საყვარელი ღიმილი და "ასდ" დაუსრულებლად (თავი 8)
საღამო ახლოვდებოდა, მეც ვნერვიულობდი. ასთი რაღაც არასდროს, არავიისთვის გაიკეთებია. ბავშვებს ჩამოვუარე ნომრებში თერთმეტი საათისთვის, რომ მათი მოვალეობა შემეხსენებინა. თორმეტის ნახევარზე ყველა გარეთ იყო. სასტუმროს ადმინისტრაციას შევუთანხმდი, რომ ფეირევერკის გაშვების უფლება მოეცათ. ისინიც დაგვთანხმდნენ: „კარგ საქმეს აკეთებთ ბავშვებოო.“ ახლა არ იყო ამის დრო, მაგრამ ისიც ვთხოვე ხვალისთვის პატარა საკონფერენციო დაეთმოთ. არც ამაზე უთქვამთ უარი. სადაცაა თორმეტი გახდება, მეკი ჩეწმს აივანზე ვდგავარ ყვავილებით ხელში და მაინც იმის მეშინია, რომ ანანო რაიმე სასწაულს ჩაიდენს. მითუეტეს როცა რასდა ჩანს. თორმეტ საათზე უკვე მის აივანზე არს ვაღებდი, რაც არ გამჭირვებია. მის ოთახში სრული სიბნელე სუფევდა. უკვე ვფიქრობდი, რო ოთახში არ იყო, როცა მისი მძინარე სხეული ჩემკენ გადმობრუნდა. საწოლზე ჩამოვჯექი და მოშიშვლებულ მხარზე ხეი ჩამოვუსვი. შეირხა და სეშინებული წამოიწია. როგორც ჩანს ჩემი სახე ვერ გაარჩია სიბნელეში და ბოლო ხმაზე იყვირა „ვინ ხარო“. არ ველოდი მის ასეთ რეაქციას და საწოლიდან წამოვხტი ისე, რომ ლამის თაიგული დამივარდა. მერე ფაფუ შენისაჩუქარი. პატარა სანათური აანთო და ჩემი დანახვისას გაოგნდა. ცოტაც და ცრემლები წამოსცვივდებოდა. -შენ... აქ... რას აკეთებ? (ლოლა) ჯერ დაჟინებული მზერა მე მომაპყრო, შემდეგ კი თაიგულს, რომელიც აქამდე არც კი შეუმჩნევია. -ეს... ეს... რა არის? (ლოლა) სიტყვები უწყდებოდა. ჯერ კიდევ ვერ გაერკვია რატომ ვიყავი იქ. -პატარა ქალბატონი დიდი ქალბატონი გახდა. მინდოდა დაბადების დღე მომელოცა, თუმცა შეშინება უფრო გამომივიდა. თორმეტს უკვე გადასცდა და... და... პატარავ დაბადების დღეს გილოცავ. (ვაჩე) თაიგულით დამშვენებული ხელები ბოლომდე გავჭიმე ლოლასკენ. მის რეაგირებას ველოდებოდი, რამაც არ დააყოვნა. საწოლიდან წამოხტა და კისერზე შემომახტა. მივხვდი რომ თაიგულს ვერ გამომართმევდა და საწოლზე დავდე. სწორედ ამ დროს წამვკარი რაღაცას ფეხი და ზღართანი ავადინეთ ძირს. -ვაჩეეეეე.... (ლოლა) ისევ ბოლო ხმაზე იყვირა და მგონი მე მალე სმენის პრობლემები შემექმნება. -ლოლააააა.... (ვაჩე) მეც მას მივბაძე. უეცრად წელში გასწორდა და მუცელზე დამაჯდა. ნუ მთლად მუცელსაც ვერ ვუწოდებთ, მუცლის უფრო ქვემოთ.... იდაყვები მკერდზე დამაყრდნო, ნიკაპი კი ხელის გულებე ჩამოდო. აი ასე მიყურებდა გაბუშტული ტუჩებით. ცოტაც და ვეღარ გავუძლებდი, ამიტომ ისევ ხმის ამოღება ვარჩიე. -კიდევ დიდხანს აპირებ ასე ჯდომას? (ვაჩე) -მძიმე ვარ და მუცელი გეტკინა? (ლოლა) გაიბუსხა, ზედმეტად მიამიტი იყო. იმდენად ბაშური,რომ ვერ წარმოედგინა მამაკაცის სურვილები.იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ის რომ სხვას დაახლოებოდა ისე როგორც მე. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მისი სიწმინდე და უმანკოება შელახულიყო. -მომისმინე. - მინდოდა ყველაფერი ამეხსნა და მიმეხვედრებინა რა შეიძლებოდ მოყოლოდა მის ასეთ დაუფიქრებე საქციელს,რაც მგონი მოვახერხე კიდე. - კარგი ლოლა? დამპირდი რომ შენს საქციელს და ყოველ მოქმედებას დაუფიქრდები აწი. (ვაჩე) -მადლობა ყველაფრისთვის. იმისთვის რომ ასეთი კარგი ხარ. იმისთვის რომ ყველაფერს აკეთებ რომ დამიცვა, ცდილობ ყოველ შემთხვევაში. ჩემი თავი არ მადარდებს, შენ გამო გპირდები, რომ ამ წუთის შემდეგ ჩემ ყველა ქმედება დავუკვირდები და გააზრებულად ვიმოქმედებ. (ლოლა) ლოყაზე მაკოცა და ადგა. -ყვავილები მოგეწონა? (ვაჩე) -კი, ულამაზესია. (ლოლა) -შენთვის კიდევ რაღაც მაქვს. (ვაჩე) -რა არის? (ლოლა) -გამომყევი. (ვაჩე) -ასე? - მის ჩაცმულობას დახედა. -ხო რა იყო? (ვაჩე) -არა არაფერი. (ლოლა) კედები ამოიცვა, თაიგული აიღო და აივანზე ხელჩაკიდებულები გავედით, სადაც ფეიერვერკი დაიწყო და ბავშვებმა სიმღერა დაიწყეს. გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით. ცდილობდა ყველა წამი დაემახსოვრებინა. მთე ტანზე ეკალმა დააყარა და ჩემი ჟაკეტი ჩავაცვი. ვთხოვე დაბლა ჩამომყოლოდა და ღიმილით დამთანხმდა. დაძაბულობას ვერფრით ვიხსნიდი, რადგან ანანო არც დაბლა იყო. კარი გამოვიხურეთ და ლიფტს ველოდებოდით როცა ანანო გმოჩნდა გაღიმებული, გაბადრული სახით. -ლოლა გილოცავ დაბადების დღეს. - რაღაც შეფუთულ ყუთი გაუწოდა. - არ ვიცი ვაჩეს მოყოლილი აქვს თუ არა - აი აქ ჩემ დამემართა. - ერთი წლის წინ მე და ვაჩე ერთმანეთს ვხვდებოდით. არაფერი სერიოზული, მე მიყვარდა, მაგრამ მისგან არაფერს ველდი რადგან მისი დამოკიდებულება ვიცოდი სიყვარულთან დაკავშირებით. ამბობდა არასდროს არავინ შემიყვარდებაო, მაგრამ ახლა შენ უყვარხარ და ეს არავის უთქვამს ჩემთვის. ზედმეტად კარგად ვიცნობ და მის თვალებში ვხედავ ამ ყველაფერს. მინდა სულ ასეთ ბედნიერებს გხედავდეთ მართლა, და ერთმანეთის გარეშე რომ დაგინახოთ დაგახრჩობთ ორივეს. - გაიცინა, ლოლას თვალი ჩაუკრა, მერე მომიბრუნდა და მხარზე ხელი დამკრა. - ძაან მაგარი გოგოა მართლა. (ანანო) ლოლას თავისთვის გაეცინა. დაბლა ჩავედით სადაც უამრავი მილოცვა მიიღო, შემდეგ კი მოტოციკლსკენ ავიღეთ გეზი. -ვაჩე სად მივდივართ? (ლოლა) -არ გინდა წამოსვლა? (ვაჩე) -კი. შენთან ერთად ყველგან წამოვალ. (ლოლა) -რატომ? (ვაჩე) -უბრალოდ მინდა შენ გვერდით ყოფნა და ვსო. (ლოლა) -მაშინ გამომყევი. (ვაჩე) ჩაფხუტი გავუწოდე, განიღიმა და დაიხურა. მოტოციკლი ადგილს მოწყფდა. წინასწარ მქონდა ჩაფიქრებული სად წავიყვანდი. შაორის ტბაზე ჩავიყვანე. უბედნიერესი სახით მიყურებდა და მადლობებს მიხდიდა. ტბასთან ახლოს, ნაპირზე დავსხედით. თავი მხარზე დამადო და ჯიბიდან სავი კოლოფი ამოაძვრინა.გაიღიმა და გახსნა. ორი ტყავის სამაჯური იდო ლათინური ინიციალებით. აშკარად ერთი ჩემთვის იყო, მორე ლოლასთვის. -რას ფიქრობ? (ლოლა) -გინდა გაკეთება? (ვაჩე) -მე კი, შენ? (ლოლა) -არ ვიცი. მინდა მაგრამ, უბრალოდ არა არის აუცილებელი, ეს ჩვენი შეყვარებულობანას თამაში უბრალო ფორმალობაა, შენ დასაცავდ. (ვაჩე) -ანუ ეს ყველაფერი შენთვის უმნიშვნელოა? (ლოლა) -არა არა ლოლა... (ვაჩე) -კარგი ვხვდები რასაც გულისხმობ. არაუშავს არაფერია. არ მომაქციო ყურადღება. (ლოლა) -პატარავ მომისმინე. - თავი დავხარე და გავაგრძელე - უბრალოდ ისე არ არის როგორც შენ გგონია. - არ მინდოდა ასეთ მოკლე დროში ამ თემაზე ლაპარაკი. მინდოდა კარგად გაეცნო და შემდეგ რა თქმა უნდა დაველაპარაკებოდი ამ თემაზე მაგრამ ახლა მართლა ადრე იყო, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. - პირველად რომ გნახე, მას მერე მომწონხარ. აქამდე როგორც ანანომ გითხრა არავინ მყვარებია და არც არავის შეყვარებას არ ვაპირებდი. ამ გრძნობის მეშინია. მაგრამ მგონია, რომ ეს გრძნობა შენ მიმართ სწორედ რომ სიყვარულისკენ მიდის და უკან დახევა არ მინდა. არ ვიცი ჩვე შორის რა და როგორ იქნება. ამ ყველაფრის დამავას აღარ ღირს. (ვაჩე) -გითხრა სიმართლე? (ლოლა) -გისმენ (ვაჩე) -იგივეს განვიცდი. მრცხვენია ამ ყველაფრის, მაგრამ შენთან მართლა ისე გავიხსენი როგორც არასდროს არავისთან და არ მინდა ამ ყველაფრის დაკარგვა. (ლოლა) -შენი აზრით რა უნდა ვქნათ? (ვაჩე) -არ ვიცი, ალბათ ჯერ ერთმანეთ უნდა გავიცნოთ უკეთ. ასე მარტივად ხომ არაა ყველაფერი. გვინდა და მორჩა. ეს ამ წუთას გვინდა, მაგრამ ერთმანთის გაცნობის შემდეგ შეიძლება სულ შეგვძულდეს ერთმანეთი ამიტომ მგონი მოცდა ჯობს. (ლოლა) -ჩემი მიხვედრილი გოგო ხარ შენ . (ვაჩე) შბლზე ვაკოცე. შემდეგ სამაჯური გამოვართვი და მარცხენა ხელზე გავუკეთე, იგივე გაიმეორა თვითონაც. საუკეთესო იყო ეს გოგო ყველანაირად ყველაფერში. რაც ყველაზე მთავარი იყო, ისაა, რომ ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი და მეტი არავისი. მოტოციკლს სავარძელი ავხადე და პლედი ამოვიღე. ლურჯი იყო, კუბოკრული. პლედზე ვისხედით ჩუმად. უცებ ხელი გამიშვა და გადაწვა. მივბაძე და ხელი კისერზე მოვხვიე. მთელი ზალით მომეხუტა და თავი გულზე დამადო. მციოდა საშინლად, თუმცა მისი სიახოვე მითბობდა სულს დ უკანა პლანზე წევდა გაყინულ სხეულს. ვარსკვლავებს ვუყურებდით, შემდეგ კი სიცილი აუტყდა და ორად მოიკეცა სიცილისგან. -რა გაცინებს პატარავ? (ვაჩე) ეშმაკურად ვკითხე. -რაღაც . (ლოლა) ისევ გადაიკისკისა. -ჰეი ჰეი... მითხარი, თორემ ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, შემიძლია სხვა ზომებს მივმართო - გვერდიდან ვუყურებდი. - რაც საკმაოდს არ მოგეწონებათ პატარა ქალბატონო. (ვაჩე) მკაცრი და მომთხოვნი ბარიტონით ვუთხარი. -რა ზომებს? (ლოლა) -არ გირჩევ გამოცადო. (ვაჩე_ თავისას აგრძელებდა, მე კი ჩემსას არ ვთმობდი. -და შენ რა იცი? - გასწორდა და თვალები გამისწორა - იქნებ მინდა... - ეშმაკური გამომეტყველები მითხრა თან აშკარად ისევ მიწვევდა. აღარ დავამთავრებინე სიტყვა, ზევიდან მოვექეცი და ღუტუნი დავუწყე. წონასწორობა ვერარ შევიკავე და გადავყირავდი. ახლა ის მომექცა ზემოდან, გააგრძელა ჩემი დაწყებული საქმე და შემომიტია პატარა ხელებით. ხელები გავუკავე და სიც მკერდზე ამეკრო მთელი სხეულით. ხმა ვეღარ ამოიღო, მეც ჩუმად ვიყვი და ამ კომფორტით ვტკბებოდი. გამოგიტყდებით და მხოლოდ მის ვალებს ვუყრებდი, არც ერთხელ არ გამიხედავს მისი მადის აღმძვრელი ტუჩებისკენ. ისე მითვალიერებდა სახეს თითქოს ყვალა ნაკვთს იზეპირებდა, რომ არასოდედ დავიწყებოდა. როდესაც ტუჩებზე შემომხედა დაიბნა, ჩემი მზერის დაჭერისთანავე კი სწრაფად ადგა და წელში გასწორდა. -გვიანია ვაჩე. თან საკმაოდ აცივდა. მგონ ჯობს უკან დავბრუნდეთ არა? (ლოლა) დაბნეულმა მითხრა, შორტები დაიფერთხა და დამელდა როდის ავდგებოდი. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. სასტუმროში დავბრუნდით. მხოლოდ მთხოვა ჩემთან დარჩიო. ასეც მოვიქეცი. გვერდით მივუწექი და ისიც მაშინვე მორფეოსის სამყაროშიგადაეშვა, მე კი ამ ქვეყნად მისი სიზმრების სადარაჯოდ დავრჩი. პ.ს. ამ თავის წერა ნამდვილი ტანჯვა იყო. სამჯერ წამეშალა და სამივეჯერ თავიდან მომმიწია დაწერა ასე რომ მეპატიება პატარა თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.