შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (10)


24-11-2016, 20:42
ავტორი სატი
ნანახია 2 147

ნინა ოთახში სირბილით შევიდა, ანას ეღვიძა და გაბრაზებული სახით სავარძელზე იჯდა.
-ნინა, სად დაბოდიალობ ამ შუაღამეს?!-ჩურჩულით მაგრამ გარკვევით წარმოთქვა ანამ.
-აუ გამეღვიძა, მომშივდა და მაგიტო გავედი, არ გაბრაზდე. ძაან მეძინება და დავწვები ეხლა რა-ნინამ თავი მოკატუნა თითქოს დაღლილი იყო და დაწვა დასაძინებლად. ანა თავიდან ფიქრობდა მართალს ამბობს თუ არაო მაგრამ მერე მასაც ძილი მოერია და დაწვა.ღამე კიდე ვერ დაეძინა ნინას და ჯორჯის პალატაში შეიპარა. მას გვერდით მიუჯდა და ხელი ხელზე დაადო.
-მა, არ დამტოვო რა-ცხარე ცრემლებით ტიროდა ნინა-მა, არ წახვიდე, ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ არ დამტოვო-ამ ტირილში ვერც შეამჩნია როგორ ჩაეძინა. დილას ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდა მის პალატაში აღმოჩნდა. დილით ყველაზე ადრე ჰეილიმ გაღვიძა. ჰეილი საწოლიდან წამოდგა და ანასთან მივიდა. მაიკის სახელურზე დაუწყო ჯაჯგური.
-დეე, გაიღვიძე რაა-ექიჩავებოდა ჰეილი.
-აუ ჰეილს, რომელი საათია? ნინა? გაიღვიძე რა-ნელა წამოდგა ანა და ჰეილი საწოლზე, მის გვერდით დაისვა.
-მემგონი 10-ნინასაც გაეღვიძა.
-მშიაა!-ჯიჯღინი დაიწყო ჰეილიმ.
-ჰეილი დილიდან ყვირილი არ შეილება, თავი აგტკივდება-მოატყუა ნინამ და.
-ნინა, დაანებე ბავშვს თავი-ანა ადგა და უცებ ჩაიცვა ტანსაცმელი. ნინაც ასე მოიქცა და ცოტახანში სამივე გავიდა პალატიდან, იქვე ექიმი იდგა და მასთან მივიდნენ.
-დილამშვიდობის ექიმო, როგორ არის ჯორჯი?
-დილამშვიდობის, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ნარკოზიდან გამოსულია შეგიძლიათ ნახოთ-გაუღიმა ექიმმა და ვიღაცის პალატაში შევიდა.
სამივე გიჟებივით შეცვივდნენ ჯორჯის პალატაში. ჯორჯს თავზე სულ ბინტები ჰქონდა შემოხვეული, სახეზე სინიაკები და ნაკაწრები ჰქონდა. ჰეილიმ ტირილი დაიწყო.
-ნინა, გთხოვ ჰეილი გაიყვანე-ისეთი ხმით თქვა ანამ რომ შეწინააღმდეგება შეუძლებელი იყო. ნინამ ჰეილის ხელი მოკიდა და გაიყვანა ოთახიდან. ანა ჯორჯთან მივიდა და მის გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
-ბავშვებს გეფიცები ვაზღვევინებ იმ გველ ესტერს რომ ესე მოგექცა-ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან ანას.
-ანა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. მალე გამომწერენ, მანამდე გთხოვ ნინა არ დატოვო. გევედრები ცოტა დაანახე სითბო. ნუ იქნები ჩაკეტილი, ნინა ძლივს ვიპოვე და არ მინდა დავკარგო.
-ჯორჯ... არ დაივიწყო რომ ნინა ისევ ელენეს და ნიკას შვილია და ამას ვერაფერს ვერ ვუზამთ.
-მე უკვე დავიწყე პროცესი და მალე ნინა ჩემი შვილი იქნება, ოღონდ ჯერ ვკითხავ უნდა თუ არა.
-კარგი.. მაგრამ არ გიფიქრია რომ გაუჭირდება ოჯახთან დაშორება? იქ ძმა ყავს რომელთანაც ექვსი წელი გაატარა, მშობლები რომლებთანაც გაიზარდა... მოდი ეხლა ამაზე არ ვილაპარაკოთ რა.
-კარგი, გეხვეწები ბავშვებს დაუძახე.
-გოგოებო! შემოდით.
ჰეილი სირბილით შევიდა ოთახში და ჯორჯის საწოლზე აფოფხდა.
-მამას ცხოვრება, ჰეილი მა შენ არ იტირო ხო? მალე გამოვალ და ერთად ვიკატავებთ მანქანებზე ხო მა?-თმაზე ხელი გადაუსვა ჯორჯმა ჰეილის.
-ქო-დაეთანხმა ჰეილი და ჯორჯს მიეხუტა.
-მიხარია რომ... კარგად ხარ.
-ნინა, მოდი შენც-დაუძახა ჯორჯმა ნინას.
ნინას ეუხერხულებოდა მაგრამ მაინც მივიდა და ჩაეხუტა ჯორჯს, პირველად რაც ჩამოვიდა.
-გეყოთ, ნუ ჩამოგტირით ყველას სახეები. ყველაფერი კარგად იქნება, წადით დღეს სახლში და დაისვენეთ. საერთოდაც ქალბატონო დღეს სკოლაში უნდა წასულიყავი! ხვალ აუცილებლად წახვალ-გაუბრაზდა ჯორჯი ნინას და ოდნავ წამოიწია საწოლიდან რადგან თავს არაკომფორტულად გრძნობდა.
-ხო, წავალ.
-კაი მიდით აბა, მძღოლს დაურეკეთ და მოვა.
ნინა და ჰეილი წავიდნენ სახლში, ანა მათ არ გაყოლია, რადგან ჯორჯთან დარჩა საავადმყოფოში.
-ანა, ეს არ არის ნორმალური. საერთოდ არ ხარ ვალდებული რომ აქ იყო და მომიარო.
-ნუ ბუზღუნებ ჯორჯ, მე მინდა და აქ ვარ. შეილება მერი ხარ მაგრამ მბრძანებლობის უფლება არ გაქვს-გაეცინა ანას.
-არც კი ვიცი რის გამო შემიყვარდი, შენი ღიმლის თუ შენი თვალების გამო.
-ჯორჯ, არ გინდა.
-რა არ მინდა? ძველ დროს ვიხსენებ. რა უდარდელი დრო იყო. ჩვენი დროის წვეულებები რო იყო ისეთი უნდა. მიტოვებულ სახლებში, სანთლის შუქებზე, სად იყო ტელეფონები. პოლიცია ყოველ ორ წუთში ერთხელ დადიოდა და შუქები რო აგვენთო დაინახავდნენ რომ წვეულება გვქონდა. მოსაწევები... რა არ გვქონდა. კაცმა იცოდა რა ხდებოდა მეორე სართულის ოთახებში. სად იყო კომპიუტერში ჩაწერილი მუსიკები, მაშინ მხოლოდ მდიდრების შვილებს თუ ექნებოდათ ეგეთი მაგარი კომპიუტერები თან პერსონალურები. პერსონალურებს კი ვერ ვათრევდით მიტოვებულ სახლებში. მახსოვს ზუსტად ეგეთ წვეულებაზე გაგიცანი შენ.
-ყველაფერი კარგად გახსოვს, ესე იგი ტვინი არ დაზიანებულა.
-შენ არ გახსოვს? არ გახსოვს ის მომენტი? მე მახსოვს. სანთლის შუქზე შენი თვალები ულამაზესი იყო.
-ჯორჯ, მე...
-ხო?
-არაფერი.
-გიყვარვარ?
-როგორ არა... სხვა რამე უნდა მეთქვა მაგრამ ეხლა ამის დრო არაა. როგორ გრძნობ თავს?
-შერყეულად. ცოტახანს დავიძინებ.
-ხო, რათქმაუნდა. მე ბავშვებს გავუვლი.
ანამ ჩანთას დაავლო ხელი და წავიდა.
-ანა, მიყვარხარ.
***
მეორე დილით ნინამ ადრე გაიღვიძა და სკოლაში წასასვლელად მოემზადა. სკოლის ფორმა ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა. ანა და ჰეილი უკვე მაგიდასთან იჯდნენ და საუზმობდნენ.
-ესე ადრე რატო ააყენე ჰეილი?
-მე და ჰეილი სასეირნოდ მივდივართ და მერე მამასთან ხო ჰეილს?
-ანა, როდიდან გახდი ესეთი თბილი?-გაუკვირდა ნინას დედის ესეთი უჩვეულო სითბო.
-ნინა, დილიდან არ დაიწყო თუ შეილება. თბილად ჩაიცვი და არ გაცივდე, სახლში დროზე მოდი, ფული ან რამე თუ დაგჭირდება დამირეკე.
-კარგი? ანა, დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ?
-ნინა, გაგვიანდება-ანა ადგა ნინა გადაკოცნა და მისაღებში გავიდა. ნინამ ქურთუკი შემოიცვა ჰეილის აკოცა და წავიდა სკოლაში. სკოლის კიბეებთან ჩადი და სამანტა ელოდებოდა.
-ჰეიი, როგორ ხარ?-გადაკოცნა ჩადმა.
-რავი აბა, ისე რა.
-ნიინ, გინდა რამეში დაგეხმაროთ?-ჰკითხა სამანტამ.
-არა, მაგრამ მადლობა.
-როგორაა?
-კარგად, მოდი ამაზე არ გვინდა. რაც ამერიკაში ჩმოვედი ერთხელ არ მომიწევია. სიგარეტი მომეცით, ჩად ვიცი რო გაქვს-ღიმილით გადახედა ნინამ.
-ოქეი-ჩადმა ჯიბეში ჩაიყო ხელი და სიგარეტი ამოიღო.ნინამ გამოართვა და მოწევა დაიწყო
-ღმერთო ჩემო რამდენი ხანია არ მომიწევია-თან ლაპარაკობდა და თან ეწეოდა.
-ნინ, ეგეთი ტემპით დაიხრჩობი.
-აუ არ მინდა დღეს სკოლაში, ჩად შენ ხო ყველაფერი გკიდია წამო წავიდეთ სადმე.
-ნინ, დიდი სიამოვნებით... მაგრამ, შენი პირველი დღეა და სამანტა თვალებით მანიშნებს მოგკლავო. აბა თქვენ იცით, წარმატებული პირველი დღე ნინ-ჩადმა გოგოები გადაკოცნა და წავიდა.
-სემ? ამიხსნი?
-პირველი დღეა, პრობლემები არ გინდა რა. 1კვირის მერე სადაც გინდა ვიაროთ. კაი?
-კაი. სემ, ჩადი თავისუფალია?
-მოიცა შენ რა... ჩადიიი?
-ჩემთვის არა სემ, ვხედავ რომ შენ გევასება-გაეცინა ნინას და სიგარეტი გადააგდო.
-მე? რეებს ბოდავ.... ფ... არაფერი-ბურტყუნი დაიწყო სამანტამ.
-სემ, გაკვეთილზე გვაგვიანდება. წავედით-ნინამ და სამანტამ კიბეებზე აირბინეს და სკოლის დერეფანში შევიდნენ. უცებ ნინა დაჩის შეეჯახა.
-უკვე თავს ვეღარ იკავებ და მახტები ნინ?-ღიმილით გადახედა დაჩიმ ნინას. ნინამ მისი თავიდან აცილება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა რადგან დაჩიმ ხელი ჩაავლო-ნინა ნუ მეთამაშები-ეს უთხრა და წავიდა.
-რამე მოხდა?-გაკვირვებულმა ჰკითხა სამანტამ.
-საავადმყოფოში ვაკოცე... არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. გრძელი ისტორიაა მერე აგიხსნი.
-ჩადი ამას რო გაიგებს გადაბჟირდება.
-ჩადი, ჩადი, ჩადი.. სემ შენ მართლა გევასება ჩადი-გაეცინა ნინას. შემდეგ ორივე კლასში შევიდნენ.
-ბავშვებო ეს ნინაა, მერის შვილი. ნინა ეს როზალია, კლასის ასე ვთქვათ ლიდერი. ეს ჩაკია, როზალის შეყვარებული. ჩაკი და როზალი ორივე... ძაააალიან ცუდი ადამიანები არიან, თუ ოდესმე წამალი დაგჭირდება ამათ კითხე. ემი და მაიკი 1კლასიდან ამ სკოლაში დადიან მაგრამ როგორც ისინი ამბობენ მეგობრები არიან, ჩვენ კი ასე არ გვგონია. ჯეიმსი, ჯეიმსი... რა ვთქვა ჯეიმსზე... კლასის პრეზიდენტი, თითქმის სკოლის ყველა კლუბშია შესული, ათოსანია და მაგარი წვეულებები აქვს ხოლმე. მერე... ევა. ევა კი დაჩის შეყვარებულია.
***
ვიცი დავაგვიანე და ბოდიშს ვიხდი. ვეცდები მალე დავდო ხოლმე.



№1  offline წევრი LSD

Kargi tavi iyo mara ar meyo pataraaa dzaan momwons sheni weris stili am istoriaze vgijdebi dachi da nini arvici ravtqva umagresi wyvilia imedimaqvs ertad iqnebian veli shemdeg ar gvalodino da gazarde tavebi warmatebebi

 


№2  offline მოდერი სატი

LSD
Kargi tavi iyo mara ar meyo pataraaa dzaan momwons sheni weris stili am istoriaze vgijdebi dachi da nini arvici ravtqva umagresi wyvilia imedimaqvs ertad iqnebian veli shemdeg ar gvalodino da gazarde tavebi warmatebebi

აუცილებლად გავრდი. მადლობაა heart_eyes kissing_heart
--------------------
a.m&m.i

 


№3 სტუმარი Guest aka

Momeconaaa <3

 


№4  offline წევრი Mziako...

Dzaan magaria...ai bolos ki ise damtavrda imedia aisia tu vincaa eg gogo martla misi sheyvarebuli ar iqneba....vnaxot. vnaxot. Nu saerto jamshi dzalian sainteresoa.yvela sheni dawerili istoria dzalian kargi iyo da ragatqmaunda esec dzaan magaria...me ki isga damrchenia warmatebebi gisurvo da aketo is rac shen mogwons... :-* :-* <3 :)

 


№5  offline წევრი marqetele

ერთან წავიკითხე ათივე თავი . მომწონს შენი წერის სტილი წარმატებები, ველოდები შემდეგ თავს ^^

 


№6  offline მოდერი სატი

marqetele
ერთან წავიკითხე ათივე თავი . მომწონს შენი წერის სტილი წარმატებები, ველოდები შემდეგ თავს ^^

მადლობა heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent