სამუდამოდ სიცოცხლეში (მეჩვიდმეტე თავი)
*** ბენი კვლავ დაადგა ელიოტისკენ გზას. რთული აღმოჩნდა მისი დაყოლიება, თუმცა ელიოტის მეუღლემ მოახერხა, დაარწმუნა რომ მან გადაიხადა მისი საფასური რის გამოც სარჩელი გამოტანილ იქნა. მეორე დილით ადრიანად გაეშურა ბენი ციხის საავადმყოფოში, რომ სასიამოვნო სიახლე ანდრეისთვის პირველს ეცნობინებინა. ამბავი ანდრეისთვის მეტად სასიხარულო აღმოჩნდა. დამნაშავედ გძნობდა თავს უმცროსი ძმის მიმართ. მისი მოვლა პატრონობა ბავშვობიდანვე მან აიღო საკუთარ თავზე, თუმცა ეს რამდენიმე თვეა რასაც ვერ ახეხებს, პირიქით პრობლემებს უქმნის, იქცევა როგორც ჭირვეული ბავშვი და იმის მაგივრად რომ დაიცვას უმცროსი ძმა, პირიქით ნებსით თუ უნებლიედ საფრთხეში აგდებს მას. *** 5 დღის შემდეგ დადგა ის ნანატრი დღე როდესაც ექიმმა უთხრა: -ანდრეი ლუჩენკო, შენი საავადმყოფოში ყოფნის ბოლო დღეა დღეს. -ექიმმა თეთრი ხალათის გულის ჯიბიდან საწერ კალამი ამოიღო და მაგიდაზე დაყრდნობილმა საბუთებს ხელი მოაწერა. -შეიძლება? -თავი შემოჰყო პალატაში ბენმა მას შემდეგ რაც ექიმმა ნებართვა მისცა, უკან კი გამომძიებელი მილერი შეჰყვა. იდაყვებზე დაყრდნობით საწოლზე ფრთხილად წამოჯდა ანდრეი და ექიმის მიერ მითითებულ ადგილზე საბუთებს ხელი მოაწერა. -გპირდებით რომ დიდი ხანი არ მოგაკითხავთ. -გაეცინა მას და ხელმოწერილი საბუთები გადასცა. -გინდოდა გეთქვა საერთოდო. -შეუსწორა ექიმმა და საბუთები ახლა გამომძიებელს გაუწოდა. -თქვენც მოაწერეთ ხელი. მაგრამ იცოდე ანდრეი -კვლავ ანდრეის მიუბრუნდა -ჩემი დანიშნულება ზედმიწევნით უნდა შეასრულოთ. ღმერთი გწყალობს და შენც ნუ აქცევ ზურგს. -რამდენად მწყალობს ეგ გასარკვევია -რწმენა არასოდეს დაუკარგავს ანდრეის, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა მის გონებაში, თუმცა მისი ურწმუნო სიტყვები დროებითია, იმას არ ამბობს რასაც გულისხმობს. მას შემდეგ რაც ექიმმა ხელმოწერილი საბუთები ჩაიბარა ოთახიდან გავიდა. -როგორ გძნობს ყველაზე მარტოსული პატიმარი თავს? -მოიკითხა ავგუსტომ. -როგორც თევზი წყალში. დღეს დილით ადვოკატი იყო მოსული. -გაგიგიჟებია კაცი. მგონი ადვოკატობაზე ხელი აიღო. -მე არაფერი გამიკეთებია უბრალოდ ჩემი ხუმრობები ვერ გაიგო. -საკნის მეგობარმა მოკითხვა დამაბარა. ანდრეის ტანზე ხორკლებმა დააყარა. ეს რომ შენიშნა სიცილი აუტყდა. -კარგი კარგი გვეყოს აქ მომიწერე ხელი და გავდივარ. -აქ? -დასაზუტებლად ჰკითხა ანდრეიმ და მონიშნულ ადგილზე დაადო თითი. -აჰა აიღეთ. -შორს ყოფილიყოს შენთვის ციხის კარები -უსურვა გამომძიებელმა და პალატის კარები გაიხურა. -მომიტანე რაც გთხოვე? -კი. -ბენმა ის ნივთები მიაწოდა რომელიც ციხის ადმინისტრაციას ჰქონდა ჩაბარებული. -არ მატნევდნენ შენი ხელმოწერის გარეშე მაგრამ დავარწმუნე რომ ციხის კარებთან 100 მეტრითაც არ იყავი ჩამვლელი. ანდრეიმ ნივთებს შორის რომლებშიც საათი, საფულე, ქამარი და ტელეფონი იდო მან ტელეფონი ამოარჩია და ჩართო. დანარჩენი ნივთები ისევ ცელოფანში ჩააბრუნა და გვერდით კამოდზე წყლის ჭიქის გვერდით დადო. -წყალი ახალია? -კი -უპასუხა ანდრეიმ და ტელეფონში გამოტოვებული ნომრების თვალიერება განაგრძო. ბენმა ნელ თბილი წყალი დაისხა და დიდი მონდომებით ყელში ჩაუშვა იმ იმედით რომ ყელს ჩაიცივებდა, თუმცა მოტყუებულმა წყალი უკან არ გადმოუშვა და სახე დაჭყანულმა ძლივს გადაუშვა ყელში დაგუბებული წყალი. -ისევ ეს -გაიეკირვა ადრეიმ მას შემდეგ რაც ტელეფონში შემოსული ზარების რაოდენობა აღმოაჩინა. -რა არის? -მკლავით წყლის წვრთები შეიმშრალა პირიდან, ჭიქა თავის ადგილზე დადგა და ინტერესით დააკვირდა ანდრეის ხელებს, რომელშიც ხელები მჭიდოდ შემოეჭდო ტელეფონზე. -რამდენიმე დღის წინ რომ უცხო ნომერი მირეკავდა, ისევ ის არის. 37 ზარია შემოსული. -ანდრეიმ ტელეფონი მომუწულ პირთან მიიტანა და დაფიქრდა -ალბათ ჟურნალისტებია -გადაწყვიტა მან და ტელეფონი ფეხებისკენ მოისროლა, ბეჭებში გაიზმორა და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის მზად ყოფნას შეუდგა. *** ბენმა ანდრეი პირდაპირ სახლში წაიყვანა. გზაში მან ემილის დაურეკა და შემპარავად უთხრა რომ ანდეისთან აპირებდა დარჩენას, ემილი როგორც ყოველთვის წარბშეუხრელად დასთანხმდა მის ამ წინადადებაზე. ბენს გულზე მოეშვა, იმის და მიუხედავად რომ ემილი არასოდეს წუწუნებდა ცოლის მიმართ რიდი გაუჩნდა, ის ხომ ფეხმძიმედ იყო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი პირი, რომლის გაცნობის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. არ აქვს მნიშვნელობა ტკივილს ანიჭებ მას თუ ბედნიერებას. ეს ასე ხდება, შენ იცვლები მის გვერდით. -არასოდეს მოიქცე ასე სულელივით. განყოფილებაში უკვე მეორედ იყავი.-მანქანის გასაღები სასტუმრო ოთახში მაგიდაზე დადო და იქვე სკამზე ჩამოჯდა. -ღმერთი სამობითაა. -ისე თქვა თითქოს ციხეში მოხვედრის უფლება კიდევ ერთხელ ჰქონდეს. -ღმერთი არ გაგიწყრეს. დაჯექი რას დამადექი თავზე -მაგიდას დაყდნობილ ანდრეი ახედა ბენმა და სკამისკენ მიუთითა. ანდრეიმ სკამს გვერდი აუარა და სავარძელს მიაშურა. -რამეს ხომ არ მიირთმევს თქვენი აღმატბულება?/ -ჰკითხა ბენმა და თეატრალურად დაუკრა თავი. -თეატრში მიგიწვიეს? ძალიან კარგი, გააგრძელე. ყავას დავლევდი. -რაც პატიმარმა დაგაკლო მე დაგიმატებ. შენ კი გირჩევნია იმაზე იფიქრო ჯონს ბოდიში როგორ მოუხადო. გაბრაზებულია. -ვიცი. -ფეხის მხარეს ბალიშს დაავლო ხელი და თავქვეშ დაიდო. -რითი გავიყვანოთ დრო? -დავლიოთ. -თვალი აარიდა მან, თითქოს არაფერი უთქვამს, მაგრამ ქვეშ-ქვეშად მალულად ახედა და სუნთქვა შეკრული დაელოდა პასუხს. მას მართლაც დაამშვიდებდა ერთი ჭიქა. -ახლავე. -მართლა? -დაუჯერებლად მიიჩნია ბენის გადაწყვეტილება, მეტად რომ დარწმუნებულიყო სავარძლიდან წამოიწია და სამზარეულოში მიმავალ ბენს თვალი გაყოლა. -ჩემი ძმაა -სიამაყით განუცხადა საკუთარ თავს და კვლავ სავარძელზე წაკოტრიალდა. -სად დევს ვერ ვიპოვე. -მაგიდაზე ნახე, თუმცა არა მანდ ნახევარი ბოთლია არ გვეყოფა, კარადაში მეორე თაროზე ახალი ბოთლი დევს. ჭიქებიც მანდვე იქნება. -ჭიქები არ გვინდა ბოთლით დავლიოთ -თქვა და კარებში ვისკით სავსე ბოთლით ხელში შემოვიდა. -ეს არის? - მას შემდეგ რაც ანდრეიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ბოთლს თავი მოხადა, ერთ ნაბიჯში სავარძელთან გაჩნდა და მთელი ბოთლი თავზე დააცალა. -გაჩერდი გთხოვ, არ გინდა -თავზე ხელებს იფარებდა. -ეს იცი რამდენი წლის დაძველების ღვინოა? -კიდევ არის ერთი ბოთლი ნახევრად სავსე მაგიდაზე. -ბოთლი მაგიდაზე დადგა და სამზაეულოსკენ წავიდა. -კარგი გეყოს, სად მიდიხარ? -ხელებს დავიბან და მოვალ. -გახსნილი მაინც მოგეტანა, ტყუილად გააფუჭე ერთი ბოთლი. ახლა როგორ მოვიქცე? -ნეტავ ჩამახედა შენს თავში რა ხდება საერთოდ? იქნებ გავამართლო კიდეც შენი საქციელი. ჩემი ხელით გინდა სიკვდილი? ნუ მაწყვეტინებ -უთხრა ბენმა მას შემდეგ რაც რაღაცის თქმა დააპირა ანდრეიმ. -კარგი ბრაინ, გეხუმრე. -კარგი ბრაიან, გეხუმრე -გამოაჯავრა მან. -ფეხი არ მოიცვალო სავარძლიდან. - ფეხები მოაკეცინა და იქვე ჩამოუჯდა. წყლის ხელებზე გადავლება გადაიფოქრა. თავი საზურგეს მიადო, ხელები მუცელზე დაიკრიფა და თვალები დახუჭა. ანდრეიმ ძმის გაფრთხილება არად ჩააგდო, სავარძელს ხელებით დაეყდნო და წამოდგომას შეეცადა. -სად მიდიხარ? -თვალებ დახუჭულმა ჰკითხა.ისე წარბით არ შეურხევია. -წყალს გადავივლებ. -არა. ანდრეის ზედმეტად აღარ გაუღიზიანებია და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. ვერ გაბედა ბენისთვის წინააღმდეგობის გაწევა. უფრო მეტად კი რიდი ჰქონდა მისი, მის გამო იყო ოჯახის დაეტოვება რომ უხდებოდა და მის დასახმარებლად ყოველ წამს გამორბოდა მასთან. სავარძელზე მიწვა და მალევე ჩაეძინა. საწყალ ბენს მჯდომარეს დაეძინა. საღამოს 8 საათზე ბენს გაეღვიძა. წელზე ხელი მოიკიდა და გრეხვით წამოდგა. თვალგახელილ ანდრეის გადახედა და უთხრა რომ წამომდგარიყო. ანდრეის გაკვირვებულ სახეს რომ წააწყდა დაამატა რომ წყალის გადასავლებად სააბაზანოში შესვლის უფლებას რთავდა მაგრამ ერთი პირობით, დიდხანს ფეხზე არ მდგარიყო და არ გადაღლილიყო. ხელი დაახმარა და ფეხზე წამოაყენა. მეორე სართულისკენ მთქნარებით აუყვნენ კიბეს, ბენი ანდრეის ოთახში საწოლზე ჩამოჯდა და მის სააბაზანოდან გამოსვლას დაელოდა. ანდრეიმ თბილი წყალი მოუშვა და შიშველი სხეულით მის ქვეშ დადგა. სიმშვიდეს თბილი წყლის ჩხრიალში ეძებდა, თითქოს წყალი ჩამორეცხავდა მის სულიერ ტკივილსა და სევდას. ცოტათი მოეშვა, ფიზიკურმა ტკივილმა წყალთან ერთად იწყო ტუმბოში ჩასვლა. სააბაზანოდან პირსახოცის ამარა გამოვიდა. ათლეტური მხარბეჭი წყლისგან დაცვაროდა და მისი წვეთები მხრებზე დაწოლოდა. -რა სასიამოვნოა საკუთარ აბაზანაში მშვიდად შხაპის მიღება და რბილ საწოლზე წოლა. -ბენის გვერდით დაიკავა საწოლზე ადგილი. -კარგი მიდი. -ბეჭზე დაადო ხელი ბენმა და წამოდგა. -მე მეორე ოთახში გავალ და დავისვენებ. შენ კი მიდი დაწექი, ექიმმა თქვა იწვესო. -მადლობა ბრაიან. -რისთვის? -ყველაფრისთვის. -ეგ არაფერი. აბა შენ იცი, კარგად გამოიძინე და ვნახოთ ხვალ როგორ იქნები, შემდეგ კი გადავწყვეტ გადაღებებზე წახვიდე თუ არა. -ოთახიდან გავიდა ბენი, კარები გაიხურა და გვერდით სასტუმრო ოთახში შევიდა. ანდრეი საწოლზე დაწვა, თხელი საბანი გადაიფარა, შუქი ჩააქრო და მალე ჩაეძინა. *** მზე გადაეფინა უღრუბლო ცას. მისი სხივები ნაზად ეალერსებოდა დედამიწას და სასიამოვნო ბურუსში ახვევდა. ნაცრისფერ მოკლე მკლავიან და მუქ ლურჯ შარვალში გამოწყობილ ანდრეის თმები ზემოთ აექოჩრა, ისე როგორც ამას რამდენიმე თვის წინ აკეთებდა. ერთი საათის წინ სალონში მოასწრო წასვლა, სახეზე წამოსული წვერები მოიპარსა და თმებისაც ისეთივე სტილი მისცა როგორც აქამდე შვენოდ. ბენის ოთახში შეუვარდა, მაჯაზე საათს დახედა, როცა მიხვდა ძალიან დააგვიანა და საათი უკვე 11-ს აჩვენებდა დაფაცურდა. თვალების ფშვნეტით წამოაგდო საწოლიდან ბენი. ამ უკანასკნელმა როდესაც ანდრეი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა გაეღიმა და თეატრალუად აღმართა ჰაერში ხელები: -ღმერთო ჩემო ძმა დამიბრუნდა. კარგად ხარ? - ჩქარა ადექი და წავიდეთ გადაღებებზე მაგვიანდება. -ანდრეი საოცრად აღფრთოვანებული იყო როცა საკნის ჭუჭყიანი საწოლის მაგივრად საკუთარ რბილ საწოლში ეძინა. იმის მიუხედავად რომ ყოველ საათში გვედების ტკივილი აღვიძებდა მას მისთვის სასიამოვნო იყო შეგრძნება რომ საკუთარ ოთახში იწვა. -ანდრეი კარგად ხარ? -ბენს აკვივებდა მისი ასეთი მონდომებულობა და ისიც გაკვირვებული სახით მისჩერებოდა სარკეში საკუთარი თავის თვალიერებით გართულ ძმას. -რა ჯანდაბისთვის მეკითხები ამას ყოველ წუთში? ბენი საწოლიდან წამოდგა. მან ის ტანისამოსი ჩაიცვა რაც მთელი დღე ეცვა გუშინ, სარკეში თმები დაივარცხნა და კიბეებზე მიმავალ ანდრეის დაეწია. -ანდრეი! რა სუნი გაქვს -ხელით გაანიავა ჰაერი ბენმა და ცხვირზე მოიჭირა ხელი -ძალიან ბევრი ხომ არ მოგივიდა მაგ სუნამოს დასხმა? -არაა, რატომ? -გაეცინა ანდრეის და პერანგის საყელო გაისწორა. სამზარეულოსკენ წავიდა ბენი, უკვე ნასაუზმევი ანდრეი მას გაჰყვა და ძმასთან ერთად თავიდან შეექცა საუზმეს. -მაგიდას ვინ აალაგებს? ჯინი ბოთლიდან? -რომ მოვალ მერე ავალაგებ. ძმები სახლიდან გავიდნენ. ანდრეიმ კარები გასაღებით გადაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და მანქანისკენ წავიდა სადაც ბენი ქუჩას იკლებდა სიგნალით. დათქმულ ადგილზე ნახევარ საათში მივიდნენ. მოედანზე შეკრებილიყვნენ ყველანი ჯონის ჩათვლით და ლუჩენკოს ელოდებოდნენ. აქეთ-იქეთ დადიოდა ჯონი და ანდრეისთან სალაპარაკო სიტყვებს თავში ალაგებდა. გადაწყვიტა როგორც კი მოვიდოდა სერიოზულად დალაპარაკებოდა რომ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა და ამით საკუთარ თავს ძალიან ბევრს უშავებდა. მაგრამ მისი გამოჩენისთანავე პირს მომდგარი სასაყვედურო სიტყვები უკუაგდო და მამაშვილურად გადაეხვია. -მიხარია რომ ცოცხალი და ჯამრთელი ხარ. -მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფაგლა. ანდრეიმაც თავის მხრივ ყველა იმ საქციელისთვის მოიხადა ბოდიში რისთვისაც ბევრ შეცდომას უშვებდა. -ანდრეი კარგად ხარ? -შენ მეტი წინადადება არ იცი? -თუ იცი რომ ამდენ შეცდომას უშვებს რატომღა იმეორებ? -არ დაიწყო ახლა -ხელი აიქნია მან და მაღაზიისკენ წავიდა. -ყავა წამოგიღო?-მოაძახა ქუჩიდან. -კი. მაგრამ მალე მე უნდა წავიდე. ანდრეიმ ქუჩა გადაკვეთა, პირველივე სასურსათო მაღაზიაში შევიდა და გამყიდველი გოგონასკენ დინჯი ნაბიჯებით გაემართა. სახეზე მაცდურმა ღიმილმა გადაჰკრა, მჭერმეტყველი მზერით გოგონას თვალებს ჩააშტერდა და მიესალმა. -მოგესალმებით -თავის მხრივ მიესალმა გამყიდველი გოგონა. -რით შემიძლია დაგეხმაროთ ანდრეი ლუჩენკო? -ჩემი სახელი იცით? -ხელი ჩამოდო დახლზე და ისე გაუღიმა თეთრი ქათქათა კბილები მთლიანად გამოაჩინა, მაგრამ მისი ღიმილი დაღრეჯვას უფრო ჰგავდა. -თქვენი სახელი ყველამ იცის. -თქვენ ახალი ხართ ალბათ ხომ? აქ არასოდეს მინახიხართ. -დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. -ესაუბრებოდა გამყიდველი გოგონაც მაგრამ მასაც აშკარად ეტყობოდა ანდრეის ეკეკლუცებოდა. -გილოცავთ-ხელი გაუწოდა ანდრეიმ და გაიჯგიმა. -თქვენი სახელი? -კლაუდია. -გამყიდველმა ხელი ჩამოართვა. მისი ხელის გულები გაუოფლინდა, შემდეგ კანკალმა აიტანა. -სასიამოვნოა კლაუდია -ანდრეიმ მისი აშკარა აღელვება უმალ შეამჩნია. გოგონების ყოფილმა მუსუსმა და გამოცდილმა მექლთანემ გოგონას დაბნეულობით ისარგებლა და კიდევ უფრო გასაღიზიანებლად გაღიმებულმა ტუჩის კუთხე მოიკვნიტა და თვალი ჩაუკრა. -კარგი კლაუდია მელოდებიან უნდა წავიდე. გოგონა მოიღრუბლა მაგრამ გამოსავალი მოძებნა, უცებ დაფაცურდა, დახლის გვერდით უჯრა გამოაღო და კალამი ამოიღო. რვეულს ფურცელი მოხია და ნომერი დააწერა. -დამირეკე ანდრეი. ანდრეიმ კიდევ ერთხელ გაუღიმა გამყიდველს და შეპირდა რომ დაურეკავდა. უკან იმავე გზით დაბრუნებულს სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ერთ სართულიანი სახლის კარებთან ბენი იდგა და მასთან მივიდა. სახლი ანდრეის გმირს ეკუთვნოდა. -ახალი გამყიდველი ისეთი სიმპატიური გოგონაა. -და ყავა? -გაოცებული დააცქერდა ბენი. -დამავიწყდა -თავი მოიქექა მან. -რჩევას მოგცემ, მიიღებ? -მიდი. -ახლა შენი ზედა ტვინით იფიქრე. -ჩემი ტვინი ადგილზეა. -მეც მაგას ვგულისხმობ, თავში რომ ტვინი გაქვს თუ გაქვს საერთოდ ის გამოიყენე. -საინტერესოდ ლამაზი იყო. -ზედა ტვინი მეთქი, ზედა. -მისი ნომერიც მაქვს. -განაგრძობდა იგი. -ყოჩაღ. 10 დან 9 ქულას გიწერ. -უჟმური. -ძმის მისამართით შეიკურთხა ანდრეიმ და ხელში დაკუჭული ქაღალდი იქვე ნაგავში ჩააგდო. -რას შვები? -ვერ ხედავ? გადავაგდე. -რომ ვხედავ იმიტომ გეკითხები. რატომ გადააგდე? შენ ხომ ამ წუთში ამაყობდი ამ ნომრის მოპოვებით? -იმიტომ რომ ახლა ზუსტად ჩემი ზედა ტვინით ვფიქრობ და ამიტომ თუ გინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგო მთავაზობდეს თავს არ შემიძლია ალისიას ვუღალატო. ვერასოდეს შევძლებ ამას. ვერასოდეს - ეს უკანასკნელი ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან, თითქოს თავის თავს არწმუნებდა ამაში. საღამოს რესტონიდან დაღლილი დაბრუნდა სახლში ბენი. სახლში შესულმა პირველად ლუკასის ოთახის კარები შეაღო. მარცხნივ სინათლეს ჩამოჰკრა ხელი და ოთახი ყვითელ ფერებში გააბჟღვიალა. ფეხის წვერებზე გაიარა საწოლამდე მანძილი და მძინარეს თბილად აკოცა ლოყაზე. ბავშვი შეირყა, მაგრამ არ გაუღვიძია ძილი ისევე ტკბილად განაგრძო როგორც დაიწყო. ბენმა შუბლზე ჩამოყრილ თმებზე ხელი ფრთხილად გადაუსვა და გვერდზე გადაუწია, საბანი წელთან შეუსწორა და ისევე ფრთხილად გაიარა ოთახი და სინათლე ჩააქრო, როგორც შემოსვლისაას გააკეთა ეს. გვერდით ოთახის კარებიც ფრთხილად გააღო, იფიქრა ემილის სძინავდა და ამიტომ მისი გაღვიძება არ უფიქრია. კარებში შემოსვლისთანავე სინათლე აანთო, მაისურს საყელოში ჩაავლო ხელი და ზემოდან გადაიძრო. -მოხვედი? -სახით ბენისკენ შემოტიალდა ემილი, შემდეგ ტანითაც და ვიწრო თვალებით ბენს მიშტერებოდა. სინათლე თვალს უჭრიდა. ხმაზე ეტყობოდა ბენის შემოსვლამ გააღვიძა. -მაპატიე ძვირფასო. -მუხლი საწოლს ჩამოადო და წამებში ემილის გვერდით გაჩნდა. -მომენატრე. -გვერდით დაუწვა ცოლს და მუცელზე ხელი მოუსვა. -მეც. -კისერი დაიგრძელა და ბენის ტუჩებს დაეწაფა. საჩვენებელი თითი კისერს ჩამოატარა და შიშველი მკერდის გავლით ნაზად ჩამოჰყვა ძირს. ბენიც არ აღმოჩნდა უკმაყოფილო ემილის სურვილს სწრაფად დაეწაფა და სიყვარულის მორევში გადაეშვებოდა რომ არა ემილის გულის აზიდვა, იგი თავქუდ-მოგლეჯილი გაიქცა ატლასის ღია ვარდისფერი პერანგით სააბაზანოსკენ, უკან ბენის ღიმილიანი სახე გაჰყვა. პირსახოცით ხელში შემოვიდა და სველ სახეს იმშრალებდა. განგაში ცრუ აღმოჩნდა. -მაპატიე- ბოდიში მოიხადა ემილიმ და პირსახოცი სავარძლის საზურგეზე გადაკიდა. ბენმა პასუხის ნიშნად გაუღიმა, საწოლიდან გადმოვიდა და ხელში აყვანილი ჩააწვინა საწოლში. თავად საწოლის მეორე მხარეს ფეხით გადაიარა და გვერდით დაუწვა ცოლს. ფრთხილად გადაუსვა ხელი სახესა და თმებზე. საწოლში ქვემოთ ჩაიცუცქა და სახე ფეხმძიმე ემილის მუცელს გაუსწორა. -პატარა როგორ ხარ? დედიკოს და მამიკოს უკვე ძალიან ენატრები-ესაუბრებოდა იგი და თან მუცელზე ფრთხილად ეფერებოდა. -უსაზღვრო სიყვარულით და სიხარულით გელოდებით პატარა პრინცო, ან პრინცესა. -მისთვის ეს პირველი არ იყო. მათ ხომ ჰყავთ ერთი პატარა ბიჭი, მაგრამ კვლავ ახალი სიხარულია მათ ცხოვებაში, მეორე ბავშვი, მეორე სიხარული. ემილი კვლავ ახლიდან გრძნობდა როგორ ფეთქავდა მის სხეულში ორი გული, როგორ ევსებოდა სიყვარულით გული როცა მომავალ პატარაზე ფიქრობს. თითქოს პირველად ხდებოდა ეს და პირველად გრძნობდა შვილის მოლოდინში განცდილ სიხარულს მის გულში, მის მკერდთან. *** ანდრეიმ სახლის კარები მიხურა და კარების გვერდით მოთავსებულ კარადაზე გასაღები ჩამოდო. თვალი კვლავ ცარიელ სახლს მოავლო და ფეხის თრევით მეორე სართულისკენ კიბეებს აუყვა. კიბეების თავზე მარჯვნივ მოთავსებულ პირველივე კარი შეაღო და ყველაზე დიდი და კეთილ მოწყობილ ოთახში შევიდა, ოთახში რომელიც ყოველთვის მას ეკუთვნოდა. ფეხსაცმელებიანი ფეხები საწოლზე ასწია და გულაღმა დაწოლილმა ჭერს დაუწყო ცქერა. ვერ აღიქვამდა ჭერს, თვალხილული მიშტერებოდა მას, თუმცა მისი მზერა უფრო ღრმა იყო, სადღაც შორს, სხვა განზომილებაში. -მიუჩვეველია შენი ტკივილი -ფიქრობდა იგი, მერე საწოლის გვერდით მდებარე კამოდიდან ჩარჩოში ჩასმული სურათი აიღო, დიდხანს დასცქეროდა მას, ძალიან დიდხანს. ან როგორ არ ეცქირა მისთვის როცა სურათში შესანიშნავად იყო ასახული ალისიას ლამაზი მწვანე თვალები და ყველაზე საოცარი თბილი ღიმილი. თმები წინ ჩამოეყარა ისე თითქოს აღელვებული ტალღები დაფენოდა ზღვის ულამაზეს სანაპიროს. სურათი გველნაკბენივით დადო საწოლზე, სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და გარეთ გაიჭრა. ჭიშკართან რამდენიმე წამით გაასწო ტაქსმა და უკან სირბილით აედევნა, როცა მიხვდა რომ ვერ დაეწეოდა მძიმედ ჩაიქნია ხელი და ივლისში შეუფერებელი სიცივისგან აბუზული მეორე ტაქსს დაელოდა, მას დიდხანს არ დაგვიანებია. სასაფლაოზე ასული ცრემლმორეული იდგა სურათის წინაშე იქ სადაც ყოველთვის სიმშვიდეს ჰპოვებდა.. -გამარჯობა ჩემო სიყვარულო, როგორ ხარ? მე კარგად, იმას თუ არ ჩავთვლით რომ ძალიან მენატრები, თუმცა ეს რა გრძნობაა იმასთან შედარებით რასაც უშენობით განვიცდი. ალისია მაპატიე 9 დღე გავიდა რაც არ ამოვსულვარ აქ. მაპატიე რომ დღეს პირველად მოვედი ვარდების გარეშე, ღამე არის და ხომ იცი ღამით ყვავილები არ იყიდება. ისე ძალიან მომინდა შენთან მოსვლა და შენი ნახვა რომ ვერ მოვითმინე არ მენახე. -დაიხარა და სურათს აკოცა. -შენთან დავრჩები ჩემო სიყვარულო, არსად წავალ.-საფლავზე წამოწვა.-ისე მინდა ახალ შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, შენი ხელი მეჭიროს და ლამაზ თვალებში გიყურებდე, მაგრამ ეს ისეა შესაძლებელი როგორც ცისა და დედამიწის შეერთება, როგორც თევზის ჰაერზე ცხოვრება. რა საშინელი მარტოობაა, რა უსაზღვრო უთვისტომობაა. -მიწას მუჭით მოუჭირა ხელი და ტკივილმა გონება დაუბინდა.- საქართველოში ხომ უნდა წავსულიყავით, შენ ხომ გინდოდა შენი სამშობლო მოგენახულებინა. -რამდენიმე წამით ჩაფიქრებული უსმენდა ჩიტების ჭიკჭიკს. უცქერდა ტანგოს მოცეკვავე ჭადრებს რომელსაც ნაზად არხევდა სიო. მერე სახლს გახედა, უფრო სწორად იმას რაც სახლისგან იყო დარჩენილი. გაახსენდა მოხუცი რომლის შესახებაც არაფერი გაუგია მას შემდეგ რაც სახლი დაეწვა. მერე მზერა ალისიას სურათზე გადაიტანა. -დედა მომიკვდა გადავიტანე. მამა მომიკვდა გადავიტანე. ბებიას და ბაბუას სიკვდილიც გავდავიტანე. შენ მოკვდი და ვერ შევძელი ჩემო სიცოცხლე.-ისევ სიჩუმე და ცრემლისგან დანისლული თვალები. "მენატრები უშენობას ვეღარ ვუძლებ ტკივილები ათასგვარად შეიღება, მენატრები უსაშველოდ მენატრები შენს გარეშე სუნთქვაც აღრ შეიძლება. მენატრები უშენობას ვეღარ ვითმენ უშენობით უკვე სულიც დაილია მენატრები ვით გაზაფხულს ფოთოლცვენა მოლოდინით ეს დღეები გაილია. მომენატრე როცა ვიგრძენ ჩემი არ ხარ თითქოს გული ათასგვარად გაიცრიცა სიყვარულით დაფლეთილი ჩემი გული კვლავ ფიქრებში, ოცნებებში გაირინდა. ვიცი ახლაც აღარასდროს დაბრუნდები მაგრამ გული ჩემში დარჩა დაჭრილ მხეცად მოუტანეთ ის წამალი რასაც ჰქვია მონატრება გააყუჩოს ცოტა მთელად. სიხარული აღარასდროს დაბრუნდება თვალში ცრემლი დაგუბებულ კვლავ დარჩება მწარე სიტყვა "აღარასდროს ვეყვარები" ნაწამებ გულს ეკალივით დაამჩნდება". წაიკითხა დაბალ ხმაზე, მაგრამ ისე რომ ალისიასთვის მიეწვდინა ხმა. -ახლა როგორ ძლიერ ჩაგიხუტებდი, მაგრად ჩაგიხუტებდი და არსად გაგიშვებდი. მჭირდები როგორც ადამიანს ჰაერი. არ შემიძლია უშენოდ როგორც ჩიტს ფრენის გარეშე, თევზს წყლის. მიყვარხარ უსაზღვროდ, უზომოდ. მიყვარხარ ისე როგორც უფალს თითოეული ჩვენგანი. გრძნობებს ვეღარ გადმოვცემ, ქვეყნად მხოლოდ შენი სიყვარული მინდა, ისედაც შენი სიყვარულის მეტი არაფერი დამრჩა. მკერდიდან ამომგლიჯეს გული და უგულოს მაინც მიყვარხარ გულით. იცი? გეძახი, ყოველთვის გეძახი, ჩემი გული გეძახის მაგრამ მაინც ვერ გაგონებს ჩემს ხმას. . შემიყვარდა შენი ხმა, შენი გამოხედვა, გაღიმება, ლამაზი სიარული, ის მხიარული გოგონა შემიყვარდა სულ რომ იღიმოდი. უშენოდ მიჭირს, ვერ ვსუნთქავ, უშენობა მტკივა. ყოველ წუთს მახსოვხარ, მე დღემდე მახსოვს შენი ხმა, მე წამიც მახსოვს შენი გაცნობის. ისევ ვერ ვივიწყებ შენს ღიმილს. მე დღესაც მახსოვს შენი წყლიანი მწვანე თვალები. ცრემლად იღვრება გული და უცრემლოდ ტირის თვალები. ყველაზე სათუთი გრძნობა ხარ ჩემში. მტკივა, გული მტკივა რადგან ჩემთან არ ხარ. მენატრეები უსაშველოდ, უსაზღვროდ მენატრები. ჩემთან მოდი და ჩამეხუტე, ისე ჩამეხუტე რომ სუნთქვა ვეღარ შევძლო. შენი ნაბიჯების ხმა მენატრება, შენი კანისა და თმის სურნელი. ძნელია ცხოვრება როცა იცი რომ ვეღარსად ნახავ, ვერ იგრნობ და ვერ შეეხები. ტელეფონის ხმა გაისმა... -გისმენ ბრაიან? რამე მოხდა? -საფლავიდან წამოდგა ანდრეი და მუჭით ცრემლი მოიწმინდა. -არა, შენი მოკითვა მინდოდა თან რაღაც საქმე მაქვს და ნახევარ საათში შენთან ვიქნები სახლში. -იყო ტელეფონს მიღმა ხმა. -რაა? ჩემთან? რა გინდა? -აღფშოთებულმა წამოიძახა მან. უნდოდა ეთქვა სახლში არ ვარო მაგრამ ამით ძალიან აწყენინებდა ძმას და გადაიფიქრა.-მოდი სახლში ვარ, გელოდები. -ტელეფონი გათიშა და საფლავს მიუბრუნდა. -ალისია. ახლა მივდივარ მაგრამ იცოდე დავბრუნდე, დავბრუნდები და შენს საყვარელ ვარდებს მოგიტან! მოგიტან ჩემო სიცოცხლე. -საფლავთან ჩაიმუხლა, სურათს აკოცა და ნელი ნაბიჯებით გზას გაუდგა. სახლში მისულმა ძმას დაურეკა, თან გასაღები მოარგო კარების საკეტს და სახლში შევიდა. კითხვაზე სად ხარ? ბენმა უპასუხა რომ მოსვლას არ აპირებდა უბრალოდ შეამოწმა სახლში იყო თუ არა. -მოვკლავ, მოვკლავ. -კარები მიკეტა და სახლის გასაღები სასტუმრო ოთახის მაგიდაზე დადო, თავად იქვე მდივანზე ჩამოჯდა. -მაგრამ მას ხომ ყველაფერი კარგი უნდა ჩემთვის. -გაიფიქრა და მდივნიდან წამოდგა. მეორე სართულის კიბეებს აუყვა და საწოლ ოთახში შევიდა. ქურთუკი მოიხადა, საწოლიდან ალისიას სურათი აიღო და ლომოდზე დადო.მერე საწოლზე გულაღმა თავქვეშ ხელებამოდებული წამოწვა. დაღლილს მალევე ჩაეძინა. *** ახალი დილა გათენდა. ახალი იმედებითა და მოლოდინით. ახლად ამოსული მზე ფრთხილად იჭყიტებოდა ფანჯარაში. ვარსკვლავებიანი პიჟამოთი ლუკასი მშობლების ოთახში შებაჯბაჯდა, მძინარე მშობლების საწოლზე აძვრა და ხტუნვა დაიწყო. -დედიკო, მამიკო. -გაჰკიოდა ხმამაღლა. -ლუკას გაჩერდი გთხოვ. -თვალდახუჭულმა ემილიმ ხელით მოძებდა პატარა ბიჭი და გაჩერება სცადა. -არა დედიკო, გაიღვიძე, გაიღვიძე რა. -ახლა მამიკოს მოქაჩა მკლავზე. -ლუკას საწოლში სწრაფად. -ბენმა თვალები გააახილა და მკაცრი ხმით საწოლში დაბრუნება უბრძანა შვილს. -კარგი რა მამიკო საწოლიდან ახლა ავდექი. -სატირლად გამზადებული ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა მან. -მოდი აქ ჩემპიონო. -ბენმა ვეღარ შეიკავა თავი სიცილისგან. ლუკასი რბილად დააგდო საწოლზე და ღიტინი დაუწყო. ლუკასი იცინოდა, იცინოდა ემილი, ბენიც. -ჩემი დაიკო როგორ არის? -მამიკოს მკლავებიდან თავი დაიხსნა ლუკასმა და პატარა, სათუთი ხელებით ემილის მუცელზე მოეფერა. -და რაიცი რომ გოგონაა? -მიუბრუნდა ბენი და ხუჭუჭა თმებზე თამაში დაუწყო. -მე დაიკო მინდა რომ მყავდეს, ისეთი როგორიც ალისია იყო. -ჩემო ლამაზო. -ახლა თავზე აკოცა ბენმა. -რა ბედნიერებაა თქვენ რომ მყავხართ. -გვერდით დაუწვა ლუკასს და მერე სამივეს აკოცა. -გვიყვარხარ ბენ, სამივეს ძალიან გვიყვარხარ. -ძალიან მაგრად ჩაკოცნა ჯერ ლუკასი, მერე კი ბენი. -მეც მიყვარხართ. -ყელზე მოხვია ხელები მამას და ლოყაზე ძალიან მაგრად აკოცა. მერე დედას და ბოლოს პატარა "გოგონას" რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდება ლუკასი. -ბენ დღეს არ წახვიდე სამსახურში. არც ლუკასს გავიშვებ ბაღში, მეც არ წავალ და სადმე გავისეირნოთ ერთად. -თვალი ჩუკრა ემილიმ. -არა საყვარელო. მეც მინდა თვენთან გავატარო დრო, მაგრამ დღეს არ შემიძლია, აი საღამოს კი თქვენი ვარ. -შუბლზე აკოცა ემილის. -მაპატიე გთხოვ. -ლუკასი მათ შორის იწვა და განაბული უსმენდა მშობლებს. -კარგი ძვირფასო არაუშავს. საღამოს გავიდეთ სადმე. კარგი იქნებოდა ალისიას ჩვენთან იყოს. ყველანი ერთად ვიქნებოდით. ალბათ პატარა გოგონა ან ბიჭი იქნებოდა ახლა ჩვენს გვერდით. -მეც მენატრება ალისია, მაგრამ ციდან გვიყურებს ხომ მამიკო? -გახედა ლუკასმა და თითი მაღლა მიუთითა. - კი ჩემპიონო. ის ახლა ცაშია და ჩვენ გვიყურებს. -გახსოვს ბენ? ჩვენთან რომ მოვიდა, როგორი დაბნეული და შეშინებული იყო. მორცხვი, მორიდებული და საოცრად თბილი. ერთხანს ორივენი დუმდნენ. ლუკასმა მამას თავი დაადო გულზე და პატარა ფაქიზი თითები წელზე მოხვია. რამდენიმე წუთის შემდეგ ფრთხილად აიზიდა ტანი ბენმა და მძინარე ლუკასი ფრთხილად გადასწია გვერდზე. -მე უნდა ავდგე, არ მინდა დამაგვიანდეს.-ფეხზე წამოდგა და შარვალი ამოიცვა. -არ ისაუზმებ? -ემილიც ადგა და ჩაძინებულ ლუკასს პლედი გადააფარა. მერე ატლასის ხალათი მოიფარა და წელთან ჩაბანტა. -რესტორანში ვისაუზმებ -სააბაზანოში გავიდა და სახე დაიბანა. ოთახში დაბრუნებულმა ცისფერი დაკლეტკილი პერანგი ჩაიცვა და სარკეში თმები დაივარცხნა. -ძალიან ვწუხვარ რომ ყოველთვის გარეთ გიწევს ჭამა. -საკუთარ რესტორანში ვარ. ყველაფერი ჯანსაღია-რეკლამასავით გამოუვიდა, ახლოს მივიდა აფხუკუნებულ ცოლთან, ცხვირზე მოუსვა თითი ნუ დამცინოხარო. მერე მკლავებზე მოხვია ხელი, მისკენ დაიხარა და თბილად აკოცა შუბლზე.რა მამა იქნებოდა ცოლის მერე შცილთან არ მისულიყო და მისთვის არ ეკოცნა. ბოლოს ქურთუკი ჩამოხსნა საკიდიდან. -შენც ხომ არ წამოხვალ? დაგელოდები. -არა, ჯერ 8 საათია. ლუკასსაც სძინავს. ჩვენ მოგვიანებით წამოვალთ. შენ წადი არ დაგაგვიანდეს. -კარგი საყვარელო. - მუცლად მყოფი ჩვილისკენ დაიხარა ახალგაზრდა, მუცელზე მოეფერა და აკოცა. ოჯახის მოყვარული და გულში დიდი სიყვარულის მატარებელი ბენი სახლიდან გავიდა. ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ეზო, აუზის ჩავლით გაიარა და მანქანაში ჩაჯდა. სამსახურის გზა სულ რამდენიმე წუთის სავალი იყო.. მანქანა გზაზე გავიდა, ბენმა ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო გადაწყვიტა ანდრეითვის დაერეკა და მოეკითხა მაგრამ ნომერის აკრეფა ვერ მოასწრო მის ტელეფონზე უცხო ზარი განხორციელდა. -გისმენთ? -უპასუხა მხიარული ტონით. -ბრაიან შენ ხარ? -ბრაიანი არა, ბენი. -შეუსწორა უცნობს. -ყოველთვის უხასიათობით გამოირჩეოდი, არც შეცვლილხარ. -ვინ ხარ? -ვერ მიცანი? ბენი დაფიქრდა. -არა, არა. მგონი გავაფრინე. შენ ვერ იქნები. შენ ხომ. -მკვდარი ვარ? -წინადადება დაასრულა უცნობმა და გადაიხარხარა. -აჰა ესე იგი მიცანი. -დინარა? არა, არა რა სისულელეა. ვბოდავ. ვინ ხარ ან რა გინდა? რატომ რეკავ მკვლელის სახელით? -იმის ფიქრით, რომ ტელეფონს მიღმა შეიძლება მართლაც დინარა ყოფილიყო ძარღვებში სისხლი გაუყინა ბენს. -დინარა ვარ ლამაზო. -ვინ ხარ და რა გინდა-თქო? -სწრაფად გააჩერა მანქანა. ლამის თავი მიარტყა საჭეს. საშინელი მღელვარებისგან ყველაფერი აუკანკალდა. ძლივს შესძლო ხმა ამოეღო. -ალბათ ფული გინდა, მაგრამ დინარას სახელით ფული როგორ უნდა იშოვო? ღმერთო რა ხდება? რას ვბოდავ. -გეყოს მარჩიელობა, უკვე მართლა ბოდვაზე გადახვედი. დიახ მე ვარ დინარა და არ მინდა ახსნაში დრო დავკაგო. -არ ხარ მეთქი. -ჩემი ხმა ხომ კარგად გახსოვს? ხომ მიცანი? ხომ მაქვს ზუსტად ისეთი ხმა როგორც დინარას? დროს ნუ მაკარგინებ მეთქი თორემ გავთიშავ. -კარგი ხმა ზუსტად ისეთივე გაქვს როგორც იმ მკვლელს, მაგრამ ეგ როგორ? -ცოტა თავაზიანობა გამოიჩინე. ახლა კი თუ მომისმენ ყველაფერს აგიხსნი. ანდრეის რომ ვურეკავდი რატომ არ მპასუხობს? -ის შენ ხარ? რატომ რეკავ რა გინდა? -გირეკავ იმიტომ რომ ფეხბურთის ანგარიში შეგატყობინოთ. დიახ მე ვარ და თქვენთვის უკეთესია უპასუხოს ჩემს ზარებს, ახლა უნდა გავთიშო, არ მოიწყინოთ უჩემოთ მალე შეგეხმიანები. -მოიცა დინარა არ გათიშო. -ყვიროდა ბენი, მაგრამ დინარას უკვე ტელეფონი გათიშული ჰქონდა. -ღმერთო ჩემო დინარა როგორ გადარჩა? -თავზე მოიკიდა ხელები ბენმა და მერე მუჭები დაუშინა საჭეს. -ჯანდაბა, ჯანდაბა. -გაახსენდა ანდრეი და ტელეფონი დაიჭირა ხელში. -როგორ ვუთხრა?-გადაიფიქრა? ტელეფონი გვერდით სავარძელზე დადო, სწრაფად გადაატრიალა გასაღები, მანქანა მოაბრუნა და საბურავების წივილით გაექანა გზაზე. ჯერ იფიქრა ტელწფონით როგორ გავაგებინოვო. იქნებ საერთოდ არ ვუთხრაო. უამრავი შეკითხვა აწუხებდა. როგორ გადარჩაო? სახლი ხომ მთლიანად დაიწვაო? ახლა რატომ მოინდომა გამოჩენაო? რა მიზეზით, ხომ დაიჭერენო? რა ჩაიფიქრა ისეთი დაჭერის შიში რომ არ აქვსო? ლამის თავი გაუსკბა ფიქრებისგან. მანქანას სწრაფად მიაქროლებდა. შემხვედრი მგზავრები სიგნალით აცნობებენ მას რომ საავარიო სიტუაციას ჰქმნიდა და ძალიან სწრაფად მოძრაობდა.მისი გონება კი ამდენ პასუხგაუცემელ შეკითვებზე იყო გადართული. რესტორანს გვრრდი აუარა და გადასაღები მოედნისკენ განაგრძო სვლა. რას დაემსგავსა მათი ცხოვრება? ისიც კი გაიფიქრა რას ეჩიჩინებოდა ანდრეის დაანებებინა ქალების კუდში სდევნას თავი და მოეყვანა ცოლი. ყოფილიყო მექალთანე ვის რას უშავებდა. სიყვარული, სიყვარულია ყველაფრის თავი და თავი, პრობლემებს რომ ჰქმნის. ყოველ წუთს თვალს გვერდით სავარძელზე დადებულ ტელეფონს აპარებსდა. ისევ ელოდებოდა ზარს .გზად არც თუ ისე სასიამოვნო ფიქრები ეხვია თავს. თითქოს დრო უსაშველოდ გაიწელა. გადასაღებ მოედანს მიუახლოვდა. სიჩქარეში მანქანა არასწორ ადგილას დააყენა, ნელი ნაბიჯით გადმოვიდა გარეთ. ხელის კანკალით დაკეტა მანქანის კარები. მუხლები ისევ უკანკალებდა, თავი ხელში ვერ აიყვანა და მით უმეტეს ვერ მშვიდდებოდა. შენობისკენ თავდახრილი ნელი და არეული ნაბიჯებით გაემართა "როგორ ვუთხრა ეს ანდრეის? " საკუთარ თავს იმდენ გაურკვრველ შეკითხვას უსვამდა.. -ბრაიან აქ რა გინდა? შეეკითხა ანდრეი უკვე მასთან მისულს. ანდრეი შენობის შესასვლელთან იდგა. ეტყობოდა რომ რაღაცას ან ვიღაცას ელოდებოდა. ბენი კი კვლავ ფიქრებში გართული რეალობას ვერ აღიქვამდა. -ბრაიან? კარგად ხარ? -ისევ შეეკითხა იგი. და ცხელი ყავით სავსე ჭიქა გაუწოდა. -მადლობა ემი. -გაწვდილი ხელით ყავა გამოართვა, გაყინული ხელები ჭიქას შემოაჭდო და მძაფრად შეისუნთქა მისი არომატი. -გამხნევდი, ყველაფერი კარგად იქნება.-უთხრა და ოთახში დაბრუნდა. -და ახლა როგორ მოვიქცეთ? ასე ყველამ ერთად ველოდოთ როდის დარეკავს ის მხეცი? -სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დარეკოს და ამ გზის მეშვეობით შევძლებთ დავადგინოთ მისი ადგილსამყოფელი. -უპასუხა ავგუსტომ და სავარძელზე ჩამოჯდა. -და არ მოძებნით? აქ ისხდებით? -"დამშვიდდი ანდრეი," ამხნევებდა თავს. პასუხის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნიეს. ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა მშვიდი არ ეთქმოდა ანდრეისთვის. მშვიდი ღამე დინარას გამოჩენის გარეშე იყო. სამართლდამცავების ნაწილმა ანდრეის სახლი დატოვა, დილით იმავე რაოდენობის დაბრუნდნენ თუმცა შემცვლელი ჯგუფი. ანდრეის მოთმინებასა და სიმშვიდეს საფრთხე ემუქრებოდა, დინარა კი ცდიდა ამ მოთმინებას. *** ავგუსტო მილერი კაბინეტში იმყოფებოდა. სავარძელს ზურგით მიყრდნობილი იჯდა მაგიდასთან, წინ საფერფლე და სიგარეტის გაუხსნელი კოლოფი ედო და დაფიქრობდა. რას ნიშნავდა დინარას უეცარი გამოჩენა? იქნებ კიდევ რამე ახალი ჰქონდა ჩაფიქრებული? თუ დინარა ცოცხალია, შეიძლება ალისიაც არ იყოს მკვდარი. არა, არა სჯობს ეს ვარაუდი ჩემთვის დავიტოვო, არ მინდა ახალი იმედები ჩავუსახო ახლობლებს და მერე ტყუილი აღმოჩნდეს. ყოველგვარი ეჭვები უნდა გაქარწყლდეს. იქნებ კიდევ ახალი გეგმა აქვს ჩაფიქრებული და ხაფანგის დაგებას არ ცდილობდეს. ანდრეის შეტყუება არ ჰქონდეს განზრახული. - მაგრამ ავგუსტომ უნდა დაასწოს, გამოიცნოს მისი ზრახვები და დინარას მიერ დაგებული ხაფანგი მასვე ჩამოექცეს თავზე. როგორც კაკანათი მახეში გაბმულ ჩიტს. მაგრამ ჩიტი მსხვერპლია, დინარა არ იქნება იწნებამსხვერპლი. მანამდე ბევრი სამუშაო აქვთ, ყველაფერი უნდა აწონ-დაწონონ, თავიდან უნდა შეისწავლონ დათვალიერების ოქმი, თავიდან უნდა განიხილონ თითოეული დეტალი, ახლიდან უნდა დაიკითხოს ყველა მოწმე, თვითმხილველი და ბრალდებული, ისინიც ვინც ჯერ არ დაუკითხავთ. მათ შორის მეგობრებიც და ნათესავებიც. ჯერ ვერ მოენელებინა დინარას სიკვდილის დაჯერება. თითგვრმას მირცა მირცანუთუ გამორჩა რამე? აშკარად გამორჩა. გაგიჟებული იყო " მოვიქეცი როგორც ახალგაზრდა გამოუცდელი დეტექტივი. ეს ესშეცდომა სმარტო სტივს რომ მოსვლოდა კიდე ჰო მაგრამ მე? რამდრნი წელი ვმუშაობ პოლიციაში? ერთი თუ ორი? არა, არა ეს შცდომა მე არ უნდა მომსვლოდა. როგორ არ გავაგრძელე გამოძიება. ეს ესრა რადამემართა? მილერი სავარძელზე წამოიმართა და მაგიდასთან მიჩოჩდა, ელექტრონულ ღილაკს გადასწვდა და თითი დააჭირა. -გამომძიებელ უილსონს დაუკავშირდით. სასწრაფოდ ჩემთან ამოვიდეს. -სერ, უილსონი რამდენიმე საათით გაენთავისუფლა. -როდის? -დილით. -ახლა უკვე 17:00 საათია. გითხარით დაუკავშიდით მეთქი -გაისმა მბრძანებლური ტონი, რომელიც არასდროს არ აასიათებდა მილერს. დინარას ვერ პოვნა ავგუსტო მილერისთვის ცუდად აისახება მის კარიერაში, ეს უკვე მეორე შეცდომა იქნება ერთი და იმავე საქმეში, მაგრამ პირველ რიგში იგი სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრობდა. მილერი ხშირად იყენებდა წინადადებას, "გამომძიებელი იქნები, პოლიცილი თუ სამმართველოს უფროსი შენ პირველ რიგში ადამიანი ხარ და შემდეგ კი უფროსი. იცხოვე როგორც ადამიანმა და არა ძაღლმა როგორადაც ხალხი მოგვიხსენიებს. " ამ სიტყვებს ზოგჯერ ღიმილსაც ურთავდა თან. ნახევარ საათში კაბინეტის კარი გამომძიებელმა უილსონმა შემოაღო. პირველად რაც თვალში მოხვდა უფროსის ზურგი იყო, იგი მაგიდისკენ ზურგშექცევით იჯდა, კარის ჭრიალის ხმაზე სკამი შემობრუნა და სტივს მიუთითა დამჯდარიყო. -აუცილებელ საქმეზე (ვიყავი წასული) -თავის მართლება დაიწყო სტივმა. -არ მინდა. -ხელის აწევით ანიშნა ანიშნა გაჩუმდიო. უილსონი გაკვრივებული მზერით დააცქერდა ავგუსტოს სახეს, საუბრის დროს წარბი შეუტოკდა, მისი სახე ისე გამოიყურებოდა როგორც რამდენიმე დღის უძინარი ადამიანი. თითქოს ამ მოკლე ხანში დაბერდა და ნაოჭებმა დაუფარა სახე. -კარგად ხართ? -სიჩუმე დაარღვია უილსონმა. -არა. ხედავ ერთი და იგივე საქმე რამდენიმე თვის შემდეგ ისევ შემოგვიბრუნდა, ვერ ამჩნევ რომ ერთი და იმავე ადგილს ვტკეპნით? ჩვენ მოვალენი ვართ სამართლიანობა აღვადგინოთ. მინდა შემიგროვო იმ ადამიანების სია ვინც უშუალო კავშირში იყო დინარასთან, ნათესავი იქნება ეს, მეზობელი თუ მეგობარი. სტივმა ჯიბიდან ორად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და წინ დაუდო. მილერმა ფურცელი აიღო და შემწყნარებლური ტონით უთხრა სტივს -ეს რა არის? -აქ ყველა იმ ადამიანის სიაა რომელსაც თქვენ ითხოვთ. სწორედ ამიტომ დავეთხოვე დილით რამდენიმე საათით, სიას ვაგროვებდი. როგორც სჩანს ტყუილად არ ვყოფილვარ. დიდი საახლობლო წრე არ ჰყავს. მეტიც ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ვთვლი სასწრაფოდ უნდა დაიკითხოს ვიქტორ ივანოვიჩ კოზლოვა, მისი ახლო მეგობარი და დეიდაშვილი არის ვიქტორი და ვალენტინა ივანოვნა კოზლოვა რომელთანაც რამდენიმე წლის წინ საერთო ბიზნესი აკავშირებდა. -იმისდა მიუხედავად რომ სტივ უილსონს უამრავი საქმე დაუგროვდა იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა და არ იმსახურებდა უფროსის გულისწყრომას, მაგრამ არ უნერვიულია უფროსის გაბრაზება რადგან დარწმუნებული იყო რამდენიმე წუთში გადაეყრებოდა სახიდან შავი ღრუბლები, კვლავ მამა-შვილურად დაადებდა ხელს მხარზედა მოთაფლული ენით დაუწყებდა საუბარს. ასეთი იყო მილერი, მას შეეძლო მალე გამოსულიყო წყობიდან მაგრამ შემდეგ დამშვიდებოდა და აქ თითქოს არაფერიო წყნადარ განაგრძობდა საუბარს. ამას კი შეჩვეულნი იყვნენ თანამშრომლები, ამიტომაც არავის წყდებოდა მასზე გული. სიიდან რამდენიმე ადამიანი - ესენი არიან: 1. ვიქტორ ივანოვიჩ კოზლოვა. დაბადებული 1990 წლის 25 თებერვალს. 27 წლის. მსახიობი. დინარა კომაროვის დეიდაშვილი. 2.ვალენტინა ივანოვნა კოზლოვა. დაბადებული 1979 წლის 8 იანვარს. 38 წლის. აქვს საკუთარი ბიზნესი. დინარა კომაროვის დეიდაშვილი. 3.ჯეკ უილიამ რობინსონი. დაბადებული 1993 წლის 23 სექტემბერს. 23 წლის. უმუშევარი. დინარა კომაროვის თანამზრახველი. 4.იზაბელა დალასი. დაბადებული 1956 წლის 17 სექტმბერს. 60 წლის. აქვს საკუთარი რესტორანი. დინარა კომაროვის მეზობელი. ჩაიკითხა ავგუსტომ სია. -მეტი არავინ ჰყავს? -ფურცელი ერთი მხრიდან მეორე მეორეგადაატრიალა. -მხოლოდ ამის მოძიება შევძელი. ახლა ვაპირებდი ვალენტინა ივანოვნა კოზლოვასთან წასვლას, შემდეგ ჯეკ უილიამ რობინსონთან. იგი ჯერ კიდევ იხდის სასჯელს. მინდა დღესვე დავკითო ყველა. -კარგი ჩემო ბიჭო. კარგად გიმუშავია. მომწონს შენი ოპერატიულობა. მე ბიჭებთან ერთად დინარას სახლში წავალ და მეზობლებს დავკითხავ. რაო როგორ მითხარი რა ჰქვიაო მის მეზობელს? -იზაბელა. იზაბელა დალასი. -ე. ი. იზაბელა. მგონია რომ იგი დაგვეხმარება. *** სტივი ოპერატიული მანქანიდან გადმოვიდა და ლამპიონებით გაკაშკაშებული მინებიანი უზარმაზარი შენობის წინ აღიმართა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და თავაწეული, მედიდური ნაბიჯებით პირდაპირ შეაჭრა შესასვლელში, კარები ორივე მხარეს ელექტონულად იხსნებოდა-იკეტებოდა. -თქვენს შორის ვალენტინა ივანოვნა რომელია? -იკითხა სტივმა, მაგრამ მის ბარიტონიცით ბოხ ხმას ყურიც არ ათხოვეს, უბრალოდ არ შეუმჩნევიათ. ყოველ მხრივ ჩართული თმის ფენის შიშინის ხმა ისმოდა, კარებიდან ხელმარცხნივ რამდენიმე ქალს ჟურნალების მაგიდის ირგვლივ მოეყარათ თავი, ყავას სვამდნენ, ჟურნალებს ათვალიერებდნენ და ერთმანეთში მუსააფობდნენ. მოპირდაპირე მხარეს ორი ქალი იდგა, სარკეს ჩაჰკირკიტებდნენ და საკუთარ გამოსახულებას გაბადრული სახით შესცქეროდნენ, აქაოდა გვიყურეთ ყველაზე ლამაზები ჩვენ ვართო, თუმცა მხოლოდ მათ ყურადებას იქცევდნენ ვინც მათ თავს შეეხო და რაღაც სულელური ვარცხნილობა გაუკეთა, თავად კი ერთმანეთისთვის შეუფერებელ კომპლიმენტებს არ იშურებდნენ. შემოსულის მიმართ ყურადღება არავის გამოუჩენია. სტივს სახეზე ბრაზი დაეტყო. ბრაზი მოუცლელი, ფამილარული საზოგადოებისა და კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაიმეორა შეკითხვა. რამდენიმე წყვილი გაკვირვებული თვალი მას მიაშტერდა. სიჩუმე ჩამოწვა, ფენი გამორთეს, ყავის მსმელმა ქალებმა საუბარი შეწყვიტეს, უცნობს გამოხედეს, შემდეგ თვალებით ჰკითხეს ერთმანეთს "ეს თავხედი ვინ არისო". მხოლოდ სარკეში მომზირალი ქალები, რომლებიც ერთმანეთს კომპლიმენტებით ატყუებდნენ საუბარი არ შეუწყვეტიათ. -მე ვარ ვალენტინა -ფეხზე წამოიმართა მაღალი, შავგრემანი 38 წლის ქალი. დაბერილ ტუჩებზე წითელი პომადა წაესვა, შავი თვალები კი კატასავით დაეხატა. მაღალი ლამაზი ფეხები ჰქონდა ისეთი როგორიც 20 წლის გოგონას აქვს. შავი მუხლამდე კაბა ეცვა. ერთი შეხედვით არც თუ უსიამოვნო ქალის შთაბეჭდილებას სტოვებდა. ტანის გამაღიზიანბელი რხევით, მომხიბვლელი სტივისკენ გაემართა, რომელსაც სახიდან ბრაზი მოშლოდა და ქალის ნდობის მოსაპოვებლად სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. -მე ვარ ვალენტინა ივანოვნა კოზლოვა სალონის მეპატრონე. -მიეახლა ქალი რომელიც ზუსტად რამდენიმე წუთის წინ იმ ქალებს შორის იმყოფებოდა რომლებიც ყავას სვამდნენ და ჭორაობდნენ. -რა გნებავთ ლამაზო კაცო? -ქალმა კმაყოფილმა აათვალიერა თეთრ პერანგსა და შავ შარვალში გამოწყობილი სტივი და დაჯდომა შესთავაზა. -გამომძიებელი უილსონი. სტივ უილსონი -უთხრა და ცხვირწინ შესაბამისი მოწმობა აუფრიალა. -ჩემთან რა დარჩენია გამომძიებელ უილსონს? -თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს. შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ? -ჩემს კაბინეტში წამობრძანდით სტივ. " უჰუ, უკვე შენობით ლაპარაკზე გადავედით. კარგია გაჭრა ჩემმა მომხიბვლელობამ" გაიფიქრა უილსონმა და საკუთრ ფიქრებზე გულში გულიანად გადაიხარხარა. ზოგჯერ საჭიროა შარმის გამოჩენა და მისოთ მანიპულირება -იტყოდა ხოლმე უილსონი. პასუხად კი თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და უკან მიჰყვა ვალენტინას. ვალენტინამ ერთ-ერთ გოგონას ყავა შეუკვეთა. სტივს მეორე სართულის, პირველსავე ოთახში შეუძღვა. ოთახი საშუალო ზომის იყო. ერთი დივნით, სამუშაო მაგიდითა და სამი სკამით შემოიფარგლებოდა. კედელზე ორი თარო და ორი ნახატი ეკიდა, ცნობილი მოდელების ნახევრად შიშველი გამოსახულებებით, რომლებიც შამპუნს უკეთებენ რეკლამას. ოტახი ოტახიარც ღარიბული იყო არც მდიდრული. ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულებრივი იყო ოთახში, მაგრამ ერთმანეთში არეული არაყისა და იაფფასიანი სუნამოს სუნი უსიამოვნო შეგრძენას იწვევდა, მათზე დამატებულმა სიგარეტი კვამლმა კი საერთოდ თვალები აუწვა სტივს და შავი ლამაზი თვალები აუწყლიანდა. მანამდე სანამ უილსონის თვალები კვამლს შეეგუებოდა, ვალენტინა მაგიდის სავარძელში ჩამჯდარა და საზუგეს მიყრდნობილი ღიმილით ათვალიერებდა სტივის მოხდენილ სხეულს. -არაფერი დამიშვებია, ჩემი სალონი ლეგალურად მუშაობს და პოლიციისთვისაც ცნობილია ჩემი საქმიანობის შესახებ. -ჩვენი საუბარი სულ სხვა თემას შეეხება. ვალენტინას შინაგანი შფოთვა მოეხსნა, მაგიდისკენ გადმოიხარა და შეკითხვის მოსასმენად მოემზადა. -დინარა კომაროვი ვინ არის თქვენი? -დეიდაშვილი.-აღევრბამ კვლავ იპოვა გზა დინარას დინარას კუჭთან ანუცეგონა უამრავივცხრნი დაალაჯებდა მის კუჭზე. თითქოს სახეზეც დაეტყო ნერვიულობა. ვერ იტანდა დინარას. მისი სახელის ხსენებაც კი ტანში ზარავდა. -სად იმყოფება იგი? -თქვენ რა დამცინით? -გიმეორებთ სად არის ახლა იგი? ვალენტინა თვალებში ჩააშტერდა. -მიწაში ორი მეტრის სიღრმეზე. სტივი ჯიუტობას შეეშვა. თვალებში უყურებდა ვალენტინას და ხვდებოდა რომ ქალმა არაფერი იცოდა ამიტომ გადაწყვიტა ჯერ-ჯერობით მისთვის არაფერი შეეტყობინებინა. -მაპატიეთ. ზედმეტი მომივიდა. შეკითხვა არასწორად დავსვი. ბოლოს როდის ნახეთ იგი? -ალბათ ერთი წლის წინ, ზუსტად არ მახსოვს. ჰო ალბათ ერთი წლის წინ. ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ სანამ დინარა მსახიობი გახდებოდა მე და მან ლოს-ანჯელესში სალონი გავხსენით -სიამაყით მოავლო ოთახს თვალი. -ყველაფერი კარგად მიდიოდა. შემოსავალიც კარგი გვქონდა და არ გვიჭირდა. ჩვენთან ცნობილი ხალხი დადიოდა და ხშირად ამით სარგებელიც იყო. მაპატიეთ მგონი ძალიან შორიდან დავიწყე. -განაგრძეთ, განაგრძეთ. -წაახალისა სტივმა. მის წინ მჯდარი სტივი გულისყურით უსმენდა. -2 წლიანი თანამშომლობის შემდეგ ჩვენს შორის გაუგებრობა მოხდა, ცოტა ვიკამათეთ რის გამოც ჩვენ ჩვენი გზით წავედით. მას თანხის რაღაც ნაწილი გადავუხადე და სალონი მე დამრჩა. მას შემდეგ რამდენიმე წელი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. შემდეგ ჩემი ძმის დახმარებით თითქოს შევრიგდით. უბრალო მოკითხვით შემოვიფაგლებოდით. ბოლო წელს კი საერთოდ არ მინახავს. -რატომ არ სცადეთ მასთან დაკავშირება? -ის ყოველთვის თავად იჩენდა ინიციატივას. -მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ რა იცით? -არაფერი. -ცრუობთ. -გაცხარდა უილსონი. -რატომ უნდა ვცრუობდე? -ქალს მშვიდად ეჭირა თავი. -შეგიძლიათ ვისაც გინდათ ჰკითხოთ. მე ის ერთ წელზე მეტია არ მინახავს. აი ჩემი ძმა ვიქტორ ...-ქალს რაღაცის თქმა სურდა, მაგამ ენას კბილი დააჭია და სტივს თვალი აარიდა. -განაგრძეთ რას ამბობდით -არაფერს. -სტივმა ვალენტინას თვალებში მისი დახმარების სურვილი ამოიკითხა მაგრამ იმასაც მიხვდა რომ რაღაც ძალა აკავებდა სრული სიმართლე არ ეთქვა გამომძიებლისთვის. მას არ სურდა ძალა დაეტანებინა ქალისთვის, თანაც რომ ამის უფლება არ ჰქონდა. -რა იცით დინარას და ჯორჯიის მოქალაქის შესახებ რომელიც თქვენმა დიდაშვილმა მოკლა? -თავი დიდი ვინმე გგონიათ, ისიც კი არე იცით ჯორჯია ქვეყანა რომ არ არის. ჯორჯია შტატია ამერიკაში. -ჯორჯია ქვეყანაა და ევროპაში მდებარეობს. საკუთარი ენითა და დამწერლობით. მსოფლიოს 14-დამჭერლობაში შედის. -ყოჩაღ უილსონს. რაღაც ინფორმაციავმოუპოვებია საქართველოს შესახებ. -მოდი ამაზე ნუ ვიდავებთ და მითხარით თქვენი ძმა სად არის? -არ ვიცი. -ქალი ანერვიულდა -ყველაფერზე ამომწურავი პასუხი გაგეცით. -მე არ ვიცი თქვენ რას ეძახით ამომწურავ პასუხებს, მაგრამ ჩემი დახმარება ვერ შეძელით. -დაკითხვის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ვხედავ. -ეს დაკითხვა არ არის. ასე ვთქვათ თქვენი მხრიდან დახმარებაზე ხელის გამოწვდენაა. -როგორც შემეძლო დაგეხმარეთ. თანაც როგორც სჩანს ყავა არ არის. -ამ წამს მას სტივის თავიდან მოშორება სურდა. -აი ყავაც. -სტივმა კარებში ორი ფინჯანით ხელში მომავალი გოგონა შენიშნა, რომელიც გაკვირვებული სახით შესცქეროდა ვალენტინას. ეს უკანასკნელი თვალებით ანიშნებდა "ყავა გაიტანე, არ შეგამჩნიოსო" მაგრამ უკვე გვიან იყო, სტივი ფეხზე იდგა და ყავის ჩამორთმევაში გოგონას შეშველებოდა. გოგნამ ოთახი დატოვა. -ხომ ვერ მეტყვით სად იმყოფება ახლა თქვენი ძმა? -თავის ადგილს დაუბრუნდა სტივი და ყავის სმას მშვიდად შეუდგა. ვალენტინა სიბრაზისგან სახეზე წამოწითლდა. უილსონის სითავხედემ გააოცა. -ვერა. -არსად მეჩქარება, მე დაგელოდებით რომ გაიხსენოთ. -შეიძლება მოვწიო? -უთხრა და მაგიდის უჯრიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო. -გირჩევთ რომ არ მოსწიოთ. ნაოჭებს გაგიჩენთ. -უთხრა სტივმა და ღიმილით გახედა გადატკეცილ სახეზე. -მაგრამ როგორც გინდათ. -ცინიკოსი ხართ ლამაზო. -აკანკალებული ხელით სიგარეტი ტუჩებთან მიიტანა და ძლიერი ნაფაზი დაარტყა. პირიდან გამოშვებულ რგოლებს თვალი გააყოლა. -ჩემი ძმა გერმანიაში გაემგზავრა. -როდის? -არ ვიცი. -რამდენი ხნით წავიდა? -არ უთქვამს. -ალბათ სისულელე არ ჩაგიდენიათ და ზარი არ წაგიშლიათ. -წავშალე -ქალს ეტყობოდა რომ ეს საუბარი აშკარად მობეზრებოდა.-კითხვებზე ამრეზით პასუხობდა. -გამოვიცნობ, თქვენს ძმასთანაც ნაჩხუბარი ხართ. -დამცინავი კილოთი წამოიწყო სტივმა. -არა. -კარგი. საუბარი დასრულებულია. თხოვნა მაქვს, თქვენი ძმა რომ დარეკავს უგუნურობას ნუ გამოიჩენთ და ჩვენ შეგვატყობინებ ამ ზარის შესახებ. იცით როგორც უნდა მოგვძებნოთ. -სტივი ფეხზე წამოდგა. -ყავა გემრიელი იყო. მადლობთ. -ხელი ჩამოართვა სტივმა და ოთახი დატოვა. ვალენტინა სავარძელში მოწყვეტით დაეშვა. მას მართლაც არანაირი საერთო არ ჰქონდა დინარასთან. მხოლოდ მისი ძმის სიახლოვე აშინებდა დეიდაშვილთან. -ახია მასზე -გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა და ნახევრამდე ჩასული სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა. გამომძიებელი უილსონი ღიმილიანი სახით ჩაჯდა მანქანაში. იგი რატომღაც ენდობოდა ვალენტინას, სჯეროდა მასა და დინარას შორის არსებული უთანხმოების, მაგრამ ის რომ ძმის ნომერი არ ჰქონდა და მათ შორის კავშირი არ არსებობდა ამაში დარწმუნება ცოტა უჭირდა. ქალს ეტყობოდა რომ გამომძიებლის მოტყუება დიდად არ ეხატებოდა გულზე და ისიც არ იცოდა ვიქტორი თუ დინარასთან იყო შეკრული, თუმცა რაღაცას ეჭვობდა, ამიტომაც მას არ შეეძლო საკუთარი ძმა მისი ზედმეტად წამოროშილი სიტყვით გაეშვა ციხეში რის გამოც მასა და ვიქტორს შორის არსებული უამრავი ზარის შესახებ დაუმალა გამომძიებელს და ამით გულს შფოთვა და მღელვარება შეჰმატა. გამომძიებელი მაინც კმაყოფილი სჩანდა ვალენტინა ივანოვნა კოზლოვასთან სტუმრობით, რადგან მან მისი სიტყვების მიღმა დაიჭირა მისი გამოხედვა, რომელმაც ასე მწარედ გასცა თავი. უილსონმა კვლავ გაიღიმა და ტელეფონზე დარეკა. -სისხლის სამართლის სამძებრო პოლიცია გისმენთ. -უპასუხა სამორიგეოში მყოფმა პოლიციელმა. -უილსონი ვარ. საგამოძიებო განყოფილების უფროსი სამსახურშია? -ჯერ არ მოსულა, დარეკა და დაიბარა მალე მოვალო. -მადლობთ. -უილსონმა მანქანა დაქოქა, იგი ციხეში წავიდა ჯეკ რობინსონის დასაკითხად. *** ავგუსტო მილერი, ორდერით ხელში ჩაჯდა ოპერატიულ მანქანაში. მის უკან მეორე ოპერატიულიანქანა მიჰყვებოდა. მანქანას გამოცდილი პოლიცილელები მართავდნენ. შიგ მსხდომნი ჯავშნიანი ჟილეტით იყვენ შემოსილნი, ყოველი შემთხვევისთვის ხელთ იარაღი მოერგოთ თავის დაცვა რომ გამხადიყო საჭირო. 40 წუთში დანიშნულების ადგილს მიადგნენ. პოლიციელები მანქანებიდან გადმოვიდნენ. მათ დინარას სახლი დიდი უზარმაზარი წარმოედგინათ, დიდი ეზოთი და ლამაზი აუზით აქ კი ცნობილი პიროვნებისთვის შეუფერებელი პატარა ორ სართულიანი სახლი წამოჭიმულიყო. -როგორც სჩანს ხელმოკლედ ცხოვრობდა ან კიდევ არ იზიდავდა მდიდრული სახლები. -გადაულაპარაკა ავგუსტომ გვერდით მდგომ პოლიციელს და იზაბელა დალასის სახლისკენ გაეშურა რომელიც დინარას სახლის პიდაპირ მდებარეობდა. იზაბელა დალასის სახლი 5 სართულისგან შედგებოდა. უზარმაზარი დიდი ეზოთი და მასში მოთავსებული ლამაზი აუზით. ავგუსტომ ეზო გაიარა, ცხვირში ყვავილების სასიამოვნო სურნელმა შეუღიტინა. კარებს მიუახლოვდა და ზარი დარეკა. -ჰელოუ -სახლის ზღურბლზე 60 წლის ქალი გამოჩნდა, თავზე რამდენიმე ფერადი ბიგუდები გაეკეთებინა. სახის კანს ტონად დადებული მაკიაჟიც ვერ უმალავდა. თვალის ირგვლივ მოდებულ ნაოჭებს სახის უამრავჯერ გადაჭიმული კანიც ვერ ფარავდა. -მისის დალასი ბრძანდებით? -მე ვარ. -თავიდან ბოლომდე შეათვალიერა შარვალ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი რომელიც მეტად წარმოსადეგი და საინტერესო პიროვნება გახლდათ. -მობრძანდით -აფუსფუსდა ქალბატონი. -სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი. -მოწმობა აჩვენა მან -მადლობთ მაგრამ მირჩევნია აქ ვისაუბროთ. ბევრი დრო არ მაქვს. -როგორც გენებოთ -მოწმობა გამოართვა იზაბელამ, სათვალე ამოიღო ჯიბიდან და კარგად დააცქერდა -ინებეთ. რით შემიძლია დაგემხაროთ მისტერ მილერ? -სათვალე ჯიბეში დააბრუნა ქალბატონმა. -ვიმედოვნებ დინარა კომაროვს იცნობთ. -დიახ, მაგრამ მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა ჩვენი ნაცნობობა. ღმერთმა აცხონოს მისი სული -პიჯვარი გადაიწერა ქალმა -როგორც იცით ახალგაზრდებს არ უყვართ მოხუც ქალბატონებთან ერთად დასხდომა, ყავის დალევა და მათთან საუბარი. ალბათ მათ კატეგორიაში შედიოდა მის კომაროვი. ბევრჯერ ვცადე გამოვლაპარაკებოდი ის კი ყოველთვის საქმეს იმიზეზებდა და გარბოდა. -ყოფილხართ მის სახლში როდესმე? -მილერმა საიდუმლოდ დატოვა ის ფაქტი რომ დინარა ცოცხალია. თანაც ავგუსტო მიხვდა რომ დინარას სახლში დაბრუნების შემთხვევაში მისის დალასი მას როგორც გარდაცვლილს ისე არ ახსენებდა. თანაც რომ მოხუცს მასზე საუბრისას აღელვების ნიშნები არ დასტყობია, იგი ახლაც ისევე მშვიდადაა, როგორც საუბრის დასაწყისში. -გითხარით რომ მხოლოდ ვესალმებოდით ერთმანეთს, განა ასეთ ადამიანთან სტუმრად მივიდოდი? მისთვის ხომ არასასურველი სტუმარი ვიქნებოდი?ისევკივმაინტერესებდა როგორ ცხოვრობდა ცხოვრობდაქალბატონი. -თქვენი სახლიდან ყველაფერი კარგად სჩანს -ირგვლივ მოატარა თავი მილერმა. -დიახ. -ხშირად მასპინძლობდა სტუმრებს? -თითქმის არასდროს, უფრო ხშირად თავად დადიოდა სტუმრად. -რის საფუძველზე ასკვნით რომ იგი თავად სტუმრობდა სხვებს? -საღამოობით ხშირად გადიოდა სახლიდან. საღამოს კაბაში გამოწყობილი და თანაც ძალიან გამოპრანჭული. -მარტო დადიოდა? -არა, მის გვერდით ყოველთვის იყო მისი დეიდაშვილი ვიქტორი. დიახ ვიქტორ ივანოვიჩიო თუ რაღაც ამდაგვარი, ის აკითხავდა. -ვიქტორ, ვიქტორ -ცერა თითი მოისვა ნიკაპზე და დაფიქრდა. "ძალიან ხშირად გადამეღობე გზაზე ვიქტორ!" -ვიქტორი ხომ არ გამოჩენილა ამ ბოლო თვეებში დინარას სახლში? -ქალი დაფიქრდა. -დიახ, მგონი სამი თვის წინ. რაღაც ჩემოდანი მიჰქონდა. ალბათ გარდაცვილი დინარას ტანსაცმელები იყო, შეიძლება უნდოდა ღარიბებისთვის დაერიგებინა იგი, განსვენებულს ჰო არაფერში გამოადგება. -სხვა არავინ ყოფილა იმ სახლში? -ვის გულისხმობთ? -მაგალითად თავად დინარას. -თქვენ ხუმრობთ არა?! -არა -ავგუსტო მეტად სერიოზული იყო. -არა, არა -ქალი გაფითრდა, რას როშავს ეს კაციო. -კარგად ხართ? -ხელზე შეეშველა ავგუსტო. -მგონი არა, მაგრამ არც თქვენ უნდა იყოთ ჩემზე უკეთ -თავზე მოისვა ხელი. ე.ი. გაცოცხლდა? -კითხვა მეტად სულელურად და მეამიტურად გაჟრერდა. -არც მომკვდარა. უფრო სწორად რომ გითხრათ ჩვენც ასე გვეგონა -ახლა უფრო თბილად და დამამშვიდებლად გაიჟღერა მილერის სიტყვებმა. -არა შვილო, მას შემდეგ რაც დინარა მოკვდა, ნუ თითქოს და მოკვდა-გამოასწორა ნათქვამი -მას შემდეგ იმ სახლის ზღურბლზე ვიქტორის გარდა არავის გადაუბიჯებია, ისიც მხოლოდ ერთხელ იყო. მოგახსენეთ უკვე. -გმადლობთ. -სულ ეს იყო? -არა, თუ არ შეწუხდებით კიდევ გვჭირდება თქვენი დახმარება. თუ არ მოგაცდენთ. უნდა გამოგვყვეთ, დინარა კომაროვის სახლი უნდა დავათვალიეროთ. -თუ რამეში შემიძლია დახმარება. -ხელები გაშალა ქალმა. -რამდენიმე წუთით დამელოდეთ. -ბევრი დრო არ გვაქვს. -რამდენიმე წუთით, ფეხშიშველი ჰო არ გადმოვალ? -მკაცრად წარმოთქვა ქალმა. ჭიშკარი გააღეს და ეზოში შევიდნენ. პატარა აუზი და ეზო ყვითელი ფოთლებით გავსებულიყო, ეტყობოდა სახლში რამდენიმე თვე მართლაც არავის უცხოვია. სახლი ჩაკეტილი დახვდათ. მილერის მითითებით საკეტი გატეხეს და იზაბელასთან ერთად სახლში შევიდნენ. სახლში უამრავი ობობის ქსელები მოდებულიყო, სტის სუნი იდგა ყველგან. სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული შეამოწმეს, თითოეული დეტალი გადაამოწმეს მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს. ორ საათინი ძებნის შემდეგ სახლი დალუქეს, მისის დალასს დაკარგული დროისთვის ბოდიში მოუხადეს, მადლობა გადაუხადეს და თავის გზაზე გაუშვეს. თავად განყოფილებაში დაბრუნდნენ, განყოფილებიდან კი ანდრეის სახლში. შემდეგ დაკითხვის ობიექტი ჯეკ უილიამ რობინსონი იყო. ვალენტინა ივანოვნა კოზლოვასთან ვიზიტის შემდეგ სტივ უილსონი მასთან გაეშურა. რობისნონი კვლავ სასჯელს იხდიდა. რამდენიმე საათიანმა დაკითხვამ უაზროდ ჩაიარა. სტივი გაწბილებული დაბრუნდა განყოფილებაში. *** აღმოჩნდა რომ ვალენტინა ივანოვნა კოზლოვას მართლაც წაეშალა ვიქტორ ივანოვიჩ კოზლოვას ნომერი, ამიტომ გამოძიება კვლავ ჩიხში შევიდა. ახლა მართლაც მოუწევდათ გამომძიებლებს თავი ერთმანეთისთვის მიეტყათ და ასამოძრავებელი ტვინები გაარყიონ. ყველა ღონე იხმარეს, ვისი დაკითხვაც გახდა საჭირო ყველანი დაკითხეს, მაგრამ მათგან სასარგებლო ვერაფერი შეიტყვეს. ეჭვი რომელიც არსებობდა დინარასა და ვიქტორის კავშირის არსებობისა სულ უფრო და უფრო ღრმად იკიდებდა ფეხს, ამას ისიც ამტკიცებდა რომ ვიქტორი ლოს-ანჯელესიდან გერმანიაში გაფრინდა. არ უნდა გამოირიცხოს ისიც რომ ალბათ ვალენტინა შეატყობინებდა მას მისი ძებნის შესახებ რის შემდეგაც მაინც არ დაბრუნდა უკან. უკვე საღამოს 7 საათი იყო. დინარას სახლიდან დაბრუნების შემდეგ მილერი უფროს ლუჩენკოსთან წავიდა. უშედეგო დაკითხვების შემდეგ გადაწყვიტა ზარის კიდევ ერთხელ განხორცილებას დაყრდნობოდა და ამ საშუალებით ეპოვნა ქალბატონი რომელსაც თავი ქვეყბის მბრძანებელი ეგონა. მანამდე იქნებ და კიდევ მოეფიქრებნა რამე, რამე ისეთი რაც უშუალოდ დაეხმარებოდათ გამტაცებლის შებყრობისათვის. მარტო მივიდა ანდრეის სახლში. გამომძიებელი უილსონი ჯერ კიდევ რობინსონის დაკითხვას განაგრძობდა.მილერს მათთან ერთად ჯონიც დახვდა. ფილმის გადაღება კვლავ შეწყვიტა. როდესაც ანდრეის ასე ძალიან უჭირს არ შეუძლია გვერდით არ დაუდგეს, მათთვის თუ ვერაფერს შესძლებდა, გასამხნევებელი სიტყვებით მაინც მოახერხებდა და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. -ბრაიან მოდი ერთი წუთით. -ტელეფონით ხელში კვლავ ფანჯრის მიღმა იდგა ანდრეი და ჯონთან მოსაუბრე ძმას შეწუხებული სახით მასთან უხმობდა. -გისმენ. -მასთან მივიდა იგი. -მისმინე ბრაიან. -ხელი დაადო ბეჭზე და პოლიციელებისგან მოშორებით რამდენიმე ნაბიჯით ფანჯარასთან კუთხეში მიიყვანა. მერე ისე რომ არავის გაეგო მისი ნთქვამი თითქმის ჩურჩულით ჩაულაპარაკა. -მე უნდა გავიდე. -სად? -დაიცადე ბრაიან. ნუ გეშინია არაფერს მოვიმოქმედებ. ვიცი ესენი მარტოდ არსად გამიშვებენ, ამკიდებენ რომელიმე ხარივით დიდ კაცს, ამიტომ შენი დახმარება მჭირდება. -ანდრეი. -იდეა არ მოეწონა ბენს. -მქონდეს შენი იმედი? -ახლა? -ჰო, სწორედ ახლა. -ახლა ვერ მოვახერხებ, შეხედე ყველა კუთხეში ისინი არიან ჩასაფრებულნი.-თვალი მოატარა ირგვლივ. -სამზარეულოს ფანჯრიდან გავიპარები, მაგრამ იმ სამართლდამცავებს უნდა უხმო, რომლებიც იქ იმყოფებიან. -დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ? -ბენმა პასუხის მიღებად ანდრეის თავის დაქნევა ჩათვალა და სამზარეულოსკენ წავიდა. -უკაცრავად სერ. -ბეჭზე დაადო ხელი ერთ-ერთ სამართლდამცავს რომელიც სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომი ყავას მიირთმევდა. -გისმენთ? -ფეხზე წამოდგა იგი. -დარწმუნებული ვარ რომ ზემოთ სტუმრების ოთახში ტელეფონი არ შეგიმოწმებით, მოსასმენი აპარატი ხომ უნდა დააყენოთ? -ნუ ღელავთ, სხვა ტელეფონში არის, ესე იგი მანდაც იქნება. ყველგან ერთი ხაზია. -კი მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სხვა ნომერი არის და სხვა ოპერატორი ჰყავს. -მაშინ სთხოვეთ მას ვინც ამის სპეციალისტია. -ცოცხალი თავით არ სტოვებდა იგი თავის პოსტს. -ისინი ხომ აქ არ არიან? -სად არიან? -რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ წამომყევით და შეამოწმეთ. -განრისხდა ბენი, რომელსაც მოთმინების ფიალა აევსო. -კარგი, მალე უნდა დავბრუნდე. ადგილის დატოვება არ შემიძლია. -მადლობთ. -ბენმა ის სამზარეულოდან გამოიყვანა. ფანჯარასთან მდგომ ანდრეის თვალით ანიშნა გზა ხსნილიაო. ანდრეიმ ფეხაკრეფით, შეუმჩნევლად გაიარა სასტუმრო ოთახი, სამზარეულოში შევიდა, უხმაუროდ ფანჯარა გააღო და გარეთ გადახტა. -ეს რას ნიშნავდა? -ეკითხებოდა სამზარეულოში ბენთან ერთად დაბრუნებული სამართლდამცავი. -რაზე მეკითხებით სერ? -შეშფოთებული სახე მიიღო ბენმა. -იქ ხომ ტელეფონი არ იყო? -დიახ, ალბათ გაფუჭდა და მოხსნეს. არასწორად მახსოვდა, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. -არაუშავს. -უთხრა და კვლავ მხრებში გამართული შეუდგა მოვალეობის შესრულებას. -კარგად იყავით. -დაემშვიდობა ბენი და ჯონთან დაბრუნდა. "ნეტავ ვიცოდე სად გავუშვი და რაში შევუწყვე ხელი" თავიდან ვერ მოიშორა ფიქრები სად წავიდა ანდრეი. *** სწრაფად წამოდგა ფეხზე, მტვრიანი მუხლები დაიფერთხა და ფანჯარას მოუხედა ხომ არ მიყურებენო. პერანგის საყელო მაღლა აღმართა, საყელოში თავჩარგული კედელს ამოეფარა და ფეხაკრეფით გაუყვა მის კიდეს, მისდა საბედნიეროდ სახლის უკან კაციშვილი არ ჭაჭანებდა, სულ ახლახან შეცვლილი სმენა მალე დაიკავებდა მონიშნულ პოსტს ამიტომ ანდრეის სიჩქარე მართებდა. თავი ძირს დახარა და მუხლებში მოხრილმა სწრაფად გაირბინა ეზო, ტაქსი რომელიც მის ჭიშკართან იდგა უბრძანა სასწრაფად გაცლოდა იქაურობას, უკანა კარების ფანჯარა ბოლომდე ამოსწია და შეეცადა ისეთი ადგილი ამოერჩია საიდანაც ფანჯარაში მის შემჩნევას ვერ მოახერხებდნენ. ტაქსის მძღოლს მიუთითა განყოფილებისკენ დადგომოდა გზას. მანქანამ ნელი სვლით იწყო სვლა. ანდრეის მოთმინების ფიალა ამოეწურა და ზედმეტად ხმამაღლა შესძახა რომ გაზისთვის ფეხი დაეჭირა. მას პირველი ადამიანი რომელიც გაახსენდა ვიქტორ ივანოვიჩ კოზლოვა იყო. მან დააკავშირა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს და გადაწყვიტა რომ ისინი თანამზრახველები იყვნენ. იმისდა მიუხედავად რომ ვიქტორი ძალიან დიდხანს ეძება პოლიციამ და მის კვალს ვერსად მიაგნეს ანდრეი მათ არ ენდო და თავად გადაწყვიტა მისი ადგილსამყოფელის დადგენა. ტაქსის მძღოლს ფული ფანჯრიდან მიაწოდა და სირბილით აირბინა პოლიციის განყოფილების კიბეები. ოპერატიულ მუშაკს რომელიც პირველი შეეგება კარებთან სთხოვა იმ ადამიანთან დაეკავშირებინა ვისაც შეეძლო ინფორმაცია მოეპოვებინა ვიქტორ ივანოვიჩ კოზლოვას შესახებ. მან იფიქრა რომ იმ შემთხვევის შემდეგ როცა მან და ვიქტორმა იჩხუბა მას პოლიცია აღრიცხვაზე აიყვანდა. მაგრამ შეცდა ვერავინ შეძლო მისი დახმარება. მას უნდოდა დამოუკიდებლად ეპოვა იგი და თავად აღესრულებინა სამართალი იმ შემთხვევაში თუ დინარასა და ვიქტორის კავშირს დაამტკიცებდა. უკან ცარიელი ხელებით გამობრუნდა, კიბეებს ნელი ნაბიჯით ჩამოუყვა და ახლა უკვე მართლა აღარ შეეძლო ეფიქრა როგორ მოქცეულიყო. გზას ფეხით დაადგა, რამდენიმე მეტრში კვლავ ტაქსი გააჩერა და თავი იმ ბილიკებზე ამოჰყო საითაც სასაფლაოსკენ მიჰყავდა იგი. პირობა კვლავ დაარღვია ანდრეიმ, იგი ვარდების გარეშე ცარიელი ხელებით აღმოჩნდა საფლავზე თუმცა შორიდანვე დალანდა ლარნაკში ჩაწყობილი წითელი კვასკვასა ვარდები. სახეზე გაკვირვების ტალღამ გადაურბინა, ნაბიჯს აუჩქარა და ვარდებს გაუსწორა თვალი. დაფიქრდა თუ ვის შეეძლო წითელი ვარდების მოტანა. ემილი რომ ყოფილიყო მას მხოლოდ ფერადი ვარდები დაჰქონდა და არასდროს დაუშვია გამონაკლისი რომ ერთი ფერის ყოფილიყო რომელიმე ჯერზე, ბენიც იმავეს აკეთებდა. "აჰ, ჯონი" გაიფიქრა ანდრეიმ და დამშვიდდა. ან რატომ აღელდა იგი? იეჭვიანა თანაც ძალიან. გარდაცვლილ ადამიანზე იეჭვიანა თანაც ისე თითქოს ვინმე ართევდა მის სიყვარულს და ეცილებოდა მასში. უკვე დამშვიდებული კვლავ ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა და ალისიასთან საუბარი განაახლა. -მომიტევე, გევედრები მომიტევე ალისია რომ ჯერ კიდევ ცოცხალია დინარა.-წარსულ მოგონებენს მოგონებენს გაურიმა გაურიმაანდრეიმ. როცა დავიწყებას მიეცემა მიეცემამოგონებააშინ სიყვარულიც აღარ იარსებებს.- არასოდეს დამავიწყდება ის წამი როდესაც მორცხვი თვალებით ამომხედე იმ დაბნეულობას მალავდი რომელიც სახეზე აღგებეჭდა, იმდენად ამაყი იყავი რომ არ შეიმჩნიე ცნობილი მსახიობის ხილვა -ჩაეცინა მას. საფლავის ქვას ზურგით მიეყდნო და ლარნაკიდან ამოღებულ წითელ ვარდს ხელში წვალება დაუწყო. -მეზიზღება ის რეალობა რაც წინ მიდევს. რა ირონიაა არა? შენ აქ წევხარ, თუმცა აქაც არ ხარ, ის არამზადა ალბათ სადმე რომელიმე კუნძულზე ისვენებდა. კანტუზიანივით წამოხტა ფეხზე და ლოთი კაცივით ყვირილს მოჰყვა. -შენ აქ არ ხარ და არც არასდროს იქნები -ღრიალით მიახეთქა ლარნაკი მარმარილოს ქვას, ყვავილები ხელით დაგლიჯა. -საცოდავი ვარ, არ მოგძებნე და ვიმსახურებ ამ ტკივილს მაგრამ შენ შენ რა დააშავე -ტირილი ჩვეულებად ექცა ყოველდღე -არ ხარ აქ, არა, არა, არა -ფეხები დაუშინა მარმარილოს ქვას და მიზანი რომელიც მის ნაწილ-ნაწილ დამსხვრევას ლამობდა ვერ შეასრულა. -ვერ იქნები აქ, უბრალოდ არ შეიძლება აქ იყო. თნასწორობა ირღვევა გესმის? შენ მანდ და დინარა აქ? -დაუძლურებული, საკუთარი თავის უსუსურობით აღშფოთებული და დაღლილი იმავე ქვასთან ჩაცურდა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. ამ მდგომარეობაში მისთვის საუკუნემ განვლო, ამ მდგომარეობაში დაბერდა, სახსრები ასტკივდა და ძლივს წამოდგა ფეხზე. ჩუმად აღარ წუწუნებდა და აღარც კანტუზიანივით იქცეოდა, ერთი გადარჩენილი ვარდი საფლავზე დადო და უკან მოუხედავად ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილმა საფლავებს შორის გაიარა. უცებ შეჩერდა, გული შეუტოკდა თითქოს მძიმე ლოდი დაეცა. თავსა და მხრებზე აწვებოდა იგი, ერთ-ერთ საფლავზე გარდაცვალების თარიღად 2017 წლის 17 აგვისტო ამოიკითხა, სახელი და გვარი მისთვის უცნობი იყო მაგრამ სურათი, სურათი ხომ ის არის, ის ხომ მოხუცი მესაფლავე იყო. ფეხები მოეკვეთა და რეტდარტყმულივით ჩაიკეცა იქვე. *** ანდრეის გაპარვა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იგი პირველი სამმართველოს უფროსს ალფრედ ბრაუნს დააკლდა თვალში, რომელიც მედიდურად დააბიჯებდა აქეთ-იქით და ყოველ კუთხე კუნჭულს ჩაჰკირკიტებდა. პირადად დაინტრესდა რამდენიმე თვის გაუხსნელ, უფრო სწორად კი ჯერ დახურულ საქმეზე შემდეგ კი ისევ იგივე საქმის განმეორებით და მთელი ძალითა და ენერგიით ჩაება გამოძიებაში. 35 წლის ალფრედ ბრაუნი მაღალი ბრგე აღნაგობის ახალგაზრდა იყო. წაბლისფერი თმებითა და თვალ წარბით. თბილი, კეთილი ადამიანის სახე და ძალიან მიმნდობი გამომეტყველება მისი სავიზიტო ბარათი იყო. უაღრესად ნიჭიერი და სამუშაოს პროფესიონალი მცოდნე, თუმცა მისი მოქმედება მის საზღვრებს სცილდებოდა და სამსახურებრივი უფლება მოვალეობის გადაჭარბებისთვის ხშირად იყო შემჩნეული, ამის დამტკიცება შეუძლებელი გახდა. ბევრი დიდი სისასტიკითა და ძალაუფელბის გადაჭარბებით აქვს გახსნილი. მისდამი ასეთ მიბყრობამ მას დაუსჯელობის სინდრომი გაუჩინა და მეტად ნიჭიერ პიროვნებას სასტიკ მმართველად მოიხსენიებდნენ. -დამშვიდდით უფროსო, ბავშვი ხომ არ არის, არ დაიკარგება. -მშრალად უხსნიდა ბენი. -რატომ გაუშვით? თქვენი ნდობა არ შეიძლება. -შარვლის მუხლები აიწია, სასტუმრო ოთახში სავარძელზე ჩამოჯდა და ნერვიულად კრიალოსნის მძივების გადათვლა დაიწყო. -ჩემი ძმის წინააღმდეგ არასოდეს წავალ. -თავზე დაადგა ბენი. -ამით ხომ საფრთხეში ადგებთ? -ასე არ არის. -მაგრამ ის ორჯერ მოხვდა ციხეში. -სამმართველოს უფროსი ფეხზე წამოდგა და ცხვირწინ აეტუზა ბენს, რომელიც მართლაც მხოლოდ ცხვირამდე სწვდებოდა სიმაღლით ამ უკასკნელს. თანაც ყურადღება ანდრეის შეცდომებზე გაამახილა, თითქოს და იგი კიდევ ჩაიდენდა ისეთ სისულელეს რომლითაც საფრთხეს შეუქმნიდა გამოძიებას. სამმართველოს უფროსმა დამწვარზე მდუღარე დაასხა. ბენი გაცოფდა, თავი ვერ შეიკავა და სახეში შეკრული ხელი მოუქნია თანაც ისე ძლიერად რომ ალფრედი შებარბაცდა და სახე გვერდზე შეაბრუნა. სამმართველოს უფროსი წამოენთო, თვალებში მრისხანება ჩაუდგა, მიამიტურ თეთრ სახეზე სიწითლემ გადაურბინა, კბილები გააღჭრიალა და როდესაც ხელის შებრუნება დააპირა შუაში სიტუციის განსამუხტავად მილერი ჩადგა. -დამშვიდდი ბენ, გეყოფა. -ბრაუნისაკენ ზურგის შექცევით ბენის ოთახიდან გაშორებას შეეცადა.ბ -გაეთრიე აქედან. -ამას განანებ. -გამოსცრა კბილებში და საჩველებელი თითი ცხვირწინ აუფრიალა. -გეყოს ბენ, მართალს ამბობს. დინარამ რომ დაურეკოს მისი დაჭერის ერთადერთ შანსს დავკარგავთ. ახლა კი გვეყოს ჩხუბი. -ზედმეტი მომივიდა. -ენით აუღწერელი სიმშვიდე გამოავლინა ალფრედმა თუმცა რომ მისი სიმშვიდე ავგსუტო მილერისა და მისი ასაკის დამსახურება იყო, როგორც უფროს ადამიანს იგი პატივს სცემდა. სამმართველოს უფროსმა კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვა და შერიგების ნიშნად ხელი გაუწოდა. ბენმა აპილპილებულ სახეზე გახედა, მერე ხელზე და ნდობის ნიშნად ხელი მაგრად მოუჭირა. -ძალიან ხომ არ მოიწყინეთ უჩემოდ? -სარკასტული დაცინვა გამოუვიდა ანდრეის და სასტუმრო ოთახში შემოვიდა. -არ განვიცდიდით უშენობას. -გამოეპასუხა ჯონი და სკამზე ჩამოჯდა. -ბრაიან რა სახე გაქვს? -ბენის პასუხს არ დაელოდა და განაგრძო. -გახსოვს ჩვენი ბერიკაცი? -მესაფლავე? -ჰო. გარდაცვლილა. ბენს ძალიან დასწყვიტა გული მისმა სიკვდილმა. გულწრფელად შეიცოდა იგი და გული ძალიან ეტკინა მასზე. ტომს წითელი ვარდები გაახსენდა სასაფლაოზე, ამის შესახებ ჯონს ჰკითხა რადგანაც დარწმუნეული იყო რომ მისი დადებული იყო ისინი საფლავზე, თუმცა მას შემდეგ რაც ჯონის გაკვირვებული სახე და მისი უარი მიიღო ინტერესი გაუჩნდა წითელი ვარდების ავტორისა. *** სამი დღე გავიდა და ამ დღეების განმავლობაში ანდრეის სახლში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სამართალდამცავები. მათი მორიგეობა და მობილიზება უშედეგო იყო. დღე კი ღრუბლიანი. მზე ღრუბლებს მიღმა ამოფარებული დრო გამოშვებით გამოიჭყიტავდა თუმცა მისი სხივები იმდენად უემოციო და უფერული იყო უსიამოვნო შეგრძნებას და ცივ გარემოს ჰქმნიდა. პირველი სართულის სასტუმრო ოთახში სავარძელზე ერთმანეთის გვერდი გვერდ მილერი, სტივი და ალფრედი ისხდნენ. ფანჯარასთან სადაც ფარდა ბოლომდე ჩამოფარებული იყო 2 პოლიციელი იდგა და დრო და დრო შეუმჩნევლად ფარდის მიღმა იჭყიტებოდნენ. სასტუმრო ოთახის კარებიდან მარჯვნივ ჟურნალების მაგიდაზე კომპიუტეისტი იყო მოკალათებული თავისი ტექნიკითა და ტელეფონზე დარეკვის შემთხვევაში მისი ადგილსამყოფელის დადგენას შეძლებდნენ. ბენი იმ სავარძლის გვერდითა სკამზე იჯდა სადაც დეტექტივები ავგუსტო და სტივი ისხდნენ, ანდრეი კი ფეხზე იდგა და აქეთ-იქეთ სიარულით ბოლთას სცემდა. ტელეფონმა დარეკა. ყველანი გაიტრუნნენ. ანდრეიმ შეწყვიტა აქეთ-იქეთ სიარული და ერთ ნახტომში მაგიდასთან გაჩნდა. -ჩემი არ არის. -უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მაგიდაზე მიაგდო იგი. -ჩემია -გაკვირვების ნიშნად ტუჩები დაბრიცა ბენმა და ტელეფონი რომლის ვიბრაცია ფეხს აგლეჯდა ხელში დაიჭირა. -ჩემთან რეკავს -დაფაცურდა იგი -ამ ტელეფონში ხომ მოსასმენი არ არის? როგორ მოვიქცე? სამმართველოს უფროსმა სახე გვერდით გადაატრიალა და ბურტყუნით გადააფურთხა. სამართალდამცავების მიერ გამოჩენილმა დაუკვირვებლობამ იგი ძალიან აღაშფოთა. კომპიუტერისტმა ტელეფონი გამოართვა და ტელეფონი კომპიუტერს შეაერთა. ერთი ხელის მოძრაობით ისინი ერთმანეთს დაუკავშირა და ბენს კვლავ დაუბრუნა ტელეფონი. -უპასუხე. ანდრეი მუდარით ჩააფრინდა ხელებში. -მე ვუპასუხებ. -გამორიცხულია. -ფეხზე წამოდგა ალფრედ ბაუნი და ტელეფონზე ხელი შეაშვებინა. -ბენს ურეკავს და ბენივე უპასუხებს. ზარი შეწყდა. -დამშვიდდით, თუ საუბარი განუზრახავსკიდევ დარეკავს. შეეცადე საუბარი გააგრძელო. -ბრაუნს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ კვლავ გაისმა ზარის ხმა. მან ხელის მოძრაობით მიუთითა დამშვიდებულიყო და რამდენიმე წამის შემდეგ ნება დართო ზარისთვის ეპასუხა. ბენმა დიქტოფონი ჩართო. ანდრეი ფანჯარასთან მივიდა. -დინარა -ბენს გული ბაგა ბუგით უცემდა, გძნობდა როგორ ადი-ჩადიოდა მკერდთან. მუხლებში სისუსტე იგრძნო. -სად ხარ? -ბეენ.... ბენ, ჩქარობ. -მითხარი რა გინდა? -ეს კარგი შეკითხვაა. მე ანდრეიკო მინდა. შენთან ახლოს არის? ბენს გულმა რეჩხი უყო -არა, არ არის აქ. მუშაობს და შენი ზარის შესახებ არაფერი მითქვამს. ალფრედ ბრაუნი თვალებში უყურებდა ბენს. ხელით ანიშნა ყველაფერს სწორად აკეთებო. მოუწოდა მშვიდად და გარკვევით ესაუბრა, მათი ზარი უფრო ხანგრძლივი რომ ყოფილიყო. -მატყუარა ბიჭები არ მიყვარს. მე კი ვიცი რომ ცრუობ. -არ ვცრუობ. -ალბათ ახლა ანდრეიც მისმენს. ბენი დაიძაბა. -უთხარი რომ აუცილებლად უნდა ვნახო. -ხომ იცი რომ მას ეზიზღები. -ვიცი მაგრამ მას ერთი ვიღაც არ ეზიზღება და მე ის მყავს. ბენი გაშრა. სიტყვა ვეღარ დაძრა. -დინარა მოგკლავ -აღრიალდა ანდრეი და ბენთან მიიჭრა, მაგრამ ის პოლიციელები რომლებიც ფანჯარასთან იდგნენ და დრო გამოშვებით ფანჯარაში იყურებოდნენ სწრაფად დაავლეს ხელი ანდრეის და პირზე ხელებ აფარებული მეორე ოთახში გაათრიეს. -დინარა -ხმა აუკანკალდა ბენს. -ანდრეი არ შეცვლილა. -საზარელი ხმით გაიცინა დინარამ. -მომაბეზრა თქვენმა პრინცესამ თავი. -მითხარი სად ხარ და წამოვიყვან. -შენ ასეთი სულელი ხარ ბენი? მე მის სიკვდილს ვგულისხმობ, თუმცა.-განაგძო მხიარულ ნოტაზე -ისედაც ნახევრად მკვდარია, გუშინს მერე გონს არ მოსულა, ალბათ ამდენ წამებასა და ნარკოტიკებს ვეღარ გაუძლო-მოჩვენებითი გულისტკივილით დაამატა ბოლო სიტყვები. -დი... (ნარა) -უნდოდა დაესულებინა ბენს წინადადება მაგრამ ტელეფონში განმგმირავი ზმუილის ხმა გაისმა, რაც იმას ნიშნავდა რომ დინარამ საუბარი დაასრულა და ტელეფონი გათიშა. -მშვენივრად იმუშავე ბენ. -ზურგზე ხელი დაადო მილერმა. -ვიცით სად არის? სამმართველოს უფროსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -სად არის? -არც,ახლოს და არც შორს. -ახლავე წავედით -ოთახში შემოვიდა ანდრეი, მას უკვე ყველაფერი გაეგო. -თქვენ არსად არ მოდიხართ. -თქვენო აღმატებულებავ, როგორც იტყვით. -ქედმაღლურად გადახედა ანდრეიმ.-მაშინ როდესაც ჩემი ცოლი ცოცხალია მე აქ დაველოდები მას?-შეჰყვირა. -ხელს შეგვიშლით, შეიძლება თქვენ გამოჩენამ დინარა გააღიზიანოს და ალისიას საფრთხე შეუქმნათ. -პირიქით იმ ალქაჯს ჩემი ნახვა გაუხარდება და ყურადღებას მოადუნებს. ასე რომ მე ახლავე მოვდივარ. როცა ბენმაც გამოთქვა აზრი წასვლის თაობაზე ანდრეიმ მტკიცე უარი განუცხადა -არ მინდა საფრთხეში ჩაგაგდო, ბრაიან დამიჯერე ასე აჯობებს. -ამას მე გადავწყვეტ. -თქვა და პირველი გავიდა კარებში. -კარგი წამოდით, ოღონდ ხელს არ შეგვიშლით, რასაც გეტყვით იმას გააკეთებთ. -უთხრა მილერმა. -მაგას მე გადავწყვეტ. -ჩაილაპააკა ანდრეიმ. -უკაცრავად? -ჩაეკითხა მილერი. -როგორც იტყვი-თქო. *** შუა დღეს მცხუნვარე დღე იდგა. არასოდეს თქვათ უარი ოცნებაზე, რა იცით იქნებ ის რაც არარეალური გგონიათ რეალური აღმოჩნდეს და შესძლოთ ამ ოცნების შეგრძნება და ხელით შეხება. -ფრთხილად იყავით რომელიმე ჟურნალისტი არ აგვედევნოს თორემ ოპერაციას ჩაგვიშლის, მათგან შეუმჩნევლად უნდა გავიდეთ. -მიმართა მილერმა თანამშრომლებს და მანქანაში ჩაჯდა. ქალაქისგან რამდენიმე საათის მოშორებით მიტოვებულ სოფლისკენ დაადგნენ გზას. ყველა მანქანა შავი, დაბურულ მინებიანი იყო, სირენების გარეშე ერთმანეთის მიყოლებით მიაპობდნენ გზას. პირველი ორი მანქანა კბილებამდე შეიარაღბული პოლიციელებით იყო სავსე. მესამე მანქანაში მილერი და ძმები ლუჩენკოები ისხდნენ. მათ უკან მომავალი სამი მანქანა კი წინა ორის მსგავსად პოლიციელებით იყო სავსე, მათ შორის სტივ უილსონი იმყოფებოდა. თითოეულ მანქანას გამოცდილი ოპერატიული მუშაკი მართავდა. ირგვლივ გზის ორივე მხარეს ხეები ჩამწკრივებულა. წვიმის დიდხანს უნავახ გზას სიცხისგან ორთქლი ასდიოდა. რამდენიმე მეტრში გზის მარჯვენა მხარეს დიდი მწვანე მინდორი გამოჩნდა, სეტკიანი ღობითა და ჟანგ მოკიდებული დაბალი ჭიშკრით. სახლი არსად სჩანდა მაგრამ მათი ინფორმაციით ეზოს ბოლოში უნდა ყოფილიყო, ეზო კი ძალიან გრძელი და ფართო იყო. ჩუმად მიუახლოვდნენ ჭიშკარს და ღობის ჩაყოლებაზე შეუმჩნევლად განლაგდნენ. -ეს ეზოა, მის შორიახლოს კი სახლი დგას. უკანა სავარძელზე მსხდომ ძმებს მიუბრუნდა. -კარგი, წავედით -სახელურს წაეტანა ანდრეიმ. -მოიცადეთ. -სტივთან მივალ, რაღაცას გავარკვევ და შემდეგ თქვენც გადმოდით, კარგი? მილერი მანქანიდან გადავიდა. სამართალდამცავებმა მიდამო დაზვერვეს. სოფლიდან გასასვლელი გზა გადაკეტეს. ავგუსტო მილერმა განკარგულება გასცა. -შეეცადეთ სროლის გარეშე, მშვიდობიანად დამთავრდეს ოპერაცია, მაგრამ თუ საჭირო გახდა იცით როგორც უნდა მოიქცეთ.- სამძებრო განყოფილების უფროსმა წინადადება დაასრულა, შემდეგ კი სიფრთხილით დაიწყეს პოზიციებზე განლაგება და ფეხაკრეფით აედევნენ ერთმანეთს. *** -ჯანდაბა, ჯანდაბა. -მანქანის კარებს დაეჯაჯგურა ანდრეი და უშედეგოდ შეეცადა მის გაღებას. ბენი მეორე კარების სახელურს წაეტანა, მაგრამ იქაც უშედეგო აღმოჩნდა ბრძოლა. მანქანაში კი ავგუსტო მილერზე გაცოფებული და მის მიერ ჩაკეტილი ძმები აღმოჩნდნენ. ბენი წინა სავარძელზე მოუქნელად გადაძვრა, სათავსოს კარები გამოაღო და მასში არსებული ხარახურა ხელებით მისწი-მოსწია, სტეპლერის ტყვიებს ხელი დაავლო და მისი მეშვეობით შეეცადა საკეტის გახსნას, თუმცა ნერვიულობის ნიადაგზე ხელები უკანკალებდა, რის გამოც ტყვიები ხელიდან უცვივდებოდა. მის უკან მყოფი ძმა კი წარმოუდგენლად აჩქარებდა. სამართალდამცავებმა სახლი ალყაში მოაქციეს, ხეს ამოფარებული მილერი რომელიც პოლიციელებთან ერთად იყმყოფებოდა გადამცემი დაიჭირა ხელში და ის-ის იყო დინარასთვის უნდა მიემართა სახლიდან გამომავალი, მოღიღინე ქალი რომ ენიშნეს რომელსაც ხელში ცარიელი კალათი ეჭირა. სახლის წინ გაფენილი ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელი უნდა ჩამოეხსნა და შიგ ჩაეწყო. -ის არის? -თვალებით ანიშნა ხეს ამოფარებულმა პოლიციელმა. -ის არის -დაეთანხმა მილერი და გადამცემი გვერდით დაუშვა. პოლიციელებს ხელის მოძრაობით ანიშნა ჩემს თქმაზე დაიწყეთო. კვლავ წამომართნენ შეიარაღებული პოლიციელები. დინარამ შენიშნა თუ არა ისინი კალათა ძირს დააგდო და სახლისკენ გაიქცა, თუმცა სხარტმა პოლიციელებმა ფეხს აუჩქარეს და იარაღი შემართეს, რამდენიმე ნახტომში წამოეწივნენ და პირქვე დასცეს ძირს, ხელები ზურგს უკან ამოუგრიხეს. დინარამ გააზრებაც ვერ მოახერხა, ის კი არა ყვირილიც ვეღარ მოასწრო ისე დაადგა იარაღ-მომაჯვებული პოლიციელები თავს და ერთ-ერთმა მათგანმა ზურგს უკან გადაგრეხილ ხელებს ბორკილები დაადო. გამომძიებელმა სტივმა მძიმე ნაბიჯები გადმოდგა და დინარას თავზე დაადგა, სინაზე გაკიდებული სარეცხი ერთი ხელის მოსმით ჩამოგლიჯა და ძირს დაყარა. დინარამ თავი მძიმედ შეატრიალა თუმცა მისი მზერა მუხლს ზემოთ ვერ ასწვდა და რადგანაც ინტერესი ვერ დაიკმაყოფილა თავს ვინ წაადგა გაწბილებულმა მიწას შუბლი დაარტყა. ლუჩენკოები ეზოში შეცვივდნენ, ბენს მოეხერხებინა კარების გაღება, ახლა კი ჯგროდ შეკრებილ პოლიციელებს თვალი მოავლეს და მათკენ გაემართნენ. გამომძიებელ უილსონს თმა გაჯეჯილი დინარა ფეხზე წამოეყენებინა, ზურგს უკან მოქცეულ ხელებზე ხელი ჩაევლო და ჩუმად მომავალ, თავ-ჩარგულ და სახეზე თმა-ჩამოშლილ დინარას უკან მიჰყვებოდა. თვალის დახამხამებაში ანდრეი გამოჩნდა. -მოხვედი ძვირფასო? -სიხარულით და მღლვარებით სახე გაებადრა დინარას. წარმოუდგენელი სიხარული იგრძნო, სტივს გაუძალიანდა უნდოდა ხელები შეეშვებინა და ანდრეისკენ გაქცეულიყო. -სად არის ალისია კახპა? -ძლიერად მოქნეული ხელი სახეში გაარტყა დინარას. ქალს თვალთ დაუბნელდა, ისეთ ძლიერი დარტყმა როგორიც დინარამ იგემა ვერცერთი ძლიერი მამაკაცი ვერ გაუძლებდა ამიტომ დინარაც მხრებში მოეშვა, მუხლები დაუსუსტდა და იქვე ჩაიკეცა. დინარა აღარ იცინოდა, შეშინებული და იმედგაცრუებული სჩანდა. მისთვის სანატრელი და ყველაზე საყვარელი მამაკაცი, ადამიანი რომელიც უყვარდა და სიცოცხლეს ერჩივნა ზიზღის თვალებით უყურებდა და გამეტებით ურტყამდა წიხლებს. ქალი იმდენად იყო ოცნებებით შებყრობილი, ილუზია შეჰქმნოდა თითქოს ანდრეი ელოდა მას, გულში ჩაიკრავდა და სადმე შორს წაიყვანდა. ცრემლი მოსწყდა მის ერთბაშად დამწუხრებულ სახეს. ფიზიკურ ტკივილს არად აგდებდა, ანდრეის თვალები სტკიოდა ახლა მას და სული ატირებდა. ანდრეი წაქცულს ზემოდან მოექცა და შორიდან მოქნეული ხელი კვლავ ცხვირში აგემა, სისხლით შეეღება ხელი. ერთ დროს ჯელტმენობით გათქმული მამაკაცი ახლა ქალს შესდგომია, გამეტებით სცემდა, მთელს ბოღმასა და გულს იოხებდა, სიამოვნებას ანიჭებდა მი ხელებში მოქცეული უსუსური ქალიც კი და უფლება რომ მიეცათ საკუთარი ხელით ამოგლეჯდა გულს. ასეც ხდება როცა საკუთარი ნახევრის დაცვა ხდება საჭირო ნორმალური ადამიანის სახეც იცვლება და ისეთივე წესებით უწევს თამაში როგორშიც გამოიწვიეს. ანდრეი ისე სწაფად მოქმედებდა გაოგნებული პოლიციელები გონს ვერ მოეგნენ, მამაკაცს ხელკავი გაუკეთეს და უკან გაათიეს. -ამით არ დამთავრდება, ამით არ დამთავრდება -იმეორებდა იგი და კვლავ იწევდა უსულო მდგომარეობაში მყოფ დინარასკენ. სტივ უილსონი ჩაიმუხლა, კისერთან ორი თითი დაადო ქალს, სუსტი პულსი იგრძნო, მაჯა დაუჭია ხელში და დახმარება ითხოვა. ანდრეი და ბენი პოლიციელებსა და ავგუსტო მილერს დაედევნა და სახლში შეჰყვნენ სადაც ყველაფერი ბნელში იყო გახვეული. ანდრეი კარებში შეჩერდა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში და იმის ფიქრმა რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ასეთ სიბინძურესა და საზარელ ადგილას გაატარა ალისიამ შიშმა მოიცვა.პოლიციელებს და ძმას დაედევნა და ხელით მოძებნა სასტუმრო ოთახში შესასვლელი კარი, როგორც სჩანდა შუქი არსად იყო, პოლიციელებმა ფანრები მოითხოვეს, მათმა ნაწილმა რამდენიმე წუთში მანქანებიდან ფანრები გადმოიტანეს და თანამშრომლებს მიაწოდეს. ერთ-ერთი კი ძმებს დააჭერინეს. მათი ანთების შემდეგ ერთადერთი რაც თვალში მოხვდა ანდრეის ოთახის კუთხეში მიყრილი სისხლიანი ზეწრები ეგდო. -ალისია -გაიძახდა იგი. -ალისია -იმეორებდა ბენი და პოლიციელები. -ნწ. - წაბშეკრული პოლიციელები ერთმანეთს ანიშნებდნენ უიმედო მდგომარეობას, მას შემდეგ რაც ყველა ოთახი მოიარეს და მოსაძებნი ადგილი უბრალოდ არსად იყო. ამის წარმოდგენა და იმ ფაქტის წინაშე დადგომა რომ ალისიას კვლავ კარგავდა ანდრეი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. დაიჯერა ალისია არ გადარჩაო და იმედგაცრუებულმა კედელზე მიყუდებულ ნაჯახს დაავლო ხელი. გააფთრებული ირგვლივ ყველაფერს ლეწავდა. უკანასკნელი ნაჯახის მოქნევისას, როცა იატაკს დაფლეთილი ხალიჩა წამოეგო და კედელს მიენარცხა მის ადგილას კარები გამოჩნდა. -მოიცადე-ნაჯახის ტარში წაეტანა სტივი და ხელიდან გამოგლიჯა ანდრეის, გვერდით მოისროლა და ჩაიმუხლა, საკეტს ხელით დაეჯაჯგურა, კარების სიმძიმე დამანჭულ სახეზე გამოეხატა და ხის ფიცრებისგან შეკრული კარების მაგვარი რაღაც ზემოთ ახადა. -აქ არის ვინმე? -თავი ჩაჰყო სიბნელეში სადაც საშინელი ნესტის სუნი და სულის შემძვრელი სიცივე სუფევდა. ხმა არსაიდან იყო. სტივმა ფანარი აანთო და შიგ ჩაანათა. -აქ რაღაც არის -ფანარი შიგნით მოატარა რომ სადმე კიბე შეენიშნა, მაგრამ უშედეგოდ. (დინარა ხომ თავად დასაკეცი კიბით სარგებლობდა.) -კიბე მჭირდება -თქვა და მაშინვე იგრძნო მხარში ძლიერი ხელი, რომელმაც გვერდით გადააგდ და იატაკზე მიანარცხა. ანდრეი კიბეს აღარ დალოდებია და ფანრით ხელში სარდაფში ჩახტა, დაცემისას დიდი ხმა გაისმა. -როგორ ხარ? -სარდაფს ბენი მიაწყდა. -კარგად -დაამშვიდა მან და ნაღრძობ კოჭზე ხელი მოისვა, მერე ფანარი ხელის ცეცებით მოძებნა, ფეხზე წამოდგა და აანთო. -ალისია -ანდრეი ადგილზე გაშეშდა როცა დაინახა საწოლის კუთხეში ჯაჭვით დაბმული ალისია. გოგონას ფეხზე კლანჭებივით ჩაჰფრენოდა რკინის ჯაჭვი. საწყალი უსულოდ ეგდო ძირს, ტანზე შემოფლეთილი შავი ტანსაცმელი ეცვა, თმები საშინლად გაჯეჯილი და მთელს სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, სახე კი, ის საშინელი სანახავი იყო. -არა, არა, არა ჩემო ლამაზო -მუხლზე დაეცა ანდრეი, ალისია მაღლა წამოსწია და გულზე მიიხუტა. -ყველაფერი დამთავრდა ჩემო ძვირფასო, ყველაფერი დამთავდა. -თავზე ეფერებოდა და ისე არწევდა როგორც პატარა ბავშვს დედა. -ჩვენი ვარდისფერი სამყარო არასოდეს დასრულდება ჩემო ძვირფასო. -ტალახიან სახეზე დაწებებული თმები გვერდზე გადუწია და სახეზე მოეფერა. ალისიას ხელები ძირს ჩამოეყარა, ლამაზი მწვანე თვალები კვლავ დახუჭული ჰქონდა თუმცა ნატანჯ სახეზე სიმშვიდე სუფევდა მაინც. აღარ იყო გადარჩენის შანსი, თითქოს ახალ სამყაროში ინაცვლებდა და ამით ნეტარებას პოულობდა. მისთვის ხომ ერთადერთი იყო მთავარი-ეპოვნა ანდრეის და მის მკლავებში მშვიდად ამოესუნთქა თუნდაც უკანასკნელად. დრო არ კლავს სიყვარულს, მას გაცვეთილი გრძნობები აქცევს წარსულად. ის ვისაც შეუძლია გულში დიდი სიყვარული ატაროს მას არ შეუძლია გაცვითოს ის და წარსულად აქციოს იგი. რამდენიმე წუთში ყველანი სარდაფში იყვნენ. ნაჯახი ქვემოთ ჩამოიტანეს და ჯაჭვი გაწყვიტეს. -ალისია -ხან ხელზე ჰკოცნიდა, ხან კი თავზე მის სანუკვარ ოცნებასა და ბედნიერებას. სიყვარულს რომელსაც ვერცერთი ბედნიერება ვერ შეედრება დასასრული არ აქვს. სიყვარული გიჟური გრძნობაა, რომელიც არანაირ წესს არ ემორჩილება, რომლისთვისაც კანონი არ არსებობს, სიყვარულია -უნდა და აკეთებს, მას არ აქვს ასაკი. ყოველთვის არსებობს გამოსავალი მაგრამ სიკვდილში არა, სიყვარული კი ერთადერთია რომლის დამარცხება სიკვდილს არ შეუძლია, სიკვდილის შემდეგაც გრძელდება დიდი სიყვარული, ნამდვილი გრძნობა რომელიც უძლებს დროს, გაჭირდებასა და ყველანაირ მოვლენას. არსებობს ადამიანთა ნაწილი რომლისთვისაც ვერ გაუძლია დროს. ცხოვრებაში ბევრი რამე არის მთავარი: ოჯახი, მეგობრები, ჯანმრთელობა. ეს სიმდიდრეა რომლის დაკარგვის შემდეგ ძალიან ეკარგება ადამიანის ცხოვრებას ფასი, რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ზოგი ადვილად იტანს ამას, ზოგს კი მთელი ცხოვრება სჭირდება ამისთვის. ცხოვრებაში არის ისეთი ღირებულებები როგორიც არის სიყვარულის, მიტევების უნარი. დიდ სიყვარულს აქვს უნარი წარსული დააბრუნოს და მოგონებები გააცოცხლოს. თუ ძალიან ინატრებ რაღაცის ასრულებას შეიძლება ისიც კი ახდეს. თვალებს მოკლებული ბედნიერება გულში საუკუნოდ ცოცხლობს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.