შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებულთა კუნძული 3


25-11-2016, 10:35
ავტორი mariia
ნანახია 1 809

ჯუნგლებში გზას ვიკვალავთ. გზად თვითმფრინავის დამწვარ ნაწილს გავუარეთ. ის წამები მიდგება თვალწინ როცა ჰანა ამბობდა,რომ უკვე გვიან იყო. წარმოდგენისას თუ რა შეიძლება მოსვლოდათ სხეულში ისეთივე ტკივილი მივლის როგორც მაშინ. თვალებს მაგრად ვხუჭავ.
- ეს ის ადგილია სადაც პირველად გნახე-მწვდება სეოჯუნის ხმა და წამის მეასედში თვალებს ვახელ.ხელით იმ ადგილისკენ იშვერს საიდანაც მე მოვათრევდი სახლამდე.
- ასე გაცნობას ნამდვილად ვერ უწოდებ სასიამოვნოს- მისი მიმართულებით იცინის ჰანა.
- ნამდვილად - პასუხად ღიმილს უბრუნებს პილოტიც. და სანამ მე ჩემს გონებაში რეპლიკის გაკეთებას ვასწრებ. მანამ ჩემს გვერდით მყოფი ჯონგინის ჩაბურდღუნების ხმა მესმის. იმეორებს მის ნათქვამს და სახეს მანჭავს. იმდენად უცნაურად გამოსდის ჩუმად მეღიმება.
- როცა დაბრუნდები პირველს რას გააკეთებ?-ინტერესით შეჰყურებს მიმავალ ჰანას. წამით ჩერდება ისიც და ჩვენც. თმას გვერდით ყურზე ნერვიულად იწევს.სახეზე ცდილობს ღიმილი აიკრას.
- დედას ვნახავ- ხმა უკანკალებს თუმცა ცდილობს დამალოს.
- და მე ვიქნები ის ვინც მასთან მიგიყვანს- გვერდიდან მცილდება ჯონგინი და მხიარულად ჰანას გვერდით უდგება. ლოყებზე ხელს კიდებს და ცდილობს გააღიმოს.
- ჯონგინ ხელი გამიშვი თორემ დაგარტყავ - სერიოზული მზერით ეუბნება. თუ ჯონგინის საქციელმა ნერვები ამიშალა ჰანას სიტყვებმა სწრაფადვე ხასიათზე მომიყვანა.სიარული განვაგრძე და მათ გვერდი ავუარე. ლოყებიდან ხელები ჩამოახსევინა და ისიც უკან მომყვა. წინ გადამისწრო. გავლისას ვხედავ როგორ ეპარება ღიმილი ტუჩის კუთხეში.
***
ჰანა

გზაზე ჩაფიქრებული მივდივარ. ჩემი ფიქრები ისევ დედაზე ტრიალებს. პარალელურად ჩემს ფიქრებში ჯონგინის სიტყვები იჭრება, რომ ის წამიყვანს დედასთან. მეღიმება ისევ,თუმცა როცა დაბრუნდება სულაც აღარ ვემახსოვრები. ისინი ისევ თავის მჩქეფარე ცხოვრებას დაუბრუნდებიან როგორც ამას სეჰუნი ამბობს. ყველას მიავიწყდება გოგონა კუნძულიდან. აქედან წასვლაზე ფიქრმა ისევ ამაფორიაქა. აქედან თუ ყველა წავალთ მამა ხომ აქ დარჩება?! ფეხქვეშ უცებ მიწა მეცლება. დაცემის მოლოდინში თვალები უნებურად მეხუჭება. მაგრამ არ ვეცემი ვიღაცის ხელები მიჭერს.
- ფრთხილად უნდა იყო- ბექიონის ხმა მესმის. ცალ თვალს ვახელ. მთლიანად მოცული ვყავარ მის ხელებს. პირდაპირ თვალებში შევყურებ. მთელ სხეულში ისევ ჟრუანტელი მივლის.
- მა... მადლობა - მისი ხელებიდან თავს ვიხსნი. ბიჭებისკენ უხერხულად ვიყურები, რომლებიც ჩვენ გვიყურებდნენ. - ცოტაც და უკვე მივედით - ვამბობ უცებ და ფერდობისკენ ასვლას ვიწყებ. ისინიც სიარულს იწყებენ. ცოტაც და უკვე მაღლა ვართ. მზე უკვე ცენტრში იყო. სეოჯუნმა ამოსვლისთანავე აპარატი მოიმარჯვა და სიგნალის გაგზავნა დაიწყო. მე კი უბრალოდ მოშორებით ვდგავარ და კუნძულს მთლიანად თვალს ვავლებ. ყველანაირი ტკივილის მიუხედავად აქ მოხვედრის შემდეგ ეს ჩემი სახლი გახდა.
- შეიძლება აქაურობა მოგენატროს,მაგრამ იქ უკეთესია დედასთან - თითქოს ჩემ ფიქრებში იჭრება. გვერდით დგება და ისიც იმავეს აკეთებს რასაც წუთის წინ მე ვაკეთებდი. ახლა კი მთლიანად მისი სახისკენ მაქვს მზერა მიპყრობილი. არ მჯერა, რომ ბექიონი,რომელიც ჩემს მიმართ მტრულად იყო განწყობილი ახლა ჩემს გვერდით იდგა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მე კი მახარებს მასთან ურთიერთობის დალაგება, თუმცა ჩემში აუხსენ გრძობებს იწვევს და მე ეს მაბნევს.
- დარწმუნებული არ ვარ, რომ იქ უკეთესი იქნება - ღმად ვსუნთქავ და მის სახეს მზერას ვაცილებ.
- თუ უკეთესი არ იქნება გპირდები უკან მე თვითონ დაგაბრუნებ-თავს მისკენ ვაბრუნებ. მთელი სახე უცინის. მშვიდი მომღიმარი სახით მე მიყურებს და სიმშვიდე მეუფლება. შიშიც სადღაც ქრება უცებ.
- მეგონა ჩასვლისთანავე დამივიწყებდი-ამ სიტყვებზე კოპებს კრავს.
- გგონია მნიშვნელოვანი ადამიანები უცებ მავიწყდება? - ცალ წარბს მაღლა სწევს.მეცინება მის სახეზე. სხეულში სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. "მნიშვნელოვანი ადამიანი" ეს ორი სიტყვა მიტრიალებს თავში.მასაც ეცინება.უკვე ვიცი, რომ იქ ვიღაც იქნება ვინც მარტო არ დამტოვებს და თუ ვეტყვი ისევ შეძლებს ჩემს აქ დაბრუნებას. ისე მიხარია ეს,რომ ძალიან მინდა მთელი ძალით ჩავეხუტო.
- ჩვენს წასაყვანად რაც შეიძლება სწრაფად მოვლენ- სანამ იმას გავაკეთებდი რასაც გული და გონება მკარნახობდა,მანამდე ჯონგინი გვერთვება საუბარში საკმაოდ უკმაყოფილო სახით. მის სახეს თვალს ვავლებ. რატომ არის უკმაყოფილო? ვეკითხები საკუთარ თავს. თვალს არ მაცილებს.
- შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ და წასასვლელად მოვემზადოთ- სეოჯუნიც გვიახლოვდება სახე გაბრწყინებული. ჯონგინი ისევ არ მაცილებს თვალს. უხერხულად ვიშმუშნები და მე თვითონვე ვცდილობ მოვცილდე მის მზერას.
ისევ იმ გზით მივდივარ საიდანაც მოვედით. ზურგის წვას ვგრძნობ და ვხვდები, რომ მას ისევ ჩემსკენ აქვს მზერა მომართული.
***
მთელი დღე სიარულის შემდეგ ძალიან დაიღალნენ. სახლთან მოწყვეტით დაეცნენ სავარძლებში. ბიჭებს ახალი ამბავი ახარეს. მათაც თავისი ნივთები მოგროვება დაიწყეს.ბიძია მათგან შორს ზის და ჩაფიქრებული ხის პატარა ნაჭერს წვერს უკეთებს. ალბათ ისევ ჩემზეა გაბრაზებული გუშინდელის და დილით ჩემი წასვლის გამო. ფრთხილად ვუახლოვდები და მის გვერდით ვჯდები.
- ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?-ჩუმად ვიწყებ ლაპარაკს.
- ხომ იცი,რომ დიდიხნით ვერ გიბრაზდები. მითუმეტეს როცა მართლი ხარ - ხის თლას თავს ანებებს და მიხუტებს. იშვიათად არის ბიძია ასეთი თბილი თუმცა ამ ბოლოს უფრო ხშირი გახდა.
- წამოდი ჩვენთან ერთად გთხოვ- ქვევიდან შევცქერი მავედრებელი თვალებით.
- ამაზე ხომ ვილაპარაკეთ ჰანა- ერთმანეთს ვცილდებით.- ჰიუნვოს აქ ვერ დავტოვებ. მასთან ერთად დავბრუნდები. ჰერიმი არ დაუშვებს ქმარი აქ დატოვოს და არც მე დავტოვებ მას აქ. მთავარია შენ მიხვიდე მასთან. - თმას ცალ მხარეს ყურზე მიწევს მიღიმის და მზერით მეფერება.
- ბიძია მეშინია. რომ ვერ მიცნოს?- თვალებში ცრემლები მაწვება.
- თუ ჩემს დას მხედველობა ისე დაუქვეითდა,რომ თავის პატარა გოგოს ვეღარ იცნობს, დედის გული აუცილებლად გიცნობს.- თვალს მიკრავს და სახეს მაღლა მაწევინებს. - ახლა კი იმათ უთხარი კოცონი დაანთონ. სანამ თქვენ შეტყობინებას აგზავნიდით მე სანადიროდ ვიყავი. წასვლის წინ ხორცით გავუმასპინძლდები - სიცილით ვდგები ადგილიდან. სულაც არაა ბიძია ისეთი გულცივი როგორც ამას გვაჩვენებს.უბრალოდ ყველას უნდობლად უყურებს. ბიჭებს ვახშამზე ვაცნობე. ცანცარებმა მხიარულად შეკივლეს და ხტუნაობა დაიწყეს ხორცის გაგებისას. მე კი მათზე სიცილი მიტყდება.
***
ჩემს საწოლზე ვისვენებ და ჩემი ბილი გვერდს მიმშვენებს. გაუცნობიერებლად თითებით ვეფერები თავზე. ყურებში ისევ ბექიონის ნათქვამი მიტრიალებს და თვალწინ მომღიმარი მიდგას. უცებ სახიდან ღიმილს ვიშორებ.
- რა მიხარია ნეტა?!- ვბურდღუნებ ჩემთვის და თავს ვაქნევ უადგილო აზრების გამოსაფერთხად. ვერტფრენის ძლიერი ხმა ისმის კუნძულთან ახლოს. სწრაფად ფეხზე ვდგები და სახლის სახურავზე ვცოცდები,იქედან კიდევ უფრო მაღალა ავდივარ ხეზე. კუნძულთან საკმაოდ ახლოსაა. გარედან ანათებს. სამხედრო ვერტმფრენს გავს. არა ნამდვილად სამხედრო ვერტმფრენია. ჯერ მხოლოდ ორად ორი საათი გავიდა რაც შველა ითხოვეს და ისინი უკვე აქ არიან. ეს ბიჭები ნამდვილად ძალიან უყვართ. ხმაზე სანაპიროსკენ მიდიან სადაც დაჯდომას ცდილობს ვერტმფრენი. ხიდან ჩამოვდივარ და მეც სანაპიროსკენ მივდივარ. ბიჭებს ესალმებიან. მათ მაგივრად ბარგს მიათრევენ და იქ აწყობენ სადაც მათი ადგილია.მე კი უბრალოდ ვდგავარ და მათ ვუყურებ.
- ჰანა წამოდი- მესმის მხიარული შეძახილები ბიჭების. მე კი ისევ იქ ვდგავარ. ნერვიულად უკან ვიხედები. ბილიკს ბიძია მოუყვება ჩემს დათვთან ერთად.
- ბილი გრჩება - მიღიმის და ჩემსკენ იშვერს. მე კი მთლიანად მას ვეკრობი და მაგრად ვუჭერ ხელებს.
- აქ სხვა უფრო მნიშვნელოვანს ვტოვებ - თვალები მიცრემლიანდება.
- დამშვიდდი პატარავ აუცილებლად ჩამოვალ - ლოყაზე მკოცნის.მისი ხელებიდან ბილის ვიყვან ვიხუტებ და ახლაღა ვამჩნევ ხელზე საათი აღარ მიკეთია.
- ბიძია საათი - შეწუხებული შევყურებ. მინდა უკან მის მოსაძებნად დავბრუნდე თუმცა ბიძია ხელით მაჩერებს.
- არაუშავს ჰანა წადი. მე ვიპოვი და შევინახავ. - ვერტმფრენისკენ მიბიძგებს ხელით. თავის დაქნევით ვიღაცას რაღაცას ანიშნებს. მკლავებზე ხელების შემოხვევას ვგრძნობ ვიღაც უკან ვერტმფრენისკენ მიმექაჩება. ძლიერი ქარი უბერავს ქვიშა ჰაერში ტრიალებს. მიბრუნებული თვალებს უცებ ვხუჭავ,თუმცა ვასწრებ მისი სახის დანახვას. ბექიონს ძლიერად აქვს ჩემზე ხელები ჩაჭიდებული და ვერტმფრენში ავყავარ.წამიერად თავში მივლის ბიძიას თავის დაქნევა და მისი საქციელი. როდის მოასწრეს დამეგობრება?! თუმცა ამაზე უფრო ჩემი საათი მაინტერესებს. თვალებით გარეთ ვიყურები. ბექიონი კი ისევ არ მიშვებს ხელს.
- ყველანი აქ ხართ? - პილოტის ხმა ისმის.
- არა. -ყვირის უცებ სუჰო.-ჯონგინი არაა.- ნერვიულად აცეცებს თვალებს.
- აქ არ იყო?- ბიჭებიც ცდილობდნენ თვალებით მის მოძებნას. ახლა სრულიად დამავიწყდა საათი და მეც მის ძებნას ვიწყებ თვალებით.
- სად წაწანწალდა?- ბურდღუნებს სეჰუნი.
-აი მოდის- ჩენი ყვირის და ყველას სახე უმშვიდდება.მათთან ერთად მეც ვმშვიდდები.ჯონგინი ამოდის და კარებიც იკეტება. ბიძია ისევ იმ ადგილზე დგას და ხელს მიქნევს. ვერტმფრენი კი ცაში ასვლას იწყებს. ახლა უკვე მე ვუჭერ ხელებს ბექიონის ცალ ხელს. კარგი მოგონებები არ მაკავშირებს ამ მანქანასთან. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ველოდები როდის შეწყდება ჰაერში ასვლისგან გამოწვეული ჯაყჯაყი. ყურებთან შეხებას ვგრძნობ. თვალებს სწრაფად ვახელ.
- ნაკლებად შეგეშინდება თუ კონცენტრაციას სხვა რამეზე გადაიტან მაგალითად სიმღერებზე - იცინს და თავისუფალი ხელით ყურსასმენებს მიმაგრებს ყურში.საიდანაც სასიამოვნო მელოდია იწყებს ჟღერადობას. პასუხად მხოლოდ ვუღიმი. სხვა მეტი არაფრის თავი არ მაქვს. ხელს მაინც არ ვუშვებ არც თვითონ ცდილობს გამიშვას პირიქით უფრო უკეთესად მკიდებს ხელს. თავს კიდევ უფრო მშვიდად ვგრძნობ. თვალებს ვხუჭავ და თავით უკან ვეყრდნობი. თუმცა ვასწრებ ჯონგინის სახეს თვალი მოვკრა. ეს სახე მიტრიალებს ახლა გაფუჭებული კადრივით წარმოსახვაში. როგორ მაცილებს გაბრაზებულ სახეს და ფანჯარაში იხედება. ვერ ვხვდები რატომ გახდა ჩემს მიმართ ასეთი. თუ აქამდე ზედმეტად საყვარელი იყო ჩემს მიმართ ახლა მეტწილად გაბრაზებულ მზერას ვიჭერ. ბექიონმა და ჯონგინმა ადგილები გაცვალეს თუ რა ხდება?!ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხიც არსაიდან ისმის.სანამ სრულიად დამაბნევს მათი ქცევები ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ ჩასვლამდე სიმშვიდე შევინარჩუნო.
****
არ ვიცი ასე მუსიკა მოქმედებს ჩემზე თუ მისი ხელი,რომელიც მთელი გზა ჩემზე აქვს ჩაკიდებული. ბიჭები მხიარულად ლაპარაკობენ თუ რას იზავენ ჩასვლის შემდეგ. თვალები დახუჭული მაქვს თუმცა არ მძინავს და მათი ხმა მესმის.როგორ ლაპარაკობენ ნორმალურად ბანაობაზე, საჭმელზე და ძილზე.ვერტმფრენი დაბლა დაშვებას იწყებს. უნებურად უფრო ძლიერად ვუჭერ ხელს,თვალებს გახელვის მაგივრად კიდევ უფრო მაგრად ვხუჭავ. მეორე ხელით კი ჩემს ბილის კიდევ უფრო ვიკრავ გულში.
- შეგვიძლია ჩავიდეთ - ყურთან ჩურჩულით მესმის ბექიონის ხმა. ახლაღა ვახელ თვალებს. უკვე ადგილზე ვართ. ბექიონს ხელს ვუშვებ და უხერხულობის დამალვას ღიმილით ვცდილობ.შემდეგ რასაც ვამჩნევ წინ მჯდომი ჯონგინია,რომელსაც მთელ სახეზე კეპი ჩამოეფხატებინა და ტანზე მოსაცმელი მოეცვა. ვერტმფრენის კარები გარედან იღება. ნელ-ნელა ჩასვლას იწყებენ.გარეთ უკვე ძალიან ბნელა თუმცა იქაურ მბჟუტავი შუქით არის განათებული. მთელ სხეულში პანიკური შიში მივლის. ამის დასაფარად ღმად ვსუნთქავ. ბიჭების ჩასვლისას შორიდან გოგოების წიკვინა ხმები მოისმის. ბექიონი წინ მიიწევს. ადგილიდან ვდგები მეც. უცებ თავზე შეხებას ვგრძნობ და უკან ვტრიალდები. ჯონგინი მადგას და თავის ქუდს თავზე მაფარებს თან ცდილობს თმები შიგნით შემალოს. შემდეგ ქურთუკს იხდის და ტანზე მაფარებს ინსტიქტურად ვუყრი შიგნით. ელვა შესაკრავსაც მალევე კრავს და ბოლომდე ამოაქვს.
- რაში მინდა ეს?- ვბურდღუნებ პირზე აფარებული ნაჭრის ქვეშ. ცივა,მაგრამ არც ასე -ხელებს წინ ვწევ. მთლიანად შემალულია ჩემი ხელები მკლავებში. ჩემს დანახვაზე ეღიმება და მეც მიხარია მისი ღიმილი.
- ხმა ხომ გესმის?-ამბობს და თითს ხმის მიმართულებით წევს. მეც თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად - ხოდა აჯობებს თუ მათ არ ეცოდინები შენივე კეთილდღეობისთვის.-კეპკას უფრო ქაჩავს. თავი დაბლა მეხრება. ბექიონის ფეხებს ვხედავ,რომელიც ისევ უკან ამობრუნდა.- აქეთ-იქეთ არ იყურო. ჩემსა და ბექიონს შორის იარე- ამბობს და კარებისკენ მიდის.
- ჯონგინი მართალია ჰანა- ამატებს ბექიონი. ქვევიდან მზერას ვაპარებ მისი სახისკენ. მისი ეს ღიმილი მთელს სხეულს მითბობს და მეც ღიმილით ვპასუხობ,რომელიც მოსაცმლის შიგნით იმალება.
- წავედით - ისმის ჯონგინის ხმა ისე ჩვენ არც გვიყურებს. მისკენ მივდივარ უკან კი ბექიონი მოგვყვება.ჩასულებს ირგვლივ დაცვა გვეკვრება გარს.მალევე გავყავართ ბრბოდან და მანქანებში ვსხდებით.
***
მანქანის მინიდან ქალაქს თვალს ვავლებ. ყველაფერი ძალიან შეცვლილა. უფრო მეტი სიკაშკაშეა ქალაქში იმასთან შედარებით რაც ჩემს გონებას ახსოვს. ქუჩები გადატვირთულია. ბევრი ახალი შენობაც აღმოვაჩინე. იმდენად გავერთე ქალაქის თვალიერებით ვერც კი შევნიშნე როგორ შევიდა მანქანა ერთ -ერთ დასახლებაში და სამ სართულიან პატარა სახლთან გაჩერდა.
ბიჭებთან ერთად მეც შევდივარ სახლში. შიგნით რამდენიმე ადამიანი გვხდება. ძლიერი ტკაცუნის ხმა ისმის და ირგვლივ ფერადი ფურცლები იყრება.
- გილოცავთ დაბრუნებას- ყვირიან ერთხმად და შემდეგ სათითაოდ ბიჭებს გულში იხუტებს ხანში შესული კაცი. მას კი ბიჭების ოჯახის წევრები ცვლიან. მაგიდა სავსეა სხვადასხვა საჭმელებით შუა ცენტრში კი ტორტი თავმომწონედ იკავებს ადგილს. ტორტი, თბილი გარემო, მიმოფანტული ფერადი ფურცლები ჩემს უკანასკნელ დაბადების დღეს მაგონებს. არ მინდა ბიჭებს ბედნიერი ღიმილი სახეზე ჩამოვაშორო და მალულად ვიწმენდ ლოყიდან ცრემლს.
- რა მოხდა? - ბექიონი ჩემთან ახლოს მოდის.თვალებში მიყურებს და პასუხს ელოდება. როგორც ჩანს არც ისე ჩუმად გამომივიდა ჩემი სევდის გადაგდება.
- არაფერი უბრალოდ იმდენად თბილი გარემოა ჩემდა უნებურად ცრემლები მომადგა. სიხარულისგან - ვამატებ და მეტი დამაჯერებლობისთვის ღიმილსაც ვაყოლებ.პირს აღებს რაღაცის სათქმელად თუმცა ხანში შესული კაცი იჭრება ჩვენს სივრცეში.
- თქვენ ხართ ჰანა?- თბილად იღიმის და ხელს მიწვდის.
- დიახ. კანგ ჰანა- ხელს ვუწვდი მეც ჩამოსართმევად. მკლავებში შემალულ ხელს უცებ გარეთ ვწევ.
- მე ლი სუმანი ვარ. იმ კომპანიის მფლობელი სადაც ბიჭები არიან.იქ მომხდარის ბევრი არაფერი ვიცი თუმცა როგორც ბიჭებმა თქვეს ისინი სიკვდილს გადაარჩინეთ. უაღრესად მადლობელი ვარ.
- ისეთი არაფერი გამიკეთებია. პირიქით მადლობა, რომ მაძლევთ უფლებას ცოტახნით შეგაწუხოთ.- როგორც მჩვევია ყურს უკან თავს უხერხულად ვიფხან.
- რამდენი ხანიც დაგჭირდებათ- მკლავებში ხელებს მხვევს - რაც არ უნდა დაგჭირდეთ შეგიძლია მითხრა.
- მადლობა - მორცხვად ვუღიმი. ის კი გულში მიკრავს. როგორც მოსვლისას ბიჭებს იხუტებდა. ბექიონის სახეს თვალს ვავლებ. კმაყოფილი გვიყურებს.
- ბექიონ - მშორდება.მათვალიერებს და მას უბრუნებდა.- ხვალ ვინმეს გამოვგზავნი და საყიდლებზე წაიყვანენ- სანამ უარს ვიტყვი მანმადე ეთანხმება.
- კარგით ბატონო ლი- მზერას ისევ მე მიბრუნებს. თავს გვერდით ხრის და საყვარელად იღიმება. ბატონი ლი ორივეს ხელს გვკიდებს და მაგიდასთან მივყვავართ.
***
საწოლი ზედმეტად ფუმფულა და კომფორტული იყო. ვერაფრით დავიძინე. ადგილი ჩემთვის რაფასთან გამოვნახე. თავი მინას მივადე და ცას ავხედე. აქედან ზედმეტად შორსაა ვარსკვლავები. ისე შორს,რომ მათი სიკაშკაზე ისეთი თვალის მომჭრელი აღარ არის,როგორც ჩემს კუნძულზე.
ბიჭების მშობლების თბილი, მოსიყვარულე თვალები მახსენდება. როცა ბატონმა ლიმ ჩემი თავი წარუდგინა. თითეული სათითაოდ მოდიოდა და გულში მიკრავდა. ყველა იმდენად თბილი იყო ჩემს მიმართ თითქოს ყველა ტკივილი დამავიწყდა დროებით სანამ მარტო არ დავრჩი საკუთარ თავთან.
როდის ჩამეძინა არ მახსოვს. კარებზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა. სეჰუნმა თავი მანამდე შემოყო ვიდრე პასუხს გავცემდი.
- დილა მშვიდობისა ჰანა- უცებ შეშდება ცარიელ საწოლთან.
- აქ ვარ - სიცილით ვეუბნები და თხელი გადასაფარებლიდან ხელს ვსწევ.თან მიკვირს მისი არსებობა ჩემს სხეულზე. "ალბათ დავიფარე და არ მახსოვს " სწრაფად ვფიქრობ და ისევ სეჰუნს ვუბრუნდები. რომელიც ჩემსკენ მოდის.
- უცებ რომ ვერ დაგინახე შემეშინა.- როგორც ჩვევია ფართოდ იღიმება. - ბატონმა ლიმ შენთვის გამოგზავნაა გოგოები მაღაზიებში გაგატარებენ - ხელები ერთმანეთს შემოკრა და გაბადრული სახე მიიღო. - მიყვარს შოპინგი ნეტა მეც მოვდიოდე,მაგრამ არაუშავს სხვა დროს წამოგყვები. ახლა კი ადექი და გაემზადა - აქამდე მის მხარზე გადაკიდებულ ნაცრისფერ სპორტულებს მაწვდის. მათთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია ახლა ვხვდები რისთვისაც იყო.
- მადლობა სეჰუნ.- სპორტულებს ვართმევ და ზედ დავყურებ მაინტერესებს ვისია თუმცა ამ კითხვას არ ვსვავ.გაღიმებული ტოვებს ჩემს ოთახს. მე კი ახალ პრობლემასთან ვრჩები. აბაზანაში დასაბანად შევედი. კუნძულზე ყველაფერი მარტივად იყო მდინარე და მისი ჯანი. პრინციპში თავიდან იქ შეგუებაც გამიჭირდა ახლა კიდე აქ.
სეჰუნის მოტანილ სპორტულებში ვეწყობი. გასვლისას სარკეში ვიხედები. არ მეგონა თუ ასე გამოვიყურებოდი. ბოლოს სარკეში პატარა ბავშვი დავინახე ახლა კი გოგონას ვხედავ და არც ისე ცუდად გამოვიყურები. ჩემი კანის ფერი ბიჭებისგან განსხვავებით ცოტათი მუქია. კანის ფერზე ისევ ჯონგინი მახსენდება. თითქმის ვგავართ კიდევაც. არა მე მასზე კიდევ ოდნავ მუქი ვარ. ჩემივე ფიქრზე მეცინება. შემდეგ მზერა ჩემს თმაზე გადამაქვს,რომელიც ისევ გაჩეჩილია თუმცა ახლა უფრო რბილი და დამყოლია. საკუთარი თავის თვალიერებას ვრჩები და მისაღებში გავდივარ. იქ ორი გოგონა დგას და ჩენს რაღაცაზე ესაუბრებიან მხიარულად. გვერდით დივანზე ლეი და ჩანიოლი სხედან, ტელეფონში რაღაცას ჩაჰყურებენ და თან სიცილით იგუდებიან. ზურგს უკან ბექიონის ჩუმი ხმა მწვდება.
- დილა მშვიდობისა. როგორ გეძინა? - ამას ისეთი ტემბრით ამბობს მთელი სხეულში დენივით მივლის.
- კარგად - ვუღიმი და მზერას ბიჭებისკენ ვაბრუნებ. ყველა მე მიყურებს. თავს უხერხულად ვგრძნობ. გოგოები მიახლოვდებიან და მეცნობიან.
- მე ჩოი სუონი ვარ. ბიჭების ერთ ერთი მენეჯერი. ეს კი ჩემი ასისტენტია ლი იონგშინი.- ორივეს ხელს ვართმევ.
- კანგ ჰანა. სასიამოვნოა.
- თუ მზად ხართ მაშინ წავიდეთ - სუონი თავაზიანად ხელს გასასვლელისკენ იშვერს. ბიჭებს მზერით ვემშვიდობები და მათ მივყვები. გზაში იმაზე ვფიქრობ დანარჩენები სად იყვნენ.განსაკუთრებით ჯონგინზე ვფიქრობ. გუშინაც დიდიხანი არ გაჩერებულა სუფრასთან და მალევე გაქრა. დღესაც არსად ჩანდა.
ერთდროულად იმდენ რამეს ადებდნენ ხელს თავბრუ დამეხვა. არც ბავშვობაში ვყოფილვარ დიდად შოპინგის მოყვარული. თან ირგვლივ იმდენი ხალხი ტრიალებს სუნთქვა მეკვრის. უბრალოდ ვთხოვე მალე აერჩიათ ყველაფერი და მალე დავბრუნებულიყავით. ტანზე შავი ჯინსის შარვალი, ზედ თეთრი პერანგი მომაცვეს. ფეხზე კი დაბალ ძირიანი ფეხსაცმელი ავარჩიე,მიუხედავად იმისა,რომ სუონი მაღლებს მაძალებდა. ჩემი უარის მიუხედავად ბევრი რამე იყიდა მაინც ჩემთვის. საერთოდ რისთვის წამოვედი თუ მაინც მას უნდა ეყიდა. თვალებს ვატრიალებ ისე, რომ არავინ შენიშნოს.
***
სახლში პარკებით დატვირთული შევდივარ. გოგოები აღარ შემოსულან. ვფიქრობ უკმაყოფილონი არინ ჩემით. პარკებით დატვირთული მისაღებში შევდივარ უჩვეულოდ სიწყნარეა სახლში. ყურადღებას შემოსასვლელი კარების ხმა იქცევს იქეთ ვიხედები. ჯონგინი შემოდის და დიდი სისწრაფით ჩემსკენ მოემართება.
- ჯონგინ - შეშინებული შევყურებ.
- ჰანა - ამბობს და უცებ იღიმება. გულზე მეშვება. ისეთი სახით შემოვიდა მეგონა რამე მოხდა.- უნდა წავიდეთ- ხელს ხელზე მკიდებს და კარებისკენ მექაჩება. პარკებს იქვე ვტოვებ და მას მივყვები.
- სად მივდივართ? - მანქანაში ჩასხდომის შემდეგ ვკითხულობ.
- იქ სადაც მთელი გულით გინდა - ამბობს და ძრავას რთავს. მანქანას ადგილს წყდება მე კი სკამზე ვიყინები.
- ჯონგინ ჯერ სიკვდილი არ მინდა - ვჩურჩულებ ჩემთვის თვალებ დახუჭული. უცებ სიჩქარე ვარდება.
- მაპატიე უბრალოდ მინდა მალე მიგიყვანო.- თვალებს ვახელ და მას ვუყურებ. მომღიმარი მზერას ჩემიდან ისევ გზას უბრუნებს და ნელი სვლით განაგრძობს გზას. ფანჯარას ვუწევ და ახლა დღის სინათლეზე საშუალება მეძლევა ქალაქს თვალი შევავლო.
***
ჯონგინი

იმ დღის შემდეგ რაც ჰანა გავიცანი შევიცვალე,თან ძალიან. ადრე არავისთვის ასე არ შემიხედავს. ალბათ იმიტომ, რომ არც შემხვედრია ერთდროულად მასავით სუსტი და ძლიერი პიროვნება. ხანდახან პატარა ბავშვივით იქცევა აი მაგალითად ახლა როცა ფანჯრიდან იყურება და პატარა ბავშვივით უხარია. ხანდახან კი ისე ძლიერია. მის ადგილას ბევრი ამას ვერ გადაიტანდა ასე ადვილად. თუმცა არც მას უადვილდება. ცხოვრებაში პირველად ვიღაცის დაცვის და ბედნიერების მინიჭების სურვილი გამიჩნდა. ვხდები, რომ ბექიონი მოსწონს, მაგრამ არ ვაპირებ ამის გამო ხელი ავიღო ჩემს ჩანაფიქრზე. მისი დაკარგული საათი მე მაქვს. იმდენჯერ მინდოდა მიმეცა, მაგრამ ხან რა მიშლიდა ხელს და ხან რა. უფრო სწორად ჩემი ბრაზი მიშლიდა ხელს. გუშინ საათის უკეთ თვალიერებისას პატარა დეტალს წავაწყდი. წვრილი წარწერა "სიყვარულით ჰიუნვოს ჰერიმისგან." მის ოთახში შევედი ისევ მინდოდა მისთვის მიმეცა თუმცა უკვე ფანჯრის რაფასთან ჩაძინებული დამხვდა. საწოლიდან პლედი ავიღე და მივაფარე. მძინარე კიდევ უფრო ლამაზია. ჩამეღიმა და ისე დავტოვე ოთახი ვითომც იქ არ ვყოფილიყავი. დილიდან კი ქალბატონი კანგის ადგილ სამყოფელის გაგებას შევუდექი. დღეს უპატრონო ბავშვების თავშესაფარში აპირებდა მისვლას. სწორედ იქ მიმყავს ჰანა და ვიცი რომ ეს მისთვის რთული და ამავე დროს ძალიან ემოციური იქნება, მაგრამ მინდა რაც შეიძლება მალე შეხვდეს დედას და მისი ტანჯვა დასრულდეს. ბავშვებით სავსე ეზოში შევდივართ.
- აქ რა გვინდა?- ამბობს როცა მანქანას ვაჩერებ.
- გავიგე,რომ დედაშენი აქ აპირებს დღეს მოსვლას - არც ისე ფრთხილად ნათქვამი გამომდის. ნერვიულად აქეთ- იქეთ იწყებს ყურადღებას.
- ჯონგინ მე... მე ასე უცებ არ ველოდი, რომ ვნახადი.- თვალებში ცრემლები უდგება და ეს საშინლად მძიმედ მაწვება გულზე.-ჯერ ადრეა. მგონი არ ვარ მზად შევხვდე.- მისკენ ვიწევი და ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ვწმენდ. ვცდილობ გავიღიმო და დავამშვიდო.
- 12 წელია იცდი და მასთან შეხვედრას ელოდები. ვფიქრობ, რომ უკვე გვიანიც კია.
- ჯონგინ... - ნერვიულად ისრესს ხელებს. ხელებზე ხელს ვადებ და აღარაფრის თქმის საშუალებას არ ვაძლევ. ჯიბიდან საათს ვიღებ და მას ვუწვდი.
- ეს მაშინ მოგძვრა,როცა სიგნალის გასაგზავნად მივდიოდით. მინდოდა მანამდე მომეცა,მაგრამ დამავიწყდა- ვცრუობ, რადგან ნამდვილ მიზეზს ვერ ვეტყვი. ცრემლიანი თვალები უბრწყინდება.
- მეგონა დავკარგე - მართმევს და თითებით საათს ეფერება.
- განსაკუთრებული საათია.
- კი ასეა რადგან მამას ეკუთვნოდა. დედამ აჩუქა ქორწინების წლისთავზე- ეღიმება და აცრემლებულ თვალები საათიდან ჩემზე გადმოაქვს.
- არა მხოლოდ მაგიტომ. მანდ პატარა სამალავია ძვირფასი ადამიანებისთვის- ვერ ხვდება რას ვამბობ. ვერც მე მივხვდებოდი შემთხვევით,რომ არ მენახა თვალიერებისას. საათს ვართმევ და უკანა ხუფს ვხსნი,სადაც პატარა სურათია ჩამაგრებული. სურათზე ჰანა და მისი მშობლები არიან გამოსახული. ისევ იწყებენ ცრემლები მის ლოყებზე დენას,თუმცა ამჯერად ეს მათი ერთად ნახვით გამოწვეული სიხარულის ცრემლებია.
- მადლობა - ამბობს და უცებ მეხვევა. იმდენად მოულოდნელად მეხვევა და მალევე მშორდება. ვერც გააზრებას ვასწრებ და ვერ ამ მომენტით დატკბობას.- წავედით - ცრემლებს იწმენდს და მანქანიდან მხიარულად გადადის. ჯერ კიდე გაშტერებული გონს მოვდივარ და თავზე კეპკას ვიკვეხებ, სათვალეებს ვირგებ და მანქანიდან გადავდივარ.
თავიდან წყნარად იდგა და ბავშვების ცელქობას უყურებდა,თან მოუთმენლად ელოდა დედის გამოჩენას. პატარები ყოველთვის გრძნობენ,როცა ღელავ. პატარა გოგონა მასთან მოიჭრა და მათთან სათამაშოდ წასასვლელად უბიძგა. ყოყმანობდა, თუმცა მაინც გაყვა. და აი ახლა ვერ გაარჩევ რომელი უფრო მეტი ბავშვია. მის საქციელზე ჩუმად ვიცინი და კიდევ უფრო მიხარია, როცა მის სახეზე გულწრფელ ღიმილს ვხედავ.
ეზოში სამი მანქანა შემოდის და ცენტრალურ შესასვლელში ჩერდება. მანქანის დანახვისას ბავშვები თამაშს თავს ანებებენ და იქეთ გარბიან. ჰანა ჩერდება და მანქანიდან გადმოსულს ქალს შეჰყურებს. დაცვის წევრები მანქანიდან პარკების გადმოტანაში ეხმარებიან თვითონ კი სათითაოდ იხუტებს ყველა პატარას. ჰანა ნელი ნაბიჯით იქეთ მიდის. მის სახეზე ერთდროულად იმდენი ემოციაა ძნელია თქვა რას განიცდის. გვერდით მივყვები და მეშინია ემოციების მოზღვავებისგან ცუდად არ გახდეს. ახლა კი ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა მეჩქარა. საბავშვო ბაღის ეზო შენობიდან გამოსული მასწავლებლებით ივსება. ჰანას დედას ყველა თბილად ხვდება სხვანაირად არც წარმომედგინა დედამისი.
- რა ლამაზია- ჰანას ჩურჩული მესმის.
- დეიდა ნახე ჩვენ სტუმარი გვყავს- ერთ- ერთი პატარა გოგონა ჰანაზე უთითებს.
- გამაცნობ მას?- ქალი პატარასკენ იხრება,ლოყაზე ეფერება.პატარა მას ხელს კიდებს და ჰანასკენ მოყავს. დედამისი მისკენ მოდის ის კი ადგილზე იყინება.
- ყველაფერი კარგად იქნება - ვჩურჩულებ.ფრთხილად ვეხები ხელით მარცხენა ხელზე,სანამ ქალბატონი მოუახლოვდება.
- არც მას ყავს დედა ჩვენსავით- პატარა დაღონებული ამბობს.ამის გაგებისას ქალს სახეზე ტკივილი ესახება ისევე როგორც ჰანას. ხელზე ხელს მიჭერს. თუმცა ჰანას სითბოთი აღსავსე მზერით შეხედა და ხელი გამოუწოდა.
- გამარჯობა. კანგ ჰერიმი - ჰანა მის გამოწვდილ ხელს უყურებს და ნელი მოძრაობით თავისას სწევს.- ნუ გეშინია არ ვიკბინები- იცინის ქალბატონი. ჰანა სრულიად მას გავს,როცა იცინის. თვითონ ართმევს ხელს თამამად.
- მე ჰა...- სათქმელს ეზოში შემოჭრილი მანქანა არღვევს და ყველას ყურადღება იქეთ არის მიპყრობილი მათ შორის ჩემი და ჰანასიც. მანქანიდან გოგონა გადმოდის. ჰანას ასაკის დაახლოებით თუმცა სახეზე ეტყობა სრულიად საპირისპიროა. დაცვა იყოფა და ქალბატონს უახლოვდება. ჰანას და დედამისის ხელი ერთმანეთს წყდება.
- ჰანა - ბრაზმოკიდებული ამბობს ახლადმოსული გოგოს მიმართ. გაოცებისგან პირი მეღება.- რამდენჯერ გითხარი მანქანას სწრაფად ნუ ატარებ მეთქი.
- კარგი დედა მეტს აღარ ვიზავ- უცინის და ლოყაზე კოცნის ქალს მასაც მაშინვე ავიწყდება სიბრაზე და სახე ებადრება. აზრზე ჰანას მოვყავარ,რომელიც ჩემსკენ ბრუნდება მაისურზე მეჭიდება.
- ჯონგინ წამიყვანე აქედან გთხოვ- გული საშინლად მეკუმშება. მის თვალებში იმხელა ტკივილს ვგრძნობ ვერც კი ავღწერ. უცებ ძირს ეშვება. სწრაფად ვიკავებ, რომ ძირს არ დავარდეს. მასთან ერთად ვიკეცები. ჩემს ხელებში უგონოდ წევს და არ ინძრევა. სულ აღარ მახსოვს გარშემომყოფი ხალხი.
- ჰანა გონს მოდი! ჰანა- ვყვირი და მთელი სხეულში შიში მივლის. ვწყევლი საკუთარ თავს,რომ წამივიყვანე აქ. ვერ ვხდები აქ რა ხდება, თუმცა ერთი ვიცი მის ოჯახს აშკარად ვიღაც მწარედ დასცინის და ამით ჰანას ზიანს აყენებს.
- აქეთ წამოიყვანე- მესმის ხმა.მეც ხელში ვიყვან და შენობისკენ მიმყავს. ხელით ისევ მაგრად უჭირავს ჩემი მაისური. გული ისე საშინლად სწაფად მიცემს მგონია მკერდს გამოგლიჯავს და გარეთ გამოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent