შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიკა, ჩემია! (ლაშა და მარიამი) (3)


22-11-2016, 22:20
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 615

კვლავ მოღრუბლულ ცას შესცქეროდა, სიამოვნებისგან ნაზად ეღიმებოდა და სენსორს თითს გააყოლებდა რომ მუსიკა ჩაერთო. გადაწყვიტა მთელი ორი საათი ამ მდგომარეობაში გავატარებო, სანამ მზე ამოვა დავტკბები ცივი ჰაერითო და სწორედ ასეც მოიქცა. აივნიდან ფეხი არ მოუცვლია, ერთხელ ადგა ისიც ყავის გასაკეთებლად. ტელეფონს კვლავ დახედა, შუადღის პირველი საათი იყო. ფეხზე ძლივსძლივობით წამოდგა ამდენიხანი ჯდომისგან სკამის ფორმა მიიღო. ნელა გააბოტა სააბაზანოში და ცხელი წყლის ქვეშ დადგა. როგორ სიამოვნებდა ეს ყოველივეე ტანში ერთიანად უვლიდა ცხელი წვეთები და სხეულს უფრო ადუნებდა. რაღათქმაუნდა ვარდის არომატის დუშგელი წაისვა და 1 საათიანი ნებივრობის შემდეგ გამოვიდა მისაღბში. შავი მოკლე სარაფანა გადაიცვა, ფეხზე „ჩუსტები“ მოირგო და ისევ სამზარეულოსი გავიდა. მოშივდა და ამიტომ თორემ ისევ აივანზე გავიდოდა და დღით ტკბობას განაგრძობდა. ტელეფონმა დაიწკრიალა. გულმა ვეღარ მოუთმინა. გახსნა და ლაშას შეტყობინება წაიკითხა. „იმედია არ გადაგიფიქრებია წასვლა“.ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და თითები ეკრანზე მოათავსა. „არა რასამბობ აუცილებლად მივდდივარ“...“ძალიან კარგი 6 საათზე შენთან ვარ, სახლთან რომ მოვალ დაგირეკავ და ჩამოდი“...“კარგი“.
დრო მართლაც რა მალე გავიდა, უმალ შევარდა თავის ოთახში და კარადაში ქექვა დაიწყო.ბოლოს როგორც იქნა სასურველი სამოსი შეარჩია და ტანზე მოირგო. ნაცრისფერი მთლიანი კაბა წელთან მომდგარი და ბოლოში გაშვებული. ფეხზე შავი კეტები ჩაიცვა და იმავე ფერის თავსაბურავი ჩანთაში ჩაიგდო. სარკესთან მივიდა, თმა უბრალოდ შეიკრა და ჩოლკა გვერდებზე ჩამოიყარა, მსუბუქი ვარდისფერი ტუჩსაცხით შემოიფარგლა შემდეგ კი კმაყოფილმა სუნამო მიისხურა. ამასობაში ლაშამაც დაურეკა.
-შენს სახლთან ვარ.
-კარგი ჩამოვალ.ტელეფონი გათიშა სახლი გადაკეტა და დაბლა ჩავიდა. ლაშა როგორც ყოველთვის საოცრად გამოიყურებოდა. შავი შარვალი მუქი ლურჟი კეტები და თეთრი ტანზე მომდგარი მაისური ეცვა, შავი თხელი ჟაკეტი მაისურზე ჰქონდა მოცმული და გრძელი კაპიშონი თავზე გადმოფარებული.
-გამარჯობა მშვენიერო.მასთან ახლოს მივიდა ლაშა და ლოყაზე ეამბორა.
-გაგიმარჯოს.მარიამმა ჩვეულად დაიმორცხვა და თავი ჩახარა.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები.
-შენც.ოჰო სითამამე შეეპარა გოგონას და ამ ყოველივემ თვითონ გააკვირვა.
-მადლობა გეთაყვა, ახლაკი დაბრძანდით.კარი გაუღო და მანქანაში შესვა. შემდეგ თვითონ მოუარა და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა.გზას ჩუმად მოუყვებოდნენ. არცერთი ხმას არიღებდა.
-დღეს ანას გაგაცნობ.დუმილი მარიამმა დაარღვია.
-ვა მართლა? ძალიან მინდოდა მისი გაცნობა.
-მასაც.
-ანუ ჩემზე იჭორავეთ ხო?.
-ეგ საიდან მოიტანე?.
-შენ ანაზე მეჭორავე რის გამოც მეც მომინდა მისი გაცნობა შესაბამისად შენ და ანამაც იჭორავვეთ და მასაც მოუნდა ჩემი გაცნობა.
-ასე გამოდის.მხრები აიჩეჩა და მანქანა გაჩერდათუარა იმწამსვე გადახტა.თავსაბურავი ჩანთიდან ამოიღო და უკან შეკვრა სცადა თუმცა არ გამოუვიდა.
-მოდი შეგიკრავ.ახლოს მივიდა ლაშა და კისერთან ოდნავ ძლიერად გადაკრა.
-ვვაიდედიკო.ხმადაბლა ამოიკნავლა.
-ბოდიში არმინდოდა გტკენოდა.
-არაუშავს უკვე აღარ მტკივა.მკრთალად გაუღიმა და სამების ეზოში შევიდა, თან პიჯვარი გადაიწერა. ლაშამაც იგივე გაიმეორა და გოგონასთან ახლოს დადგა.ნელა მიაბიჯებდნენ ტაძრისკენ და თან ხალხს აკვირდებოდნენ. მარიამი ანას ეძებდა ლაშა კი იმ ხალხს აკვირედებოდა რომლებსაც მარიამი ესალმებოდა. ეკლესიაში შესვლის დროც დადგა.-ლაშა ეკლესიაში უნდა შევიდეთ.თვალებში ჩახედა ბიჭს.
-ხო შევიდეთ.მანაც თავი დაადო და კარში შესვლა სცადა.
-ერთიწუთით. ხელი მაჯაზე მოკიდა მისკენ შეატრიალა და მას ახედა.-ასე არა.თითის წვეებზე აიწია და ქუდი თავიდან გადააძრო.
-აა უი ხო.დაბნეულმა გადაისვა თავზე ხელი და ქუდი გაისწორა.-მადლობა.გაბადრულმა გადახედა.
-ეხლა შეგვიძლია შევიდეთ.უკანა შესასვლელიდან შევიდნენ და იმედის ხატთან მივიდნენ. ბრთილად ააბიჯა მარიამმა და ხატს ემთხვია, შემდეგ უკან დაიხია ლაშასთან მივიდა და გვერდით უბიძგა. დახურულ კართან მამაო იჯდა გვერდით კი ვიღაც მოხუცი ქალი ჰყავდა მისკუპებული.ირგვლივ მრევლი ეხვია გარსს და რამდენიმე სტიქაროსანი რომლებიც მამაოს მითითებებს ასრულებდნენ.ანამ შენიშნა თუ როგორ მიუახლოვდა მარიამი და ლაშა მათ, ამიტომ ჩქარი ნაბიჯებით გაემართა წყვილისკენ და მარიამს გადაეხვია.
-სადხარ აქამდე? მამაომ გიკითხა.მხარზე ხელი მსუბუქად დაკრა და გაუღიმა.
-მე მომიტევეთ მარიამი ბრალი არაა ჩემს გამო დააგვიანდა.საუბარში ჩაერთო ლაშა.
-შენ ლაშა ანუ.
-ხო ანუ ლაშა.საყვარლად გაუღიმა ანას და ისევ მარიამს გადახედა.
-ჩვენს მრევლში უნდა შემოხვიდე? თუ გყავს უკვე მოძღვარი აყვანილი.
-იცი მე არმყავს აყვანილი და ამაზე არც მიფიქრია ჯერჯერობით.უხერხულად შეიშმუშნა ბიჭი.
-კარგი მაშინ, უი მე ანა ვარ.ხელი გაუწოდა გოგონამ.
-უკვე იცი მე ვინც ვარ.ლაშამაც მიაგება მისი ტორები და ჩაეღიმა.
-კი კი როგორ არა, მარა ამას ვერაფერს დააცდევინებ ისიც ძალით უნდა თქმევინო ყველაფერი.მარიამზე მიუთითა რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად უსმენდა მათ საუბარს.
-გამარჯობა მარ როგორ ხარ?.მათკენ ერთ-ერთი სტიქაროსანი წამოვიდა და მარიამი გადაკოცნა.
-კარგად სოსო შენ როგორ ხარ?.მარიამმაც თბილად გაუღიმა.
-მეც კარგად, მამმაო გეძახის.
-მათლა? კაი მივალ.წამიერად ლაშას გახედა. ლაშამაც თავი დაუქნია და სირბილით მივარდა მამაოსთან.
-მოდი შვილო.გვერდით მიისვა გოგონა.
-მეძახდით ხომ?.
-კი გეძახდი, დიდიხანია არ გვისაუბრია, აღსარება უკვე 2 თვეა არ ჩაგიბარებია.
-ვერ ვახერხებდი სიარულს.
-რამე პრობლემა ხომ არ გაქვს შვილო?.
-არა ჯერ სვანეთში ვიყავი წასული შემდეგ დედათა წესის გამო ვეღარ მოვედი.
-კარგი არაუშავს რაც მთავარია ახლა აქ ხარ, თან ყმაწვილიც მოგიყვანია.ლაშას გახედა.
-დიახ ჩემი მეგობარია და ისიც წამოვიდა.
-კარგი ბიჭი ჩანს, უთხარი მერე მოვიეს ჩემთან დაველაპარაკები.
-იცით მას სხვანაირი შეხედულებები აქვს.
-ათეისტია შვილო?.
-არა თუმცა ასეც შეიძლება ითქვას.
-მაშ რატომ მოვიდა ეკლესიაში და რატომმ გიმზერს ასეთი თვალებით?.
-არვიცი ალბათ ისე მოუნდა.
-შესაძლოა ათეისტია მაგრამ შენ შეგიძლია შეცვალო, ვატყობ ორივემ კარგად ვიცით მისი აქ მოსვლის ამბავი.
-რაზ მელაპარაკებით?.
-შვილო ამდენი წელია გიცნობ და ვვხვდები შენს გამომეტყველებაში რა იკითხება, იმას ვხვდები რომ მის მიმართ გულგრილი არხარ, აქ შენს გამო მოვიდა, ეს იმას ნიშნავს რომ არც ისაა შენს მიმართ გულგრილი, შენ შეგიძლია ღმერთის არწმუნო.
-რაც არუნდა ვუთხრა ღმერთის რწმუნეთქო ეჭვი მეპარება ასე გააკეთოს.
-საქმე მხოლოდ იმაში არ არის რომ აუცილებლად ჯვარს უნდა ემთხვიოს, მას თუ შეუყვარდები სწორედ მაშინ ირწმუნებს უფალს, არდაგავიწყდეს სიყვარული ხომ თავად ღმერთია.
-არა რა სიყვარული მამაო ის უბრალოდ მეგობარია.
-ეჰ შვილოჩემო ადამიანს თვალებში ვატყობ რას გრძნობს, ჯერ სხვა ბიჭს გახედე და მერე მას, მისი თვალები ვარსკვლავებივით კაშკაშებს, და შენ? შენ სულ აწითლებულიხარ სახეზე, შენც მასსავით ხარ.
-ჯერ ვერ გავრკვეულვარ ზუსტად რას ვგრძნობ ის ხომ ახლახანს გავიცანი.
-მთავარია გაიცანი, მნიშვნელობა არ აქვს ეს 1 წლისწინ მოხვდა თუ 2 დღის წინ, მთავარია იცი თუ ვინ არის ახლაკი შენი აღსარების ფურცელი მომეცი თორემ მრევლი გველოდება.
-ახლავე.ხელში ჩაკუჭული პატარა ფურცელი გაუწოდა სადაც მისი ცოდვების ჩამონათვალი იყო ჩამოწერილი, ამ ყველაფრის წაკითხვისას უბრალოდ გაეღიმა შემდეგ კი დალოცა.
-მარიამ შვილო, ხვალ ეზიარე.გაღიმებულმა გადმოხედა.
-კარგით.თავი დაუხარა და ნელა გაემართა ლაშასთან და ანისკენ.-თითქოს ლოდი მომეხსნა მხრებიდან.ღრმად ამოისუნთქა და ფურცელი ჩანთაში მოათავსა.
-შე ცოდვილო ძლივს არ განიწმინდე?.მხრები ჩამოფერთხა ანამ და გაიცინა.
-ჩემს არ ყონაში რამე გამოვტოვე?.
-არაფერი არ გამოგიტოვებია ორივე გიყურებდით.
-აუ წამოდით რა ხარების ტაძარში ჩავიდეთ.ორივეს უთხრა.
-ეგ სადაა?.წარბები შეკრა ლაშამ.
-დაბლაა ჩამოდი.ხელი მოკიდა და კარისკენ გაიყოლა.ნელა ჩავიდნენ დიდ კიბეებზე და ტაძარში სანთლები იყიდეს. სათითაოდ ემთხვივნენ ყველა ხატს ანა და მარიამი, ლაშა კი იდგა და უბრალოდ უყურებდა მათ. რამდენიმე სანთელიც დაანთეს და კიბეებს ისევ აუყვნენ. ფეხზე დიდიხანი იდგნენ ამიტომ დასვენება მოუნდათ. აივანზე ასასვლელ კიბეებს აუყვნენ და იქ ჩამოსხდნენ.
-საყვარელი კაცია.ერთი საფეხურით მაღლა იჯდა ლაშა ვიდრე მარიამი და ანა.
-ვიზე ამბობ?.ინტერესით მოკაშკაშე თვალები ააბყრო გოგონამ.
-იმ კაცზე აღსარება რომ ჩააბარე.
-მას მამა თეოდორე ჰქვია.საყვარლად გაუღიმა და ლოცვების წიგი ამოიღო.
-მგონი ზიარების წინათ ლოცვა არ არის აქ.ნელნელა გადაფურცლა ანამ.
-როგორ არა აგე შეხედე.სასურველ გვერდზე გადაშალა მარიამმა.
-რამდენია წასაკითხი?.ინტერესით შეავლო თვალი ლაშამ.
-რავი აბა მაგალითად ამ წიგნში 30 ფურცელია მეტი არა.
-30 ფურცელი? რაამბავია.
-სულაც არა ძალიან ადვილი წასაკითხია მე 15 წუთში ვკითხულობ.
-ვაა ყოჩაღ რაა.ხელები განზე გაწია ბიჭმა.
-მეუფე მოდის ადექით.სირბილით ჩამოვიდნენ სტიქაროსნები და სამივენი ფეხზე წამოდგნენ.ნელა ჩამოდიოდა მეუფეც საფეხურებზე და სტიქაროსნებს ესაუბრებოდა. უცებ ლაშას დანახვაზე გაჩერდა და მისკე მიტრიალდა.
-ლაშა? შვილო შენხარ?.
-ხო მევარ.ღიმილით გადახედა ლაშამ მეუფეს და გადაეხვია.
-როგორხართ შვილო როგორ არის ბებო ბაბუ?.
-რავი კარგად არიან რაუჭირთ, სოფლისკენ არიან ორივე.
-ძალიან კარგი ძალიან კარგიი, შენ რა ქარმა გადმოგაგდო ეკლესიისკენ?.მხარზე დაჰკრა ხელი.
-ჩემს მეგობრას გამოვყევი.მარიამზე მიუთითა.
-ძალიან კარგი, თქვენი სახელი შვილებო. გოგგონებს მიუგო.
-მარიამი და ანა.
-მარიამ ანა, ძალიან კარგს იზავთ თუ ამ ყმაწვილს ხშირად მოიყვანთ ეკლესიაში იქნებ გონება გაეწმინდოს.
-კარგი რაა.თავი გადაატრიალა ლაშამ.
-არაფერი კარგი რა არუნდა ამას, დაფიქრდი შვილო, ჯერ კიდევ გაქვს დრო რომ გონს მოეგო.ისევ მხარში დაკრა ხელი და კიბეებს ჩაუყვა.
-არმეგონა მეუფეს თუ იცნობდი.
-ჩემი ოჯახის მეგობარია.
კიდევ ცოტახნით გაჩერდნენ ეკლესიაში და ლოცვების დასრულებას დაელოდნენ, ბოლოს მამაოს გამოემშვიდობნენ და სახლის გზას დაადგნან ამჯერად ანასთან ერთად.ჯერ ანა მიიყვანეს სახლში მერე კი მარიამისკენ აიღეს გეზი.
-იმედია არ დაგღალე დღეს.ღიმილით გადახედა გოგონამ.
-არა რასამბობ, დღეს საუკეთესო დღე იყო.
-მართლა? ძალიან კარგია.ხელით ღვედს ჩაეუბღაუჭა და საქარე მინას გახედა.
-აი მოვედით.მანქანა სადარბაზოს წინ გაჩერდა.
-შეგიძლია ამოხვიდე ყავა დავლიოთ.თავაზიანად შესთავაზა მარიამმა.
-არა სხვადროს იყოს, ადი შენ და დაისვენე, ხვალაც ხომ უნდა წახვიდე?.
-კი ხვალ დილას უნდა ვეზიარო.
-მაშინ გამოგივლი და წავიდეთ.
-ცხრის ნახევარზე გამომიარე მაშინ.მორცხვად უთხრა და ახლა თვიონ ეამბორა ბიჭს ლოყაზე.-ღამემშვიდობისა ლაშა.
-ღამემშვიდობისა მარიამ.სახეგაბრწყინებულმა ლაშამ ხელი ხელზე დაადო და მანამ არ გაუშვა სანამ მანქანიდან არ გადავიდა.სწრაფად შექროლდა სადარბაზოში და იქვე მთვრალი ბიჭები მოლანდა.
-მარიამ ამ ბოლო დროს არმომწონხარ.უკნიდან ერეკლეს ხმა შემოესმა.
-არც მე მეხატები გულზე.ირონიულმა გაიღიმა და ოდნნავ შეეშინდა ბიჭის არაადამიანურ სახეს რომ წააწყდა. ვითომც არაფერი ისე აუყვა კიბეს.
-გოგო მე ვის ველაპარაკებიჰა? სად მიდიხარ.უკან აედევნა ერეკლე და მკლავში ხელი ჩაავლო.
-ერეკლე უნდა წავიდე ხელი გამიშვი.ხელის განთავისუფლება სცადა მაგრამ ამაოდ.
-ვინარის ის ბიჭი?.მკაცრად ესაუბრებოდა და სულაც არ აინტერესებდა მარიამის აწყლიანებული თვალები.
-ჩემი მეგობარია შენ რაგინდა?.
-რამინდა და ის მინდა რო მაგ შენ მეგობარს აღარ ნახავ.
-რატომ ვითომ? ის ჩემი მეგობარია და მე გადავწყვეტ რადროს ვნახო და რადროს არა.
-შენ მას აღარასოდენ ნახავ გასაგებია!.მკაცრად შეუყვირა და ხელები პირზე ააფარა. ჩაბნელებულ კიბეებს სირბილით აუყვა თან კი მარიამს იჭერდა რომ არ გაქცეოდა, სახეზე ხელი ჰქონდა აფარებული მისი ყვირილი ვინმეს რომ არ გაეგო. ალკოჰოლის სუნად ყარდა, მართლაც რომ „გალეწილი“ მთვრალი იყო, თავს ვერ აკონტროლებდა. მარიამი კი ამდროს საშინელ სიტოაციაში იყო.ცდილობდა ბოლო ხმაზე ეყვირა მაგრამ ამაოდ. სინთქვითაც ძლივს სუნთქავდა, ხელები უკან ქქონდა გადაკოჭილი და ამიტომ ხოლოდ ფეხებს აქნევდა. უწყლოდ დარჩენილი თეზივით სხმარტალებდა მაგრამ ამაოდ. ის იმდენად სუსტი იყო რომ ერეკკლეს ძლიერ ხელებს ვერ მოერია. შეშინებულს თითქოს გული მისდიოდა მაგრამ გონზე იყო რომ რამე მოემოქმედებინ. ერეკლეს სახლის კართან იყო მისული და იცოდა რაც ელოდა. ხან ხელზე კბენდა ბიჭს ხანკი წიხლებს ურტყავდა თუმცა ამაოდ. უცებ იგრძნო როგორ გამოსწიწკნეს მისი თავი და გვედრით გაიყვანეს. შეშინებულმა სახეზე ხელები აიფარა და ტირილს უმატა. ბბოლოს დაინახა როგორ ცემდა ლაშა ერეკლეს. ამაზე სულმთლად გაგიჟდა, არც ლაშა დარჩენილა კარგ მდგომარეობაში, რამდენიმე მუშტი მასაც მოხვდა თუმცა ერეკლეზე ძლიერი აღმოჩნდა, ისე დაარტყა რომ გონება დააკარგვინდა და მარიამისკენ გაცოფებული შეტრიალდა.
-მარიამ კარგად ხარ?.მასთან მივიდა და ხელები მოხვია.
-მითხარი რომ ყველაფერი დამთავრდა და არასოდეს შემეხება გთხოვ.ატირებული საწყლად ფსლუკუნებდა და თანდათან უფრო სუსტდებოდა.
-ყველაფერი დამთავრდა და გეფიცებირომ მართლა არ შეგეხება არასდროს.შუბლზე მიაკრო მისი გავარვარებული ბაგეები და გულზე მთელი ძალით მიიხუტა.-ახლაკი მითხარი გასაღები სადააა რომ სახლში შევიდეთ.
-ჩა ჩანთაშია. ფსლუკუნით თქვა და ჩანთა გაუწოდა.სწრაფად ამოიღო ლაშამ გასაღები და საკეტს მოარგო. იმწამსვე მოკიდა მარიამს ხელი და მის ოთახში შეიყვანა. პატარა ტუმბოზე მმდგარი სანათი ჩართო და საწოლზე მიაწვინა.
-მარიამ შემომხედე.სახე ხელებიდან ააწევინა და თავი მის ტორებში მოაქცია.-ვინარის ის **ვარი?.
-ჩემი მეზობელია ჩემს წინ ცხოვრობს.ფსლუკუნით მოუყვა ერეკლეზე ყველაფერი და დროდადრო ძლიერად აქვითინდა.
-კარგი დაწყნარდი, მაგას მე მოვაგვარებ შენ ნურაფერზე იღელვებ.
-გეხვეწები არაფერიქნა მეთვითონ მოვაგვარებ.
-რასქვია არაფერი ვქნა ის ბიჭი გაწუხებს და შენით ვერ მოაგვარებ.
-რატომ?.
-იმიტომ რომ გოგო ხარ! ეს ბიჭმა უნდა მოაგვაროს.
-კიმაგრამ რამე რომ დაგიშავოს ჩემს თავს ვერ ვაპატიებ.
-კარგი რა? მე ვერაფერს დამიშავებს, ჯერ კაცი არ დაბადებულა ჩემთვის რამე დაეშავებინოს.
-მეშინია ძალიან.ჩუმად ამოიფსლუკუნა და ბალიშზე თავი დადო.
-ნუგეშინია მე შენს გვერდით ვარ, არასოდეს დაგტოვებ.მისკენ მიიწეა ბალიში კედელს ააფარა და წამოჯდა, მარიამიც მისკენ მიატრიალა და გულზე მიიხუტა.-აი ასე ვიქნები მთელიღამე შენკი დაიძინე ტკბილად, ხვალ ხომ უნდა ეზიარო.თავზე ნაზად ეამბორა და ხელები მოხვია.
-მერე შენ? ასე ხომ დაიღლები.აცრემლიანებული თვალები მიანათა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოაქცია.
-დამიჯერე ახლა ვისვენებ.საყვარლად გაუღიმა და თმაზე წაეთამაშა.-ძილინებისა პატარავ.
-ძილინებისა ლაშა.ღრმად ამოისუნთქა და თავი ისევ მის მკერდზე დადო.


დადააამ ახალი თავიც მზადაა. პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით ჩემო ტკბილებო არვიცი როგორ გამოვხატო ჩემი თქვენდამი სიყვარული. ისე მათბობთ თქვები თითოეული კომენტარით რომ მერე მთელი კვირა გაღიმებული დავდივარ და ყველა მეკითხება რაგჭირსო.. ბოდიშით რომ დვაგვიანე, ვერ მოვახერხე ვერანაირად უფრო ადრე დამეწერა. იმედია მოგეწონებათ და ველი თქვენგან შეფასებას. მიყვარხართ ძალიანნნ..



№1 სტუმარი Guest Eka

Simartle gitxra lashas da maris ambavi ufro momwons vidre vachesi da vikasi

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ყოჩაღ კარგი იყო მომეწონა
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3  offline წევრი isterichka123

ვაიმე საყვარელები ფუ ნაბიცჰვარი ერეკლე კაია გაგრდზელე ნუ აგვიანებ გოგო

 


№4 სტუმარი mtvaro svani

vaimee miyvars me es ori da ra vqna?rogor maxareb ar ici shen.gtxov male gamaxare ra.

 


№5  offline წევრი TeddyBear

პირველი კომენტარის ავტორს მეც დავეთანხმები და გეტყვი რომ ლაშას და მარიამის ისტორია უფრო მეტად მომწონს ^^
წინასთან შედარებით უფრო დახვეწილი გაქვს წერის სტილიც ^^
შემდეგ თავს ველი ))
ლაშა ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო პირველ ნაწილშიც ასე რომ...
ველი ველი და ველი ^^

 


№6  offline წევრი Viktoria

Moutmenlad veli shemdeg tavss mec dzalian momwons es wyviliiii lashaze kiiii gvijdebiiii <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent