შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 16 დასასრული


22-11-2016, 21:04
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 995

ქორწილის დილა გათენდა. უცნაური შეგრძნება იყო. ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი რომ ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა, პატარძალიც მე ვიყავი და ყველაფერი ჩემს ირგვლივ ტრიალებდა. საქორწინო კაბის წინ ვიდექი და სიამაყით ვუყურებდი მას. ტელეფონმა დარეკა. სანდრო იყო.
-დილა მშვიდობისა ჩემო დედოფალო. როგორ ხარ?მომესმა მისი მხიარული ხმა
-კარგად ჩემო სიხარულო. შენ როგორ ხარ?
-მე ვემზადები. ერთი სული მაქვს როდის გნახავ მაგ კაბაში ჩემო ფერია, ვეღარ ვითმენ უკვე.
-ცოტაც მოითმინე რამდენიმე საათი. გამეცინა მეც. -ეხლა სალონში მივდივარ.
-პირდაპირ რომ გავიპაროთ და საქორწინო მოგზაურობაში წავიდეთ?
-ოო კარგი რაა. ყველაფერი მზადაა და ახლა წავიდეთ?ნუ სულელობ. მოიცა ერთი წუთით კარზე ზარია მგონი ჩემები ჩამოვიდნენ. დაგირეკავ ცოტა ხანში. მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ. გაკოცეე. მომაძახა მანაც და ტელეფონი გათიშა. იქვე მივადგე საწოლზე და კარის გასაღებად წავედი. ყველანი ჩამოსულიყვნენ. სათითაოდ მოვეხვიე და სახლში შევიპატიჟე. გიო წინ გარბოდა ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით.
-შვილო დღეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ძნელია მამისთვის ქალიშვილის გათხოვება, მითუმეტეს იმ ყველაფრის მერე რაც გადავიტანეთ. მაგრამ მთავარია შენ იყო ბედნიერი. ჩვენ კი შენი ბედნიერებით გავიხარებთ. მითხრა მამამ და მომეხვია.
-ეხლა მე მიმიშვი შვილო. უთხრა ბებიამ. -ბებო გენაცვალოს შენ ჩემი ერთადერთი გოგო ხარ ჩემს შვილიშვილებში. კარგად იცი და ყველაზე განსხვავებულად მიყვარხარ. ჩემი სიამაყე გოგო ხარ. ჩემი ერთადერთი. ამ დღეს დიდი ხანია ველოდი. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი ბიჭი შეარჩიე და ბედნიერებას გისურვებ, გამრავლდით და გახარებული იყავი მასთან ერთად. აი ეს ასაჩუქარი რასაც გაძლევ ცხონებულმა ბაბუაშენმა მაჩუქა ქორწილში და მის მერე ვინახავ შენთვის, რაც შენ დაიბადე. ბებომ ზარდახშა გახსნა და იქიდან ულამაზესი ოქროს სამკაულები ამოიღო- ბეჭედი, ყელსაბამი თავის კულონთან ერთად, საყურეები და სამაჯური.
-ბეე ძალიან ლამაზია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
-ჩემო გოგო. ეს კი ჩემი საჩუქარია.მითხრა დედამ და ახლა მან მომაწოდა თავის საუკეთესო სამკაულები.
-აუ დეე არ მინდა ამდენი. ხომ იცი ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. ამით არ განისაზღვრება ჩემთვის ბედნიერება. მე მხოლოდ თქვენით ვარ ბედნიერი.
-გაჩუმდი და გამომართვი. კვიციანებს იმას ხომ არ ვათქმევინებთ დევდარიანების ერთადერთი ქალიშვილი მზითვის გარეშე გაათხოვესო. -გაეცინა დედას
-კარგი რაა დეე. ხომ იცი რომ ასე არ იტყვიან და ამას ყურადღებას არ აქცევენ.
-ეს მაინც შენია და რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან ისინი. მითხრა მამამ.-ჩვენი ვალია ეს და გამოართვი ეს საჩუქრები. შენ შენ შვილებს გადაეცი და ასე. საგვარეულო ნივთებია. ასე ნუ უყურებ.
-კარგით ახლა ჯობია მომზადება დავიწყო თორემ ქორწილში დავაგვიანებ,-გამეცინა. წავედი ეხლა სალონში და მალე მოვალ,თქვენ მოეწყვეთ აქ და სანამ მე დავბრუნდები მზად დამხვდით.
თხელი მოსაცმელი მოვიცვი. ფეხები კეტებში წავყავი და სალონში გავვარდი. მშობლებთან მოსიყვარულებში დრო უცებ გამეპარა და უკვე ვაგვიანებდი.უკან რომ დავბრუნდი ეკაც მოსული დამხვდა. ის იყო მეჯვარე. დედა და ბებო საქორწილო კაბის ჩაცმაში დამეხმარნენ.მზად ვიყავი ახლა სიძეს ველოდით რომელიც წარამარა მირეკავდა და ამბებს იგებდა. ნერვიულობდა რადგან ვაგვიანებდით.
-მზად ვარ. -ვუთხარი მე.
-როგორც იქნა. თორემ უკვვე ვნერვიულობდი.-გაეცინა მას-ახლავე გამოვდივართ. რომ იცოდე აქ რა ამბავია. უკვე ყველა მოსულია და აქედანვე დაიწყეს დალევა.
-ოო კარგით რაა. არ იჩქაროთ და ფრთხილად იარეთ.
-როგორც შენ იტყვი ჩემო პატარა. ირაკლი გავდივართ,- გავიგონე როგორ გასძახა სიძეს.
-მაგას უთხარი ცოტა დააჩქაროს და ნუ გვალოდინებს. არ ახსოვს ჩვენ რომ გავაჩქარებდა ქორწილში.-უპასუხა ირაკლიმ.
-გაიგონე რა თქვა შენმა მეგობარმა?
-გავიგე და მაგას გადაეცი მოვკლავ დღეს თუ ყველაფერი ისე არ იყო როგორც დავგეგმეთ . არც კი გაბედოს სისულელეების ჩადენა. დავემუქრე მე.
-კარგი ძვირფასო გადავცემ, შენ კი მოემზადე თხუთმეტ წუთში მოვალ.
სანდო დამემშვიდობა. მოუთმენლად ველოდი მის მოსვლას. გული ისე მიცემდა ლამის საგულედან ამოვადნილიყო. ეკას მშობლები და მაკო და დიმა მოვიდნენ. მეტი ჩემთან არავინ იყო . დედამ სუფრა ლამაზად გააწყო. ტკბილეულით და ხილით. ტორტიც გამოიტანა. მამამ შამპანურის ბოთლები შემოდგა. ეზოში მანქანების გაბმული სიგნალები მოისმა და მალე მთელი ეზო ხმაურმა მოიცვა.მოვიდნენ როგორც იქნა. ხმაუირთ ამოარეს კიბეები და სახლში შემოვიდნენ. წინ ბედნიერი სანდრო მოდიოდა ულამაზესი ვარდებით ხელში. ბედნირებისგან სახე უღიმოდა. ისეთი სიმპატიური იყო კლასიკურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი. ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი.
-ჩემი საყვარელი გოგო. ულამაზესი ხარ. მითხრა მან და ჩამეხუტა. გვერდით ამომიდგა.-აი გიყურებ და თვალს ვერ გაშორებ. შენ ჩემი დედოფალი ხარ.
დედას გავხედე თვალზე ცრემლი მოსდგომოდა და ჩუმად იწმენდდა..
-აბა მგონი დროა დავილოცოთ და დავლოცოთ ეს წყვილი. თქვა მამამ და შამპანური გახსნა, სტუმრების ნაწილს შეუვსო ჭიქები. ნაწილს კი ირაკლიმ.
-ჩემთვის ძალიან ძნელია ახლა საუბარი. არ ვიცი საიდან დავიწყო ან რა ვთქვა. სალომე თხოვდება, სანდრო შენ აგირჩია ცხოვრების მეგზურად და დღეიდან შენი იქნება. ვიცი რომ ღირსეულ შვილს გაბარებ.ვიცი როგორი შვილი გავზარდე და ისიც ვიცი რომ არ შემარცხვენს. მინდა დაგლოცოთ შვილებო. ბედნიერება. გახარება, გამრავლება გისურვოთ. მთელი ცხოვრება ისეთივე ბედნიერები იყავით როგორც ახლა ხართ. გიყვარდეთ და პატივი ეცით ერთმანეთს. გაუფრთხილდი ამ გრძნობას. ყველაზე ლამაზს და ყველაზე სათუთს -სიყვარულს. ახლა შენ გაბარებ. კარგი ვაჟკაცი ხარ, ღირსეული ოჯახის შვილი და მეც ისევე გიღებ ჩემი ოჯახის კარს როგორც საკუთარ შვილს. გაგიმარჯოთკიდევ ერთხელ,-მამამ სათქმელს ძლივს მოუყარა თავი მაგრამ მაინც გადმსცა და ამოციებით დაასრულა. თვალზე მეც ცრემლი მომადგა და მასაც. თითქმის არ გამიგია დანარჩენების დალოცვა. ფიქრებით ახლა ლუკასთან ვიყავი. ის ახლა აქ უნდა ყოფილიყო...
სტუმრების დალოცვა თითქმის არ გამიგი. სანდრო მიხვდა რაც მჭირდა და ხელი წამკრა იადაყვზე. გონს უცებ მოვედი და გავიღიმე. ჭიქა მომაწოდა და ჩვენი ბედნიერების შევსვით.
ამის მერე უკვე დაიწყო თავბრუდამხვევი წუთები რომელიმაც მთელ დღეს გასტანა. ჯერ იყო და ეზოში რომ თეთრი ლიმუზინი დავინახე ლამაზად გაფორმებული მაშინ დავიბენი. ჩვენთან ერთად მეჯვარეები და მეგობრები მოთავსდნენ-მაკო და დიმა. ირაკლი და თიკო. გზაში ბევრი ვიგიჟეთ და ვიმაიმუნეთ. ისე არ შეიძლებოდა ირაკლის და ლაშას შემხედვარე. დანაჩენებიც არანაკლეად მხიარულობდნენ. ჯვრისწერისას დასერიოზულდნენ ისე რომ აბსოლიტურად განსხავებულები გეგონებოდათ, კარგად რომ არ ვიცონობდე მათ. იქიდან ხელის მოსაწერად წავედით და იურიდიულად გავაფორმათ ჩვენი ქორწინება. იქვე შესრულდა ფიცის დადების ცერემონიალი და პირველი ცეკვაც. მერე მცხეთაში წავედით.სადაც ფაეტონით გაივისერინეთ. ფოტოგრაფი უამრავ სურათებს გვიღებდა.ოპერატორმა,მთელი ეს სიგიჟეები რასაც ჩვენ ჩავდიოდით ფირზე აღბეჭდა. ცოტა ხანს მე და სანდრომ მოვახერხეთ განმარტოება და ფეხით გავისეირნეთ. დრო ისედაც საკმარისი გვქონდა. მაგრამ დაგვაცადა ვინმემ. იქაც მოგვაგნეს და დროა უკვეო რესტორნისკენ წავედით..
რესტორანში რომ მივედით ეს იყო ჩემი დიდი გაოცება კიდევ ერთი. იმდენი სტუმარი იყო მოწვეული წამით შემეშინდა ამდენ ხალსხ თუ გაუძლებდა ეს დარბაზი. მაგრამ ყველა მშვენივრად მოთავსდა და გადასარევად გრძნობდნენ თვს. აქ იყვნენ ცნობილი მოჭიდავეები. სანდროს თანაგუნდელები, მწვრთნელები.ბავშვობის მეგობრები რომლებსაც ნელ-ნელა ვიცნობდი.მისი ახლობლები ნათესავები. არც ჩემები დავიწყებია თითქმის ყველა ჩემი ახლობელი ბიძაშვილი და ნაცნობი რომლებთანაც ახლოს ვიყავი. მათი დანახვა ძალიან გამიხარდა. ყველას ვეხუტებოდი და მადლობას ვუხდიდი. თან საჩუქრებს მაძლევდნენ უკვე ვეღარ ავუდიოდი მათ გამორთმევას, ეკა და მაკო შემომეშველნენ. მათ გამომართვეს და მანქანაში მოათავსეს.
დავინახე რამდენიმე ჟურნალისტი. ფოტოგრაფთან ერთდ. როგორც ჩანს ჩვენი ქორწილის ამბები გაშუქდებოდა და ჟურნალებში დაიბეჭდებოდა.
პირველი სიტყვა ოთარმა ითხოვა, თამადასთან მივიდა მიკროფონი აიღო და დაიწყო.
-ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და ჩვენი დაფასებისთვის. მადლობთ იმისთვის რომ იზიარებთ ამ სიხარულს რასაც ახლა გრძნობს სიძე-პატარძალი და მათი ოჯახის წევრები. თავს არ შეგაწყენთ უბრალოდ ორიოდე სიყყვას გეტყვით.პირველად სალომე რომ ჩვენს ოჯახში მოვიდა ერთი პატარა შეშინებული გოგო იყო. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ საკუთარი ფეხით მივიდ იქ სადაც იყო მისი ბედი. მაშინ არც ერთმა არ იცოდა რომ მათი ბედი კი ზეცაში გადაწყდა იქ დაამტკიცეს რომ ეს ორი ერთად უნდა ყოფილიყო და ბედნიერი ოჯახი შეექმნათ. დღეიდან ისინი ერთდ იქნებიან. დღეს კიდევ ერთი ნამდვილი,ქართული ოჯახი იქმნება. გაგიმარჯოთ შვილებო. ულევ სიხარულს და ბედნიერებას გისურვებთ.- ოთარმა ბოლომდე გამოცალა სასმისი და ასპარეზი თამადას დაუთმო .მანაც თავიდან ჯერ უფლის სადღეგრძელო შესვა. მერე კი ძირითადად ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა. ჯერ ჩვენ დაგლოცა,მერე ჩვენი მეჯვარეები, მშობლები და ასე შემდეგ ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე ქართულ ქორწილში, მერე იყო პირველი ცეკვა მე და ლაშამ დაისი ვიცეკვეთ. სანდრომ ცეკვა არ იცოდა და მეგობარმა უშველა. მერე უკვე თანამედროვე მუსიკა ააჟღერა დიჯეიმ, ესეც სიუპრიზი იყო ჩემთვის. აცეკვდნენ ახალგაზრდები. ავცეკვდით ჩვენც. კიდევ ერთი სიუპრიზი იოო როცა სანდრომ თავის თანაგუნდელებთან ერთად ლეზგიკა შეასრულა. აი ეს იყო ჩემთვის შოკი. მერე ეკამ მიჩურჩულა მოდი ჩვენც რამე სიგიჟე მოვიფიქროთო და დავეთანხმე. რატომაც არა.მაკოსთან მივიდა იდეა გაანდო. თიკოც დათანხმდა და მუსიკა შეუკვეთა.ლათინო ამერიკულ სტილში. ექსპრომტი შესანიშნავი გამოვიდა, ვცილობდით ყველას მიგვემსგავსებინა ერთამენეთისთვის მოძრაობები და აპლოდისმენტებიც არ დაიშურა დარბაზმა. მოწონება დავიმსახურეთ. მერე ნელი მუსიკა ჩაირთო და როგორც იქნა დამიჭირა სანდრომ. წელზე შემომხვია ხელები. ძლიერად მიმიკრა გილზე და ასე ვცეკვადით ჩახუტებულები.
-მგონი დროა რომ გავიპაროთ არა?-მიჩურჩულა მან.
-ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ რაა.
-როგორც იქნა ჩემი ცოლი ხარ.- ხელზე დაიხედა მან.
-შენკი ჩემი ქმარი. ვუპასუხე და ვაკოცეთ ერთმანეთს
-არ დავიღლები იმის გამეორებით თუ როგორ მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ სან. -ვუპასუხე.
მერე საქორწილო ტორტი გავჭერით ერთად ფეიერვერკის ფონზე რომელმაც ცა გაანათა. თაიგული ეკამ დაიჭირა. რამდენიმე ცეკვის შემდეგ დარბაზიდან ჩუმად გავიპარეთ. სასტუმროში წავედით ჩვენი თვითმფრინავი შუადღეს მიფრინავდა, იქამდე კი სადღაც ხომ უნდა გავჩერებულიყვით და ერთობლივი გადაწყვეტილებით სასტუმრო შევარჩიეთ. აი მანქანიდან რომ გადავედით იქ კი შემეტყო ნერვიულობა. სანდროს რას გამოვაპარებდი. მაშინვე მიხვდა მიზეზს.
-დამშვიდდი კარგი. თუ შენ არ გინდა ხომ იცი არაფერი არ მოხდება. როცა მზად იქნები ყველაფერი მაშინ მოხდება. ხელი ჩამკიდა და ლიფტი გამოიძახა.
ოთახში რომ შევედით ნახევრად ბნელოდა. პირველი რაც თავლში მომხვდა ვარდის ფურცლები იყო იატაკზე მოფენილი, რომელიც საძინებლისკენ მიდიოდა. მერე კი ჩემი და სანდროს ფოტოები დავინახე კედელზე იყო გაკრული.ფოტოები რომლებიჩ სანდრომ გუნდაობის დროს გადამიღო. ჩემი ოცნების ქალი ეწერა სურათებზე ქვემო. ეს კიდევ ერთი სიუპრიზი.
-ეს ეს.. აღარც კი მახსოვდა
-გახსოვს ის დღე?-მკითხა და ზურგიდან მომეხუტა ხელები შემომხვია და კისერში მაკოცა
-კი მახსოვს. ლამაზი დღე იყო.
-ის თუ გახსოვს რა გითხრი მაშინ?
-ეგეც მახსოვს. დავუქნიე თავი.
-ხოდა ახლა კიდევ ერთხელ გეუბნები ჩემი გაზაფხულიც, ზაფხულიც, შემოდგომაც და ზამთარიც შენ ხარ ჩემო დედოფალო. ანგელოზი ხარ. ამ კაბაში რომ დაგინახე თვალი ვერ მოგწყვიტე, ფერიას გავდი. ახლა მე ბედნიერი ვარ იმით რომ შენ ჩემი ხარ და ჩემი მეუღლე გქვია.
-მე კიდევ შენით ვარ სანდრო ბედნიერი. მოვტრიალდი და ძლიერად ვაკოცე ტუჩებში. დანარჩენი თავისთავად მოხდა. ყველაფერი გადავლახე. სანდროს მოფერებასთან ერთად შიშიც გაქრა და უბედნიერესი ღამე გავატერეთ ერთად...
მეორე დღეს პარიზში გავფრინდით.სადაც საოცარი ორი კვირა გამოგვივიდა.
უკან დაბრუნების შემდეგ ახალი ამპლუის მორგება ცოტა გამიჭირდა და ისევ უხერხულად ვგრძნობდი თავს. პირველივე დღეს შემეშალა ჩემი ახალი ოთახის კარი და ძველ ოთახში შევდიოდი, სანდრომ სიცილით შემაჩერა და თავისი ოთახის კარი გამიღო...
ახლა უფრო მეტ სითბოს ვგრძნობდი ნანისგან და ოთარისგან. სანდრო დღის განმავლობაში ვარჯიშებზე მიდიოდა. თავისუფალ დროს ჩემთან ერთად კლინიკის მოწყობას ანდომებდა. რომელიც მალე იქნებოდა მზად. საღამოობით განმარტოებას მაინც ვახერხებდით ხან რესტორანში მივდიოდით. ხან კინოში. ზაფხული იყო და ბუნებაში გასვლასაც ვახერხებდით მეგობრებთან ერთად.
ჩვენი ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ კლინიკა გავხსენი. ეკა და მე მთელი დატვირთვით შევუდექით მუშაობას. მიუთუმეტეს იმდენი ხანია იყო რაც პაციენტებთან აღარ მემუშავა უკვე ჩემი მემერთებოდა.
ამასობაში მაკომ იმშობიარა. გოგონა შეეძინა. ულამაზესი და უსაყვარლესი მარიამი. რამდენიმე თვე რაც დავქორწინდით არ მიფიქრია იმაზე რომ ორსულად არ ვიყავი მაგრამ მისი დაბადების შემდეგ თავი ცუდად ვიგრძენი. მეც მომინდა პატარა. სანდროს რომ გავუმხლე ჩემი შიშები იქნებ არ გვეყოლოს ბავშვი-ტქო გაეცინა და სულელი ბავშვი ხარო. როცა ღმერთი ინებებს მაშინ გვეყოლებაო. მითხრა...
რამდენიმე დღე უხასიათოდ ვიყავი.ნანის ვეხმარებოდი საუზმის მომზდებაში. მოულოდნელად თავბრუ დამეხვა და მაგიდას დავეყრდენი რომ არ დავცემულიყავი.
-ვაიმე შვილო რა გჭირს? იყვირა მან და დაჯდომაში მომეშველა
- ოთარ სანდრო. გამოდით მიშველეთ.დაიყვირა მან და ჭიქა მომაწოდა. წყალი მოვსვი. შეშინებულები შემოვარდნენ ოთახში მამა-შვილი.სანდრომ ფერწასული დრომ დამინახა მაშინვე ტელეფონს ეცა სასწრაფოს გამოძახებას აპირებდა. მიხვდი ეს რისი ბრალიც იყო. ამ ბოლო დღეები ისედაც ვეჭვობდი. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი.
-არ არის საჭირო ექიმი . ავად არ ვარ. უბრალოდ ორსულად ვარ. ვთქვი მე და მათ გადავხედე. წამით სიჩუმე ჩამოწვა.სანდროს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.დაბნეულმა ძლივს მოასწრო მანაც სკამზე ჩამოჯდომა.
-რა თქვი სალო?გაიმეორე.მომესმა?
-არა არ მოგესმა. ორსულად ვარ და მალე მამა გახდები.-გამეცინა მე
-ვერ ვიჯერებ . სიხარულისგან წამოენთო, ხელში ამიტაცა და ერთ ადგილზე ვტრიალებდით.
-მოიცადე შვილო რას აკეთებ. ისედაც არ იყო კარგად და ახლა უარესად არ გახდეს,- შეშინდა ნანი
-კარგად ვარ კარგად. ვთქვი და სნდროს ხელები კისერზე შემოვხვიე.
-ჩემო ლამაზო,ჩემო ფერია. ეს უბრალოდ სასწაულია, საოცრებაა. აქ ჩვენი შვილი იზრდება. უკვე არსებობს. დამსვა და მუცელზე მომეფერა.ადგილს ვერ პულობდა სიხარულისგან.მთელი დღე ცაში დაფრინავდა ბედნიერებისგან. ძილი არ ეკარებოდა არც მე მაძლევდა დაძინების საშუალებას.უამრავ თემაზე ლაპარაკობდა დაბნეული, ძირითადად ბავშვს შეეხებოდა და თან მეხუტებოდა. სანამ არ ვუსაყვედურე მეძინება-თქო არ მოისვენა.
მალე დაიწყო საშინელი დღეები. მძიმე ტოქსიკური ორსულობა და წოლითი რეჟიმი სამი თვე. კლინიკაში საქმეები ეკას გადავაბარე და ახალ ექიმებთან ერთად ის უძღვებოდა საქმეს. სანდრო ძალიან მედგა გვერდში, მალე ეხოსკოპიამ აჩვენა რომ ბიჭს ველოდებოდით და ამან ხომ საერთოდ გადარია. კაცი ასე გადარეული ოჯახზე და მომავალ შვილზე პირველად ვნახე.საერთოდ აღარ უნდოდა სახლიდან გასვლა. კიდევ კარგი დროულად მოვახერხე და დაველაპარეააკე რომ ასე არ შეიძლებოდა და უნდა დაბრუნებოდა ყოველდღიურ საქმიანობას.. ამის გამო რეიტინგი ცოტა დაკარგა და ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. ისევ ძველი სანდრო უნდა დამებრუნებინა.
ცხრა თვის თავზე ნანატრი ბიჭი დაიბადა, მშობიარობა გამიჭირდა ბავშვის წონის გამო. ბევრი ვიწვალე მაგრამ გამთენიისას მწვანეთვალება ოთხკილოანი ვაჟკაცი დაიბადა. პატარა ლუკა კვიციანი, სანდროს დაჟინებული სურვილით მას ჩემი ძმის სახელი დავარქვით.
უხასიათო და უჟმური იყო მთელი ღამე ტიროდა და არ გვაძინებდა.გარეგნულად კი გავდა სანდროს მაგარამ სულაც არ იყო მისნაირი მხიარული. მეორმოცე დღეს მოვნათლეთ ლაშა იყო მისი ნათლია. ნათლობის ღამეს როცა წვეულება გვქონდა რესტორანში ეკა და ლაშა გაიპარნენ. ესეც კიდევ ერთი ახალი ამბავი. ნათლობის შემდეგ ლუკამ ხასიათი შეიცვალა და საოცრად მშვიდი გახდა. ახლა უკვე ნანის ვუტოვებდი და სამსახურში შევძელი დაბრუნება.
მერე თიკომ იმშობიარა. მასაც გოგონა შეეძინა.რა თქმა უნდა ისიც ნანისთან ტოვებდა ბავშვს. თიკო ჩემს კლინიკაში ადმინისტრატორად მუშაობდა და ხელს რაღაცნაირად ახერხებდა სწავლის და მუშაობის შეთავსებას. ჩემი მშობლები ხომ უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ ჩემი ბედნიერებით და შვილიშვილის დაბადებით. აღარაფერი გამიგია ნიკას შესახებ. ის საქართველოდან წავიდა. აღარც აკო და მისგან მოყენებული ტკივილი მახსოვდა. როგორც იქნა ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდემ დაისადგურა....

3 წლის შემდეგ.

სამსახურში შესვენება მქონდა. დილით შეუძლოდ ვიყავი. გადავწყვიტე დამესვენა. სანდრო შეჯიბრზე იყო წასული და დღეს ბრუნდებოდა. ზუსტი დრო არ მითხრა. საერთოდ მისგან სიუპრიზებს მიჩვეული ვიყავი. უამრავი დაუვიწყარი დღე მაჩუქა ამ სამი წლის განმავლობაში. ახლაც დარწმუნებული ვიყავი რომ რაღაცას მიმზადებდა და აღარ ჩავეძიე მითხარი როდის ბრუნდები-თქო.
-სალო შენთან პაციენტია შეხვედრას ითხოვს, ამბობს გადაუდებელიაო. შემოვიდა თიკო
-შემოიყვანე, ახლავე მოვემზადები, დავფაცურდი და ხალათი ისევ ჩავიცვი. რაღაცნაირად ავფორიაქდი. მითუმეტეს როცა პაციენტი დავინახე.
-გამარჯობა,- მომესალმა ის
-დაბრძანით, ახლავე მოგხედავთ, ისე ვუთხარი თითქოს ვერც ვიცანი და მისი არსებობა არც მადარდებდა. ბოლო დღეებში აფორიქებული ვიყავი მასზე რაღაცეები გავიგე და მეცოდებოდა. ოღონდ გულწრფელად.
-კარგი რა სალომე ვიცი რომ მიცანი, არ გვინდა ასე მოქცევა.შენთან სალაპარაკოდ მოვედი.
-რომ გითხრა სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. დიდი ხნის უკან შენ თვითონ დაასრულე ყველაფერი. შენ არ ისურვე საუბარი და ახლა აღარაფერს აქვს აზრი.
-ერთ დროს ყველაფერი სხვანაირად იყო
-ერთ დროს ყველაფერი შეცდომა იყო. შევცდი არ უნდა მომეშვი ჩემამდე. უნდა ჩემი ძმისთის დამეჯერებინა. ასეთ ტკივილს ხომ არ გადავიტანდი. მაგრამ არაუსავს მე შენ დიდი ხანია დაგივიწყე.დიდი ხანია არაფერს წარმოადგენ ჩემთვის. არც გაბრაზებული ვარ შენზე. პირიქით მადლობელი ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში სანდროს არ გავიცნობდი და ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი. ჩვენ ერთად რომ ვყოფილიყავით შეიძლება აქამდე გავშორებოდით ერთმანეთს. ღმერთმა იცის რომელ ჩემს მეგობარს გადაეკიდებოდი და გაეკიდებოდი. ხომ არ იყო გიკვირს შენზე ამდენი რამე რომ ვიცი?ყველაფერი ვიცი. ვიცი რა გაუკეთე შენ საუკეთესო ძმაკაცს. მაგრამ ზუსტად იგივე გაგიკეთა იმ ქალმა. შენით არ დაკმაყოფილდა და სხვას გაეკიდა. იმას ვისაც შენზე მეტი ფული ჰქონდა.ახლა შენც ისეთივე გამწარებული ხარ როგორც მაშინ მე იყავი. ვიცი ახლა შენც იმავეს გრძნობ რასაც მე. ასე რომ ცხოვრებამ სამაგიერო გადაგიხადა და გოლი გაგიტანა ჩემს მაგივრად ის გეთამაშა და თან ისეთი გოლი გაგიტან რომ პირდაპირ ორით ერთი გაგიხადა ანგარიში.-მთელმა ამ წლების ნაგროვებმა ბოღმამ ერთიანად ამოხეთქა და რაც სათქმელი მქონდა ბოლომდე ვუთხარი ალბათ უარესებსაც ვეტყოდი ოთახში ლუკას რომ არ შემოერბინა.
-დედიკო დედიკო მამა ჩამოვიდა. მითხრა მან
დავიბენი სანდროს რეაქცია რომ წარმოვიდგინე მის დანახვაზე.
-აბა სად არის მამიკო ჩემო პატარა ?-ვკითხე და ხელში ავიყვანე.
-ეკა ნათლიას ელაპარაკება. დეეე იცი რა მინდა პატარა დაიკო და ძამიკო მინდა. მიყიდე რაა.-შემეხვეწა ის და ლოყებზე თავის პატარა თითებით მომეფერა. სულაც არ აქცევდა ყურადღებას ოთახში თუ ვინმე იყო.
-აუცილებლად ჩემო პატარა.
-ეს შენი შვილია?
-კი ჩემი შვილია და მალე კიდევ მეყოლება. თუმაც ერთ რამეში დარწმუნებული ვარ შენ ისე გალევ შენც ცხოვრებას და ისე დაასრულებ სიცოცხლეს რომ შვილის სიყვარულით და სითბოთი გამოწვეულ სიხარულს ვერ ეღირსები, მივაყოლე გესლიანად
-არ გინდა ასეთი საუბარი სალო. მე უბრალოდ პატიების სათხოვნელად მოვედი.
-რისთვის?განა ეს რამეს შეცვლის?განა ეს გიშველის და სინდიდის ქეჯნას სადმე გაექცევი?ვერა ჩემო კარგო, ამ გრძნობით მე კარგა ხანს ვიცხოვრე, თუმცა სულ ტყუილად. უბრალოდ წადი და ეხლა მაინც გააგრძელე პატიოსნად ცხოვრება. მე ყველა ტკივილი სანდრომ დამავიწყა. მე ბედნიერი ვარ მის გვერდით.
ამ დროს კარში სანდრო გამოჩნდა.უკვე წარმოვიდგინე აქ რაც მოხდებოდა.
-საყვარელო დავბრუნდი. ძალიან მომენატრე. მალე მორჩები?-მკითხა მან და მაკოცა
-უკვე მოვრჩი. ვუპასუხე დაბნეულმა.
ახლა მიხვდა რომ მარტო არ ვიყავი და უკან მოიხედა. რომ დაინახა იქ ვინც იყო გადაირია. სახე შეეშალა და საყელოში სწვდა აკოს.
-აღარასოდეს გაბედო სალომეს გაეკარო გასაგებია შენთვის?შენ არაკაცი ხარ და არაკაცად დარჩები. შე ახლა წადი აქედან და თუ კიდევ ერთხელ მიუახლოვდები მას გეფიცები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. დაუღრიალა და სახეში ძლერად დაარტყა მუშტი. აკო შემობძიკა მაგრამ თავი შეიკავა და არ დაეცა.ტუჩი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა. ლუკას შეეშინდა.
-სანდრო გეყოფა ბვშვს შეეშინდა.
-წადი,- უყვირა კიდევ ერთხელ.- აღარ დამენახო. აკომ უკანმოუხედავად დატოვა კაბინეტი.
-ასე რატომ მოიქეცი სან?
-იმიტომ რომ არავის მივცემ უფლებას შენ რამე დაგიშავოს და თუკი ვინმეს რამე დაუშავებია ყველას ასე დაემრთება. მითხრა და ორივეს ჩაგვეხუტა
-მამიკო იცი დედიკომ მითხრა მოგიყავან პატარასო.- ატიტინა ისევ ლუკა
-რას იტყვი ხომ არ დავიწყოთ მუშაობა?- გაეცინა მას?
-არ არის საჭირო. დღეს ექიმთან ვიყავი და გავიგე რომ ისევ ორსულად ვარ.
-გამაგიჟებ შენ?მერე ბვშვი გიჭირავს ხელში?მოდი შვილო ჩეთან. დედიკოს უნდა გავუფრტხილდეთ. მისი გადაღლა არ შეიძლება. სანდრომ ლუკა გამომართვა და აღფრთოვანებას ვეღარ მალავდა.
-სანდრო ავად არ ვარ. რამდენჯერ უნდა გითხრა.
-რა ხდება? რა ხმაური იყო?შემოვია ეკა.
-არაფერი. უბრალოდ შენი მეგობარი ორსულადაა.
-ეე რა მაგარია. დღეს მეც ექიმთან ვიყავი და მეც პატარას ველოდები. გაეხარდა ეკას და ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
- მაშინ აღსანიშნავი გვაქვს ეს ამბავი. დავურეკოთ ყველას და სადმე წავიდეთ.
-სან მოდი დღეს ჩვენს რესტორანში წავიდეთ. მომენატრა იქაურობა. ვთხოვე მე. -წავიდეთ ჩემო დედოფალო. მიპასუხა და კლინიკიდან გავედით.

რამდენიმე თვეში ტყუპი ტყუპი ქალ-ვაჟი შეგვეძინა.ეს უკვე ბედნიერების პიკი იყო. საოცრად მშვიდი ბავშვები იყვნენ.ლუკას ძალიან უხაროდა. ერთდროულად მართლაც აუხდა ოცნება. ბავშვები დავაძინე და სანდროსთან დავბრუნდი ოთახში.
-თავი სიზმარში მგონია მათ რომ ვუყურებ. ასე მგონია ეს მე არ ვარ.
-მოგიწევს შეგუება რადგან მთელი ცხოვრება ასეთი ბედნიერები ვიქნებით.უკვე სამი შვილი გვყავს. ვეცდები კიდევ უამრავი ბედნიერი დღე გაჩუქო და ბედნიერები ვიყოთ.მითხრა შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-ისე სალო ნეტა იმ დღეს კბილი რომ არ ამტკივებოდა თუ გაგიცნობდი?
-ალბათ გავიცნობით ერთამეთს დიმას და მაკოს ქორწილში,
-ხო მაგრამ შეიძლება ყურადღება არ მომექცია შენთვის ან არც წამოვსულიყავი.ან შენ არ იქნებოდი ან ნიკას ცოლი იქნებოდი.
-მოდი არ გვინდა ცუდი ამბების გახსენება. შეიძლება მე ისევ უბედური ცხოვრება მქონდოდა შენ კი მაინც ბედნიერი იქნებოდი სხვას გაიცნობდი ვინმეს.
-მე მათი მადლობელიც კი ვარ რადგან შენამდე მომიყვანეს.მათი წყალობით გაგიცანი დაგიახლოვდი. მაშინვე გამიჩნდა შენი დახმარეიბის სურვილი როგორც კი დაგინახე.მაშინვე ის აზრი დამებადა რომ სწორედ შენნაირ გოოსთან შეხვედრაზე ვიცნებობდი და მალე დავრწმუნდი რომ სწორედ შენ იქნებოდი ჩემი ცოლი სხვა არვინ.
-მე კიდევ როგორ გაწვალებდი ხო?როგორ არ გაძლევდი დახმარების უფლებას. გაემცინა.
-ხო როგორ ჯიუტობდი და გამირბოდი. მაგრამ მაინც გაგაბი მახეში. იცი ყველაზე რთული რა იყო. გვერდით მყავდი და ამავე დროს შორი და მიუწვდომელი იყავი. ცუდად რომ გახდი მაშინ კი საერთოდ გავრეკე. კინაღამ გადავიფიქრე შეჯიბრზე წასვლა შენს გამო ყველაეფერზე უარის თქმას ვაპირებდი.
-კიდევ კარგი წახვედი თორემ საკუთარ თავს ამას არასოდეს ვაპატიებდი რომ შენ ჩემს გამო კარიერაზე უარი გეთქვა
-არ გვინდა ცუდზე საუბარი, დავივწყოთ წარსული.მთავარია ახლა ერთად ვართ და ბედნიერები. სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. მითხრა მან და ზემოდან მომექცა.- იცი უკვე მომენატრა ჩემი ცოლი. რამდენ ხანია გელოდები. გაეცინა მას და კისერში მაკოცა. მერე სახეს დაუყვა. ტუჩებამდე მიაღწია . ერთიანად მომიცვა მეც ვნებამ თვალები დავხუჭე და სიიყვარულის მორევში გადავეშვით.
მომდევნო ზაფხულს ბავშვებთან ერთად ზღვაზე წავედით დასასვენებლად. ქორწინებიდან ხუთი წელი გავიდა და გადავწყვიტეთ მხოლოდ ჩვენ დაგვესვენა , თან ბავშვების ძიძა ვიახლეთ. რომელიც ხელს გვიწყობდა იმაში რომ ერთად უფრო მეტი დრო გაგვეტარებინა.
პიკი იყო იქ. ცუდად გავხდი. ტესტი ჩავიტარე და აღმოვაჩინე ისევ ორსულად ვიყავი. ცოტა შემეშინდა მეტ შვილზე აღარ გვისაუბრია არ ვიცი მას როგორი რექცია ექნებოდა. საღამოს პარკში გავედით ბავშვებთან ერთად. სანდრო მიხვდა რომ რაღაც ხასითზე არ ვიყავი.
-რა გჭირს საყვერლო? დღეს არ მომწონხარ. ცუდად ხარ?არაფერია. ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
-სალო შემომხედე. სახე მიმარტიალებინა თავისკენ.-მითხარი რა გჭირს? შეშინებული სახე რატომ გაქვს?
-რაღაც მაქვს სათქმელი და არ ვიცი როგრო გითხრა.
-პირდაპირ.
-რომ გითხრა ორსულდ ვარ და მალე კიდევ ერთი შვილი გვეყოლებ თქო რას იზავ?
ის ჯერ დაიბნა გაოცებულმა შემომხედ მერე კი მიპასუხა:-ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება ამ ქვეყანაზე სალო.ეს ხომ ღვთის საჩუქარია და მასზე უარს არასოდეს არ ვიტყვით ჩვენ.ამათ შემხედვრე რირს ცხოვრება,ერთად ყველანაირ პრობლემას გვაუმკლავდებით და ყველაფერს გადავიტანთ. მომეხვია და მაკოცა...
მთელი ორსულობის განმავლობში ვმუშაობდი. მშვიდი ორსულობა მქონდა. კლინიკაში ვიყავი როცა მუცელი ამტკივდა და ეკამ საავადმყოფოში გამაქანა. ის მეორეს ელოდებოდა და შეშინებულს საავადმყოფოში მისულს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა,მას მეორეც ბიჭი შეეძინა მე კი მეორე გოგო პატარ ნანი. ბებიას სახელი დავარქვით. ლაშაც და სანდროც მორიგ შეჯიბრზე იყვნენ და არც კი ვიცოდი იცოდნენ თუ არა ეს ამბავი.
-დღეს საავადმყოფოდან გვწერენ დეე. ვეფერებოდი მას.- მამამ უკვე გაიგო და მალე ჩამოვა.
-ძალიან ლამაზია შვილო. მამას გავს.-მითხრა ნანიმ
-კი მასავით მწვანე თვალები აქვს და ეს საფირმო ხალი ტუჩზე. გამეცინა მე.
-სხავთა შორის ეს პატარა ქალბატონი რომ დაიბადა მამიკო ფინალში ჭიდაობდა და ასე მიულოცა გამარჯვება. ჩაერთო მამაჩემი.
-ამთ ასე თუ გააგრძლეს მალე ფეხბურთის გუნდი გვეყოლება სახლში გაიხუმრა ოთარმა.
-ფეხბურთის გუნდის რა მოგახსენო მაგრამ ყველაზე მაგარი რომ ვარ ვიცი ოთხი შვილის მამა ვარ უკვე, გაისმა ოთახში სანდროს ხმა და უზარმაზარი სათამაშო დათვით ხელში გამოჩნდა. იქვე დადო სკამზე და თვითონ ჩემთან მოვიდა. ბავშვი გამომართვა. აიყვანა და ერთიანად დაკოცნა.გულში იკრავდა
-არაფერი ატკინო სან. ფრთხილდ.
-გაიგე მაა დედამ რა მითხრა?როგორ შეიძლება ასეთ პატალას რამე დაგიშავო. ჩემი ფერია გოგო. მამიკოს დაემსგავსე ჩემო პატალა?იცი ჩვენს ოჯახში კიდევ ერთი სიხარული რომ შემოიტანე. პასუხად მან გაიღიმა დაამთქნარა და თვალები დახუჭა.გამოვართვი და საწოლში ჩავაწვინე. მშობლებმა მარტო დაგვტოვეს.
-ხომ კარგად ხარ?ჩამომიჯდა საწოლზე-
-კი ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
-მაპატიე რომ შენს გვერდით არ ვიყავი.
-არაუშავს სან. შენ სულ ჩემს გვერდით ხარ. ყველგან ვგრძნობ შენ ყოფნას. მიყვარხარ.ვუთხარი და პასუხად მან ტუჩებში მაკოცა.

მალე ახალ სახლში გადავედით რადგან უკვე იმდენი ვიყავით ვეღარ ვეტეოდით ძველ სახლში. ორსართულიანი სახლი შევიძინეთ გარეუბანში და ახალსახლობა წვეულებით ავღნიშნეთ. სტუმრები გვიან წავიდნენ. ბავშვები ძიძამ დააძინა. სახლის დალაგება დედაჩემმა და ნანიმ ითავეს. მე და სანდროს განმარტოება გვინდოდა ეზოში ჩავედით ჰამაკში ჩავსხედით და ვარსკვლავებს ვუყურებდით.
-იცი ერთხელ ერთი ამბავი გადამხდა თავს. ძალიან საინტერესო რამ არის და მას მერე სულ ვფიქრობ და რატომრაც შენ წარმომიდგები თვალწინ
-რა ამბავი?-დამაინტერესა მე.
-როგორც უკვე გითხარი შეჯიბრზე ფეხი რომ ვიტკინე უკან დავბრუნდი ოპერაცია გავიკეთე.ჩემი ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და გადავწყვიტე ეკლესიაში წავსულიყავი სვეტიცხოველში წავედი. ბევრი ხალხი იყო საღამოს წირვა ტარდებოდა.მინდოდა მელოცა რომ ჭიდაობა გამეგრძელებინა და ფეხზე დავმდგარიყავი. იქ დავდექი სადაც სკამებიც დგას. დროდადრო ჩამოვჯდებოდი და ფეხს ვასვენებდი ხოლმე. ჩემი ყურადღება ერთმა შავებში ჩაცმულმა გოგომ მიიქცია. სამგლოვიარო ტანსაცმელი ეცვა.შავი შარფი ჰქონდა თავზე მოფარებული და სახეს თითქმის უფარავდა. მაგრამ მაინც შევამჩნიე როგორ ტიროდა. გულამოსკვნილი და ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინ. რატომღაც ჩემი გასაჭირ დამავიწყდა და მას ვუყურებდი. მან ჩემი გონება მოიცვა. ამ დროს ტელეფონმა დამირეკა სანამ გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე ის იქ აღარ დამხვდა. გული დამწყდა. გარეთ გამოვედი და სახლში წამოსვლა დავაპირე. მოულოდნელად დავინახე გზაზე მიდიდოდა. მიხვუახლოვდი დახმარება შევთავაზე. ის გაიქცა ტაქსი გააჩერა და გაუჩინარდა, სიარული მიჭირდა და მანქანამდე მისვლა ვერ მოვასწარი. სამაგიეროდ მას მედალიონი დაუვარდა ინიციალები აქვს ზედ ამოტვიფრული.მას შემდეგ ხშირად მივდოიოდი იქ მაგრამ ის გოგო ვეღარ ვიპოვე. ვერ დავუბრუნე ყელსაბამი.
უეცრად სახე მეცვალა და ბუნდოვნად აღვიდგინე ის საღამო. მოულოდნელად ვიყვირე.
-რა მოხდა?-შეშინდა ის.
-შეგიძლია ახლა დამიბრუნო ეგ ყელსაბამი.ვთქვი მშვიდად.
-რას ამბობ?
-ეგ ჩემი ყელსაბამია და დარწმუნებული ვარ მასზე ს და ლ ამოტვიფრული. ლუკამ მაჩუქა და ძალიან გული დამწყდა როცა დავკარგე. იმ დღეს დავკრძალეთ ის
-წარმოუდგენელია. წამოიძახა სანდრომ და ყელსაბამი ჯიბიდან ამოიღო.-ესეგი ჩვენი პირველი შეხვედრა მაშინ შედგა. როცა ერთამანეტს არც კი ვიცნობდით
-სწორედ მაშინ გადაწყდა ჩვენი ერთად ყოფნა.გამეცინა მე.
-ბევრი ვიტანჯეთ. ბევრი ვიწვალეთ მაგრამ მაინც ერთანეთთან მივედით.
-ასეა. ბედმა საჩუქრად შენ და ჩვენი ოთხი შვილი გამომიგზავნა. ვუთხარი და მივეხუტე. მან ხელი მომხვია მხარზე და ძლიერად ჩამიხუტა. გული ისევ ისე გვიცემდა და ისევ ისე სავსე იყო სიყვარულით როგორც მაშინ, როგორც პირველად....


(ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია მოვახერხე და დავასრულე ისე როგორც უნდა დამესრულებინა. შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი. გადატვირთული გრაფიკის გამო მეპარება. ველი თქვენს შეფასებებს. თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელობანია ჩემთვის.)



№1 სტუმარი makukuna

კარგი იყოოო, მაგრამ ბოლოს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია იყო, და ემოცია არა. გელოდებით ახალი ისტორიით heart_eyes

 


№2  offline წევრი TeddyBear

დღეს წავიკითხე მთლიანად და ძალიან მომეწონა თუმცა უნდა ვაღიარო "დასაწყისიდან დასასრულამდე" მაინც ჩემს ფავორიტად რჩება ^^
ეს ისტორიაც მომეწონა, განსაკუთრებით სანდროს პერსონაჟმა შემაყვარა თავი ^^ ძალიან გამგები, საყვარელი და კეთილი იყო. რეალურად ასეთი კაცები არ არსებობენ ჩემი აზრით, ესე უბრალოდ თავის სახლში არავინ შეგიყვანს რა joy
ისე ძალიან საყვარელი ისტორია იყო თავისი პერსონაჟებითა და მოვლენებით ^^
მომწონს შენი ისტორიები heart_eyes

 


№3  offline წევრი kato wiklauri

ძალიამ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის ჩემო კარგები :* რეალურად მართლა არ არასებობებ სანდროსნაირი კი არა მისი მსგავსი კაცებიც კი და სწორედ ესაა სამწუხარო.:( თუმცა დასასრული ისეთი არ გამოვიდა როგორსაც ვგგმავდი. არაუშავს ნელ-ნელა გამოვსორდებით :D :)
რაც შეეხება დასაწყისიდან დასასრულამდე ის ჩემი პირველი ისტორია იყო რომელიც დიდი ხნის უკან დავწერე და ძალიან მიყვარს. იქ ყველაფერი რეალური ცხოვრებიდანაა აღებული...

რაც მეტი კრიტიკა იქნება უკეთესი. :D

 


№4 სტუმარი mtvaro svani

zalian kargi da sasiamovno istoria iyo.siamovnebit cavikitxe.madloba rom ase sasiamovnod daasrule meshinoda nika ar gamocheniliyo

 


№5  offline წევრი katiusha

Chemi danarcheni istoriebi ixilet nikit katiusha
Es gverdi damebloka

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent