შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში ...თავი 1


23-11-2016, 13:34
ავტორი kato wiklauri
ნანახია 7 501

პირველად სოფომ ყაზბეგი ჩვიდმეტი წლის ასაკში ნახა. თანაკურსელებთან ერთად უნივერსიტეტიდან იყვნენ ორი დღით წასულები. იმდენად მოიხიბლა მისი სილამაზით, რომ გადაწყვიტა მომავალ წელს უფრო დიდი ხნით დარჩენილიყო და გულდაგულ შეესწავლა . მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა. ვერც მეორე წელს, ვერც იმის მომდევნოს და საერთოდაც რამდენიმე წელი გავიდა ამასობაში.არადა წარმოშობით იქიდან იყო.მისი მშობლები მის დაბადებამდე წამოსულიყვნენ აქედან. მაგრამ სისხლი თავისას შვებოდა. გული იქით მიუწევდა.თავისუფლება უნდოდა. გაშლიდა ფრთებს და გააქროლებდა ცხენს იმ მთებში. თავისუფლებით დატკბებოდა. მეს იყო მისი ფიქრები და ოცნებები. მას შემდეგ წლები გავიდა.ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბევრი რამე მოხდა ცუდიც და კარგიც.. თუმცა ახლა ისევ აქ იყო....
მარშუტკიდან ჩამოვიდა. შუა ყაზბეგში იდგა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ირგვლივ მიმოიხედა.ზამთარი მოდიოდა და ციოდა. მოიბუზა და თავზე ქუდი წამოიმხო. მზე კი ანათებდა, მაგრამ ყინვა მაინც თავისას შვებოდა. აქეთ-იქით მიმოიხედა.ხალხი თითქმის არ მოძრაობდა.გორგოლაჭებიან ჩემოდანს ხელი დაავლო და ხმაურით გააგორა ტროტუარზე, თუ ამას ტროტუარი ერქვა.ერთი ქუჩა რომ აიარა პატარა მოედანზე გავიდა. სადაც რამდენიმე ხანშიშესული და ახლგაზრდა მამაკაცი შეკრებილიყო და საუბრობდნენ.მათკენ წავიდა. მიუახლოვდა და მიესალმა. უცხო გოგოს დანახვაზე მოიხედეს და დინჯად დაუკრეს თავი.
-ბინას ვეძებ.უფრო სწორედ ისეთი სახლი მინდა რომელსაც მთლიანად ვიქირავებ და მიწებიც ექნება.
მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს. ახალგაზრდა გოგოს ასეთი უცნაური სურვილით პირველად ხედავდნენ. კარგად აათვალიერ-ჩაათალიერეს და უარის ნიშნად თავები გაუქნიეს.
-სამწუხაროდ ასეთი სახლი აქ არ გვეგულება. აქ ყველა დაკავებულია თავისი მიწების დამუშავებით.-უპასუხა ერთმა მოხუცმა.
-რას ვიზავთ. იქნებ სადმე ახლო-მახლოს გეგულებათ?-იმედს არ კარგავდა სოფო.
-აქ ვერ იშოვი. მაგრამ ჩვენს ზემოთ აქვე ახლოს ერთი სოფელია იქ წადი. რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და შეიძლება გაგიმართლოს.გზას გაუყევი და აღმართი ბოლომდე აიარე. რომ გაივაკებ ცოტას კიდევ გაივლი და დაინახავ.
-დიდი მადლობა.
-ასეთ ახალგაზრდა გოგოს ასეთი ადგილები რატომ გაინტერსებს?აქ რამ მოგიყვანა?-ჰკითხა ისევ იმ მოხუცმა.
-ისე უბრალოდ. მოუჭრა მოკლედ,მობრუნდა და გზა გააგრძელა. თუმცა მარტო დიდხანს არ უვლია.
-თუ გინდა წამოგყვებით და მიგასწავლით გზას.
გვერდით მოიხედა და ახლაგაზრდა ბიჭი დაინახა. ალბათ ოცისაც არ იქნებოდა.
-მარტოც მივაგნებ ,მადლობთ არ შეწუხდეთ,- ცდილობდა ზრდილობიანად მოეშორებინა, მაგრამ ბიჭი ჯიუტად აგრძელებდა გზას მასთან ერთად.
-მე ზეზვა ვარ. შენ რა გქვია?
-საინტერესო სახელი გაქვს ზეზვა. მაგრამ თუ არ შეწუხდები დარჩი რააა.
-არა წამოვალ არ შევწუხდები.მითხარი შენ რა გქვია?
-სოფო.მოკლედ მოუჭრა მან.
-აქ რატომ ჩამოხვედი?-არ ეშვებოდა ბიჭი და კითხვების დასმას განაგრძობდა
-მისმინე ზეზვა. მოთმინება გამოელია სოფოს.-მადლობელი ვარ რომ ჩემი დახმარების სურვილი გამოთქვი, მაგრამ არაა საჭირო. მარტო წავალ. თუ დამხმარება დამჭირდბა გეტყვი. ასე რომ წადი ეხლა უკან დაბრუნდი და შემეშვი. მართალია ცოტა უხეშად მოუვიდა მაგრამ ასე ჯობდა. ბიჭი ნაწყენი დაბრუნდა უკან....
საათზე მეტი დასჭირდა სანამ სოფლამდე მიაღწია. დაღლილმა აიარა აღმართი და იქვე ქვაზე ჩამოჯდა დასავენებლად. საოცარი სანახაობა გადაეშალა თვალწინ. ხელსგულივით მოჩანდა ქვემოთ სახლები. მის უკან კი უზარმაზარი მთები აღმართულიყო ახალი თოვლით სანახევროდ დაფარული. ფოტოაპარატი მოიმარჯვა და რამდენიმე სურათი გადაიღო. ცოტა ხანს ასე იჯდა. მერე ადგა და სოფელში შევიდა. რამდენიმე სახლი გამოკეტილი დახვდა და თიქმის ნახევრად დანგრეული. აქა-იქ ცხოვრობდნენ . დიდი სოფელი არ იყო. ერთი სახლი მოეწონა ყველაზე ბოლოს. შორიდან ქოხს ჰგავდა მაგრამ ახლოს რომ მიუახლოვდა უფრო დიდი გამოჩნდა. სახლი ხისგან იყო ნაშენები. რამდენიმე კიბეზე ახვიდოდი და აივანზე აღმოჩნდებოდი. აქ-იქ სახურავი ჩატეხილიყო და ალბათ წყალიც ჩადიოდა წვიმის დროს. ღობე სანახევროდ დაშლილიყო. სახლის უკან ფიცრულე იდგა.ალბათ შინაური ცხოველების და ფრინველებისთვის.-ივარაუდა. მის უკან მოშორებით ტყე იწყებოდა ხოლო დანარჩენ მხარეებზე დიდი გრძელი მინდვრები.სწორედ ამას ეძებდა. გონებაში უკვე ყველაფერი დახატა.სახლს მიაუხლოვდა და ხმამაღლა დაიძახა რამდენჯერმე. მალე შავებში ჩაცმული. ჭაღარათმიანი ბებო გამოჩნდა. სტუმარდააკვირდა მაგრამ ვერ იცნო
-გამაჯობა ბებო,შეიძლება დაგელაპარაკოთ?
-მობრძანდი შვილო. აქ საიდან მოხვდი. ჰკითხა მან და სტუმარს სახლისკენ გაუძღვა.
-საქმე მაქვს თქვენთან.
-რა საქმე გაქვს შვილო?-დაინტერესდა მოხუცი და სახლში შეიყვანა. სტუმარს საკამი მიაწოდა და ღუმელში შეშა შეუკეთა. მერე წინ ჩამოუჯდა და ინტერსით მიაჩერდა.
-პირველ რიგში გაგეცნობით. მე სოფო ვარ აქ ქალაქიან ჩამოვედი.და დარჩენას ვაპირებ. აქ სახლის ყიდვა მინდოდა მაგრამ ჯერ ამას ვერ მოვახერხებ ამიტომ თხოვნა მაქვს შეგიძლიათ ეს მინდვრები და სახლი მომაქირაოთ?
ქალი დაბნეული მიაშტერდა მას. ახალგაზრა გოგოს ასეთი უცნაური სურვილი გაუკვირდა. ის კი არა აქაურები გაიქცნენ აქედან და ეს კიდევ ქალაქიდან ჩამოვიდა.
-ჩემი დანგრეული სახლი რათ გინდა შვილო?-გაეღიმა ქალს.
-სწორედ ეს სახლი მინდა. მე აქ სოფლის მეურნეობას მინდა მივყო ხელი.
-შვილო მე ამ სახლს და ამ მიწას ვერ მოგაქირავებ. ან რა არის მოსაქირავებელი. იმდენი წელია უმოქმედოდაა პირიქით გამიხარდება კიდეც რომ ვინმემ მიხედოს და მოუაროს. ერთ დროს ცხონებული მე და ჩემი მეუღლე ვამუშავბდით ამ მიწებს შვილთან ერთად. მაგრამ ახლა ისინი აღარ არიან და ასე მარტო ვარ. გამიხარდება კიდეც აქ რომ დარჩე. ხმის გამცემი მაინც მეყოლება
-ასე არ გამოვა.
-გამოვა. გამოვა. რის მოყვანას აპირებ აქ?
-არ ვიცი,იქნებ თქვენ დამეხმაროთ, მითხრათ აქ რა მოდის.მე არაფერი არ ვიცი ერთადერთი რაც ვიცი ეს ექიმობაა.
ბებოს ხმამაღლა გაეცინა
-მოდი ჯერ რამე მივირთვათ და მერე ყველაფერში დაგემხარები. უთხრა მან და სუფრის გაშლა დაიწყო....
ასე იქცა სოფო გიგაური ყველაზე ბეჯითი, წარმატებული და უკვე ნახევრად ცნობილი ექიმი სოფლელ გოგოდ და ფერმერად. ერთ დღეს ჩაალაგა თავის ნივთები ერთ ჩემოდანში. მიატოვა ყველაფერი -ოჯახი. მეგობრები. წარმატებული კარიერა და სამსახური და მთის ერთ ერთ ულამაზეს სოფელში. ერთი მიტოვებული სოფლის პატარა სახლში გადასახლდა. მიზეზი ვერავის გაეგო. არც თვითონ ამბობდა. დაიბარა არ მომძებნოთო. როცა საჭირო გახდება მე დაგირეკავთ და გნახავთო. მშობლების ხვეწმა მუდარის მიუხედავდ წავიდა ...
თავიდან გაუჭირდა ამ პირობებთან შეგუება. არც აბაზანა, არც ჯაკუზი რასაც ასე იყო მიჩვეული. არც სარეცხის მანქანა. მოკლდ ელემენტარული პირობებიც კი არ იყო მაგრამ არ დანებდა და ის ზამთარი სახლის შეკეთებას და მოწყობას მოანდომა . ბებოც უარს არ ეუბნებოდა. შრომობდა და ყოჩაღობდა.ყველაფრისთვის მზად იყო, ყველაფერს აიტანდა ოღონდ არ ეფიქრა, ოღონდ ყველაფერი დაევიწყებინა. წარსული არ გახსენებოდა.ამიტომ საქმეს აკლავდა თავს.უყურებოდა მუშებს და მათგან ყველაფერს სწავლობდა.იშვიათად ლაპარაკობდა. საუბარს თავს არიდებდა. მხოლოდ მარო ბებოსთან იხსნებოდა.მხოლოდ მათ იცოდნენ ერთმანეთის ტკივილი. ახლობელი ადმინების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი
-სიკვდილთან უფრო ადვილია შეგუება ვიდრე ღალატთან მარო ბებო.ის მაინც მეცოდინებოდა რომ სადღაც მას საფლავი აქვს. მივიდოდი, ყვავილებს მივიტანდი, ცოტას ვიდარდებდი. გამოვიგლოებდი და დავისვენებდი.იმასთან შეგუება რომ ის ახლა სხვასთანაა და ბედნიერია. მასთან აქვს ოჯახი. მერე შვილები ეყოლება და ასე შემდეგ, ამის ყურება არ შემეძლო. იმ დღეს როცა აქ მოვედი საბოლოოდ მოვკვდი, ძველი სოფოსგან არაფერი დარჩა. ახლა მე სხვა ვარ, მაგრამ არ ვიცი ვინ ვარ ან რა ვარ. აღარც სიყვარულის ძალა შემრჩა და აღარც გრძნობები იმისთვის რომ ისევ დავიწყო თავიდან
-ასე ნუ ამბობ შვილო.არც სიკვდილია გამოსავალი. არც ის იცი ის უშენოდ ბედნიერია თუ უბედური. ნურც ის გგონია რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილი გამოსავალია. აი ნახავ სიყვარული მაშინ მოვა როცა არ ელოდები, თან აუცილებლად მოვა.და ჩემს სიტყვებს გაიხსენებ.მერე მამაღლა ვიცინებთ ორივე. შენ ისეთი კარგი. ისეთი ლამაზი და ყოჩაღი ხარ რომ აუცილებლად შეხვდები ღირსეულ მამკაცს.
-არა მგონია ეგ მოხდეს აქ მითუმეტეს, მაგრამ ახლა რაც მინდა ერთადეთი ისაა რომ სულის სიმშვიდე მოვიპოვო და საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნო.
-ხვალ მგონი კარგი ამინდი იქნება და თუ შეძლებ ტაძარში წადი. გერგეთის სამებაში ადი და აღსარება ჩააბარე, მამაოს დაელაპარაკე, ილოცე, ნახავ გულზე მოგეშვება და სიმშვიდესაც მოიპოვებ,- დაარიგა მარო ბებომ სოფო. მანაც გაითვალისწინა მისი რჩევა მეორე დღეს ადრიანად დაადგა გზას და მარტომ აიარა თოვლიანი ფერდობები, ან როგორ არ ეშინოდა ან როგორრ გაბედა. მაგრამ სწამდა რომ უფალი დაიფარავდა და იქამდე მშვიდად მიაღწევდა.
ნაშუადღევს უკვე კართან იდგა და შესვლას ვერ ბედავდა. მერე ღრმად ჩაისუნთქა და შიგნით შევიდა. წირვა ტარდებოდა. რამდენიმე ტურისტი ამოსულიყო. მათთვის ყურადღება არ მიუქცევია პირდაპირ მამაოსთან მივიდა და მორიდებით დაიწყო საუბარი....

*************
რეზო ბექაური ქალებში მოგულავე კაცი იყო. აგერ უკვე ოცდათხუთმეტ წლამდე მიეღწია და მისი გული ვერც ერთმა ქალმა ვერ დაისაკუთრა რაც უფრო ემატებოდა ასაკი მით უფრო მეტად დაუმორჩილებელი ხდებოდა.არც ქალებს იკლებდა, არც გართობას და დროდადრო კაზინოსაც სტუმრობდა. განათლება ლონდონში ჰქონდა მიღებული უკან დაბრუნების შემდგ მამამისის კომპანიას ჩაუდგა სათავეში. სასტუმროების ქსელი ჰქონდათ საქართველოში და საკმაოდ წარმატებულადაც მოღვაწეობდნენ...
დილით სასტუმროში გაეღვიძა.თავი უსკდებოდა პახმელიისგან. გვერდით გაიხედა.შიშველი ქერათმიანი მორიგი ნაშა ეწვა გვერდით.ფრთხილად წამოდგა.ცდილობდა ქალი არ გაეღვიძებინა. ბართან მივიდა ვისკი ჩამოასხა და ერთი მოყუდებით გამოცალა. ცოტა უშველა. საათს დახედა. შეხვედრაზე აგვიანდებოდა.სწრაფად გადაივლო შხაპი. მოწესრიგდა. ქალს წერილი დუტოვა და სასტუმროდან გავიდა.
-სად ხარ აქამდე?-საყვედურით შეხვდა მისი მოადგილე და ბავშვობის მეგობარი დათო.
-კარგი რაა. ისედაც თავი მისკდება. მოკლედ მითხარი რა ხდება?
-აი საბუთები და გადახედე. თანახმა არიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ. მალე ახალი სასტუმოს მშენებლობას დავიწყებთ.
რეზომ საბუთებს გადახედა. ყველაფრით კმაყოფილი დარჩა.წელში გაიმართა და რესტორანში შევიდა. პარტნიორები იქ დახვდნენ და მას ელოდნენ. მიესალმა ხელი ჩამოართვა და სუფრას მიუსხდნენ. მოლაპარეკებებმა წარმატებით ჩაიარა და ხელშეკრულება გაფორმდა. შემდეგი კვირიდან მათ სასტუმროების ქსელს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატებოდა.
-რადგან ყველაფერი კარგად დასრულდა მაშინ მოდი ეს შეთანხმება ავღნიშნოთ.- თქვა რეზომ და ოფიციანტებს შეკვეთა მისცა. მალე სუფრა დიდებული საჭმელებით აივსო სასმელიც მოიტანეს და მომავალი წარმატების შესვეს.
მორიგ სადღეგრძელოს ამბობდა როცა რესტორანში გოგონა შემოვიდა და პირდაპირ მის წინ ჩაიარა.ხელში ბოსტნეულით სავსე ყუთი ეჭირა . მეპატრონესთან მივიდა და ყუთი მიაწოდა. მან ფული გადაუხადა და უკან გამობრუნდა.თუმცა კაცმა მისი შეთვალიერება მოასწრო.და თვალი ვერ მოაშორა. არაფრით არ ჰგავდა არც იმ ქალებს რომელსაც იცნობდა. არც ზედმეტად გადაპრანჭულ გოგოებს, ვერც იმას იტყოდი სოფლელიაო. ქცევის განსხვავებული მანერები ჰქონდა. ზრდილობიანად დაელაპარაკა მეპატრონეს. თუმცა უცნაურად იყო ჩაცმული. გადახუნებული ჯინსის შარვალი ეცვა ფეხზე კეტები, ზემოდან ყელიანი სვიტერი და სპორტული ზედა. შავი კულულები უცნაურად ეყარა მხრებზე და სახეს უფარავდა. ხელით უკან გადაიყარა და სახე გამოუჩნდა. არანაირი მაკაიჟი არ ესვა სახეზე. სამაგიეროდ ანათებდა თავის ღია ნაცრისფერ თვალებს.
გასვლისას მაგიდიდან ხმაური შემოესმა გოგოს და მათკენ გაიხედა. წამით მზერა ერთმანეთს გადააწყდა და დასალევად გამზადებული ჭიქა ჰაერში გაუშეშდა რეზო ბექაურს.მისი ლამაზი თვალები ჩამქრალიყო და სევდა და ტკივილი იკითხებოდა. გოგომ თავი გააქნია. ირონიულად გადახედა მათ. მოტრიალდა და სწარფად გაუჩინარდა კარში.
-რეზი რას უყურებ?რას გაშტერდი.უჩურჩულა დათომ
-დაინახე?
-ვინ?-გაკვირვებულმა მოიმოიხედა მან
-კარგი არაფერი. ეტყობა მომეჩვენა ისეთი ნასვამი ვარ უკვე. სუფთა ჰაერზე გავალ და მალე დავბრუნდები. ბოდიში მოიხადა და ისიც იმავე კარში გავიდა სადაც გოგო.ქუჩა ცარიელი აღმოჩნდა, ადამიანის ჭაჭანება არ იყო. ერთი შეიკუთხა და გულდაწყვეტილი დაბრუნა უკან....



ესეც ჩემი ახალი ისტორია რომელიც ახლა იწერება. რა გამოვა არ ვიცი. ასე რომ მეც მოუთმენლად ველი მის გაგრძელებას და არც კი ვივი რა გამოვა.



№1 სტუმარი lizazu

დასაწყისი საინტერესო და კარგია, მალე დადე რა შემდეგი თავი.

 


№2 სტუმარი Guest nita

dzalian kargi dasackisia.

 


№3  offline წევრი katiusha

Istoriis vagrdzeleba ixilet avtortan katiusha

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent