შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები თავი 11


26-11-2016, 21:26
ავტორი Ano-Ano
ნანახია 1 677

ალექსანდრა შენ ხარ ის ქალი რომელზეც ჩემი შვილი ამდენს ლაპარაკობს, ნინო შეეგება ალექს და ჩაიხუტა.
-ნინო შენს აქ ნახვას ეხლა ყველაზე ნაკლებად მოველოდი, არ მითრა რომ დემეტრეს დედა შენ ხარ, ძალიან გამაოცე.
-თქვენ რა ერთმანეთ იცნობთ? გაკვირვებული გადახედა დემეტრემ ჯერ ერთს და შემდეგ მეორეს.
-იმაზე უკეთ ვიდრე შენ წარმოგიდგენია, არც კი მიფიქრია თქვენ თუ ერთმანეთს სადმე გადაეყრებოდით, შემოდით რას დგახართ კარებში, ნინოს სიხარული აშკარად ემჩნეოდა, და იგრძნობოდა ყველა მის ქცევაში.
-ალექსანდრა თავს შებოჭილად გრძნობდა, ნინომ მასზე ყველაფერი იცოდა, ნებისმიერი მისი ცხოვრების დეტალი, ხშირ შემთხვევაში ხომ ესე არ ხდება, ეს არ არის კლასიკური შემთხვევა, შეყვარებულის დედამ შენს შესახებ რომ ყველაფერი იცოდეს, ეს ცოტა არ იყოს თრგუნავდა, მაგრამ ისიც კარგად ესმოდა რომ ნინო შესანიშნავი ქალი იყო, და ყოველთვის ალექსანდრას გვერდით ედგა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში როცა საქმე ოჯახის წევრებს არ ეხებოდა და ეხლა კი როცა მის შვილს შეეხო არც კი იცოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა, ნინო არ იყო ის ქალი რომელიც ესე საჯაროდ გამოხატავდა მის პოზიციას, ცოტა დაიბნა მაგრამ არ შეუმჩნევია.
სადილმა მშვიდ და მეგობრულ ვითარებაში ჩიარა, ნათია დემეტრეს და ძალიან თბილი და გულ ღია გოგო იყო, ყველაფერს აკეთებდა რომ ალექსანდრას უცხოდ თავი არ ეგრძნო.
დაქანცული და დაღლილი მოვიდა სახლში, უფრო ემოციებისგან დაღლილი არ იცოდა რა ეფიქრა, მანქანაშიც ხმა არ ამოუღია და დემეტრეს შეკითვაზეც თუ რა ჭირდა უბრალოდ მშვიდად უპასუხა რომ დაიღალა, მაგრამ რატომღც არ იცოდა რატომ, მაგრამ ის ფაქტი რომ ნინო დემეტრეს დედა იყო ცოტა არ იყოს აბნევდა და ბოჭავდა.
***
დემეტრე როცა მოიცლი ჩემთან გამოდი, მკაცრი ხმით უთხრა ნინომ მის შვილს, დემეტრეს ცოტა გაუკვირდა რადგან დედა ესე არ ელაპარაკებოდა.
-კარგი ეხლა გამოვალ საქმე არაფერი მაქვს.
ნახევარ საათში დედასთან ერთად იყო
-შენ იცი ვინ არის ალექსანდრა ან იცი მის წარსულზე რამე? პირდაპირ შეკითვაზე გადავიდა ნინო
-დედა რა გჭირს ვერ გავიგე, რა წარსულზე მელაპარაკები, მე ვიცი რომ ალექსანდრა არის შესანიშნავი დედა, და უფრო შესანიშნავი ქალი
-მე მაგას არ გეკითხები შენ ის თუ იცი რომ მას მისი ქმარი გაგიჟებით უყვარს და მთელი სამი წელიწადი დამჭირდა იმისათვის რომ უბრალოდ მას ცხოვრება შესძლებოდა შვილო, ძალიან რთულია ხვდებოდე ქალს და უფრო მეტიც მომავალს ხატავდე ადამიანთან რომელსაც სხვა უყვარს, მისი ქმრის აჩრდილი ყოველთვის თქვენ ორ შორის იქნება
-დედა რაზე მელაპარაკები, მე ყველაფერი შესანიშნავად ვიცი და მემგონი არ ვარ პატარა ბიჭი რომ რაღაცეები ვერ გავარჩიო ან აქ დამიბარო და პატარა ბიჭივით დამტუქსო, მე ალექსანდრა მიყვარს და მზად ვარ ყველაფერს გავუმკლავდე, და შენ უბრალოდ იმიტო გაგაცანი რომ პატივს გცემ და არა იმიტომ რო ჩემს გადაწყვეტილებებში ჩაერიო
-ალექსანდრა მეც ძალიან მიყვარს დემეტრე,, ის ერთ ერთი ჩემი საყვარელი პაციენტია, გარდა მაგისა შესანიშნავი ადამიანი, მაგრამ მას სხვა უყვარს შვილო, მთელი ცხოვრება გინდა დაიტანჯო, ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი გახდები, მე ეს მაშინებს, მე შენზე ვფიქრობ პირველ რიგში მე ვარ დედა და მერე სხვა დანარჩენი, მე ვერ გავუძლებ გიყურო ისევ გულ გატეხილს, რამდენი გოგო არსებობს, რამდენს უნდა რომ შენი ცოლი იყოს, და რატომ მაინც და მაინც ის ქალი რომელიც შეყვარებულია, დაფიქრდი ცოტა გაანალიზე ყველაფერი და სანამ ძალიან არ შეგიტოპავს ალექსანდრას შეეშვი, ის შენთვის საბედისწერო ქალია რომელიც ერთ მშვენიერ დღეს საკუთრ თავს დაგავიწყებს და გაგანადგურებს, მე ვიცი რასაც ვიძახი.
-დედა გეყოს, დემეტრემ ხმას აუწია, მე გითხარი ალექსა მიყვარს ამაზე მატად ვეღარ შემიყვარდება, მე მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ გავძლებ, და შენ გინდა მიიღე გინდა არა, თუ შენ არ ცემ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს არც მე ვაპირებ ანალოგიურად
დემეტრემ აღარ აცალა ნინოს სიტყვის თქმა გიჟივით გავარდა სახლიდან.
***
-ალექს რა შვები?
ჩემო გოგო მაკო როგორ ხარ, დაჩი როგორ არის პატარა ხომ კარგადაა? უამრავი შეკითხვა ერთად დაუსვა ალექსანდრამ დაქალს რომელიც უკვე თითქმის წელია არ უნახავს.
-მადლობა ალექს ძალიან კარგად ვართ, გილოცავ ახალ წელს
-მეც გილოცავ ჩემო საყვარელო, მაგრამ რაღაც ხასიათზე ვერ ხარ თუ მეჩვენება?
-ვიცი რომ კიდე ვიჩხუბებთ, ვიცი რომ არ გინდა ამ თმაზე ლაპარაკი, მაგრამ მე ესე არ შემიძლია ალექს, გიორგი ძალიან ცუდადაა, უკვე სერიოზულად ვფიქრობთ რომ თავს რაღაცას მოსწევს, ვიცი შენ არ გინდა არაფრის გაგონება, მაგრამ როგორც ადამიანი როგორც შენი შვილის მამა ისე მაინც შეიცოდე და შეიბრალე, მაკოს ნამდვილად დამწუხრებული ხმა ჰქონდა.
-გიორგის რა დაემართა? გაოცებულმა იკითხა ალექსმა
- რაც საქართველოდან წამოვიდა ერთი დღეც კი არ ყოფილა ფხიზელი ალექს,ყოველ დღე სვამს, დილიდან საღამომდე, დაჩი ზურას და მარინასაც ელაპარაკა, ვერცერთმა ვერ დაითანხმა რომ საქართველოში წამოვიდეს, ეს უკვე აღარ არის ხუმრობა, მე მგონია რომ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება.
-ალექსანდრა უსმენდა და ყურებს არ უჯერებდა, ვერ წარმოედგინა გიორგი ესეთ მდგომარეობაში როდესმე, რომ მას შეეძლო მისი თავისთვის რამე დაეშავებინა, იცი მაკო ეს კიდევ მიუთითებს იმას რო ძალიან სუსტია, მას არ შესწევს ძალა ცხოვრება ახლიდან დაიწყოს.
-სუსტია ალექს აბა არ არის? გამოსავალსაც კი ვეღარ ვპოულობ, არ ვიცი რა გავაკეთოთ, რით ვუშველოთ.
-მე რა შემიძლია მაკო რომ გავაკეთო?
-იქნებ დაურეკო დაელაპარაკო, იქნებ შენს ხმას რომ გაიგონებს ცოტა აზრზე მოვიდეს არ ვიცი თუ ეს არის შესაძლებელი.
-კარგი მაკო გამომიგზავნე გიორგის ნომერი დავურეკავ, ალექსანდრა მართლა შეწუხებული იყო ამ ყველაფრით, შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა მაგრამ გიორგი ხომ მისი წარსულია მისი შვილის მამა, ეხლა კი უბრალოდ ვერ ადგებოდა და ზურგს ვერ შეაქცევდა, ერთი ტელეფონზე დარეკვით კი არაფერი მოხდებოდა, თუ ამით მას რაიმეთი დაეხმარებოდა.
-ალო, გამარჯობა გიორგი, ალექსანდრამ დაიწყო მშვიდად
-გამარჯობა? გიორგის გაკვირვებული ხმა ჰქონდა არ ელოდა მის ზარს, ზარს ადამიანისგან რომელიც ამ წუთას საკუთრ თავსაც კი ერჩივნა
-როგორ ხარ?
-კარგად ალექსანდრა რატომ მირეკავ გაინტერესებს გავლოთდი თუ არა, შენმა დაქალმა ენა მოგიტანა გიორგი ცუდათ არის და შენც გადაწყვიტე დაგერეკა და შეგბრალებოდი, არ მჭირდება შენი დარეკვა, კარგად ვარ იმაზე კარგად ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, სიყვარულის ქალაქში ახალი წელი, უამრავი მაგარი ქალი, ცუდად რატომ უნდა ვიყო და ნუღარ მირეკავ რა, მაღიზიანებს, გიორგიმ ყურმილი დაუკიდა ისე რომ ალექსანდრამ სიტყვის თქმაც ვეღრ მოასწრო.
ვერ მოისვენე მთელი ერთი საათი სახლში წინ და უკან დადიოდა, თითქოს გული ცუდს უგრძნობსო, მაკოს გადაურეკა.
-მაკო გიორგი კარგადაა არც არაფერი სჭირს, ყოველ შემთხვევაში ესეთი პასუხი გამცა.
-ალექსანდრა ნუ გადამრევ ისე იქცევი თითქოს გიორგის არ იცნობდე, აბა რას გეტყვი ცუდად ვარ და ფეხებში ჩაგივარდება, ძალიან ზედმეტი მოგდის შეიძლება არ პატიობ და კარგი ნუ აპატიებ, მაგრამ შენს ქმარს იმ დონეზე მაინც არ იცნობ რომ იცოდე რა ცუდად შეიძლება იყოს? ცუდადაა კვდება გაიგე, მემგონი ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს, დაჩიმ მითრა ახველებს და არ მომწონსო, შეიძლება ღვიძლი ეშლება ამდენი სმისგან და შენ ესე რამ გაგაცივა გოგო, მოკლედ აღარ მინდა შენთან ლაპარაკი იამპარტავნე და იყავი, მე ამ შემთხვევაში გიორგი უფრო მეცოდება ვიდრე შენ, ვიცი შენი დაქალი ვარ და რა თქმა უნდა ყოველთვის შენ დაგიცავ, რაც შენ გამოიარე იმას არავის ვუსურვებ, მაგრამ ამ შემთხვევაში გიორგის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე და მხოლოდ ერთი პოზიციიდან ვერ ვილაპარაკებ.
-მაკო შენიც მესმის, შენ მასთან ყოველდღიური შეხება გაქვს მე რა შემიძლია რომ გავაკეთო?
-არ ვიცი ალექს უამრავ ადამიანს ეხმარები და ბედის ირონიით საკუთრ ყოფილ ქმარზე არ შეგიძლია დახმრაბა, ან არ აკეთებ, შენ ჭკვიანი გოგო ხარ, ვისაც გვერდში დაუდექი ყველა ფეხზე დადგა, მე არ გეუბნები შეურიგდი მეთქი უბრალოდ იცი მისი სუსტი წერტილები დაეხმარე მხოლოდ, ყველა შენნაირი ძლიერი არ არის შეიგნე ეს.
-კარგი მაკო ელენე მოვიდა ეხლა უნდა გავიქცე მერე დაგირეკავ ან მომწერე როგორ იქნება კარგი? ალექსანდრა ცივად ელაპარაკებოდა მაკოს, ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი ნელდებოდა ან იმიტომ რომ არ იცოდა ესეთი გიორგის მართლა როგორ უნდა დახმარებოდა, თანაც იცოდა გიორგის ამბავი ის რომ გაეგო ვიღაცას შეეცოდა ამაზე სულ გაგიჟდებოდა. ან მაკო მართლი იყო უნდოდა კი ეხლა კიდევ გიორგის გამოჩენა მის ცხოვრებაში როცა ახალ ეტაპზე გადავიდა, ალექსანდრას მწარედ გაეღიმა ბედის ირონია მსგავსი მე არ მინახავს. გაიფიქრა და კარებში შემოსულ ელენეს ჩაეხუტა.
მთლი ღამე თეთრად გაათია, კარგი არ დაეხმარება მასზე არ იფიქრებს, მაგრამ ხომ შეიძლება სცადოს მაინც, მძინარე ელენეს გადახედა მე რა ვუთხრა წლების შემდეგ ჩემს შვილს ის რომ ახალი რომანი დავიწყე და მამაშენს ზურგი ვაქციე არ დავეხმარე რომ კრიზისი გადაელახათქო, ან საერთოდ გიორგი იმის ღისრსიც არ არის რომ მასზე ფიქრობდეს ბევრი ვარინატი განიხილა, არ ასევენებდა ის ფიქრი რომ გიორგი ცუდად იყო, თავიდან ვერ იგდებდა, თვითონაც აღარაფერი ესმოდა.
დილის გათენებისთნავე თიკოს და ლანას გადაურეკა, დასვენების დღეები იყო ამიტომ გოგოები ალქსასთან შეიკრიბნენ სახლში, სამიდაქალი სამი განსხვავებული შეხედულება ცხოვრებაში, მაგრამ მათ აკავშირებთ მთვარი ადამიანების მხარდაჭერა და გვერში დგომა, ის რომ სამივე ყოველთვის მზად იყვნენ ნებისმიერ ადამიანს გვერში დადგომოდნენ და დახმარებოდნენ, მაგრამ გიორგი სხვა იყო, განზოგადებული თემა რომელსაც არც ერთი შეგნებულად არასდროს ახსენებდა.
მოკლედ გოგოებო ძალიან ცუდად არის, დანარჩენი კი მოგიყევით ხანგძლივი დუმილი დაარღვია ალექსმა.
-და მერე? ცივად უპასუხა თიკომ, ეხლა არ მითრა გიორგიზე ვდარდობო, როცა შენი ცხოვრება როგორც იქნა დალაგდა, ეხლა კიდევ ფიქრობ რომ გიორგიზე ერთი წამით მაინც უნდა იფიქრო? მე შენ გამაგიჟებ, დემეტრეზე არ ფიქრობ? საერთოდ თუ მთელი ღამე არ გიძინია მაინტერესებს დემეტრე ოდნავ მაინც თუ გაივლე გულში, რა შეიძლება იფიქროს კაცმა როცა ეტყვი რომ იცი მე ყოფილ ქმარს უნდა დავეხმარო, ალექსანდრა ძალიან ზედმეტი მოგდის, მიხედოს რა მის თავს და საქმეს, შენ შეგეშვას ეგეც და მაკოც, თუ ესე შესტკივა გული თვითონ მიხედოს, გაცხარებული იყო თიკო
-თიკო ესეც არ შეიძლება ლაპარაკში ლანა ჩაერთო, იცი გიორგი არის ცუდად ალექსანდრას გამო, მე არ ვიძახი რომ ალექსანდრამ მთელი თვისი ცხოვრება მას უნდა შესწიროს მეთქი, მაგრამ გიორგის რომ რამე მოუვიდეს, ეს ამას ვერ მოინელებს ვერასოდეს, და ცხოვრება უფრო ჯოჯოხეთად ექცევა, მე ვიცნობ ალექს და ვიცი, რაც შეეხება დემეტრეს, აუხსნის ნუ მძიმე მოსასმენია, მაგრამ თუ უყვარს უნდა გაუგოს.
-რას მელაპარაკები ლანა შენ საერთოდ აზრზე ხარ რას ეუბნები ეხლა ალექსს, თიკო ფეხზე წამოიჭრა, მე არ მინდა ამ თემის განხილვა და საერთოდაც თუ გინდათ ეგ თქვენი გიორგი არის ერთი გაფეტიშებული და გაუზრდელი ბიჭი რომელმაც ჯერ კარგად იგულავა და ეხლა როცა ალექსას უნდა რომ ცხოვრება მოიწყოს ეგოისტურად შემოუძვრა და აცოდებს თავს, გიორგი რომც მოკვდეს ალექსანდრა არ უნდა დაეხმაროს მე ამ აზრზე ვიქნები.
-კარგი თიკო რას ამბობ რა მოკვდეს ეგ მეორედ არ გაიმერო შეშფოთებული გახედა ალექსანდრამ.
-რატო ალექს? შენ მთელი სამი წელიწადი ცოცხლად დაგმარხა მანამდე კიდე რქებს გადგამდა და საყვარელთან ნებივრობდა, როცა შენ სწავლის და ოჯახის მეტი არაფერი გახსოვდა და ეგეც არ იკმარა და... თიკო გაჩერდა მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა
-და რა თიკო? ალექსანდრამ ინტერესის თვაკებით გახედა, კიდევ რამე არ ვიცი? რამე დარჩა რაც უნდა ვიცოდე?
-არაფერი ალექს, ლანამ სცადა სიტუაციის გამოსწორება
-არა რაღაცას მიმალავთ მე კარგად გიცნობთ ორივეს
-ალექს თიკომ ლანას გადახედა დამნაშავის თავალებით, გთხოვ არ ინერვიულო ხომ იცი როგორ მიყვარხარ, და ის ფაქტი რომ შენ შეიძლება გიორგის გამო კიდევ რამეზე გული გეტკინოს წარმოდგენადაც არ მიღირს
--თიკო გეყოს მიკიბ მოკიბული ლაპარაკი რისი თქმა გინდოდა, ალექსანდრამ ხმას აუწია
-გიორგის იმ ქალისგან შვილი ჰყავს ალექს, თიკომ თვი დახარა რომ ალექსანდრეს სახე არ დაენახა, თანაც ლანას გამოხედვაში ყველაფერი ნათქვამი იყო, ის რომ თიკოს ზედმეტი მოუვიდა და არ ღირდა ამ ამბის გაგება და თანაც თიკოს ენით
-მეხუმრები ხომ? გინდა რომ გიორგი საბოლოოდ შევიზიღო და არ მომინდეს არანაირი დახმრაბის გაწევა.
-სამწუხაროდ ესეა ალექს 3 წლის იქნება ალბათ უკვე ის ბავშვი არ ვიცი, ზურა ჰქვია, მაპატიე რომ ამას გიმალავდით ჩვენც შემთხვევით გავიგეთ, თიკო თავის გამართლებას ცდილობდა
-და თქვენ ორივე ჩემი საუკეთესო მეგობრები ჩემს ზურგს უკან ესეთ ამბავს მალავდით? ამ ხნის განმავლობაში მე სიკვდილს ვნატრობდი და რა დღეები გამოვიარე.
სწორედ ამიტომ არ ვამბობდით ალექს არაფერს, სწორად გაგვიგე ჩვენ შენზე ვფიქრობდით ჩემო საყვარელო, ლანა ცდილობდა ალექსანდრას დამშვიდებას.
- ამის შემდეგ უბრალოდ როგორ უნდა გენდოთ, ასეთი ამბის დამალვა როგორ გაბედეთ თქვენ სულ გააფრინეთ, ალექსანრას ისტერიკული ტირილი აუვარდა, იმ ქალმა გიორგის შვილი გაუჩინა ეს იცოდა ჩემმა ორმა საუკეთსო დაქალმა და ეს არ მითხრა, ელენეს ძმა ჰყავს, შემთხვევით სადმე რომ შეხვედროდნენ ბავშვები, ჩვენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ღმერთო მიშველე ეხლა რომ არ გავგიჟდე, მაპატიეთ მაგრამ მარტო დარჩენა მინდა.
-ალექს გთოვ თიკომ ვედრების თვალებით გახედა.
ერთი სიტყვის გაგონებაც აღარ მინდა თიკო ისედაც ბევრი გავიგონე, ძალიან გთხოვთ მარტო დამტოვეთ
ყველაფერი ერთიანად დატრიალდა, თითქოს დრო უკან დაბრუნდა სამი წლის წინ, იგივე შეგრძნებები, იგივე ტკივილი, თითქოს ვიღაცამ იარა გაუხსნა და ეს განგებ გააკეთაო, ყველამ იცოდა ჩემს გარდა, მას შვილი ჰყავს თანაც მამამისის სახელი ჰქვია, სადაა ეხლა ის ბავშვი ან დედამისი, შეიძლება გიორგისთან ერთად ცხოვრობს,მან ხომ არაფერი არ იცის იმ ქალის შესახებ
სასწრაფოდ მაკოს გადაურეკა შენც იცოდი არააა? რათქმა უნდა იცოდი მაკო, შენ ხომ ყველაფერი იცი
-ალექს რაზე მელაპარაკები?
-იმაზე რომ გიორგის შვილი ჰყავს იმ ქალისგან შენც იცოდი არაა? მე მის გამო ბავშვი დავკარგე სამი წელი ნამდვილ ჯოჯოხეთში გავატარე, ეს ამბავი შენც იცოდი არაა, ალექსანდრა უკვე ისტერიულად ბღაოდა.
-ალექს დამშვიდდი გთხოვ, მარტო ხარ? ვინმე არ არის მანდ?
-რა სულელი ვარ რა შეკითხვას გაძლევ რა თქმა უნდა იცოდი, ხო მარტო ვარ მაკო იმიტომ რომ მე არ მყოლია თურმე არც მეგობარი და არც დაქალი, მე არავინ მყოლია ყველა ჩემს ზურგს უკან ჭორაობდით ალბათ და დამცინოდით ხომ?
-რას ლაპარაკობ ალექს მაგას როგორ იძახი, როგორ შეგვეძლო ჩვენ შენი დაცინვა, ყველა ვცდილობდით შენს დახმარებას, ამ დროს ლაპარაკში დაჩიც ჩაერთო ალექსანრა მოგვისმინე ამას ჩვენ ვერ გეტყოდით ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო.
ერთი სიტყვის გაგონებაც აღარ მინდა, ის ბავშვია მან რა დააშავა, მას და ჰყავს რომელსაც უნდა იცნობდეს, მაგრამ იმ ბავშვის გაჩენამ ჩემი შვილი შეიწირა გესმით ეს თქვენ თუ არა, გესმით ეს როგორ დამიმალეთ მეზიზღება გიორგი გიგაური მთელი არსებით მეზიზღება, ალექსანდრამ ტელეფონი ძირს ისროლა და თვითონაც იატაკზე დაეცა, ეს უკვე მეტისმეტია ამის ატანა შეუძლებელი, ღმერთო მომკალი გთხოვ მე მეტი აღარ შემიძლია, მოსთქვამდა ბოლო ხმაზე. ტაბლეტები აიღო რამოდენიმე დამამშვიდებელი ერთად დალიე, ეს წამალი ჯერ კიდევ ორი წლის უკან გამოუწერა ნინომ და დანიშნულებაშიც მიუთითა რომ მხოლოდ ერთხელ უნდა დაელია ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აუცილებლობა წარმოადგენდა, მან კი სამი ტაბლეტი ერთდ დალიე.
ბურუსი, თავბრუს ხვევა, ძირს დავარდნა და ამ სამყაროდან წასვლის უდიდესი სურვილი, არ ფიქრობდა შედეგებზე, არ აინტერესებდა არავინ, ამ წუთს იყო ყველაზე სუსტი, ყველაზე დაუცველი და გაუბედავი, მაგრამ იმდენად გაბედული რომ სიკვდილის იქეთ ხსნას ვეღარ ხედავდა, არავინ დარჩა, არც მეგობრები რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები იყვნენ, არც საკუთარი თავი ერთიანად გამოფიტეს, ერთიანად წაართვეს სასიცოცხლო ენერგია, აღარაფერი ახარებდა ან როგორ შეიძლებოდა გაეხარებინა რამეს, მისი არ დაბადებული შვილი რომელიც ამ ხნის განმავლობაში სულს უწამლავდა, ის რომ მან ვერ შესძლო თავის მოთოკვა ისე რომ მისი შვილი გადაერჩინა, უვარგისია მას არ შეუძლია და არ აქვს უფლება იცოცხლოს, გიორგიმ არა, მან მოკლა მისი შვილი თავისივე დაუდევრობით და ზედმეტი ნერვიულობით. ეხლა კი ბავშვი რომლის ადგილასაც მისი შვილი უნდა ყოფილიყო, ეს უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდა, აღმოჩნდა და თან გაიყოლა ყველაფერი, ამ ტკივილის აუტანლობა, საოცარი სიმსუბუქე და ფიქრი იმაზე რომ ვეღარასოდეს იგრძნობდა ტკივილს და ეს იქნებოდა ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთრი თავის მხრიდან. იატაკზე დავარდილი ალექსანდრას უსიცოცხლო სხეული რომელიც ჩაბნელებული სახლის ყველა მხრიდან ისეთივე შემზარავი სანახავი იყო, როგორც ის ფაქტი რომ მან დაუშვა რომ უნდა მომკვდარიყო.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

გული ლამის გამიჩერდააა, ძალიან დიდი ტკივილის გადატანა უწევს ამ გოგოს, იმსახურებს იყოს ძალიან ბედნოერი. ასეთ დროს გაჩერება იქნებოდა? მალეე გააგრძელე :p

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე როგორ მინდა მაკა ვცემო.მაშინ არ ახსოვდა გიორგის საყვარელი რომ ყავდა.მეცოდება ალექსა ამდენი ტანჯვისთვის,რთულია ნამდვილად.იმედია დემეტრე იპოვის და დაეხმარება ჩვენ გოგოს და აკმარე რა ამდენი ტკივილი
--------------------
ლანა

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან ემოციური თავი იყო , საოცრად გადმოცემული ყოჩაღ და ნუ აგვიანებ რა მალე დადე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent