შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები თავი 10


25-11-2016, 17:52
ავტორი Ano-Ano
ნანახია 1 812

ახალი წელი ყველასათვის დიდი დღესასწაულია, ამ პერიოდში თითქოს გწამს რომ ყველა შენს პრობლემას წარსულში ტოვებ და სიახლით და სიყვარულით აგრძელებ ახალს, ეს რწმენა კი ნებისმიერ ადამიანს ეხმარება ცხოვრების ახლიდან დაწყებაში, და ამასთანავე უკვე დიდი დღესასწაული იქმნება.
არც გოგოებისთვის ყოფილა გამონაკლისი ახალი წლის დადგომის სიხარული და მისი ალიაქოთი, თანაც ორგანიზაციაში გადაწყვიტეს რომ თავი ერთად მოეყარათ და პატარა საღამო გაეკეთებინათ, ერთად შეხვედროდენ ახალ წელს იმ ქალებთან ერთად ვინებმაც ნამდვილად ხელთავიდან უნდა დაიწყონ ცხოვება, და არა მხოლოდ ცხოვრება ბედნიერი ცხოვრება, ამისათვის კი ახალი წლის ღამე ნამდვილად მშვენიერი დასაწყისი გახლდათ, წინასწარ დაგეგმეს რა თქმა უნდა ყველაფერი, გააფორმეს, გაალამაზეს ოფისი, ეს რათქმა უნდა დიდ შრომასა და წვალებას ნიშნავდა, მაგრამ ამად ღირდა ყველაფერი, როცა ამდენი სასოწარკვეთილი ქალის თვალებში ბედნიერებას დაინახავ, ეს უკვე ის მომენტია როცა შენი მწუხარებაც გვერძე გადაგაქვს მეორე პლანზე, და ხარობ იმით რაშიც შენც მიგიძღვის წილი, ეს უბედნიერესი მომენტია და ამის განცდა უფრო და უფრო გიბიძგებს იმისკენ რომ რაც შეიძლება ბევრი ქალის თვალებში დაინახო მსგავსი ბედნიერების ნაპერწკალი, და მომავლის იმედი, მომავლისა რომელმაც ბედნიერება უნდა მოგიტანოს, ამის უნდა გწამდეს და გჯეროდეს სხვა შემთხევაში არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრება განაგრძო.
ალექსანრა სახლში სარკის წინ ტრიალებდა და ემზადებოდა ახალი წლის შესახვედრად. წითელი მაქმანებით გაწყობილი გრძელი კაბა მის სხეულს საუცხოო სილამაზეს და სისადავეს აძლევდა, მისი ოდნავ მოხსნილი ზურგი კი მის ქალურობას და სექსუალურობას უსვამდა ხაზს, მისი მაღლა აწეული თმები და წითელი პომადა, მოკლედ მზად იყო ახალი წელი მიეღო, ცოტა კი წყდებოდა გული რომ ელენესთან ერთად ვერ შეხვდებოდა რადგან უკვე გადაეწყვიტა რომ მშობლებთან ერთად შეხვდებოდა ელენე ახალ წელს, მაგრამ სამაგიეროდ მეორე დღეს აინაზღაურებდა დანაკლისს.ამ დროს თიკომ გადმოურეკა
-ალექს მზად ხარ?
-კი თიკო აი გამოვდივარ
-გოგოები საუცხოო ფორმაში იყვნენ ერთდროულად მივიდნენ ოფისში, ალექსანდრამ დემეტრეს სმს გაუგზავნა გილოცავ წინასწარ ახალ წელს, შეიძლება შემდეგ გამიჭირდეს მოლოცვა რადგან ხაზები გადატვირთული იყოს, ასე რომ დაგასწრებ, სიცილის სმაილით შემოიფარგლა და სტუმრების მიღებას შეუდგა.
მისდა გასაკვირად დემეტრეს პასუხი არ მოუწერია, ცოტა კი გაუკვირდა მაგრამ არ შეიმჩნია თანაც იცოდა რომ დღეს მორიგე იყო, უკვე გააპროტესტა მისი სამსახურეობრივი ვალი, მაგრამ სხვას ვერაფერს გააწყობდა, მისი პროფესია ეს იყო მუდამ ხალხის სამსახურში ყოფნა.
საღამო საუცხოოდ მიდიოდა,უამრავი ბედნიერი სახე, ერთმანეთის მიმართ მილოცვები, ნამდვილი ახალი წელი, სიხარულით და სიყვარულით სავსე, ყველას იქ მყოფს იმ წუთას დავიწყებული ჰქონდა მისი პრობლემები, ეს იყო უბედნიერესი ზეიმი, ბედნიერი თვალებითა და მომავლის დიდი იმედით.
-დიახ გისმენთ, ალექსანდრამ მობილურს უპასუხა, თანაც მეორე ყური ხელით დაიფარა რადგან სიმღერის ხმაში არაფერი ესმოდა.
-გამარჯობათ ალექსანრა ბრძანდებით?
-დიახ ვის ვესაუბრები? დაინტერესდა ალექსი
-იცით მე გამოგზავნეს თქვენს წასაყვანად შეგიძლიათ გარეთ გამობრძანდეთ?
-ალექსანდრამ ვერაფერი გაიგო, მოსასხამი მოისხა მის ახლოს მდგარ ლანას თვალით ანიშნა გავდივარო და ოფისი დატოვა
-გარეთ დემეტრეს მანქანა იდგა მის კართან კი ასაკოვანი სანდომიანი სახის მამაკაცი, რომელიც თბილად უღიმოდა ალექს, მამაკაცმა კარი გაუღო, ალექსანდრა ცოტა დაიბნა მაგრამ ამ კაცის გამოხედვით უკვე ხვდებოდა რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა, მანქანაში ჩაჯდომის თანავე თვალი მოჰკრა მანქანის სალონში დადებულ წერილს
-"მაპატია ალექს რომ არ მოგილოცე ახალი წელი, იცი რომ სიურპრიზების გაკეთება არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ ვისწავლო, ხომ გაგიგონია სწავლა სიბერემდეო, გოჩა ძალიან მაგარი კაცია მისი არ შეგეშინდეს გამოყევი არ ინანებ, შეხვედრამდე, გელი მთელი ჩემი არსებით."
ალექსანდრა ღიმილით გადაიკითხა ეს წერილი, ეხლაღა შეამჩნია რომ კითხვის დროს იღიმებოდა, მართლა ხდება სასწაულები ახალი წლის ღამეს ეტყობა ჩაილაპარაკა ჩუმათ და გზას გადახედა. ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ პატარა სახლს მიადგნენ რომელიც საახალწლო ნათურებით იყო გაფორმებული, მხოლოდ სიბნელეში რაც ჩანდა ეს იყო პატარა სახლი და ხმით მიხვდებოდი რომ აქ სადღაც ახლოს მდინარე მოდიოდა, საოცარი ჰაერი, თითქოს ყველაფერი დაწმენდილი იყო, ამ ყველაფერს კი ამინდიც ხელს უწყობდა პატარა თოვლის ფიფქები ჰარმონიულად ეცემოდა მიწაზე რაც ულამაზეს გარემოს კიდევ უფრო ლამაზს ქმნიდა, აი ეს ზღაპარიც მესმის, გაიღიმა ალექსმა.
კარების კარი გაიღო და დემეტრე გამოჩნდა, გოჩა მადლობა გაუღიმა ალექსანდრამ მამაკაცს და დემეტრესაკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით.
-რა სილამაზეა დემეტრე, ამას ნამდვილად არ მოველოდი, შენ როგორ უნდა თქვა რომ სიურპრიზების გაკეთება არ იცი ეს ნამდვილი ზღაპარია, აღფრთოვანებას ვერ მალავდა ალექსანდრა.
-ალექს შემოდი გაცივდები, დემეტრემ ხელი გაუწოდა და სახლში შეიყვანა.
სახლი ძველი ხისგან იყო აშენებული, შიგნით ყველაფერი სითბოს ასხივებდა, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, ულამაზესი ნაძვის ხე თავს იწონებდა კუთხეში და საახალწლოდ გაშლილი მაგიდა რომელზეც რომანტიკის ატრიბუტი ორი წითელი სანთელიც არ დავიწყებია დემეტრეს, ალექსანდრამ ირგვლივ მიმოიხედა, მე არ მეგონა თუ როდესმე ესეთ ზღაპარში შეიძლებოდა მოვმხვდარიყავი, ულამაზესია ყველაფერი შენ ნამდვილად შეძელი ჩემი გაოცება, ეს ნამდვილად ახალი წლის ბედნიერი ღამეა, ახალ წელს რაღაც ძალიან დიდი ოცნებები ხდება მე მჯერა ამის, ალექსანდრამ დემეტრეს გაუღიმა და მხურვალედ გადაეხვია მადლობა შენ ამისთვის შენ მე ეს ზღაპარი მაჩუქე
-ალექსანრა შენ იმაზე მეტის ღირსი ხარ ვიდრე ეს არის, შენ მე მთელი ჩემი სიცოცხლე გამილამაზე, და ეს ხომ მასთან შედარებით არაფერია, მოდი მაგიდასთან ვიცი რომ წითელი ნახევრად მშრალი ღვინო გიყვარს, ხომ ხედავ ნელ ნელა შენზე რაღაცეებს ვსწავლობ გაუღიმა დემეტრემ და ვნებიანად გადახედა ელექსს.
-შენ ნელ ნელა კი არა მე ვფიქრობ უკვე ყველაფერი იცი ჩემს შესახებ, აი მე კი თითქმის არაფერი, რადგან შენ ყოველ ჯერზე ახდენ ჩემს გაოცებას და ამას საზღვარი არ აქვს
-მე შენ შეგპირდი რომ ყველაფერი იქნებოდა ლამაზი, ყველაფერი იქნებოდა ოცნების მსგავსი ან მასზე უფრო ლამაზი და აღმატებული და მე არ მაქვს უფლება ეს არ შევასრულო, ნეტავი იცოდე ალექს როგორ მიყვარხარ, უკვე გრძნობა დაარქვა ალექსისადმი იმ ლტოლვას, იმ გრძნობას, რომელიც მასში იზრდებოდა და ბედნიერებით ავსებდა, ამ ყველა ემოციას თავი ერთად მოუყარა და გადაწყვიტა საბოლოოდ ალექსანდრასთვის ეთქვა, ბევრი ფიქრიც არ დასჭირვებია რადგან უკვე იცოდა რომ ეს ქალი მთელი არსებით გაგიჟებით უყვარდა, და ისიც იცოდა რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის რომ მასაც ისეთივე თბილი გრძნობებით ეპასუხა.
-შენ მე გიყვარვარ? ალექსანდრა ცოტა დიაბნა, რათქმა უნდა იცოდა რომ ეს გრძნობები რომელსაც დემეტრე გადმოსცემდა და მასთან მიჰქონდა უბრალო გატაცებაზე ბევრი იყო, მაგრამ რატომღაც ესე უცებ არ მოელოდა დემეტრესგან ამ ამბის აფიშირებას.
-ხო ალექს, განა რამე გასაკვირია რომ შენნაირი ქალი მიყვარდეს? სუფთ სულით და სუფთ გულით, ულამაზესი თვალებით, მე შენს თვალლებში შენს სულს ვხედავ ალექს, შენს მუდამ აწყლიანებულ თვალებში რომელიც მუდამ მზად არის დახმარების ხელი გამოგიწოდოს, ეს არ არის ცოტა, მე შენ მთელი არსებით მიყვარხარ და ამის თქმა არასოდეს არ მომბეზრდება, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ შენ ბედნიერი იყო
-ალექსანდრას ცრემლები მოადგა თვალებზე, ეს ისეთი თბილ სიტყვებია, ეს წუთები კი თავბრუდამხვევი, ის ბედნიერების ზენიტში იყო, თვითონაც უკვირდა ესეთი მდგომარეობა, მაგრამ ფაქტია რომ ბედნიერი იყო, იმის გააზრება რომ ვიღაცის სითბო იგრძნო ეს ისეთი მონატრებული შეგრძნება იყო, ვიღაც რომ თვალებში გიყურებს და სიყვარულს გიხსნის, თანაც ისე რომ მის სიტყვებში ოდნავ ეჭვსაც კი ვერ შეიტან ეს ისეთი გრძნობით არის გადმოცემული, როცა მის თვალებში ხედავ იმ ერთს რომელიც შენ ბედნიერ მომავალში გასასვლელი კარის გასაღებს გაძლევს და ამას მთელი სიყვარულით და ემოციით აკეთებს ამაზე უფრო ძვირფასი გრძნობა არ არსებობს. ეს არის ის მომენტი როცა თვლი რომ შენ ხარ ქალი, შენ ხარ სუსტი მასთნ ყოფნის დროს და ეს სისუსტე გიხარია და გაბედნიერებს, ალექსანრა ემოციები მოზღვავების ზღვარზე იყო, დემეტრესკენ გადაიხარა და მხურვალედ აკოცა, ამ კოცნაში მან ჩაატია მთელი მისი გრძნობები და ემოციები, თითქოს დრო გაჩერდა, სამყარომ ამ ორისთვის დაიწყო მხოლოდ არსებობა, ბედნიერი წუთები რომლის დაჭერა არც ისე მარტივია და ეს შენს თავში უნდა ეძებო, საკუთარი თავი მიიყვანო იმ ზომამდე რომ ბედნიერების ეს ჰორმონი გამოიმუშავო, ეს წუთები ორივესთვის რაღაც ახლის დასაწყისი იყო, რაღაც ახლის რომელიც მხოლოდ ბედნიერებას ასხივებდა
-მე არ ვიცი რა გითხრა დემეტრე, მოსწყდა მის ბაგეს რომელიც ესე ტკბილი მოეჩვენა, მე მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრა შენ მე მაბედნიერებ და ეს ყველა სიტყვაზე ყველა საქციელზე მეტია.
-ალექსანდრა ჩემო ალექსანრა როგორ მიყვარხარ, იცოდე მე არაფერს არასოდეს დაგაძალებ ყველაფერი როგორც შენ გინდა როცა გინდა მაშინ მოხდეს, მე მხოლოდ მოგცემ არჩევანის საშუალებას და გაიძულებ თავი ყველაზე ბედნიერ ქალად იგრძნო, დამიჯერე ეს ღამე ეს ახალი წელი ამის დასაწყისია ჩემო გოგო. დემეტრე მხურვალედ ჩაიკრა ალექსანდრა რომელსაც ორი წუთის წინ აღებული კოცნის ინიციატვის გამო ლოყები შეწითლებოდა, პირველ კლასელი ბავშვის მსგავსად.
ის ღამე, ცეცხლი ბუხარში, სიმყუდროვე,ცეცხლის ხმა რომელიც ორივე აგრძნობინებდა მათ შორის არსებულ მხურვალე გრძნობას, რომელიც არანაკლებ წვავდა და გიზგიზებდა, ალექსანდრა ბუხრის წინ დაგებულ ხალიჩაზე ჩამოჯდა ერთ მხარეს მისი წითელი ღვინო ედო მეორე მხარეს კი დემეტრეზე მაგრამ იყო ჩახუტებული, ესე იჯდნენ გაუნძრევლად ხმას არცერთი არ იღებდა ტკბებოდნენ იმ წამით და მომენტით რომლიც ესე ტკბილი და დასამახსოვრებელი იქნებოდა მათ ცხოვრებაში.
ესე ჩახუტებულებს ჩეძინათ, დილით თვალი თბილ ლოგინში გაახილა, იგრძნო სიმშვიდის და ბედნიერების სუნი, განცდა როცა თვალს ახელ და ბედნიერი ხარ ეს სულ სხვა შეუდარებელი განცდაა, ტანზე დაიხედა ისევ ის კაბა ეცვა, ალექსანდრას გაეღიმა ასე რომ ეძინა მის გამოსასვლელ კაბაში, ის რომ დემეტრე არ ჩქარობდა, არ აიძულობდა ალექსას რაღაც გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღებას ეს უკვე მისთვის როგორც ქალისთვის ბევრი იყო. წამოდგა და დემეტრეს დაუწყო ძებნა, ფანჯარაში გადაიხედა როცა სახლში ვერ იპოვა, დღის სინათლეზე ულამაზეს ადგილას აღმოჩნდა, ადგილი სადაც ალექსა იმყოფებოდა მართლაც ენით აუღწერელი სილამაზე იყო, მთებს შორის პატარა მდინარე და ამ მთის ძირში პატარა კოხტა სახლი, რა იდილიაა აქ დავრჩებოდი სამუდამოდ გაიფიქრა ალექსანდრამ და დემეტრესთან წავიდა, რომელსაც ეზოში მოჰკრა თვალი.
***
სასწარაფოდ ჩემთან გაჩნდი, არ მაინტერესებს მიზეზები, ეხლავე უნდა ამიხსნა სად ბრძანდებოდი ქალბატონო, არ ცხრებოდა თიკოს ხმა ტელეფონში.
-კარგი თიკო ნახევარ საათში შენთან ვარ, ოღონდ გთხოვ ნუ ბრაზდები
-გოგო როგორ არ გავბრაზდე შეგვატოვე ყველაფერი და გაიპარე გუშინ, მაგრამ ჯანდაბას თუ ღირდა შეიძლება გაპატიოთ
-ეს მრავალობითში რატომ?
-მე და ლანა ვართ ჩემთან სახლში, ბავშვებიც გამოიყვანა, ელენე წამოიყვანე და მოდი.
-კარგი ჩემო გოგო როგორც გითხარი ნახევარ საათში მანდ ვარ
გოგოებო არ ვიცი როგორ დავიწყო, არც ის ვიცი როგორ აგიხსნათ, რომ შეიძლება ბედნიერებისგან გავგიჟდე, მაგრამ ერთი ვიცი, ეს კაცი მაგიჟებს, რაღაც ისეთ გრძნობებს აღვიძებს ჩემში რაც აქამდე არასდროს არ მიგრძვნია, მოკლედ არ ვიცი რა მე ბედნიერი ვარ, ერთი ეს ზუსტად ვიცი, იცი გუშინ სიყვარულში გამომიტყდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა უბრალოდ ავდექი და ვაკოცე, უცებ მომინდა ყველაზე მეტად რომ მეკოცნა
-ტუჩებში? დაინტერესდა ლანა.
-ხო გოგო აბა სად ვაკოცებდი ეხლა, გადაიკისკისა ალექსანდრამ
-გოგო ეხლა შენ მითხარი სექსი გქონდათ? თიკომ ინტერესის თვალებით გახედა დაქალს
-გოგო შენ ვერ ხარ ხო, რა სექსი რა იყო დაფეთებული კი არ ვარ, ჯერ ერთი და მეორეც მე არ ვარ ჯერ მზად რომ ეს ნაბიჯი გადავდგა, არა გამორიცხულია თიკო.
-მოიცა ერთი კაცს შენი ინიციატივით აკოცე და ეხლა დიდი ამბავი, თან ეგეთი რომანტიკული ღამე, ყოჩაღ დაო დემეტრეს მაგრად მოუთმენია, კაცი ვარო მაგან უნდა თქვას.
-მაგრად ვიხალისე დილით ჩემი გამოსასვლელი კაბით რომ მეძინა ლოგინში, სადღაც გულში ძალიან გამიხარდა, არაფერს არ მაძალებს უნდა ყველაფერი მშვიდად და თავის დროზე მოხდეს, იცი ხვალ მის ოჯახში მივდივარ, დემეტრეს მამა არ ჰყავს მხოლოდ დედა და უნდა რომ გავიცნო.
-ოჰო ეს უკვე სერიოზული გადაწყვეტილებაა ალექს, ლაპარაკში ლანა ჩაერთო, ანუ რადგან კაცი ოფიციალურად გაცნობს მის ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით დედას ეს იმას ნიშნავს რომ მეორე კვირაში ხელს გთხოვს
-არა რა ხელს მთხოვს ლანა ჯერ ადრეა, ჯერ მე უნდა ჩამოვყალიბდე, ჯერ ისედაც ერთი თვეა რაც წესიერად ვიცნობ ხომ არ გაგიჟდი, ისე ეგ მეც მაშინებს რაღაც ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ ვართ პატარა ბავშვები და ხომ იცი არ გვჭირდება ბევრი ლაპარაკი, და თან რადგან მთხოვა მინდა დედაჩემი გაგაცნოო უარი აღარ მითქვამს.
-ნუ შეიძლება ქართველი კაცის კომპლექსი აქვს და ამიტომაც უნდა დედამისს შენი თვი ანახოს
-რა სისულელეს ამბობ ეხლა თიკო ესე რომ იყო შვილიან ქალს არ დაუწყებდა სიყვარულის ახსნას და გარდა მაგისა ოჯახს არ გააცნობდა და პირველივე შანს გამოიყენებდა იმისათვის რომ დაეკერა და ლოგინში ჩაეწვინა.
-ხო მართალი ხარ მაგაზე არ მიფიქრია, ეგ ჩემო ალექს მემგონი პრინცია და მალავს გადაიკისკისა თიკომ და ბავშვებს გახედა მეორე ოთახში რომლებმაც უკვე ზედმეტად ხმაურით აიკლეს სახლი.
გოგოები საღამოს დაიშალნენ, ალექსანდრა და ელენე სახლში დაბრუნდნენ, ხვალინდელ შეხვედრაზე დემეტრეს დედასთან ცოტა ნერვიულობდა, მაგრამ გადაწყვიტა დემეტრესთვის დაერეკა და ტკბილი ძილი ესურვებინა და დაეძინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა თითქოს იგრძნოო თვითონ დაურეკა ალექს მოიკითხა, გაახსენა ხვალინდელი დღის გეგმა და დაემშვიდობა
დილით უკვე ნერვიულობდა ან რა იყო სანერვიულო, მაგრამ მაინც ჰქონდა თავისებური ნერვული განცდები, დემეტრემ ორი საათისთვის გამოუარა და ალექსანდრა წაიყვანა
-მე არასდროს მითქვამს ალექს მე მგონი ჩემს ოჯახზე, ხო მამა იცი რომ გარდაცვლილი მყავს, მხოლოდ დედა და და, დედა და ჩემი და ერდ ცხოვრობენ, ჩემი სიძეც, დედამ ესე მოისურვა როცა მე გადავედი ცალკე საცხოვრებლად ჩემი და გადმოვიდა მამისეულ სახლში, არ უნდოდა დედას მარტო ეცხოვრა,ეს უბრალოდ მოიმიზეზა თორემ ისე თვითონ არ უნდოდა მარტო ცხოვრება ჩაიცინა დემეტრემ, იცი რა ჯიგრები არიან აი ძალიან მოგეწონება.
-მე მჯერა შენი გამზრდელი დედა რომ ძალიან მაგარი ქალი იქნება დემე, ალექსანრამ თბილად გაუღიმა.
მანქანა ქალაქის ცენტრში ერთ ერთ სახლთან გაჩერდა, სახლი ლამაზი დიდი ეზოთი, ნამდვილ სიმყუდროვეს და ჰარმონიას ქმნიდა,
-ვფიქრობ ოჯახის წევრებს ძალიან გიყვართ ბუნება, ალექსანდრამ გადახედა დემეტრეს და გაუღიმა
-კი ალექს ნამდვილად, განსაკუთრებით დედაჩემ. დემეტრემ კარი გაუღო და სახლში შეიპატიჟა
ალექსანდრა თვალებს არ უჯერებდა როცა კარები გაიღო და იქედან უკვე კარგად ნაცნობი სახე დაინახა, რომელიც ისევ ისე უღიმოდა ცოტა გაოცებული სახით რადგან აქ მის ნახვას არ მოელოდა, ეხლა გაახსენდა ალექსანრას თუ ვის აგონებდა დემეტრეს ღიმილი, სახლის კარებში ალექსანრას ნინო შეეგება მისი ფსიქოლოგი რომელიც როგორც ადრე ეხლაც ისე მშვიდად და ბედნიერი ღიმილით უცინოდა, ოღონდ ეხლა როგორც მისი შვილის შეყვარებულს და არა როგორც პაციენტს.



№1 სტუმარი Guest Inga

Dzalian kargia, male dade ra axali? ? ? ? ....

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა.გიორგიც ძალიან შემეცოდა , მესმის რომ ღალატი საშინელებაა, მაგრამ ერთ შანსს ყველა იმსახურებს მითუმეტეს რომ ძალიან ნანობდა თავის საქციელს.
ძალიან კარგად გადმოსცემ არ დააგვიანო იცოდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent