შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან საუბრები (სრულად)


27-11-2016, 21:33
ავტორი likuna12345
ნანახია 3 266

-გეშინია?
-მეც!
ის რაც გაშინებს, გაფორიაქებს და თავს არარაობად გაგრძნობინებს უნდა შეებრძოლო, სხვანაირად არ გამოვა, გესმის?!
უყურებ და გრძნობ, როგორ გეცლება ფეხებში ძალა.
უყურებ და გრძნობ, როგორ გაწვება ზიზღი სხეულში, ჯერ ქვემოდან-ზემოთ მოიწევს, შემდეგ პირიქით და ეს იქამდე გრძელდება სანამ მხედველობის არედან არ დაიკარგება იგი.
და მაინც,
რაში, ვიში ხედავ შველას?
სამზარეულო ოთახში გადიხარ, მზერას მაცივარზე დაკრულ სურათებს ავლებ და მთელი სისწრაფით აივანზე გადიხარ. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ჰაერი არ გყოფნის. თითქოს, სულში ვიღაც გიფათურებს ხელებს.
თვალებს ხუჭავს და....
-თავისუფლება
-შენ ხარ!
-ვაგროვებ
-მოგონებებს
-მენატრება
-სიყვარული
-დავდივარ
-თავისუფლების კვალდაკვალ
-ვამზადებ
-„ჩემს თავს სრულყოფილებისთვის
ისევ გამოჩნდი, როგორც ყოველთვის ისევ გამოჩნდი. ურევ ყველაფერს ურევ მაგრამ მე მაინც...“
აღარ ვარ ისე, ალბათ იმიტომ რომ ემოცია შენთან შეხვედრისთვის შემოვინახე.
მენატრები...
შენ? შენ თუ გახსოვარ?
რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ და კედელს ვეჯახები, თვალებს ვახელ და ვხდები. ვხდები, რომ გონებისა და ოთახის ყველა კუნჭულში ცხოვრობ.
-„იცი ვითომ ხარ და თან არ ხარ
ჩვენი ურთიერთოა ვირტუალურია
მაგრამ, მაინც
ძალიან მეშინია შენი დაკარგვის!“
მე ვიცი, რომ ახლა მეზიზღები, ისიც ვიცი რომ როგორ კი მომწერ ისევ შემიყვარდები, გავტყდები და დავიფერფლები. და ყოველივე ამისა, მე მაინც გპატიობ, იმას რაც შენ არ დაგიშავებია და მე დანაშაულად მივიჩნიე.
-„თავისუფლება არ არსებული შავი ფერის მსგავსია, რომელიც არ არსებობს და ჩვენ ვქმნით“
ისევ დაბრუნდი
დარუნდი რა...
და აი ახლა, როცა წამიერად უსაშინლესად მომენატრე მე ისევ ვერ გიტან. რომ იცოდე როგორ მინდა ყველაფერი გითხრა დ დავისვენო, რომ იცოდე როგორ ერთდროულად დამძიმებული და მშვიდი ვარ.
-„მეხსიერებაში, იმდენჯერ წარმოვიდგინე შენთან შეხვედრა,იმდენჯერ!“
რას ველოდები შენგან?
სიყვარულს?
სითბოს?
ისევ გამოჩნდი და ისევ დავიწყე ღამ-ღამოით ფიქრი შენზე, მაგრამ აღარაფერს ვამბობ იმიტომ რომ არაფერი ვიცი. გუშინ განსაკუთრებულად მძაფრად ვიგრძენი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შენთან საუბრები. მივხდი, რომ არ მინდა წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან და როცა შენ წახვალ, რაც გარდაუვალია ჩემი სული თან გამოგყვება მარტოსული რომ არ იყო.
მანამ სანამ ეს მოხდება
მოდი
გავაფერადოთ, ერთმანეთი გავაფერადოთ!
იმ დღეს იმდენი ხანი ვლაპარაკობდით და თავი ისე ლაღაც ვიგრძენი, მეგონა ყველაფერი ისევ კარგად იყო მაგრამ სინამდვილეში არაფერია. აღარ ვიცი რა უფრო მენატრება.
შენ თუ შენთან საუბრები?
ან იქნებ ორივე ერთად?
-„წავიდეთ?
-სად?“
დავდივარ ქუჩებში და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შენც იქ ხარ, მხედავ, ჩემს ყველა ნაბიჯს აკვირდები.
მითხარი, იქნე შენ იცოდე პასუხი ჩემს კითხვეზე. დამასვენე! მაგრძნობინე თავისუფლება და მომეცი შანსი რომ ვიგრძნო ფრთები. რომ იცოდე რამდენს ვფიქრობ შენზე, მაგრამ შევეშვი, ვიგრძენი რომ ჩემი დრო აღარაა.
-„მინდა, რომ გვერდით მეჯდე
-რას მეტყოდი
-არაფერს და შენ
-გკითხავდი დედა დათვში რამდენი ვარსკვლავიათქო“
გამარჯობა
მენატრები
მეფიქრები
გელოდები
ნუ ეგოისტობ!
იბრძოლე
მითხარი
მელაპარაკე
სად ხარ?
-„ჩაიცვი წავედით“
მინდა, რომ იქამდე ვწერო შენზე, სანამ საერთოდ არ ამოგშლი ჩემი გონებიდან, სანამ ჩვენი“მწვანე“ ფერი ლომონისფრად არ გადაიქცევა.
მწვანევ
აღარ შეუძლია შენს ჭაობისფერს შენი მასპინძლობა, დაიღალა გესმის?
ვერ ვეგუები
ვერ ვეგუები, რომ შენმა წასვლამ მე ასე ამრია და დამასუსტა შინაგანად. დამნაშავევ, ჩემო მწავნე დამნაშავევ!
თავს ცარიელად ვგრძნობ
ძალიან მოულოდნელად დავცარიელდი, დავპატარავდი, მარტო დავრჩი. ალბათ, იმიტომ მიჭირს შენი წაშლა რომ შენი ფერი მეჩემიანება და ეგოისტურად მიჭირს მისი გაშვება.
-„მიუხედავად იმისა, რომ ვიცი გძინავს მაინც ეგოისტურად მინდა გეღვიძოს“
ვიღიმი იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ და ცრემლებს ვგრძნობ იმიტომ რომ მახსენდება ყველაფერი რისი გახსენებაც შეიძლება. ჩემს წინ რომ იდგე უბრალოდ იქვე კუთხეში ჩამოვჯდებოდი და მზერას არ მოგაცილებდი.
-„მეშინია შენი ნახვის
-რატომ?“
ქარია
ქარი ქრის!
მინდა მანქანაში ვიჯდე და მთელი სისწრაფით შენსკენ მომავალ გზას მივუყვებოდე. მეშინია იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი რიგზეა ისე როგორც უნდა იყოს. რომ კარგად ვარ მე და კარგად არის იგიც. ვერც წინ მივიწევ და ვერც უკან.
რამდენი მიზეზი მაქვს რომ მეზიზღებოდე და რაოდენ ცოტა შენი სიყვარულისთვის. მეზიზღება ჩემი თავი იმის გამო რომ ერთდროულად ძლიერი და სუსტი ვარ. რომ შემიძლია რამდენიმე წამში დავასრულო ის რაც სინამდვილეში „არ არსებობს“.
-„გელოდებოდი
-იტყუები, იტყუები, იტყუები
-მწვანევ
-შორს მინდა წასვლა, უფრო შორს
-ნუ წახვალ შორს
-ნუ წახვალ იქ, მოდი აქ“
აღარ დაბრუნდე
აქ შენ აღარავინ გელოდება
აქ ყველაფერი დაივიწყეს რაც შენ გეხება
მინდა, რომ ერთმანეთის პირისპირ ვიდგეთ და უბრალოდ გიყურებდე. გიყურებდე არა იმიტომ რომ მენატრები, უბრალოდ მინდა დავინახო რას გრძნობ, რას იგრძნობ, როცა შენს სიახლოვეს ვიქნები.
შენ მე დამდევ
ყველგან
როგორც აჩრდილი პატრონს!
დღეს 25 ნოემბერია დღის 3 საათია და ბოლოს წინა შეტყობინებას ვგზავნი შენთან თან ჩემს მისამარს ვატან , მინდა პირველად და უკანასკნელად მოხვიდე ჩემთან.
-„ საერთო სულები ვართ“
ვიგრძენი, საბოლოოდ ვიგრძენი რომ დავცარიელდი რომ ერთმანეთს აღარ ვეკუთვნით. და ჩვენი სულებიც აღარაა საერთო. ჩემი მეხსიერებიდან საერთოდ ამოიშალა შენი ხმა..
მარჯანიშვილის 7
მეორე სადარარბაზო
მეოთხე სართული
ბინა 27
თეთრი კარები.
-„მომენატრა შენთან საუბრები“
დღეს უკანასკნელი შეტყობინეა მიიღე ჩემგან.
იფიქრე ჩემზე და მითხარი რას გრძნობ, გრძნობ?
ვიცი.
რა დაგრჩა ჩემგან? მოგონებები?
დახუჭე თვალები და იგრძენი ჩემი შეხება , იგრძენი როგორ გეხები აკანკალეული ხელებით ჯერ მარჯვენა შემდეგ მარცხენა ლოყაზე, თვალებზე და .
შენ იღიმი.იღიმი ისე, რომ თვალებს არ ახელ, მე კიდევ უფრო ახლოს მოვიწევ და ვუყურე როგორ თრთი ჩემი შეხებისას. ხელს გიშვებ შენ კი შეშინებული, მარტოდ დარჩენილი ბავშვივით მაყოლებ მზერას.
არაფერი უბრალოდ ზოგჯერ
მინდა
ადამიანს ვუთხრა
რას ვგრძობ მის მიმართ
რომ იცოდეს
რას ველოდები(ველოდი) მისგან!
და მაინც
რა ფერია შენი სული?



№1 სტუმარი 13

სული ?

მწვანე..

 


№2 სტუმარი გვანცა))

პირველი ისტორიაა შენი რომელიც წავიკითხე და...მომეწონა,საშინლად მომეწონა❤

 


№3  offline წევრი stichi-19

ძალიან კარგია ძალიან ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent