შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ბი­ლე­თი წალ­კო­ტამ­დე (თავი III)


23-11-2016, 19:04
ავტორი tatia27
ნანახია 2 555

ოცი წლის რომ გავ­ხ­დი, სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და სიყ­ვა­რულ­ზე. ჩემ ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, გო­გო­ე­ბი ისეთ რა­მე­ებს მიყ­ვე­ბოდ­ნენ, ხან­და­ხან შოკ­ში ვვარ­დე­ბო­დი. ვე­რაფ­რით წარ­მო­მედ­გი­ნა, კა­ცის გა­მო სა­ღი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი რო­გორ უნ­და და­ე­კარ­გა ქალს. ახ­ლა უკ­ვე სა­სა­ცი­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბო­და ეს სიყ­ვა­რუ­ლო­ბა­ნა, - უბ­რა­ლო თა­მა­შად, გარ­თო­ბად და დრო­ის გა­საყ­ვან სა­შუ­ა­ლე­ბად. ყვე­ლა ბიჭს დავ­ცი­ნო­დი, ვი­საც მო­ვე­წო­ნე­ბო­დი და ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მას შე­ეც­დე­ბო­და. თით­ქოს შურს ვი­ძი­ებ­დი პა­ა­ტას გა­მო, მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ სა­მა­გი­ე­როს ყვე­ლას ერ­თად ვუხ­დი­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­ლა­დი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც ასე ად­ვი­ლად ვერ მომ­წ­ვ­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა სხვე­ბი­ვით ჩა­ციკ­ლუ­ლი არ ვი­ყა­ვი და იქ არ ვცხოვ­რობ­დი. ხან­და­ხან თუ შე­ვი­დო­დი, ისიც მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ახალ ამ­ბებს გავ­ც­ნო­ბო­დი: ვინ რო­გო­რი დრო ატა­რა რეს­ტო­რან­ში თუ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ვინ რა ახა­ლი ჩა­საც­მე­ლი შე­ი­ძი­ნა, ვინ გა­შორ­და ქმარს ან გათხოვ­და და ასე შემ­დეგ. პა­რა­ლე­ლუ­რად უც­ნო­ბი თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბის წე­რი­ლებს ვკითხუ­ლობ­დი და მე­რე ირო­ნი­ით ვი­გე­რი­ებ­დი. არ მინ­დო­და ხელ­მე­ო­რედ შე­მეყ­ვა­რე­ბი­ნა ვინ­მე და თა­ვი კი­დევ ერ­თხელ გა­მე­ყო ყულ­ფ­ში, ამის გა­რე­შეც მშვე­ნივ­რად ვგრძნობ­დი თავს. მარ­ტო არ ვი­ყა­ვი, მე­გობ­რე­ბი სულ გვერ­დით მყავ­დ­ნენ და მა­ხა­ლი­სებ­დ­ნენ. ხან­და­ხან კი დამ­ცი­ნებ­დ­ნენ, მო­ნაზ­ვ­ნო­ბას აპი­რებს ბარ­ბა­რეო, მაგ­რამ მა­თი მწა­რე ხუმ­რო­ბა გულ­თან ახ­ლოს არას­დ­როს მიმ­ქონ­და. ვი­ცო­დი, რომ ყო­ველ მათ­განს ვუყ­ვარ­დი და ჩემ­ზე გუ­ლი ყვე­ლას შეს­ტ­კი­ო­და.
თუმ­ცა მა­ლე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ერ­თხელ სა­ო­ცა­რი სიზ­მა­რი ვნა­ხე. სიზ­მა­რი, რო­მელ­მაც ნა­ცარ­ტუ­ტად აქ­ცია ჩე­მი გულ­გ­რი­ლო­ბის ნი­ღა­ბი და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა კვლავ ყი­რა­მა­ლა და­ა­ყე­ნა. ვი­ღაც ბი­ჭი და­მე­სიზ­მ­რა, რომ­ლის ხმაც, გა­რეგ­ნო­ბაც და სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რაც სა­მუ­და­მოდ ჩა­მე­ბეჭ­და გო­ნე­ბა­ში. პირ­ველ სიზ­მარს ალ­ბათ არც მი­ვაქ­ცევ­დი ყუ­რადღე­ბას, რომ იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა მე­ო­რედ არ დამ­სიზ­მ­რე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ისევ მეს­ტუმ­რა ზმა­ნე­ბა­ში, გა­მეც­ნო და მე­ლა­პა­რა­კა. რო­ცა წა­ვი­და, გუ­ლი დამ­წყ­და, არ მინ­დო­და, მი­ვე­ტო­ვე­ბი­ნე, მან კი მითხ­რა, ისევ დავ­ბ­რუნ­დე­ბიო. რო­გორ გითხ­რათ, ეს არ იყო მთლად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სიზ­მა­რი. რო­ცა გა­მო­მეღ­ვი­ძა, შუ­ადღე იქ­ნე­ბო­და ალ­ბათ. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? მთე­ლი ცა­მე­ტი სა­ა­თი გა­თი­შულს მე­ძი­ნა. ასე­თი რამ აქამ­დე არ დამ­მარ­თ­ვია. თით­ქოს სა­ღა­თას ძილ­მა შე­მიპყ­რო. ქვეც­ნო­ბი­ერ­ში იმ­დე­ნად და­ი­ლე­ქა ეს სიზ­მა­რი, რომ ძა­ლი­ან ხში­რად მახ­სენ­დე­ბო­და და ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დი, ყვე­ლა შემ­ხ­ვედრ ბიჭს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, ის ხომ არ არის-მეთ­ქი. ჩემ­და უნე­ბუ­რად ვე­ძებ­დი მას, ვე­ძებ­დი ყველ­გან, ტრო­ტუ­არ­ზე, კი­ნო­ში, ბა­ზარ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ზღვა­ზე, მთა­ში... მაგ­რამ გა­ვი­და დრო და უბ­რა­ლოდ, გა­და­მა­ვიწყ­და, ჩავ­თ­ვა­ლე, რომ ნა­ნა­ხი სიზ­მა­რი მხო­ლოდ ჩე­მი წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფი იყო და მე­ტი არა­ფე­რი.
ერ­თხე­ლაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თი გა­ვი­ცა­ნი, რომ­ლის `და­ი­რო­ნი­ე­ბის~ და მო­გე­რი­ე­ბის სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნია. რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი იყო, სხვებს არ ჰგავ­და. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ჩან­და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად აზ­როვ­ნებ­და, არც მე­უ­ხე­შე­ბო­და და არც ზედ­მე­ტობ­და. მას­თან სა­უბ­რი­სას მე­გო­ნა, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან დრო­ის მან­ქა­ნით გად­მო­ვი­და ჩვენს დრო­ში. ერ­თი თვე ვწერ­დით ერ­თ­მა­ნეთს. მე­რე შე­მომ­თა­ვა­ზა, ასე ვირ­ტუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას აჯო­ბებს, ერ­თ­მა­ნეთს შევ­ხ­ვ­დეთ და გა­ვიც­ნო­თო. უარი არ მით­ქ­ვამს, ვე­ლო­დე­ბო­დი კი­დეც, რო­დის მეტყო­და მსგავს რა­მეს.
მე­ო­რე დღის­თ­ვის დავ­თ­ქ­ვით შეხ­ვედ­რა. სა­ერ­თოდ არ მქო­ნია ში­შის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, ასე მე­გო­ნა, ძა­ლი­ან დი­დი ხნის ნაც­ნობს უნ­და შევ­ხ­ვედ­რო­დი. ამ ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. სა­ოც­რად იყო ჩა­ხე­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ფერ­წე­რა­სა და მუ­სი­კა­ში ჩემ­ზე უკეთ ერ­კ­ვე­ო­და, იმ­დენ რა­მეს მიყ­ვე­ბო­და, მე გა­გო­ნი­ლიც რომ არ მქონ­და. ამი­ტომ მი­ხა­რო­და, ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა რომ გა­ვი­ცა­ნი.
მე­ო­რე დღეს გა­მო­ვიპ­რან­ჭე და შე­სახ­ვედ­რად გა­ვე­მარ­თე, მაგ­რამ დათ­ქ­მულ ად­გი­ლას თვი­თონ კი არა, მი­სი ძმა­კა­ცი დამ­ხ­ვ­და, რო­მელ­მაც მითხ­რა, გო­ლას სას­წ­რა­ფო საქ­მე გა­მო­უჩ­ნ­და და სა­ღა­მომ­დე ვერ შეგ­ხ­ვ­დე­ბაო. არ ვი­ცი, რა საქ­მე გა­მო­უჩ­ნ­და ასე­თი, მაგ­რამ მე­სი­ა­მოვ­ნა, რომ უყუ­რადღე­ბოდ არ დამ­ტო­ვა. შინ აღარ დავ­ბ­რუნ­დი, ჩემს და­ქალ­თან ავე­დი და და­ვე­ლო­დე, რო­დის და­მი­რე­კავ­და.
მარ­თ­ლაც და­მი­რე­კა სა­ღა­მოს და, რო­გორც იქ­ნა, გა­ვი­ცა­ნი. ისე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შევ­ხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს, ისე მხი­ა­რუ­ლად, რო­გორც დი­დი ხნის ნაც­ნო­ბე­ბი, არც და­ძა­ბუ­ლი ვყო­ფილ­ვარ და არც შე­ში­ნე­ბუ­ლი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ გა­ლან­ტუ­რად იქ­ცე­ო­და, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­სი­ა­მოვ­ნა.
ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დრო ვა­ტა­რეთ, კა­ფე­ში დავ­ს­ხე­დით და ყა­ვა და ნამ­ცხ­ვა­რი მი­ვირ­თ­ვით.
- თუ წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ იქ­ნე­ბი, ხვა­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით შეგ­ხ­ვ­დე­ბო­დი, - მითხ­რა დამ­შ­ვი­დო­ბე­ბი­სას.
სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხ­მ­დი.
- ისევ ამ ად­გი­ლას? - გუ­ლი უც­ნა­უ­რად ამიჩ­ქ­როლ­და.
- ისევ ამ ად­გი­ლას, - ღი­მი­ლით და­მიქ­ნია თა­ვი და ხე­ლი რომ ჩა­მო­მარ­თ­ვა, თი­თე­ბი ოდ­ნავ მო­მი­ჭი­რა.
მე­ო­რე დღეს ჯინ­სის შარ­ვა­ლი ჩა­ვიც­ვი და შა­ვი მა­ი­სუ­რი, ამ­ჯე­რად სპორ­ტულ ფორ­მა­ში გა­მო­ვეცხა­დე. თვა­ლებ­მო­ჭუ­ტუ­ლი კარ­გა ხანს მაკ­ვირ­დე­ბო­და, თან კმა­ყო­ფი­ლე­ბის ღი­მი­ლი დას­თა­მა­შებ­და ტუ­ჩებ­ზე.
- ყვე­ლა ფორ­მა­ში ერ­თ­ნა­ი­რად ლა­მა­ზი და სა­სურ­ვე­ლი ხარ, იცი? - მითხ­რა ბო­ლოს.
გავ­წით­ლ­დი. ვი­ცო­დი, რომ ასე იყო. მეც ვი­ცო­დი და სხვე­ბიც ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა­ფე­რი გიხ­დე­ბაო, მაგ­რამ მის­გან ნათ­ქ­ვა­მი უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნოდ მოხ­ვ­და ჩემს ყურს.
გა­ვი­სე­ირ­ნეთ. ძა­ლი­ან ცხე­ლო­და, გა­გა­ნია აგ­ვის­ტო იდ­გა და არც იყო გა­საკ­ვი­რი. მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მე მიყ­ვარ­და ზაფხუ­ლი თა­ვი­სი სიცხით, ხვა­ტით და პა­პა­ნა­ქე­ბით, მას კი თრგუ­ნავ­და ასე­თი ამინ­დი. სიცხეს ცუ­დად ვე­გუ­ე­ბი, ამას ზამ­თა­რი მირ­ჩევ­ნიაო, თავს იმარ­თ­ლებ­და.
გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სიგ­რი­ლის­თ­ვის შეგ­ვე­ფა­რე­ბი­ნა თა­ვი და ფე­ხით ვა­კის პარ­კის­კენ ავი­ღეთ გე­ზი. გზად ხე­ლი გა­დამ­ხ­ვია და ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს ეს შე­ხე­ბა მეც­ნო, თით­ქოს ერ­თხელ უკ­ვე გა­დამ­ხ­ვია ასე ხე­ლი. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ემო­ცი­ურ ხა­სი­ათს მი­ვა­წე­რე.
პარ­კ­ში შე­ვე­დით, ჩრდი­ლი­ა­ნი ად­გი­ლი მოვ­ძებ­ნეთ და მერ­ხ­ზე ჩა­მოვ­ს­ხე­დით. სა­სა­უბ­რო თე­მე­ბი არ გვე­ლე­ო­და, ყვე­ლა­ფერ­ზე ვსა­უბ­რობ­დით, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც, პო­ლი­ტი­კა­ზეც... უეც­რად, რა­ღაც მო­მენ­ტ­ში, გან­ზე რომ გა­ი­ხე­და, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გავ­ხევ­დი. გა­რინ­დე­ბულ­მა და­ვუწყე თვა­ლი­ე­რე­ბა მის პრო­ფილს, რო­მე­ლიც ასე ნაც­ნო­ბი მეჩ­ვე­ნა და რაც ამ­წუ­თას გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე. სადღაც მყავ­და ნა­ნა­ხი, თა­ნაც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ახ­ლოს... მო­უ­ლოდ­ნე­ლად ის სიზ­მა­რი ამო­მი­ტივ­ტივ­და გო­ნე­ბა­ში, ორ­ჯერ რომ ვნა­ხე და ასე რომ ამა­ფო­რი­ა­ქა. ჰო, ეს ის ბი­ჭი იყო... ნაც­ნო­ბი თმა, თვა­ლე­ბი, პრო­ფი­ლი, სხე­უ­ლი, გა­მო­ხედ­ვა... თით­ქოს დავ­მუნ­ჯ­დი, დამ­ბ­ლა­და­ცე­მუ­ლი­ვით მივ­ჩე­რე­ბო­დი და კრინტს ვერ ვძრავ­დი. მახ­სოვს, რა­ღა­ცას მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სიტყ­ვაც არ გა­მი­გო­ნია, ფიქ­რე­ბით იმ სიზ­მარ­ში დავ­ფ­რი­ნავ­დი. მხო­ლოდ მა­შინ გა­მო­ვერ­კ­ვიე, რო­ცა მკითხა, რა გჭირ­სო.
რა თქმა უნ­და, სიზ­მ­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მით­ქ­ვამს, ზუს­ტად ვი­ცო­დი, სი­სუ­ლე­ლედ მი­იჩ­ნევ­და, ან იფიქ­რებ­და, რომ ჩე­მი მის მი­მართ სიმ­პა­თი­ის გა­მო­ხატ­ვას ამ მე­თო­დით ვცდი­ლობ­დი.
ის დღე ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, სა­ღა­მოს კი სახ­ლამ­დე მი­მა­ცი­ლა და ძა­ლი­ან თავ­მ­დაბ­ლუ­რად და­მემ­შ­ვი­დო­ბა. არც კი უც­დია, ლო­ყა­ზე მა­ინც ეკოც­ნა, რა­მაც კი­დევ უფ­რო მომ­ხიბ­ლა და გა­აძ­ლი­ე­რა ჩემ­ში მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი. ისე მომ­წონ­და, მას­თან გან­შო­რე­ბა აღარ მინ­დო­და.

ამის შემ­დეგ მო­ვუხ­ში­რეთ ერ­თ­მა­ნე­თის ნახ­ვას. ურ­თი­ერ­თო­ბა ძალ­ზე უც­ნა­უ­რად აეწყო, თით­ქოს ორი გახ­ლე­ჩი­ლი ნა­წი­ლი ვი­ყა­ვით, სადღაც გაბ­ნე­უ­ლი და ერ­თ­მა­ნე­თი ვი­პო­ვეთ. თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერ­ზე ერ­თ­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა გვქონ­და, ერ­თ­მა­ნე­თის აზ­რებ­საც კი იოლად ვკითხუ­ლობ­დით. სიყ­ვა­რუ­ლის ახ­ს­ნა არ დას­ჭირ­ვე­ბია, რა­ტომ­ღაც ასე ინე­ბა გან­გე­ბამ, ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის ვი­ყა­ვით გა­ჩე­ნი­ლი და ერ­თად უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ამას ორი­ვე ვხვდე­ბო­დით და არც ერთს არ გვიკ­ვირ­და, რომ ასე მოკ­ლე ხან­ში ჩვენ შო­რის სრუ­ლი ჰარ­მო­ნია დამ­ყარ­და. სი­ხა­რუ­ლით დავ­ფ­რი­ნავ­დი, მი­ხა­რო­და, რომ სევ­დი­ა­ნი წლე­ბის შემ­დეგ ვი­ღა­ცამ ჩე­მი გა­მოღ­ვი­ძე­ბა შეძ­ლო და ყი­ნუ­ლი გა­ალ­ღო, ისევ შე­მო­მაბ­რუ­ნა ცხოვ­რე­ბის­კენ და სხვა თვა­ლით და­მა­ნახ­ვა სიყ­ვა­რუ­ლი. რო­ცა ერ­თად არ ვი­ყა­ვით, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვწერ­დით ერ­თ­მა­ნეთს, ან ტე­ლე­ფო­ნით ვე­მე­სი­ჯე­ბო­დით და ვუ­რე­კავ­დით. სა­უ­ბარ­ში ღა­მე­ე­ბიც კი გაგ­ვი­თე­ნე­ბია. თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი უც­ნა­უ­რო­ბა შევ­ნიშ­ნე - ხან­და­ხან ორი-სა­მი დღე გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბო­და, არც ზა­რებ­ზე მპა­სუ­ხობ­და და არც მე­სი­ჯებ­ზე, თით­ქოს გაქ­რაო. ამა­ზე ვბრაზ­დე­ბო­დი, ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მე­რე ისევ გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და და ვი­თომ არა­ფე­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძელ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი.
ბო­ლოს მა­ინც ამიხ­ს­ნა სიყ­ვა­რუ­ლი. ის დღე ჩე­მი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან არას­დ­როს წა­იშ­ლე­ბა. ორი კვი­რის უნა­ხა­ვი ვყავ­დი. და­მი­რე­კა და მითხ­რა, ვი­ცი, რომ ხე­ტი­ა­ლი გიყ­ვარს და ზე­და­ზენ­ზე უნ­და აგიყ­ვა­ნო, თუ გცა­ლიაო. მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბა, მო­ზარ­დო­ბა და სტუ­დენ­ტო­ბა ლაშ­ქ­რო­ბებ­ში გა­ვა­ტა­რე, ლა­მის ფე­ხით მაქვს მოვ­ლი­ლი მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო, ამი­ტომ ასეთ რა­მე­ზე უარს რო­გორ ვეტყო­დი. ზე­და­ზენ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ მას­თან ერ­თად ვგრძნობ­დი, სულ სხვა სი­ა­მოვ­ნე­ბა მე­ლო­და.
მითხ­რა, შე­გიძ­ლია ღა­მის­თე­ვით წა­მოხ­ვი­დეო? კი-მეთ­ქი. მა­შინ კა­რავს წა­მო­ვი­ღე­ბო. უც­ნა­ურ­მა ჟრჟო­ლამ და­მი­ა­რა. მივ­ხ­ვ­დი, კა­რავ­ში ღა­მის გა­თე­ვა რო­გორც დამ­თავ­რ­დე­ბო­და, მაგ­რამ უკ­ვე ისე მიყ­ვარ­და, ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი.
საგ­ზა­ლი გა­ვამ­ზა­დე, ხა­ჭა­პუ­რე­ბი და ლო­ბი­ა­ნე­ბი და­ვაცხ­ვე, ნამ­ცხ­ვა­რი ვი­ყი­დე, ჩაი, ყა­ვა და სპირ­ტ­ქუ­რაც გა­ვი­ყო­ლე და წა­ვე­დით. სა­გუ­რა­მოს გა­და­სახ­ვე­ვამ­დე ტაქ­სით მი­ვე­დით, მე­რე კი ფე­ხით გა­ვუ­ყე­ვით გზას. ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან თით­ქოს ფრთე­ბი შე­მეს­ხა, წა­მი­თაც არ მიგ­რ­ძ­ნია დაღ­ლა. ისე მა­ლე ავე­დით მო­ნას­ტერ­ში, ორი­ვეს გაგ­ვიკ­ვირ­და. შე­მოდ­გო­მა იყო და იქა­უ­რო­ბა გა­დაყ­ვით­ლე­ბუ­ლი დაგ­ვ­ხ­ვ­და. ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ზე­და­ზენ­ზეა ფო­თოლ­ც­ვე­ნა. ყვი­თელ, გამ­ხ­მარ ფოთ­ლებს ხრა­შახ­რუ­ში გა­უ­დი­ო­და ფეხ­ქ­ვეშ. კარ­გა ხანს ვი­ხე­ტი­ა­ლეთ მო­ნას­ტ­რის გარ­შე­მო, სან­თ­ლე­ბიც და­ვან­თეთ და ვი­ლო­ცეთ კი­დე­ვაც. ისე­თი სა­ხით ლო­ცუ­ლობ­და, გა­ო­ცე­ბა ვერ დავ­მა­ლე, თან წა­რა­მა­რა კი­სერ­ზე და­კი­დე­ბულ ოქ­როს ჯვარს კოც­ნი­და, მსხვილ ოქ­როს ჯაჭ­ვ­ზე და­კი­დე­ბულს, მე­რე მუხ­ლი მო­ი­ყა­რა და კე­დელს ეამ­ბო­რა. მეც ვარ მორ­წ­მუ­ნე, მაგ­რამ არა ასე­თი. არას­დ­როს და­მიწყია ეკ­ლე­სი­ა­ში ხა­ტე­ბის კოც­ნა. ასეთ რი­ტუ­ალს ყო­ველ­თ­ვის ვე­რი­დე­ბო­დი. საკ­მა­რი­სად მი­მაჩ­ნ­და ხოლ­მე პირ­ჯ­ვ­რის გა­და­წე­რა და სან­თ­ლის ან­თე­ბა.
- მოძღ­ვა­რი გყავს, ბა­ბი? - რა­ტომ­ღაც, ჩურ­ჩუ­ლით მკითხა.
- არა, - მეც ჩურ­ჩუ­ლით მი­ვუ­გე და შემ­რ­ცხ­ვა, რომ მოძღ­ვ­რი არ მყავ­და.
- უნ­და გყავ­დეს, ეს აუცი­ლე­ბე­ლია. იმე­დია, ღმერ­თი გწამს...
- რა თქმა უნ­და, ოღონდ...
- მეს­მის, მაგ­რამ უფ­რო ახ­ლოს უნ­და იყო ღმერ­თ­თან, ამის­თ­ვის კი მოძღ­ვა­რია სა­ჭი­რო, - დამ­მოძღ­ვ­რა.
მე­რე გა­რეთ გა­მო­ვე­დით, ბი­ლიკს და­ვუ­ყე­ვით და ხევ­ში ჩა­ვე­დით. მოვ­ძებ­ნეთ მყუდ­რო ად­გი­ლი, ხე­ე­ბით შე­მო­ჯა­რუ­ლი და კა­რა­ვი და­ვე­ცით. ულა­მა­ზე­სი დღე იყო, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად მოვ­დი­ო­დით. გემ­რი­ე­ლად ვი­სა­დი­ლეთ, ცო­ტა დავ­ლი­ეთ კი­დეც და ბო­ლოს ხმელ ბა­ლახ­ზე წა­მოვ­წე­ქით. ვი­ღა­ცას იქა­უ­რო­ბა გა­ე­ცე­ლა და ლე­ი­ბი­ვით ეფი­ნა მთელ სიგ­რ­ძე­ზე მო­ცე­ლი­ლი თი­ვა. მი­წა ბა­ლა­ხის სურ­ნე­ლით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი. ყო­ველ­თ­ვის მი­ზი­დავ­და თი­ვის სურ­ნე­ლი. ღრმად ვიყ­ნო­სავ­დი ამ სურ­ნელს და თავს უბედ­ნი­ე­რეს ქა­ლად ვგრძნობ­დი.
- მოგ­წონს? - ახ­ლოს მო­მი­ჩოჩ­და, ხე­ლი მხარ­ზე გა­დამ­ხ­ვია და თა­ვის­კენ მი­მი­ზი­და.
თით­ქოს ღვთა­ებ­რი­ვი სი­ა­მოვ­ნე­ბა ჩა­მეღ­ვა­რა სხე­ულ­ში, სიტყ­ვე­ბით გა­მო­უ­ხა­ტა­ვი, და რო­ცა ალერ­სი­ა­ნად შე­მე­ხო თმა­ზე თა­ვი­სი ტუ­ჩე­ბით, გა­ვი­ფიქ­რე, ასე­თი ლა­მა­ზი დღე არას­დ­როს მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში-მეთ­ქი.
- თავ­ბ­რუ გეხ­ვე­ვა, ხომ? - მზრუნ­ვე­ლი ტო­ნით მკითხა და უცებ მა­კო­ცა ტუ­ჩებ­ში შთამ­ბეჭ­და­ვი, `სუ­ლის ამო­მარ­თ­მე­ვი~ კოც­ნით. სა­ხე­ა­ლან­ძულ­მა თა­ვი და­ვუქ­ნიე, რა­ტომ­ღაც, და­ვირ­ცხ­ვი­ნე. მე­ო­რე­ჯე­რაც მა­კო­ცა, ამ­ჯე­რად უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად.
აი, სწო­რედ მა­შინ ამიხ­ს­ნა სიყ­ვა­რუ­ლი.
- შენ ჩემ­ზე თით­ქ­მის არა­ფე­რი იცი, ბა­ბი, - ჩუ­მი ხმით და­იწყო გო­ლამ, - მე სრუ­ლი­ად სხვა სამ­ყა­როს მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი. არ ვარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი და ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ად­ვი­ლი არ არის. ამას იმი­ტომ გე­უბ­ნე­ბი, რომ მიყ­ვარ­ხარ. მიყ­ვარ­ხარ გაც­ნო­ბის დღი­დან და მინ­და, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­დეს ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნა, მაგ­რამ უნ­და გა­გაფ­რ­თხი­ლო, რომ ჩემ გვერ­დით გა­გი­ჭირ­დე­ბა. გა­გი­ჭირ­დე­ბა ჩე­მი რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­მო. ამის რომ არ მე­ში­ნო­დეს, აი, ამ არა­თით­ზე ახ­ლა­ვე ჩა­მო­გაც­ვამ­დი ბე­ჭედს და მორ­ჩა, ბო­ლომ­დე ჩე­მი იქ­ნე­ბო­დი.
- ასე­თი რა ცხოვ­რე­ბა გაქვს?
ერ­თხანს უხ­მოდ მი­ყუ­რა, თით­ქოს ყოყ­მა­ნობ­და, გა­ენ­დო თუ არა სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­საც თურ­მე აქამ­დე სა­გულ­და­გუ­ლოდ მი­მა­ლავ­და. მე­რე თა­ვი ჩა­ცი­ნე­ბით გა­აქ­ნია და მითხ­რა:
- არ შე­გე­შინ­დე­ბა?
- არა, - შე­ში­ნე­ბულ­მა მი­ვუ­გე.
- სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვიც რომ იყოს, მა­ინც არ შე­გე­შინ­დე­ბა?
- არა-მეთ­ქი, ხომ გითხა­რი, - ვუ­პა­სუ­ხე კი­დევ უფ­რო შე­ში­ნე­ბულ­მა და მივ­ხ­ვ­დი, პი­რი რო­გორ გა­მიშ­რა ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან.
- მე ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო­დან ვარ. იმ წრეს მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი, რო­მელ­საც ასე გა­ურ­ბი­ან დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში და რო­მელ­საც ასე დევ­ნი­ან და ავიწ­რო­ე­ბენ.
ალ­ბათ დო­ლა­ბის ქვა უნ­და და­ე­ცეს ადა­მი­ანს თავ­ზე, რომ ისე­თი ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­დოს, რო­გო­რიც იმ­წუ­თას მე გან­ვი­ცა­დე. მე­გო­ნა, თა­ვი გა­მი­ჭეჭყა რა­ღა­ცამ თუ ვი­ღა­ცამ. ყვე­ლა­ფერს ვე­ლო­დი, ყო­ველ­გ­ვა­რი სა­ზიზღ­რო­ბის მო­სას­მე­ნად ვი­ყა­ვი მზად, მაგ­რამ ასეთ რა­მეს თუ მეტყო­და, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. რა დროს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როა ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში, ვი­ღას ახ­სოვს ისი­ნი, ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, თუ კი­დევ არ­სე­ბობ­დ­ნენ ამ სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რა­ტომ­ღაც, მე­გო­ნა, რომ ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ყვე­ლა ცი­ხე­ში იყო გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი.
ესეც შე­ნი სი­ურ­პ­რი­ზი, ბა­ბი! სიყ­ვა­რუ­ლის ახ­ს­ნის სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბას უეც­რად მდუ­ღა­რე გა­და­ას­ხეს და და­ფუფ­ქეს. აი, სწო­რედ ასე შემ­ზა­რა მის­მა აღი­ა­რე­ბამ.
- მე ბევ­რი საქ­მე მაქვს, ხში­რად მი­წევს გას­ვ­ლა ქა­ლა­ქი­დან, ქვეყ­ნი­დან... შე­იძ­ლე­ბა ორი-სა­მი დღე, შე­იძ­ლე­ბა ორი-სა­მი კვი­რა და ხან­და­ხან თვეც კი ვერ მოგ­წე­რო, ვერ და­გი­რე­კო, ვერ გნა­ხო... ამი­ტომ ახ­ლა შე­ნი გა­და­საწყ­ვე­ტია, გი­ღირს თუ არა ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. აქაც იმი­ტომ ამო­გიყ­ვა­ნე, რომ გან­ვ­მარ­ტო­ე­ბუ­ლი­ყა­ვით. თუ თა­ნახ­მა ხარ, ეს დღე სა­მუ­და­მოდ და­გა­მახ­სოვ­რ­დე­ბა, რო­გორც ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი და და­უ­ვიწყა­რი დღე, თუ არა­და, ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ დღედ გა­იხ­სე­ნებ მო­მა­ვალ­ში ან სა­ერ­თოდ და­გა­ვიწყ­დე­ბა. ახ­ლა კი და­ფიქ­რ­დი და მითხა­რი, იქ­ნე­ბი თუ არა ჩემ გვერ­დით, დად­გე­ბი თუ არა იქ, სა­დაც მე ვდგა­ვარ, შე­ნი გა­და­საწყ­ვე­ტია. მხო­ლოდ შენს პა­სუხ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მო­მი­წევს თუ არა კითხ­ვის დას­მა, შენც თუ გიყ­ვარ­ვარ. აქამ­დე იმი­ტომ არ გკითხე, რომ მე­რე არ გე­ნა­ნა. თუ დრო გჭირ­დე­ბა მო­სა­ფიქ­რებ­ლად, პრობ­ლე­მა არ არის, იფიქ­რე, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა, ჩვენ არ­სად გვეჩ­ქა­რე­ბა, მთე­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბა წინ გვაქვს.
ამ სა­უ­ბარ­ში პირ­ველ­მა შოკ­მა გა­მი­ა­რა. უკ­ვე ისე მიყ­ვარ­და, ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თი იყო, რა სა­ში­ნე­ლე­ბას მო­ი­ცავ­და მი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი. სრუ­ლი­ად გა­და­მა­ვიწყ­და, რომ მის გა­მო­ჩე­ნამ­დე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სიყ­ვა­რულს აბუ­ჩად ვიგ­დებ­დი, ილუ­ზი­ად მი­მაჩ­ნ­და იგი და ფან­ტა­ზი­ე­ბის­თ­ვის თა­ვის გა­წირ­ვა არ მი­ღირ­და და ის იყო, უნ­და მეთ­ქ­ვა, სა­დაც ნამ­დ­ვი­ლი გრძნო­ბაა, იქ მან­ძი­ლი და საქ­მი­ა­ნო­ბა არა­ფერს ცვლის, ადა­მი­ა­ნებს ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუ­სი­დან შე­იძ­ლე­ბა შე­უყ­ვარ­დეთ სამ­ხ­რეთ პო­ლუს­ში მცხოვ­რე­ბი, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთს არ კარ­გა­ვენ და ილ­ტ­ვი­ან იმის­თ­ვის, რომ ერ­თად იყ­ვ­ნენ-მეთ­ქი. უნ­და მეთ­ქ­ვა, რომ სი­შო­რე ჭეშ­მა­რიტ სიყ­ვა­რულს ვერ გა­ა­ხუ­ნებს, ამი­ტომ თა­ნახ­მა ვარ, შენ გვერ­დით ვი­ყო თუნ­დაც სი­შო­რი­დან-მეთ­ქი, მაგ­რამ ბო­ლო მო­მენ­ტ­ში თა­ვი შე­ვი­კა­ვე და მო­სა­ფიქ­რებ­ლად დრო ვითხო­ვე.
- რამ­დე­ნი­მე დღეს მაც­ლი? - ვკითხე და იმ­წამ­ს­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი არც არა­ფე­რი იყო. არ ვი­ცი, რა­ტომ, მაგ­რამ სუ­ლაც არ მე­ში­ნო­და იმ სამ­ყა­რო­სი, რო­მელ­საც გო­ლა მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და, არა­და, თურ­მე წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და მა­შინ, რამ­ხე­ლა ხი­ფათ­ში ვეხ­ვე­ო­დი.
- გაც­ლი, თუ ეს შენ ძა­ლი­ან გჭირ­დე­ბა. მა­შინ, გა­მო­დის, რომ მთა­ვა­რი შე­კითხ­ვის დას­მაც არ მო­მი­წევს.
ვერ გეტყ­ვით, სიზ­მ­რის ბრა­ლი იყო თუ სხვა რა­მის, მაგ­რამ მი­სი ყო­ვე­ლი შე­ხე­ბა, ყო­ვე­ლი მი­მი­კა ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი იყო ჩემ­თ­ვის, ძა­ლი­ან `ჩე­მი~ იყო და ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მი­ვილ­ტ­ვო­დი მის­კენ. გო­ლას უარს ვერ ვეტყო­დი, არას­დი­დე­ბით არ დავ­თ­მობ­დი მის თავს, თუნ­დაც სიმ­წა­რე მოჰ­ყო­ლო­და ამ თა­ნაცხოვ­რე­ბას. იმის გა­მო, რომ სხვა­დას­ხ­ვა სამ­ყა­როს ვე­კუთ­ვ­ნო­დით, ზურგს ვერ ვაქ­ცევ­დი, რად­გან ამ ყვე­ლაფ­რის გარ­და, ბევ­რი რამ გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. იმ­დე­ნი გვქონ­და სა­ერ­თო, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იყო, ერ­თად გაგ­ვეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა, ამი­ტომ აღარ და­ვა­ხა­ნე:
- მთა­ვა­რი შე­კითხ­ვის დას­მა არ მო­გი­წევს, გო­ლა, რად­გან შე­კითხ­ვის გა­რე­შე გი­პა­სუ­ხებ, რომ სი­ცოცხ­ლე­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხარ და არა­ფერ­ზე და­ფიქ­რე­ბა არ მჭირ­დე­ბა. თა­ნახ­მა ვარ, შე­ნი ვი­ყო, შენ­თან ვი­ყო და არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რო­დის ახ­ლოს იქ­ნე­ბი და რო­დის შორს.
ცო­ტა არ იყოს, გა­ა­ო­ცა ჩემ­მა პა­სუხ­მა, თით­ქოს და­რე­ტი­ან­დაო, დაბ­ნე­უ­ლი მზე­რა მო­მაპყ­რო. მე­რე უეც­რად ხე­ლი მომ­ხ­ვია, ჰა­ერ­ში ამი­ტა­ცა და ასე, ხელ­ში ატა­ტე­ბუ­ლი შე­მიყ­ვა­ნა კა­რავ­ში...
ის დღე და ღა­მე მარ­თ­ლაც და­უ­ვიწყა­რი გახ­და ჩემ­თ­ვის... ტკი­ვი­ლი­ა­ნიც, ღვთა­ებ­რი­ვიც და რო­მან­ტი­კუ­ლიც... სიყ­ვა­რუ­ლის პირ­ვე­ლი ღა­მე ჩემს პირ­ველ მა­მა­კაც­თან გა­ვა­ტა­რე...

- ყა­ვა ხომ არ დაგ­ვე­ლია? - ვან­დის ხმამ აწ­მ­ყო­ში და­მაბ­რუ­ნა.
- უჰ, კარ­გი კი იქ­ნე­ბო­და, - უხერ­ხუ­ლად გა­ვუ­ღი­მე, ჯერ კი­დევ კა­რავ­ში ვნე­ბივ­რობ­დი მო­გო­ნე­ბე­ბით გაბ­რუ­ე­ბუ­ლი.
- ახა­ლი ყა­ვა მაქვს, ძა­ლი­ან მა­გა­რი, ეკამ ჩა­მო­მი­ტა­ნა ეს­პა­ნე­თი­დან.
- ეს­პა­ნუ­რი და მა­გა­რი? ეს­პა­ნე­ლებ­მა რა იცი­ან, ყა­ვა რა ხი­ლია? - გა­ვი­ცი­ნე.
- ბრა­ზი­ლი­უ­რია, მაგ­რამ მად­რიდ­ში ნა­ყი­დი. ისე­თი არო­მა­ტუ­ლია, გა­გიჟ­დე­ბი. თან შე­ფუთ­ვაც სხვა­ნა­ი­რია, აქ ასე­თი არ­სად მი­ნა­ხავს.
- აქ ნამ­დ­ვილ ყა­ვას სად ნა­ხავ, გა­ფი­ცებ! ჩვენ­თან ხომ `მე­სა­მე სამ­ყა­როს­თ­ვის~ გან­კუთ­ვ­ნი­ლი ნა­გა­ვი შე­მო­დის. - ასე მო­ვიხ­სე­ნი­ებ­დით სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე და ვან­დი სულ.
- გინ­და, ცო­ტას გად­მო­გიყ­რი და იმ შენს ახალ კაცს გა­ა­სინ­ჯე, რო­ცა გეს­ტუმ­რე­ბა, - კა­კი­ზე გა­და­მიკ­რა სიტყ­ვა.
- მინ­და. ხომ იცი, ასეთ რა­მე­ზე უარს რომ არ გეტყ­ვი.
- სა­მი კო­ლო­ფი მაქვს, ასე რომ, ერთს სულ გა­ჩუ­ქებ, აღარ ვი­ძუნ­წებ. ორას­გ­რა­მი­ა­ნია თი­თო, კარ­გა ხანს მე­ყო­ფა.
- მა­გა­რი ყა­ვა მა­გა­რი გო­გოს­გან. მა­გა­რია! - აღ­ტა­ცე­ბულ­მა შევ­ძა­ხე.
ვან­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­უ­ჩი­ნარ­და და ცო­ტა ხნის შემ­დეგ იქი­დან გა­მომ­ძა­ხა:
- რო­დის უნ­და და­უ­რე­კო კა­კის?
- ალ­ბათ ხვალ, - მი­სი სა­ხე­ლის ხე­ლახ­ლა ხსე­ნე­ბამ, რა­ტომ­ღაც, უსი­ა­მოვ­ნოდ გამ­ც­რა ტან­ში.
- ზუს­ტად სა­შე­ნო კა­ცია. აუ, რო­გორ მო­უხ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთს, - აგ­რ­ძე­ლებ­და ვან­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­დან.
- მა­გას უკ­ვე ეყო­ლე­ბა ვინ­მე, ჩემ­სა­ვით მარ­ტო­ხე­ლა კი არ იქ­ნე­ბა.
- მარ­ტო­ხე­ლა სუ­ლაც არ ხარ. მარ­ტო ყოფ­ნა ყო­ველ­თ­ვის რო­დი ნიშ­ნავს მარ­ტო­ხე­ლო­ბას, ჩე­მო კარ­გო, - მი­სი სიტყ­ვე­ბი ახ­ლოს გა­ის­მა, რად­გან გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ა­ნი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი მა­გი­და შე­მო­ა­გო­რა ორი ქაფ­ქა­ფა ფინ­ჯ­ნით და დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი შო­კო­ლა­დის ფი­ლით.
- ვა, რო­გო­რი არო­მა­ტი აქვს მარ­თ­ლა, - გა­მა­ო­ცა ყა­ვის სურ­ნელ­მა და დი­ვან­ზე ფეხ­მორ­თხ­მით დავ­ჯე­ქი, რომ უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლად მეგ­რ­ძ­ნო თა­ვი.
- ჰო­და, და­ა­ლე­ვი­ნე. აი, იმ რეკ­ლა­მა­ში რო­მაა, ყა­ვის სურ­ნელს რომ მიჰ­ყ­ვე­ბა კა­ცი, ზუს­ტად ისე და­ე­მარ­თე­ბა იმ შენს კა­კის, სურ­ნელს გა­მოჰ­ყ­ვე­ბა და პირ­და­პირ შენ მო­გად­გე­ბა.
ორი­ვეს გუ­ლი­ა­ნად გაგ­ვე­ცი­ნა...მო­ნი­ტო­რის ბრტყელ ეკ­რანს მი­ვა­ჩერ­დი. კო­კის სიტყ­ვე­ბი გა­ვიხ­სე­ნე, გა­ე­ცა­ნით ყვე­ლა­ფერს, თუ სა­ჭი­როა, გა­ა­ცა­ნით თქვენს კო­ლე­გებ­საც და და­მი­რე­კე­თო. მა­მუ­კას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ჯი­უ­ტად გა­დავ­წყ­ვი­ტე, საქ­მის­თ­ვის ხე­ლი მო­მე­კი­და. ჯერ ერ­თი, სა­რის­კო საქ­მე­ე­ბი მი­ზი­დავ­და და მე­ო­რეც, კო­კის­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც მხიბ­ლავ­და. ამ საქ­მე­ში კი იყო რა­ღაც და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი, თუნ­დაც ის, რომ `მძლე­თამ­ძ­ლე­ებ­თან~ მო­მი­წევ­და შე­ჯა­ხე­ბა. სურ­ვი­ლი მკლავ­და გა­მე­გო, რო­მე­ლი `მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი~ იმა­ლე­ბო­და მო­და­ვე­ე­ბის ზურგს უკან, ვი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი ამო­ტივ­ტივ­დე­ბო­და საქ­მის მსვლე­ლო­ბი­სას. თით­ქოს აზარ­ტ­ში შევ­დი­ო­დი. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ და­მი­ბა­რებ­დ­ნენ ვი­ღა­ცე­ბი იქ, ზე­მოთ, მომ­ცემ­დ­ნენ მი­თი­თე­ბებს, გა­მაფ­რ­თხი­ლებ­დ­ნენ შემ­პა­რა­ვად, ტკბი­ლად, ვი­თომ კონ­კ­რე­ტუ­ლად არა­ფერს მო­ითხოვ­დ­ნენ ჩემ­გან და, თუ კერ­კე­ტი კა­კა­ლი გა­მოვ­დ­გე­ბო­დი, რო­გორ წა­მო­ვი­დო­და ჩე­მი მი­სა­მარ­თით მუ­ქა­რის ზა­რე­ბი, შე­ში­ნე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ჩა­საფ­რე­ბე­ბი და ბო­ლოს თავ­დას­ხ­მე­ბიც. გა­მე­ღი­მა. რა­ტომ­ღაც, ზაფ­რა არ მომ­გ­ვა­რა ყო­ვე­ლი­ვეს წარ­მოდ­გე­ნამ. თით­ქოს თა­მაშ­ში ვებ­მე­ბო­დი, სა­ხი­ფა­თო, სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლე­ზე და­მო­კი­დე­ბულ თა­მაშ­ში.
კო­კიმ ისიც მითხ­რა, თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ ვიქ­ნე­ბი, კავ­ში­რი ჩემს მდი­ვან­თან იქო­ნიეო. ამი­ტო­მაც ჯერ ლა­ცა­ბი­ძეს­თან მოვ­სინ­ჯე, იქ­ნებ აქ არის და მდი­ვან­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა სუ­ლაც არ დამ­ჭირ­დეს-მეთ­ქი.
დი­ლის ცხრა სა­ა­თი იყო, ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­ტო­მო­პა­სუ­ხე ჩა­ირ­თ­ვე­ბა-მეთ­ქი. შევ­ც­დი. რო­გორც კი ნო­მე­რი ავ­კ­რი­ფე, ნაც­ნო­ბი და­ბა­ლი ხმა გა­ვი­გო­ნე.
- გის­მენთ.
ტე­ლე­ფო­ნი კი­ნა­ღამ ხე­ლი­დან გა­მი­ვარ­და. გულ­მა მო­ღა­ლა­ტუ­რად გა­მო­ტო­ვა დარ­ტყ­მა და სუნ­თ­ქ­ვა შე­მი­ჩერ­და. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ შევ­ძე­ლი ხმის ამო­ღე­ბა:
- კო­კი, თქვენ ხართ? ბა­ბი ვარ, ად­ვო­კა­ტი... - აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლე.
- გის­მენთ, ბარ­ბა­რე, - ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტო­ნით მომ­მარ­თა კო­კიმ. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ მთლად კარგ ხა­სი­ათ­ზე ვერ იყო.
- მა­პა­ტი­ეთ, ასე ად­რე რომ გი­რე­კავთ, - რაც შე­იძ­ლე­ბო­და, ჩქარ-ჩქა­რა მი­ვა­ყა­რე, - მინ­დო­და, შეტყო­ბი­ნე­ბა ავ­ტო­მო­პა­სუ­ხე­ზე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა... მზად ვარ, თქვენ­თან ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლო, ამი­ტომ შეხ­ვედ­რა მოგ­ვი­წევს.
- კარგ დროს კი და­მი­რე­კეთ... წუ­ხელ ჩა­მოვ­ფ­რინ­დი შტა­ტე­ბი­დან. სა­ღა­მოს რომ შეგ­ხ­ვ­დეთ, გაწყობთ?
- ს-სა­ღა­მოს? - რა ჯან­და­ბა მე­მარ­თე­ბა, ენა რომ მებ­მე­ბა? აზ­რე­ბი გო­ნე­ბა­ში ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­და­იხ­ლარ­თა. ახ­ლა ასე მე­მარ­თე­ბა და ახ­ლოს რომ ვნა­ხავ, რა­ღა მო­მი­ვა? რაც არის, არის, სამ­სა­ხუ­რი სამ­სა­ხუ­რია.
- მშვე­ნი­ე­რი იდეაა, თა­ნახ­მა ვარ, - რაც შე­იძ­ლე­ბო­და მშვი­დად ვთქვი.
კო­კი შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვ­და კი­დე­ვაც, რომ შევ­ყოყ­მან­დი, მაგ­რამ არა­ფე­რი მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა.
- ძა­ლი­ან კარ­გი. მა­შინ ხუ­თის­თ­ვის სამ­სა­ხურ­თან და­გე­ლო­დე­ბით... თუ უფ­რო გვი­ან გირ­ჩევ­ნი­ათ?
- ექ­ვ­სის ნა­ხევ­რის­თ­ვის, თუ თქვენ­თ­ვის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა, - დრო გა­დავ­წიე, რად­გან ხუთ­ზე ერთ კლი­ენ­ტ­თან შეხ­ვედ­რა მქონ­და.
- არ იქ­ნე­ბა. მა­შინ სა­ღა­მომ­დე, ოკეი? - შტა­ტე­ბის გავ­ლე­ნა ბო­ლო შე­კითხ­ვით გა­მო­ხა­ტა ლა­ცა­ბი­ძემ და გა­მი­თი­შა.
ძა­ლი­ან ლა­კო­ნი­უ­რი გა­მოდ­გა ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი. აშ­კა­რა იყო, მა­მა­კა­ცი სიტყ­ვე­ბის უაზ­როდ ხარ­ჯ­ვას არ იყო შეჩ­ვე­უ­ლი.
ტან­საც­მელ­ზე და­ვი­ხე­დე. სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვ­ლე­ლად ვი­ყა­ვი გამ­ზა­დე­ბუ­ლი, სწო­რი, ვიწ­რო შარ­ვა­ლი და თეთ­რი კოფ­თა მეც­ვა, გა­რე­დან კი ნაც­რის­ფე­რი გრძე­ლი ჟა­კე­ტი მქონ­და შე­მოც­მუ­ლი. ჩემს ოფი­სამ­დე სულ რა­ღაც ნა­ხე­ვა­რი კი­ლო­მეტ­რი იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ ხში­რად ფე­ხით მივ­დი­ო­დი და მოვ­დი­ო­დი. დი­ლით სუფ­თა ჰა­ე­რით ვტკბე­ბო­დი, სა­ღა­მოს - გა­ჩახ­ჩა­ხე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის ცქე­რით. მან­ქა­ნით მხო­ლოდ მა­შინ გავ­დი­ო­დი გა­რეთ, რო­ცა საქ­მეს ტე­ლე­ფო­ნით ვერ ვაგ­ვა­რებ­დი და ბევ­რი სარ­ბე­ნი გა­მო­მიჩ­ნ­დე­ბო­და.
მო­ვი­ღუ­შე. ლა­ცა­ბი­ძე ალ­ბათ მდიდ­რუ­ლად და მო­დუ­რად ჩაც­მულ ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საა შეჩ­ვე­უ­ლი. ხომ არ გა­მო­მეც­ვა­ლა ტან­საც­მე­ლი? ერ­თი მა­გი­სიც! რა­ში მე­კითხე­ბა, რო­გორ ქა­ლებს ხვდე­ბა? რა ჩე­მი საქ­მეა? მე მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი ვახ­შა­მი მაქვს კლი­ენ­ტ­თან, მე­ტი არა­ფე­რი. თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ ამ ფორ­მა­ში და ასე­ვე წა­ვალ. არც კი ვა­ფიქ­რე­ბი­ნებ, რომ მის გა­მო გა­მო­ვიპ­რან­ჭე. სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ინც ვერ შე­ამ­ჩ­ნევს, რო­გორ მაც­ვია.
მაგ­რამ კო­კიმ შე­ამ­ჩ­ნია. ექ­ვ­სის ნა­ხე­ვარ­ზე, გა­მო­ვე­დი თუ არა ოფი­სი­დან, მან­ქა­ნას მიყ­რ­დ­ნო­ბილ­მა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, შემ­ს­წავ­ლე­ლი მზე­რა მო­მაპყ­რო. ისე­თი სა­ხე მი­ვი­ღე, თით­ქოს მის­მა და­ნახ­ვამ ვე­რა­ვი­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე. მი­სალ­მე­ბის ნიშ­ნად გა­ვუ­ღი­მე და ხე­ლი გა­ვუ­წო­დე.
- მი­ხა­რია თქვე­ნი და­ნახ­ვა, კო­კი, - ვუთხა­რი და მივ­ხ­ვ­დი, არ და­ი­ჯე­რა. ეს ზანტ ღი­მილ­ზეც შე­ეტყო და ნა­პერ­წ­კ­ლე­ბით სავ­სე თვა­ლებ­ზეც.
- მეც ასე­ვე, - გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი ტო­ნით მო­მი­გო.
- გეგ­მა ჩა­მოვ­წე­რე, სა­ი­დან უნ­და და­ვიწყო საქ­მის მოკ­ვ­ლე­ვა და მინ­და გა­გაც­ნოთ, - ვთქვი და ხე­ლი ჩა­მო­ვარ­თ­ვი თუ არა, ელ­დამ და­მი­ა­რა სხე­ულ­ში. თავს ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებ­დი.
- თუ შე­იძ­ლე­ბა, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ახ­ლა ძა­ლი­ან მშია, - მი­სი ლურ­ჯი თვა­ლე­ბი თით­ქოს მბურ­ღავ­დ­ნენ, ისე ღრმად იჭ­რე­ბოდ­ნენ ჩემს სულ­ში.
სას­წა­უ­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­და. რომ არ მცოდ­ნო­და, ვინ იყო, ვი­ფიქ­რებ­დი, რომ კონ­ტაქ­ტურ ლინ­ზებს ხმა­რობ­და.
- იმე­დია, დღეს სას­წ­რა­ფო საქ­მე არა­ფე­რი გექ­ნე­ბათ. ლან­ჩის შემ­დეგ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მინ­და გა­ვი­ა­რო, სა­დაც არ­ქი­ტექ­ტორს უნ­და შევ­ხ­ვ­დე. მინ­დო­და, თქვენც გე­ნა­ხათ იქა­უ­რო­ბა, რომ წარ­მოდ­გე­ნა გქონ­დეთ.
- თუ ეს საქ­მეს წა­ად­გე­ბა, მთლი­ა­ნად თქვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ვარ, - საქ­მი­ა­ნი და­ვი­ჭი­რე.
- რო­გო­რი გუ­ლუხ­ვი ხართ, - მი­სი ტუ­ჩე­ბი მგრძნო­ბი­ა­რე ღი­მილ­მა შე­არ­ხია.
დი­ა­ხაც! მას წარ­მოდ­გე­ნაც არა აქვს, რამ­დე­ნად ახ­ლო­საა მი­სი ნათ­ქ­ვა­მი ჭეშ­მა­რი­ტე­ბას­თან.
- წა­ვე­დით? - შე­ვე­კითხე და სწო­რედ ამ დროს ოფი­სი­დან ვან­დი გა­მო­ვი­და. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა მი­სი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი მზე­რა, რო­ცა კო­კის­თან ერ­თად და­მი­ნა­ხა. თვა­ლი შე­უმ­ჩ­ნევ­ლად ჩა­ვუ­კა­რი და გა­ვი­ფიქ­რე, ამ­წუ­თას სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­გიც­ვ­ლი­დი ად­გილს-მეთ­ქი. ამ კა­ცის სი­ახ­ლო­ვე მთრგუ­ნავ­და.
კო­კი ვერ­ცხ­ლის­ფე­რი სპორ­ტუ­ლი მან­ქა­ნით იყო. ასე­თი მან­ქა­ნა ჯე­იმს ბონდს უფ­რო მო­უხ­დე­ბო­და. ახ­ლა უკ­ვე მი­ხა­რო­და, შარ­ვა­ლი რომ მეც­ვა. მან­ქა­ნას ისე­თი და­ბა­ლი სა­ვარ­ძე­ლი ჰქონ­და, წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ გა­და­მეხ­ს­ნე­ბო­და ქვე­და­ბო­ლო, რო­ცა დავ­ჯ­დე­ბო­დი. ალ­ბათ მუხ­ლე­ბი ყელ­თან მო­მებ­ჯი­ნე­ბო­და. ეს კი ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­დო­და. ასე კი, შარ­ვ­ლით, კომ­ფორ­ტუ­ლად მოვ­კა­ლათ­დი სა­ლონ­ში და არა­ვი­თა­რი უხერ­ხუ­ლო­ბა არ მიგ­რ­ძ­ნია. მაგ­რამ კომ­ფორ­ტის შეგ­რ­ძ­ნე­ბა იმ­წამ­ს­ვე გა­მიქ­რა, რო­გორც კი კო­კი გვერ­დით მო­მიჯ­და. ის ზედ­მე­ტად ახ­ლოს აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თან. მი­სი სუ­ნა­მოს არო­მა­ტი ცხვირ­თან მო­მე­ლა­მუ­ნა და მსუ­ბუქ­მა თრთო­ლამ და­მი­ა­რა.
- შორს მივ­დი­ვართ? - რო­გორც ჩანს, ხმამ მი­ღა­ლა­ტა. ასე მე­გო­ნა, ჩემ ნაც­ვ­ლად სხვა ლა­პა­რა­კობ­და.
- არც ისე, - კო­კიმ მან­ქა­ნა და­ქო­ქა, - ჩემს მე­გო­ბარს აქ­ვე, ახ­ლოს პა­ტა­რა რეს­ტო­რა­ნი აქვს, იქ ვსა­დი­ლობ ხოლ­მე. თქვენ ხომ არ იქ­ნე­ბით წი­ნა­აღ­მ­დე­გი?
არა-მეთ­ქი, თა­ვი გა­ვაქ­ნიე. რამ­დე­ნი­მე წა­მი დამ­ჭირ­და, რომ წო­ნას­წო­რო­ბა აღ­მედ­გი­ნა და ავ­ლა­პა­რაკ­დი.
- მე მიყ­ვარს ჩე­მი სა­მუ­შაო. სი­ზარ­მა­ცე არ მა­ხა­სი­ა­თებს. შე­იძ­ლე­ბა გკითხოთ, თქვენ­თან ვინ გა­მი­წია რე­კო­მენ­და­ცია?
სწო­რედ ამ დროს ლა­ცა­ბი­ძემ წეს­რი­გი და­არ­ღ­ვია, წი­თელ შუქ­ზე გა­ი­ა­რა და რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნის სიგ­ნა­ლით შე­გი­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა.
- რა? ა, არ მახ­სოვს. ეს ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია?
პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცი, მხო­ლოდ ირი­ბად გავ­ხე­დე და დავ­ტ­კ­ბი მი­სი ცქე­რით. ღმერ­თო, რო­გო­რი სექ­სუ­ა­ლუ­რია. ისე მომ­წონ­და, მინ­დო­და, სულ მე­ყუ­რე­ბი­ნა და რო­ცა ჩე­მი თა­ვი ამა­ში გა­მო­ვი­ჭი­რე, სას­წ­რა­ფოდ მო­ვა­რი­დე მზე­რა.
დარ­ჩე­ნი­ლი გზა სრულ მდუ­მა­რე­ბა­ში გა­ვი­ა­რეთ. რო­ცა მან­ქა­ნა პა­ტა­რა, ლა­მაზ რეს­ტო­რა­თან გა­ჩერ­და, უკ­ვე დამ­შ­ვი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ცო­ტა­თი და­ძა­ბუ­ლო­ბაც მო­მეხ­ს­ნა. რა თქმა უნ­და, `მის­ტერ ამე­რი­კა~ ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლია. სიმ­დიდ­რე ყვე­ლა­ზე მე­ტად უწყობს ხელს, რომ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყოს. მაგ­რამ ცი­ვი გა­მო­ხედ­ვა იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ შე­იძ­ლე­ბა სას­ტი­კიც იყოს და უკომ­პ­რო­მი­სოც. საქ­მო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ხომ ასე­თია. რაც შე­ე­ხე­ბა მი­სი ქცე­ვის მა­ნე­რას, აშ­კა­რად იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ ეგო­ის­ტი და პა­ტივ­მოყ­ვა­რეა. რო­გორც ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან წა­მე­კითხა, ქა­ლებს ხელ­თათ­მა­ნე­ბი­ვით იც­ვ­ლი­და. მას რომ ვუ­ყუ­რებ­დი, უფ­რო და უფ­რო ვრწმუნ­დე­ბო­დი, რომ პრე­სა არ ტყუ­ო­და. ასეთ მა­მა­კა­ცებს ვერ ვი­ტან­დი. მე­ზიზღე­ბო­და ეგო­ის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ იღე­ბენ და არა­ფერს გას­ცე­მენ, რომ­ლე­ბიც მიჩ­ვე­ულ­ნი არი­ან, და­ით­რი­ონ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სურთ, თან ჩათ­ვა­ლონ, რომ ამის სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ.
- არ მოგ­წონთ?
- რა?.. - და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ ჩემ წინ აღ­მარ­თულ შე­ნო­ბას უაზ­როდ მივ­შ­ტე­რე­ბო­დი, - უი, მა­პა­ტი­ეთ, ჩავ­ფიქ­რ­დი, - სას­წ­რა­ფოდ მო­ვუ­ბო­დი­შე, - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლია.
- შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ უბ­რა­ლო­ე­ბა, ჩემს მე­გო­ბარს არ უყ­ვარს `ე­ლი­ტა~ ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქა­უ­რო­ბას ხში­რად ეძა­ლე­ბი­ან. მის რეს­ტო­რან­ში მა­გი­დის და­სა­კა­ვებ­ლად ნამ­დ­ვი­ლი ომი ჩაღ­დე­ბა ხოლ­მე.
- ალ­ბათ კარ­გი კერ­ძე­ბი აქვთ.
- დი­დე­ბუ­ლი.
კო­კი სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზით გა­და­ვი­და მან­ქა­ნი­დან, ჩემ მხა­რეს შე­მო­უ­ა­რა და კა­რი გა­მი­ღო. შუ­რით ვა­დევ­ნებ­დი თვალს. თვი­თონ ვე­რას­დ­როს შევ­ძ­ლებ­დი, ასე ელე­გან­ტუ­რად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი ასე­თი და­ბა­ლი მან­ქა­ნი­დან. მან ხე­ლი გა­მო­მი­წო­და და აი, უკ­ვე მის წი­ნა­შე ვი­დე­ქი ღაწ­ვებ­შე­ფაკ­ლუ­ლი და ზედ­მე­ტად აღ­გ­ზ­ნე­ბუ­ლი.
კო­კი წინ წა­ვი­და, მე კი უკან მივ­ყე­ვი. არ შე­მეძ­ლო გულ­გ­რი­ლად მე­ყუ­რე­ბი­ნა მის­თ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზურ­გით იყო ჩემ­კენ. ასე­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­სა­ხე­და­ვი იყო. სექ­სუ­ა­ლუ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და კი­დევ ერ­თხელ სექ­სუ­ა­ლუ­რი. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ურ­თი­ერ­თებ­დი ასე­თი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კაც­თან, უბ­რა­ლო მოკ­ვ­და­ვი რომ ყო­ფი­ლი­ყო. მაგ­რამ რა­წამ­საც გა­მახ­სენ­დე­ბო­და, რომ საქ­მე ცნო­ბილ, თა­ნაც უცო­ლო ბიზ­ნეს­მენ­თან მქონ­და, კან­კა­ლი ამი­ტან­და. იგი ჩემ­ნა­ირ ქალს ერ­თი ღა­მი­თაც კი არ ინ­დო­მებ­და. ერთ სა­ათს თუ და­მით­მობ­და, ალ­ბათ ამის­თ­ვი­საც მად­ლო­ბე­ლი უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. არა­და, სუ­ლაც არ ვარ ური­გო ქა­ლი. და­თო `სა­შინ­ლად მოხ­დე­ნილს~ მე­ძა­ხის. თუმ­ცა რა­ღაც სა­გან­გა­შო მა­ინც შე­ი­ნიშ­ნე­ბა ჩემ­ში, თით­ქოს და­უც­ვე­ლო­ბის სინ­დ­რო­მით ვი­ყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. იქ­ნებ ეს ში­შია? ში­ში მო­რი­გი მა­მა­კა­ცის შეყ­ვა­რე­ბი­სა? ასე რო­გორ გა­მი­ტე­ხა გუ­ლი მაგ დამ­პალ­მა გო­ლამ! ქა­ლუ­რო­ბა ჩაკ­ლა ჩემ­ში. რამ­დე­ნი წე­ლი გა­ვი­და და ვე­რა და ვერ მო­მი­შუშ­და მის­გან მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი. კი­დევ ერ­თხელ გა­ირ­ბი­ნა წარ­სულ­მა თვალ­წინ, მაგ­რამ ფიქ­რ­ში აშ­ლილ კად­რებს არა­ნა­ი­რი ემო­ცია არ მოჰ­ყ­ვე­ბო­და. კი­დევ კარ­გი, ისევ ისე ძლი­ე­რად არ გან­ვიც­დი იმ წლე­ბის ამ­ბავს, თო­რემ ალ­ბათ მე­ტად ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ­დი...
ნე­ტავ ამას თუ ვა­ინ­ტე­რე­სებ, რო­გორც ქა­ლი? ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვატყობ. იქ­ნებ სურს, ჯერ კარ­გად შე­მის­წავ­ლოს და ნი­ა­და­გი მე­რე მო­მი­სინ­ჯოს? იქ­ნებ სწო­რედ ამი­ტომ ამირ­ჩია თა­ვი­სი ძმა­კა­ცე­ბის საქ­მის გა­საძღო­ლად? გა­მო­რიცხუ­ლი არა­ფე­რია. შე­იძ­ლე­ბა მო­ნა­დი­რის როლს თა­მა­შობს და ჯერ ჩა­საფ­რე­ბუ­ლია.
- კო­კი, შე ბე­ბე­რო! - გა­ის­მა ბო­ხი შე­ძა­ხი­ლი. ვი­ღაც იტა­ლი­ე­ლი­ვით წარ­მო­სა­დე­გი გა­რუ­ჯუ­ლი მა­მა­კა­ცი ხე­ლებ­გაშ­ლი­ლი წა­მო­ვი­და მის­კენ და გა­და­ეხ­ვია. მე­რე ზურ­გებ­ზე დიდ­ხანს უტყა­პუ­ნეს ერ­თ­მა­ნეთს ხე­ლე­ბი და იცი­ნეს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზურ­გით მდგა­რი უც­ნო­ბი ლა­ცა­ბი­ძეს მოს­ცილ­და და ჩემ­კენ შე­მობ­რუნ­და:
- თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი ჩემს ღა­რი­ბულ რეს­ტო­რანს ეწ­ვია და პა­ტი­ვი დამ­დო. ეს ლა­მაზ­მა­ნი კი შენ მო­იყ­ვა­ნე ჩემ­თან, მე­გო­ბა­რო! რით გა­და­გი­ხა­დო მად­ლო­ბა?
- გე­ყო­ფა, გი­ვი. ამ ლა­მაზ­მან­ზე ეგე­თე­ბი არ მოქ­მე­დებს, - მშრა­ლად შე­ნიშ­ნა კო­კიმ, - გა­ი­ცა­ნი, ბარ­ბა­რე ქე­ბა­ძე, ად­ვო­კა­ტი და ჩე­მი მე­გო­ბა­რი. ასე რომ, რო­მან­ტი­კულ ილუ­ზი­ებს ტყუ­ი­ლად ნუ შე­იქ­მ­ნი.
- მე მგო­ნი, რა­ღაც შან­სი მა­ინც მრჩე­ბა, მთლად წყალს ნუ გა­და­მი­წუ­რავ, - გა­ი­ხუმ­რა გი­ვიმ და თვა­ლი ჩა­მიკ­რა.
მეც გა­მე­ცი­ნა.
- თუ კერ­ძე­ბიც ისე­თი ბრწყინ­ვა­ლეა ამ რეს­ტო­რან­ში, რო­გო­რიც დახ­ვედ­რა, მა­შინ ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რა­ტო­მაც სარ­გებ­ლობთ პო­პუ­ლა­რო­ბით, ბა­ტო­ნო გი­ვი, - ეგ­რე­ვე გა­ვუ­ში­ნა­ურ­დი მას­პინ­ძელს.
- ბა­ბი, შენ წი­ნა­შეა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში დონ­ჟუ­ა­ნი, დე­დით იტა­ლი­ე­ლი და მა­მით მეგ­რე­ლი.
ახ­ლა ამა­ზე აგ­ვიტყ­და სი­ცი­ლი.
- ბა­ბი ხუ­ტას საქ­მე­ზე მუ­შა­ობს, სხვა­თა შო­რის, - მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­ურ­თო კო­კიმ.
- მარ­თ­ლა? - გულ­წ­რ­ფე­ლი გა­ო­ცე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა გი­ვის სა­ხე­ზე, - თქვენ ზედ­მე­ტად ლა­მა­ზი ხართ იმის­თ­ვის, რომ ასე­თი საქ­მის ად­ვო­კა­ტო­ბა იკის­როთ. არ მჯე­რა.
- მა­შინ ვი­საც გვჯე­რა, გაგ­ვა­ტა­რეთ, - გა­ი­ხუმ­რა კო­კიმ და მე­გო­ბარს მხარ­ზე ხე­ლი დაჰ­კ­რა, - ჩე­მი მა­გი­და თა­ვი­სუ­ფა­ლია?
- რო­გორც ყო­ველ­თ­ვის. შე­ნი ერ­თი ზა­რი საკ­მა­რი­სია, რომ მა­გი­და სას­წ­რა­ფოდ გა­თა­ვი­სუფ­ლ­დეს.
გი­ვიმ ჩვენ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ მა­გი­დამ­დე მიგ­ვა­ცი­ლა და დრო­ე­ბით დაგ­ვემ­შ­ვი­დო­ბა. იმავ წამს ოფი­ცი­ან­ტი მოგ­ვი­ახ­ლოვ­და და მოგ­ვე­სალ­მა თუ არა, მა­გი­და­ზე ორი მე­ნიუ დაგ­ვი­დო.
ამა­სო­ბა­ში დარ­ბა­ზი მო­ვათ­ვა­ლი­ე­რე. ხალ­ხი ბლო­მად ირე­ო­და, მაგ­რამ ყა­ყა­ნი არ ის­მო­და, პი­რი­ქით, ერ­თობ ინ­ტი­მუ­რიც კი მო­მეჩ­ვე­ნა გა­რე­მო. წყნა­რი მუ­სი­კა უკ­რავ­და, არა­ვი­თა­რი სო­ლო შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი აქა­ურ სცე­ნას არ ამ­შ­ვე­ნებ­და.
- არ გეწყი­ნოს გი­ვის ნათ­ქ­ვა­მი. უბ­რა­ლოდ, გაც­ნო­ბის ასე­თი მა­ნე­რა ახა­სი­ა­თებს. იტა­ლი­უ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი მა­ინც თა­ვი­სას შვრე­ბა. მი­სი მე­უღ­ლეც იურის­ტია, ასე რომ, საქ­მი­ა­ნი ქა­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი აქვს. მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­დაპ­რან­ჭუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არ მოს­წონს.
თა­ვი და­ვუქ­ნიე. მი­სი ნათ­ქ­ვა­მი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე დი­დად არ მო­მე­ფო­ნა გულ­ზე, მაგ­რამ მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან არა­ერ­თხელ შევ­ჯა­ხე­ბი­ვარ მსგავს რე­აქ­ცი­ებს, რო­ცა გა­ი­გებ­დ­ნენ, რომ ად­ვო­კა­ტი ვარ. ქალ-ად­ვო­კა­ტებს მა­ინ­ც­და­მა­ინც არ სწყა­ლო­ბენ მა­მა­კა­ცე­ბი. იმის­თ­ვის, რომ მა­თი პა­ტი­ვის­ცე­მა და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა, გუ­ლის­ყუ­რით ვა­კე­თებ­დი ჩემს საქ­მეს, რა­თა და­მემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ არც ერთ კაც-ად­ვო­კატ­ზე ნაკ­ლე­ბი არ ვი­ყა­ვი.
- რად­გან კა­რი­ე­რა­ზე ჩა­მო­ვარ­და ლა­პა­რა­კი, - გა­აგ­რ­ძე­ლა კო­კიმ, - შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გო, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ასე­თი უჩ­ვე­უ­ლო პრო­ფე­სია?
- რა­ტომ უჩ­ვე­უ­ლო, კარ­გი ად­ვო­კა­ტი ქა­ლე­ბი ასე­თი იშ­ვი­ა­თო­ბაა?
- რა თქმა უნ­და. აი, წა­მით დავ­ფიქ­რ­დი და ერ­თი ცნო­ბი­ლი ქა­ლი-ად­ვო­კა­ტი ვერ გა­ვიხ­სე­ნე.
უკ­მა­ყო­ფი­ლო ღი­მი­ლი გა­მო­ვი­სა­ხე. ესეც ისე­თია, რო­გორიც ყვე­ლა კა­ცი.
- მე მიყ­ვარს ჩე­მი საქ­მე.
- თან სა­კუ­თა­რი სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მა გაქვთ, არა?
- ჰო, სა­კუ­თა­რი. ორ­ნი ვართ წილ­ში.
- ესეც ბიზ­ნე­სია, ხომ მე­თან­ხ­მე­ბით? ბიზ­ნე­სი კი მძი­მე სა­მუ­შაოა. კა­ცე­ბი არ არი­ან მიჩ­ვე­უ­ლი, ქა­ლე­ბის­გან მი­ი­ღონ მი­თი­თე­ბე­ბი, მით უფ­რო ისე­თი მზე­თუ­ნა­ხა­ვის­გან, რო­გო­რიც თქვენ ხართ.
მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე.
- ხან­და­ხან გა­რეგ­ნო­ბა ძა­ლი­ან მატყუ­ა­რაა, - სე­რი­ო­ზუ­ლი ტო­ნით წარ­მოვ­თ­ქ­ვი.
- და თქვენ ვინ ხართ? იდუ­მა­ლი ლე­დი?
- მე ვარ ლე­დი იდუ­მა­ლე­ბის გა­რე­შე, - ნიშ­ნის მო­გე­ბით გა­ვუ­ღი­მე.
უც­ნა­უ­რი მზე­რით გა­მომ­ხე­და, სა­ვარ­ძ­ლის სა­ზურ­გეს მი­აწ­ვა და და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რა მეს­რო­ლა.
ოფი­ცი­ან­ტ­მა ერ­თი ბოთ­ლი ღვი­ნო და მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი მო­ი­ტა­ნა.
- ეს ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ღვი­ნოა, - თქვა კო­კიმ, - ოც­დათხუთ­მე­ტი წლის გან­ვ­ლილ­მა ცხოვ­რე­ბამ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი მას­წავ­ლა. პირ­ველ რიგ­ში ის, რომ ფუ­ლი არას­დ­როს უნ­და და­ი­ნა­ნო კარ­გი ღვი­ნის­თ­ვის. იგი თი­თო­ე­უ­ლი და­ხარ­ჯუ­ლი ლა­რის ფა­სად ღირს. მე­ო­რე: აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი მხო­ლოდ სუ­ლე­ლე­ბის­თ­ვი­საა გა­მო­გო­ნი­ლი და მე­სა­მე: ქალს არას­დ­როს უნ­და ენ­დო, გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზებს, რომ­ლებ­საც აბ­რე­შუ­მი­ვით რბი­ლი ჟღა­ლი თმა აქვთ და შა­ვი თვა­ლე­ბი, ჩვენს აბო­ბოქ­რე­ბულ ზღვა­სა­ვით, რომ­ლის და­მა­ლუ­ლი სიღ­რ­მე­ე­ბი უამ­რავ სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს. თქმა არ უნ­და, მა­თი გა­გე­ბა ისე­თი­ვე ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც იმ სა­ღე­ბა­ვის და­სა­ხე­ლე­ბი­სა, რომ­ლი­თაც თმა აქვს შე­ღე­ბი­ლი. თუმ­ცა თქვე­ნი თმა სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რივს ჰგავს. მგო­ნი, არ იღე­ბავთ...
- არა, არ ვი­ღე­ბავ, - გამ­ჭო­ლი მზე­რა ვეს­რო­ლე.
ამას ჰგო­ნია, თუ და­მით­რია, მა­ლე მოვ­ბეზ­რ­დე­ბი... ჰმ...
- ეს კარ­გია. ახ­ლა კი მე­ნი­უს გა­დავ­ხე­დოთ... პი­რა­დად მე, ჩვენ­თ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი კერ­ძე­ბი­დან რე­კო­მენ­და­ცი­ას მწვადს, ხინ­კალს და ქა­ბაბს გა­ვუ­წევ. უცხო კერ­ძე­ბი­დან კი სა­ლა­თას ლი­მო­ნი­თა და პიტ­ნით. ასე­ვე...
- თუ შე­იძ­ლე­ბა, მე თვი­თონ ავარ­ჩევ, - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა გა­ვაწყ­ვე­ტი­ნე. მის­მა მო­ნო­ლოგ­მა გუ­ნე­ბა მო­მიშ­ხა­მა. თუ არ მენ­დო­ბა, რის­თ­ვის და­მი­ქი­რა­ვა?

ვახ­შამ­მა, რო­მე­ლიც კო­კიმ ლან­ჩად მო­ნათ­ლა (ალ­ბათ უნ­და შესტყო­ბო­და, რომ შტა­ტე­ბი­დან ეს-ესაა, ჩა­მო­ვი­და), წმინ­და საქ­მი­ან ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა. მე მხო­ლოდ ყა­ვა დავ­ლიე და ორი ნა­ჭე­რი ნამ­ცხ­ვა­რი მი­ვა­ყო­ლე. კო­კის გუ­ლით უნ­დო­და, ყვე­ლა­ზე ეგ­ზო­ტი­კუ­რი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი და­ე­ყა­რა მა­გი­და­ზე, მაგ­რამ ქვა ავაგ­დე და თა­ვი შე­ვუშ­ვი­რე, სა­ღა­მოს ბევრს არ მი­ვირ­თ­მევ და ტყუ­ი­ლად ნუ და­ი­ხარ­ჯე­ბით-მეთ­ქი.
- თი­თო ჭი­ქა ღვი­ნო მა­ინც დაგ­ვე­ლია... - შე­მომ­თა­ვა­ზა.
- ღვი­ნოს არ ვსვამ.
- მა­შინ...
- არც შამ­პა­ნურს, - გა­მო­ვი­ცა­ნი, რაც უნ­და ეთ­ქ­ვა და და­ვას­წა­რი, - გარ­და ამი­სა, გა­ზი­ან სას­მე­ლებ­საც არ ვე­კა­რე­ბი.
ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლი გა­მო­ე­სა­ხა ლა­მაზ ტუ­ჩებ­ზე.
- წყალს მა­ინც თუ სვამთ?
- წყალს კი, - სი­ცი­ლი ამიტყ­და, - წყალს და ყა­ვას.
- გა­სა­გე­ბია. პირ­ვე­ლად ვხე­დავ ქალს, რო­მე­ლიც ალ­კო­ჰო­ლი­ან სას­მელს არ ეტა­ნე­ბა.
- რა­ტომ გგო­ნი­ათ? კო­ნი­აკს ვსვამ... არაყ­საც ხან­და­ხან.
- რას მე­ლა­პა­რა­კე­ბით! - გა­ი­ო­ცა და კვლავ უკან, სა­ვარ­ძელ­ზე გა­და­ი­ხა­რა, რომ უკეთ შე­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე, - აი, ამას კი ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ფიქ­რებ­დი. ახ­ლა­ვე მო­ვა­ტა­ნი­ნებ.
- არა, არა, ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად ვერ დავ­ლევ. ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აც­რა მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და... - არა­და, არას­დ­როს ისე არ დამ­ჭირ­ვე­ბია ალ­კო­ჰო­ლი, რო­გორც ახ­ლა მჭირ­დე­ბო­და.
- ექ­ვ­სი თვე წვე­თი არ უნ­და და­ლი­ოთ.
- მარ­თა­ლია.
- ძაღ­ლ­მა გიკ­ბი­ნათ?
- არა, სა­მი თვის წინ ჟან­გი­ა­ნი ლურს­მა­ნი შე­მერ­ჭო ფეხ­ში.
- ოუჰ! - შუბ­ლი შეკ­რა და ისე შე­იცხა­და, თით­ქოს თვი­თო­ნაც გა­მო­ე­ცა­დოს მსგავ­სი ტკი­ვი­ლი.
- მო­დი, ამას თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ და საქ­მეს მივ­ხე­დოთ, - სწრა­ფად მო­ვის­ხი­პე ღი­მი­ლი, თმა ყურს უკან გა­და­ვი­წიე, ბლოკ­ნო­ტი გა­დავ­შა­ლე და ჩა­ვახ­ვე­ლე.
- არ შე­იძ­ლე­ბა სხვა დრო­ის­თ­ვის გა­დავ­დოთ?
- რო­მე­ლი სხვა დრო­ის­თ­ვის? - გა­ო­ცე­ბულ­მა შევ­ხე­დე.
- რა ვი­ცი, ხვა­ლის­თ­ვის, ზე­გის­თ­ვის... - ხე­ლე­ბი ისე გა­შა­ლა, თით­ქოს ბო­დიშს მიხ­დი­და, რომ საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვის ხა­სი­ათ­ზე არ იყო.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მიკვირს კომენტარებს არ დებთ მე წაკითხული მაქვს ეს ნაწარმოები შესანიშნავია საინტერესო და საოცარი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent