შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 16


14-11-2016, 18:15
ავტორი Viktoria
ნანახია 1 981

დღეები ერთმანეთს მისდევდა უნივერსიტეტი, ლექციები კონსპექტები და ასე შემდეგ. ბავშვები, როგორც ყოველთვის ჩემთან ვიკრიბებოდით გამოცდების საკითხებზე. ვსწავლობდით და წარმატებულადაც ვაბარებდით გამოცდებს. პირველი კურსის პირველი სემესტრი წარმატებულად ჩავხურეთ სუყველამ მე და ანიმ კი პრეზიდენტის სტიპენდია დავინიშნეთ. ერთმანეთს ვხვდებოდით ვიკრიბებოდით და კარგ დროს ვატარებდით. გიორგი ყველანაირად ცდილობდა, რომ ჩემთვის მოცემული პირობა არ დაერღვია ასე, რომ როგორც მეგობარი გვერდში მედგა.
ჩვენი ურთიერთობა ჩახლართული იყო, მე სიმართლე ვიცოდი ყველაფერი ვიცოდი ნიას დღიურის შედეგად, მაგრამ სიმართლის ცოდნაც კი აბრკოლებდა ჩვენს სიახლოვეს ვცდილობდი იმის დავიწყებას რაც წავიკითხე, მაგრამ უშედეგოდ თუმცა კი ერთი სული მქონდა ისევ გიორგის მკლავებში ვყოფილიყავი და დავმტკბარიყავი მისი ცქერით, მისი სურნელით, რომელიც თავბრუს მახვევდა.
მეორე სემესტრიც ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორიც პირველი იყო. ყოველი დღე ერთი და იგივე იყო, მაგრამ ერთ დღესაც რაღაც შეიცვალა. პირველი რეიტინგულისათვის ვემზადებოდი როცა ჩემთან ღამით ანი მოვიდა, გახარებული ჩანდა, მაგრამ ამავდროულად შეშინებულიც.
- როგორ ხარ მარიამ, რას შვები?
- რავი ვარ ანი შენ როგორ ხარ? ხო მშვიდობაა, ღამით თან ასეთ დროს ვატყობ, რომ რაღაც ხდება.
- მარიამ, რომ იცოდე რა დამემართა.
- რა ხდება ანი? შენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ ბედნიერი ჩანხარ, მაგრამ ამავდროულად შიშის ნიშნებსაც გამჩნევ მთლად ავიბენი.
- მარიამ, შენ პირველი გაიგებ ამ ამბავს, მოემზადე.
-ანი...
- მარიამ მე ორსულად ვარ, მე და ლუკას მალე პატარა გვეყოლება.
- მოიცა რაა? შენ მალე...
- დედა გავხდები, ლუკა კი მამა.
- ხო, მაგრამ შენებმა იციან თუ არა?
- არა და ვერც გაიგებენ.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ ისინი არ მომცემენ ბავშვის გაჩენის უფლებას.
- ხო მაგრამ რას აპირებ?
- ლუკას მინდა, რომ ვუთხრა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მინდა, რომ მოვუწყო.
- ხო, მაგაში კი დაგეხმარები, რას აპირებთ მერე?
- არ ვიცი ვნახოთ რამეს მოვიფიქრებთ.
- მიხარია ანი ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს, გენაცვალე, რამდენის ხარ?
- ექიმმა მითხრა, რომ ამ კვირას 1 თვე შემისრულდება.
- ღმერთო ჩემო ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ.
- უნდა დაიჯერო ჩემო მშვენიერო მეჯვარევ.
- ვგრძნობდი, რომ ერთად იქნებოდით ოჯახს შექმნიდით, მაგრამ ასე მალე სიმართლე, რომ გითხრა არც კი მოველოდი.
- კარგი ახლა მე წავალ და ხვალ გნახავ ხო?
- ხო ხვალამდე, მისმინე კონსპექტებზე არ ინერვიულოთ არცერთმა არც შენ და არც ლუკამ, ყველაფერს მე მოვაგვარებ.
- ხო ვიცი, ზეგ გამოცდა ინგლისურ ენაში გვაქვს ხო?
- ხო და აი ნახავ ყველაფერს ჩავაბარებთ ჩემო ლამაზო და მშვენიერო.
ანი გავაცილე და სახლში შევბრუნდი საწოლზე წამოვწექი და არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და სახლი დავალაგე, ჩემთან ვიკრიბებით როგორც ყოველთვის, ბავშვებიც მოვიდნენ, მე და ანი სამზარეულოში გავედით.
- უთხარი ლუკას თუ არა?
- ჯერ არა, გამოცდების ბოლოს ვეტყვი.
- შენებზე რას მეტყვი აბა?
- არა არ იციან ჯერ-ჯერობით.
- გასაგებია.
სამზარეულოდან მისაღებ ოთახში დავბრუნდით, ვიმეცადინეთ და კარგი დრო გავატარეთ.
- ჩვენ წავალთ, მარიამ.
- კარგი ლუკა.
- კარგად მარ.
- თავს გაუფრთხილდით ორივე გასაგებია.
- არის სერ.
- მიყვარხართ ბავშვებო.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ ანი და ლუკა კარებამდე მივაცილე მისაღებ ოთახში დავბრუნდი სადაც გიორგი იყო.
- აბა რას იტყვი?
- არაჩვეულებრივად აკეთებ კონსპექტს.
- ხო კარგია, რამე ხომ არ გინდა წყალი, ყავა ან...
- ყავას დიდი სიამოვნებით დავლევდი.
- კარგი.
სამზარეულოში გავედი გიორგის გამომყვა წყალი დავადგი ყავისთვის ის სკამზე ჩამოჯდა და მიყურებდა თითოეულ ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა.
- ესე რატომ მიყურებ?
- ლამაზი ხარ, მომწონს როცა რაღაცეებს აკეთებ ჩემთვის.
- გასაგებია.
ცხელი ყავა მივუტანე მაგიდაზე დავუდგი, გამობრუნებას ვაპირებდი, როცა ხელი დამავლო და მუხლებზე დამისვა.
- რას აკეთებ გიორგი, გამიშვი.
- არ გაგიშვებ მარიამ გაჩერდი უბრალოდ ჩემთან იყავი.
ასე ვყავდი რამოდენიმე წამის განმავლობაში, ნაზად დამისვა ზურგზე ხელი და ჩაიღიმა.
- რაზე გეღიმება გიორგი?
- შენზე ჩემო მშვენიერო.
- გამიშვებ თუ არა?
- არა ცოტა ხნით ასე მეყოლები.
- ხოო და ყავა?
- დავლევ როგორმე.
- მისმინე შენთან ყოფნა არაჩვეულებრივია, მაგრამ ხვალ გამოცდა გვაქვს მე კიდევ დასვენებით უნდა დავისვენო.
- ვიცი, მაგრამ ასე დაისვენე მანამ სანამ არ დავლევ ყავას შემდეგ რამეს მოვიფიქრებ.
- რამეს მოიფიქრებ, რას გულისხმობ?
- ჯერ თვითონაც არ ვიცი, ვნახოთ.
ყავა ნელ-ნელა დალია და ცოტახანი ისევ კალთაში ყვავდი.
- შეიძლება, რომ გთხოვო?
- გისმენ.
- შენთან მინდა, რომ დავრჩე, მომცემ უფლებას?
- იმ შემთხვევაში თუ...
- არავითარი სასტუმრო ოთახი, შენთან მინდა.
- გიორგი მისმინე...
- მე შენ დაგპირდი, ჩვენი პირობა მახსოვს, მაგრამ თუ შეამჩნიე ჩვენ შეგვიძლია ერთად ყოფნა ყოველგვარი ალერსის გარეშე.
- ეგ მეც ვიცი, მაგრამ...
- გადაწყვიტე დავრჩე თუ წავიდე?
რამოდენიმე წამი ვდუმდი და ხმას არ ვიღებდი გიორგი ადგა და წასვლა დააპირა, მაგრამ მე შევაჩერე მან გაიღიმა და თვალებში შემომხედა.
- ვიცოდი, რომ დუმილი თანხმობის ნიშანი იყო, მაგრამ...
- გინდოდა, რომ მეც მეაქტიურა.
გაიღიმა და ისევ გააგრძელა საუბარი.
- მისმინე ხვალ გამოცდა გვაქვს ინგლისურ ენაში და აუცილებლად უნდა გამოვიძინოთ.
- ვიცი ასე, რომ საძინებელში ავიდეთ.
მან ხელში ამიყვანა და ასე შემიყვანა საძინებელ ოთახში საწოლზე წამომაწვინა გვერდით მომიწვა და ასე ვიყავით რამოდენიმე წამი, შემდეგ მომიბრუნდა და ჩაიღიმა.
- ახლა რაღაზე გეღიმება?
- შენზე, ჩემზე ჩვენზე.
- მოდი გახდაში დაგეხმარები.
- იმ პირობით თუ მეც...
- შეგიძლია თვითონ გაიხადო, სულაც არ ვარ წინააღმდეგი.
- მომეხმარე, მიყვარს როცა მეხმარები.
- კარგი მოდი აქ.
ტანზე გავხადე და სააბაზანოში შევედი ცოტა ხნის შემდეგ საძინებელში პიჟამოებით შევედი საწოლზე წამოვწექი და გიორგის გადავხედე.
- მოდი აქ ჩაგეხუტო.
ერთმანეთს გადავეხვიეთ და ასე ვიყავით არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.
ესეც ასე მომდევნო თავი იმედია მოგეწონებათ. <3



№1  offline წევრი LSD

Umagesi tavi iyo vgijdebi am otxeulze imedia rame cudi ar moxdeba aba shen ici warmatebebi da ise cota tavebi ro gazardo ar gawyenda da ecade ro mal male dado raa

 


№2  offline წევრი Viktoria

LSD
Umagesi tavi iyo vgijdebi am otxeulze imedia rame cudi ar moxdeba aba shen ici warmatebebi da ise cota tavebi ro gazardo ar gawyenda da ecade ro mal male dado raa
madloba genaxvale dzalian mixaria tu mogwons shevecdebi tavebis gazrdas da aseve shevecdebi rom mal male davdooo<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent