შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს...მთებში... თავი 3


26-11-2016, 03:02
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 975

უსაქმოდ ყოფნამ სოფოზე ძალიან იმოქმედა. უმეტესად ან წამოწოლილი იყო ან აივანზე იჯდა და წიგნებს კითხულობდა. ნელ-ნელა მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა მაგრამ დატვირთვა და მუშაობა არ შეიძლებოდა. ხანდახან მაღაზიაში ჩააყვანინებდა ზეზვას თავს და ხარჯთაღრიცხვებს აწარმოებდა. ინტერესი კლავდა გაეგო ვინ იყო ის მამაკცი ვინც გადაარჩინა, საავადმყოფოს ხარჯები დაფარა და მისი მანქანაც კი შეაკეთა. ის მძღოლი ვეღარ ნახა. მთელ ქალაქში აძებნინა ზეზვას მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გაეგო. ცალკე ის ბიჭი აფორიაქებდა რამდენჯერმე რომ გადაეყარა და დაჟინებული უყურებდა....
ბექაურმა კვირაზე მეტი თბილისში გაატარა, სასტუმროს საქმეების გამო დაბრუნება მოუწია. არადა სიგიჟემდე უნდოდა კიდევ ერთხელ ენახა სოფო და მისი მდგომარეობა გაეგო. გულწრფელად წუხდა მასზე. ყველაფერი მისი ბრალი იყო. ტელეფონს რომ არ დაერეკა და ყურადღება არ გადაეტანა სხვა რამეზე ასე არ მოხდებოდა. რაც უფრო მეტად ჩქარობდა საქმეების მოგვარებას მით უფრო ჭიანურდებოდა უკან დაბრუნება.
-ასე არ შეიძლება. უხარისხო მასალა შეისყიდეთ და ფული დაზოგეთ, მაშინ როცა ამ საქმისთვის საჭიროზე მეტი თანხა იყო გამოყოფილი. ეს თაღლითობაა და ამაში შეიძლება ჩვენც დაგვადანაშაულონ და პრობლემები შეგვექმნას სამართალდამცავებთან.-საბუთები მაგიდაზე დაყარა და იყვირა რეზომ.-
-დამშვიდდი.ყვირილი საქმეს არ უშველის.
-ნუ მამშვიდებ დათა. მამაჩემს რა პასუხი გავცე, ახლა რომ მოვა?რა გამოდის რომ მე საქმეს უპასუხისმგებლოდ ვუდგები და ჩემი საქმე არ ვიცი?რომ თანამშრომლებმა თვალწინ მომატყუეს?მითხარით როგორ მოვიქცე?-ხელები გამეტებით დასცხო მაგიდას და მშენებლობის უფროსებს მიაშტერდა. ორივე მათგანი თავჩაღუნული იჯდა მაგიდასთან.
ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში. წუთი წუთზე მამამისსი უნდა მოსულიყო და მასთან საუბარს ახლა ყველაფერი ერჩივნა.
-დაჯექი თავბრუ ნუ დამახვიე.-მოთმინება დაკარგა დათამაც.
ამ დროს კარი ხმაურით გაიღო და ოთახში მკაცრი სახით მაღალი, მხარბეჭიანი, წარმოსადეგი მამაკაცი შემოვიდა. თმა სანახევროდ თეთრად შეფერვოდა.ასეთივე მკაცრი სახით მოავლო თვალი ყველას და უხმოდ მივიდა მაგიდასთან.
-რატომ მოხდა ასეთი რამე?გეკითხებით?რატომ მოხდა?-დაიწყო ყველანაირი შესავლის გარეშე.-თქვენ მაინც როგორ დაუშვით ეს?ნუთუ არ შეიძლება რომ მშვიდად დავისვენო და თქვენი გაფუჭებული საქმეები მე არ გამოვასწორო?
-უკვე მოვაგვარეთ ყველაფერი მამა.
-თანამშრომლებთან ლმობიერები ხართ და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. ცოტა მეტი სიმკაცრე გამოიჩინეთ თორემ ასეთი რამ კიდევ განმეორდება.
-აღარ განმეორდება მამა. ეს ბოლოა.დამიჯერე. პასუხობდა რეზო
-მოკლედ ასეა საქმე ბატონებო.დაუყონებლივ ჩამოწერთ იმ უხარისხო მასალას და ახალი მასალის შემოტანამდე მშენებლობა შეჩერდება. თქვენ დატოვებთ თანამდებობას და ფულს უკან დააბრუნეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში აღმოჩნდებით. თქვენ კი.-მიუბრუნდა დათას და რეზოს.-ბოლო შანსს გაძლევთ.ასეთი რამე აღარ განმეორდეს თორემ ისიც კი ვერ გიშველით რომ ჩემი შვილი ხარ. შენ კი ჩემი ნათლული. გასაგებია?
-როგოც თქვენ იტყვით ნალია.-თავი დაუქნია დათამ
-ახალ კი ჩემს შვილთან მარტო დამტოვეთ. ოჯახურ საკითხებზე უნდა დაველაპარაკო.
კაცი დაელოდა როდის გავიდოდა ყველა კაბინეტიდან. მერე კი შვილს მიუბრუნდა.
-ყველაფერი იმიტომ ჩაგაბარე რომ გენდობოდი, შენი საქმე კარგად იცი, მაგრამ რამდენჯერ უნდა გითხრა რომ დაგღუპავს ეს ქალებში გულაობა. საყვარლების ხშირი გამოცვლა, კაზინოებში სიარული.ხშირი წვეულებები. აღარ გავიგო ასეთი რამე. დროა გაიზარდო და ამ ყველაფერს შეეშვა თორემ იცოდე ჩემგან კაპიკს ვეღარ მიიღებ.გასაგებია?-ხმა გაიმკაცრა მამამ
-გასაგებია. მაპატიე მამა ჩემი ბრალია ყველაფერი.
-ვიცი რომ საქმის კარგი მცოდნე ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს ბიზნესს არ ჩაგაბარებდი, ისიც ვიცი რომ საჭირო მომენტში ყოველთვის შენს ადგილზე იდგები.არ გირჩევ ახალგაზრდობა ფუჭად გაფლანგო და გართობას გადააყოლო. თორემ როცა დაბერდები და უკან მოიხედავ არაფერი აღარ დაგრჩება. მარტო დარჩები.ვერ გეტყვი რომ ასე უცებ თქვი შენს ცხოვრებაზე უარი-თქო ,მაგრამ ისე მგონი შეგიძლია რომ საქმე. პირადი ცხოვრება და ოჯახი ისე შეათავსო ერთმანეთთან რომ ერთმა მეორეს ზიანი არ მიაყენოს.
-შენთან საუბარი ყოველთვის მსიმოვნებს მამა. ყველაფერს გამოვასწორებ გპირები.
-მთავარიც ესაა სანამ გვიანი არაა დროულად მოახერხო ყველაფრის გამოსწორება და საერთოდაც ნუთუ არ მოგბეზრდა ამდენი გართობა და გულაობა?დროა ოჯახის შექმნაზეც იფიქრო.
-ოო კარგი რა მამა, ეხლა არ დაიწყო ცოლი მოიყვანე, შვილები ხომ გინდაო. შვილიშვილებს მომასწარიო და ასე შემდეგ.შენ ხომ სხვანაირი მამა ხარ?-გაეღიმა რეზოს
-ხო სხვანაირი ვარ, მაგრამ შვილიშვილები მეც მინდა.-გაეცინა მასაც და თითი დაუქნი ა შვილს.-ამ ბოლო დროს ხშირად მიდიხარ იქ და დავიჯერო ვინმე კარგი გოგო არ გამოჩნდა და არ მოიძებნა შენი შესაფერისი ?-ეჭვით ჰკითხა მამამ
-კარგი რა მამა. -ჩაეცინა მას და მაშინვე სოფოსკენ გაექცა ფიქრები.
-რატომ ჩაფიქრდი. ნუთუ გამოჩნდა ვინმე?
-არა მამა არავინ, უბრალოდ მშენებლობაზე ვფიქრობდი. მინდა მალე ჩავიდე და პირადად გავაკონტროლო ყველაფერი. გაუღიმა მამას
-სანამ წახვალ სახლში არ გამოივლი? დედა ნახე. მოენატრე.
-არა დღესვე უნდა წავიდე სასწრაფოდ რომ მუშები გავაფრთხილო იმ მასალით აღარ იმუშაონ.არ მინდა რამე ინციდენტს ჰქონდეს ადგილი.
-როგორც იტყვი. აბა წარმატებები, წავედი მე და საქმეს თქვენს იმედზე ვტოვებ.მოაგვარეთ ყველაფერი.-მამა შვილს მეგობრულად მოეხვია და დაემშვიდობა. როგორც კი კაბინეტიდან გავიდა მაშინვე დათა შემოვიდა.
-აბა რა გადავწყვიტეთ?
-დღესვე უკან ვბრუნდებით.-მოუჭრა მოკლედ
-მე და შენ?გაუკვირდა მას
-ხო მე და შენ. ანი აქ დარჩება და საერთოდ მორჩა ყველანაირი ქალები, გართობა კაზინოები და ასე შემდეგ. დროა გავიზარდოთ. ის მართალია . მხოლოდ საქმე.
-შენ მგონი მამაშენმა კი არა იმ გოგომ შეგცვალა.-გაეცინა მას.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ. თორემ ერთ დღეს შენ ჩემზე უარეს დღეში გნახავ და მერე მე დაგცინებ.-არ ჩამორჩა რეზო და ხელი მსუბუქად უბიძგა გასასვლელისკენ.

**************
ორ კვირაზე მეტი გავიდა ავარიიდან. სოფო ნელ-ნელა უბრუნდებოდა საქმეებს. თუმცა ფიზიკურ გადატვირთვას ერიდებოდა. ძირითადად მაღაზიაში ატარებდა დროს ან მუშებს ზედამხედველობდა. დანარჩენი საქმე ზეზვას გადააბარა. რომელიც ძალიან ყოჩაღობდა.ეს ბიჭი ბევრს მიაღწევდა ფიქრობდა ის და დარწმუნებული იყო რომ არაფერი შეეშლებოდა.
კაბინეტში იჯდა და მის მოტანილ საბუთებს ათვალიერებდა.ხარჯები ზუსტად იყო ასახული შეცდობების გარეშე.
-ლია თუ არ შეწუხდები შეგიძლია ჩაი მოამზადო?-სთხოვა მას
-ახლავე.- დაფაცურდა ის და მადუღარა შეაერთა. მაგრამ არ დასცალდა.ზეზვა შემოჭრა ყვირილით. სახეზე ფერი არ ედო და ატირებას არაფერი უკლდა.
-სოფო წამოდი რაა.გეხვეწები უშველე მათ.შენ ხომ ექიმი იყავი.. იქ იქ მამაჩემია... სათქმელს ვერ აბავდა თავს.
-დამშვიდდი ზეზვა და მითხარი რ ხდება. კარგად ამიხსენი.
-ახალი სასტუმრო რომ შენდება კედელი ჩამოინგრა და მუშები მოყვნენ ნანგრევებში. მამაჩემიც იქაა და ვერ ამოგვყავსს. ძალიან ცუდადაა.
სოფოს აღარ გახსენებია თავს ტკივილი და არც ის რომ ცოტა ხნის უკან ტვინის შერყევა ჰქონდა.
-სასწრაფოდ აფთიაქში გავარდით და ყველაფერი იყიდეთ რაც კი ჭრილობების დასამუშავბელად დამჭიდება და იქ მომიტანეთ რაც შეიძლება ბევრი. სასწრაფოს დაურეკეთ?
-კი მაგრამ დააგვიანდებათ მოსვლა მათ მოსვლამდე კი ხალხი. მამაჩემი რამე რომ..
-დამშვიდდი კარგი. სოფომ ზეზვას მხრებში მოჰკიდა ხელი და მაგრად შეანჯღრია.
-აბა ახლა გონს მოდი და გააკეთე ყველაფერი რაც გითხარი. დროს ვკარგავთ.
-კარგი წავედი ზეზვა აფთიაქში გავარდა. სოფო და ლია კი ნანგრევებისკენ მირბოდნენ. თან იმის შეგრძნება ჰქონდა რომ ისევ ერთ ადგილას იდგა. ასეთ სიტუაციას შეჩვეული იყო საავადმყოფოში მუშაობის დროს როცა პრაქტიკები ჰქონდათ.ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ დააგვიანდებოდა. მაგრამ არ დაუგვიანია...
ადგილზე მისულს მტვრის საშინელი კორიანტელი დახვდა.ხალხი აქეთ-იქით უაზროდ დარბოდა. ზოგი ალბათ შიშისგან თორემ არაფერი სჭირადათ . პირველივე მუშას მივარდა.შეთვალიერა კარგად იყო. ნაკაჭრები ჰქონდა მხოლოდ. მეორეც ასევე იყო. ნაწილი ამოყვანილი ჰყავდათ ნანგრევებიდან.
-ლია რამდენიმე ყოჩაღი მამაკაცი შეკრიბე და უთახრი რომ აქაურობა გადაკეტონ. ისინი ვინც დაშავებული არ არიან აქაურობა დატოვონ.
-კარგი. ქალი შებრუნდა და ახლაგაზრდებს დახმარება სთხოვა. ისინი ვინც დაშავებული არ იყო ადგილის დატოვება სთხოვა. მალე პოლიციაც მოვიდა და ადგილის გასუფთავებას და დაცლა დაწყო. ამასობასი ზეზვა მოვიდა.სოფო პირველივე მძიმე პაციენტს მიადგა. მუცელში იყო დაჭრილი. წრილობა ანტისეპტიკური სხნარით დაუმუშავა და ძლიერად გადაუხვია.
-ეს მამაკაცი სადმე ახლო მდებარე სახლში გადიყვანეთ ფრთხილად. ლია ჭრილობა ხელით გეჭიროს. ძლიერად დააწექი და არ დატოვო. თუ რამე გართულდა დამიძახე.
შემდეგ დაშავებულს თავი ჰქონდა გატეხილი. მსუბუქად გადაუხვია და ისიც გააყვანინა ადგილიდან.მომდევნოს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. არტაშანი თხელი ფიცრებისგან გააკეთა,რომელიც იქ მრავლად იყო და მჭიდროდ გადაუხვია.ასე ერთმანეთის მიყოლებით დაამუშავა რამდნეიმე ჭრილობა ნაუცბათევად. ხელის მოტეხილობაც შეხვდა. დაჟეჟილობაც. შედარებით მსუბუქი პაციენტები იყვნენ და დიდი დრო არ დუკარგავს.
-ის იქაა. გთხოვ წამოდი.
სოფო ნანგრევებში ჩავიდა. ძლივს ჩაბობღდა.მასთან ერთი ახალგაზრდა სოლიდურად ჩამული მამაკაცი იყო და მის გონზე მოყვანას ცდილობდა.ერთიანად ამოსვრილიყო მტვერში და სისხლში.სოფოს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. გოგოს კი ყურადღება არ მიუქცევია.მდგომარეობა არც ისე ხასარბიელო იყო.
-ზეზვა შენ და ამ კაცმა ჩემს თვლაზე ეს ლოდი უნდა გადაწიოთ. აქედან უნდა ამოვიყვანოთ თორემ დაიღუპება.ბარძაყის არტერიაა აზიანებული.
-რა გაკეთო?-ჰკითხა მამაკაცი და წამოდგა.
-შენი ქამარი მომეცი. ეცა სოფო დ ქამრის შეხსნა დაუწყო. ის დაიბნა და ძლივს მოახერხა მისი შეხსნა.
-მოემზადეთ ერთი..ორი სამი ასწიეთ. მათ ლოდი გადასწიეს, სოფომ კი მამაკაცი გამოაჩოჩა გვერდით და გაანთავისუფლა მისი ფეხები. მარჯვენა ფეხზე მაშინვე ლახტი გადაუჭირა. ხოლო არტერიას ძლიერად დააწვა და მაგრად გადაუხვია. მერე გუგები შეუმოწმა,რეაგირებდნენ,პულსი ა გულისცემა შენელებულიყო, ნიშადური ასუნთქა და გონზე მოსვლაში დაეხმარა.
-გესმით ჩემი?-ჰკითხა მას
კაცმა ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი
-ძალიან კარგია, ნუ გეშინიათ კარგად იქნებით.-გოგომ მისი ხელი თავის ხელებში მოიქცია და გაგარძელა.-ყველაფერი კარაგდ იქნება. მე აქ ვარ. გადარჩებით არაფერი გემუქრებათ, მალე სასწრაფოც მოვა და საავადმყოფოში გადაგიყვანთ.
-სოფო იმ კაცის მდგომარეობა გართულდა სისხლისგან იცლება.-დაიძახა ლიამ
-შენ რა გქვია?-მიუბრაუნდა მამაკცს.
-რეზო. რეზი ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს...
-მოკლედ რეზო მარტო არ დატოვო.გონება არ დაკარგოს. ეცადე ელაპარაკო რაღაცეებზე ჩემს
მოსვლამდე. მიხედე. გაბარებ იცოდე. ეს შენი პირველი პაციენტი იქნება. აი ეს ასუნთქე და გონზე მოიყვანე თუ ისევ გული წაუვიდა.
-მოიცა სად მიდიხარ?არ დამტოვო მარტო. როგორ მივხედო ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია.
-ხოდა ახლა გააკეთე,-დაუძახა სოფომ და ლიას აედევნა.თან ამ კაცზე დარდობდა თან ზეზვას მამაზე. იცოდა თუ სასწრაფო დააგვიანებდა ერთი ფეხს დაკარგავდა, მეორე დაიღუპებოდა.
სახლში შევიდა და ჭრილობას დახედა. უნდა გაეკერა. ცხელი წყალი, სპირტი და ნემსი და ძაფი ითხოვა.მეტი არაფაერი არ ჰქონდა.მამაკაცი გონდაკარგული იწვა და შესაძლო იყო ტკივილი ვერც ეგრძნო. ნემსი და ძაფი სპირტში ამოავლო. გაწმინდა. ჭრილობა იოდით მოასუფთავა და ნელ ნელა დაიწყო გაკერვა, ფრთხილობდა, სათუთად კერავდა.როცა ზემოდან ანტიბაქტერიული მალამო დაადო და სუფთა ბინტით გადაახვია ძლიერად.სისხლდენა შეწყდა მაგრამ მაინც საშიში იყო მდგომარეობა იზრდებოდა ჭრილობაში ინფექციიის შეჭრის რისკი.
ეს პაციენტი ისევ ლიას დაუტოვა და ახლა ზეზვას მამასთან დაბრუნდა.კაცი გონზე იყო. მის მომვლელს კი სახეზე ფერი ჰქონდა გადასული და გაფითრებულიყო.
-რა კარგია რომ დაბრუნდით. ძალიან ვინერვიულე.
-დამშვიდდით ყველაფერი კარგად იქნება. დაამშვიდა სოფომ.
-ამდენი რამე საიდან იცით? ექიმი ხართ?
-აღარ,- მოუჭრა მოკლედ.
-ძალიან დაგვეხმარეთ თქვენ რომ რა არ ვიცი რა მოხდებოდა.
ამ ერთი თვის განმავლობაში რაც ამ გოგოს არსეობა გაიგო რამდენჯერ სდომებია რეზოს მასთან საუბარი, ოცნებობდა კიდეც. ახლა აქ იყო მის გვერდით ასეთ საშინელ სიტუაციაში და საუბარს ვერ ახერხებდნენ.
-თქვენ კი არა ამ შენობის მეპატრონეებმა უნდა ინერვიულონ.იდიოტები. ამდენი ფული აქვთ და მაინც ფულს ზოგავენ,უხარისხო მასალებს ყიდულობენ და სულაც არა ადარდებთ ასეთი მოქალაქეების ბედი. ბრაზობდა სოფო.-დამშვიდდით ბატონო ყველაფერი კარგად იქნება.თქვენ გამოჯანმრთელდებით. არ დავუშვებ რომ რამე დაგემართოთ.დღეს თქვენ გადარჩებით . თქვენ მაინც გადაგარჩენთ-ბუტბუტებდა სოფო და ვერც აანალიზებდა რომ მის ნათქვამს სხვაც ისმენდა. უეცრად საწრაფოს სირენის გამაყრუებელი ხმ გაისმა და შვებით ამოისუნთქა....

******************
საავადმყოფოს დერეფანში სოფო და ზეზვა ისხდნენ. ოპერაციის დასრულებას ელოდნენ.გოგოს გული ეკუმშებოდა როცა ბიჭის ნატანჯ და ნანერვიულებ სახეს უყურებდა. უკვე თენდებოდა, ექიმი კი არადა არ ჩანდა. მათ რეზო მიუახლოვდა, ხელში ორი ყავა ეჭირა.
-აი აიღეთ. დაიღლებოდით. ცოტა გამოგაფხიზლებთ, -მიაწოდა მათ.
-მადლობა, სოფომ ორივე ჭიქა გამოართვა, ერთი მეგობარს მიაწოდა, მეორე თავისთვის დაიტოვა. ესიამოვნა ცხელი ყავა და წარსული გაახსენა.

''''იმ დღეს მორიგე იყო საავადმყოფოში. საათი შუაღამის სამს აჩვენებდა.ყავა მოუნდა. ქვემოთ ჩავიდა, სადაც ყავის აპარატი იდგა. უშაქრო ყავას სვავდა როგორც ყოველთვის. ფული ჩააგდო, მაგრამ ყავა არ ჩამოვიდა. ისევ გაიმეორა, ღილაკს თითი დააჭირა, მაგრამ ყავა არადა არ გამოდიოდა. რამდენჯერმე გაიმეორა, ბოლოს კი გამეტებით დასცხო მუშტი გაბარზებულმა.
-ასე დაამტვრევ.-მოესმა უკან. მოიხედა და მის წინ ახალგაზრდა ბიჭი იდგა თაფლისფერი თვალებით და შავი თმით, სპორტულებში გამოწყობილი და უღიმოდა.
-ნეტავი თქვენ ვინ გეკითხებათ სხვის საქმეში რომ ერევით?-გაუბრაზდა სოფო
-მეკითხება, იმიტომ რომ ყავა მეც მინდა და თუ დაამტვრევ ვერ დავლევ.
-ხოდა მიდი და დალიე.-შეუღრინა და გაეცალა.
რამდენიმე წამში ბიჭი დაეწია ორი ყავით ხელში და გვერდით ამოუდგა.
-აი ინებეთ ყავა.
-არ მინდა მადლობთ
-კარგი რაა მე დახმარება მინდა შენ კი ყავა.-წინ გადაუდგა ის
-ჯერ ერთი შენ კი არა თქვენ და მეორეც ცანცარა რომ ხართ თქვენთვის უთქვამს ვინმეს?გაუბრაზდა ისევ სოფო.
-არა არავის. ეს პირველია. მოდი გავიცნოთ ერთმაენთი. მე ზაზა ვარ. შენ რა გქვია?
-სახელი არ მაქვს.-მოუჭრა და ახლა ზურგი შექცია.
-აუ კარგი რააა. ასეთი უკარებზ რატომ ხარ?უბრალოდ გავიცნოთ ერთმანეთი.
-აუ შენ რა ჯიუტი ვინმე ხარ.არ მცალია შენთვის თავი დამანებე კარგი?
-არ დაგანენებ.""'''
ფიქრებიდან ხელის მსუბუქმა შეხებამა გამოიყვანა.
-სოფო ექიმი მოდის. შეშინებულმა უთხრა ზეზვამ
ისიც მასინვე წამოდგა და ექიმს მიეგება.
-რა ხდება ექიმო?დასრულდა ოპერაცია?როგორ ჩაირა ?-დააყარა კითხვები.
-პირველ რიგში გეტყვით იმას რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ფეხის შენარჩუნება შევძელით. მაგრამ საავადმყოფოში დარჩენა კარგა ხანს მოუწევს. მისთვის პირველადი დახმარება რომ არ აღმოეჩინათ ნამდვილად ვერ გადარჩებოდა. ეტყობა ექიმი იყო ვინც ეს გააკეთა.
ზეზვას უნდა ეთქვა ეს სოფომ გააკეთა და ექიმიაო მაგრამ მან შეაჩერა.
-როდის შევძლებთ ნახვას?
-ახლა შეგიძლიათ შინ წახვიდეთ დაისვენოთ. ხვალ პალატში გადავიყვანთ და შეგიძლიათ ინახულოთ.-
-კარგით ექიმო. ანგარიშსწორება როგორ მოხდება?
-ეგ ჩემო კარგი რეგისტრატურაში იკითხეთ. ახლა კი წავედი. სხვა პაციენტებიც მელოდებიან
-ექიმო მეორე პაციენტი როგორ არის?მუცელში იყო დაჭრილი.-შეაჩერა რეზომ.
-ისიც გადარჩა. ვინც ისინი გადაარჩინა როგორც უკვე ვთქვი თავის საქმე ძალიან კარგად იცოდა.-უპასუხა ექიმმა და მარტო დატოვა.
სამივე ქვემოთ ჩავიდნენ. სოფო მიმღებში მივიდა.
-შეიძლება ვიკითხო ოპერაციის საფასური როგორ გადავიხადოთ?დაზღვევაც გვაქვს.
-პაციენტის სახელი და გვარი მითხარით?
სოფომ უკარნახა. გოგო ცოტა ხანს იქექებოდა კომპიუტერში,მერე სათვალე მოიხსნა და უპსუხა.
-ოპერაციის საფასური და ხარჯები სამშენებლო კომპანიამ აანაზღაურა. ყველაფერი გსწორებულია.
-ეს..ეს როგორ...დაიბნა სოფო.-იქნებ შეცდომაა?
-არა ქალბატონო. გადავამოწე უკვე. ყველა დაზარებულის ოპერაციის ხარჯები დაფარულია.
სოფომ მადლობა გადაუხადა და დაბნეული გამობრუნდა უკან.რეზო მის სახეს აკვირდებოდა და გულში ეღიმებოდა,მართლია ახლა ამის დრო არ იყო და თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ ვერ მოასწრო დროულად ჩამოსვლა და მუშებმა სწორე ის უხარისხო მასალა გამოიყენს,მაგრამ მთავარია რომ ყველა გადარჩა. დანარჩენს ეშველებოდა...
ზეზვამ წასვლა იუარა და საავამყოფოში დარჩენა გადაწყვიტა. სოფო ბექაურს გააყოლა და იმედიანად დაბრუნდა უკან მოსაცდელში...
მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია, სოფო იმდენად იყო გადაღლილი თავი მინას მიადო და ჩაეძინა.ბექაურს მანქანა ფრთხილად მიყავდა რომ არ გაეღვიძებინა. კარგად იცოდა რომ ამ გოგომ მისი კომპანია სკანდალებს გადარჩინა სულ მცირე და ყველაზე მეტად მინიმუმ ორი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, თან ისე რომ ერთ წამს არ შესტოკებია ნერვი.
მზე ამოდიოდა როცა ჩავიდნენ.სოფომ თვალი გაახილა.
-მთელი გზა მეძინა?
-კი.-უპასუხა მან
-ძალაინ გადავიღალე და ეტყობა ამან იმოქმედა.
-თქვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსენით.ასეთი ძლიერი ექიმი ხართ და აქ რას აკეთებთ?
-ამაზე საუბარი არ მინდა.უთხრა ცივად.
-როგორც იტყვით.
სოფელში ისე ავიდნენ ხმა აღარ ამოუღიათ. გზადაგზა რეზო ჩუმად აპარებდა თვალს მისკენ,თავს უბრაზდებოდა რომ მასთან სასაუბრო თემას ვერ პოულობდა.სოფოს კი აზრადაც არ მოსდიოდა თუ რა ცეცხლს უკიდებდა ბექაურს გულში მისი ასეთი უშფოთველი და მშვიდი ქცევა...



№1 სტუმარი makukuna

უფ, კარგი ხარ, კარგი. ეცადე გრძნობები და განცდები უფრო გამოავლინო, ანუ უფრო ღრმა გახადო, ქცევებში, დიალოგებში და ასე შემდეგ, კი მიხვდები შენ heart_eyes

 


№2 სტუმარი lizazu

როგორ მომწონს heart_eyes მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.

 


№3 სტუმარი Guest თიკო

ახლა წავიკითხე სამივე თავი და ძალიან მომეწონა..

 


№4 სტუმარი Guest nita

saocari gogo xar da saocari tavi iko. madloba shen :-*

 


№5 სტუმარი Guest თაკო

დღეს ახალ თავს ველოდები ❤

 


№6  offline წევრი kato wiklauri

მალე იქნებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent