნახე გიგი,მინდოდა ზღვისთვის დამეტოვებინა ეს მონატრება,ტკივილი და ფიქრები რომელიც ასე მტანჯავდა,სინამდვილეში კი ალბათ რაღაც პატარა იმედი მაინც მქონდა მისი კიდევ ერთხელ ნახვის...
ყველაფერი ისე იყო როგორც ადრე,თითქმის არაფერი შეცვლილა,დავჯექი და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი ზღვას რომელიც თითქოს იმ ამბავს მახსენებდა რომელიც მე და გიგიმ დავუტოვეთ შესანახად.ვფიქრობდი ნეტავ გიგი თუ იყო კიდევ აქ როდესმე,თუ ვახსოვარ,თუ ვენატრები.
-რა სულელი ხარ მარიამ მას ალბათ არც კი ახსოვხარ,შეიძლება ვერც კი გიცნოს ქუჩაში,არც ეს ადგილი ემახსოვრება.ეხლა სხვასთან არის ალბათ და ბედნიერეია.შენ კიდევ მასზე ოცნებას შეალიე ერთი წელი.დამთავრდა...გაუშვი...თავს რატომ იტანჯავ,ხომ იცი რომ აღარ დაბრუნდება..უფლება მიეცი თავს სხვა გიყვარდეს,ის ვისაც უყვარხარ და შენთან ყოფნა უნდა.
ცრემლები ვეღარ შევიკავე,ვტიროდი,დიდი ხანი ვტიროდი,ვიხსენებდი ყოველ წამს ყოველ გამოხედვას,თავს ვერ ვეწინააღმდეგებოდი.2 საათი იყო სასტუმროში რომ დავბრუნდი,ემოციებისგან დაცლილს უცებ ჩამეძინა.
მეორე დღეს გადავწყვიტე მის სახლში მივსულიყავი და მენახა ისევ იქ იყო თუარა ან 1 წუთით მომეკრა თვალი ჩუმად.რატომღაც მეგონა რომ იქ აღარ ცხოვრობდა.ვიცი რომ სიგიჟე იყო მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა.
გზა არ დამვიყწებია ადვილად ვიპოვე,დაბალი ღობე ჰქონდა სახლს და ეზო კარგად ჩანდა,კანკალით მივუახლოვდი სახლს და გაშტერებული ვუყურებდი იმის იმედით რომ სადღაც მას მოვკრავდი თვალს.მაგრამ სახლიდან არავინ გამოსულა.წამოსვლას ვაპირებდი როცა კარგიდან პატარა გოგონა გამოვარდა,უკან გიგის და მოსდევდა
-ბარბი გაჩერდი თორე დაეცემი და მამა გაგვიბრაზდება.
-მამა სახლში არაა.
-რომ მოვა მოვუყვები რომ ცელქობდი პატარა პარაზიტო.
-ვიცი რომ არ მოუყვები იმიტომ რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი მამიდა ხარ.
"მამიდა" ამ ძალიან ჩვეულებრივმა სიტყვამ ჩემში რაღაც მოკლა,ის ძალიან პატარა იმედი მოკლა რაც სადღაც პატარა კუთხეში ცოცხლობდა.თავი ძლივს შევიკავე რომ არ დავცემულიყავი.არ ვიცი სახლში როგორ მივედი.
-მარიამ კარგად ხარ რა მოხდა?
-ნიკა ჩამეხუტე უბრალოდ ჩამეხუტე თორე საკუთარ თავს ვეღარ ვიჭერ,მეტი აღარ შემიძლია,ვეღარ გავუძლებ.
მანაც იგრძნო როგორ მტკიოდა და არაფერი უკითხავს
-დამშვიდდი პატარა მე შენთან ვარ.შენ ჩემი დაიკო ხარ,ყველაზე კარგი,ყველაზე ძვირფასი,მე ყოველთვის შენთან ვიქნები,არაფერზე იდარდო.გაივლის,ესეც გაივლის..
მეორე დღეს ყველაფერი მოვუყევი,ისიც გაოგნებული მისმენდა,ვერ წარმოედგინა რომ შეიძლებოდა ასეთი რაღაც ჩემ თავს მომხდარიყო,ის ყველაზე კარგად მიცნობდა.
******
ბოლო წელი იყო უნივერსიტეტში უკვე ვამთავრებდი.ერთ-ერთ დაწესებულებაში მე და ერთი ჩემი კურსელი პრაქტიკებზე გაგვიშვეს.მეც ცხოვრებას ვაგრძელებდი.ყველაფერი კარგად იყო,ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.ბედნიერი ვიყავი,თითქმის აღარ ვფიქრობდი მასზე.
-მარიამ ზეგ იურისტთა კორპორატიული წვეულებაა ბათუმში და უფროსმა ჩვენც მოგვცა მოსაწვევები.აზრზე ხარ რა მაგარია.
-ღადაობ?მართლა? -ძალიან გამეხარდა,მხოლოდ შემდეგ გავიაზრე რომ ისევ ბათუმში მიწევდა ჩასვლა,ქალაქში სადაც ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბეედური წუთები გავატარე.აღარ მინდოდა წარსულის გახსენება,ძველი ტკივილი,აღარ მინდოდა.
-მე ვერ წამოვალ.
-სად ვერ წამოხვალ გოგო გაგიჟდი?მე უკვე კაბაც ვიყიდე.
-უბრალოდ ვერ წამოვალ.
-უბრალოდ?
-გთხოვ ნუ დამაძალლებ.
-ხვდები რა შანსს უშვებ ხელიდან?
-კი
-ვერა ვერ ხვდები
-ღმერთო დამეხმარე,მომეცი ძალა რომ ეს შევძლო.
-მარიამ რამე არ ვიცი?
-არაფერი ყველაფერი კარგადაა.წამოვალ!
-ეგრე რა გული გამისკდა.

ძალიან ამაყად ვგრძნობდი თავს ამდენი იურისტის გარემოცვაში.ბევრ თანამდებობის პირს ვესაუბრე,რაც თავდაჯერებულობას მმატებდა.ჩემმა უფროსმა ერთი ახალგაზრდა გამაცნო,რომელიც ცოტა არ იყოს და მომეწონა.
-მეოთხე კურსზე ხართ როგორც ვიცი არა?
-დიახ.ვამთავრებ უკვე
-კარგი და ცუდი გრძნობაა
-ჰოო თან გიხარია თან გენანება უნივერსიტეტის და კურსელების დატოვება
-მაგრამ ნამდვილი მეგობრები მაინც არ კარგავენ ერთმაანეთს.აი ვახსენე და მოვიდა კიდეც.გაიცანი ეს გიგია ჩემი უახლოესი მეგობარი და კურსელი.
უცებ ფერი დავკარგე,სუნთქვა შემეკრა..ის ჩემ წინ იდგა..ახლა როცა არ ველოდი..როცა ახალ ცხოვრებას ვიწყებდი...გული საშინლად ამიჩქარდა და გონება დავკარგე.თვალი რომ გავახილე ისევ გიგი დავინახე,თავი სიზმარში მეგონა,ვიფიქრე გავგიჟდი,სანამ არ დამელაპარაკა
-მარიამ კარგად ხარ?
-არა კარგად არ ვარ..გიგი..შენ...აქ..როგორ? წადი,მინდა რომ წახვიდე
-მარიამ..
-წადიი.ლამის ვიყვირე.ისიც ადგა და გავიდა ოთახიდან.
თავში უარავი ფიქრი მიტრიალებდა,ვერ გავიგე რა გავაკეთე,რა უნდა გამეკეთებინა,რატომ გავაგდე.უცცებ გიჟივით ფეხზე წამოვხტი და დავეწიე
-გიგი
-მარიამ
-ახლა რატომ?
-არ ვიცოდი რომ აქ შეგხვდებოდი.მაპატიე.მე წავალ
-ისევ გარბიხარ..
-ისევ გავრბივარ..
-რატომ?
-იმიტომ რომ კარგად იყო
-შენ ფიქრობ რომ მე კარგად ვარ? ფიქრობ რომ კარგად ვიყავი ამ ხნის მანძილზე?
-კი ვიცი რომ იმაზე უკეთ იყავი ვიდრე ჩემთან იქნებოდი
-გაჩუმდი...შენ არაფერი იცი..წარმოდგენაც კი არ გაქვს რა გამოვიარე..მეზიზღები..ვერ გიტან..ყველაზე საშინელიადამიანი ხარ ჩემ ცხოვრებაში
-საშინელი ვარ სწორედ ამიტომ ჩემ გარეშე უკეთ იქნები..უნდა წავიდე
-ღმერთო რატომ არ შემიძლია გაგიშვა..
-უნდა გამიშვა
-ვიცი,ვიცი რომ უნდა გაგიშვა შენ ახლა ოჯახი გყავს,შილი გყავს რომელსაც ჭირდები.
-შვილი?
-ჰო პატარა გოგონა..შენთან ვიყავი მოსული მინდოდა ერთხელ კიდევ მენახე.სწორედ მაშინ ვნახე შენი გოგონა რომელიც ნინის მამიდას ეძახდა
-გასაგებია
-შეგიძლია წახვიდე
და ისევ წავიდა თუმცა უკვე მყარად ვიდექი ფეხზე მივხვდი რომ ის სხვას ეკუთვნოდა.მთელლი ძალა მოვიკრიბე და მის მეგობართან გავაგრძელე საუბარი
-ბოდიშს გიხდი ასეთი გაუგებრობისთვის
-არაუშავ უბრალოდ გამიკვირდა რომ ერთმანეთს იცნობდით
-ჰო ადრე ვიცნობდით ერთმანეთს.დიდი ხანია არ მინახავს
-არამარტო შენ მეც არ მინახავს დიდი ხანია და არც არავის.
-არავის?რატომ?საზღვარგარეთ იყო?
-არაფერი იცი?
-რა უნდა ვიცოდე?
-ერთი თვეა რაც ციხიდან გამოვიდა
-ციხიდან?როგორ?
-ჰო ძალიან შეცვლილია თითქმის აღარ ლაპარაკობს.ადრე ყველაფერზე იცინოდა,უყვარდა,უხაროდა,ახლა თითქოს დაცლილია ყველაფრისგან.თითქოს სადღაც არარეალურ სამყაროში ცხოვრობს.
ცრემლები ვერ შევიკავე გიორგი კი გაკვირვებული მიყურებდა და თითქოს ერთ მომენტში დამაკვირდა.მერე კი...
-მარიამ შენ?შენ ის გოგო ხარ? რათქმაუნდა როგორ ვერ მივხვდი,ღმერთო რა სულელი ვარ.
-ვინ გოგო?ძლივს წარმოვთქვი..
-გოგო რომელმაც მისი და გადაარჩინა.გოგო რომელზეც მიყვებოდა.ღმერთო,მარიამ შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ უყვარხარ,წარმოდგენაც არ გაქვს რას ნიშნავ მისთვის.
ცრემლებისგან ვიხრჩობოდი და უკე ლაპარაკიც მიჭირდა
-მაგრამ მას ხომ ცოლი ჰყავს?
-ცოლი?რომელი ცოლი ამდენი ხანი ციხეში იყო.
ყველაფრის უნარი დავკარგე,ადამიანს აღარ ვგავდი,თვალწინ დამიდაგა ყველაფერი,ერთი ვიცოდი რომ ის უნდა მენახა და მისთვის მეკითხა ყველაფერი,რატომ არ მითხრა რატომ დამიმალა,როგორ შეძლო ამდენი ხანი გაჩუმება?
მაშინვე იმ ადგილზე წავედი სადაც უკვე ზუსტად ვიცოდი რომ დამხვდებდა.ვერც კი გაიგო როგორ მივუახლოვდი იმდენად ღრმად იყო ფიქრებში..მინდოდა ჩავხუტებოდი და გამეზიარებინა მისი ყველა ტკივილი,მაგრამ ვერ შვეძელი შეხება..
-რატომ?
-არ უნდა მოსულიყავი მარიამ.
-როგორ შეგიძლია ამდენის მოთმენა?გული არ გაქვს?
-არ მაქვს მარიამ არ მაქვს!ყველაფერი კარგი ზღვას დავუტოვე იმ საღამოს...
-მაგრამ მე არაფერი დამიტოვე...
-რა უნდა დამეტოვებინა? შენივე სიყვარული?დანაშაულის გრძნობა? ნაძირალა ადამიანი რომელმაც ბავშვს სიარულის უფლება წაართვა? ჰო მარიამ მე მხოლოდ იმის გამო რომ მთვრალი ვიჯექი საჭესთან პატარა არსება დავაინვალიდე.ნაძირალა ვარ,ყველაზე უკანასკნელი ადამიანი,რომელიც შენნაირ გოგოს ვერასოდეს დაიმსახურებს.
-მეზიზღები,ვერ გიტან შენ მე არჩევანის უფლება წამართვი.შენ მე სიყვარული წამართვი.ბედნიერება წამართვი.შენთან ყოფნის უფლება არ მომეცი.არაფერი მკითხე ისე დამტოვე.ტანჯვისთვის გამიმეტე..მართალი ხარ ნაძირალა ხარ,რომელმაც ყველაფერი წამართვა..
-არა მარიამ არა ოღონდ ჩემ სიყვარულში ნუ შეგეპარება ეჭვი და რაც გინდა მითხარი თუ გინდა მომკალი მაგრამ იმას ნუ მეტყვი რომ მე შენი უბედურება მინდოდა.შენ ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში,რის გამოც ვცოცხლობ.
-მაგრამ მე უკვე დიდი ხანია ძალით ვიღიმი,ნახევრად მიხარია ყველაფერი,ყოველ ღამე ვტირი...ნეტავ ვინმეს გამო მიგეტოვებინე.ასე არ მეტკინებოდა.როგორ შეგეძლო მარტო მიგეღო ასეთი გადაწყვეტილება რომელმაც ორივე გაგვაუბედურა.
-მარიამ მიყვარხარ,შენ გესმის ეს?მიყვარხარ ისე რომ თუნდაც ამის გამო შემიძულო არ ვინანებ იმას რომ დაგტოვე და ციხეში არ გიწევდა ჩემთან სიარული.როგორ შემეძლო ამისთვის გამემეტებინე?არასოდეს!!
-ნეტავ მოგეცა მაგის უფლება..დღეს ერთად ვიზეიმებდით შენ თავისუფლებას,შევძლებდი შენთან ჩახუტებას,შევძლებდი ტკივილის შემსუბუქებას,ხელს ჩაგკიდებდი და მთელი ცხოვრება ერთმანეთით ვიცხოვრებდით.ახლა?ახლა ორივე გაგავნადგურე,მეც საკუთარი თავიც.წადი და აღარასოდეს გამოჩნდე ჩემ ცხოვრებაში!ერთად აღარასდროს ვიქნებით!მე ჩემი ცხოვრება მაქვს და აღარ მოგცემ უფლებას დაანგრიო.
წავიდა....
*******
ფანჯარასთან ვდგავარ..წვიმის შემდეგ მთებზე ჩამოწოლილ ნისლს გავყურებ..ცოტა სუსხი იგრძნობა,ხელებიც გამიცივდა,თუმცა იმედი იმისა რომ შენი ჩახუტება გამათბობს სამუდამოდ გაქრა..და მაინც,თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ როგორ მიახლოვდები,შენს მკლავებს ვგრძნობ ჩემს უსუცოცხლო სხეულზე,თბილ ტუჩებს ვგრძნობ სისუსტისგან ამოცვენილ ლავიწებში..არ იფიქრო სუსტი ვარ და უშენობას ვერ გავუძელი,უბრალოდ არ მინდა ის გრძნობა რომელიც შენთან მაკავშირებდა ასე უბრალოდ გაქრეს და დავიწყებას მიეცეს...ამაში ხომ უბრალო არაფერი ყოფილა!...
მისი შეძულება ვერ შევძელი,მაგრამ ჩემი თავი მძულდა.იქნებ შემეძლო ამ ყველაფრის შეცვლა,რას არ გავიღებდი რომ მაშინ ის დამენახა და ჩავხუტებოდი,მისი გულის ცემა მომესმინა,მისი სითბო მეგრძნო...მინდოდა დრო უკან დამებრუნებინა,მეორედ აღარ გავუშვებდი...ალბათ როგორ ჭირდებოდა იმ დროს ჩემი სიყვარული.როგორ შევძელი მისი ამხელა ტკივილთან დატოვება..წამიც აღარ დავფიქრებულვარ ისე გავვარდი სახლიდან.
მის სახლში ჩავედი და მოვითხოვე ეთქვათ მისი მისამართი.ყველა გაკვირვებული მიყურებდა,მხოლოდ ნინი მიხვდა ვინ ვიყავი და მისამართი დამიწერა.
როცა მის მისამართზე მივედი მოხუცმა ქალმა გამომხედა:
-გაამარჯობათ გიგი მელაძე აქ ცხოვრობს?
-კი აქ ცხოვრობს,მაგრამ ეხლა სახლში არაა.
-და როდის მოვა?
-საღამოს ალბათ
-შეიძლება დაველოდო?
-მობრძანდით
წამებს ვითვლლიდი მის მოსვლამდე და როცა კარის ხმა გავიგე,გული ხელით მეჭირა.როგორც კი დამინახა სახე ისე გაუბრწყინდა ალბათ პირველად ვნახე ისეთი ბედნიერი
-გიგი არ წავალ..ათასჯერ რომ მითხრა არ წავალ...არ გაქვს უფლება შენი თავი წამართვა.უბრალოდ შენთან მინდა.წვიმაში მინდა უბრალოდ შიშველი მხრებბით გასვლა მინდა,რომ ვიგრძნო თითოეული წვიმის წვეთი..მინდა ბოლო ხმაზე ვიცინო სანამ მუცელი არ ამტკივდება ^_^ მერე რომ შემცივდება და ხელს მომხვევ გასათბობად,მე კიდევ ღრმად ჩავისუნთქავ ჰაერს(და აღმოვაჩენ რომ ჰაერსაც სხვა სურნელი ჰქონია შენთან ერთად) თვალებში რომ შემოგხედავ და ვიფიქრებ აი ახლა მართლა ყველაფერი შემიძლიათქო!ერთი ფინჯნიდან დალეული ჩაი ვიცი უფრო გემრიელი იქნება..ყველაფერი უფრო კარგია როცა ერთია,საერთოა,შენიც და ჩემიც,ჭერიც,ცაც,სოფელიც,მოგონებაც,საიდუმლოც,დროც,სათქმელიც,უთქმელიც..ახლაც პულსის ცემასავით ვგრძნობ შენ ყოველ ამოსუნთქვას.
-უბრალოდ ვეღარ შევძლებ შენ სიყვარულზე უარი ვთქვა..არც ასეთი ძლიერი ვარ მარიამ!მიყვარხარ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent