შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლეში (მეთორმეტე თავი)


15-11-2016, 08:44
ავტორი padackles
ნანახია 1 308

ანდრეისთვის სიახლე აქვს სტივ უილსონს, რომელიც ასაკით ბენის ასაკს უტოლდება.
-ბიჭებო არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო მაგრამ მოკლედ გეტყვით, ჯერ-ჯერობით დაკავებული ჯეკი ერთადერთი ეჭვმიტანილია და მისი მეშვეობით კვალზე გავალთ.
ანდრეი დაძაბული შესცქეროდა მას, თუმცა მის თვალებს სიხარულის ნაპერწკალი მაშინ ჩაუდგა როცა დამაიმედებელი სიტყვები მოისმინა და ეს მისთვის სრულებით საკმარისი იყო ამ დროისთვის. საბრალო, წარბშეკრულს გული გამალებით უცემდა და თითოეულ ზარზე, გამომძიებლის თითოეულ დამაიმედებელ სიტყვაზე გული უფანცქალებდა. მისი გოგონას მოლოდინში შეკუმშული გულით სიტყვის დაძვრაც კი უჭირდა.
სულიერი ტკივილი ტეხს ადამიანს, მორალურადაც და ფიზიკურადაც ანადგურებს. ცვლის ისე რომ პირვანდელ სახეს აკარგვინებს, გამადიდებელი ლულით თუ შეძლებ ამ პიროვნებაში ამოიცნო ადამიანი, მოძებნო პირვანდელი ნამდვილი და ჭეშმარიტი სახე.შიშმა გპლიათიც კი შეიძლა ჭიანჭველის ზომის აქციოს.
-ეგ ყველაფერი კარგია ბიჭებო. -მილერი ანდრეის მიუახლოვდა და ხელი დაადო ბეჭზე. -მაგრამ არ გახსენდება ვინმე ვინც შენთვის ან ალისიასთვის მტერი იყო ან ცუდი უნდოდა თქვენთვის?
-ეს რომ შემეძლოს. -თავი დახარა ანდრეიმ.
-ის რაც შენთვის არაფერს ნიშნავს ან უმნიშვნელოდ მიგაჩნია, ჩვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
-ღმერთო. არ ვიცი -თავზე მოიკიდა ხელი ანდრეიმ და თვალებდაჭუტულმა გონება დაძაბა. -არა, არაფრის გახსენება არ შემიძლია, მიჭირს რამის თქმა. -უმწეოდ გაშალა ხელები მან.
-ერთ-ერთ საუბარში თქვენ ალისიას საუკეთესო მეგობარი ახსენეთ, თამარი. მასზე რისი თქმა შეგიძლიათ?
-ოოო თამარი არა. როგორც თქვენ თქვით ის საუკეთესო მეგობარი არის.-თქვა აღშფოთებულმა ბენმა და გაკვირვებულმა შეხედა სტივს, რომელიც წინადადებაზე "თამარი შეიძლება დამნაშავე იყოს და უნდა დავკითხოთ" ძალიან გაოგნდა.
-ნუ აღშფოთდებით.- დაარიგა სტივმა. -ჩვენ ყველა შესაძლო ვარაუდი უნდა გადავამოწმოთ. ხომ შეიძლება თამარი ამბიციამ შეიბყრო? შეშურდა ალისიას ახალი ცხოვრების. უბრალო გოგონა რომელიც ჩვეულებრივი სტუდენტი იყო, უცებ ჩამოვიდა ამერიკაში და ცოლად გაჰყვა ვარსკვლავბიჭუნას რომელზეც ყველა გოგონა ოცნებობს.
ანდრეიმ უსიამოვნოდ გახედა სტივს. არ მოეწონა ყველა გოგონას საოცნებო ბიჭად რომ დაასახელეს. მისი ცხოვრების ეს სიტყვები, რომელსაც ყოველთვის გაიძახოდა ახლა მისთვის სრულიად უცხო და უადგილო იყო. -ალისია ჩვეულებრივი გოგონა არ არის, მას ძალიან დიდი მომავალი აქვს და ძალიან ნიჭიერი არის. -თქვა და გაბრაზებული სააბაზანოში გავიდა.
-თამარი კი არა, მტკნარი სიცრუეა, პირიქით თამარი პირველი გულშემატკივარი იყო ალისიას.-ფრთაგაშლილი იცავდა თამარს ბენი.
თავად ანდრეიც იმავე აზრის იყო თამარზე.
-არ ვიცი -უსიამოვნოდ შეიშმუშნა სტივი. -მივიჩნევ რომ თამარი სასწრაფოდ დაკითხვაზე იქნას დაბარებული.
-როგორ მან ჯერ ისიც არ იცის რომ ალისია დაიკარგა, თანაც ის სწავლობს. ასე არ გამოვა. არ გეცპდებათ ოჯახი რომელსაც შვილის გაუჩინარება უნდა აცნობოთ? ჩვენ მათთვის იმის თქმაც კი არ გვინდა რომ ალისია დაიკარგა. ეს ძალიან მტკივნეული იქნება.
-რაე გამომრჩა? ალისა ხომ ობოლია?
-ჰო, ჰო. მე მის მშობლებში მისი აღმზრდელი ადამიანები ვიგულისხმე. იგივე თამარის მშობლები. ხუთი წლის ბავშვი მარტო ხომ არ გაიზრდებოდა.
-მისმიმე ბენ, თქვენ გინდათ ალისიას პოვნა, ჩვენ გვინდა საქმე გავხსნათ, ამისთვის ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განვიხილოთ. -თქვა და სავარძელზე მჯდომ სამი პოლიციელიდან ერთ-ერთს უხმო. -ახლავე წადი განყოფილებაში და თამარ ყიფშიძეს დაუკავშირდით. ახლავე იყიდოს ბილეთი და ხვალვე აქ იყოს. -სასწრაფოდ მიიღო გაწყვეტილება.
-როგორც მიბრძანებთ. -თქვა და დანარჩენ ორთად ერთად განყოფილებაში გაეშურა.
-თქვენ ხომ არ დაყრუვდით? ის ვერ გადაიტანს ამას. თანაც ასე პირდაპირ უნდა მიახალოთ? -ზოგჯერ მართლა ძაღლები მგონიხართ.
-დამშვიდდით.
-ანდრეი ჩემი ძმაა. არ შემიძლია ვუყურო მას და არ შემეძლოს დახმარება. იმ საბედისწერო დღეს როცა ალისია დაიკარგა პირველი მე ვიყავი ვინც მის ტკივილიან გულს მოუსმინა. ჩავხედე მის თვალებს და მასში წარმოქმნილი ცრემლი დავინახე, ცრემლი რომელიც მთელს მის სულიერ განცდებს გამოხატავდა. დავინახე მისი თვალები, ფერი არა, მისი ნამდვილი თვალები დავინახე, რომელიც უსაზღვრო ტკივილსა და დახმარებისთვის გამოწვდილ ხელებს ასახავდა, იმ ხელებს რომელიც არასოდეს გამოუწვდია ჩემთვის. უსაზღვრო სევდასა და შველივით უსუსურ თვალებს ვხედავდი, რომელიც არათუ იცოდა გზა საით ეპოვა, ვისთვის ეთხოვა დახმარება, არამედ თვალებს რომელმაც იცოდა შველა არსაიდან იყო, მაგრამ ის ხელგაწვდილი მდგომი, ერთ ადგილს დასვეტებული ერთადერთი ძმის შემყურე რომელიც ვერაფერში ეხმარებოდა ერთადერთი პასუხის მომლოდინეს თვალებში მუდარა ეხატებოდა პასუხისა რომელიც მთელს მის ცხოვრებას შეცვლიდა სამუდამოდ "ის მალე დაგვიბრუნდება" -ყურადღება საკუთარ ხელებზე გადაიტანა ბენმა და მაგრად ჩაკიდა ორივე ხელი ერთმანეთს. -იცი რას ნიშნავს როცა ძმის თვალებში სიყვარულს ხედავ და მისგან გამოწვეული ტკივილი ისადგურებს მასში? არ ვიცი რით ვუშველო, რით დავეხმარო იმ ერთადერთ ძმას რომელიც მთელს ბავშვობას ჩემს ზრუნვაში ატარებდა.
ანდრეი სააბაზანოდან გამოსული ნელი ნაბიჯით ფანჯარას მიუახლოვდა.
-მას ჩემს მეტი არავინ არ ჰყავს, მარტოა ამ ცოდვილ მიწაზე. -თქვა და მუჭი ძლიერად დაარტყა ფანჯარას. მინა გაიბზარა.
-ხშირად განშორება ბადებს სიყვარულს და მონატრებას, ხშირად დიდი ტკივილი ბადებს ერთმანეთთან ყოფნის სურვილს. -თავისთვის ჩაილაპარაკა სტივმა და მხურვალე ცრემლი მოიწმინდა. -ძალიან მინდა ალისია ვიპოვო და დაგიბრუნო ანდრეი.-ეს სიტყვები ხმამაღლა და გარკვევით წარმოთქვა მან.
სტივის ცრემლი ანდრეის უბედურებით არ იყო გამოწვეული. ის შეჩვეული იყო მძიმე სიტუაციებსა და გაუბედურებული ადამიანების დამშვიდებას. მისი ცრემლი რამდენიმე წლის წინ მომხდარ ტრაგედიას უკავშირდებოდა, რომელიც ასე ჰგავდა ანდრეისა და ალისიას ისტორიას. სტივ უილსონი 20 წლის იყო როცა ყაჩაღებმა საცოლე წამებით მოუკლეს.
მისი მიზანი სწორედ რომ დაკარგული გოგონას დაბრუნებაა სატრფოსთვის, რომელსაც ასე ძლიერად უყვარს იგი.
***
-მაინც ვერ გამიგია რატომ ადანაშულებ ასე გამეტებით რობინსონს?- სასტუმროდან ოპერატიული მანქანით მიმავალნი გამომძიებლები კითხვებზე პასუხის ძებნაში კვლავ უპასუხოდ რჩებოდნენ.
-უბრალოდ დარწმუნებული ვარ რობინსონის დანაშულში.
-ნუ ჩქარობ. ჯერ ყველაფერი გასარკვევია. ჩვენს პრფესიაში აჩქარება დამღუპველია. ჯერ ყველაფერი უნდა გაანალიზო, თითოეულ მონაკვეთს თავი მოუყარო, ერთმანეთს შეაწებო და დასკვნა საბოლოოდ გააკეთო, ამის შემედეგ კი გმართებს შენი აზრი სხვას გაანდო. ასეთი მოქნედება ჭკვიანური მგონია.
-სწორედ ამისთვის არის ჩემი გეგმა, მაგრამ თუ ეჭვი გეპარებათ -ახალი იდეით შებყრობილმა ცოტა ნაწყენმა ჩაილაპარაკა სტივმა.
-კარგი. -ხელები ერთი მეორეს აუსვ-ჩამოუსვა მილერმა. -ყოფილა შემთხვევა როცა არ გენდე? ახლაც გენდობი. კარგი იყოს როგორც შენ გინდა.
-მაგრამ თქვენ.
-არავითარი მაგრამ. -სტივისკენ შებრუნდა მილერი. -ხომ გითხარი გენდობი-თქო, იყოს ისე როგორც საჭიროდ თვლი. ახლა ის მითხარი სხვა ხომ არაფერია ახალი?
-წინ ვერ მივიწევთ, ხელთ მხოლოდ ჯეკი გვყავს და ტალახის მიერ დატოვებული ნაფეხურები, რომელიც შეიძლება რომელიმე დამსვენებელს ეკუთვნოდეს და ჩვენს გამოძიებასთან შუაში არ იყოს. ყველა სტუმრის ვინაობა ვიცით, ვიცით მათი პარამეტრები და ველოდებით ექსპერტთა პასუხს.
-როდის გავიგებთ?
-მითხრეს რომ დღეს დარეკავდნენ.
სიჩუმე ჩამოწვა, ამის გასაფანტად სტივმა საუბარი წამოიწყო, თუმცა შეკითხვა მხოლოდ იმისთვის არ იყო გამიზნული რომ უხერხული სიჩუმე დაერღვია არამედ მართლაც დაინტერესებული იყო ამ ფაქტით.
-რა ხდება ჩვენთან განყოფილებაში? ლოს ანჯელესში? სამმართველოს უფროსი კიდევ ჯოუნსია?


-ოოო ამ საკითხში სასიამოვნო ცვლილებები გვაქვს. ზემდგომ ინსტანციაში გაიგეს ჩვენი პატივცემული ჯოუნსის საქმიანობის შესახებ, მოხსნეს და საქმე ისე მიდის შეიძლება გისოსებს მიღმა ამოჰყოს თავი.
მართალია ჯოუნსი ძალიან ნიჭიერი და მამაცი უფროსი იყო თუმცა ძალიან უყვარდა ძალის გადემეტება და სამსახურებრივი უფლება მოვალეობის გადაჭარბება. ყოველთვის იოლ გზას არჩევდა და პასუხების მისაღებად ხშირად მიმართავდა ცემასა და მუქარას. ასე მოხდა ბოლო საქმეზე, ყაჩაღობის გახსნა დასაკითხი პირის ცემით გადაწყვიტა რის გამოც ეს საქმე მისთვის და მისი კარიერისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ასე ვთქვათ შეიწირა მისი ცხოვრება.
ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.
შაარვლის ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი მილერმა და უპასუხა. -გისმენთ.... -დიახ. ... -კარგით, გმადლობთ. -გახარებულმა ტელეფონი თავის ადგილს დაუბრუნა მან. -იატაკზე აღმოჩენილი ტალახიანი ფეხის მიერ დატოვებული კვალი სამ ადამიანს ეკუთვნის. დადგინდა რომ ერთი მიეკუთვნება მამაკაცს, ხოლო მეორე ქალბატონს. ფეხის კვალი ზომებით, ნაბიჯის სიგრძით, ფეხის კვალის ფორმით დადგინდა ორი ეჭვმიტანილი რადგან კვალი რომელიც იპოვეს არ ეკუთვნის არცერთ სტუმარსა და აქ მომუშავე პერსონალს. არც ჯეკ რპბინსონს. გარდა ერთი მამაკაცისა.ლუჩენკოს, მაგრამ ამის ახსნა ასე შეიძლება. ანდრეი ლუჩენკომ ჩვენებაში თქვა რომ ის გარეთ ეძებდა მეუღლეს, და რადგანაც გარეთ კოკისპირულად წვიმდა ფეხსაცმელები დაესვარა, რის შემდეგაც სასტუმროში დაბრუნებულს ფეხსაცმლის გაწმენდის ფიქრი არ ექნებოდა.
-ეს ძალიან კარგია, დადგინდა რომ ჯეკის გარდა მინიმუმ ორი ადამიანი მუშაობდა კიდევ ალისიას გატაცებასთან დაკავშირებით.
-ანდრეის ფეხის კვალი განსხვავებული ყოფილა იმ ორისგან. მგონი სხვადასხვა მიწააო თუ რაღაც დაგვარი მითხრეს. კარგად ვერ გავიგონე. იქნებ ჯეკი არაფერ შუაში არაა? კარგი ყაბულს ვარ. -ფანჯარა ჩამოსწია მილერმა, სიგარეტი გადააფერფლა და სუფთა ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
-განყოფილებაში დაგტოვო? -გზისთვის თვალები არ მოუშორებია სტივს, მხოლოდ თავი შეაბრუნა მცირედით მილერისკენ.
-არა სადმე აქ კუთხეში ჩამომსვი. ბავშვს წამლები უნდა ვუყიდო.
-რა დაემართა?
-გაცივდა ცოტა. შენ რას აპირებ?
-მე განყოფილებაში მივდივარ. რობინსონის გაშვებასთან დაკავშირებით საბუთებს ხელი უნდა მოვაწერო. მის მეთვალყურე პოლიციელებს მითითებები უნდა მივცე -სტივმა მანქანა აფთიაქის პირდაპირ ქუჩაზე გააჩერა, სადაც ბარდიულებს მოგროვილი თოვლის გუნდი აჰკვროდა და ჯიუტად უცქერდა მოყინულ გზასა და სიცივისგან ცხვირ აწითლებულ გამვლელებს.
-ნახვამდის. -ხელი აუწია აფთიაქის კარებთან მისულმა მილერმა და დაემშვიდობა.
ოპერატიული მანქანა ადგილს ხამურიანად მოსწყდა.
***
მძიმე ნაბიჯებით მიუყვებოდა ჯეკ რობინსონისკენ პოლიციის განყოფილებაში დერეფანს სტივ უილსონი. მისი გონება კვლავ ორ ნაწილად იყო გაყოფილი. მისი გადაწყვეტილება რობინსონის გაშვების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით სათუო იყო. "იქნებ შეცდომას ვუშვებ მილერი მენდობა მეშინია იმედები არ გავუცრუო. ეშმაკმაც დალახვროს, რატომ გაიტაცეს ალისია ჯაფარიძე? როგორ? რამდენი იყვნენ ისინი? "იგი ამ ფიქრებში იყო როდესაც დაკითხვის ოთახს მიუახლოვდა.
უღიმღამოდ შეაღო რკინის კარები.
საკუთარმა კეთილსინდისიერმა გულმა და საქმისადმი გულმოდგინედ მიდგომამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ასწავლა. გულმოდგინედ განაგრძობდა ანდრეი ლუჩენკოს მიჯნურის პოვნასა და გამტაცებლის მართლმსაჯულებისთვის გადაცემის გეგმის შესრულებას. მან პირადად მისცა მითითებები მეთვალყურეებს.
იგი დღე და ღამ ერთ საქმეს ჩაკირკიტებული, ხშირად უძილო ღამეების მსხვერპლი, სინათლის შუქზე, დაბუჟებული ფეხებითა და უძილობისგან დაწითლებული თვალებით საქმის გახსნის მოლოდინში, ისე გამოიფიტა თავადაც ვერ მიხვდა ამას. ძალზედ დაღლილი ბიჭი კვლავ გულმოდგინედ განაგრძობდა საკუთარი მოვალეობის შესრულებას და საკუთარ თავს ვერ პატიობდა დანაშულის გახსნის დაგვიანებას.
იგი ხალხის აზრს ყურადღებას არ აქცევდა, მისი დევიზი გავაკეთო ყველაფერი სწორად! ადამიანი ყოველთვის მოძებნის მიზეზს გაგაკრიტიკოს" სამუშაოს გულმოდგინედ შესრულებაში. როცა ხალხის კრიტიკას ისმენდა ბოღმა ყელში მოაწვებოდა, პირს მომდგარ საპასუხო სიტყვას კბილებით იჭერდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა უმეცარი და სააქმისგან შორს მდგარი ადამიანებისთვის პასუხი გაეცა. ამიტომ ახლა იგი მშვიდად მიუყვებოდა საქმეს, თუმცა დღევანდელმა მისმა სამუშაოსადმი მიდგომამ ბევრ უკანონო ადამიანთან დააკავშირა და გააღიზიანა იგი. ახლა კი სწორედ ერთ-ერთი მათგანის კარები გააღო.
-თავისუფალი ხარ. -უთხრა ჯეკს ისე რომ მისთვის არ შეუხედავს, კარები ღია დატოვა და თავდახრილი კვლავ უკვე ჩადენილი საქციელის შეცდომაზე ფიქრობდა.
ჯეკ რობინსონმა გაკვირვებულმა და გახარებულმა თავი სწრაფად ასწია ზემოთ, მის თვალებს მხოლოდ ღია კარები შეხვდა, მისთვის საკმარისი იყო სიტყვები "თავისუფალი ხარ" ელვის სისწრაფით წამოდგა ფეხზე, სკამს ხმაურიანად წაებორძიკა და ღია კარებში გაიჭრა.
**
კიდევ ერთი დღე გავიდა. სტივ უილსონი თანდათან უფრო და უფრო იდანაშაულებდა თავს ერთადერთი ეჭვმიტანილის გაშვებისთვის და მილერისთვის თვალებში შეხედვას ძალიან არიდებდა თავს.
ჯეკ რობინსონი თავისი სამუშოს გასაგრძელებლად შემთხვევის ადგილზე სასტუმროში დაბრუნდა, მაშინ როგორც კი ლუჩენკოს მისი ამაყი სახე შეეჩეხა დერეფანში საჭირო გახდა სამართალდამცავების ჩარევა რადგან რამდენიმე წუთიც და ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა სტივ უილსონს, რადგან რობინსონი ანდრეი ლუჩენკოს მკლავებში დალევდა სულს.
ჯეკ რობინსონი მოერიდა გაცხარებულ და ნერვებზე მოკიდებულ ანდრეის და მას შემდეგ სატუმროში აღარ გამოჩენილა. იგი კვლავ იმ სახლში დაბრუნდა სადაც რამდენიმე დღე ჰქონდა ნაქირავები ოთახი. სახლში მცხოვრები პიროვნებები კი წინასწარ, პოლიციის მიერ იქნა დაკითხული თუმცა მათგან სასარგებლო ინფორმაცია ვერ იქნა მიღებული.
სახლში სადაც ჯეკ რობინდსონი იმყოფებოდა რამდენიმე მეტრის მოშორებით შავი მერსედესის მარკის მანქანა იყო ჩასაფრებული, რომელშიც ორი პოლიციელი ისხდა. რობინსონს მანქან არ შეუმჩნევია. ვერც უნდა შეემჩნია. ეს იყო პლიციელების მიერ საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა.
ავტომანქანაში სწორედ ის ახლაგაზრდა ბიჭი პოლი იმყოფებოდა რომელსაც ძალიან ენდობოდა ვგუსტო მილერი და რომელიც პირველი შეარჩია მეთვალყურე ბიჭებს შორის. მეორე პიროვნება კი სამმართველოს უფროსმა გამოგზავნა რომელიც არანაკლებ სანდო პიროვნება იყო განყოფილებისთვის. თითქმის ერთი ასაკის 24-25 წლის ბიჭები კარგად შეეთვისნენ ერთმანეთს და სამუშაოს ერთობლივად შესანიშნავად ართმევდნენ თავს.
31 დეკემბერს რობინსონმა სახლი შუადღით დატოვა. ჭიშკართან დადებული თოვლი ლაფართქით გადაწმინდა და წითელი მანქანით გზას დაადგა.

მაპატიეთ ბავშვებო პატარა თავის გამო, გავრბივარ და ისე ვდებ. ვიცი ძალიან მცირე თავია და არც მე არ ვისურვებდი ასეთი პატარა ნაწილის კითხვას და იმისთვისაც მაპატიე თუ ძალიან გავწელე. მომდევნო თავი დიდი იქნება



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მომდევნო თავში ხომ იპოვნიან ალისიას? უკვე გული ცუდად მაქვს იმდენად იმოქმედა ბენის სიტყვებმა და ანდრეას გრძნობებმა... მალე იპოვონ რა ალისია... ძალიან კარგად წერ მძაფრ შეგრძნებებს უტოვებ მკითხველს და ეს ძალიან კარგია...

 


№2  offline წევრი padackles

უცნობი ქ
მომდევნო თავში ხომ იპოვნიან ალისიას? უკვე გული ცუდად მაქვს იმდენად იმოქმედა ბენის სიტყვებმა და ანდრეას გრძნობებმა... მალე იპოვონ რა ალისია... ძალიან კარგად წერ მძაფრ შეგრძნებებს უტოვებ მკითხველს და ეს ძალიან კარგია...
. ვიმდოვნებ :D

 


№3 სტუმარი გვანცა))

თამარიო?ოღონ თამარი არიყოს რაა....
პატარა მაგრამ კაი თავი იყო..
იმედია მალე იპოვიან ალისიას თორე ანდრეიზე მეტად მე ვნერვიულობ:დდ
კარგი გოგო ხარ შენნ<3წარმატებები

 


№4  offline წევრი padackles

გვანცა))
თამარიო?ოღონ თამარი არიყოს რაა....
პატარა მაგრამ კაი თავი იყო..
იმედია მალე იპოვიან ალისიას თორე ანდრეიზე მეტად მე ვნერვიულობ:დდ
კარგი გოგო ხარ შენნ<3წარმატებები
. სულ მალე დავდებ მომდევნო თავს :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent