შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებულთა კუნძული 4


28-11-2016, 11:21
ავტორი mariia
ნანახია 1 980

ექიმისთვის განკუთვნილ ოთახში მითითებენ.მეც სწრაფად იქ შემყავს და ფრთხილად საწოლზე ვაწვენ.  ჰანას დედა ექიმს შეშფოთებული ელაპარაკება რაღაცას,ყურადღებას ვერც კი ვაქცევ. მაისურზე ჩაჭიდებულ ხელს ვახსნევინებ და იმ ხელზე ხელს ვკიდებ. მეორე ხელით კი თმა უკან გადამაქვს. არ მახსოვს სათვალე და ქუდი როდის მოვიხსენი. ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებდა. ოთახში ჰანასთან მე და ექიმი ვრჩებით მხოლოდ. ქალბატონი ჰერიმი კარებთან დგას და იქედან უყურებს ჰანას. შეიძლება არ იცის,რომ მისი შვილია,მაგრამ მაინც ღელავს.
- წნევა დაუვარდა- ამბობს ჩუმად ექიმი კალეიდოსკოპის მოხსნის შემდეგ.  - წამალს გავუკეთებ და მალე მოვა გონს. ნუ ღელავთ თქვენი გოგონა მალე მოვა გონს-მიყურებს და იღიმება. "ჩემი გოგონა" ეს ორი სიტყვა მეხვევა და გონებაში ტრიალებს. ვიცი,რომ ჩემი არ არის და არც იქნება, მაგრამ მსიამოვნებს ექიმის სიტყვები.
წამლის გაკეთებიდან მალევე მოდის გონს. ოთახში მასთან ახლა მხოლოდ მე ვარ.
- ჰანა როგორ ხარ?-თვალებს ახელს და წამიერად საწოლზე იწევა. ხელს ვაშველებ და წამოჯდომაში ვეხმარები.
- რა მოხდა?  - შუბლს კრავს და ოთახს ათვალიერებს. სანამ რამეს ვიტყვი მის სახეზე ვკითხულობ, რომ უკვე ახსენდება.- წავიდეთ აქედან მალე - საწოლიდან დგება. ხელს ვუჭერ და ვაჩერებ.
-ეს არასწორია. არ ფიქრობ, რომ ზედმეტია ის რასაც შენს ოჯახს უკეთებენ?- წუთიერი დუმილი ისადგურებს. მის თვალებში ერთმანეთში ამღვრეულ გრძნობებს ვხედავ.
- უკეთ ხარ?- ოთახში დედამისის თბილი მოსიყვარულე ხმა ისმის.
- დიახ გმადლობთ- ხმა უკანკალებს. ვატყობ არაფრის თქმას არ აპირებს. რაც ჩემს ნერვებზე მოქმედებს.ერთი ნაბიჯით წინ ვიწევი პირს ვაღებ ყველაფერის სათქმელად. მაგრამ მალევე ვშეშდები. ხელზე ჰანას ხელს ვგრძნობ. მისკენ ვიხედები. თავს უარყოფის ნიშნად აქნევს და მეც მის ნებას იძულებით ვყვები.
- გავიგე, რომ ჰანა გქვია- ამბობს ქალი ისევ მომღიმარი თბილი ხმით.  - ისევე როგორც ჩემს გოგონას - ვხდები ჰანას რამხელა ძალისხმევად უჯდება ახლა გაღიმება, მაგრამ მაინც იღიმება. ქალის ყურადღებას ჰანას მარცხენა ხელი იქცევს,რომელიც ჩემზე აქვს ჩაკიდებული და მის საათს უყურებს.
- გაუმართლა თქვენს შვილს, რომ თქვენნაირი დედა ყავს- მის მომღიმარ სახეზე ცრემლი გორდება. ხელს მიშვებს და უცებ იწმენდს სახეს.- ჩვენი წასვლის დროა- მზერა ჩემზე გადმოაქვს,შემდეგ ისევ დედამისს უყურებს. - ყველაფერისთვის დიდი მადლობა - თავს ხრის და კარებისკენ მიიწევს. მეც მორჩილად მივყვები.
- ჰანა- ისმის ქალის აღელვებული ხმა. ორივე კარებთან ვიყინებით. სადღაც გულის სიღრმეში იმედი კიდევ მაქვს, რომ იცნობს. უკან ბრუნდება და დედას ამღვრეული თვალებით უყურებს.- თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია ჩემთან მოხვიდე ან დამირეკო- ჩანთიდან ბარათს იღებს და მას უწვდის.  ისიც ხელის კანკალით ართმევს.
- არამგონია კიდევ შევხდეთ ერთმანეთს. აქ დიდიხანი აღარ დავრჩები,მაგრამ მადლობა. - ნერვიულად იცინის. როგორ თუ აღარ დარჩება?  მთელ გონებას იცავს ეს სიტყვები.
- სამწუხაროა. -თავს ხრის ქალი.
- შეიძლება სანამ წავალ ჩაგეხუტოთ? ძალიან გავხართ დედაჩემს - მორცხვად ამბობს.
- რა თქმა უნდა- მალევე პასუხობს და ხელებს შლის ქალი. ჰანაც მაშინვე ადგილს წყდება და გულზე ეკვრება. ამ სცენის შემყურე თვალებში ცრემლები მიდგება, მაგრამ თავს ძალას ვატან არგადმომცვივდეს. თავს უკან ვაბრუნებ.
- დედა აღარ მივდივართ?- ოთახში ყალბი ჰანა შემოდის.  დედა-შვილი ერთმანეთს შორდება.
- კარგად იყავით - თავს ხრის ისევ ემშვიდობება და ოთახს ტოვებს. მეც უკან მივყვები. გასვლამდე  სხვისი ცხოვრებით მცხოვრების მზერა ვიგრძენი, ისეთივე როგორც ჩემი დანახვისას ხშირად აქვთ ხოლმე. წამიერად გაბრაზებულ მზერას ვავლებ და ოთახს ვტოვებ.
****
ჰანა

ჩემში ერთად იმდენი ემოციაა თავმოყრილი ვერც კი გადმოვცემ. ტკივილი და სიხარული ერთმანეთის მონაცვლეობით უტევენ ერთდროულად გულსაც და გონებასაც. მე ისევ დედის გარეშე განვაგრძობ ცხოვრებას. ის კი ბედნიერი იქნება თავის შვილთან ერთად.  მანქანასთან უხმოდ მივდივარ. ჯონგინიც ჩუმად მომყვება. ვიცი ვერ ხვდება ჩემი გადაწყვეტილების მიზეზს და ალბათ სხვაც ვერ მიხვდება,მაგრამ არ  მინდა ტკივილი მივაყენი მას. ბედნიერია იმ ჰანასთან ერთად. მაისურზე დაქაჩვას ვგრძნობ. უკან ვიხედები. პატარა გოგონა ჩემს წინ დგას.
- რა იყო პატარავ?- მასთან ვიმუხლები და გაბუშტულ ლოყებზე ხელით ვეფერები. მე თვითონაც ვერ ვგებულობ სად ვპოულობ გაღიმების ძალას.
- ხომ თქვი, რომ დედა უნდა გენახა. რატომ მიდიხარ? - ტუჩებ გაბუსხული მიყურებს. მთელ სხეულში მივლის მისი სიტყვები მჟავასავით. მთელი შიგნეულობა მეწვის.
- ვფიქრობ მისი მოძებნა ძალიან დავიგვიანე- ძლივს წარმოთქვამ ამ სიტყვებს.
- მე,რომ შემეძლოს დედიკოს ნახვა აუცილებლად ვნახავდი. თუმცა ის ანგელოზად გადაიქცა და მას მხოლოდ სიზმრებში შეუძლია მნახოს.როცა ისევ ვნახავ ჩემ დედიკოს ვთხოვ ღმერთს თხოვოს შენი დედიკო იპოვო- პატარა ბავშვია თუმცა ბევრ დიდზე უკეთ აზროვნებს. მეტი აღარ შემიძლია. თვალებში მოწოლილი ცრემლები ერთიანად მწყდება. პატარა კი თავის თათებს მახებს და მწმენდს. ვიხუტებ  და ნაზად ვკოცნი ლოყაზე.
შენობიდან გამომავალ დედაჩემს და იმ გოგონას ვხედავ. პატარას ვემშვიდობები და სასწრაფოდ მანქანაში ვჯდები. ჯონგინიც მალევე რთავს ძრავას და იქაურობას ვშორდებით.
****
სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ჯონგინი ჩემზე ბრაზობს მე კი უბრალოდ ძალა არ მაქვს რამის თქმის. მანქანას სახლთან აჩერებს. უკვე მოსაღამოვებულია. სანამ გადავალ ჯონგინის ხმა მესმის.
- მაპატიე.  - თავს დაბლა ხრის. ზედაც კი არ მიყურებს. - მინდოდა გამეხარებინე და უფრო მეტი ტკივილი მოგაყენე.
- შენი ბრალი არ არის ის რაც ჩემს ოჯახში ხდება.  უბრალოდ ზედმეტად ცუდი ადამიანები ყავს გარშემორტყმული.
- რატომ არ გინდა დედაშენს სიმართლე უთხრა?  -წეღანდელთან შედარებით ახლა თვალებში მიყურებს.
- ვერ დაინახე რამდენად ბედნიერი იყო როცა მისი შვილი მოვიდა? მის თვალებში ბრწყინვალება ვერ შენიშნე?  უბრალოდ არ მინდა ტკივილი მივაყენი.  არ მინდა ვუთხრა, რომ ტყუილში აცხოვრებენ. - თვალებს ვხუჭავ და ღმად ვსუნთქავ.
- მაგრამ ის მისი შვილი არ არის - ცრის კბილებიდან. 
- ჩემი მიზეზით შეიძლება იმ გოგოს  ცხოვრება დავუნგრიო. იქნებ სხვა არც არავინ ყავს დედაჩემის გარდა. მას დედასავით უყვარს და უფრთხილდება. იმას აკეთებს რაც მე უნდა მექნა ამდენი ხნის მანძილზე და ახლა ვერ მივალ და ვერ ვეტყვი, "მე დავბრუნდი. მადლობა, რომ დედაჩემთან იყავი ამდენი ხანი. ახლა კი თუ შეიძლება  ჩემი ადგილი დამითმეთქო" -ყელში ბურთივით მაწვება თითოეული სიტყვა.
- არ მესმის. არ მესმის შენი. - საჭეზე ხელს ურტყავს.- მართლია ბიძაშენი ზედმეტად კეთილი ხარ ყველას მიმართ. - ლამის ბოლო ხმაზე ყვირის.
- ეს ჩემი გადასაწყვეტია! - მოჩვენებითი სიმშვიდით ვპასუხობ.
- მართალია მე ვინ ვარ?!- გაბრაზება ნერვიულ სიცილში გადაუდის. - შეგიძლია გადახვიდე.- მანქანიდან გადავდივარ,სანამ კარებს დავხურავ მისკენ ვიხედები. ისევ საჭეს არის ჩაფრენილი.
- შენ არ მოდიხარ?
- არაა!- მანქანას ადგილს წყვეტს კარების მიხურვას ვერც კი ვასწრებ თავისით იკეტება.
- ჯონგინ...- მცდება ნერვიულად, როცა დიდი სისწრაფით მიმავალს ვხედავ. ქუჩის კუთხეს ეფარება. კიდევ ცოტახნით ვდგავარ.
სახლში შესულს ჩემი დატოვებული პარკები ისევ მისაღებში მხვდება. სახლი ისევ ცარიელია. პარკები ჩემი ოთახისკენ მიმაქვს. თითეული კიბის ავლისას თვალებში ცრემლებისგან გამოსახულება სულ უფრო და უფრო იშლება. რად მინდა ეს ტანსაცმელი ან საერთოდ რა მინდა? ჩემს დანიშნულებას ვეღარ ვხვდები ამ ქვეყანაზე. ხანდახან მგონია, რომ იმ ავარიის დროს უნდა დავღუპულიყავი. თუმცა ასე არ მოხდა და ახლა ყველაფერი ასე მიბრუნდება. ოთახში ძლივს შევდივარ. ზურგს უკან კარებს ვხურავ და პარკებით ხელში ვიკეცები. ხელებს პირზე ვიფარებ და მთელი ხმით ვყვირი
- ააააა....- ვყვირი და მინდა ეს ხმა ჩემშივე ჩავკლა. ყვირი,რადგან საშინლად მტკივა. მტკივა სხეულის ყოველი კუნთი, ყოველი უჯრედი. იატაკზე ლოკოკინას ფორმაში ვიკუნტები და ისევ განვაგრძობ ჩემი ტკივილის ყვირილით გამოტანას. მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოა,მხოლოდ წამიერი შვება და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.
***
არ ვიცი ფანჯრის რაფასთან რამდენი ხანია ვზივარ. ალბათ ერთი საათი,ორი საათი ან შეიძლება სულაც რამდენიმე წუთია ასე ვარ. დროის შეგრძნება სულ დავკარგე.ჰორიზონტს გავყურებ. ერთ წერტილში ვიყურები მხოლოდ.  აღარც არაფერზე ვფიქრობ. მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ. მზერა ჯერ ხელზე გადამაქვს,შემდეგ კი მის პატრონზე.
- მაპატიე, რომ დამაგვიანდა. სადღაც მინდა წაგიყვანო- ხელს ხელზე მკიდებს და საყვარელად იღიმება.
-ბექიონ...- გაპროტესტების უფლებას არმაძლევს.ფეხზე ასადგომად მიბიძგა და მეც მაშინვე ვდგები.
- უბრალოდ გამომყევი. - ისევ იღიმება. ხელის მარტივი მოძრაობით ჩემი თმა ყურს უკან გადააქვს. მიუხედავად იმისა, რომ წუთის წინ მეგონა გასაღიმებლად ძალა  აღარ მქონდა ახლა ვიღიმები. ხელს უფრო უკეთ მკიდებს.დაბლა ჩავყავართ. კარებში ახლახანს მოსულ ბიჭებს ვხვდებით.
-გამარჯობათ...
- ნახვამდის...  - სწრაფად გავდივართ კარში უკან კი გაოცებულ მზერებს ვიჭერ. დღეს უკვე მეორედ გამოვყავარ ასე სახლიდან ვიღაცას. მანქანაში მსვავს და  გაურკვეველ ადგილზე მივყავარ. კითხვებს არ ვსვავ ჩუმად ვზივარ და მოძრავი მანქანის ფონზე მოთამაშე ლამპიონების შუქს ვაკვირდები.
- ტადამ.. მოვედით - მანქანას აჩერებს და მხიარულად იყურება. წინ ატრაქციონების პარკია. აქ ხშირად დავდიოდი პატარაობისას. მანქანიდან გადავდივარ. სახეზე ჩემდა უნებურად ღიმილი მესახება. მართალია უფრო უკეთესად გამოიყურება აქაურობა,თუმცა ადგილი იგივეა.ატრაქციონებიც კი იგივეა უბრალოდ შელამაზებულია.
- მოგწონს?- ყურთან ჩურჩულით მეუბნება. ხმაში ეტყობა კმაყოფილება.
- აჰამ...- თავს ვუქნევ. ახლა კმაყოფილებას უკვე მის სახეზე ვხედავ.
- მაშინ შევიდეთ- ხელს ისევ მკიდებს და კარებისკენ მირბის. მეც მივყვები.
- დაკეტილი, რომ არის?- დამწუხრებული ხმით ნათქვამი გამომდის.ჩერდება ხელს მიშვებს.სამაგიეროდ ხელებში ჩემს თავს იქცევს და ძალიან ახლოს მოდის.
- ჩვენთვის გაიღება - თვალს მიკრავს და ისევ პარკისკენ მივყავარ. კარებთან მისულებს ვიღაც გვიღებს და შიგნით გვიშვებს. - ცოტახნით ბავშვობაში გადავეშვათ.- ამბობს და თვალებ გაბრწყინებული მიყურებს.მისი განწყობა მეც გადმომედო.
- ჯერ ცხენებზე დავჯდეთ  - ხელს ვკიდებ და იქეთ მიმყავს საითაც მათი მდებარეობა მახსოვს. თითქოს მთლიანად პატარაობაში გადავარდი.  ცხენების შემდეგ მანქანებზე დავჯექით. ეს ბექიონის იდეა იყო. შემდეგ ამერიკულ მთებზე.ბექიონის სხეულს ვიყავი ჩაფრენილი მთელი გზა. ის კი დამცინოდა.თურმე შენც გეშინია რაღაცისო. ახლა კი ეშმაკის ბორბალზე ვზივართ და ნელა მიიწევს ზევით. აქედან ნელ-ნელა ქალაქის ლამაზი ხედი იშლება.
დღეს გადატანილი შოკი და ტკივილი ოდნავ მიყუჩდა. თითქოს მიმავიწყდა კიდევაც.
- მადლობა ბექიონ- მისკენ ვიხედები.
- უკეთ ხარ?- მზრუნველი ტონით მეკითხება. მეც თავს ვუქნევ დადებითად. თავს ხრის თითქოს სიტყვებს ეძებს. - ჯონგინმა მითხრა დღეს რაც მოხდა.
- დედა ვნახე და ჩავეხუტე - ღიმილით ვცდილობ დავმალო ჩემი ტკივილი. - ახლა კი უკან მინდა დაბრუნება- ქვევიდან ვაპარებ მზერას.
- არა... არ წახვალ!- მხრებზე ხელებს მკიდებს და თვალებში მიყურებს.
- ხომ შემპირდი თუ აქ არ მომეწონებოდა დამაბრუნებდი. არ მომწონს აქ და არც მიზეზი მაქვს აქ დარჩენის.- ისევ ეს სისუსტის გამომხატველი ცრემლები თვალებს მივსებს. ბექიონი პირობის შეხსენებისას ხელებს მიშვებს. მე კი უცებ მოწოლილ ცრემლებს ვიშორებ ლოყებიდან.
- დარჩენის მიზეზი,რომ მოგცე?- მის მზერაში ვიყინები. ვერ ვხვდები რა მიზეზზე ლაპარაკობს.
- ბექიონ ტყუილად ნუ...- სიტყვის დამთავრებას ვერ ვასწრებ. წამის მეასედში ძალიან მიახლოვდება. ერთი ხელი კეფაზე თმებში მიცურდება,მეორე წელზე და უფრო ახლოს მწევს. ქვედა ტუჩზე მისი ტუჩების შეხებას ვგრძნობ. არ ვიცი რა უნდა ვქნა უბრალოდ თვალებს მაგრად ვხუჭავ და მთლიანად მას ვენდობი. ქვედა ტუჩიდან მის ტუჩებს ახლა ზედა ტუჩზე ვგრძნობ. თითქოს მთლიანად ვიშლები. სხეულში სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. მუცელში სითბო მეღვრება. თან თითქოს მილიონობით პეპელა ერთიანად ფარფატებს ჩემს შიგნით. სრულიად ყველაფერი მავიწყდება. ისიც კი, რომ ჰანა მქვიაა და მე ველური გოგო ვარ კუნძულიდან.
***
სახლში გვიან დავბრუნდით და ჩვენ ოთახებში ჩუმად შემოვიპარეთ. მთელი ერთად ყოფნის დროს კი ჩემს თითებში თავისი თითები ქონდა ახლართული. მისი ბედნიერი მომღიმარი სახე მახსენდება და მეც სარკის წინ მეცინება. გუშინ ნაყიდი ტანსაცმელიდან ერთ ერთს ვირგებ ტანზე და ოთახიდან გავდივარ. უცებ ვხტები. წინ ბექიონი დგას, რომელიც ერთი ყურიდან მეორე ყურამდე იღიმება.
- დილა მშვიდობისა - ამბობს და უცებ ლოყაზე მკოცნის. მე კი აქეთ-იქეთ ვიყურები იმის შიშით,რომ ვინმე დაგვინახავს.
- გეყოფა! -თითს ვუქნევ თუმცა მაინც მეღიმება - დილა მშვიდობისა. - ვამატებ. იქაურობას კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს და იგივეს გაკეთებას ვაპირებ რაც მან ქნა. მაგრამ ლოყას უცებ წევს და ჩემი ტუჩები მისას ეხება. მხარზე მსუბუქად ვურტყავ და დაბლა ჩავდივარ. ისიც უკან მომყვება და თან ყურთან მეჩურჩულება.
- თუ კიდევ დაგცდება სიტყვა წასვლაზე კიდევ გაკოცებ, თან ყველას თვალწინ - უცებ მისკენ ვბრუნდები. სახეზე ბედნიერი ღიმილი აკრავს.თან თვალს მიკრავს ნიშნის მოგებით. გვერდს მივლის და ქვევით ჩადის. მის საქციელზე მეცინება. პირველად ვხედავ ასე აცანცარებულს.
ოთახში შესულს იქ მყოფების მზერა მეგებება. ამჯერადაც არ არიან  სრული შემადგენლობით. ყველას სახეზე ვხედავ მწუხარებას, თუმცა არ იმჩნევენ ისვე როგორც მე.
- ჰანა აქ დაჯექი - ლეი ხელს მიქნევს და თანს სკამს წევს. მეც იქეთ მივდივარ და ღიმილით მადლობას ვეუბნები.  სუჰო და ჩანიოლი სამზარეულოდან გამოდიან კერძებით ხელში. საოცარი სურნელი ტრიალებს. ბექიონი ჩემს წინ ჯდება და საყვარელად მომღიმარი უყურებს ჩემი მიმიკების ცვლას საჭმელების სასიამოვნო სურნელზე.
- სხვები სად არიან?- ვკითხულობ მანამ სანამ კერძის წვენს მოვსვავ.
- ზოგი მშობლებთან, ზოგი საქმეებზე- ამბობს და თან მაგიდაზე დებს კიმჩით სავსე თეფშს სუჰო. შემოსასვლელი კარების ხმა ისმის და ყველა იქეთ ვიხედებით. სეჰუნი შემოდის და გაშლილი სუფრის დანახვისას სახე ებადრება.
- როგორ მშიოდა- ხელებს ერთმანეთზე უმენს და მაგიდას უჯდება.
- ჯერ ხელები დაიბანე - აგდებს გვერდით მჯდომს დიო. სიცილი მიტყდება სეჰუნის სახეზე.გაბუსხული ბავშვივით მიდის სააბაზანოსკენ და მალევე ბრუნდება.
საუზმე ძალიან გემრიელი იყო და მხიარულადაც ჩაიარა. რატომღაც ჯონგინზე ვღელავ.  გუშინდელი მისი მანქანით ადგილიდან მოწყვეტა მახსენდება და ტანში მცრის. თუმცა შემდეგ ბექიონის სიტყვები მახსენდება. ანუ ამის შემდეგ ელაპარაკა. ვიმედოვნებ,როცა დამშვიდდება ჩემს გაგებას შეძლებს.
არაფრის გაკეთების უფლებას არ მაძლევენ მისაღებ ოთახში ტელევიზორთან დამსვევს და ხელში გადასართველი მომაჩეჩეს. თვითონ კი  სახლის მილაგებას მიუბრუნდნენ. ჯერ ძლივს გავუგე ამ რაღაცას ხელში, რომ მომაჩეჩეს,მაგრამ არსად არაფერია. ერთ არხზე ვაჩერებ და გადართვამდე თითი მეყინება. რაღაც გადაცემაა სადაც დედაჩემი ყავთ მიწვეული გვერდს კი მისი გოგონა უმშვენებს.
-"დიდიხანია თქვენი მოწვევა გვინდა, თუმცა ყოველთვის უარს ამბობდით. მადლობა, რომ დაგვთანხმდით. თან თქვენს ქალიშვილთან ერთად ბრძანდებით,რომელსაც წლებია ეძებდით და მიუხედავად კატასტროფისა მისი პოვნის იმედი არ დაგიკარგავთ."- ვხედავ დედაჩემის სახეზე როგორ გადადის ერთდროულად ტკივილიც და ბედნიერებაც. მისაღებში სხვების ყოფნასაც ვგრძნობ უკვე.
-" პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩემს გოგონას მისი პოვნის იმედი არასდროს დამიკარგავს. არ ვიცი მას როგორი ბავშვობა ქონდა. არც ის ვიცი ვინ მიიყვანა ბავშვთა სახლში. ბევრი რამე არ ვიცი მისი წარსულის შესახებ,რადგან იმ ავარიის შედეგად მიიღი ტრამვა,რაც გახსენებას ხელს უშლის. თუმცა მთავარია,რომ ცოცხალია და ჩემს გვერდით არის"- გვერდით თბილად მომღიმარს გოგონას ხელს ადებს ხელზე ის კი მაშინვე კოცნის. ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს მალევე ვიწმენდ.
-" წელიწად ნახევარია რაც დედა იპოვეთ. მაპატიეთ ამას, რომ გეკითხებით, მაგრამ არ გაგიჭირდათ შეგუება იმ ფაქტთან,რომ დედა გყავთ,რომელიც არ გახსოვთ."-წამყვანი კითხვით გოგონასკენ გადადის.
-" სიმართლე გითხრათ შოკში ვიყავი, როცა მითხრეს თქვენ დედა გყავთ, რომელიც გეძებთ უკვე დიდი ხანია. შეგუებული ვიყავი იმ ფაქტთან,რომ ობოლი ვიყავი. მართლაც შოკი იყო ჩემთვის, თუმცა თავს ძალა დავატანე შევხვედროდი მას. და აი მეც აქ ვარ დედაჩემთან ერთად. დედა იმდენად თბილი და მოსიყვარულეა ძნელია მას მოშორდე და მე ის ხელმეორედ შემიყვარდა." - დედა ამ სიტყვების შემდეგ მას გაბრწყინებული უყურებს. მე კი კიდევ უფრო ვრწმუნდები ჩემს გადაწყვეტილებაში,რომ დავტოვო ყველაფერი ისე როგორც არის. ხელებში შეყინულ გადასართველს ვიღაც უხეშად მართმევს. მე კი მზერას მას ვაპყრობ და არა მარტო მე. ტელევიზორს თიშავს და პულტს კუთხეში ახეთქებს.
- ჯონგინ...- სეჰუნის შეშფოთებული ხმა ისმის. ის კი ვითომ არაფერი თავისი ოთახისკენ მიდის. ოთახში ყველას სახეზე გაკვირვება აწერია მისი საქციელის გამო. მე კი ვხვდები, რომ ისევ არ ეთანხმება ჩემს გადაწყვეტილებას.
******
დილა იმაზე კარგად დაიწყო, ვიდრე უნდა დაწყებულიყო და აი ტელევიზორში გადაცემა ჯონგინის საქციელმა დააგვირგვინა. მის კარებთან ღმად ჩავისუნთქე და კარებზე ვაკაკუნებ.
- არავის ნახვა არ მინდა!- ზედმეტად მკაცრი ხმა ისმის შიგნიდან. კარებს მაინც ვაღებ და შევდივარ. ფანჯარასთან დგას. დგომაშიც კი ეტყობა მთელი სიბრაზე.
- არც ჩემი?- შესვლისას კარებს ზურგს უკან ვხურავ. მაშინვე ტრიალება.  არაფერს არ ამბობს. მიყურებს და მათვალიერებს.
- არც შენი!- ამბობს ჩემი სახის თვალიერების შემდეგ და მაშინვე ტრიალდება. ისევ იმ პოზაში დგება. ადგილიდან ნელი სვლით მისკენ მივდივარ.
- მინდოდა მეთქვა, რომ ვრჩები- ფრთხილად ვცდილობ ვუთხრა. ფანჯრის მინას მზერას აცილებს და ისევ მე მიყურებს. სახეზე ირონიულად ღიმილმა გადაკრა.
- ვიცოდი,რომ გადაგაფიქრებინებდა.- მალევე მაშორებს მზერას. - უკვე გავიგე,რომ რჩები. ახლა კი გადი - ცალ წარბს მაღლა ვწევ. მაგრამ ფეხს არ ვიცვლი. თვალებში ვუყურებ და ვცდილობ გავიგო სად წავიდა ის საყვარელი ბიჭი კუნძულიდან. - კარგი რადგან არ გადიხარ. - უცებ მაისურს იხდის და საწოლზე ისვრის. შარვლის ზედა ღილსაც მალევე აყოლებს. მის მოძრაობას ვხედავ თუმცა მზერას არც ერთი არ ვაშორებთ ერთმანეთს. გამჭოლი მზერით პირდაპირ თვალებში მიყურებს ისევე როგორც მე.
- სად არის ჯონგინი, რომელიც მე კუნძულზე გავიცანი? -პასუხის მოლოდინში მთელი სხეული მეწვის. ვერ ვხვდები ასე რატომ განვიცდი.
- და სად არის ჰანა, რომელიც მე გავიცანი? ის ძლიერი გოგონა სად წავიდა? მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ბრძოლობდა. - ისევ მიყურებს და თან ჩვენს შორის მანძილს ამცირებს. ისე ახლოს მოდის მისი სიბრაზისგან ანთებული თვალების სიმხურვალე მეც კი თვალებს მიწვავს. მკლავებში ძლიერად მწვდება. ვგრძნობ როგორ უჭერს და მეწვის, თუმცა მისი საქციელი გულს უფრო მტკენს.
- ცუდი ბიჭის როლს ირგებ?- ტკივილს არ ვიმჩნევ. მის თვალებში ჩემსას დავაცეცებ და საკუთარ ანარეკლს ვხედავ ცეცხლის ალში გახვეულს. - ნუ იქცევი ასე...
- ვერც კი წამოიდგენ რამდენად ცუდი შეიძლება ვიყო - ხელებს მიშვებს და მშორდება. ზედაც აღარ მიყურებს. ტრიალდება და აბაზანისკენ მიდის. - რო გახვალ კარები კარგად გაიხურე- ამბობს და საბაზანოში კარებს მიღმა უჩინარდება. ისევ იმ ადგილას ვდგავარ. თვალებს ვხუჭავ და უცებ ჩემს ლოყას ცრემლი ეცემა. ღმად ჩავისუნთქე. ხელის სწრაფი მოძრაობით ცრემლი მოვიწმინდე და ოთახიდან გამოვედი.
****
კიბეებზე ჩაფიქრებული ჩავდივარ. ერთდროულად ვფიქრობ ყველაფერზე რაც ხდება აქ ჩამოსვლის შემდეგ.  ერთდროულად დედა ვიპოვე და თან დავშორდი. ჯონგინი აღარ არის ისეთი როგორიც იყო, ისევე როგორც ბექიონი. ბექიონის საქციელი მოულოდნელი იყო და მომწონს ის ისეთი როგორიც ახლაა. თითქოს ახალ გრძნობებს აღვიძებს ჩემში. მაგრამ რატომ დატრიალებს ჩემი ფიქრები ჯონგინს? რატომ მტკენს მისი ყოველი სიტყვა თუ საქციელი გულს?
მისაღებში შევდივარ.  დივნიდან ჩემს დანახვაზე მაშინვე დგება ბექიონი და ჩემსკენ მოდის.
- ცუდად მოგექცა ხო?- ამბობს. თითქოს ჩემს სახეზე კითხულობს ყველაფერს.კიბეებისკენ იწევს. ხელს მკლავში ვავლებ და ვაჩერებ.
- ზედმეტად ცუდ ხასიათზეა - ვცდილობ ღიმილით ვუთხრა და გამომდის კიდეც.
- ხომ გითხარი,რომ არ ასულიყავი. როცა ბრაზობს სჯობს არ გაეკარო.- ლოყაზე ხელით მეფერება. ღიმილსაც უმატებს.
- ბექიონ....- სმენად იქცა ჩემს სიტყვებზე.- შეგიძლია ბატონ ლი სუმანს შემახვედრო?- კოპებს კრავს.
- წასვლაზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ ხომ იცი? და რადგან დაარღვიე შეთანხმება... - წარბს ათამაშებს და ჩემსკენ მოდის.  ხელს პირზე ვაფარებ და უკან ვსწევ. უკმაყოფილო მზერით მიყურებს.
- წასვლას არ ვგულისხმობ. ბიძიას იმედი ქონდა,რომ აქ ჩამოსვლის შემდეგ მასთან გავაგზავნიდი ხალხს ვინც მას  წამოიყვანდა  და თან  მამაჩემის ცხედარს გადმოასვენებდნენ.
- პრობლემა არ არის - იღიმება და ჯიბეში ტელეფონის ძებნას იწყებს.ნომერს კრეფს და ოდნავ მცილდება. ყურში კიბეებზე ფეხის ხმა მესმის და იქეთ ვიხედები. ჯონგინი ჩამოდის და ისევ არ მიყურებს. ისე იქცევა თითქოს იმ ოთახში სულაც არ ვარ.შავი შარვალი,ამავე ფერი სვიტერი და მოსაცმელი აცვია. თავზე კეპი ჩამოეფხატებინა. სახლიდან გასვლისას კარები გაიჯახუნა.მისი ქცევებით ვხვდები, რომ მე მას ვკარგავ. ნელი ნაბიჯით ბექიონი მიახლოვდება.მხარზე ხელს მადებს და მეც ვბრუნდები მისკენ.
- საღამოს გველოდება- ღიმილით ამბობს.  ქაის საქციელზე კი სიტყვასაც არ ძრავს. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და მზერა ისევ შემოსასვლელი კარისკენ გადამაქვს.

****
უკვე საკმაოდ სიბნელეა. მე და ბექიონი მათი კომპანიის წინ ვდევართ. სიბნელის მიუხედავად ბექიონი თავიდან ფეხებამდე შენიღბულია და ქურდივით მიიპარება შენობაში. დაცვა ესალმება და უკანა შესასვლელიდან შევდივართ.
ლიფტით რამდენიმე სართული ავიარეთ.  დიდი დერეფანში გავდივართ. აქეთ-იქეთ ოთახებია. ზოგს მინა აქვს თან და ჩანს შიგნით მოწყობილი აპარატურა.
- ეს ჩვენი სავარჯიშო ოთახია- კარებისკენ მითითებს. ჯერ ისევ გახვეულია თავის ნიღბებში. კარებს აღებს და შიგნით ვიჭყიტებით. სუჰო და სეჰუნი დიდი სარკის წინ ცეკვის ილეთებს ამუშავებენ. ჩვენი დანახვისას ჩერდებიან.
- არა გააგრძელეთ ჩვენ წავალთ- ვამბობ უცებ.
- ძლივს დავისვენებ შემოდი- სიცილით ხელს მიქნევს სეჰუნი. თან ორივე იატაკზე ეშვება ქანცგაწყვეტილი.ვუახლოვდებით და იმ მდგომარეობაში ვჯდებით ჩვენც.
- აქ რა ქარმა გადმოგაგდო?- სუჰო ბექიონს უბრუნდება.- ისე ვარჯიშს არ აპირებ?
- ვაპირებ ხო... ვაპირებ - სიცილით პასუხობს. - ბატონი გველოდება ჰანას საქმე აქვს...- სანამ ყველაფერში ცხვირის ჩამყოფი სეჰუნი გაღებული პირით რამეს იტყვის ოთახში მხიარულად ჩანიოლი შემორბის. თან ხელში ტელეფონს ატრიალებს.
- ახალი სიმღერა ჩავწერე - მზერას ოთახს ავლებს და მეც მამჩნევს - ოჰ ჰანა რა კარგია აქ რომ ხარ...აბა მოუსმინეთ და მითხარით- კმაყოფილი ინაბება და მუსიკას რთავს. სასიამოვნო ბგერები ისმის. ნაზი,მშიდი და მელოდიურია.
- ჩანიოლა...- მუსიკის დამთავრებისთანავე მივმართავ.ცერა თითს ვწევ და ვანიშნებ,რომ მაგარია- ძალიან მაგარია. მომეწონა.
- ამ გოგოს ნიჭი აქვს - ხელით ჩემზე ანიშნებს სეჰუნი. ყველას სიცილი გვიტყდება. პრაქტიკის ოთახი უცებ სათამაშო ცუღლუტის ოთახად გადაიქცა. სადაც ცოტა ხასიათზე მოვედი,თუმცა შინაგანად რაღაც მაინც მაწუხებდა.
  ბიჭებთან გართობის შემდეგ დირექტორთან შევედით. როცა ვუთხარი რის გამოც ვიყავი მისული უპრობლემოდ დამთახმდა და მითხრა, რომ ამ საქმეს ხვალიდანვე მიხედავდა. როგორც თავად თქვა ასე მაინც შეძლებდა მცირედით გადაეხადა მადლობა ჩემთვის.
ისევ იმავე გზით მივდივართ. ახლა ყველაფერი მოხსნილი აქვს ბექიონს და ისე მიაბიჯებს დერეფანში ჩემთან ერთად. რატომ მეგონა ბრაზიანი და უჟმური? სრულად საპირისპიროა. მხიარულია და ცდილობს ყველანაირად ხასიათზე მოიყვანოს ადამიანი.თუმცა მასაც აქვს ბნელი მხარე და ხანდახან ისეთი ხდება როგორიც კუნძულზე იყო. ჩემს ფიქრებზე მეღიმება.
- რა გაცინებს?  - ინტერესით შემომყურებს.
- ბექიონ! -აღელვებული ხმა ისმის.სანამ რამეს ვეტყვი მანამდე პირში სიტყვაც და სახეზე ღიმილიც მეყინება. თვალის დახამხამებაში მასთან ჩნდება და კისერზე ეკიდება.- რაც დაბრუნდი მას შემდეგ ვერ გნახე.
- თეიონ არ მეცალა- თვალებში უყურებს. მის თვალებში ვხედავ ნაბერწკალსაც და ამავე დროს ღელვასაც.
- მაპატიე კარგი? - ისე ამბობს თითქოს  ორივემ იცის რაზე იხდის ბოდიშს,ჩემს გარდა.-სრული იდიოტი ვარ.- მისკენ იწევა და უცებ კოცნის ტუჩის კუთხეზე. თავს ზედმეტად ვგრძნობ. ერთდროულად ისევ აირია ჩემი გრძნობები. გონებაში მწარედ მეცინება ჩემს უსუსურობაზე.
- მე დაგტოვებთ - უხერხულობიდან თავის დახსნას ვცდილობ და ლიფტისკენ მივდივარ.
- ჰანა მოიცა-მის ხმას ისევ იმ გოგონას ხმა ცვლის.
- ბექიონ გთხოვ მომისმინე...- ლიფტში შესული უკან ვიხედები. გოგონას მისი ხელი უჭირავს. ის კი თვალებში უყურებს,შემდეგ ჩემსკენ იხედება.  ალბათ ფიქრობს დარჩეს და მოუსმინოს თუ მე გამომეკიდოს. ისევ მისკენ ბრუნდება. ჩემს წინ კარები ნელი სვლით იხურება. სანამ ბოლომდე დაიკეტება მოსმენასაც ვასწრებ და დანახვასაც. როგორ ეხვევა ორივე ხელებით ძლიერად კისერზე
- ჩემი ბრალია ყველაფერი. კიდევ კარგი ცოცხალი დამიბრუნდი. ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ შენი გულის ტკენას - იმდენად გულწრფელია მისი აკანკალებული ხმა და თვალებში ჩამდგარი ცრემლები,რომ მასზე ვერც კი ვბრაზდები.
ლიფტი ნელა მიდის დაბლა მე კი ჩაკეცილი ვარ და მუხლებზე თავი მიდევს. როგორ უცებ დაემსგავსა წამიერი ლამაზი სიზმარი კოშმარს.
მკერდში გული ისე დამძიმდა,მგონია ლოდად იქცა. ვფიქრობ ახლა რა იქნება? ან რა უნდა იყოს?! მხოლოდ და მხოლოდ კოცნა იყო ყოველგვარი გრძნობების მოზღვავებისგან შორს?!. ალბათ ასე იყო... თვალებს მაგრად ვხუჭავ.  არ მინდა ამის დაჯერება. მე ხომ ის მომწონდა...ლიფტის კარი ზრიალით იღება. ფეხზე სწრაფად ვდგები და გასასვლელისკენ გავრბივარ. დაცვის "ნახვამდის ქალბატონო ჰანა" -ს ვერც კი ვიმჩნევ. ჰაერზე გასული ღმად ვსუნთქავ თითქოს სადაცაა სასუნთქი მილები გადამეკეტება.

- ასე როდემდე შეძლებ?- ეს ხმა ისე მოულოდნელად და ისე ახლოდან მომესმა. მეგონა მელანდებოდა,მანამ სანამ უკან არ მივიხედე. ასე გვიან თან აქ დედაჩემი რას აკეთებს ვერ ვხდები. ლოყებზე ცრემლებს ვიწმენდ.
- რას გულისხმობთ?- ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო. არადა ახლა ყველაზე მეტად მისი ჩახუტება მინდა.
- როდემდე აპირებ დედა მოატყუო და შორიდან უყურო??- ცდილობს გაბრაზებული სახით თქვას მაგრამ არ გამოსდის. ცრემლები წინ უსწრებს.- მე მატყუარად არ გზრდიდი. ბიძაშენს მოვკლავ ამისთვის.
- დედა...- როგორი თბილი ყოფილა ეს ერთი პატარა სიტყვა. მითუმეტეს თუ ამას პირდაპირ მას ეუბნები. ხელებს შლის და მეც მაშინვე მის მკერდზე ვეკვრები. მასთან ჩახუტება ახლა ისე მჭირდებოდა და თან ისე თბილია...ამდენი ხნის შემდეგ მე მას ისევ ისე ვეხვევი... გულნატკენი შვილი, რომელსაც ძალიან სტკივა. ყველა და ყველაფერი... სახეს ხელებში იქცევს და ცრემლით დანამულ სახეზე კოცნებს მიტოვებს. ძლივს ვასწრებ რამდენჯერმე მეც ვაკოცო მის უკვე ასაკ დატყობილ თუ მაინც ლამაზ სახეს.
- ჩემი გოგო...მართლა შენ ხარ... სუნიც კი იგივე გაქვს..-ღმად იყნოსავს ჩემს სუნს.- მაპატიე,რომ იქ ბაღში...- ტუჩებზე ხელს ვაფარებ. უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევს.
- უბრალოდ დავივიწყოთ ახლა ხომ აქ ხარ- ისევ ვეხუტები და მის სურნელს ვსრუტავ და ვტკბები.



№1 სტუმარი manana

მადლობა, ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი davinna

Haay :D exo-s pani xar? dzalian momwons..iqidan gamomdinare rom vgijdebi am jgupze istoriac dzalian momwons..beqioni ara beiqiiun hqvia..zogadad gagijebulivar kpop jgupebze da gamikvirda rom aseti istoria vnaxe aq..mec vapireb kpopze davwero ragac ogond sxva jgupze :D shemiyvardi :D :D :D dzalian kargia <3

 


№3  offline წევრი mariia

davinna
Haay :D exo-s pani xar? dzalian momwons..iqidan gamomdinare rom vgijdebi am jgupze istoriac dzalian momwons..beqioni ara beiqiiun hqvia..zogadad gagijebulivar kpop jgupebze da gamikvirda rom aseti istoria vnaxe aq..mec vapireb kpopze davwero ragac ogond sxva jgupze :D shemiyvardi :D :D :D dzalian kargia <3

სად არ შეხვდები ქეიპოპერს :დდ <3 baekhyun ზოგადად როგორც ბექიონი ასე ვკითხულობთ :დ ბევრი მაქვს სხვათაშორის დაწერილი :დდ მიხარია თუ მოგწონს <3

manana
მადლობა, ძალიან კარგია

პირიქით მადლობა შენ <3

 


№4  offline წევრი davinna

Kiki dzalian momwons...zodadad jgupshi kai da beiqiun momwons ai vgijdebi oriveze jer erti,rom prive ze simpatiurebi arian da mere ra xmebi ai saswaulebi arian prosta... Aseve BTS-s pani gaxlavar razec saubars ar saviwkeb tore dzaan gamigrdzeldeba isini ubralod sheudareblebiarian(me matze vwer/vapireb) kai da hannas wkvili momwons..nu "super xmastanac" vshipav magram kai sul sxvaa :D sxvebsac wavikitzav ver warmoidgen rogor gamaxare ho da male dade shemdegi

davinna
Kiki dzalian momwons...zodadad jgupshi kai da beiqiun momwons ai vgijdebi oriveze jer erti,rom prive ze simpatiurebi arian da mere ra xmebi ai saswaulebi arian prosta... Aseve BTS-s pani gaxlavar razec saubars ar saviwkeb tore dzaan gamigrdzeldeba isini ubralod sheudareblebiarian(me matze vwer/vapireb) kai da hannas wkvili momwons..nu "super xmastanac" vshipav magram kai sul sxvaa :D sxvebsac wavikitzav ver warmoidgen rogor gamaxare ho da male dade shemdegi

da sworet am ori jgupis gamo viswavle koreuli damwerloba da nel nela sitkvebsac vswavlob :D sarangemida <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent