შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლის ნობათი [3]


22-11-2016, 21:29
ავტორი მარრიამი
ნანახია 8 437

უნივერსიტეტიდან გამოვიდა, ირაკლის შეხვდა და სეირნობით გაუყვნენ გზას რუსთაველისკენ. ცოტა ხანს ისეირნეს და საბოლოოდ Coffesta-ში შევიდნენ. სასიამოვნო გარემო, მშვიდი მუსიკა და ყავის არომატი. საკუთარ შეკვეთასთან ერთად მეორე სართულზე ავიდნენ. იქ კიდევ უფრო უკეთესი იყო. სუსტი განათება, გაფორმებული კედლები, წიგნების თაროები კითხვის მსურველთათვის, მრგვალი, ორკაციანი მაგიდები და სრული სიმშვიდე.

- კარგი ადგილია - ღიმილით აღნიშნა თათულიმ.
- ხო, სასიამოვნო გარემოა, განსაკუთრებით შენთან ერთად.
- მადლობა - დაიმორცხვა.
- გამიმართლა ამ ფაკულტეტზე რომ მოვხვდი, თორემ ხომ ვერ გაგიცნობდი - გაუცინა.
- ხო, ნაწილობრივ გაგიმართლა, მაგრამ აქ გინდოდა ჩაბარება?
- არა, იურიდიული მეწერა პირველი მაგრამ - ორივეს გაეცინათ.

ცოტა ხანს ისაუბრეს, მაგრამ მალე წავიდნენ, სახლამდე მიაცილა ირაკლიმ თათული და დაემშვიდობა. სახლის კარები შეაღო თუ არა, თეონამ ბიჭის ვინაობა იკითხა.

- თეო ჯგუფელია - გაუცინა.
- ჯგუფელია - გამოაჯავრა - გნახავ მე კიდევ მაგ ჯგუფელთან ერთად - გაიცინა და თეფში მაგიდაზე დადო - მოდი, ისადილე.

------

- თათუ - ოთახში შეაკითხა თეონამ.
- გისმენ - გაუღიმა.
- თათუ, თედოს დაეღუპა კლასელი..
- ვაიმე, რას ამბობ - შეიცხადა.
- ხო, სამძიმარზე უნდა წავიდეთ, ოღონდ სოფელშია და ღამე მოგვიწევს დარჩენა და შენ ხო არ შეგეშინდება მარტო?
- არა, რისი უნდა შემეშინდეს - გაეცინა.
- ამოიყვანე თუ გინდა ვინმე ჯგუფელი, უფრო წყნარად ვიქნებით.
- ოო თეო, არავის ამოყვანა არაა საჭირო, არ მეშინია, ჩავკეტავ კარებს და მორჩა.
- კარგი, კარგი.
- როდის მიდიხართ თქვენ?
- დღეს საღამოს წავალთ და ხვალ საღამოსკენ ჩამოვალთ აუცილებლად.
- კარგი, არაფერზე იდარდოთ, მე არავინ შემჭამს - გაუცინა.
- კარგი, მოვემზადები მეც და საჭმელი არის ისე, რომ იცოდე, მაცივარშიც და გაზქურაზეც.
- ვაიმე თეო, ერთი დღე მივხედავ როგორმე საკუთარ თავს - დაუცაცხანა.

თეომ კარები მიიკეტა თუ არა, ისევ რვეულებში ჩაეფლო. კალამს ხელიდან არ უშვებდა. შუალედურები უახლოვდებოდა და ნერვიულობდა. სახუმარო საქმე ხომ არაა? პირველი გამოცდა ექნებოდა უნივერსიტეტში. ამღერებულ ტელეფონს უკმაყოფილოდ დახედა, მაგრამ როგორც კი „დე“ ამოიკითხა, სიხარულით უპასუხა. ნახევარი საათი მაინც ელაპარაკა და სასიამოვნო ემოციებით ავსილმა გაუთიშა. ახალი შემართებით დაიწყო წერა და ახლა თეონამ შეაწყვეტინა.

- თათუ წავედით ჩვენ.
- კარგი, მოიცა გაგაცილებთ - ოთახიდან გავიდა და ღიმილით მიჰყვა წყვილს - ფრთხილად იარეთ, ღამე საშიშია.
- არ იდარდო ცოლის დავ, უვნებელს ჩაგაბარებ შენს გოგოს - გაუცინა თედომ.
- რა უმადური ბიჭი ხარ, ორივეს გითხარით ფრთხილად იარეთ-მეთქი, მარტო თეოს კი არა - გაიბუსხა.
- კარგი ხო, ვიცი რომ მეც ძალიან გიყვარვარ - სიცილით უჩქმიტა ლოყაზე - აბა შენ იცი, ჭკვიანად, კარები არავის გაუღო - თითი დაუქნია.
- გუდიან დედაბრებს, ვაშლის გამყიდველ მოხუცებს და ქონდრისკაცებს არ გავუღებ, არც უცხოებს - სიცილითვე უპასუხა.
- არც ინკასატორს - დაუმატა თედომ და აკისკისდნენ.
- მორჩა, წავედით, აბა შენ იცი - აკოცა თეონამ და კიბეებს დაუყვა.
- გზა მშვიდობის - მიაძახა და კარები ჩაკეტა.

როგორც კი წყვილი გაისტუმრა, გადაწყვიტა შხაპი მიეღო. ცოტა ხანს დაისვენებდა და შემდეგ, დასვენებული და დამშვიდებული მიუბრუნდებოდა კონსპექტებს. აბაზანაში შევიდა, ის იყო დასველდა, რომ კაკუნი გაიგონა. ალბათ რამე დარჩა თეონასო გაიფიქრა. წყალი დაკეტა, სახელურზე ჩამოკიდული ხალათი შესველებულ ტანზევე მოიცვა, თმები უცებ შეიკრა და კარებისკენ წავიდა.

- რა დაგრჩა თეო? - გამოაღო და მაშინვე ლაპარაკი დაიწყო.
- თეოს არაფერი დარჩენია - ხმა გაიგონა, თუ არა თვალები გაუფართოვდა.
- შენ აქ რა გინდა? - ამოიკნავლა და ხალათზე დაიხედა დასარწმუნებლად, რომ ზედმეტად არაფერი უჩანდა.
- რა უნდა მინდოდეს, თედოსთან მოვედი, მაგრამ მგონი სახლში არ არის, არა?
- ხო, სახლში არ არიან - დაეთანხმა.
- შეიძლება შემოვიდე? - ჩაიცინა.
- არ შეიძლება.
- რატომ?
- თედომ გამაფრთხილა სახლში არავინ შემოუშვაო - დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
- დარწმუნებული ვარ, თედო წინააღმდეგი არ იქნება, მე რომ შემომიშვა.
- მე ვარ წინააღმდეგი.
- რატომ? მე უბრალოდ ყავა მინდა.
- სადმე სხვაგან დალიე - ერთი სული ჰქონდა წასულიყო. თავს ისე უხერხულად გრძნობდა ასეთ ფორმაში, მთელი სხეული ეწვოდა სირცხვილისგან, მაგრამ დემნა აშკარად არ აპირებდა სადმე წასვლას.
- კარგი რა, შემომიშვი, თან სირცხვილია, რა ფორმით ხარ სადარბაზოში, ფაქტობრივად - გაუცინა.
- დემნა - თხოვნის ტონი ჰქონდა აშკარად.
- არაუშავს, დაგელოდები სანამ მოიცლი ყავისთვის - თავისუფლად შეაბიჯა სახლში და მისაღები ოთახისკენ წავიდა.
- ძალიან კარგი, იყავი და მელოდე - გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და სააბაზანოში შევიდა. ალბათ ერთი საათი მაინც იდგა წყლის ცხელი ნაკადის ქვეშ. თითები რომ „დაუბებრდა“ და მიხვდა, ოთახი ორთქლით იყო სავსე, ინება გამოსვლა. კარები ჩუმად გააღო და ეცადა ოთახში ისე შესულიყო, დემნას არ გაეგო. მაგრამ რატომღაც არ გამოუვიდა. ან როგორ გამოუვიდოდა, ის ხომ უბრალო ხმაურსაც კი ყურადღებას აქცევდა.

ოთახში რომ შევიდა და კარები მიხურა, გული დაუმშვიდდა. პირსახოცი მოიხსნა თავიდან, თმები ჯერ ისევ სველი ჰქონდა, აქა-იქ წვეთებიც ცვიოდა. მოკლე, ატლასის თეთრი ხალათი ეცვა. სარკესთან დაჯდა, ტუმბოს უჯრა გამოაღო და სახის და ტანის საცხები ამოალაგა და გახსნა. აბაზანის მიღების შემდეგ საცხს თუ არ წაისვამდა, კანი უშრებოდა. თმები შეიკრა, საცხი ნაზად გადაინაწილა სახეზე, თითების წრიული მოძრაობით და ყელსაც დაუყვა. თავის სტიქიაში მყოფს სულ აღარ ახსოვდა მისაღებში მყოფი დემნა, რომელიც სულაც აღარ იყო მისაღებში. სახელური ჩამოსწია და გოგონას ოთახში შევიდა. გაკვირვებულმა გაიხედა კარებისკენ.

- დემნა? აქ რა გინდა? - ენა დაება დაბნეულობისგან.
- ჯერ სააბაზანოდან არ გამოხვედი ერთი საათი, ახლა ოთახიდან, ვიფიქრე რამე ხომ არ დაემართა-მეთქი და შემოვედი.
- როგორც ხედავ კარგად ვარ, გადი და გამოვალ.
- გავიდოდი, მაგრამ ახლა უკვე გვიანია - ოთახში შევიდა და მისკენ წავიდა.

სარკეში უყურებდა თათული. როგორც კი მიახლოებული დაინახა, შებრუნება დააპირა, მაგრამ არ გამოუვიდა, დემნა ერთი ნაბიჯით გაჩნდა მასთან, მხრებზე ხელები დააწყო და შებრუნების საშუალება არ მისცა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში გოგონამ და ცნობისმოყვარე მზერით ახედა კმაყოფილი ღიმილის მქონე ბიჭს. ცალი ხელი მოაშორა დემნამ, თმის სამაგრი მოხსნა და თითებით დაუვარცხნა სველი თმა. თათული კი დაჰიპნოზებულივით იჯდა და ხმასაც ვეღარ იღებდა. თმების წვალებას რომ მორჩა, ხელი კისერთან შეუცურა და გაუღიმა.

- დემნა - ამოიჩურჩულა.
- ესაა ზიაია? - მუქი ყავისფერი ბოთლი აიღო ხელში - რა კარგი სურნელი აქვს - უკანვე დააბრუნა - შენსავით - დაამატა და ხალათი სულ ოდნავ გადაუწია მხრებზე. საცხი თითებზე დაიტანა და თათულის მოშიშვლებულ მხრებს შეეხო. თითებს ისე დაატარებდა მის ტანზე, წინააღმდეგობის უნარიც კი დაკარგა. რაც უფრო მეტად მიიწევდა მისი თითები თათულის მკლავებისკენ, მით უფრო მეტად შორდებოდა ხალათი გოგონას სხეულს. ცალი მხარი რომ მთლიანად მოუშიშვლდა, გამოერკვა. თითქოს აქამდე ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებდა და მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ მოქმედი პირი თვითონ იყო.

- დემნა, დემნა - ხმამაღლა მოუვიდა. როგორც კი ბიჭმა ხელები მოაშორა, ხალათი მაშინვე შეისწორა თათულიმ.
- გისმენ, თათული - ისე ჩაილაპარაკა, კინაღამ ხელებში ჩაადნა გოგონა.
- როგორ იქცევი, დემნა? - ხმა უკანკალებდა.
- დამშვიდდი - ნაზად გადაუსვა მხრებზე ხელი, ოდნავ დაიხარა, ხალათის საყელოც ცალი თითით გადაუწია და ტუჩები მხარზე მიაკრო - ყავას დაველოდები - გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.

ჯერ ისევ ეიფორიაში მყოფმა შეისწორა ხალათი. ნერვიულად მოისვა თითები ყელზე. სარკეში საკუთარ ანარეკლს დააკვირდა, რატომღაც ლოყები აწითლებული არ ჰქონდა. არადა ეგონა იწვოდა და ეს სიმხურვალე გარეთაც გამოაღწევდა. ალბათ 10-15 წუთი იჯდა გაუნძრევლად, მერე ერთბაშად გამოფხიზლდა, სწრაფად მოემზადა, თმები ისევ შეიკრა, წვრილ-ბრეტელებიანი სარაფანი გადაიცვა და გავიდა.

- ყავა როგორი გინდა? - ერთი ამოსუნთქვით იკითხა, მტკიცედ გადაწყვიტა ისე მოქცეულიყო, თითქოს არაფერი მომხდარა.
- როგორსაც გააკეთებ - გაუღიმა.
- კარგი - ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა და ყავა ფინჯნებში ჩაყარა. სანამ წყალი არ ადუღდა, იქამდე არ გასულა მისაღებში. შემდეგ ფინჯნები გაიტანა, შოკოლადიც და დივანზე ჩამოჯდა. დემნა მეორე კუთხესთან იჯდა სავარძელში, თვალს არ აშორებდა გოგონას და დრო და დრო კმაყოფილი იღიმოდა.
- ე.ი. მარტო ხარ.
- კი.
- ღამეც მარტო უნდა იყო? - ისევ იღიმოდა.
- კი.
- არ უნდა იყო.
- ბატონო? - გაკვირვებულმა ახედა.
- მარტო არ იქნები, მეც დავრჩები.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ შეგეშინდეს.
- საერთოდ არ მეშინია, შეგიძლია წახვიდე - ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა, ეს კი ეუბნებოდა დავრჩებიო.
- მე დავრჩები - მშვიდად უღიმოდა - შენ თუ გინდა აქ იყავი, ჩემთან ერთად, თუ არა და შეგიძლია დაიძინო.
- რა დამაძინებს - ჩაიფრუტუნა.
- სწორი შენიშვნა იყო - გაუცინა - მგონი არც ერთს არ დაგვეძინება. შეგვიძლია ფილმს ვუყუროთ.
- შეგიძლია წახვიდე და ორივემ მშვიდად დავიძინოთ - აშკარად თხოვნა იყო.
- მისმინე - სავარძლიდან ადგა და თათულის მიუჯდა გვერდით - ორივე უფრო მშვიდად ვიქნებით, თუ ამ ღამეს ერთად გავატარებთ. ახლა მე ფილმს ჩავრთავ და ერთად ვუყუროთ - გაუღიმა და თითებით მიეფერა ლოყაზე. დათანხმების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. ფინჯნები სამზარეულოში გაიტანა და ისევ დივანზე მოკალათდა.
- მისაფარებლად არ გინდა რამე? შეგცივდება - მზრუნველო ტონით ჩაილაპარაკა. პლედის გამოსატანად ადგა თათული, თან ეცინებოდა, რა შეაციებდა.
მისაღებში დაბრუნებულს, დივნის კუთხეში დემნა დახვდა. გადაწყვიტა სავარძელში ჩამჯდარიყო თვითონ, თუმცა ბიჭის ხელმა არ მისცა საშუალება. ხელი მოკიდა და როგორც კი კითხვის ნიშნებიანი მზერით მიუბრუნდა, გაუღიმა.

- აქ მოდი - ნებართვის გარეშე „მოქაჩა“ და გვერდით მოისვა.

თავიდან დაძაბული იჯდა, წელში გამართული, გაშეშებული კისრით, ცდილობდა ზედმეტად არც კი ესუნთქა. ნახევარი საათი გაძლო ასე, მერე მიხვდა, რომ მეტი აღარ შეეძლო. ძვლებიც კი ასტკივდა ასე ჯდომით.

- თათული - მშვიდად დაუძახა კარგად მოკალათებულმა.
- გისმენ - მხოლოდ კისერი მიაბრუნა.
- არაფერი - გაუღიმა. როგორც კი გოგონამ თავი შეაბრუნა, ერთი ხელი ყელთან მოჰხვია, მეორე მუცელთან შეუცურა, დივნის კუთხეს მიეყრდნო და თათულიც თან წაიყოლა, მიიხუტა.
- დემნა, გამიშვი - მაშინვე გააპროტესტა.
- გეყოფა, შენც ხომ იცი რომ მოუხერხებლად იჯექი, მოისვენე - ნაზად მიეფერა მოშიშვლებულ მკლავებზე.
- რას აკეთებ, დემნა, რას? - ამოიკრუსუნა.
- არაფერს, თათული, არაფერს - თავზე აკოცა და ხელი კიდევ უფრო მოხერხებულად შემოხვია მხრების გასწვრივ.

ღრმად ამოისუნთქა თათულიმ, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. არც ჰქონდა აზრი რამის თქმას და არც სურვილი ჰქონდა გოგონას. საოცრად სიამოვნებდა მისი სუნამოს სურნელი რომ უღიტინებდა ცხვირში. მოსწონდა რომ მის სუნთქვას გრძნობდა, მისი გულ-მკერდის მოძრაობას ყოველი ამოსუნთქვა-ჩასუნთქვისას, მის ხელს საკუთარ სხეულზე. გარინდულს ისე შემოეპარა ქუთუთოებში სიმძიმე, ფილმის დასრულებამდე ჩაეძინა. საკმაოდ მოხერხებული აღმოჩნდა დემნას სხეული. ბიჭს ჩაეცინა, თავისუფალი ხელით პლედი მიაფარა და ეცადა თვითონაც კარგად მოთავსებულიყო.

დილით, ჯერ ისევ ძილ-ბურანში მყოფი, საბოლოოდ გამოაფხიზლა შეგრძნებამ, რომ რაღაც მოძრაობდა, ძალიან ნაზად ირხეოდა. თვალები გაახილა თუ არა, მიხვდა ეს რაღაც დემნა რომ იყო. წინა საღამოც ამოუტივტივდა გონებაში. ერთი ჩაისუნთქა და ეცადა ფრთხილად წამომჯდარიყო. ისე ადგა, დემნას არც გაუგია. პლედი მიაფარა და თვითონ ოთახში გავიდა. კარები მიხურა და ლოგინზე ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო და ამოისუნთქა. რას უკეთებდა ეს ბიჭი, ასე როგორ აჰიპნოზებდა, რომ წინააღმდეგობასაც არ უწევდა. წინააღმდეგობა კი არა, ისე კარგად გრძნობდა თავს, ისე კარგად ეძინა მთელი ღამე. თავი გააქნია და სარკესთან გადაჯდა. კიდევ კარგი შაბათი იყო და არ ეჩქარებოდა. ტელეფონი ამღერდა და შეშინებული შეხტა, სწრაფად უპასუხა.

- გისმენ თეო.
- აბა როგორ ხარ? ხომ კარგად გეძინა? ხომ არ შეგეშინდა?
- კარგად ვარ თეო, კარგად მეძინა - ჩაეცინა - არ შემშინებია.
- კარგი, ჩვენ საღამოს ჩამოვალთ, გვიან.
- კარგი თეო, არ ინერვიულო - კარების ხმა გაიგონა და მაშინვე ჩასძახა - წავედი თეო - გათიშა.
- დილა მშვიდობის - კარებიდან დემნამ შემოიხედა და გაუღიმა.
- გამარჯობა - მიესალმა თვითონაც.
- როგორ გეძინა?
- არაუშავდა - გაეცინა და წამოდგა. კარებში მდგარს გვერდი აუარა და სამზარეულოში გავიდა. - ყავას დალევ? - იკითხა, როცა დემნაც შევიდა სამზარეულოში. ეს ყავა რომ არ არსებობდეს, რას იტყოდა უხერხულობის დასაფარად.
- დავლევ - გაეცინა.

თათულიმ ყავის გაკეთება დაიწყო. ფინჯნებში ადუღებული წყალიც ჩაასხა და კოვზით ურევდა, დემნა რომ ზურგიდან მიეხუტა.

- ოჯახური დილაა არა? - უჩურჩულა.
- ოჯახური დილაა, ოჯახის გარეშე - გაეღიმა თათულის.
- ოჯახის გარეშეც რომ ოჯახურია, ოჯახით რაღა იქნება.
- რამდენი ტავტოლოგიაა, ფილოლოგი ვარ, ხომ არ დაგავიწყდა?
- არ დამავიწყდა, არა.
- მომშორდი, კარგი?
- კარგი - ადვილად დაეთანხმა, მხარზე კოცნა მაინც მოასწრო და მოშორდა.

ღიმილით სვამდა ყავას და თვალს არ აშორებდა თათულის, რომელსაც უკვე აკომპლექსებდა ბიჭის მზერა. კიდევ კარგი დემნას ტელეფონი ამღერდა.

- გისმენთ - სერიოზული ტონით უპასუხა - ახლა არ მცალია ... ახლა არა, მოგვიანებით ... ლენკა, მოგვიანებით-მეთქი - ხმამაღლა ჩასძახა და გაუთიშა.
- საქმე თუ გაქვს, წადი - გაუღიმა თათულიმ.
- მნიშვნელოვანი არაფერია - ყავა მოსვა.
- კარგი - ისე ჩაილაპარაკა, ვითომ არც აინტერესებდა. არადა რატომღაც გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ დილის ათ საათზე, ვიღაც ლენკას რაღაც საქმე ჰქონდა.
- უნდა წავიდე - ყავის დალევა რომ დაასრულა, წამოდგა.
- წახვიდე? - გაუკვირდა - კარგი - თვითონაც წამოდგა და უკან მიჰყვა, კარებისკენ წასულს.
- დროებით - გაუღიმა დემნამ და ლოყაზე აკოცა მსუბუქად.
- კარგად - გაბრაზებულმა უპასუხა და კარები, ფაქტობრივად, ცხვირწინ მიუჯახუნა.

„რომ გეკითხა, მნიშვნელოვანი არაფერი იყო, არადა, როგორც კი დალევა დაასრულა, ლენკასთან გაიქცა. არა, აბა რას ველოდი ერთი? სამუდამოდ ჩემ გვერდით დარჩებოდა? ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა, უბრალოდ, უბრალოდ მაშინ ასე უნდოდა და ასე მოიქცა. სულელი ვარ, სულელი, რომ ამდენის უფლებას ვაძლევ. მიუხედავად იმისა, როგორ მექცევა, როგორ მიშლის ნერვებს, მაინც ვაძლევ საშუალებას, რაც უნდა ის ჩაიდინოს. რა გემართება თათული, რა გემართება? შენ ხომ ასეთი დამყოლი არ ხარ“ - შუბლი დაიზილა და უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა.

საღამომდე სახლში იჯდა და მეცადინეობდა. არავის და არაფერს შეუწუხებია, მათ შორის, არც არასასურველ ფიქრებს. საღამოს კი კარებზე ერთობ ხმაურიანი კაკუნი ატყდა. სირბილით გაიქცა გასაღებად.

- მოდით, მოდით, ნუ ჩამოიღებთ კარებს, თქვენი სახლია მაინც - სიცილით შეუშვა წყვილი სახლში.
- ისე დავიღალე თათუ, ისე - ფეხსაცმელი შემოსასვლელშივე დატოვა და მისაღებში დივანზე მიწვა.
- აბა რა იქნებოდა, არ გშიათ? გაგიშლით უცებ - თავს დასტრიალებდა.
- არ გვინდა თათული არაფერი - გაუღიმა თედომ.
- ხომ არაფერი მომხდარა ეს ორი დღე?
- არა თეო, რა უნდა მომხდარიყო - გაკვირვებული სახე მიიღო.
- ძალიან კარგი, ვაიმე უნდა დავიძინო რა - აწუწუნდა უცებ.
- მიდი, მიდი - გაუცინა თათულიმ - მეც დავიძინებ, თორემ აქამდე ვწერდი და აღარ შემიძლია უკვე.
- ხო დაიძინე, ხვალ კვირაა და მოიცალე ჩვენთვის, გავიდეთ სადმე - დაარიგა თედომ.
- კარგი - დაეთანხმა და ოთახში შევიდა.
___________
ესეც მესამე.. არც კი ვიცი, გაოცებული ვარ სიტყვები არ მყოფნის, იმდენად მაბედნიერებს თქვენი შეფასებები.. თქვენ ხართ ენდორფინები!
ველი შეფასებას და კრიტიკას..
მიყვარხართ მე თქვენ..



№1 სტუმარი გვანცა))

უჰუ მე როგორ მომწონ დემნა,ძაან მაგარი ბიჭიაა და ჰე))
თათულის ცოტა გამოფხიზლება არ აწყენდა ჰოო:):)
შენ ხო საოცარი გოგო ხარ ❤
ველოდებიი ახაალლ თავს❤წარმატებები❤

 


№2 სტუმარი Shore shore

ra kargia gemrieli casakitxia

 


№3 სტუმარი Guest nasia

Dedaaaaaa cudat var ise mimwons, gamixardeba ufro did tavebs tu dadeb tan dzalian gamixardeba, am motxrobashi yvelaferi momwons, dzalian magaria, velii shemdeg tavs ♥♥♥

 


№4  offline მოდერი მარრიამი

გვანცა))
უჰუ მე როგორ მომწონ დემნა,ძაან მაგარი ბიჭიაა და ჰე))
თათულის ცოტა გამოფხიზლება არ აწყენდა ჰოო:):)
შენ ხო საოცარი გოგო ხარ ❤
ველოდებიი ახაალლ თავს❤წარმატებები❤

მადლობა ჩემო კარგო <3
Shore shore
ra kargia gemrieli casakitxia

მადლობა შორე <3
Guest nasia
Dedaaaaaa cudat var ise mimwons, gamixardeba ufro did tavebs tu dadeb tan dzalian gamixardeba, am motxrobashi yvelaferi momwons, dzalian magaria, velii shemdeg tavs ♥♥♥

მადლობა ნასია <3 ვეცდები <3

 


№5  offline წევრი M^d G1rl

ვაიმე დემნა რა სადისტი ხარ ბიჭო^^ :დდ

 


№6 სტუმარი lana

კარგი იყოო ძალიაან,მაგრამ თათული გამოაფხიზლე ცოტაა როგორი მდნრი კარამელიაა რაა..არ შეილება მასეეე wink blush მალე დადე რა..მოუთმენლად ველიითთ kissing_heart

 


№7  offline წევრი isterichka123

ვაუ რამაგარია კაი გაგრდზელე

 


№8  offline წევრი Shokoladi :D

მართალია საშინლად ვგრძნობ თავს თუმცა რომ არ დავწერო კომენტარი მოვკვდები..... საოცარი ხარ. .. ძალიან დიდი ნიჭის პატრონი და საოცარი ადამიანია მარ რიამი... მიყვარხარ. <3

 


№9  offline წევრი სპენსერი

მგონი ძალიან დავიგვიანე ჰომ?! არაუშავს^.^ ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ! თათული როგორ ძალიან მომწონს kissing_heart heart_eyes

 


№10 სტუმარი Leaa

Dges ar gelodebodi!! Rogor gamaxaree,lenkas da iraklis faktori momwons magram am tedos mxiaruleba dagupuli klaselis fonze mainc nervebs mishlis!

 


№11 სტუმარი ემი

საღოლ დემნას გაძლებას, საძინებელში კი არა, აბაზანაში რომ არ შეუვარადა, მადლობა თქვას smile ერთი სათი იქ გაჩერება, რა ამბავი იყო... დემნა სტუმარი იყო თუ "პროპკა" bowtie... მესმის, რომ ამით სამაგიეროს უხდიდა, მაგრამ არც ბიჭი დარჩა ვალში და მიიღო ის, რაც მიიღო wink

პ.ს. დემნას სტუმრობაში, დავიჯერო, თედოს ხელი არ ურევია blush

 


№12  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგი უყო მომეწონა ძალიან თუმცა ცოტა პატარა იყო ველი შემდეგ თავს
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№13  offline წევრი ვალენტინა

აუუ კარგიგოგოხარ შენ ^.^ ♥

 


№14  offline წევრი teddy))

კრიტიკა არ მაქვს... შენ, შენი სტილი გაქვს, უბრალოდ და სასიამოვნოდ წერ... ძალიან კარგია! მომწონს შენი პერსონაჟები და ველი ახალ თავს !

 


№15  offline მოდერი მარრიამი

M^d G1rl
ვაიმე დემნა რა სადისტი ხარ ბიჭო^^ :დდ

:დ :დ <3
lana
კარგი იყოო ძალიაან,მაგრამ თათული გამოაფხიზლე ცოტაა როგორი მდნრი კარამელიაა რაა..არ შეილება მასეეე wink blush მალე დადე რა..მოუთმენლად ველიითთ kissing_heart

შედარება მომეწონა ^_^ მადლობა <3
isterichka123
ვაუ რამაგარია კაი გაგრდზელე

მადლობა <3
Shokoladi :D
მართალია საშინლად ვგრძნობ თავს თუმცა რომ არ დავწერო კომენტარი მოვკვდები..... საოცარი ხარ. .. ძალიან დიდი ნიჭის პატრონი და საოცარი ადამიანია მარ რიამი... მიყვარხარ. <3

ჩემო საყვარელო, უღრმესი მადლობა <3
სპენსერი
მგონი ძალიან დავიგვიანე ჰომ?! არაუშავს^.^ ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ! თათული როგორ ძალიან მომწონს kissing_heart heart_eyes

მადლობა ტკბილო <3
Leaa
Dges ar gelodebodi!! Rogor gamaxaree,lenkas da iraklis faktori momwons magram am tedos mxiaruleba dagupuli klaselis fonze mainc nervebs mishlis!

მადლობა <3
ემი
საღოლ დემნას გაძლებას, საძინებელში კი არა, აბაზანაში რომ არ შეუვარადა, მადლობა თქვას smile ერთი სათი იქ გაჩერება, რა ამბავი იყო... დემნა სტუმარი იყო თუ "პროპკა" bowtie... მესმის, რომ ამით სამაგიეროს უხდიდა, მაგრამ არც ბიჭი დარჩა ვალში და მიიღო ის, რაც მიიღო wink

პ.ს. დემნას სტუმრობაში, დავიჯერო, თედოს ხელი არ ურევია blush

მადლობა, მადლობა <3 აშკარად არ ჩანს თედო :დ
თაკოთაკო
კარგი უყო მომეწონა ძალიან თუმცა ცოტა პატარა იყო ველი შემდეგ თავს

მადლობა <3
ვალენტინა
აუუ კარგიგოგოხარ შენ ^.^ ♥

მადლობა <3
teddy))
კრიტიკა არ მაქვს... შენ, შენი სტილი გაქვს, უბრალოდ და სასიამოვნოდ წერ... ძალიან კარგია! მომწონს შენი პერსონაჟები და ველი ახალ თავს !

მადლობა, მადლობა <3 ^_^

 


№16 სტუმარი Guest ელენე

დღეს დადებ?

 


№17  offline მოდერი მარრიამი

Guest ელენე
დღეს დადებ?

კი

 


№18  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ზუსტად მაგ უნივერსიტეტში ვსწავლობ მაგ ფაკულტეტზე და რაღაცნაირად ახლოსაა ჩემთვის ეს ყველაფერი <3 მომეწონა ისტორია და წერის სტილიც

 


№19  offline მოდერი მარრიამი

ენ ჯეინი
ზუსტად მაგ უნივერსიტეტში ვსწავლობ მაგ ფაკულტეტზე და რაღაცნაირად ახლოსაა ჩემთვის ეს ყველაფერი <3 მომეწონა ისტორია და წერის სტილიც

საგნებიც ამოიცანი ალბათ :დ <3 მადლობა <3

 


№20  offline წევრი მოცინარი

არ მომწონს ეს დემნა და ჰა :/ რაა ეს, მოვა აანერვიულებს და ლენკასთან გაიქცევა :/

 


№21  offline მოდერი მარრიამი

გოგონა შავი თვალებით
არ მომწონს ეს დემნა და ჰა :/ რაა ეს, მოვა აანერვიულებს და ლენკასთან გაიქცევა :/

მიყევი აბა, იქნება არ გარბის :D :D კატეგორიულად არ მოგწონს და მორჩა! :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent