თბილისი, სიყვარულით "გამთბარი" ადამიანები.
საღამოა. ალბათ თორმეტი დაიწყო. ეს ის დროა როდესაც თბილისი სიცივისგან იყინება. ხალხი კი , რომელიც ქუჩაში უდარდელად მისეირნობს სიცივისგან ერთმანეთზე ჩახუტებულები დადიან , ზოგს მათი შურს და ზუსტად ამ შურში კლავს სიცივეს , ზოგიც სახლისკენ მიიჩქარის ,რადგან საყვარელი ადამიანი ელოდება. სახლში ცხვირ აწითლებულები მიდიან და შემდეგ თბილ ჩაის შეექცევიან... თბილისი საოცარია. მე მაგალითად ძალიან მიყვარს. მიყვარს მისი ქუჩები და ყველა ადგილი რომელთანაც რაღაც მაკავშირებს. შეიძლება სხვებს ჩემზე მეტად უყვარს ეს ადგილები მაგრამ ზუსტად ვიცი , მე სულ სხვა თვალით ვუყურებ აქაურობას. მიყვარს ღამე თბილისში. ის ღამე და მთვარის შუქი რომელიც მარწმუნებს რომ ულამაზეს ადგილას ვცხოვრობ. ის ღამე , როდესაც ცაზე უამრავი ვარსკვლავია , სადღაც კუთხიდან მთვარე მიყურებს და მთელ გზას ჩემთან ერთად გადის , რომელიც ყველგან მომყვება და არ მემალება , ლამპიონები რომელიც ქუჩას მინათებენ და იმ ბილიკზე წინ მხვდებიან რომელსაც გავდივარ. ხშირად მივუყრები თბილისის ქუჩებს , მაგრამ მეც არ ვიცი სად მივდივარ , უბრალოდ მივაბიჯებ და მგონია რომ ახალ ისტორიას გადავეყრები , თუნდაც ვნახავ ადამიანს რომელიც გამიღიმებს და თბილად გამომხედავს , ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა... ასევე არსებობენ ადამიანები რომლებიც მარტოობას ვერ გაურბიან , მიუყვებიან ამ ქუჩებს და გონიათ რომ მათ ტკივილს გაუმკლავდებიან. არც ცივათ , პირიქით თითქოს ეს სიცივე მათ ტკივილს ანელებს და ეს უხარიათ , მათი ცხვირი უკვე ლურჯ ფერს იღებს და იყინება , მაგრამ ეს საერთოდ არ ანაღვლებთ... კი მაგრამ ესე როგორ? ნუთუ მათ არ უნდა აინტერესებდეთ მომავალი , ესე გაცივდებიან და შემდეგ დღეები სახლიდან ვერ გავლენ! არა ესე არ შეიძლება! სისულელეა!.. მე ხომ ესე არ მოვიქცეოდი... აი ხედავ! აი იქ სკამებთან , გოგონა რომ ზის ზუსტად მასზე გელაპარაკები! თავი დახრილი აქვს და აშკარად ტირის! ნეტავ რა მოუვიდა? იქნებ უბრალოდ წაიქცა და ამის გამო ტირის?,, მაგრამ არა , რატომ ვლაპარაკობ ესე ბავშვივით! მე ხომ ვხვდები არა? მას ვიღაცამ აწყენინა და ჰგონია რომ აქ ჯდომით ყველაფერს გაუმკლავდება... მინდა მისვლა მაგრამ არ შემიძლია , მისგან მოშორებით ვდგავარ მაგრამ კარგად ვხედავ მის სახეზე მოთამაშე ემოციებს... როგორ მინდა მივიდე მასთან! მაგრამ ვერა, არ შემიძლია , მე ხომ ამ ამბის წერით ვარ დაკავებული... არადა როგორ სჭირდება ვინმე. ვინმე ვინც დაელაპარაკება , ეტყვის მხოლოდ სამ სიტყვას: "ყველაფერი კარგად იქნება"... თითქოს არაფერი მაგრამ ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს , ეს ერთი პატარა იმედის ნაპერწკალია რომელიც ყველა ადამიანში უნდა იყოს , სხვა შემთხვევაში ცხოვრებას აზრი არ აქვს... ნეტავ მას აქვს რამე იმედი?.. აქვს მის ცხოვრებას აზრი?.. ნეტავ ვინ აწყენინა?.. რა მოხდა?.. ვაიმე რა ცნობისმოყვარე ვარ! მაგრამ არა! მას დახმარება სჭირდება , ესე უბრალოდ ვერ დარჩება , ესე თავს გაინადგურებს... მე უნდა დავეხმარო მას! მაგრამ როგორ?!. მოიცა! მე ან მძინავს და ეს ჩემი სიზმარია , ანდაც მოვიწყინე და წარმოსახვაში გადავეშვი... ნეტავ რომელი?.. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს... უნდა გამოვასწორო! უნდა გამოჩნდეს ვინმე რომ გაამხნევოს!... უნდა გამოჩნდეს! მიდი ჩემო გონებავ დაიძაბე! მოდი ერთად ვუშველოთ ამ გოგონას!.. და... არის! მადლობა!.. სადღაც კუთხიდან შავებში ჩაცმული ახალგზარდა გამოვიდა , პარკი მოათვალიერა , იქვე მდგარი სკამისკენ აიღო გეზი... მაგრამ აი, თვალში ვიღაც უცხო მოხვდა და მისკენ მიტრიალდა , ქუდი გადაიძრო და დაძაბული მიაშტერდა , როდესაც გაიაზრა რომ გოგონა იყო და თან ტიროდა,მის გონაბაში ყველაფერი გადატრიალდა , რატომღაც მასთან მისვლა მოუნდა... ბარბაცით გაემართა მისკენ და ღიმილით მიუჯდა გვერდით... გოგონა იმდენად იყო ფიქრებში წასული , რომ ვერც კი შეამჩნია უცხო სხეულის მოახლოება. თავი ხელებში ჩარგო და გაჩუმა , თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა. ბიჭი კი არაფერს აკეთებდა , უბრალოდ იჯდა და უყურებდა. ეს მაღიზიანებდა! მე ხომ მხოლოდ დასასვენებლად არ მინდოდა მისი მოსვლა?.. ნუთუ ესე აპირებს ჯდომას? მიიჩოჩოს და დაამშვიდოს ,თორემ ამ გოგონას ტკივილი უკვე ჩემთვისაც აუტანელია! უეცრად გოგონამ თავი ასწია , თვალებზე ხელები გადაისვა და ცრემლები მოიწმინდა , თავი გააქნია და წამოდგომა სცადა , მაგრამ ჰაერში გაიყინა , ნელი მოძრაობით თავი მარჯვნივ გაატრიალა და თვალები მოჭუტა , ჯერ კარგად დააკვირდა , შემდეგ კი როდესაც გაიაზრა , რომ გვერდით მართლა ეჯდა ვიღაც უცხო შეშინებული მიიჩოჩა სკამის ბოლოში. ბიჭს გაეღიმა , გოგონას თვალი აარიდა და წინ დაიწყო ყურება , მის თვალებს რომ გაყოლოდით ვერაფერს იპოვიდით , სადღაც უსასრულობაში იყურებოდა და თვალს არ აშორებდა... -ვინ ხარ? - დაუფიქრებლად კითხა გოგონამ და თვითონაც გაკვირვებული დარჩა , საერთოდ არ იყო პირდაპირი , არც ძალიან კონტაქტური , ახლა უნდა ამდგარიყო და მას მოშორებოდა , მაგრამ ამის მაგივრად ლაპარაკი არჩია -როგორ ფიქრობ მიცნობ? - სარკაზმით ჩაილაპარაკა ახალგაზრდამ და გოგონას გამოხედა , მისი გაწითლებული თვალები მიანათა და გაეღიმა... გოგონა შეცბა. შეეშინა , უეცრად გაიფიქრა რომ ის ”დაბოლილი” იყო და უფრო შეეშინდა , მის გონებაში ათასმა აზრმა გაიელვა , მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო რომ ადგილიდან არ იძვროდა... ორივე ერთმანეთს უყურებდნენ და რაღაცას ელოდნენ , მეც ველოდი რაღაცას , რამე ხომ უნდა დავწერო არა?.. ესე არ გამოვა , უნდა ილაპარაკონ. მე კი თქვენ უნდა მოგიყვეთ... ვიცი ეს მხოლოდ ჩემი ფიქრებია მაგრამ ყველაფერი ძალიან რეალურია. მიდი შენც ვისაც ეს არ გჯერა , დახუჭე თვალები და შეეცადე ჩემთან ერთად ამ სამყაროში წამოხვიდე , გვერდით მომიდექი და ერთად მოვისმინოთ ამ ორი ახალგაზრას ტკივილით სავსე დიალოგი... -რომ გიცნობდე მგონი არც გკითხავდი - მზერა აარიდა გოგონამ და მიწას დააჩერდა , მის ფეხებს ქვეშ დაყრილ ფოთლებს მიაშტერდა და მოუნდა ისიც ერთი მათგანი ყოფილიყო , მხოლოდ იმიტომ რომ მათთან ერთად უმტკივნეულოდ დამჭკნარიყო - რატომ მომიჯექი გვერდით? რა გინდა? - გაახსენდა რომ მარტო არ იყო და მის თანმხლებს გახედა -დავინახე რომ ტიროდი , მგონი ცუდად ხარ და მომინდა დაგლაპარაკებოდი - მშვიდად უპასუხა ბიჭმა და შეეცადა გაეღიმა , მაგრამ ტკივილისგან სახე დაემანჭა და გოგონას მზერა აარიდა -და რატომ უნდა გენდო? - ერთი წამით გონებაში თანხმობა მისცა იმას რომ ყველაფერი მოეყოლა , გაეგო ვიღაც უცნობის აზრი , მაგრამ როდესაც ამას ფიქრობდა ცუდად მოხვდა სიტყვები ”ვიღაც უცნობის” , ამიტომ მგონი გადაიფიქრა -ჩვენ მხოლოდ დღეს შევხვდით ერთამანეთს , არც ხვალ გნახავ და არც მომავალში , თუ გინდა არ მესაუბრო, მაგრამ მე ვის უნდა ვუთხრა შენზე რამე? თან მგონია რომ ამ წამებში ისევე მჭირდება ვიღაც მე , როგორც შენ - თავი დახარა და სხეული დაეძაბა , ხშირად გადაისვავდა სახეზე ხელებს და ღრმად ჩაისუნთქვდა -საიდან შემატყვე რომ ვინმე მჭირდება? - გაეღიმა გოგონას და ის საშიში ფიქრები გონებიდან გაეფანტა , ეხლა აღარ იყო მისთვის ეს ბიჭი შეშლილი მანიაკი მგონი სულელია ეს გოგო არა? რას უყურებ შენ გეკითხები! -იცი მაშინ ჩუმად ვიჯდეთ კარგი? ისევ დახარე თავი და იტირე , მე ხელს არ შეგიძლი უბრალოდ გიყურებ და ჩემს პრობლემებზე ვიფიქრებ - ბიჭმა ხელი ჰაერში ასწია და გოგონას დაუქნია , საზურგეს მიეყრდნო და ცას ახედა გოგონა მას უყურებდა , ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო , ის მისთვის უცხოა და უძნელდება მისი ნდობა , მაგრამ მის გარშემო არავინაა ისეთი ვისაც გულს გადაუშლიდა , ყველას გამოექცა. თან ფიქრობს რომ სხვა გზა არ აქვს , უნდა მაგრამ უჭირს. ჩუმად ზის და უყურებს. იცი რას ცდილობს? მასშიც დაინახოს რამე ტკივილი მაგრამ ვერ ხედავს... ან არ სტკივა და ატყუებს , ან კიდევ ისე მაგრად მალავს რომ მის გარდა ვერავინ ხედავს. ამან დააინტერესა ჩვენი გოგონა. აი ერთმა წამმა და ერთმა გაფრენილმა ფიქრმა ბიჭთან საუბრის სურვილი გააღვიძა. -რა გქვია? - ძალიან მშვიდად და მორიდებულად დასვა მან კითხვა -გიორგი - დაუფიქრებლად უპასუხა ბიჭმა - შენ რა გქვია? - არ უნდოდა საუბარი დამთავრებულიყო, ამიტომაც შეუბრუნა კითხვა -მარიამი - გოგონას გაეღიმა , თავი გააქნია და თითები ნერვიულობისგან ერთმანეთში ახლართა. ნეტავ რა ანერვიულებდა? ის რომ ვიღაცამ აწყენინა თუ ის რომ მის გვერდით უცნობი ახალგაზრდა ზის. ბიჭს... თუმცა არა! მოდი სახელებით მივმართოთ... არა თუ ბიჭი და გოგონა , არამედ გიორგი და მარიამი. გიორგის ჩაეცინა , ალბათ ნაცნობმა სახელმა გაიჟღერა თბილისის ქუჩებში , არა თუ გაგონილმა , არამედ იმ სახელმა რომელიც მის გულში დიდ ადგილს მოიცავს... საინტერესოა. საინტერესოა , მეც კი დამაინტერესა მათმა დიალოგმა. შენ არა? მაშინ წადი! თუ არადა გვერდით იყავი , ჯერ კიდევ დიდი ამბის მოსმენა მოგვიწევს... -ღიმილი გიხდება , იცი საერთოდ მთვარის შუქზე ადამიანები ნამდვილები ჩანან , ისინი იმ ნაწილს ათავისუფლებენ რომელსაც მალავენ - მაკვირვებდა ამ ბიჭის მშვიდი საუბარი , რაღაცნაირად ლაპარაკობდა , თითქოს ყველა ტვირთი მოიხსნა და თავისუფლებას მიაგნო -და ჩემი ღიმილი გამოვაჩინე? - სიცილი დაიწყო მარიამმა და გიორგის გაბრწყინებული თვალებით გახედა -არა ეგ არ მიგულისხმია , შენ დილით შეიძლება იღიმი , მაგრამ ეხლა მთვარის შუქზე ტირი , დარწმუნებული ვარ ეხლა უფრო ლამაზი ხარ , ვიდრე დილით იქნები - მარიამს გახედა და გაუღიმა , მასში განსხვავებული რაღაც დავინახე , მის თვალებში თითქოს რაღაც ათამაშდა და გაანათა ის შავი , წითელი , წყლიანი თვალები - მგონი მე ის სიამოვნება მერგო ანგელოზი მენახა - თავი დახარა -მგონი სხვა უნდა იჯდეს აქ და მას უნდა ეუბნებოდე ამ სიტყვებს - ნაღვლიანად გაეღიმა მარიამს და გიორგისკენ მიტრიალდა , ფეხები სკამზე შემოდო და მის პროფილს მიაშტერდა ჰეი შენ! ხო შენ აბა მარიამს ხომ არ დაველაპარაკები? მე ვერ გავიგე და შენ მიხვდი რა იყო ეს სიტყვები? ვითომ ერთმანეთი მოეწონათ თუ?.. კარგი ხო განვაგრძოთ მოსმენა... -ალბათ ეგრეა, უნდა იჯდეს - დაეთანხმა გიორგი და ისევ უსასრულობას გახედა - მაგრამ რეალობა არასდროს ემთხვევა ოცნებას , თუ სიყვარული არა , გვერდით მეგობრობა და მხარდაჭერა უნდა იყოს , მართალია მე და შენ მეგობრები არ ვართ , მაგრამ ჩვენ უკვე ერთმანეთს ვენდობით - ნიშნისმოგებით , გამარჯვებულმა ჩაილაპარაკა ამ ბიჭმა და გაეღიმა , იცით ის მგონი მართლა დაბოლილია , რადგან მარიამისგან ჯერ ნდობა არ მიგრძვნია -ეს საიდან მოიტანე? - სიცილით იკითხა გოგონამ და უკვე ბედნიერს გაეღიმა მეც გამეღიმა! რადგან შევძელი... ის დავამშვიდე და ზუსტად ეს იყო ჩემი მისიაც!.. მგონი დროა წავიდეთ ხო? მე და შენ მათთან არაფერი გვესაქმება! კარგი რა! რა ცნობიამოყვარე ხარ!.. არ შეიძლება ესე , მაგრამ კარგი დაგიჯერებ. -არვიცი - დაუფიქრებლად უპასუხა გიორგიმ და თვალები დახუჭა , თავი მარიამისკენ მიატრიალა და მისივე მხარზე ჩამოდო , თან გოგონას უყურებდა -რამდენი წლის ხარ? - უეცრად თემა შეცვალა გოგონამ და გამაკვირვა , მე ველოდი რომ კიდევ ენაგლებოდა მაგრამ... კარგი რა მნიშვნელობა აქვს მე რას ველოდი -ოცდაორი - დაიბნა გიორგი და წარბები ასწია , ვერ მიხვდა ეს კითხვა რატომ დაუსვა, მაგრამ არც გასჩენია სურვილი ეს ეკითხა - შენ ? - ისევ ისე, მხოლოდ იმისთვის რომ საუბარი არ დამთავრებულიყო -მე ცხრამეტის - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მარიამმა - ნუ ოცის გავხდები მალე - იმის გამო რომ უფრო დიდი გამოჩენილიყო ბოლო სიტყვები დაამატა -პატარა ყოფილხარ! - გაკვირვებულმა უთხრა ბიჭმა - უფრო დიდი მეგონე - მხრები აჩეჩა მან -როგორ მაღიზიანებს ეს სიტყვები! შენნაირი ბიჭები! - ზიზღით ჩაილაპარაკა მარიამმა - გგონიათ, რომ დიდები ხართ და თქვენ გარშემო ყველა პატარები! სისულელეა! ბოლოს მაინც ხომ თქვენზე პატარები გიყვარდებათ? ისინი ვინც ერთ დროს ბავშვი იყო თქვენთვის , მაგრამ მერე რამე იცვლება? მაღიზიანებათ! პატარას მეძახი მე და შენ ჩემზე პატარა ტვინი გაქვს! - გაბრაზებულმა ყველაფერი თქვა რაც პირზე მოადგა , გიორგი დაბნეული უყურებდა , თან ეცინებოდა და ცდილობდა შეეკავებინა -აი რატომ ხარ პატარა! - თბილად გაეღიმა მას და ტუჩები ბავშვივით ”დაპრუწა” -სისულელეა! - ისევ იგივე გაიმეორა გოგონამ და თავი დახარა -კარგი, დიდი გოგო ხარ - იმის გამო ,რომ მარიამის სახეზე ღიმილი დაენახა ,გიორგიმ ტაქტიკა შეცვალა -გყვარებია? - უეცრად ახედა და თვალებში მიაშტერდა , მთელი გულით ელოდა პასუხს , რატომ თვითონაც არ იცოდა , მაგრამ ამ ბიჭში მის ანარეკს ხედავდა არა რა! ეს გოგო თემის შეცვლაში მაგარია! ვაღიაროთ... მოიცა! თუ მე ვარ მაგარი? კარგი ხო , ჩემი წარმოსახვაა , მაგრამ მხოლოდ მასზე ვისაუბროთ... -მიყვარს - დუმილის შემდეგ გასცა პასუხი გიორგიმ და თვალი თვალში გაუყარა , მიაშტერდა და ისიც დაელოდა ნეტა მე მელოდებიან?.. კაი ხო ვჩუმდები. -როგორია სიყვარული შენთვის? - დამაკმაყოფილებელი პასუხის შემდეგ გოგონას გაეღიმა -ეს სიგიჟეა! სიგიჟე, რომელიც ამ წამსაც კი გიჟურ საქციელს მაკეთებინებს და მე არ შემიძლია ხელი შევუშალო - ნაღვლიანად გაეღიმა გიორგის და თავი დახარა -სიგიჟეა ის, რომ მე მელაპარაკები? - ეწყინა მარიამს , არ მოელოდა მისგან მსგავს სიტყვებს , ეს ადამიანი ”მისად” მიიღო და მისმა სიტყვებმა თითქოს ყველაფერი დაამთავრა -არა ეს არ მიგულისხმია - გაეღიმა გიორგის - შენ ვერ გამიგებ , ახსნა რომც ვცადო მაინც ვერ გაიგებ - თავი გააქნია - შენთვის როგორია სიყვარული? - წარბები ასწია -ჩემთვის სიყვარული ტკივილია! - დაუფიქრებლად უპასუხა გოგონამ და სადღაც შორს , უსასრულობაში გაიხედა. მხოლოდ ეხლა გაიგო , მხოლოდ ეხლა მიუხვდა გიორგის. -აი სისულელე! - გაბრაზებულმა გახედა ბიჭმა - ტკივილია იმის გამო, რომ ერთ დღეს ვიღაცამ იმედები გაგიცრუა?! კარგი! დღემდე ხომ ბედნიერი იყავი? აბა დაფიქრდი! როდესაც შეგიყვარდა ხომ ბედნიერი იყავი? - მის თეორიას მკაცრად ამტკიცებდა - სისულელეა! სიყვარული ტკივილი არ არის მარიამ - ამ სახელის წარმოთქმისას გულში რაღაც მაგარი მოხვდა , ტყვიის მაგვარი რომელმაც გაანადგრურა , მაგრამ ამ გოგონას გამო! ამ გოგონას, რომელიც წინ ეჯდა , ამას იტანდა - ეს ჩვენ ვერ ვპატიობთ ერთ განსაცდელს და უაზროდ ვკიცხავთ - მშვიდად დაასრულა მისი სიტყვები და გაბრუნდა -როგორც ვატყობ შენ გტკივა - ასევე მშვიდად უპასუხა გოგონამ და გაეღიმა - მიკვირს , ძალიან მიკვირს , როგორ შეგიძლია სიყვარულზე ესე ისაუბრო? - ისევ მოაწვა თვალებზე წყალივით სითხე და დამალვა არც უცდია , მისცა მათ თავისუფლება... რატომ უნდა გაეჩერებინა?.. რატომ უნდა დაემალა?.. -შეიძლება მე და შენ ვზივართ და ამ გრძნობის გამო ვიტანჯებით , მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც თავს ბედნიერად გრძნობენ - გაეღიმა გიორგის , ალბათ რაღაც გაახსენდა , ეს ის ღიმილი იყო, რომელიც ლამაზი მოგონების დროს გადაირბენს შენს სახეზე - მარიამ დასვნები მხოლოდ შენი მდგომარეობიდან არ უნდა გამოგქონდეს - თავი გააქნია ბიჭს გააკანკალა , მთელ სხეულში რაღაც საშინელმა დაუარა , მსგავსი რამ ჯერ არ ეგრძნო. ჟაკეტი მაგრად მოიხვია და ქუდი წამოიხურა , ეგონა ეს გაათბობდა მაგრამ სიცივე უკვე მის სხეულში იყო გამჯდარი , თითქოს საყინულეში ჩაესვათ და მისი ყველა ორგანო იყინებოდა. მგონი ეს უბრალო სიცივეს არ ნიშნავს არა? ბოლოსდაბოლოს გაიგე რომ ზოგჯერ შენც გკითხავ რაღაცეებს! მე უკვე მეშინია , იქნებ ცუდად იყო და იმის გამო , რომ აქ მოსვლა ვთხოვე მისი დაავადება გავამძაფრე? დამამშვიდე! უკვე მეც მიკანკალებს სხეული... -კარგად ხარ? - შეეშინდა მარიამს და ინსტიქტურად გიორგის სახე ხელებში მოიქცია , ის ძალიან ცივი იყო , ისეთი ცივი რომ ხელებიც კი გაუშვა... -კი კარგად ვარ - სიტყვები ძლივს გადააბა გიორგიმ , შეეცადა გაეღიმა და მარიამთან ახლოს მიიწია , ალბათ უნდოდა რომ მისგან მაიც ეგრძო სითბო -მგონი არ ხარ , სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო? - ხელები ჩაკიდა გოგონამ -არაფერია , უბრალოდ მცივა - უპასუხა გიორგიმ და გოგონას ხელებს უფრო მაგრად ჩაეჭიდა , მან სითბო იგრძნო და ხელი ვეღარ გაუშვა გოგონამ მისი ჯაკეტი გაიძრო და გიორგის მოაფარა , მართალია მასაც სციოდა მაგრამ იმ წამს ამ ბიჭის მდგომარეობა უფრო აღელვებდა , ვიდრე მისი... -ჩაიცვი! - ხელები გაუშვა გიორგიმ და ჟაკეტი დაუბრუნა , ხმა გაუმკაცრდა და თვალებშიც გაღიზიანება დაეტყო , ეს მარტო იმიტომ, რომ მარიამი უარზე იყო -შენ ძალიან გცივა , მგონი ჯობია შენ გქონდეს - მშვიდად , ჩუმად და მორიდებულად ჩაილაპარაკა გოგონამ , მზერა აარიდა და გაჩუმდა -თუ არ გამომართმევ მაშინ , ჩემს ჟაკეტსაც გავიხდი - სერიოზული გამომეტყველებით გახედა მარიამს , მისი ჩაწითლებული თვალები , გოგონას თაფლისფერ თვალებს გაუსწორა -შენ გაგიჟდი? - გაკვირვებულმა გახედა მარიამმა - თავს გაინადგურებ - როდესაც მიხვდა რომ გიორგი მართლა იყო ამის გამკეთებელი , ჟაკეტი გამოართვა და მოიხურა -მომიყევი რამე - როდესაც მისას მიაღწია გიორგის გაეღიმა , ღიმილით მიაშტერდა გოგონას და მისგან რამე საინტერესოს დაელოდა - თუ გინდა შენ ყოფილზე მომიყევი -ყოფილზე? - გაეცინა გოგონას - რა მაგარი სიტყვაა ყოფილი , ყველაფერს პირდაპირ ამბობს... შეყვარებული და შემდეგ უბრალოდ ყოფილი... ვფიქრობ და ვხვდები რომ ამ ერთმა სიტყვამ ჩემი პატარა ისტორია მოყვა , მიყვარდა და შემდეგ დამთავრდა - თავი გააქნია მარიამმა - მე მიყვარს. მან კი დაამთავრა. - გაეღიმა -ნამდვილად სულელია. როგორც ჩანს ვერ მიხვდა , რომ საუკეთესო გოგონა ყავდა გვერდით - ნაღვლიანად გაეღიმა გიორგის და ჩაფიქრდა - შემდეგ? - ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და მარიამს გახედა -ერთი წელი ვიყავით ერთად , ერთმანეთი გვიყვარდა და ბევრსაც უთქვამს რომ ჩვენი გრძნობა გულწრფელი იყო - სიმწრისგან ჩაეცინა - მაგრამ დღეს შეხვედრა მთხოვა , ბევრი არაფერი უთქვამს , მაგრამ ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მომხვდა გულზე ჩვენი გრძნობების უარყოფა იყო - მისი თვალებიდან ისევ დაიწყო ცრემლებმა წამოსვლა - მან მითხრა რომ არ იცოდა რას გრძნობდა , რომ ერთი წელი გარკვევას ცდილობდა და ვერ გაერკვია... უბრალოდ არვიციო და მიტრიალდა. აი ესე დამტოვა მარტო , ძალიან მარტივად - გოგონას გაეღიმა , მაგრამ ამ ღიმილში კარგად ჩანდა ის ტკივილი რომელსაც განიცდიდა -იცი ძალიან კარგია რომ პირდაპირ გითხრა , კარგია რომ შენი გამოყენება არ განაგრძო - პირდაპირ უთხრა გიორგიმ ის რაც იმ წამს გაიფიქრა - მაგრამ მიკვირს , ლამაზი და საყვარელი გოგო ხარ , როგორ მიგატოვა - სინანულით გააქნია თავი გიორგიმ და მარიამი კიდევ ერთხელ გააღიმა -მე ის მიყვარს , ამ გრძნობებს კი არაფერი ეშველება - მხრები აჩეჩა გოგონამ და ნაღვლიანად გაიღიმა -ხვდები რა მაგარი გრძნობაა სიყვარული? - მხიარულად ჩაილაპარაკა გიორგიმ - ნამდვილი ათასში ერთს ეწვევა და ამით უნდა ამაყობდნენ , შენც , თუ ნამდვილად გიყვარს უნდა იამაყო და იმ ადამიანს მადლობა გადაუხადო რომ ეს გრძნობა გაგაცნო - ალბათ თვალწინ მისი სიყვარული წარმოუდგა , რადგა ისევ ის ღიმილი გამოჩნდა მის სახეზე -თუ ესე გიყვარს რატომ არ იბრძვი? - დაიღალა მარიამი მისი ფრაზების მოსმენით , უნდოდა პირადად მისი გამოცდილება გაეგო -ვერ გავიგე - ბიჭი დაიბნა , აშკარად არ ელოდა მსგავს კითხვას -რა ვერ გაიგე? მე მარიგებ ჭკუას და თვითონ ამ გრძნობისგან იტანჯები! მე მიმატოვეს , მაგრამ შენ? რატომ არ იბრძვი?! - ხმა გაამკაცრა გოგონამ -მართალია სიყვარულს ბრძოლა სჭირდება - მშვიდად ჩაილაპარაკა გიორგიმ - მაგრამ ზოგჯერ ნებდებიან , ერთი მხარე ყოველთვის წაგებულია ხომ იცი? მე წავაგე და კიდევ ერთი ბრძოლისთვის ძალა არ მაქვს. -უყვარდი? უყვარხარ? - დაბნეულმა კითხა გოგონამ -ვუყვარდი ალბათ , არვიცი - დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა - ერთად ვიყავით , ბედნიერები , შემდეგ წავიდა , გავეკიდე მაგრამ დავმარცდი , ის გათხოვდება მე კი... - სიტყვა აღარ დაასრულა გიორგიმ და თვალები ცრემლით აევსო -თხოვდება? - არ უნდოდა ამის კითხვა მარიამს , მაგრამ წამოცდა , შემდეგ კი ბოდიშების ხდას აზრი არ ჰქონდა -კი თხოვდება - გაეღიმა გიორგის - რამდენიმე თვეა რაც დაინიშნა , მე კი ორი წელია ამ ტკივილს ვიტან , მაგრამ... იცი რა მინდა თქმა შევცვალოთ - თვალებში მიაშტერდა გიორგი -იცი თავიდან მანიაკი მეგონა - გაეცინა მარიამს - მაგრამ კარგი ადამიანი ხარ , იქნებ ვიმეგობროთ? და არ იყოს ეს ბოლო შეხვედრა - გაუღიმა და მის პასუხს დაელოდა ბიჭეს სახაზე არაფერი დასტყობია , არც გაღიმებია , არც მის თვალებს გახარებია , უბრალოდ გაიყინა , ყველა ემოცია ზურგს უკან მოიტოვა და ჩაფიქრდა... რაზე? მეც მაინტერესებს მაგრამ ვერ გეტყვით. ჯერ მეც არვიცი... გოგონა დაიბნა , ეღიმებოდა რადგან ეგონა, რომ სისულელე გააკეთა , უაზრო ნაბიჯი გადადგა და თავი დაიმცირა... -ხომ გითხარი მე და შენ ერთმანეთს ვენდეთთქო - გაეღიმა გიორგის და წარბები ასწია -ხო გენდე , არვიცი რატომ მაგრამ გენდე - დაუფიქრებლად უპასუხა მარიამმა და ჩაიცინა - იმედია შეცდომა არ დამიშვია. -შეცდომა რომ ვყოფილიყავი მაშინ აქამდე წავიდოდი... მაგრამ მინდა რაღაც გითხრა - გაეღიმა გიორგის - იცი მე შენზე ბევრად დიდი არ ვარ? ამაში ნამდვილად მართალი ხარ , მაგრამ შენზე მეტი მესმის. შენ დღეს ტირი იმის გამო , რომ მიგატოვეს. უნდა ხვდებოდე რომ ეს , ის გრძნობა არ არის რომელსაც ეძებდი. შენ ჯერ პატარა ხარ , გავა დრო შეხვდები უკეთესს , ისე რომ ამას საერთოდ ვერ მიხვდები. უბრალოდ შეიძლება გვერდით მოგიჯდეს და გაგიღიმოს. -გიორგის გაეცინა რადგან ეს სიტყვები მის თავზე არ უთქვამს - არ გეტყვი იმას რომ ბიჭებს უფრო მაგარი სიყვარული შეგვიძლია , ეს ერთი გრძნობაა და თუ ნამდვილია ყველ ერთნაირად განიცდის მაგრამ , გოგოები სხვანაირები ხართ. განსაკუთრებით პატარები. თქვენ ყოველ პირველ შემხვედრს ეტყვით რომ გიყვართ და თავსაც დააჯერებთ ამაში - თავი გააქნია ბიჭმა და გაეღიმა - ერთ დღეს მიხვდები როგორია ნამდვილი სიყვარული და იმედი მაქვს ტირილი არ დაგჭირდება. იმედი მაქვს ის ადამიანი გაგაბედნიერებს და სულ შენს გვერდით იქნება. თუ უყვართ არ ტოვებენ. ეს სიყვარულის პირველი წესია. არა თუ ბრძოლა , თუ გიყვარს და უყვარხარ ეს არც უნდა დაგჭირდეს. ამიტომ როდესაც შეგიყვარდება არასდროს არ მიატოვო. სხვა ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს მარიამ , სხვა ყველაფერი თვითონ მოვა - გოგონას ხელზე აკოცა და თვალებში მიაშტერდა -ჭკუას რატომ მარიგებ? - დაბნეულმა კითხა გოგონამ და გაეღიმა -უბრალოდ პატარა ხარ და იმიტომ , აქ ტირილს ჯობია სახლში წახვიდე და რამე კარგ ფილმს უყურო - თავით ანიშნა ადექიო მარიამს გაეღიმა. მასთან ერთად მეც! მახარებს რომ გამომივიდა. ამ ბიჭის დამხარებით მარიამს ვუშველო და რეალობა განვუმარტე. ეს კარგია. ძალიან კარგია. -უკეთ ხარ? - კითხა მარიამმა , ის წასვლას არსად ჩქარობდა , არც უნდოდა , მოსწონდა გიორგისგან ერთად ყოფნა -შეიძლება გაკოცო? - დაუფქირებლად კითხა გიორგიმ და მიაშტერდა , არც აინტერესებდა როგორ ჟღერდა ეს , უბრალოდ უნდოდა და მაინც ზრდილობისთვის იკითხა -უკაცრავად? - გაკვირვებულმა , გაოგნებულმა გახედა მარიამმა -ეს დამშვიდობება იყოს - ჩაიცინა გიორგიმ მარიამი დამუნჯდა , უბრალოდ უყურებდა , ვერც უარს ამბობდა და ვერც თანხმდებოდა. თუმცა როგორც ამბობენ დუმილი თანხმობის ნიშანიაო... გიორგი მარიამისკენ გადაიხარა და მისი ბაგები ნაზად შეახო გოგონასას , იმ წამს ორივეს რაღაცნაირი გრძნობა დაეუფლა. რაღაც გასაკუთრებული , მაგრამ არცერთი არ მიაქცევდა ამას დიდყურადღებას. ჰეი შენ! ვინც ჩემთან ერთად უყურებდი ამას, რას ფიქრობ უხდებიან ერთმანეთს? იქნებ ერთად დავტოვო? ეს ხომ ჩემი გადასაწყვეტია.. მაგრამ არვიცი. მირჩიე რა გავაკეთო! რომ მიყვები ამ ნაწერებს და კითხულობ, ისიც კი გავიწყდება რომ მე შენს გევრდით ვარ. მაწყენინე! მადლობა! -დაიწყო! - ჩაილაპარაკა ჩუმად გიორგიმ როდესაც მარიამს ჩამოშორდა , მის სხეულში საშინელმა ტკივილმა ჩაიარა და კვალი ყველასგან დატოვა. ცდილობდა გამკლავებოდა მაგრამ არ გამოსდიოდა. ეგონა რომ მალე თავი აუფეთქდებოდა , ხელებს თავზე იჭერდა და რაღაცისთვის ემზადებოდა -ვერ მივხვდი. რას ნიშნავს ეს? რა დაიწყო გიორგი? - მარიამი შეშინებული მის წინ ჩაიმუხლა და გიორგი სახე ხელებში მოიქცია -ეს ნიშნავს რომ წამალმა მოქმედება დაიწყო - გაეღიმა და მიწაზე ჩამოცურდა , მოიკეცა და აკანკალდა -კიდევ ერთი რამის თქმა დამავიწყდა , ზოგჯერ სიყვარული მსხვეპლს ითხოვს... - გოგონას კალთაში ჩამოდო თავი და ცრემლები წამოუვიდა - ის მშვენიერი იყო , მაგრამ მე არ ვიყავი კარგი! მე ამას ვიმსახურებ! -სულ გაგიჟდი? შენ რა თავს იკლავ? - გაკვირვებულმა იკივლა მარიამმა და სილა გააწნა - გამოფხიზლდი! უნდა გამოფხიზლდე -კი ეს ჩემი მორიგი სიგიჟეა , მაგრამ ბოლო - გაეცინა ბიჭს და თავი დახარა -სასწარაფოში ვრეკავ - ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და შეშინებულმა ძლივს დაწერა ნომერი -რა აზრი აქვს? სანამ მოვლენ აღარ ვიქნები , ან უკეთესს შემთხვევაში სასწაფოს მანქანაში დავამთავრებ სიცოცხლეს - ირონიით ჩაილაპარაკა გიორგიმ -მელაპარაკე , რაზეც გინდა მელაპარაკე , ოღონდ თვალები არ დახუჭო! არ გაბედო! - მარიამი კანკალებდა. არ იცოდა რა ექნა , რა გაეკეთებინა... -შენ ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ! მშვენიერი იცი? - ღიმილით უთხრა ბიჭმა და სახეზე ხელი ნაზად ჩამოუვა -ხო მიდი , თუნდაც კომპლიმენტები მითხარი , ოღონდ აქ დარჩი! ოღონდ ჩემთან დარჩი! არ მოგცემ უფლებას ჩემს ხელებში დაამთავრო სიცოცხლე! -საუბარი დაამთავრა და ტელეფონი მოისროლა , გიორგის სახე ხელებში მოიქცია და უაზრო თემებზე საუბარი დაიწყო. ის ტიროდა... და თურმე მეც. ცრემლები სახეს მისველებდა და ვერ ვგრძნობდი. რომ ვიგრძენი ყველაფერი გაქრა. აღარ იყო არც გიორგი და არც მარიამი. ანუ სიზმარია. ნუთუ ესეთი ვარ? ესე ვუყურებ ამ გრძნობას? კი მას აქვს ორი მხარე , ერთ სადაც ნებდენი და მეორე სადაც იბრძვი... მე ეს გავაკეთე? ისეთი ადამიანები შევახვედრე ერთმანეთს რომლებმაც სხვადასხვა გზა აირჩიეს?... კი მაგრამ რატომ? მე ხომ ბედნიერება მინდოდა... ეს ხომ ჩემზე იყო დამოკიდებული და შემეძლო ის გადამერჩინა... თუმცა ჯერ არ მომიკლავს... ეს იმდენად რეალური იყო... იმდენად რეალური რომ მეც დავიჯერე... რას ვიზამ მე? რა მოუვა გიორგის? ან რას გააკეთებს შემდეგ მარიამი?... მინდა გავიგო! მინდა ვნახო ის სერია სადაც სიყვარული იმარჯვებს... *************************************************** არვიცი რატომ მაგრამ მომინდა გამეზიარებინა, იმედი მაქვს მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.