სოფლის ნობათი [4]
დილა კარგი განწყობით დაიწყო, მზიანი ამინდი, ჩიტების ჟღურტული და მეტი რა უნდოდა. ხალათი მოიცვა, თმები შეიკრა და სამზარეულოში გავიდა. სულ ღიღინით დაიწყო ყავის მომზადება. იცოდა წყვილიც მალე გაიღვიძებდა. საუზმეც მოამზადა, სენდვიჩები, თეფშებზე დაალაგა და დაელოდა, როდის ადგებოდნენ. - ვახ, ცოლის დავ, ეს რა ამბავია? რამეს აღვნიშნავთ? - კმაყოფილი უმზერდა თედო სუფრას. - არაფერიც არ ხდება, მშვენიერი დილაა და ადრე გამეღვიძა - მხრები აიჩეჩა. - ძალიან კარგი, სიამოვნებით დაგიტოვებდი აქ - გაუცინა. - რატომ, შენი ცოლი არ განებივრებს? - მე თვითონ ვანებივრებ ჩემს ცოლს - თითის აწევით შენიშნა და უკან გაბრუნდა - გავაღვიძებ ჩემს ქალბატონს და მოვალთ. - კარგი, გელოდებით. მხიარულად ისაუზმეს. არც ალაგების საშუალება მისცა თათულიმ თეონას, ისევ თვითონ მოაწესრიგა ყველაფერი. ბედნიერი დაფარფატებდა აქეთ-იქით, დედასაც ელაპარაკა. - აბა, დღეს სად მივდივართ? - სად? - გაკვირვებით იკითხა თედომ. - ოო, გუშინ არ მითხარით სადმე გავიდეთო? - მაშინვე გაიბუსხა. - აა, ხო გამახსენდა, რა ვიცი გავიდეთ, ან ზოოპარკში, ან მთაწმინდაზე, ან ისე დავსხდეთ სადმე. - ხოდა ძალიან კარგი. მე გავიპრანჭები. - ვის ეპრანჭები ქალბატონო? - წარბი აუწია თეონამ. - ჯგუფელს - ენა გამოუყო და კისკისით წავიდა ოთახისკენ. შუადღისას თედო სამსახურში გამოიძახეს. ბევრი იწუწუნეს გოგონებმა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, საღამოს შვიდ საათამდე არ დაბრუნდა თედო. - აუ დაღლილი ხარ? - გვერდით მიუჯდა თეონა. - კი, ძალიან - უკმაყოფილო დაეთანხმა და ლოყაზე აკოცა. - ჩვენ რომ გვინდოდა წასვლა? - თეო კარგი, ცოდოა, დაღლილია - არც თათული იყო სახლში დარჩენის იდეით აღფრთოვანებული, მაგრამ ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა, შეეცოდა. - არა, წავიდეთ, მიდით, გაემზადეთ, ოღონდ სადმე დავსხდეთ მშვიდად, გემრიელად ვივახშმოთ. - მართლა? - თვალები გაუბრწყინდა თეონას. - ხო, მართლა, მიდით. - აუ რა კარგი ბიჭი ხარ - მოწყვეტით აკოცა და ოთახისკენ გაიქცა. თათულიც მოემზადა, მოკლე ქვედაბოლო და შიფონის ზედა მოირგო, ფეხზე დაბალძირიანი ფეხსაცმელი, თმები გაიშალა და მზად იყო. სახლიდან რომ გადიოდნენ, თედომ ბიჭებსაც უნდა ვუთხრაო და დაურეკა. საბოლოოდ ყველა ერთად შეიკრიბა. სასიამოვნო გარემო იყო კაფეში, თუმცა ხმაურიანი. თეონა და თედო ერთად დასხნენ, თვითონ მეორე მხარეს ცალკე დაჯდა, წყვილის პირდაპირ კი ბიჭები მოთავსდნენ. - რამეს აღვნიშნავთ? - იკითხა ლაშამ. - არა, უბრალოდ გუშინ თათულის დავპირდი და - აუხსნა თედომ. - ხო, თათული მარტო დავტოვეთ და დღეს დანაშაულის გამოსყიდვაა - გაეცინა თეონას და დემნას სიცილიც მიჰყვა თან. მხოლოდ თათული მიხვდა სიცილის მიზეზს და ერთი სული ჰქონდა, რამე ჩაერტყა ბიჭისთვის. - ლანა სადაა? - თემის გადასატანად ჰკითხა ლაშას. - სახლში - უკმაყოფილოდ უპასუხა - გადამიყვანს მალე ჭკუიდან. - კარგი რა, ბავშვები ხომ არ ხართ - დაიბუზღუნა თეონამ. - რა ვიცი, ბავშვია აბა რაა. - მოიტაცე - გაეკრიჭა თათული. - შენ რომ მოგიტაცონ, თანახმა იქნები? - გადახედა დემნამ. - ვიხუმრე უბრალოდ - შეუბღვირა. - მოკლედ ცოლობა ვთხოვე და დრო მჭირდებაო. - დრო სჭირდება ადამიანს და - გადახედა თეონამ. - ერთი კვირა მივეცი დროდ, აღარ შემიძლია, მოვკვდი კაცი, შვიდი წელია დავდივართ ასე წინ და უკან. - კარგი, დაგთანხმდება, აბა რას იზამს - გამამხნევებლად გაუღიმა თათულიმ. გვიან წავიდნენ სახლში. სასიამოვნო საღამო გამოუვიდათ. დემნასგანაც ძირითადად არ ისმოდა მწარე კომენტარები და თათულიც მშვიდად იყო. ორშაბათი დილა ისევ უნივერსიტეტით დაიწყო. ოთხ საათზე ისევ დაპატიჟა ირაკლის სასეირნოდ და ისევ დასთანხმდა. კარგი ბიჭი იყო ირაკლი, სასიამოვნოდ მოსაუბრე, სერიოზული, ზრდილობიანი. მასთან ერთად კარგ დროს ატარებდა, რაც მთავარია უხერხულობას არ გრძნობდა და თავისუფლად იყო. სახლშიც მიაცილა და ისევ მოუწია თეონას ეჭვიანი ღიმილის ცქერა. - ოო, ჯგუფელია - გაუცინა. - ხო, ჯგუფელია - დაეთანხმა თეონა სიცილით. - ცუდი გოგო ხარ - ორივე აკისკისდა. მეორე კვირაში შუალედურები დაეწყო. სრული საგიჟეთი ჰქონდა, მთელი დღე საკითხებს და ბილეთებს აკონსპექტებდა, საღამოობით სწავლობდა. ორშაბათი გათენდა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში უნდა წასულიყო, თუმცა არ იცოდა როგორ. - მე წაგიყვან, რა პრობლემაა - ღიმილით შესთავაზა თედომ. - შენ კი წამიყვან, მაგრამ მინდა რომ ჩემით ვიარო. მივწერ რომელიმე ჯგუფელს და ერთად წავალთ. - იმას მიწერე, რა ჰქვია? - გაუცინა თეონამ და თათული ზუსტად მიხვდა, ვისაც გულისხმობდა. - ვაიმე თეო, დიახაც მივწერ - ენა გამოუყო. - ვის? - მაშინვე დაცქვიტა ყურები თედომ. - არაა შენი საქმე - მიუბრუნდა ცოლი. - მითხარით რა - პატარა ბავშვივით შეეხვეწა. - არავინ თედო, ჯგუფელია და შენი ცოლი ნერვებს მიშლის - გაუცინა თათულიმ. - კარგი, რომელზე გაქვს? - დღეს მაქვს ხუთის ნახევარზე, დანარჩენები ორზე. - ხოდა დღეს მარტო არ წამოხვიდე, დაგიღამდება. - არავინ შემჭამს. - თათული, კარგი რა - ლოყაზე უჩქმიტა სიძემ - თან სამსახურიდან წამოსული ვიქნები მაგ დროს. - კარგი, კარგი - ბუზღუნით დაეთანხმა. პირველი შუალედური ჰქონდა და ლოგიკური იყო, ნერვიულობდა. ნახევარი საათით ადრე მივიდა. კიდევ კარგი მარტო არ იყო, თორემ სულ გაგიჟდებოდა. ემოციებს ერთმანეთს უზიარებდნენ გოგონები, რა იცოდნენ, რა არ იცოდნენ, ერთად წუწუნებდნენ და ელოდნენ ბილეთებს. აუდიტორიებში რომ დანაწილდნენ, იქ კიდევ ნახევარი საათი მისცეს, თუმცა არავის გაუმეორებია მასალა. ისევ ერთმანეთთან ლაპარაკში გაატარეს დრო. გაისმა დამკვირვებლების ხმაც. - გამოიტანეთ კონსპექტები და მობილურები - ზოგმა ადრე, ზოგმა რამდენჯერმე გამეორების შემდეგ გაიტანა და მუშაობა დაიწყეს. ზუსტად სამი საათი წერდა, რომ მიიხედ-მოიხედა რამდენიმე ადამიანიღა იყო დარჩენილი. ნაწერი გაიტანა, ჩააბარა და აუდიტორიიდან გამოსულმა ტელეფონი ჩართო. თედოს ნომერი აკრიფა: - თედო, გამოვედი და დაგელოდო თუ წამოვიდე? - მისმინე, მე ვერ გავნთავისუფლდი და დემნა მოგაკითხავს. - თედო, მარტო წამოვალ, იყოს, არ შეაწუხო. - არ შეწუხდება, მოგაკითხავს. - თედო არ გინდა - თუმცა თედოს მისი სიტყვები არ გაუგონია. ბიბლიოთეკის შენობის კიბეებთან ელოდებოდა. ნოემბერი იყო, მაგრამ უკვე საკმაოდ ციოდა. თან დაღამებულიყო, სულაც არ ხიბლავდა იმ სიცივეში და სიბნელეში იქ ლოდინი, მაგრამ ელოდებოდა. დგომითაც რომ დაიღალა, კიდეზე ჩამოჯდა, თავი მუხლებზე ჩამოდო და გზას გახედა. როგორც იქნა ფარების ნათება დაინახა, წამოდგა და მანქანისკენ წავიდა. კარები გამოაღო, ჩაჯდა და ის იყო საყვედური უნდა ეთქვა, რომ გაშრა. - არ მელოდი? - უცინოდა ირაკლი. - შენ აქ რა გინდა? - მეგობართან მივდიოდი და შემთხვევით დაგინახე. - მეც მეგობარს ველოდებოდი, სახლში უნდა წავეყვანე. - მოდი სახლში მე წაგიყვან, შენ იმ მეგობარს დაურეკე და უთხარი, რომ აღარ მოვიდეს. - იცი, მე არ მაქვს მისი ნომერი. - მაშინ წაგიყვან სახლში და იქიდან დაურეკე. - კარგი - დათანხმდა. ამ თბილი მანქანიდან ისევ სიცივეში გასვლა ნამდილად არ უნდოდა. სახლში მიიყვანა ირაკლიმ. - მადლობა - ღიმილით დაემშვიდობა და სწრაფად შევარდა სადარბაზოში. შვიდი სართული სულ სირბილით აიარა და დააკაკუნა. - თათული? მოხვედი? აქ რა გინდა? - გაკვირვებული დახვდა თეონა. - რას ჰქვია რა მინდა? გამაგდეთ შენ და შენმა ქმარმა თუ რა ხდება? - გაუცინა - შემომიშვი. - შემო, შემო - გაიწია. - თათული? - გაიკვირვა თედომაც. - ხალხო რა გჭირთ თქვენ? - უკვე გააბრაზა ამ გაურკვევლობამ. - რა გვჭირს? გადარეული გვირეკავს დემნა ნახევარი საათია ველოდები და არ ჩანსო, მერე ზემოთაც ასულა და არავინ დახვედრია, კინაღამ გაგიჟდა. - აი თურმე რა - ჩაიფრუტუნა - მეც ნახევარი საათი ველოდე კიბეებზე ჩამომჯდარი, გავიყინე, მოვიდა მერე ჩემი ჯგუფელი და წამოყვანა შემომთავაზა, ავდექი და დავთანხმდი, ხომ არ გავიყინებოდი იქ - მხრები აიჩეჩა და სავარძელში ჩაეშვა. - მოიცა, დავურეკო იმას - ტელეფონი აიღო თედომ. - შენ რა ქენი? როგორ დაწერე? - მიუბრუნდა თეონა თათულის. - რავი ნორმალურად, უკმაყოფილო არ ვარ. წავალ მოვწესრიგდები და გამოვალ, აუ წყალი დამიდგი რა ყავისთვის. - მიდი, მოწესრიგდი, დავდგამ. ოთახიდან რომ გამოვიდა, ზუსტად მაშინ გაისმა კაკუნი კარებზე. შესასვლელისკენ გაფრატუნდა, სინათლე აანთო და კარები გააღო. - ნორმალური თუ ხარ შენ? გული გამიხეთქე - როგორც კი თათული დაინახა, ჩხუბით შემოვარდა. - ნორმალური რომ ვარ, იმიტომ წამოვყევი სხვას და არ გავიყინე თავი შენს ლოდინში - უკმეხად მიუგო და უკან გამობრუნდა. - ვის გამოყევი? - ხელი ჩაავლო და გააჩერა. - ჯგუფელს. - რომ გაგეფრთხილებინე, არ შეიძლებოდა? - ტონი შეარბილა. - შენი ნომერი არ ვიცოდი. - მე რა აღარ ვიფიქრე და ეს თურმე მშვიდად მობრძანდა სახლში - დაიღრინა და წინ წავიდა. - ვაიმე, რა დიდ გულზე ხარ ერთი, მოსულიყავი დროზე და წამოგყვებოდი შენ - სამზარეულოდან ყავა წაიღო და მისაღებში დივანზე ჩამოჯდა. - დემნა აშკარად ძალიან გააბრაზე - ჩაეცინა თეონას. - რა ჩემი ბრალია, არ მოვიდა დროზე და - მხრები აიჩეჩა. - დროზე რომ არ მოვედი პირველივე შემხვედრს მანქანაში ამიტომ ჩაუხტი? - მაშინვე შეეპასუხა დემნა, რომელიც იმ წამს შემოვიდა აივნიდან. - ჯერ ერთი პირველი შემხვედრი არ იყო, გასაგებად გითხარი, რომ ჯგუფელია და ძალიან კარგადაც ვიცნობ, მეორეც შენი საქმე არაა მე ვის მანქანაში ჩავჯდები - გაკაპასდა თათულიც. - არც ვინერვიულებდი, თედოს რომ არ ეთხოვა. - ხოდა აწი ნუღარ სთხოვ - თედოს მიუბრუნდა - ისედაც ხომ გითხარი, ნუ შეაწუხებ-მეთქი - გაკვირვებულები შესცქეროდნენ თედო და თეონა. - აქეთ რომ მეჩხუბება. - ვაიმე, ეს ვინაა, წავედი რა მე - გაბრაზებული წამოხტა და ოთახში წავიდა. არა, როგორ მოუშალა ნერვები. თავისი დანაშაული თათულის გადააბრალა. გოგო გაიყინა იქ ლოდინით და ამან კულტურულად გამოლანძღა. მაინც რა საზიზღარი ბიჭი იყო, წინა დღეს როგორ ექცეოდა და დღეს როგორ, უხეში, უზრდელი. გული რომ იჯერა დემნას ლანძღვით, საღამურები ჩაიცვა და საბანში გაეხვია. ერთი კვირა ისეთი გადარბენები ჰქონდა, სულ აღარ გახსენებია დემნა, ნახვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თან გაბრაზებას ჯერ ისევ არ გადაევლო. ამ ერთკვირიანი საგიჟეთის შემდეგ, გადაწყვიტა რომ დასვენებას იმსახურებდა და პირველივე თავისუფალ შაბათ-კვირას სოფელში წავიდა. სულ გადაავიწყდა დაღლილობაც, გაბრაზებაც, კონსპექტებიც, უნივერსიტეტიც, აბსოლუტურად ყველაფერი დაავიწყა დედის ჩახუტებამ, მამის კოცნამ. ღუმელის გვერდით თბილად მიწვა, თავისი შავი კატა გულზე მიიხუტა და თვალები მინაბა. ისევ საოცრად გაუჭირდა საკუთარ სახლთან გამოთხოვება, თუმცა რა უნდა ექნა. - გისმენ თეო - ამღერებულ ტელეფონს უპასუხა. - თათუ, თედოს ბებია გახდა ცუდად, ხოდა სოფელში წავედით ჩვენ.. - უი რას ამბობ, რა დაემართა? - წნევამ დაარტყა,დემნა იყო ჩვენთან და გასაღები მაგას დავუტოვეთ, ჩქარა გამოვიქეცით, დროც არ გვქონდა რომ დაგლოდებოდით და მიდი დემნასთან და გამოართვი კარგი? - კარგი, მისამართი მომწერე. „ბედი მაქვს სასწაული, რაღა მაინცდამაინც მაშინ იყო იქ, ან მეზობელს რატომ არ დაუტოვეს. ახლა ჯერ იმ ვაჟბატონის სახლი ეძებე და მერე კიდევ მისი ნახვა“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა და მისამართს დახედა. ეცნო, იქვე ახლოს ჯგუფელთან იყო ნამყოფი. კიდევ კარგი, ადვილად მისაგნები მაინც აღმოჩნდა. ნელ-ნელა აიარა საფეხურები. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ რას იზამდა. კარებს გაუსწორდა, ხელი ასწია დასაკაკუნებლად და ისევ ჩამოუშვა. რაც იყო, იყო, მაგრად დააკაკუნა და გამოხმაურებას დაელოდა. რომ არავინ გაუღო, მეორედაც დააკაკუნა, მესამედაც.. როგორც იქნა კარებს მიღმა ხმაური გაიგონა, ცოტა ხანში საკეტი გაჩხაკუნდა და კარები გაიღო. - ეს ვინ მობრძანებულა - თეატრალურად გაიკვირვა - გამარჯობა. - გაგიმარჯოს - უხეშად ჩაილაპარაკა - მომეცი აბა გასაღები. - მარტო გასაღებისთვის მოხვედი? - აბა სხვა რისთვის უნდა მოვსულიყავი - უკმაყოფილოდ უპასუხა. - ახლახანს მივიღე შხაპი, ვიფიქრე იქნებ ზიაია მომიტანა და უნდა რომ წამისვას-მეთქი - ჩაიცინა. - შენ ხომ არ გაგიჟდი? - თვალები გაუფართოვდა. - კარგი, რა მოხდა - გაეცინა - შემო, შემო - ხელი მოკიდა და სახლში შეიყვანა - მიდი, დაჯექი, არ მოგერიდოს, ყავას დალევ? - არ მინდა - გაკვირვებული უყურებდა, ან ძალიან გიჟი იყო, ან.. გიჟი იყო. - გინდა, გინდა, ახლავე გავაკეთებ - ფინჯნები გამოიღო, ცოტა ხანში ოხშივარავარდნილი ყავით სავსე დაუდგა წინ, პატარა მაგიდაზე - გაიხადე ქურთუკი - გაუღიმა და თათულიმაც დაუჯერა, თორემ აშკარად დასცხა. ქურთუკი შემოსასვლელში წაიღო დემნა, უკან დაბრუნდა და თათულის მიუჯდა გვერდით. - ე.ი. გასაღებისთვის მოხვედი. - გასაღებისთვის მოვედი და თუ მომცემ, დროზე წავალ სახლში. - აქ რომ დარჩე? - რა თქვი? - გაკვირვებულმა შეხედა. - მისმინე, ამაღამ მარტო უნდა იყო, როგორც მოგეხსენება, მარტო არ დაგტოვებ, რაღატომ ვიაროთ აქეთ-იქით, დარჩი ბარემ. - არ ხარ შენ კარგად - თვალები მოჭუტა. - კარგად ვარ, კარგად - გაუცინა და მუხლებზე დაკრეფილ გოგონას ხელებს ზემოდან თავისი ხელი დაადო. - დემნა - ორივე ხელი გამოაცალა და ყავის ფინჯანი აიღო. - იცი რა? - რა? - ჩაისუნთქა და ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა. - საოცრად ლამაზი კისერი გაქვს - საჩვენებელი თითებით დაუყვა კისრის ნაპირებს და ორივე თითი, ლავიწის ძვლებს შორის ჩაღრმავებულ ადგილთან გააჩერა. ძლივს გადაყლაპა ნერწყვი თათულიმ, ტუჩები გახსნა და შეკავებული სუნთქვა ამოუშვა. - და კიდევ ლავიწები - ახლა ლავიწებს გაუყვა თითის წვერებით, სადამდეც ჰქონდა მოშიშვლებული. არც მის შემდეგ გასჭირვებია, მაისურს შიგნით შეუცურა თითები და მაინც ბოლომდე გაუყვა ძვლებს. - დემნა - დაიჩურჩულა. - და კიდევ ეს - ახლა ყბის ძვლებს დაუყვა ყურის ძირებიდან და ნიკაპთან გააჩერა თითები - და კიდევ - ცერა თითი ტუჩებზე გადაუსვა, მერე ძალიან ნელა მიიწია მასთან უფრო ახლოს და საოცრად ნაზად აკოცა. - ვერ ვხვდები რას აკეთებ - დაიწუწუნა, როგორც კი მოშორდა. - იმას, რაც ორივეს მოგვწონს - გაუღიმა - დარჩი. - არა, არა - თავი გაიქნია - უნდა წავიდე. - კარგი, დამელოდე, ჩავიცვამ და წავიდეთ. - დემნა მე უნდა წავიდე, შენ არ უნდა წამოხვიდე - პატარა ბავშვივით აუხსნა. - არა თათული, ერთად უნდა წავიდეთ - გაუღიმა და ოთახში შევიდა - წავედით - იქიდან გამოსულმა, შესასვლელში მდგარ გოგონას წელზე მოჰხვია ხელი და კარებისკენ უბიძგა. მერე კარები დაკეტა და კიბეებზე ჩაჰყვა. სახლამდე ისე მივიდნენ, ხმა არ მოუღიათ. დრო-დრო გახედავდა ხოლმე დემნა ჩუმად მჯდარ გოგონას, ჩაეცინებოდა და ისევ გზას მიუბრუნდებოდა. ეცინებოდა მის ბავშვურობაზე, თითებს რომ იმტვრევდა ნერვიულობით, აქა-იქ ტუჩებსაც აწვალებდა. სპეციალურად არ იღებდა ხმას, კიდევ დიდ ხანს რომ არ შეეწყვიტა ეს ქმედებები. - მოვედით - გამოაფხიზლა. - ჰო - ჩაიბურტყუნა და მანქანიდან გადავიდა. - წამო - ლიფტისკენ ანიშნა. - არ მინდა რა - დაიწუწუნა. - მართლა გეშინია? - მეშინია. - ჩემთან ერთად ნუ გეშინია - შეიყვანა. კარებთან ახლოს დააყენა, თვითონ უკან ამოუდგა, ხელები მუცელზე შემოხვია და თავი მხარზე დაადო - არ იფიქრო, რომ ჩაკეტილ სივრცეში ხარ - ეჩურჩულებოდა. - ჩაკეტილი სივრცის კი არ მეშინია. - აბა? - მარტო ლიფტის, რომ ჩავარდეს? - რა ბოთე ხარ - ჩაეცინა - აი, მოვედით - წინ უბიძგა. კარები დემნამ გააღო, გოგონა შინ შეატარა და თვითონაც მიჰყვა. ქურთუკები შემოსასვლელში დაკიდეს და მისაღებში შევიდნენ. - გშია? - რამე უნდა გაეკეთებინა, ცოტა ხნით უნდა მოშორებოდა. - არა, მაგრამ შენს მომზადებულს შევჭამ - გაუღიმა. - კარგი, მჭადებს დავაცხობ და კარტოფილს შევწვავ - სამზარეულოსკენ წავიდა. ყველაფერი მოიმარაგა და მჭადისთვის ცომის ზელვა დაიწყო. - სანამ შენ ამას გააკეთებ, კარტოფილის გათლას დავიწყებ - ყურთან დაიჩურჩულა ბიჭმა. არ გამოუვიდა, მაინც ვერ მოიშორა. დაჯდებოდა ახლა იქ და თვალს არ მოაშორებდა. უკმაყოფილოდ ამოისუნთქა და მხრები აიჩეჩა. - დანა პირველ უჯრაშია. ცომი რომ მოზილა, მეორე დანა აიღო და მაგიდასთან დაჯდა. ცდილობდა ბიჭისთვის არ ეყურებინა, მხოლოდ კარტოფილს და დანას დაჰყურებდა, სწრაფად და მოხერხებულად თლიდა, რასაც დემნაზე ვერ ვიტყოდით. - გეხვეწები შეეშვი რა - ნერვები მოეშალა. - რატომ? - იმიტომ, რომ საშინლად თლი. - მასწავლე და გავთლი კარგად. - სხვა დროს გასწავლი - გამოსავალი იპოვა და დანა გამოართვა. - აბა მე რა გავაკეთო? - გადი და დამელოდე, სანამ არ დაგიძახებ. - რატომ? ზედმეტად გაფორიაქებ? - გაიცინა და წამოდგა. - გადი - შეუბღვირა. - კარგი, კარგი - თუმცა გასვლამდე მაინც მოასწრო ყელზე კოცნის დატოვება. უხერხულად შეიშმუშნა თათული, ნაკოცნ ადგილს მხარი გაუსვა და კარტოფილს მიუბრუნდა. მისაღებში პატარა სუფრა გაშალა და დივანზე მოკალათდა. - ისევ აქ უნდა დავიძინოთ? - დაეკითხა დემნა. - თ? - გაიკვირვა. - დიახ თ - გაუცინა - იმ დღესაც თ იყო, სხვათაშორის და ძალიან მოუხერხებელია აქ ძილი, მთელი დღე წელი მტკიოდა. - წადი სახლში და დაიძინე შენს ლოგინში. - მე არც შენს ლოგინს ვერჩი რამეს - მხრები აიჩეჩა. - სანამ მშიერი დარჩი, გაჩუმდი - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და მჭადი ჩაკბიჩა. - კარგი - გაეცინა - თომა რომ გავაცილეთ არ იცი ხომ შენ? - სად? ან როდის? - შენ რომ სოფელში იყავი, მშობლებთან გავუშვით ამერიკაში. ___________ მეოთხე.. შოკოლადებო, თბილებო, ტკბილებო უღრმესი მადლობა.. ვგიჟდები თქვენზე. ტრადიციულად ველი შეფასებას და კრიტიკას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.