შენ ჩემი მზე ხარ,ამომავალი
რა ვქნა ?! რა გავაკეთო?! ცხოვრებას ფეხს ვუწყობ,ვცდილობ, სალსა თუ არა ვალსი მაინც ვეცეკვო.. ცეცხლოვან ტანგოზე ჯერ პრეტენხიაც არ მაქვს...(ოჰ,მე და ჩემი ირონია.. ვგიჟდები თვით ირონიაზე. ალბათ, ესაა ჩემი ყველაზე დიდი გასართობი. ლამის ჰობად ვაღიარო უკვე.) მუხლების კანკალით მის ნაბიჯებს მივყვები და ვცდილობ,მართლა ვცდილობ,არ ჩამოვრჩე,რიტმი არ დავაგდო და ვიცეკვო.... მეშინია... მშიშარა ვარ.. თუმცა ამას ვერავინ ამჩნევს.. იმიტომ,რომ ძლიერი ვარ იმიტომ,რომ გაბედული ვარ იმიტომ,რომ ჯიუტი ვარ იმიტომ,რომ ამტანი ვარ იმიტომ,რომ გამტანი(ც) ვარ იმიტომ,რომ სულ ვიღიმი იმიტომ,რომ არ ვაჩვენებ სხვას ჩემს ემოციებს (იმიტომ, რომ ვერ ვხედავ იმ ადამიანს , ვისთვისაც საჭიროდ ვთვლი გრძნობების გადმოფენას) დავიღალე... მოფერება მინდა, ჩახუტება მინდა, სითბო მინდა, ზრუნვა მინდა, კოცნა მინდა შუბლზე, თვალებზე, ღაწვებზე, ცხვირზე, ნიკაპზე, ტუჩებზე, ბევრჯერ,ძლიერად და ვნებიანად,ისე რომ მზრუნველი მთლიანად შევისისხლხორცო, მერე კისერზეც ორჯერ ვიგრძნო თბილი ტუჩების შეხება, გულზეც და ბოლოს ჩემს ნატიფ თითებზე ,მის ხელებში მოქცეულზე, მერე ძლიერად,თბილად,სიყვარულით, დიდხანს,ძალიან დიდხანს ჩამიკრას გულში , მანამ არ გამიშვას , სანამ ცრემლის ბოლო წვეთიც არ შემაშრება... აიი სად არის ჩემი ბედნიერება...- - ცრემლების ზღვაში... მე ბედნიერებას ვეძებ! ჯერ ვერ ვპოულობ... ალბათ, ზედმეტად მშიშარა ვარ... აქაც..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.