შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის თვალთახედვა (ნაწილი I) 04:36


29-11-2016, 02:37
ავტორი Maniacal Laughter
ნანახია 1 368

04:36
გამეღვიძა, განთიადს ბევრი აკლია, ახლახანს დაწყებული ოქტომბრის სუსხიც იგრძნობა, ფარდას ვწევ და დარაბას ვაღებ, ქალაქს ისე მშვიდად სძინავს, არც მანქანების ხმაურია, არც ხალხის ლაპარაკი ისმის, მხოლოდ ვიწრო ქუჩაზე ჩამწკრივებულ ლამპიონებს ღვუძავთ.
საბანს ტანზე მჭიდროდ ვიკრავ და საწოლზე მჯდარი, თავს რაფაზე ვდებ. ცივია, თანაც მაგარი, მაგრამ ამწამს ბალიშს მირჩევნია.
და მაინც, რა უცნაურად შეიხლება აეშალოს საღერღელი შუაღამეს გამოღვიძებულ ადამიანს, თითქოს არაფერზე ფიქრობ, არადა თავში სრული ქაოსია. მოგონებები გაწვება, წინა დღის ან წინა კვირის, შეიძლება სულაც წინა წლის, მომავალზე ფიქრობ, რომ გათენდება რა იქნება, "ღამევ სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალი ზრახვანნი შენი" . უნებურად მიტივტივდება გონებაში კოსტას ეს სიტყვები, ჰაჰ, მახსოვს როგორ მიჯავრდებოდა შარშან ქართულის მასწავლებელი, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას კოსტას, ხოლო ალექსანდრე ჭავჭავაძეს ლექსოს ვეძახდი. არ იფიქროთ, რომ ამით მათდამი უპატივცემულობის გამოხატვა მსურდა, პირიქით არც ერთ უცხოელი მწერალის ნაწარმოებს, გარდა სელენჯერისა, არ მოუხდენია ჩემზე ისეთი გავლენა, როგორიც ზემოთ ხსენებული ქართველი მწერლების ნაწარმოებებმა. მახსოვს ქართულის მასწავლებელი პატარა საყვარელი ქალი იყო, ძლიერ მორწმუნეც, ოთახი ხატებით ჰქონდა სავსე, თავიდან საშინლად მბოჭავდა ჩემზე , უკაცრავად ამ სიტყვაზე, მოშტერებული ორმოციოდე წყვილი თვალი, შემდეგ კი, სიმართლე გითხრათ მახარებდა ის ფაქტი რომ, ამ აუდიტორიის წინაშე მიწევდა გამისვლა. ალბათ სულელურად ჟღერს, მაგრამ ასეა.
ნიავმა დაუბერა, გამომაფხიზლა, წამართვა სახეზე გამეფებული სულელური ღიმილი, რომელიც მოგონებებმა მომგვარა.
საათი უკვე ხუთს გადასცდა, რა მალე გადის დრო, და მაინც რა ნელა.
ნელა ვიხრები და ბალიშის ქვეშ ამოდებულ მარლბოროს კოლოფს ცალი ხელით ვწვდები, მეორეთი კი ვცდილობ საბანი დავიჭირო.
ისევ რაფას ვეყრდნობი, გაშლილ თმას უკან ვიწევ , კოლოფიდან ერთ ღერს ვაძრობ, პირში ვიდებ, კოლოფშივე შენახულ კრიკეტის სანთებელას თითის ორი ჩამოკვრით ვანთებ, პირველ ნაფაზს ვარტყავ და ვცდილობ ბოლომდე ჩავიტანო ფილტვებში.
ვიცი რომ საშინლად მავნებლური ჩვევაა, მაგრამ მისი სიამოვნებით ტკბობის განცდას ვერაფრით ვანებებ თავს. ხშირად მიფიქრია გადამეგდო, მაგრამ 32დღეზე მეტი არასდროს გამომსვლია.
ვუყურებ კვამლს, რომელიც ჩემი პირიდან ქუჩაში იფრქვევა და თავი რომელიმე წიგნის ჰოლდემისეური პერსონაჟი მგონია, რომელიც მზადაა მოიკლას თავი, თუკი ეცოდინება რომ ვინმე სუდარას გადააფარებს და არ მისცემს ბრბოს საშუალებას ისე უყურონ გვამს როგორც ზოოპარკის ბინადარს.
მანქანის ხმა ისმის, ფარები თვალებში მაჭყიტებს, მარტოსული მძღოლის წამიერ მზერას ვგრძნობ, დამინახა, ეს ფაქტი მაშინებს, თითქოს ჩემს ღამეულ საიდუმლოს შეესწრო, ან იქნებ ასე მე მგონია და მან უბრალოდ უმისამართოდ მოატარა თვალი შენობებს.
არ ვიცი.
სულ ცოტა დრო დარჩა განთიადამდე, გული მწყდება, რომ ჩემი სარკმლიდან მზის პირველ სხივებს თვალს ვერ შევავლებ, ეს ხომ ისე მხატვრულადაა ხოლმე აღწერილი წიგნებში.
და რა იქნება, თუ საერთოდ არ გათენდეს?
არც ეს ვიცი.
გათენდება კი?



№1 სტუმარი Takia

Dzalian momewonaa yovel game mec ese var holmee fikrebshi da kaosshi gaagrdzele tan mxatvrulad agwer yvelafers da momwons

 


№2  offline წევრი Maniacal Laughter

Takia
Dzalian momewonaa yovel game mec ese var holmee fikrebshi da kaosshi gaagrdzele tan mxatvrulad agwer yvelafers da momwons

მადლობა ასეთი შეფასებისთვის გავაგრძელებ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent