სიყვარული და შურისძიება (16თავი)
-ლევან შემპირდი რომ როცა მაგ კაცს დავიჭერთ 10 წელზე ნაკლებს არ მიცემ პატიმრობას. -რაა სოფო? რაც მაგას დანაშაულები ექნება ჩადენილი 15ზე ნაკლებს ვინ მისცემს და კიდევ რასაც გააკეთებს ის ზედ დაემატება კიდე. ნარკოტიკის მიღების სურვილის გამო რას არ გააკეთებს კაცი მოკლედ გაგიჟებული ვარ კაცი. ყველანაირი მკვლელობა გამიგია მაგრამ ამაში მთელი ოჯახის ჩართვა რაღაც ახალია. -მართალია ლევან. მთელი ოჯახი. გესმის? ცოლი მოკლა, შვილს კლავდა და ძლივს გადარჩა, შვილები ბიჭები ჩაითრია ამ ყველაფერში და თვითონ ნარკომანი ხომ არის და არის. -კარგი სოფო მოდი მოვრჩეთ მაგაზე საუბარს და ცოტა ჩვენზეც ვიფიქროთ. მინდა რომ 1 კვირაში დავქორწინდეთ. რას იტყვი? -კი მეც მინდა მაგრამ მერე გამოძიებას ვინ გააგრძელებს? -კარგი რა ერთ დღეს რა უჭირს? მხოლოდ ქორწილის დღე და მერე გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულებრივად. -კარგი ჩემო ძვირფასო და საყვარელო. ესეიგი ერთ კვირაში ქორწილი ძალიან კარგი, დავიწყებ საქმეების მოგვარებას. რათქმაუნდა ჩემი ხელისმომკიდე მარი იქნება. და შენი? -რავიცი ძმაკცების მეტი რა მყავს ერთი? მაგას ვერ ავარჩევ? ეხლა წავედით სამსახურში ტორე საქმე გვაქვს ძალიან ბევრი ხო იცი? -პრივეტ მარი როგორ ხარ? -ვა სოფო? მე კარგად შენ როგორ ხარ? სად დაიკარგე? -რავი აბა დიანას საქმემ სულ ჩამიძირა და შენთვის ვეღარ მოვიცალე რა. გამო ჩემთან ერთი მაგარი ამბავი უნდა გითხრა. -რაა? მითხარი აბა რა ხდება? -რადა ერთკვირაში ქორწილი მაქვს და ჩემი ხელის მომკიდე შენ ხარ. -რაა? მე ? სოფო კი მაგრამ.... -არავითარი მაგრამ. უარი არ მიიღება იცოდე. -ხო კარგი ჯანდაბა ჩემს თავს. კაბა უკვე არჩეული გაქვს? -არა და ხვალ კაბის ასარჩევად უნდა გამყვე კვირაა და დასვენება მაქვს. თორე მერე აღარ მეცლება. -კარგი რა პრობლემაა წავიდეთ. ვაიმე რა მაგარია. ერთ კვირაში მაგრად ვიქეიფებ. -უი თან საავადმყოფოში უნდა გავუარო დიანას და ხო წამომყვები? იცი რა საყვარელი ბავშვია? -ხო კარგი. არანაირი პრობლემა არაა. -გამარჯობა ექიმო. ხომ შეიძლება დიანა რომ ვნახო? -კი მაგრამ სანამ შეხვალთ რაღაც უნდა გითხრათ. უკვე გავიდა დრო. ის უკეთესადაა და პატრონი უნდა გამოუჩნდეს, სამუდამოდ აქ ვერ დავიტვებთ და იქნებ უშოვოთ ვინმე, მაინც პოლიციაში მუშაობთ და რავიცი აბა? -კარგი რაიმეს აუცილებლად გამოვძებნი. გამარჯობა დიანა როგორ ხარ? -კარგად სოფო შენ როგორ ხარ? -მე ძალიან ბედნიერი ვარ, დიანა რაღაც უნდა გკითხო. თუ რამე ჩემთან და ლევანთან ხომ იცხოვრებ? -შენთან და ლევანთან? კი დიდი სიამოვნებით. რა მაგარია. -ხო მაგარია, თან მე და ლევანს ერთ კვირაში ქორწილი გვაქვს, ეხლა კაბის საყიდლად მივდივარ და შემოგიარე. გაიცანი ეს მარია. ჩემი მეგობარი. -კარგი მარი მგონი ჩვენი წასვლის დროა. კარგად დიანა და შევეცდები მალე წაგიყვანო აქედან. -კარგად სოფო, კარგად მარი. -მართლა ძალიან საყვარელი ბავშვია. -გამარჯობა ლევან როგორ ხარ? -კარგად სოფო შენ როგორ ხარ? -რავიცი არამიშავს. შეიძლება ვილაპარაკოთ? -კი რათქმაუნდა. რა ხდება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.