რაგბისტის ღიმილი(დასასრული)
-ღმერთო ჩემო! თვალები ეხილა გესმით?ოდნავ,მაგრამ მთავარია ეხილა-ლუკა?როგორც იქნა.ახლოს მივედი და მისი ხელი ჩემს ხელებში მოვაქციე.არ შემოუხედავს,მაგრამ ოდნავ გაიღიმა,ვერაფერი დააკლო ავადმყოფობამ მის ღიმილს,თვალის უპეები ჩაშავებოდა,სახე დაპატარავდა,აქა-იქ სულურჯეები ისევ ეტყობოდა და თმა გაჩეჩვოდა,მაგრამ მისი ღიმილი ისევ ისეთი იყო,თბილი და მომაჯადოვებელი,ასეთ მგდომარეობაში რომ არ ყოფილიყო მთელი ძალით ჩავეხუტებოდი და აღარ გავუშვებდი ხელს -ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია,მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს,ყოჩაღი ბიჭია და მალე გამოჯანმრთელდება.გაგვიღიმა ექიმმა და პალატიდან გავიდა -ვიცოდი,ვიცოდი,რომ კარგად იქნებოდი.იცი როგორ მენატრებოდი?შენი ღიმილი,შენი გულწრფელი თვალები,ყველაფერი მენატრებოდა შენი ლუკა,ახლა კი აქ ხარ,ჩემთან და აღარსად აღარ გაგიშვებ.ოდნავ მომიჭირა ხელი და ისევ გამიღიმა ასე მეჭირა მისი ხელი მანამ სანამ ჩაეძინებოდავაკოცე და გარეთ გავედი.მარიამი გიოსთან იყო პალატაში,რომ შევედი უნებურად გამეღიმა ისე საყვარლად იწვნენ ერთად,ერთ საწოლზე მარიამს გიოს მკერდზე ედო თავი და ორივეს ეძინა,უფრო გავბედნიერდი,შეუმჩნევლად გამოვედი პალაიდან და სასადილოში ჩავედი. ორი დღე გვერდიდან არ მოვშორებივარ ლუკას მის პალატაში ვიჯექი და წიგნებს ვუკითხავდი,ის კი მისმენდა,მაგრამ ჯერ ისევ არ ლაპარაკობდა,ცოტა მეშინოდა,მაგრამ ექიმი მაიმედებდა და მამშვიდებდა მალე დაილაპარაკებს,ეს ბუნებრივი მოვლენაა ისეთი რამ გადაიტანაო,მეც ველოდებოდი მისი ხმის გაგონებას.ერთ საღამოს ხველა დაეწყო,ძლიერად ახველებდა,შემეშინდა და ექიმს დავუძახე,პალატიდან გამიყვანეს,ისევ ტირილი დავიწყე ძალიან შემეშინდა,თხუთმეთი წუთი გავიდა და ექიმები არ ჩანდნენ -ნეტავ რახდება?რატომ არ მიშვებენ?ვეხუტებოდი მარიამს -ნუგეშინია ნი,კარგად იქნება,ამხელა პრობლემას გადააბიჯა და არც ეხლა იქნება ცუდად,აი ნახე ექიმები კარგი ამბით გამოვლენ.მამშვიდებდა მარიამი,მაგრად ვატყობდი თვითონაც ნერვიულობდა -ნინუც,ბავშვობიდან ვიცნობ ლუკას,აი ნახე კარგად იქნება,ნუ ნერიულობ რა,ეწყინება ლუკას ტო,ასეთ მდგომარეობაში,რომ დაგინახოს კიდევ ათი წუთი გავიდა,ვერ ვმშვიდდებოდი,მერე ექიმი გამოვიდა და დამიძახა -რახდება ექიმო?კარგადაა?არ დავაცადე არაფრის თქმა -თქვენ გეძახით შეგიძლია გეხვიდეთ სიტყვა არ დავამთავრე ისე შევვარდი პალატაში თვალებით მანიშნა დავმჯდარიყავი,მერე ჩემი ხელი აიღო და ცხელი ტუჩებით დამიკოცნა ხელის გული -ნინუც -ლაპარაკობ?ისეთი ტონით ვკითხე გაეღიმა -ჩუუუ!ცოლად გამომყვები?ცოტა კიდევ უჭირდა ლაპარაკი -რაა?გაკვირვება ვერ დავმალე -ეხლა მომისმინე-ხელზე ისევ მაკოცა და მერე ოდნავ მომიჭირა-პირველივე დანახვაზე,მივხვდი,რომ შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი შვილების დედა,ისეთი ლამაზი იყავი,ისეთი ნაზი და უმანკო გულს ვერ შევეწინააღმდეგე და შემიყვარდი,სიგიჟემდე შემიყვარდი,შენი სილამაზე კი არა შენი სული შემიყვარდა,შენი თვალები,შენ შემიყვარდი მთლიანად გესმის?ის დღე გახსოვს?პირველად რო გაკოცე?დედას გეფიცები იმ ღამეს არ მეძინა,ვერ ვივიწყებდი შენი ტუჩების გემოს.მხოლოდ ტუცების კიარა შენი ცეზარის გემოც არ მავიწყდება-გაიღიმა-შეიძლება ამ სიტვაციაში ცოტა უცნაურია ცოლობის თხოვნა,მაგრამ ვერ მოვითმენ გესმის?ვერ გადავიტან,რომ დაგკარგო,ვიცი რომ გიყვარვარ,შენ თვალებში ვხედავ ამას,შენს გულრწფელ ღიმილში.ვიცი დაგტანჯე,არ უნდა იყო ახლა აქ,გავა დრო და აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს,ახლა მხოლოდ ერთი პასუხი მჭირდება,იქნები ჩემი შვილების დედა? ჯერ გაუცებული და ყბა ჩამოვარდნილი ვუყურებდი,მერე გავაანალიზე ყველაფერი და ტირილი დავიწყე,ბედნიერებისგან რათქმაუნდა -ვიქნები ლუკა ვიქნები-ვკოცნიდი და ვეხუტებოდი ბედნიერი-ოღონდ ერთი პირობით -რა პირობით?თითქოს შეეშინდა -პირველი ბიჭი იქნება და შენნაირი ღიმილი ექნება აუცილებლად! -ჩემო სულელო მის გვერდით ვიწექი დიდხანს,ბედნიერი ვიყავი პირველად ვიყავი ასეთი ბედნიერი. მარიამს რომ ვუთხარი სიხარულისგან ყველა ექიმს ჩამოუარა ჩაეხუტა,ყველას პალატაში იყო და მერე მღეროდა მიხაროდა,მიაროდა ყველაფერი,ლუკა მიხაროდა,მომავალი მიხაროდა ერთკვირაში ლუკა სახლში გაწერეს,ყოველდღე დავდიოდი მასთან და საღამოს ვბრუნდებოდი ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა,ასევე გიოც საბედნიეროდ ყველაფერი კარგად იყო ,ქორწლის დღეც დავთქვით და მზადებას შევუდექით,ერთი თვე მქონდა დრო მაგრამ სულ აქეთ-იქით დავრბოდი მეგონა ვერაფერს ვერ მოვასწრებდი და ვნერვიულობდი,ლუკაც ერთგული ძაღლივით უკან დამდევდა და ჩემს გამოხომებს და უაზრო სურვილებს უძლებდა,არცკი წუწუნებდა *** ქორწილის დღე დილით ადრე ავდექი და მზადება დავიწყე მარიამი კუდში დამამშვიდებლებიტ და წყლით დამდევდა ისე ვნერვიულობდი,ბედნიერებისგან რამდენჯერმე ვიტირე და მაკიაჟიც გავიფუჭე -კარგი ნინუც რა,მერამდენედ გიკეთებს ის ქალი მაკიაჟს?იტირე და გაჩერდი უფ.უნდოდა სერიოზული ყოფილიყო,მაგრამ ჩემი სახლის დანახვაზე ეცინებოდა და მეხუტებოდა როგორც იქნა გავემზადე და დავჯექი კრუხივით პირველი საათის მოლოდინში ___ შევდიოდი ეკლესიაში და მეგონა ყოველ წუთას დავეცემოდი,ისიც კი ვიფიქრე მოვკვდი და სამოთხეში ვართქო.ყველაზე ლამაზი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში,ცეკვა,გართობა,ხალხი,ახალი სახლი,ვნება,და ძილი __ ოთხ თვეში სასიხარულო ამბავი შევიტყვე,ორსულად ვიყავი,ამდღიდან ხუთ თვეში ყვეყანას ორი არსება მოევლინა ტყუპები იყვნენ გოგო ნინე,ლუკა ამტკიცებს შენი თვალები აქვსო და ბიჭი ალექსანდრე,ლუკას ღიმილით იმ დღეს,რომ ვნახე ლუკა ბედნიერი მასეთი არასდროს მინახავს,ვუყურებდი და ვბედნიერდებოდი ვცხოვრობდით მხიარულად,პრობლემებით და სიყვარულით,ხომართლა ძაღლიც მოვიყვანეთ ჩემი დაჟინებული თხოვნით.ბავშვების გაზრდაში მარიამი და ლუკას და მეხმარებოდნენ,რომელიც ქორწილისთვის ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან და ძალიან შემაყვარა თავი.რომ გითხრათ არ ვჩხუბობდით ხოლმეთქო მოგატყუებდით,ხშირად ვკამათობდით მაგრამ ყოველი კამათი შერიგებით სრულდებოდა,მაკოცებდა და მთელს წყენას მავიწყებდა.ასე გავიდა ერთად ცხოვრების სამი ულამაზესი წელი და კიდევ ერთი შვილი შეგვეძინა,დამიანე მომავალში რაგბისტი. ____ გინახავთ ღიმილი?ღიმილი,რომელმაც შეცვლა ჩემი ცხოვრება,და მაინც იცით რას ვფიქრობ?შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი ჩემზე ბედნიერი? - დავასრულე,ძალიან გთხოვთ შემიფასეთ როგორი იყო?შეცდომებისთვის მაპატიეთ,მადლობა მათ ვინც კითხულობდით...ველოდები შეფასებებს :* ^^^ მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.