შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება


24-11-2016, 19:44
ავტორი twinssss
ნანახია 1 456

მის თვალებს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ისინი აღარ ანათებდნენ ისე როგორც პირველი შეხვედრისას. მე პრინცესა ბონი ერთ-ერთ მეჯლისზე გავიცანი, სადაც იგი საპატიო სტუმარი იყო . მას მოეწონა ჩემი ნამღერი და შემომთავაზა მისი ერთ ერთი დამხმარე გოგო, როგორც მაშინ საფრანგეთში ეძახდნენ ''ფროილინი'' გავმხდარიყავი. მე ბევრი ვიფიქრე და დავთანხმდი მის შემოთავაზებას . ამის შემდეგ სულ თან დავყვები , რადგან მას სჯერა რომ ჩემზე კარგ რჩევას ვერავინ მისცემს.
-ელიზაბედ რამდენ ხანს უნდა ვიმგზავროთ კიდევ- შეწუხებული სახით ამომხედა პრინცესამ.
-არ ვიცი თქვენო აღმატებულებავ- პასუხი მაშინვე გავეცი, რადგან ვიცი არ უყვარს ლოდინი.
- ზოგჯერ მაკვირვებ ლიზი, როგორ შეიძლება ადამიანს დაავიწყდეს თავის სამშობლოში მიმავალი გზა?- რათქმაუნდა არ დამვიწყებია გავიფიქრე გონებაში, ამ გზას რა დამავიწყებს, ეს გზა ჩემთვის ახალი ცხოვრებისთვის გადადგმული პირვველი ნაბიჯი იყო.
-ვიღაცამ მითხრას ამ დაწყევლილ გზაზე რამდენ ხანს უნდა ვიაროთ კიდევ- პრინცესამ ამოიხვნეშა. და გაბრაზებულმა თავი ეტლის ფანჯარას მიადო.
ჩვენთან ერთად ეტლში ერთი ჯარისკაცი და ერთი ფროილინი იჯდა. ფროილინს სახელად ჯეინი ერქვა და ის ჩემზე და პრინცესაზე უფრო პატარა იყო ასაკით. მე მათ შორის ყველაზე დიდი ვიყავი, მაგრამ ამას პრინცესა ყურადღბას არ აქცევდა.
-ქალბატონო მეეტლემ თქვა, რომ მალე ჩავალთ- თქვა ჯეინმა.
-მალე მისთვის საუკუნე ხომ არ არის- გაბრაზებული ხმით თქვა პრინცესამ.
-არა სულ რამოდენიმე საათი დარჩა და იქ ვიქნებით, არ ინერვიულოთ-ეს ვთქვი თუ არა პრინცესას სახეზე შვება ამოვიკითხე. იგი ისე ნერვიულობდა, რომ ყველაფერზე ადვილად ბრაზდებოდა. სინამდვილეში ბონი ასეთი მისმა ცხოვრებამ აქცია, მას დაბადებიდან ამზადებდნენ იმისთვვის რომ გათხოვილიყო პრინცზე, რომელსაც სახელმწიფო მას შეურჩევდა. მას კი წიგნებში წაკითხული სიყვარულის გამოცდა სურდა. ჩემი გამოცდილებიდან დაყრდნობით, ვეტყოდი მას რომ სინამგვილეში ეს მხოლოდ გატაცებაა, და სხვას არაფერს არ უნდა მოელოდეს სიყვარულიგან.
სასახლეს როგორც იქნა მივაღწიეთ. მეორე ქალაქიდანაც კი ჩანდა თუ რამხელა იყო იგი. სასახლის გარეთ უამრავი მოსამსახურე დაგვხვდა, მეც კი გამიკვირდა იმდენი. ვიფიქრე ეს პრინცესას მოეწონება მეთქი, მაგრამ უშედეგოდ, პრინცესა მაინც დამწუხრებული იდგა და ერთ-ერთ ფანჯარას თვალს არ აშორებდა . მე ის მართლა მეცოდება, მაგრამ რას ვიზამ ესაა მისი ბედისწერა.
ბოლოს პრინცესა გაღიმებული მის დაბადების დღეზე ვნახე, როდესაც თვრამეტი წლის გახდა. მაგის მერე გაიგო, რომ უკვე დრო იყო მის საქმროსთან წასუყო. მას თან მარტო ორი ფრეილინი უნდა წაეყვანა, მე იმიტომ ამარჩია რომ მე ქართველი ვარ და ქართული ენის შესწავლაში დავეხმარებოდი. ჯენი კი იმიტო, რომ თავის პატარა დას სოფიას გავდა და მარტო თავს აღარ იგრძნობდა.
-დღეს დაისვენეთ, თქვვენო აღმატებულებავ ხვალ კი შეგეძლებათ მეფე ერეკლეს შეხვდეთ-გამოგვიცხადა მთავარმა ხაზინადარმა.
ჩვენ მხოლოდ პრინცესას დაბინავების შემდეგ შგვეძლო, ჩვენი ნივთების ამოლაგება. დამიჯერეთ ეს წალზედ დამღლელი საქმეა რადნ პრინცესას, თან ბევრი რამე მიაქვს ხოლმე, და არც ახლა ყოფილა სხვანაირად.
ამოლაგების შემდეგ ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევედი და ჩემი ნივთების ამოლაგება დავიწყე. დაღლილობამ მჯლია და პატარა ბავშვივით დამეძინა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent