შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 19


23-11-2016, 18:58
ავტორი Viktoria
ნანახია 2 114

- ანი, ხო მშვიდობაა, რატომ ტირი? ხმა ამოიღე ქალო? ბავშვს რამე ხომ არ ჭირს?
- მარიამ მე უბრალოდ...
ვცდილობდი დამშვიდებას მაგრამ უშედეგოდ ვგრძნობდი შიშს და პანიკას ნელ-ნელა, რომ ვყვებოდი. ანი კი ტიროდა და ვერც ვამშვიდებდი. ბოლოს ისევ დაცდა გადავწყვიტე, როგორც კი ანი დამშვიდდა საუბარიც დავიწყე.
- ანი რა ხდება? რატომ ტირი? ხო მშვიდობაა? ბავშვი...
- ბავშვი კარგადაა უბრალოდ მე...
- შენ და ლუკამ ხო არ იჩხუბეთ?
- არა ყველაფერი კარგად გვაქვს, ძალიან უხარია ბავშვის ამბავი.
- აბა რა ჯანდაბა ხდება? ლამის გავაფრინე როცა დაგინახე საკუთარ თავს არ გავდი.
- ჰო მარიამ, ჩემებმა სიმართლე გაიგეს და მე...
- რას ნიშნავს სიმართლე, ნუთუ...
- ხო მარიამ გაიგეს, რომ ორსულად ვარ.
- საიდან? როგორ?
- თვითონაც არ ვიცი ფაქტია მე არ მითქვამს არც ლუკა და გიორგი ეტყოდა მათ.
- და მერე რა გითხრეს?
- პირველი რაც მოვიმოქმედე მოვატყუე ყველანი თავიდან თითქოს დამიჯერეს, მაგრამ ექიმთან წასვლა გადაწყვიტეს, მე უარი ვუთხარი, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ნებითა თუ ძალით ექიმთან წამიყვანდნენ.თუკი დადებითი იქნებოდა პასუხი ბავშვს მომაცილებდნენ.
- ღმერთო ჩემო ანი.
- ხომ ვამბობდი მარიამ, რომ ასე გადაწყვეტავდნენ ყველაფერს.
- ხო, მაგრამ ვიფიქრე, რომ გაუხარდებოდათ.
- არა მარიამ შენ ჩემებს არ იცნობ, ისინი სიტყვის შემსრულებლები არიან, შემეშინდა, რომ ჩემს შვილს რამეს დაუშავებდნენ ასე, რომ დაველოდე სანამ დაიძინებდნენ და სახლიდან გამოვიპარე.
- ლუკამ იცის? საფრთხე ხომ არ ემუქრება?
- მადლობა ღმერთს არა არც კი იციან ვინ არის ბავშვის მამა.
- კარგია ლუკამ იცის, რომ გამოიპარე?
- ჯერ არა, მაგრამ ხვალ დავურეკავ.
- კარგი დამშვიდდი ანი შენ ხო იცი, რომ დასავით ხარ ჩემთვის.
- სწორედ მაგიტომ გავბედე ამ ღამით შენთან მოსვლა.
- და ძალიან კარგიც ქენი, წამოდი საძინებელ ოთახში გავიდეთ, დაისვენე.
- მარიამ შეიძლება შენთან, რომ დავიძინო?
- როგორ არა, მოდი ჩემო პატარა.
ოთახში გავედით ანი საწოლში ჩავაწვინე მეც გვერდით მივუწექი, წიგნს ვკითხულობდი, დრო და დრო კი ანის გადავხედავდი, არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე ყავა გავამზადე და ანიც გავაღვიძე მივირთვით და უნივერსიტეტისაკენ წავედით. ლექციების შემდეგ სტუდკაფეში ჩავედით ლუკა ანის გვერდიდან არ იშორებდა, ბევრი ვისაუბრეთ და შემდეგ სახლში დავბრუნდით, საკითხები დავაკონსპექტე და ანისთან ერთად დასაძინებლად წამოვწექი. დღეები ერთმანეთს ჰგავდა გიორგიც ჩამოვიდა ზეპირი გამოცდებისათვის, როგორც ყოველთვის ჩემთან ვიკრიბებოდით და შემდეგ წარმატებულადაც ვაბარებდით. ზეპირ გამოცდებზე ყოველთვის კარგად ვერთობოდით, ლექტორებიც კი მთელი გულით გვეხმარებოდნენ, ბოლო გამოცდა ინგლისურში გვქონდა და ისიც წარმატებულად ჩავაბარეთ.
- არ მჯერა ფინალური გამოცდები დარჩა და პირველ კურსს ჩავხურავთ.
- არც მე ძმაო.
ქალაქურში ჩავუჯექით და დროც კარგად გავატარეთ, სახლში მივედით ბიჭებს დავემშვიდობეთ დასაძინებლად წამოვწექით ვიცინოდით და დროს კარგად ვატარებდით მანამ სანამ ანის ტელეფონზე დაურეკეს.
- გისმენთ.
- .................................
- ვერ გამოვალ.
- .................................
- გითხარი, რომ ვერ გამოვალ.
- .....................................
- კარგად იყავი.
ტელეფონი გათიშა და შეშინებულმა გადმომხედა.
- მშვიდობაა ანი? ვინ იყო?
- ჩემი ძმა იყო, გარეთ არის ჩემი ნახვა უნდა.
- მერე რისი გეშინია?
- შენ არ იცი თორნიკე როგორია.
- ნუ გეშინია, მე აქ არ ვარ, ვერც შენ და ვერც ბავშვს ვერაფერს ვერ დაგიშავებთ.
- ხო, მაგრამ...
კარზე კაკუნმა შეგვაწყვეტინა საუბარი ანის გადავხედე, რომელსაც სახეზე ფერი არ ჰქონდა, შეძლებისდაგვარად დავამშვიდე და კარის გასაღებად წავედი, გავაღე და გამიკვირდა, როცა ლუკა, გიორგი და თორნიკე ერთად ვნახე, სახლში შემოვიპატიჟე ყველანი და გაკვირვებული გადავხედე სუყველას. თორნიკე ანის ტყუპისცალივით ჰგავდა არადა ტყუპები არ იყვნენ, ვისაუბრეთ და დიდი ხვერწნის მიუხედავად მაინც ვერ დაიყოლია ანი სახლში დაბრუნებაზე.
- მისმინე რისი გეშინია? მე ხომ შენს გვერდით ვიქნები.
- ყოველთვის ვერ იქნები, მეშინია მამასი და ასევე დედასიც.
- ნუ გეშინია ანი, ლუკა მათ აუცილებლად გაესაუბრება.
- ხო, მაგრამ მაინც თორნიკე, როცა ლუკა მოვა იმ დღეს წამოვალ მეც სახლში.
- კარგი მაშინ დაგირეკავ იცოდე და აუცილებლად მიპასუხე ჩემო პრინცესა.
- კარგი თორნიკე.
- იმედია ოდესმე მაპატიებ დაიკო გაუფრთხილდი თავს და ჩემს დიშვილს.
- უკვე გაპატიე თორნიკე, იმედია მშობლებიც მშვიდად შეხვდებიან ლუკას.
- მეც დიდი იმედი მაქვს პაწაწუნა.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და საძინებელ ოთახში გავედით, საწოლზე წამოვწექით.
- თავს როგორ გრძნობ?
- გახარებული ვარ მარიამ.
- ვიცი და მეც მიხარია შენი ბედნიერება.
ვიჭორავეთ, ვიცინეთ და არც კი ვიცი, როდის ჩაგვეძინა. დილით ავდექით თავი მოვიწესრიგეთ და უნივერსიტეტში წავედით, ლექციების შემდეგ სტუდკაფეში ჩავედით და ვიჭორავეთ, სახლისაკენ წამოსვლას ვაპირებდით, როცა ვიღაც გოგომ გაგვაჩერა.
- როგორ ხარ ანი?
- გვანცა? კარგად შენ როგორ ხარ?
- მშვენივრად თავს როგორ გრძნობ?
- მშვენივრად, შენ? როგორ მიდის შენი საქმეები?
- ძალიან კარგად და შენი?
- ჩემიც ძალიან კარგად მადლობა.
- ლუკა როგორ არის?
- არაჩვეულებრივად.
- ხო, გავიგე რომ ისევ ერთად ხართ.
- დიახ ერთად ვართ და სულ ერთად ვიქნებით.
- ძალიან მიხარია და შენები რას ფიქრობენ თქვენს ურთიერთობაზე?
- ჯერ-ჯერობით არაფერს.
- მათაც უნდა გაუგო, ალბათ იციან, რომ ორსულად ხარ, გაიგებდნენ.
- შენ საიდან იცი?
- შემთხვევით გავიგე და გამიკვირდა არ მოველოდი შენგან, ვერ მოვისვენე და შენებისაგან გავიგე სიმართლე.
- ანუ შენ უთხარი მათ ჩემს შესახებ?
- შემთხვევით გამოვიდა, მართლა შენი წყენინება არ მინდოდა, მეგონა იცოდნენ სიმართლე ბოდიში ანი.
- გასაგებია.
- კარგი კარგად ანუშკი ლუკაჩო მომიკითხე.
სახლისაკენ წამოვედით და ანის ვუსმენდი.
- ოხ ეგ ძ...ა ეგა, გაიგე რა მითხრა? მაგ დ......ა ჩამიშვა, მაგ ძ...ა მაგი, როგორ ვერ ვიტან.
- კი, მაგრამ ანი ჯერ ერთი დამშვიდდი და მითხარი ვინ არის ეგ გოგონა?
- გვანცა ქათამაძე ერთ-ერთი ძ....ა ძვირფასო, რო იცოდე, როგორ ვერ ვიტან, რა აღარ გააკეთა, რომ ლუკას დავშორებოდი, ბოღმისაგან მალე გასკდება, დაინახე რა სახე ჰქონდა, მოიცა ჯერ სადაა ჩვენი ნიშნობის და ქორწილის შესახეებ, რომ გაიგებს მერე ნახე.
გაეცინა, ანის გადავხედე სახლში მივედით, მივირთვით, კონსპექტეები გავაკეთე და ღამით დასაძინებლად წამოვწექით. დილით ავდექი, სახლი დავალაგე და წიგნის კითხვა დავიწყე მალევე ანიც ჩამოვიდა.
- რატომ არ გამაღვიძე? დაგეხმარებოდი.
- იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა დაისვენო.
- გასაგებია, რას საქმიანობ?
- როგორც ყოველთვის ვკითხულობ.
- "ზუზაკის- წიგნის ქურდი" მაგრამ ეს წიგნი ხომ გაქვს წაკითხული?
- კი და კიდევ ერთხელ ვკითხულობ ძალიან მომეწონა.
- მე ვერაფრით ვერ წავიკითხავ ორჯერ ერთი და იგივე წიგნს, ერთხელაც თუ წავიკითხე რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
- ამიტომ პატარას ძალიან უნდა შევაყვარო კითხვა, თორემ თქვენს ხელში არ ვიცი რა მოხდება.
ვიცინოდით სიმღერებს ვუსმენდით როცა ტელეფონმა დარეკა საათის შემდეგ კი სახლში ლუკა, გიორგი და თორნიკე მესტუმრნენ.
ვისაუბრეთ, მივირთვით და დროც კარგად გავატარეთ. თორნიკე გავისტუმრეთ ბიჭებიც მას გაჰყვნენ, მაგრამ ღამით უნდა დაბრუნებულიყვნენ. სახლი დავალაგეთ და საუბარიც დავიწყთ.
- კარგი დამსვიდდი ანი ხომ გაიგე, რომ ყველაფერი კარგად არის.
- ხო მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ.
- იცოდე სასწრაფოდ დამშვიდდი, ჩემს პატარას რამე არ დაემართოს და შეეშვი უაზროდ ნერვიულობას.
- მაგრამ...
- არც არაფერი ხვალ ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაივლის.
- კარგი, კარგი სხვა რამეზე ვიფიქრებ.
ღამით ბიჭებიც მოვიდნენ ანი და ლუკა საძინებელში გავიდნენ. მე და გიორგიც ავედით საწოლზე წამოვწექით გულში ჩავეკარი და ხარბად შევისრუტე მისი სურნელი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ისიც მიხუტებდა და გვერდიდან არ მიშორებდა.
- ძალიან მომენატრე.
- მეც ძალიან მომენტრე მსვენიერო.
- შენი აზრით ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის?
- რათქმა უნდა სანერვიულო არაფერი არ გაქვთ ძვირფასო ქალბატონებო.
- დიდი იმედი მაქვს.
- კარგი მოდი ახლა ჩვენზე ვისაუბროთ, ანდა საუბარი არცაა საჭირო.
ისე სწრაფად დამეწაფა ტუჩებზე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი წამის მეასედში მეც ავყევი და ჩემკენ მოვიზიდე, ისიც მკოცნიდა და მეფერებოდა.
- მიყვარხარ მარიამ, ძალიან მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ გიორგი.
ნაზად მაკოცა ლოყაზე და ხელები შემომხვია.
- ძილის დროა მშვენიერო, ხვალისათვის ყველაფერი უნდა მოვამზადოთ.
- ძილინებისა ტკბილი ძილი.
- შენც ასევე ჩემო სიცოცხლე.
მივეკარი მის მხურვალე სხეულს და არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.

ესეც ასე მომდევნო თავი, იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი სალი-სალი

მმმმ როგორ მომეწონა ^_^ ძალიან მაგარი ხარ გააგრძელე <3 მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი Viktoria

სალი-სალი
მმმმ როგორ მომეწონა ^_^ ძალიან მაგარი ხარ გააგრძელე <3 მოუთმენლად ველი შემდეგ თავს
madloba genacvaleee aucileblad gavagrdzeleb <3

 


№3  offline წევრი Viktoria

nuka123
როდის დადებ?

Xval davdeb 21 tavssss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent