ის (6)
ემანუელ კანტმა თქვა "ადამაინები ეთმანეთს გაექცეოდნენ თითოეულის გული და სულისთქმა ფარული რომ არ იყოსო." არასოდეს ასე არ ვეთანხმებოდი ამ სიტყვებს როგორც ახლა იმიტომ რომ მტკიოდა, მტკიოდა გული რომელსაც არასოდეს გამოუცდია მეგობის დაკარგვის ტკივილი არასოდეს უტირია ქუჩაში. მტკიოდა ისე ძლიერად რომ მეგონა ახლა ტკივილისაგან გასკდებოდა. ძლივს შევძელი ადგომა და სახლის გზას დავადექი სანამ კართან მივიდოდი გასაღები ვიპოვე და ხელის კანკალით გავაღე კარი. მერე არმახსოვს როგორ ავიარე კიბეები და საწოლში შევძვერი ჩემს ბალიშს რომ სცოდნოდა როგორი ძვირფასი იყო ჩემთვის რამდენი დარდი გამიზიარებია მე მისთვის რამდენჯერ დასველებულა ჩემი ცრემლით რამდენი ტკივილი დამიმალავს მე მის ქვეშ ახლაც ბალიში თავზე წამოვიმხვე და ავქვითინდი. არვიცი რამდენ ხანს ვტიროდი მერე დამეძინა და სიზმარში მაიკი ვნახე არცაა გასაკვირი ასე რომ მოხდა ის იდგა ჩემს წინ ისევ ისე როგორც ცხადში ამჯერად არ ვჩხუბობდით მე მინდოდა რომ ჩავხუტებოდი მაგრამ ვერ გადამეწყვიტა გამეკეთებინა თუ არა ეს იმიტომ რომ ვაანალიზებდი ეს არ იქნებოდა სწორი.................................. დილით ადგომა არ მინდოდა მაგრამ დედა მეძახდა და იძულებული გავხდი ავმდგარიყავი -დილა მშვიდობისა დედა,-დავიჩლიფინე როგორც შემეძლო მხიარულად და რადგან შაბათი იყო იზისთან წასვლა მოვიმიზეზე რომ გავცლოდი. დედამ დაიჯერა, არა არ დაუჯერებია მაგრამ რადგან მე თვითონ არაფერი ვუთხარი არც შემეკითხა. ფეხსაცმელი სწრაფად ჩავიცვი და გარეთ გავიქეცი. გავიქეცი რაც ძალა და ღონე მქონდა რადგან მინდოდა ყველაფერი მომეტოვებია უკან რაც მაწუხებდა მაგრამ ფიქერბი ხომ ყველაზე სწრაფი არსებები არიან ისინი მე მაინც დამეწია იმ სახლში მივედი თვენახევრის წინ ნეითანმა რომ თავისი ამბავი მიამბო იმ იმედით რომ არავინ დამხვდებოდა და მშვიდად დავიღვრებოდი ცრემლებათ. უნდა შემეძულებინა მაიკი? თუ უნდა შემცოდებოდა რა უნდა მეგრძნო ახლა მე ჩემი საუკეთესო მეგობრის მიმართ, სად გაქრა ჩემი მზე? ნუთუ ეს ბავშვური ზღაპარი იყო და მზე უბრალოდ ჩავიდა რამდენიხანი იქნებოდა სიბნელე მე მიყვარს მზე დამიბრუნეთ ის დააბრუნეთ ჩემი მაიკი ისევ ის მაიკი გულს რომ მითბობდა. -ბელა?-ჯანდაბა ეს უნდა მცოდნოდა რატომ მოვიდა აქ ამ დილით? -ჰო ნეითან მე ვარ -აქ რას აკეთებ? ბელა შენ რა ტირი? -ჰო ვტირი, დილა მშვიდობის,-ხელი დავუქნიე და ვცადე ცრემლები მომეწმინდა მაგრამ რადგან დავინახე როგორ ვეცოდებოდი ისევ მომეძლა -მოხდა რამე? -მე და მაიკმა ვიჩხუბეთ -რატომ? -შენ მართალი იყავი მე სულელი ვარ მაიკს ვუყვარვარ,-ხელები ავიქნიე და მხრები ავიჩეჩე -ჰო ეს პრობლემა იქნება,ჩაილაპარაკე და გვერდით მომიჯდა -ჰო იქნება, ახლა მას ვეზიზღები და მე ეს დავიმსახურე მე ყველას უნდა ვეზიზღებოდე -მე არ მეზიზღები და ამას ვერ მაიძულებ ბელა -რატომ? -იმიტომ რომ არ მინდა -არც მე მეზიზღები უკვე აღარ, მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტან როცა ვიღაც მიყურებს და ყოველთვის ვარიდებ თვალს მოსაუბრეს მეც ისევე დაჟინებით შევაჩერდი როგორც თვითონ მიყურებდა -ჩვენი ძლიერი ორმხრივი გრძნობა დასრულდა,-თქვა დარწმუნებით -ოდესღაც ყველა გრძნობა სრულდება -იცი ბელა? ზოგჯერ მგონია რომ საყმარი ცხვირისწინ აღმართულ წიგნს ჰგავს შენს ცხოვრებაში კი მაშინ იცნლება რაღაც როცა მკითხველი იმ თავზე გადავა სადაც შენი ამბავია მოთხრობილი. მე ამას 16 წელი ველოდი და არაა გასაკვირი შენს ცხოვრებაშიც რომ მოხდა მსგავსი რაღაც -მე არმსურდა რომ სიყვარულის დამეჯერებინა ნეითან დედამიწას სიყვარული ატრიალებს?-შევევედერ პასუხი გაეცა -დედამიწას უფლის ნება და მიზიდულობის ძალა ატრიალებს ბელა სიყვარული არაფერ შუაშია გული უბრალოდ კუნთია -შეიძლება რომ კუნთი ასე გტკიოდეს? -ნუ გეშინია გაგივლის,-ისევ დაჟინებიით შევხედე,-გპირდები,-თქვა დარწმუნებით,-ხომ გჯერა ჩემი? -მგონი კი და ამასთან დაკავშირებით შენი რჩევა მჭირდება, შემიძლია გენდო? -შეგიძლია ენდო ლორდ გრეისტოკს? -ჰო შემიძლია -იცი ერთხელ ერთმა სულელმა გოგომ მას შემადარა აქედან გამომდინარე ჰო, შეგიძლია მენდო,-არვიცოდი რამდენად სწორად ვიქცეოდი მაგრამ ავყევი იმპულსს და თავი მკერდზე დავადე მისი გული სწორ რიტმში ცემდა და ამანჩემის დამშვიდებაც გამოიწვია. ჩვენ ვისხედით ძალიან ჩუმად და დავიწყე იმის გაანალიზება რაც უკანასკნელი საათების განმავლობაში მოხდა და ერთ დასკვნამდე მივედი თუ მე მაიკს დაველაპარაკებოდი ისევ ამ თემასთან დაკავშირებით უფრო უკეთ შევძლებდი გამეცნობიერებინა სიტუაცია და ამის მიხედვით მეცოდინებოდა როგორ მოვქცეულიყავი -ახლა უნდა წავიდე,-გონს რომ მოვედი უკვე საღამო იყო -კარგი,-არ მინდოდა რომ წასულიყო მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი -კარგი მიდი ბელა ადექი აქ ვერ დაგტოვებ -არმინდა სახლში,-არც გავნძრეულვარ -ვინთქვა სახლში უნდა წაგიყვანოო? -აბა სად? -ბელა შეეშვი კითხვების დასმას და წამომყევი,-გარეთ რომ გავედი მისი შავი მოტოციკლი დავინახე რომლისკენაც მივყავდი და ისტერიკული სიცილი დავიწყე -რამოხდა?-თვალები გაუფართოვდა -მე ამ სიკვდილის მანქანით არსად წამოვალ -არა ბელა ზუსტად ამით წამოხვალ,-ჩაფხუტი დამაფარა და უცნაური მინა დახურა რომ აღარაფერი მეთქვა მე მართლა მეშინოდა იმიტომ რომ კარგად მახსოვს როგორ გადმოვვარდი ველოსიპედიდან, როცა ჩემი ძმა მთელი სისწრაფით მიმაქროლებდა და არასოდეს მიცდია წარმოდგენა როგორი იყო იგივე მოტოციკლიდან. ნეითანი წელავდა მომენთს როცა მე ალბათ კივილს დავიწყებდი და ნელა მოძრაობდა ძალიან ნელა დაჯდა და ჩაფხუტი დაიხურა მერე საჭეზე გადაატრიალა რაღაც მოძრავი რგოლები მოტოციკლის დამჭერი ასწია და მე თვალები დახუჭე. ზუსტად ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი რადგან ნეითანს ისე ძლიერად ვებღაუჭებოდი რომ ალბად რაღაც ვატკიდე კიდევაც მაგრამ ის იცინოდა ჰო, მისი მუცელი უცნაურად მოძრაობდა და მოტოციკლის ხმაში მის ფხუკუნსაც ვარჩევდი.-რაიქნება ახლა რომ გადავხტე ძალიან მეტკინება?-ვეკითხებოდი ჩემს თავს,-მერე ვნახოთ სიცილის ხასიათზე ისევ თუ იქნება,-მაგრამ ხელის გაშვება მაინც შემეშინდა ის კი სიცილს არ წყვეტდა ვიფიქრებდი ისტერიკა აქვს მეთქი მაგრამ ნეითანი და ისტერიკა არც ისე ახლო მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ. საბოლოოდ ჩვენ გავჩერდით ერთი დიდი სახლის წინ -სად ვართ?-ვიკითხე რომ მისი მზერა მომეშორებინა და ჩემი შიშგადატანილი სახე შევაბრუნე -ჩემი მეგობრის ჯარედის სახლში,-რა სისულელე იყო არმინდოდა მის მეგობართან? რა უნდა გამეკეთებინა მე აქ? ნეითანმა ხელი დამავლო და სახლისკენ წამათრია. სახლი გარდან უფრო მდიდრული იყო ვიდრე შიგნიდან ჩვენ სასტუმრო ოთახის გავლით გავედით სახლის უკან სადაც აუზი იყო აუზთან იჯდა ქერა სათვალიანი ბიჭი ერთი კი წყალში რაღაცას ღიღინებდა აუზი მინით ,,აშენებულ" ოთახში იყო და ალბად წყალიც თბილი იყო რადგან გარეთ მხოლოდ 5გრადუსი თუ იქნებოდა -ნეითან საუკუნეა გელოდებით,-მომესმა ზურგინად და ნელა შევბრუნდი ბიჭი რომელიც ნეითანს საყვედურით უყურებდა ძალიან ჰგავდა მას,-ეს ვინ არის?-იკითხა რბილად -ბიჭებო ეს ბელაა ჩემი მეზობელი მოწყენილი იყო და ხელს წამოვაყოლე, სემი, ტობიასი და ჯარედი,-ნეითანმა თავი არ შეიწუხა გავერკვიე რომელი რომელი იყო და იქვე ჩამოჯდა -ოოჰ როგორი სტუმართმოყვარეა,-ამოიოხრა ახლათ შემოსულმა ბიჭმა და სკამისკენ მიბიძგა თან წვენი შემომთავაზა რომელიც თან შემოიტანა,-მე ჯარედი ვარ, აუზში ტობიასი, ბრმის მოდური სათვალით სემია,-დანარჩენმა ბიჭებმა თავი დამიკრეს და თავის საქმეს მიუბრუნდნენ -ნეითან საუკუნეა გელოდებით,-აბუზღუნდა ტობიასი -ჰო ვხედავ შენი ტანსაცმელი სულ დაიჭმუჭნა ჩემს ლოდინში შეხედთ თქვენს თავებს ჰავაის შორტებში ხართ გამოწყობილები -ამას გამოვასწორებთ,-სამივე დაეწყო და სახლში შევიდა მხოლოდ ახლა დავაკვირდი ნეითაის ჩაცმულობას. თეთრი პერანგი ტანზე არც ისე შემოტმასნილი შარვალი და ტყავის ქურთუკი ეცვა. ფიქრი დავიწყე სად შეიძლებოდა წასულიყვნენ და ცოტა გავბრაზდი რატომ წამომიყვანა თუ საქმე ჰქონდათ -ჩევნ მზად ვართ,-ბიჭებიც გამოპრანჭულები შემოვიდნენ და თავით გვანიშნეს წავიდეთო. ჩვენ ჩავსხედით დიდ ნაცრისფერ ჯიპში საჭესთან ჯარედი იჯდა მე მის გვერდით მგზავრის სკამზე მიმიჩინეს ადგილი დანარჩენები კი უკან დასხდნენ. მძვინვარედ გავხედე სარკეში მომღიმარ ნეითანს რომელმაც თვალი ჩამიკრა. იმ საღამოს მე ახალი სულ სხვა ნეითანი გავიცანანი ის თავისი მეგობრების გვერდით ისეთი ლაღი იყო, ისეთი მხიარული რომ ჩემი დარდი ცოტათი დამავიწყდა კიდევაც ჩვენ გავჩერდით ერთ-ერთი კლუბის წინ -ბელა რამდენი წლიას ხარ?-დაინტერესდა სემი -17ის და რამდენიმე თვის -ეს არ იქნება პრობლემა,-ჯარედმა თვალი ჩამიკრა და კარიც მშვიდობიანად გავიარეთ. კუთხეში მაგიდათან დამსვეს და ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი მომიტანეს -ბელა აქ იყავი და შარში ნუ გაეხვევი კარგი, ხო და კიდევ შეგიძლია ქულები დათვალო მალე მივხვდი საქმე რაში იყო ისინი მიდიოდნენ მაგიდებთან სადაც მატო გოგონები ისხდნენ ცეკვავდნენ მათთან და მერე უკან მაგინასთან ბრუნდებოდნენ ფურცლებით რომლებძეც ნომრები ეწერა. ეს შეჯიბრი იყო და მე რატომ დავმალო ნეითანის მხარეს ვიყავი მიუხედავად იმისა რომ ცოტა არ მომწონდა ვიღაც გოგონები რომ უღიმოდნენ და სახეზე უსვამდნენ ხელებს -შეიძლება თქვენი ნომერი?-სემი მხიალური დაბრუნდა და საათს დახედა უკვე 10საათი იყო და მალე ბიჭებიც დაბრუნდნენ. ისინი სათითაოდ იღებდნენ ჯიბიდან ფურცლებს რომლებსაც მე ვითვლიდი საბოლოო ჯამში ჯარედს 7, სემს 11,ტობის 5 და ნეითანს 9 ფურცელი აღმოაჩნდა -სხვა დროს მოგიგებ,-დაისინია ჯარედმა და სემს გახედა რომელმაც ფურცლები შეაგროვა დაჭმუჭნა და სანაგვეში ჩაყარა -აბა ბელა იდიოტები ვართ არა? -არამგონია,-მხრები ავიჩეჩე -კარგი მოდი დავლიოთ და მერე წავიდეთ ,,ანა ფრანკის დღიურებს,, უკვე მეექვსედ ვკითხულობ და მინდა დავასრულო,-სემს ისე გადავხედე გაეცინა -შენ რა გგონია მხოლოდ ნეითანს უყავს კითხავ? ჩვენ იმიტომ ვმეგობრობთ რომ საკმაოდ ბევრი საერთო გვაქვს -ბელა გინდა ვიცეკვოთ?-ჯარედს თავი დავუქნიე და გავყევი -აბა როგორია ჩვენთან? -მომეწონა,-თავი დავაქნიე და გვღიმე,-ამის შემდეგ ვერცერთმა ვერ მოვიფიქრეთ რა უნდაგვეთქვა და გავჩუმდით -შეიძლება?-გავშეშდი -ნეითანი ცეკვავს ყველაზე მოკლე ანეგდოტი რომლითაც შემიძლია ხალხი სიცილით დავხოცო -აბა როგორ ხარ? -ნორმალურად,-მშვიდი მუსიკის ფონზე ცეკავ მომწონდა -ცუდები ვართ არა? -არა მე მომწონს შენი მეგობრები -იცოდე ჩემზე მეტად თუ მოგეწონება ისინი ვიეჭვიანებ -დავფიქრდები ამაზე -დიდხანს ნუ იფიქრებ,-გამეცინა -ისტერიკა გაქვს? -ცოტათი -არაუშავს ავიტან,-მხოლოდ რამდენჯერმე გავბედე მისთვის შემეხედა ისეთი უცნაური იყო ეს. მე თავს კარგად ვგრძნობდი და მიხაროდა რომ წამოვედი -შენ მე გიყვარდები,-გავიგონე უეცრად -სულაც არა,-დავისისინე -რატომ? მე სიმპათიური ვარ -არც იმდენად რამდენადაც გგონია -არა ბელა შენ მე გიყვარდები -კიდევ ერთხელ იტყვი და დაგარტყამ -უნდა შემეშინდეს? -კი იმიტომ რომ იტყუები და შეიძლება ცხვირი გაგეზარდოს -ხო და გრძელცხვირიანი ნამდვილად გადაგიყვარდები არა? ხედავ როგორ ზრუნავ ჩემზე?- -ნუ თუ მართლა? -ხო ართქვა რომ არ ეჭვიანობდი როცა გოგონებბთან მხედავდი -ჰო რაღადაგიმალო და ნამდვილად ვეჭვიანობდი. როგორ ფიქრობ სემს მოვეწონე?-ტუჩი მოვიკვნიტე და მაგიდას გავხედე -ფარისეველო სულელო პატარა ჯადოქარო -არა ასე რომ იყოს რამე უფრო გამოსადეგ საგნად გადაგაქცევდი,-წარბი ავწიე -ბელა ნუ მეთამაშები -რატომ გგონია? -იმიტომ რომ ლოყები სულ გაგივარდისფრდა -ეს იმიტომ რომ სემი მიყურებს -ააჰ,-ამოიოხრა,-როგორ არ მინდოდა ამის გაკეთება მაგრმა სემის დუელში გამოწვევა მომიწევს -ჩემგამო?-გავიკვირვე -ჰო ის ხომ ქურდია არ აქვს უფლება ჩემი სულელი მოიპაროს შეუძლია თავისი იპოვოს -მართლა?-უცნაურად შემომხედა და გაჩერდა -ბელა შეგიძლია მომიშინაურო? -რას გულიხმობ?-მე რათქმაუნდა ვიცარი ფრაზა პატარა უფლისწულიდან მაგრამ რას გულისხმობდა ის? -"დიახ,- მიუგო მელამ,- ჯერჯერობით შენ ჩემთვის მხოლოდ პარატა ბიჭი ხარ, ზუსტად ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხავა პატარა ბიჭი. ამიტომ არა მჭირდები, და არც მე გჭირდები შენ. მე შენთვის ისეთივე მელა ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელა. მაგრამ თუ მომიშინაურბ, დიახც, დავჭირდებით ერთმანეთს. შენ ჩემთვის ერთადერთი იქნები ამქვეყნად, და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის,,. მაგრამ შენ მოგიწევს იზრუნო მასზე ვინც მოიშინაურე, რას იტყვი? -როგორ უნდა მოიშინაურო ვინმე?-ვიკითხე ძლივ გასაგონად მაგრამ მან მაინც გაიგონა და ხელში ამიყვანა მერე დამატრიალა და დამსვა -მიყვარხარ ბელა -მეც მიყვარხარ ნეითან რამდენჯერაც არ უნდა ვუარყო ეს მე შენ ყველაფერზე უფრო მიყვარხარ და ამას ვერ ვერევი,-თავი საოცრად კარგად ვიგრძენი ეს რომ ვთქვი -მაგრამ,-მოულოდნელად სახე შეეცვალა,-მე არ ვიცი რამდენხანს დავრჩები -არააქვს მნიშვნელობა ეს არაფერს ცვლის მე მაინც ვიდარდებდი შენს წასვლას,- და აი სანამ ის ჩემკენ ძალიან ნელა იხრება და მკოცნის ჩემი გული ელვის სისწრაფით აწყდება ნეკნებს და მე ბედნიერებისგან აზროვნების უნარს ვკარგავ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.