ლაბირინთი (ნაწილი1)
მაგიდის კუთხეში მდგარი აცრემლიანებულ თვალებს ხუჭავს,ხელებს მაგისი კიდეს უჭერს და მამის საქციელის გამო წუხს. მარჯვენა ფეხს ნერვულად ათამაშებს,ახელს თვალებს და გურამ ჯაჭვლიანს აშტერდება,საკუთარ მომავალ ”სამამანთილოს”.გონება ბრაზისგან ეძაბება,სხეულში გამავალი ყველა ძარღვი ეჭიმება და ყელში გაჩხერილ ბურთს უკან იგდებს. მისი ბედი ახლა,ამ მაგიდასთან წყდება.აღშფოთებული ლაილა შვილის სახეს თვალს ვერ უსწორება,იცის საბოლოოდ მის გათხოვებაზე შეჩერდება საუბარი მაინც,ტყუილ დაიმედებას და მინიშნებებს კი გაჩუმებას ამჯობინებს.ქმარს ალმაცერად აპარებს მზერას,კმაყოფილი ალექსანდრე მომღიმარი სახით გურამს არ აცილებს თვალს,პასუხი მის სახეზეა ანასტასია უთუოდ გაფრინდება მათი ოჯახიდან მალე. -მოვილაპარაკეთ,თუ ამით ყველაფერი დაწყნარდება მე არ მაქვს არაფერი საპირისპირო-აბოლოვებს ალექსანდრე,აღფრთოვანებული გურამი ტაშს უკრავს და ფეხზე დგება,ალექსანდრეს ხელს ართქმევს და ანასტასიას ხელზე კოცნას ჩუქნის. კარებთან მისულნი ჩერდებიან და ძმაკაცურად უღიმიან ერთმანეთს,გაცოფებული და დაუცველი ანასტასია ოთახში არბის.. შინ შემოსული მამასახლისი ტელევიზორის წინ ჯდება,ლუდის თავსახურს მაგიდაზე დებს და პულტით ფეხბურთის არხს აჩერებს. -შენ სწორად მიგაჩნია ეს ?-გრძელი შავ თმიანი ლიკა (მეორე ქალიშვილი) მამის გვერდით ჯდება -მე შენც მეყოფი ლიკა,შენმა ქორწინებამ გამანადგურა და ხმას ნუ ამოიღებ -რას გულისხმობ მამა? თუ კი ქმარი მცემდა მე ვალდებული ვიყავი მაინც მასთან ვმჯდარიყავი?-ყვირის ლიკა და კი კიბეებისკენ იყურება,მაგრამ პატარა დის კვალი არ ჩანს -მე შენ ერთხელ გითხარი უკვე ლიკა,ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ,არც ანასტასიას გათხოვებაზე და არც მის სიყვარულზე,მდამიანე არ მიხსენოთ -შენ რომ დედა წაგართვან რას იზამ?-ალექსანდრე ფიქრდება წამით -მე ვერავინ წამართმევს ვერავის,რადგან ის ჩემია.ანასტასია კი დამიანეს საკუთრება არ არის -შენთან ლაპარაკი შეუძლებელია -ფეხზე დგება და ისიც ოთახში ადის ლიკაც. იატაკზე გამხობილი ანასტასია ემოციებისგან დაცლას ცდილობს,ღოღვით სარკემდე მიდის და დგება,საკუთარ სილუეტს აშტერდება და ცრემლებს მოგინული ხელებით იმშრალებს.გვერხე დადებულ ტელეფონს ხელს კიდებს და დამიანეს ურეკავს,ისიც მალევე პასუხობს -დამიანე-სლუკუნით იწყებს -შენ რა ტირი? -კი დამიანე,გურამის შვილს უნდა მიმათხოვონ-წამიერი დუმილი ისადგურებს მათ შორის -რას ამბობ ? ხომ არ გაგიჟდით -მე არა მამაჩემი კი,არ მინდა მე შენს გარეშე ყოფნა -არა ანასტასია არა,ჩემს გარეშე არ იქნები,როდის აპირებენ? -არ ვიცი ზუსტად მაგრამ მალე -ახლავე გამეზადე,მოვალ ნახევარ საათში-დამიანე თიშავს ტელეფონს,ანასტასია აზრზე მოდის უცბად და კარადიდან ყრის ყველაფერს რაც აქვს.იხდის ამჟამად რაც აცვია და შარვალ მაიკას იცვამს.ფანჯარასთან ეყუდება და ელოდება დამიანეს მანქანის შემოსვლას,შორიდან მომავალი მანქანა მალევე ჭრის თვალს,აივანზე გადის და გარედან კეტავს კარს,აცოცდება და მეორე სართულიდან ისე ხტება თითქოს სპაიდერმენი იყოს,საბედნიეროდ ხელის გულებით ეცემა ბალახზე,ცოტა ტკივილს გრძნობს ძვლებში მაგრამ ადრენალინმოსული ვერ აანალიზებს ბოლომდე სიმწარეს.სწორდება და ჭიშკართან მოსულ მანქანაში ხტება,მანქანაც მალევე იძვრება და ადგილიდან ქრება. სახლს შორდებიან და ანასტასიას გული გამალებით ძგერას იწყებს,ყველაფერი ცხადია,ახლა ანასტასია და დამიანე უთუოდ გაიპარებიან მაგრამ სახლში რა ამბავი დატრიალდება არავინ იცის. მინაზე მიდებული თავი ყანყალებს,ვარკვლავებს მიშტერებული თავს იმხნევებს საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნით,ხელს მისკენ აპარებს და ხელზე ძლიერად ექაჩება. დამიანეს სახეზე ნერვიულობის არ ეტყობა არაფერი,მშვიდიიგამომეტყველებით გაყურებს გზას,ცალი ხელით საჭეს მართავს. -შენი აზრით რა მოხდება?-შეშინებული ეკითხება ანასტასია დამიანეს -ალბად ძებნას დაგვიწყებენ -მოგვკლავს მამაჩემი?-თავს ხრის და ცრემლებს გასაქანს აძლევს -როგორ შეუძლია მამას როკ მოკლას შვილი? -მამაჩემი უბრალო კაცი არ არის-საჩვენებელი თითით აჩუმებს გოგოს დამიანე,ისიც სავარძელზე ეყუდება და თვალებს ლულავს იმაზე ფიქრში რა მოხდება სახლში დღეს ღამით.. გაპარვიდან ორი საათი გადის. ჩაბნელებულ სახლში მხოლოდ ერთი მოსიარულე თუ შეეჩეხება ადამიანს გზად,ლაილა წყლის დასალევად ჩასული არის სამზარეულოში და მაცივრიდან იღებს დასალევს. საეჭვო სიჩუმეა,მოუსვენარი დედა ოთახებში იწყებს სოარულს და ყველას შემოწმებას.ანასტასიას ოთახში შედის და შიშველ ფეხებზე სიცივეს გრძნობს -ამ გოგომ როგორ იცის ხოლმე გაღებულ ფანჯარაში ძილი-მიდის და ფანჯრებს ძლიერად ხურავს,საწოლთან მიდის მაგრამ ზედ დაწოლილს რატომღაც ვერავის ამჩნევს. აფორიაქებული ეხეთქება საწოლზე,გულზე ხელს იდებს და ყვირილს ტეხს -ალექსანდრე-უმალ ანასტასიას ოთახში იკრიბება ყველა,ალექსანდრე აზრზე ვერ მოდის რა აყვირებს ცოლს,შედის ოთახში და ჯერ კიდევ მოხუჭული თვალებით ჯდევა სავარძელში -ვერაფერს ამჩნევ ალეკო? -რა ჯანდაბა გინდა ქალო-თვალებს ეხლაღა ახელს-სადაა ანა?-ხტება ფეხზე და ხალათს ისწორებს -არ ვიცი სადაა,დროზე დარეკე ეხლავე დამიანეს სახლში ლიკა-ლიკა ოთახში მდგარ სახლია ტელეფონს იღებს ხელში,კრეფს ნომერს და რეკავს -ალო ქალბატონო-იწყებს ლაპარაკს ლიკა -...... -სახლშია დამიანე? -.....-თვალს აპარებს ალექსანდრეს და ლაილას-არაა არც დამიანე-ჩურჩულით ეუბნება მშობლებს,გამხეცებული ალექსანდრე ყურმილს ართმევს ხელებიდან მაგრამ უკვე გათიშული ხვდება. ტელეფონა გლეჯს კაბელებიდან და პირდაპირ სარკეს ესვრის.ოთახიდან გადის და მობილურ ტელეფონს იმარჯვებს -ალიო,ლუკა დათო,ლაშა და გუგა ჩემთან სახლში იყვნენ ორ წამში,ძებნას ვიწყებ ანასტასიასი,გაიპარა ეს შობელძაღლი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.