შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არქანგელოზი ( თავი 10 )


24-11-2016, 11:11
ნანახია 1 818

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ლუციფერი და ანასტასია ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ . პატარა ბავშვებივით იყვნენ , შეყვარებულ თინეიჯერებს ჰგავდნენ , ყველგან ერთად იყვნენ : სამსახურში , სახლში , ქუჩაში , კინოში . 24 საათს ერთად ატარებდნენ და ტკბებოდნენ ერთად ყოფნით ...
ანასტასია დანტეს დაუახლოვდა , ძალიან მოსწონდა მიამიტი დანტე , თუმცა თითქოს ცუდადა ხდიდა ის ფაქტი , რომ დანტე დემონი იყო ხოლო ლუციფერი ანგელოზი ... ვერ იჯერებდა ამ ყველაფერს , ფიქრობდა , რომ ახლა თვალებს გაახელდა და ყველაფერი დასრულდებოდა , რაც ძალიან აწუხებდა ... ლუციფერს თითქოს ხალისი დაბრუნებოდაო , იღიმოდა , ერთობოდა , უფრო კეთილი გამხდარიყო , აღარც მექალთანე მილიარდერს ჰგავდა , ანასტასიამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება , თუმცა ანამიანებისადმი სიძულვილს მაინც ვერაფერი მოუხერხა ... დროდადრო ცდილობდა ფსიქოლოგობა შეეთავსა და ადამიანებზე ესაუბრებოდა . უყვებოდა თუ რაოდენ კარგები არიან , თუმცა ლუციფერი რეალურად უყურებდა ამ ყოველივეს და ნათლად ხედავდა , რომ ადამიანები , ბოროტები , ეგოისტები და ამპარტავანები არიან ...
-ლუციფერ ? როგორია ჯოჯოხეთი - კითხა ერთ დღეს ანასტასიამ
ლუციფერი დააღონა ამ კითხვამ , დიდად არ სიამოვნებდა ჯოჯოხეთზე საუბარი და არც შესაბამისი სიტყვები ქონდა მის აღსაწერად
- არ ვიცი როგორ აგიხსნა . ჯოჯოხეთი არის ადგილი სადაც ხვდებიან ცოდვილი სულები , უფრო მარტივად , რომ აგიხსნა სადამსჯელო ადგილია
- ადამიანები ? ისინი ბევრნი არიან იქ ?
- სიმართლე , რომ გითხრა ჯოჯოხეთში ადამიანები თითქმის არ რჩებიან , უმეტესობა დემონი ხდება რამდენიმე დღეში , ზოგს თვეები სჭირდება ზოგი კი წლობით ძლებს , თუმცა ბოლოს ყველა ტყდება ...
- ანუ ჯოჯოხეთში თუ მოხვდები აუცილებლად დემონი ხდები ?
- აუცილებლად არა ... ეგ უკვე სულზეა დამოკიდებული , თუ რამდენხან გაუძლებს ... კაენმა რვაასი წელი გაუძლო წამებას , კიდევ იყვნენ რამდენიმე ძლიერი სულები , თუმცა ბოლოს მაინც გატყდნენ
- ანასტასია მონუსხული უსმენდა ლუციფერს , უფრო და უფრო მეტი აინტერესებდა გაეგო , თან ერიდებოდა კითხვების დასმას , რამე ზედმეტი არ წამოსცდენოდა რაც ლუციფერს გულს ატკენდა
- ლუც ... შენზე წერდნენ , რომ ამპარტავანი იყავი ... მართალია ?
- ახლაც ვარ ! - მშვიდად წარმოთქვა ლუციფერმა
- ამბობდნენ , რომ ამპარტავნების გამო დაეცი , შენ ღმერთზე მაღლა თვლიდი თავს
- ეგ სიცრუეა ... მე არასდროს გამომითქვამს პრეტენზია , რომ მე ღმერთზე უფრო ძლიერი ან მაღლა მდგომი ვარ ...
- აბა ამპარტავნება რაში იყო ?
- როდესაც მამამ ადამიანები შექმნა , ანგელოზებს უბრძანა ქედი მოეყარათ მათ წინაზე და ეღიარებინათ ადამიანთა რასა , როგორც სრულყოფილ არსებებად ... რომლებიც ანგელოზებზე მაღლა იდგნენ , ხოლო ანგელოზებს უნდა ეზრუნათ ადამიანებზე , უნდა ემფარველათ მათთვის და განსაცდელი აეშორებინათ ... თითქმის ყველამ თანხომა მისცა მამას და აღიარა ადამიანთა უფლებები და დაემორჩინლენ მამას , თუმცა მე უარი განვაცხადე და არც ვნანობ ამას ... მამას ვუთხარი , რომ მე არასდროს ვაღიარებდი ადამიანებს ანგელოზებზე მაღლა მდგომად და არც მათ მფარველობას ვაპირებდი არასდროს ... მე მამას ვუთხარი , რომ ერთ დღესაც ინანებდა მათ შექმნას , ნახავდა თუ რაოდენ დიდი სისულელე ჩაიდინა ... ადამიანები გამოავლენდნენ ძალიან ცუდ თვისებებს ... პირველი შემთხვევა ევა იყო , შემდეგ კაენი , შემდეგ მიყვნენ და მიყვნენ ადამიანები ერთმანეთზე უფრო უარესები ხდებოდნენ , ბოროტები , ამპარტავნები , ძალაუფლების სურვილი უჩნდებოდათ , ბევრმა ღმერთობაც მოინდომა , ერთმანეთს ტერიტორიების გამო კლავდნენ , სიამოვნებისთვისაც ყოფილა შემთხვევები , ხორციელი მოთხოვნილებები უფრო მაღლა დააყენეს სულიერზე , ქურდობდნენ ერთმანეთს ძარცვავდნენ , აწამებდნენ ერთმანეთს , ტანჯავდნენ , ისესოც კი აწამეს ... თან რის გამო ? დასაჯეს იმის გამო , რომ შეეშინდათ ძალაუფლებას წაართმევდა ... ყველაზე დიდი ბოროტება რაც ამქვეყნად შექმნილა სწორედ ადამიანთა რასაა ... უამრავ მაგალითს მოგიყვან ... რომის იმპერია , მილიონობით ადამიანი დაღუპეს , მხოლოდ იმის გამო , რომ ძალაუფლება გაეზარდათ ... მონღოლები , ოსმალები , არაბები , რუსები , ბრიტანელები , ფრანგები , ამერიკელები , ყველა ყველა აბოსილიტურად ყველა არაა აქვს ჩამოთვლას აზრი , ყველა ერთნაირი ნაგვები იყვნენ , ძალაუფლებაზე შეყვარებული ხალხი , რომელნიც ყველას და ყველაფერს გაწირავდნენ ოღონდ თავისი მიეღოთ , დედებს კლავდნენ , შვილებს , ცოლებს , ოჯახებს ხოცავდნენ , ადადგურებდნენ , ანადგურებდნე , ანადგურებდნენ მეტი არასდროს არაფერი გაუკეთებია ადამიანს ... თუ გგონია რაც ევოლუცია განიცადეს და რამე გამოიგონეს ან განავითარეს მაგათი დამსახურებაა ძააან ცდები ... ყველაფერი გაბრიელის და მამის სურვილით მოხდა ... სინამდვილეში ადამიანებს არაფერი არ შეგიძლიათ ... მე მეზიზღება ადამიანთა რასა სწორედ ამ ყველაფრის გამო ... და სწორად ამიტომ მე ძალიან მიყვარს ჯოჯოხეთი , შემიძლია ყველა დავსაჯო ისე , როგორც იმსახურებენ ... არააქვეყნიურ ტკივილს იღებენ წამების დროს და როდესაც ისინი თანხმობას ამბობენ , რომ დემონები გახდებიან მე ისინი კიდევ უფრო მზიზღდება ... თუმცა მათი დემონური წარმოდგენა სულ სხვაა ... ისინი ფიქრობენ , რომ მიიღებენ ძალას და კვლავ განაგრძონებ ბოროტების ჩადენას , კვლავ აწამებენ ადამიანებს , დატანჯავენ , ბოროტებისკენ მოუწოდებენ , თუმცა შემდეგ ხვდებიან , რომ ძალიან შეცდნენ და სინამდვილეში ყველაზე ბინძური სამუშაობები ხვდებათ , მთელი ცხოვრება დამცირებაში ცხოვრობენ ... სულები რომლებიც ადამიანები იყვნენ და დემონები გახდნენ მათ არასდროს ეღირსებათ დაწინაურება ან წოდების ამაღლება ... იმიტომ , რომ მე ვბრძანე ასე ... მათი უფლებები არასდროს გაიზრდება თუ არ შემცირდა .... ისინი ყველაზე ბინძურ სამუშაოს შეასრულებენ ამ ქვეყნად რაც კი არსებობს , სწორედ ესაა მათი ხვედრი ... ხოლო თუ არ გახდებიან დემონები ისინი სამუდამოდ დაიტანჯებიან , თუმცა აზრი მაინც ერთია ისინი მაინც სულ დაიტანჯებიან ... - საასრულა ლუციფერმა სევდანარევი თვალებით , თუმცა ბოლო სიტყვები იმდენად მოეწონა , ღიმილიც კი მოგვარა ...
დაწყეტილი თვალებით , გაფაციცებით უსმენდა ანასტასია ... თითქოს მიხვდაო რასაც ეუბნებოდაო შემდეგ კვლავ წყნარი ხმით განაგრძო
- ვიცი , რომ შენ ჩემზე მეტი გინახავს და შეიძლება მართალიც იყო , თუმცა ადამიანები მარტო ბოროტებიც ხომ არ არიან ? ნუთუ ყველა ადამიანი ჯოჯოხეთში ხვდება ... სამოთხეშიც ხომ ხვდებიან ზოგი ... ანუ ყველა ბოროტი არაა ხომ ?
- კი ხვდებიან სამოთხეშიც ... თუმცა ისინი ძალიან ძალიან ცოტანი არიან ... აი მაგალითად უფრო მარტივად , რომ აგიხსნა სამოთხეში მოხვდნენ ... ადამიანთა შექმნის დღიდან დღემდე გარდაცვლილთა არც კი ათი პროცენტი ... - ღიმილით დაასრულა ლუციფერმა
გაოგნებული თვალებით შეხედა ანასტასიამ , თითქოს მძიმე ლოდი დაეცაო გულზე , თვალებზე ცრემლი მოადგა , დანაღვლიანდა და ატირდა
- მე , მე , ყოველთვის მიყვარდა ადამიანები ... ვიცი , რომ ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს , ძალიან ბევრი ცოდავს , თუმცა ხომ არიან კეთილებიც ? მე , მე მჯერა , რომ დადგება დრო როდესაც ყველა ადამიანი გაერთიანდება და ერთმანეთს დაიცავას არა იმიტომ , რომ უბრძანეს ან რაიმე სხვა მიზეზის გამო არამედ იმიტომ , რომ მათ გულით ეყვარებათ ერთმანეთი და ერთმანეთის დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ ... თუნდაც სრულიად უცხო იყოს ისინი მაინც დაიცავენ , ყველაფერს აპატიებენ და შეუნდობენ ... ყველა ხომ ასე ბევრს ვცოდავთ ... ჩვენ რატომ უნდა განვკიცხოთ სხვა ... მე მჯერა ლუციფერ ადამიანების , მჯერა , რომ ისინი სწორ გზას იპოვნიან და ამას შენც დაგიმტკიცებ -
ლუციფერი მიახლოვდა , გულში ჩაიკრა და თბილი ხმით უთხრა
- შენ არ ხარ ადამიანი ... შენ ანგელოზი ხარ
- არა არაა მეც ისეთივე ადამიანი ვარ , როგორიც ყველა , მეც გესმის მეც ადამიანი ვარ , მე ხომ გიყვარვარ ? მე არ ვარ ბოროტი ლუციფერ და კიდევ ბევრნი არიან ჩემნაირები , ჩემზე უკეთესებიც ბევრნი არიან ... დაგიმტკიცებ ამას ერთ დღეს აუცილებლად - დაასრულა ანასტასიამ და პატარა ბავშვივით გაებუტა ...
- კარგი ველოდები იმ დღეს ...-თავისთვის ჩაიბურტყუნა ლუციფერმა
- მბრძანებელო , მბრძანებელო - მთელი ხმით ყვიროდა დანტე და კიბეებზე მორბოდა , ლუციფერი მაშინვე გავარდა და დანტეს გზაში შეეჩეხა ...
- მბრძანებელო ... აზაზელი .. ის , ის
- თქვი მალე რა მოხდა - იყვირა ლუციფერმა
- აზაზელი დაეცა ... - დაასრულა დანტემ და ჩაიკეცა ... ლუციფერი მიუახლოვდა და სისხლი შენიშნა მის ტანზე ... მძიმედ იყო დაჭრილი ...
- „კრიტოს ესტიადრო რაფაელ “ იღრიალა ბოლო ხმაზე ლუციფერმა ... უზარმაზარმა სინათლემ მოიცვა სახლი ... აქეთ იქით ვარდებოდა , ნივთები , რამდენიმე წამში კი რაფაელიც გამოჩნდა ... ლუციფერს გაბრაზებული შესცქეროდა ... ფრთები აღემართა , ტანზე მწვანე მანტია მოეხურა და აბჯარში გამოწყობილიყო
- რატომ დამიძახე ლუციფერ ? - იკითხა რაფაელმა
- რაფაელ უნდა დამეხმარო , ის კვდება გადაარჩინე ის გთხოვ - მუდარით შესთხოვა ლუციფერმა
- დემონის გადარჩენას მთხოვ ლუციფერ ? - თვალები აენთო რაფაელს
- რაფაელ შენთან ჩხუბი არ მინდა ... გთხოვ , როგორც ძმა ძმას გადაარჩინე ის , ახლა ერთმანეთის მტრობაზე უფრო დიდი პრობლემები გვაქვს აზაზელი დაეცა ... ერთადერთი ჩვენი დახმარება დანტეს შეუძლია ახლა ... გადაარჩინე ის ...
- რაფაელმა ამოიხვნეშა , კიდევ დააპირა უარის თქმა თუმცა შემდეგ მიუახლოვდა , ჭრიოლობაზე ხელი დაადე და ისიც მაშინვე განიკურნა ... შემდეგ ლუციფერს მიუბრუნდა და კითხა - რას ნიშნავს აზაზელი დაეცა ?
- დანტე მოგვიყვება მეთვითონაც არ ვიცი
- ლეკვო , რა მოხდა ჯოჯოხეთსი - კითხა რაფაელმა დანტეს
- უკაცრავად , თქვენ მთავარანგელოზი რაფაელი ხართ ? - მოესმა რაფაელს მის ზურგს უკან წარმოთქმული სიტყვები , შეტრიალდა და ადამიანი დაინახა , თვალები გაუფართოვდა , სიბრაზემ მოიცვა , თუმცა გაკვირვება უფრო გამოიხატებოდა მასში , ლუციფერს მიუბრუნდა და აყვირდა
- რა ჯანდაბა ხდება ლუციფერ ... დემონი , ადამიანი , რა გჭირს საერთოდ შენ ... ადამიანი , როგორ მხედავს რა დაემართა მას ან ვინ არის ეს წყეული საერთოდ
- ლუციფერი მოულოდნელად აენთო რაფაელს მივარდა ხელი ყელში წაუჭირა და დაბლა დაახეთქა ... სახლი შეზანზარდა კედლებმა ნგრევა დაიწყეს ... იატაკი გატყდა და ორად გაიხლიჩა ... ნელნელა ნგრევა უფრო გაძლიერდა ... ახლა დარჩენა სარისკო იყო ... ესტა ეს მანდეროს წარმოთქვა სიტყვები და ყველანი გაშლილ მინდორზე აღმოჩნდნენ ... ლუციფერმა რაფაელს გამჭოლი მზერა მიაპყრო და გაბრაზებულმა მიმართა
- აღარასდროს აღარ გაბედო მათზე ასე საუბარი ახლა კი მომისმინე იდიოტო ... ჯოჯოხეთიდან , რომ წამოვედი მე აზაზელს ვუბრძანე მიეხედა იქაურობისთვის ... აზაზელი კი დაეცა , როგორც დანტემ მითხრა ... ალბათ უკვე გაიგე ჩემს ბეჭდობაზე ... ახლა კი დაუკავშირე ფაქტები ერთმანეთს და მოუსმინე დანტეს ... ფრთების ქნევას მერეც მოასწრებ !
- კარგი - მოკლედ წარმოთქვა რაფაელმა და დანტეს მიუბრუნდა ... მომიყევი რა მოხდა
- მე ყოველდღიური კავშირი მქონდა ჯოჯოხეთთან მბრძანებლის დავალებით ... არაფერი საგანგაშო არ ხდებოდა ... დღემდე ... შეტყობინება მივიღე , რომ ჯოჯოხეთში აჯანყება იყო , ამბობდნენ , რომ აზაზელი დაამარცხეს , შემდეგ ჯოჯოხეთში წავედი ... ლიმბოც კი ვერ გავიარე , რომ მე-16 ლეგიონს შევეჩეხე , არც არაფერი უთქვამთ ბრძოლა დამიწყეს და დამჭრეს ... შემდეგ გამოვიქეცი მბრძანებლისთვის , რომ მომეყოლა ყველაფერი ...
- სანამ წახვიდოდი იქამდე რატომ არაფერი არ მითხარი ?
- არ ვიცოდი ზუსტი ინფორმაცია იყო თუ არა , გადამოწმება მინდოდა მხოლოდ ...
- აზაზელი ძალიან ძლიერია , კოლოსალური ენერგიის ძალა აქვს მას ... შეიძლება ითქვას მთავარანგელოზებს უტოლდება ... მაშ , როგორ დაამარცხეს ის ... ლუციფერ? შენ ხომ ძლიერი დემონები ჩაბეჭდილი გყავს ? და მაინც არ მეგულება დემონი რომელიც მის დამარხებას შეძლებდა ... - წარმოთქვა რაფაელმა
- ჩაბეჭდილი არა დამწყვდეუ... ლაპარაკის დასრულება ვერ მოასწრო , მოულოდნელად დემონების 26-ე ლეგიონი გამოჩნდა რომელსაც მე-6 საპყრობილის უფლისწული მეფისტოფელი მეთაურობდა ... ლუციფერი გაოგნებული შესცქეროდა მათ ... შემდეგ მჭექარე ხმით მიმართა
- მეფისტოფელ აქ რას აკეთებ ?
- შენს გასანადგურებლად მოვედით ლუციფერ ! დროა ჩვენი ნამდვილი მბრძანებელი გავათავისუფლოთ - იღრიალა მეფისტოფელმა ...
ლუციფერმა ანასტასიას შეხედა , რომელიც შიშისგან ხმას ვეღარ იღებდა ... გაოგნებული იდგა ... ყველაფრის უნარ დაკარგული ... დანტე კვლავ საცოდავად ეგდო მიწაზე , და ცდილობდა ძალა აღედგინა ... ლუციფერი მათკენ შტრიალდა , რაღაც ჩაილუღლუქა და, დანტე და ანასტასია გაქრნენ ...

***
ძალზედ ბევრნი იყვნენ დემონების არმია ... რომელიც წესით ლუციფერ უნდა ექვემდებარებოდეს ... მეფისტოფელი ძალიან ძლიერი დემონი იყო , რათქმაუნდა ლუციფერთან და რაფაელთან ახლოსაც ვერ მივიდოდა თუმცა მის გარდა 6665 დემონი კიდევ იყო ( თითო ლეგიონში 6666 დემონია ) .
- მოიცადე სანამ ბრძოლას დავიწყებთ მეფისტოფელ ვინ არის თქვენი მთავარსარდალი ? - იკითხა ლუციფერმა
- ბელზებელმა გიღალატა ლუციფერ . შაითანი , ასმოდეუსი , ვასაგო და სხვა დანარჩენები უკვე გაათავისუფლა ... შენი ნაქები აზაზელი კი დაეცა ... - გაიღიმა მეფისტოფელმა ... შემდეგ კი დაიღრიალა - წინ !
რაფაელმა ფრთები გაშალა თეთრ აბჯარში შეიმოსა ... ხელთ უზარმაზარი მშვილდი მოიმარჯვა ... მშვილდი მოზიდა და გაისროლა , რასაც უამრავი დემონის დავარდნა მოჰყვა , თუმცა ისინი არ ჩერდებოდნენ კვლავ აგრძელებდნენ შეტევას ... რამდენიმე სროლაზე რაფაელმა დემონების მეოთხედი გაანადგურა ...
ლუციფერმა ფრთები გაშალა ... შავ აბჯარში გამოეწყო ... მარჯვენა ხელში სამკაპი დაეკავებინა , ხოლო მარცხენაში კვერთხი ... სამკაპი დემონებისკენ მიმართა და უზარმაზარი ცეცხლი მათკენ გაისროლა ... რამდენიმე დემონმა მარჯვედ დააღწია თავი , თუმცა ნახევარი მაინც განადგურდა ...
- რაფაელ დავიყოთ ... რამდენიმე ჯერ გაისროლე და ეს წვრილფეხები მოიშორე ... ცოტა ძლიერებს კი მე მივხედავ ... თანხმობის ნიშნად რაფაელმა თავი დაიქნია მშვილდი კვლავ მოზიდა და უსწრაფესად რამდენჯერმა გაისროლა ... დემონები ერთი მეორის მიყოლებით ეცემოდნენ , საბოლოოდ ოცამდე დემონი გადარჩა რაფაელის შეტევის შემდეგ , მათი განადგურება ლუციფერმა ითავა ...
ლაროს უნ დარტოს არქანგელოო ლუციფერ ... წარმოთქვა ლუციფერმა და თეთრ მანტიაში გაეხვა ... მის გარშემო თეთრი ენერგია წარმოიქმნა ... თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა და ერთ-ერთი დემონის წინ გაჩნდა ... ხელი ყელში წაუჭირა და თავი მოაგლიჯა ... რამდენიმეს იგივე დაემართა ... საბოლოოდ ლუციფერმა ყველა რამდენიმე წამში გაანადგურა და მეფისტოფელს მიუბრუნდა ...
- მეფისტოფელ , შენ ძლიერი ხარ , თუმცა ხომ იცოდი ,რომ მე ვერ დამამრცხებდი რატომ გარისკე ? - კითხა ლუციფერმა
- არ მაინტერესებს , თუ ჩემი სიკვდილი სამაელის გაცოცხლებაში წვლილს შეიტანს თანახმა ვარ ... ყველა ამბობდა ჯოჯოხეთში , რომ შენ კარგი მართველი იყავი , ძალიან ძლიერი და სამართლიანი ... თუმცა შენ იდიოტი ხარ ლუციფერ ... ჯოჯოხეთი სათამაშო ადგილად აქციე ... დემონებით გატენე , თუმცა მათ განვითარების ან გაძლიერების შანსაც კი არ აძლევდი ... უფლისწულებს რაღაც უაზრო საპყრობილეები გვაჩუქე და გეგონა ამით ჩვენს გულს მოიგებდი ? - ძლიერი დემონები შენ განგიდგებიან ლუციფერ ... შეგიძლია მომკლა , თუმცა შემდეგ ყველა უფლისწული და გრაფი ომს გამოგიცხადებს , შენი ჯოჯოხეთიც დაეცემა , სამაელი კი გათავისუფლდება - გადაიხარხარა მეფისტოფელმა
- ლუციფერმა ვეღარ გაუძლო მის ასეთ თავხედობას ... წამებში მის წინ გაჩნდა და შუაზე გადაჭრა ... როდესაც დარწმუნდა , რომ ყველა გაანადგურა რაფაელს უთხრა , რომ ზეცაში უნდა წასულიყვნენ ორივე და ამ ყველაფრის შესახებ მამასთან და მის ძმებთან უნდა ესაუბრათ ... რაფაელმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ... შემდეგ ფრთები გაშალეს და გაუჩინარდნენ ...

***
ლუციფერი და რაფაელი უმალვე აღმოჩნდნენ უზარმაზარ კარიბჭესთან , რომელიც მთლიანად ოქროთი იყო მოჭედილი კარიბჭეს მოხუცი ანგელოზი იცავდა , რომელსაც ტანთ თეთრი მოსასხამი ეხურა, ფეხზე სანდლები ეცვა , სახეზე თეთრი გრძელი წვერი მოსდებოდა , თმა კი გრძელი და ხშირი თუმცა თოვლივით თეთრი ჰქონდა ...
მოხუცი თავაზიანად მიესალმა მთავარანგელოზებს , თავი დაუხარა და სამოთხის კარი გაუღო ... რამდენიმე მეტრი გაიარეს და აღმოჩნდენ პირველ კარიბჭესთან , კარიბჭე შეაღეს და უზარმაზარ მინდორზე გავიდნენ . აქა იქ ახალგაზრდა ანგელოზები დათამაშობდნენ , პატარა ფაფუკი ფრთებით დანავრდებდნენ და ადამიანთა სულებს თავს ევლებოდნენ . ბულბულების გალობა ისმოდა ირგვლივ , ყვავილების სუნს გაეჟღინთა არემარე , ისეთი სიმშვიდე , სინაზე სუფევდა ირგვლივ , ადამიანის თვალი თუ გრძნობა ვერასდროს , რომ ვერ გასწვდება სანამ არ შეიგრძნობს მას ... პირველ ცაში ხვდებოდნენ ბავშვების სულები , რომლებიც სპეტაკი იყვნენ ყოველგვარ , მათ არ ჩაუდენიათ ცოდვა , ან თუ რაიმე ჩაედინათ შეუცნობრად უქმნიათ ამიტომ მათ ეპატიათ და ამიერიდან სამარადისოდ აქ დაიმკვიდრებენ სასუფეველს ანგელოზთა გვერდით ...
გადალახეს პირველი ცა და მიუახლოვდნენ მეორე კარიბჭეს ... შეაღეს კარიბჭე და კვლავ ულამაზეს მინდორზე აღმოჩნდნენ მსგავსი ჰარმონია სუფევდა ირგვლივ , განსხვავება მხოლოდ ის იყო , რომ აქ ბავშვების მაგივრად მოზრდილი ყმაწვილ,ქალები ხვდებოდნენ ... ახალგაზრდები , რომლებსაც ჯერ სრულწლოვნებას არ მიუღწევიათ , თუმცა ბავშვიც არ ეთქმოდათ ...
შეაღეს მესსამე კარიბჭე და ულამაზეს მინდორზე აღმოჩნდნენ , რომელიც მოფენილი იყო ვარდის და სხვა ყვავილების ფურცლებით ... ანგელოზები ჩამომჯდარიყვნენ და საკრავზე წყნარს მელოდიურ მუსიკას ღიღინებდნენ ... ამ ცაზე ხვდებოდნენ შეყვარებული სულები , რომელთაც ვერც ბოროტებამ , ვერც ადამიანთა შურმა და ღვარძლმა ვერაფერი დააკლო . ახლა კი სამარადისოდ ერთად ყოფნა ერგუნათ მათ ...
შევიდნენ მეოთხე ცაზე და დაინახეს მონაზვნები და მღვდელმთავრები , ეპისკოპოსები და პატრიარქები ... საგალობლებს მღეროდნენ ისინი ანგელოზებთან ერთად და ბედნიერი სახით შესცქეროდნენ ახალ მოსულებს , მხიარულად თავს უკრავდნენ და პატივს მიაგებდნენ მათ მობრძანებას ...
და გავლეს მათ მეოთხე ცა და შეაღეს მეხუთე კარიბჭე და დაინახეს მათ წმინდანად შერაცხული ადამიანები , რომლებმაც თავი გაწირეს სარწმუნოებისთვის , რომლებიც არ შეუშინდნე წამებას და ტყვეობას , ადიდეს უფალი და მიანდეს მისი სული ღმერთს ხოლო სხეული ადამიანებს ...
და მივიდნენ მეექვსე კარიბჭეში სადაც ანგელოზნი დახვდათ , საყვირს ჩაყვიროდნენ , და არფის მრგავს საკრავზე საგალობლებს მღეროდნენ ... მათ დანახვაზე მიეშურნენ მთავარანგელოზებისკენ და მიეგებდნენ მათ მობრძანებას , ბევრს ლუციფერი არც კი ენახა თვალით ...
და მივიდნენ მეშვიდე ცაზე სადაც მთავრობანი სახლობდნენ , გაიარეს მათ სერაფიმების და ქერუბიმების საუფლო და მიუახლოვდნენ უზარმაზარ სასახლეს სადაც მთავარანგელოზნი მოკალათებულიყვნენ ... სასახლე თეთრი ქვის მსგავსი ქვისგან იყო აგებული , თუმცა იფიქრებდით საერთოდ არ არსებობსო , ხელს შეახებ და ნისლივით გაიფანტებაო ... შეაღეს კარი და შევიდნენ დარბაზში სადაც მაგიდაზე ექვსი მთავარანგელოზი მოკალათებულიყო ... მრგვალი მაგიდის რაინდებს ჰგავდნენ ამჯერად აბჯრის გარეშე , ისხდნენ და ბჭობდნენ რაღაცას ... ლუციფერის და რაფაელის ერთად მისვლამ გააკვირვა ყველანი , მათკენ შებრუნდნენ და გაკვირვებული მზერა მიაპყრეს მათ , შემდეგ მიქაელმა წამოიწყო
- კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ძმებო ჩემნო , რა მოხდა ? ერთად რამ შეგყარათ ?
- გეყოფა მიქაელ ... რთული ვითარებაა ... დედამიწაზე ვიყავი , როდესაც ჩემი ერთ-ერთი დემონი დანტე დაჭრეს ჯოჯოხეთის მეთექვსმეტე ლეგიონმა , რაფაელს ვთხოვე დახმარება და ისე აღმოჩნდა ჩემთან , შემდეგ კი მეფისტოფელი და მისი ლეგიონი დაგვესხა თავს , ჩემი ლეგიონი დაგვესხა თავს , ჩემი მთავარსარდლის ხელმძღვანელობით , ხოლო აზაზელი დაეცა და ახლა არავინ იცის ჯოჯოხეთში რა ხდება ... - დაასრულა ლუციფერმა სკამზე მოკალათდა და ნერვიულად მოჰყვა ფეხების თამაშს
ყველა გაკვირვებული შესცქეროდა ლუციფერს , ყურებს ვერავინ უჯერებდა ნაამბობს , დიდად ჩაფიქრიანდნენ და დაიბნენ , ცდილობდნენ პასუხი გაეცათ , თუმცა ვერაფერი მოიფიქრეს ბოლოს კი დანიელმა წამოიწყო
- გეყოფა ლუციფერ , ნუ იდანაშაულებ თავს ... რადგან მოხდა , უნდა მომხდარიყო , წინაამღდეგ შემთხვევაში მამა არ გაგიშვებდა დედამიწაზე... ახლა კი უნდა მოვიფიქროთ ჯოჯოხეთს როგორ მივხედოთ , აჯანყებას ვერ დავუშვებთ მითუმეტეს შენი რეფორმების შემდეგ , ახლა დემონები ანგელოზებს მილიონჯერ მაინც სჭარბობენ ... - ბრაზით გახედა დანიელმა
- შენ რა მაგაში მე მადანაშაულებ ? მე რეფორმები გავატარე არნახული ჯოჯოხეთისთვის , ჭაობიდან ამოვიყვანე , განადგურებული და უვარგისი ადგილი , უძლიერეს საპყრობილედ გადავაქციე და მე იქ ვიხუთებოდი და ვიტანჯებოდი , რადგან ის იყო ჩემი ბედი და მე იქაურობისთვის უნდა მიმეხედა , როდესაც შენ აქ ნებივრობდი - თვალი მოავლო ლუციფერმა სასახლეს
- კარგით დაწყნარდით - ჩაურთო მიქაელმა - ჩხუბის დრო არ არის , უნდა მოვიფიქროთ რა მოვახერხოთ , მამამ დაგვტოვა არ ვიცი სად წავიდა , მის დაბრუნებამდე ამ საქმეს ჩვენს თავზე ვიღებთ და ჩვენვე მოვაგვარებთ ... განვიხილოთ ყველა გზა და ლუცი შენ ... ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ აქ დარჩები
- რატო ? - შეხედა გაკვირვებულმა ლუციფერმა
- ბეჭედის გამო , ვფიქრობ აქ არ იქნება ბეჭედის გატეხვის საფრთხე და არც სამაელი გათავისუფლდება
- არა . მე ვგრძნობ ამას , ის ძლიერია მიქაელ , ჩემში მისი რაღაც ნაწილია მხოლოდ , ხოლო დანარჩენებს ვფიქრობ შეუძლია გაათავისუფლონ დანარჩენები , რომლებიც ჯოჯოხეთში გამოვკეტე...
- მათ ჩვენ მივხედავთ ლუციფერ შენ მაგაზე დარდი ნუ გაქვს ... ახლა მნიშვნელოვანი , რომ შენ უსაფრთხოდ იყო - ჩაერთო აზრაელი
- თქვენ რა გინდათ , რომ პატარა ბავშვივით დავჯდე და ველოდო ჩემი ძმები , როდის გადამარჩენენ ? თქვენი აზრით ეს არ გამოიწვევს ჩემს სიბრაზეს ? ჩემს მაგივრად ნუ წყვიტავთ თუ როგორ მოვიქცე ... მამამ იცოდა ამის შესახებ და დედამიწაზე გამიშვა ანუ ესეა საჭირო ხო დანიელ როგორც შენ ამბობ , ხოდა მეც იქ დავბრუნდები , უნდა გატყდეს ბეჭედი ? დაე გატყდეს ... !
- გეყოფა ლუციფერ ! საკმარისია ! ამ კინკლაობას ჯობია გამოსავალი მოვძებნოთ ... ყველანი მოვემზადოთ და ახლავე წავიდეთ ჯოჯოხეთში ... რამდენიმე ქერუბიმიც დავიხმაროთ და ვფიქრობ ამბოხის ჩასახრშობად საკმარისი იქნება ... - თქვა მიქაელმა და წამოდგა ... ყველამ თავი დაუქნია ... რამდენიმე წუთში ყველანი მომზადებულნი იყვნენ , მოიხმეს მათ: ანტიოქე , არდალიონი , ბაელი , კასიელი , ბართლომე , ბენედიქტე , გამალიელი, საბილე , დამიანე , ელიაზარი , ვარაქიელი , ზაალი , კონსტანტინე , არაელი , ლაზარე , ათანასე, იერომიელი , მალაქია , ზახარია , ლაექაელი , სამოელი , მანუელი ... და წავიდნენ ჯოჯოხეთსა შინა 8 მთავარანგელოზი და 22 უძლიერესი ანგელოზი ...





№1  offline აქტიური მკითხველი select

dizzy_face dizzy_face flushed flushed
გავოგნდიი სიტყვები არ მმყოფნის ვოოვ
მალე დადე

 


№2  offline წევრი davinna

Vauu gaognebulivar..ubralod sheudarebelia..male dade shemdegi tavi..

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი ამ თავით ყველა ამ ისტორიის კრიტიკოსს დაუმტკიცე რომ ეს ისტორია იმსახურებს დამთავრებას და ჩვენს გულში ადგილის მიჩენას... ძალიან მაგარი იყო მართლა... შოკში ვარ...

 


№4  offline წევრი Viktoria

Vaimeee Dzaaan maggari iyooooo moutmenlad veli shrmdeg tavssss <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცრება იყო რასაც ქვია , ყოჩაღ რა ნამდვილად გამაოცე .იმედია არ დააგვიანებ და მალე დადებ.

 


ყველას დიდი მადლობა და ბოდიში დაგვიანებისთვის , მომდევნო თავი დღეს ან მაქსიმუმ ხვალ დამატებული იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent