შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 20


26-11-2016, 20:09
ავტორი Viktoria
ნანახია 2 022

დილით ადრე ავდექით თავი მოვიწესრიგეთ და ანის სახლისაკენ წავედით ვნერვიულობდი, მაგრამ ანის დამშვიდებას მაინც ვცდილობდი. კარებში თორნიკე შეგვეგება, მას უკან მოჰყვა ოდნავ თმა შევერცხლილი პუტკუნა ქალბატონი, ალბათ დედამისი იყო, ანი გულში ჩაიკრა და სასტუმრო ოთახში გავედით სადაც საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი დავინახე თორნიკეს ასლი გახლდათ მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ აქა იქ ბრწყინავდა ვერცხლისფერი ღერები მის შავ თმებში, ანის გაუღიმა, ცოტა ხნის შემდეგ კი გადაეხვია.
- დედა, მამა გაიცანით მარიამ ბერიძე.
- სასიამოვნოა შვილო შენზე ბევრი რამ მსმენია, გამიღიმა ანის დედამ.
- ძალიან გავხარ ნიას, მასავით ლამაზი ხარ პატარა ქალბატონო.
- მართალი ხარ მამა მეც კი გავოცდი როცა დავინახე ჩაიღიმა თორნიკემ და ერთი კიდევ ამათვალიერა.
- მარიამ ესენი ჩემი მშობლები არიან დაჯია მელაძე და ავთანდილ მეტრეველი, თორნიკეს კი იცნობ.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- ჩვენთვისაც.
ცოტა ხნის შემდეგ სამზარეულოში გავედით და საქმეს შევუდექით თან ვსაუბრობდით.
- დედა აზრი რატომ შეცვალეთ, ჩემი დაკარგვის შეგეშინდათ?
- ესეც შვილო, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ბავშვის მამა ლუკა იყო.
- საიდან გაიგეთ ანის ორსულობის შესახებ ქალბატონო დაჯია?
- მოდი შვილო არ გვინდა ქალბატონო, უბრალოდ დაჯია დამიძახე, კარგი?
- კარგი ქალბ... დაჯია დეიდა რა მითხარით საიდან გაიგეთ?
- გახსოვს შვილო გვანცა ქათამაძე? ერთად სწავლობდით.
- როგორ არ მახსოვს.
- ხოდა სწორედ მან დარეკა, ისეთები ისაუბრა შენზე, რომ ლამის გააფრინა მამაშენმა.
- და თქვენც დაუჯერეთ.
- არა არ ვუჯერებდით, მაგრამ შენ ისე დაიწყე საუბარი და შენი გაქცევა მის სიტყვებს ადასტურებდა.
- გეფიცები დედა მე მართლა არ ვაპირებდი, მაგრამ შემეშინდა თქვენი, ამიტომაც გავიპარე.
- ხო ახლა ყველაფერი ვიცით. თორნიკე ყველგან გეძებდა ბოლოს კი ლუკა ნახა, შენ ხო იცი, რომ ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა ლუკა, პატარაობიდან ერთად იყავით, თორნიკემაც უამბო ყველაფერი და ლუკამაც მთელი სიმართლე დაწვრილებით გადასცა ასე გადაწყდა ყველაფერი.
- გვანცამ თუ დარეკა მას შემდეგ რაც ჩემზე გიამბოთ?
- როგორ არა, თითქმის ყოველდღე რეკავდა და მამაშენი დღითი დღე იშლებოდა ჭკუიდან, ბოლოს აღარც ვპასუხობდით, ერთი კი ვერ გამიგია ყოველთვის კარგად იყავით ერთმანეთთან, რა დაგემართათ? ასე რატომ მოიქცა? ასე რატომ ძულხარ?
- იმიტომ, რომ ლუკას კარგი გემოვნება აქვს, მან მე ამირჩია და არა ის.
დაჯიამ რამოდენიმე წამი დაგვტოვა, ანიმ ვაშლი აიღო ჩაკბიჩა და თან ანერვიულებული საუბრობდა.
- მოიცა აი ნახავ იმ ძ....ს რას ვუზავ ვინ გონია მისი თავი, მაგ დებილის გამო მე საკუთარი მშობლების მიტოვება დამჭირდა.
- კარგი, კარგი დამშვიდდი ანი და მერე მივხედოთ გვანცას.
სუფრა გავშალეთ დათქმულ დროს ლუკა, გიორგი, თიკა და ლუკას მშობლებიც მოვიდნენ. ანი და ლუკა ერთმანეთს გადაეხვივნენ. თიკა მომიახლოვდა, მივესალმე ისიც ტბილად სემხვდა, ცოტა ხნის შემდეგ ლუკაც მოვიდა და მისი მშობლები გამაცნო.
- გაიცანი მარიამ დედაჩემი ნესტან წერეთელი და მამაჩემი კონსტანტინე ბუკეა, თიკას ისედაც იცნობ.
- სასიამოვნოა.
- ჩვენთვისაც შვილო.
გიორგი გადამეხვია მაკოცა ლოყაზე და ასე ვყავდი ჩახუტებული. ცოტა ვისაუბრეთ, შემდეგ მაგიდას შემოვუჯექით და დაიწყო დროს ტარება, ტრადიციული სადღეგრძელოები. გიორგი თითებით მეფერებოდა ხელზე თითოეულ მის შეხებაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ნიშნობამ წარმატებით ჩაიარა, ფინალური გამოცდების შემდეგ ქორწილიც ექნებოდათ.
- რა რიცხვში გადავიხადოთ სიხარულო?
- 16 ივლისს საყვარელო.
- როგორც შენ მეტყვი ჩემო დედოფალო.
- შენ კიდევ ჩემი მეფე ხარ ჩემო საყვარელო.
- აბა ჰე მეჯვარეებო მოემზადეთ ძალიან მალე ქორწილში იქეიფებთ.
- რაც თავი მახსოვს ამ დღეს ველოდებოდი ძმაო.
- მეც ველოდებოდი ამ დღეს გიორგი და ხედავ ამისრულდა, ჩემს ცხოვრებას იმ ქალს ვუკავშირებ, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ქალს რომელიც მუცლით ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ატარებს.
კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს და საბოლოოდ სახლისაკენ წამოვედით. გიორგი ჩემთან დარჩენას გეგმავდა, მაგრამ ლუკამ აიჩემა მასთან წასვლა ასე, რომ ჩვენი გეგმები გადაიდო. ერთმანეთს ვაკოცეთ სახლში შევედი გამოვიცვალე და დასაძინებლად დავწექი, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და უნივერსიტეტში წავედი სულ რაღაც 1 კვირაში ფინალური გამოცდები გვქონდა, დღეები ერთმანეთს გავდა უნივერსიტეტი, სახლი, კონსპექტები, მეგობრები და ასე შემდეგ. აკადემიურ წერაზე ბავშვები უაზროდ ხმაურობდნენ, ლექციის შემდეგ სტუდკაფისაკენ წავედით გზაში გვანცა შეგვხვდა.
- გამარჯობათ გოგონებო.
- გაგიმარჯოს გვანცა.
- როგორ ხარ ანი, ლუკა როგორ არის?
- მშვენივრად ვართ ორივე მადლობა მოკითხვისათვის, კარგი წავედით თორემ ძალიან გვშია ჩვენ.
გაუღიმა მარიამს და მუცელს მოეფერა თითებით, რაც გვანცას არ გამოჰპარვია.
- კარგი კარგად ანი.
- კარგად გვანც, უი ჰო სულ დამავიწყდა მე და ლუკა დავინიშნეთ, სულ მალე ქორწილიც გვექნება და მინდა, რომ შენც მოხვიდე სხვა თუ არაფერი მეგობრები ვართ.
- მადლობა დაპატიჟებისათვის, მაგრამ არ ვიცი მოვახერხებ თუ არა მოსვლას საყვარელო.
- კარგი, ეგ შენი გადასაწყვეტია ისე კი ძალიან გამიხარდება თუ მოხვალ.
სტუდკაფეში შევედით მივირთვით და შემდეგ საფირფარეშოში გავედით.
- კარგად ხარ ანი?
- კი მარიამ არ ინერვიულო უბრალოდ რაღაცამ მაწყინა ალბათ.
- კარგი თუ რამე არ მოგერიდოს.
- არ ინერვიულო მარ, უი ხო ხსენებაზე შეგიძლია დასალევად წყალი, რომ მომიტანო?
- ახლავეს გენაცვალე.
საფირფარეშოდან გამოვედი და მალევე წყლის ბოთლით დავბრუნდი ფეხი ამიცურდა და ძირს წავიქცეოიდი, რომ არა ნინი.
- მადლობა ნინი შენ, რომ არა...
- რა ხდება გოგონებო?
- ნელა ანი აქ სველი არის არ ასრიალდე საყვარელო.
- მადლობა გოგონებო, წყალი მომიტანე?
- აი გამომართვი.
- მე გავალ ხო ლუკას უნდა შევხვდე კიდევ ერთხელ მადლობა.
- კარგი მეც დაგეწევი.
ანი გავიდა მე და ნინი კი დავრჩით სასაუბროდ.
- მისმინე მარიამ ახლა რასაც გეტყვი არ მოგეწონება, მაგრამ უნდა მომისმინო.
- რა ხდება ნინი?
- მგონია, რომ ეს ყველაფერი ანის მოუწყვეს, მაგრამ შენ ასრიალდი...
- რას ნიშნავს მოუწყვეს? სასწრაფოდ ამიხსენი ყველაფერი.
- საფირფარეშოში წყალი ძირს არ იყო, მე კარგად მახსოვს ვიფიქრე მოვწევ და გავალ მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე ანის და შენ მოგკარით თვალი, არავინ არ იცოდა იქ, რომ ვიყავი, არც შენ არც ანიმ და არც იმან.
- ვინ იმან? ვინ იყო ნინი?
- გვანცა ქათამაძე, არ ვიცი იცნობ თუ არა, მაგრამ მან სპეციალურად მოაწყო ყველაფერი და შენ კი არა ანი უნდა ასრიალებულიყო.
- ოხ ეგ დამპალი, ფეხებს დავატეხავ მაგ იდიოტს, თმებს დავაპუტავ, მადლობა ნინი.
- მიხარია თუკი რამით დაგეხმარე, ძალიან მომწონხარ და გულახდილად გეტყვი საერთოდ არ გავხარ შენს დას, მხოლოდ ფიზიკურად თორემ ისე სულ სხვა ხარ.
- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინი.
ნინის დავემშვიდობე და ანისაკენ წავედი. დღეიდან მისი თვალები და ყურები მე ვიქნები. ვაკვირდებოდი მას და გვანცას, მის დანახვაზე კი სისხლი მიდუღდებოდა, ერთი სული მქონდა, რომ გამეპუტა.
დღეები ერთმანეთს ჰგავდა. 2 დღეში ფინალური გამოცდები გვქონდა და პირველ კურსაც დავხურავდით. უნივერსიტეტი ლექციები სახლი კონსპექტები და ასე შემდეგ.
- აღარ შემიძლია დავიღალე ლუკა.
- კარგი დამშვიდდი საყვარელო ფინალურები და დავისვენებთ ორივე.
ანი და ლუკა კიბეებზე ჩადიოდნენ მე და გიორგი კი ლექტორს ვესაუბრებოდით, თვალი მოვკარი გვანცას, რომელმაც ანის ფეხი დაუდო და, რომ არა ლუკას სიმარჯვე კიბეებზე დაგორდებოდა.
- კარგად ხარ ძვირფასო?
- არვიცი ლუკა ძალიან დავიღალე.
- წამოდი სახლში მიგიყვან დაისვენე და ღამით წავიდეთ მარიამთან.
- კარგი საყვარელო.
ერთმანეთს გადაეხვივნენ და უნივერსიტეტიდან გავიდნენ, ლექტორს დავემშვიდობე ჩანთაში ჩავძვერი და პირველივე წიგნი რაც ხელთ მომყვა გვანცას გავუქანე ფეხებში, წამის მეასედში ძირს დაეცა ყველას გაეცინა მე და გიორგი მივუახლოვდით, გიორგიმ წიგნი აიღო და მე მომიბრუნდა ნაწყენი, მისი სახე არც კი შევიმჩნიე და არწივივით ზემოდან დავხედე ჩემს მსხვერპლს.გვანცაც ადგა და მთელი ხმით დაიწყო ყვირილი.
- შენ ხო არ გააფრინე გოგო ჰა?
- არა გაფრენა მერე გენახა ანის რამე, რომ მოსვლოდა.
- რა... შენ... კარგად ხარ?
- ნუ დაიბლუკე შენდა სამწუხაროდ არაჩვეულებრივი ხედვა მაქვს ასევე მიზანიც თუმცა ამაში ამ წამს შენც დარწმუნდი. ახლა კი გაფრთხილებ, რომ იცოდე რას გიზავ თუ გავაფრენ. იცოდე ანის ახლოს არ გაეკარო თორემ ორივე ფეხს მოგამტვრევ და ასევე მაგ თმებს დაგაპუტავ.
- ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, შენ მამაჩემთან მოგიწევს საუბარი.
- როგორც გინდა ქალბატონო.
წამოსვლისას ხელი ავკარი და მისი ჩანთა ძირს დავარდა, ნივთები კი გადმოიყარა.
- უფს არ მინდოდა შემთხვევით მომივიდა.
გიორგისთან ერთად გამოვედი უნივერსიტეტიდან და სახლისაკენ წამოვედით. მან წიგნი მომაწოდა, რომელიც ნახევრად დახეულიყო, შევამჩნიე, რომ მოწყენილი იყო.
- კარგია, რომ ანის იცავდი, მაგრამ რაღა მანდამაინც ჩემი ნაჩუქარი წიგნი ესროლე.
- არც კი ვიცოდი შენი ნაჩუქარი წიგნი თუ იყო, მართლა საყვარელო, პირველი რაც მომყვა ის ვისროლე.
- კარგი გაპატიებ თუ კი მაკოცებ.
- რამდენსაც გინდა იმდენს გაკოცებ, ჩემო ერთადერთო სიყვარულო.
ერთმანეღს ვეამბორეთ გადავეხვიეთ და სახლში შევედი. გამოცდებს წარმატებულად ვაბარებდით ბოლო გამოცდის შემდეგ ქალაქურში ვაპირებდით წასვას, მაგრამ ვიღაცამ შეგვაჩერა.
- მარიამ ბერიძე ბრძანდებით?
- დიახ თქვენ ვინ ხართ?
- მე გელა ქათამაძე ვარ თქვენთან საუბარი მინდა.
- რა ხდება მარიამ? რა უნდა გვანცას მამას?
- არაფერი ისეთი ანი შენ დამშვიდდი.
- დავრჩე მშვენიერო?
- არა თვითონ გავესაუბრები.
ბავშვები გვერდზე გავიდნენ და მარტო დაგვტოვეს, ხმას არცერთი არ ვიღებდით, ბოლოს ისევ მან დაიწყო.
- გულახდილად გეტყვით, ცხოვრებაში გვანცას მეტი არავინ არ მყავს, ჩემი მეუღლე მის გაჩენას გადაყვა ასე, რომ გკითხავთ, მართალი არის თუ არა ის რაც მან მითხრა?
- გააჩნია რა გითხრათ ბატონო გელა?
- ის, რომ წიგნი მესროლე და ხელი მკარი ჩანთა ძირს, რომ დამვარდნოდა, ჩაიღიმა გვანცამ.
- დიახ სრული სიმართლეა, მაგრამ როგორც ვატყობ გვანცას მთლიანად არ მოუყოლია ისტორია თქვენთვის არის დეტალები, რომლებიც უნდა განვიხილოთ.
- ჩვეთვის დეტალები არ არის მნიშვნელოვანი.
- შეიძლება შენთვის არა შვილო, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით მოვისმენ.
- ძალიან კარგი ბატონო გელა არ ვუარყოფ მე მართლა ვკარი ხელი მის ჩანთას ასევე მართლა ვესროლე წიგნი, მაგრამ მინდა გითხრათ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ გაეგო თუ კიდევ გააკეთებდა ისეთ რამეს რაც ანის ავნებდა ვერ გადამირჩებოდა.
- რას გულისხმობთ?
- თქვენმა ქალიშვილმა ორჯერ ცადა მისთვის ხაფანგის მოწყობა, საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაუდო მან ანის ფეხი კიბეებზე ამას ძალიან ბევრი ვინმე დაამოწმებს. ასევე იმას, რომ საფირფარეშოში განგებ დაასველა კაფელი მადლობა ღმერთს, რომ მე ავსრიალდი და არა ანა ამასაც ბევრი დაამოწმებს.
- სიმართლე არის ეს ყველაფერი გვანცა?
- არა მამიკო შენს თავს ვფიცავარ, დედას ვფიცავარ.
- კარგი, როგორც ვხედავ მოწმეები უნდა მოვიყვანო.
- ბოლოჯერ გეკითხები გვანცა, სიმართლე მითხარი იცოდე გიბრძანებ.
- თორე რას მიზავ?
- სიმართლე არის თუ არა?
- დიახ სრული სიმართლე არის. აბა რა ეგონა ლუკა წამართვა, ქორწილშიც კი დამპატიჟა ჩემს დასამცირებლად.
- სულაც არა, დასამცირებლად კი არა იმიტომ დაგპატიჟა, რომ შენთან ჩხუბი არ უნდოდა, პირადად მე მის ადგილზე, რომ ვიყო გვერდითაც არ გაგიკარებდი იმის მერე რაც გაუკეთე, იცი შენს გამო მის მშობლებს, რომ გაურბოდა.
- მადლობა შვილო საკმარისია, დიდი მადლობა, რომ თვალები ამიხილე. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა, მერწმუნე მას ვეღარასოდეს ვეღარ ნახავთ.
- რას ნიშნავს ვეღარ მნახავენ?
- იმას, რომ დღეს ჩვენ გერმანიაში წავალთ და შენ სწავლას იქ დაამთავრებ.
ხელი დაავლო მანქანისაკენ წაიყვანა, ანისთან და ლუკასთან გაჩერდა მიულოცა და წავიდა. ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ქალაქურში წავედით მივირთვით და სახლისაკენ წამოვედით.


ესეც ასე მომდევნო თავი, იმედია მოგეწონებათ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო ნამდვილად
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent