შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუნქცია თუ ბედნიერება (თავი 4)


29-11-2016, 21:31
ავტორი Dollhouse
ნანახია 1 625

თავი 4
დილით ლიკას ზარმა გამაღვიძა.
-ხო ლიკუნ.
-აუ ლუნი, დღეს ბარში(სადაც ვმუშაობთ) ვერ მოვალ, შეგიძლია შემცვალო?
-კი რა პრობლემაა.
-კაი გმადლობ.
მობილური გავთიშე. შხაპი მივიღე, ვჭამე, ჩავიცვი და მასწავლებელთან წავედი. წელს საატესტატო გამოცდები მაქვს და ვცდილობ კარგად მოვემზადო. თუმცა მუშაობა საერთოდ არ მიზღუდავს დროს. მასწავლებლიდან ბარში წავედი. უნიფორმა ჩავიცვი, გასახდელიდან გამოვედი და გეზი მეოთხე მაგიდისაკენ ავიღე.
-რას მიირთმევთ?
-მილქშეიქს და ბანანის დესერტს.-მაგიდასთან უსაყვარლესი, თითქმის ჩემი ასაკის გოგონა იჯდა. ქერა, მწვანეთვალება, ჭორფლიანი, სავსე ტუჩებით.. მოკლედ, უსაყვარლესი.
-კარგი. ეხლავე მოგიტანთ შეკვეთას.
-მეგობარს ველოდები და ერთად რო მოგვიტანოთ?
-კარგი. მოგვიანებით დავბრუნდები.-და მაგიდას გავეცალე.
-ლუნიი სად დაიკარგე?!როგორ ხარ? - მომეგება ლევანი. ეს ბარი პრაქტიკულად ლევანისაა, თან ბარმენად მუშაობს. უფრო სწორად მამამისისაა და ლევანს უნდა ყველაფერს თავისით მიაღწიოს, ამიტომაც მუშაობს ბარმენად და თან უნივერსიტეტში სწავლობს.
-კარგად შენ როგორ ხარ?
-რავი. მისმინე. კვირის ბოლოს ნიტას(მის შეყვარებულს) დაბადებისდღე აქვს და მინდა სიურპრიზი მოვუწყო. თან წვეულების მოწყობას ვგეგმავ აქ და იქნებ მოხვიდე,თან მოგვეხმარო?
-კი რა თქმა უნდა.
-კარგი. ისე მეოთხე მაგიდასთან კლიენტია მისული და მიდი მიემსახურე. -ეხლავე. -ისევ იმ გოგონასთან დავბრუნდი. მეგობარი უკვე მისული იყო. -თქვენ რას მიირთმევთ? - მივუბრუნდე ბიჭს.
-კოლას და მთვრალ ალუბალს. -თავი დავუკარი და გამოვედი.მალე ლიკამ დამირეკა. -სად ხარ? -ბარში გცვლი ცნობისთვის.
-მაგ სიკეთეს როგორ დაგივიწყებ.
მისებურად გადაიკისკისა. წარმოვიდგინე, როგორ ჩაეჩხვლიტა ლოყის კუთხე გაცინებისას და უნებურად გამეღიმა. ლიკას ბავშვობიდან ვიცნობ, თუმცა მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ. ყოველთვის გამარჯობა-ნახვამდის-ით შემოვიფარგლებოდით. ხდება ხოლმე, ხალხი ვისაც ყურადღებას არ აქცევ,ვინც შენთვის მეორე პლანზე დგას ადრე თუ გვიან პირველზე გადმოინაცვლებს. ლიკა რო არა დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
-აეეე. აქ ხარ? -გამომარკვია ფიქრებიდან.
-ხო აქ ვარ.
-რო მორჩები გამომიარე სახლში რაღაც უნდა მოგვიყვე.
-ეხლა ვერ მეტყვი?
-ტელეფონში ვერა. მალე მორჩი და გამომიარე. დღე მალე დასრულდა. გამოვიცვალე და პირდაპირ ლიკასთან წავედი.
-მალე შემოდი -და კარი გადაკეტა.
-რა ხდება?
-შენი აზრით?
-შენი გაბრწყინებული თვალებით თუ ვიმსჯელებთ ან ატესტატი აიღე, ან ,,coldplay" ჩამოვიდა საქართველოში, ან შენი ბექა ჩამოვიდა თბილისიდან. -ბოლო სიტყვაზე უფრო აუკიაფდა თვალები.
-მოიცა მართლა?
-ხო აქ მოვა და უნდა წამყვე.
-მოიცა რააა. პირველად საკუთარ პაემანზე მაცადე წასვლა და მერე წამოგყვები შენც.
-აუ ნუ მეხუმრები. გაგაცნობ და ვსიო. რამდენიმე წუთში ქვემოთ იქნება, მე კიდევ არ ვიცი რა ჩავიცვა. წამოდი ამარჩევინე.
ოცი ძლივსგასული წუთის შემდეგ ლიკას ძლივს ავარჩევინე ღია ფერის ჯინსი, თეთრი კეტები და ცისფერი მაისური,რომელიც ძალიან უხდებოდა მის ქერა თმას. ლიკა ძალიან ლამაზი იყო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ის ჩემი მეგობარია, არა! უბრალოდ მართლაც ლამაზია. სახლიდან გავედით და კარი ჩავკეტეთ.
-როგორია?
-ვინ?
-რა ვინ გოგო? ეგ ბექა. -ლიკას თვალები აუციმციმდა.
-თვითონ ნახავ. ძალიან მოგეწონება.
სადარბაზოდან გავედით და ჩვენი მიმართულებით ქერა, მწვანეთვალება ბიჭი წამოვიდა. სადღაციდან მეცნო. თუმცა ვერ ვიხსენებდი საიდან. სხვა სიტუაცია რო ყოფილიყო ვიფიქრებდი ლიკას ძმა ან ნათესავიამეთქი ისე ჰგავდნენ თვალისა და თმის ფერით.
-გამარჯობა. -ის არის. მთვრალი ალუბალი. სახე მომეღრუბლა.
-ლუნი გაიცანი. ეს ბექაა. ბექა-ლუნი.
-სასიამოვნოა. -შეიშმუშნა ბექა.
-ლიკა,შეგიძლია კევა მიყიდო მაღაზიაში? -და ლიკას ხელში ხურდები ჩავუყარე. ლიკა დაიბნა. -რა? -კევა მიყიდეტქო.
-ლუნი. რა ხდება?
-არაფერი უბრალოდ კევა მიყიდე.
-ამაზე სტრანნი ხო არავინ მინახავს რაა.. -ბურდღუნით გავიდა მაღაზიაში.
-მართლა რა სტრანნი როჟა ხარ შენ. -მომიბრუნდა ბექა.
-მისმინე შე უტვინო როჟა, ან ეხა შენ ეტყვი რო სხვა გყავს ლიკას ან მე ვეტყვი. ვერ ვიტან ტყუილს და ტყუილის გამო რო ვიღაც ზარალდება,მით უმეტეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ამიტომ აირჩიე ან მე ან შენ.
-ჩაქრი. რა მოხდა. ის გოგო ჩემი ნათესავია.
-ნათესავებს ეზასავებიან? იმ ბარში ვიყავი და დაბოლებას ნუ დამიწყებ გთხოვ.
-სახე უკმაყოფილოდ შეკრა.
-იმ გოგოსთან ყველაფერი დავასრულე. მე ლიკა მიყვარს.
-ხოარა? რაღაც ვერ შეგატყვე.
-მართლა. და შენ რა? რა თემა გამიმართე.
-ლიკას თვალზე ცრემლს დავინახავ და თემას მერე გაჩვენებ,რომ დაგაყენებ მთელ ბათუმს თავზე.
-მემუქრები?
-ეგღა მაკლია შენნაირ ვიგიდარესბს დავემუქო,თქვენი გასაჭირიც გყოფნით.
-ლიკას არ ვაწყენინებმეთქი.
-მაგასაც ვნახავთ.
-გაიცანით ერთმანეთი?-ბედნიერი სახით მოგვიახლოვდა ლიკა.
-ხო აბა.ეხა ლიკუნ მეჩქარება მასწავლებელათან და ორ საათში დავბრუნდები.
-კარგი. შენი კევა გამომართვი რო გამიწყალე გული.
-არ მინდა. შენ გქონდეს. აბა კარგად. წარმატებები. -ბოლო სიტყვის წარმოთქმისას ბექას გავხედე. არ მომწონდა და დარწმუნებული ვიყავი არც მასაც არ ვეხატებოდი გულზე.ლიკას ვაკოცე და "შეყვარებულ" წყვილს გავეცალე.



№1  offline წევრი LSD

Otxive dges wavikitxe da ai dzaan momewona umagresi istoriaa ❤️ Magram ar mkofnis pataraa dzaan ecade ro gazardo tavebi da mal male dado ❤️❤️ Xo kide erti ragac ver gavige likam xo vigacas utxra lunis saidumlo tu ori likaa??

 


№2  offline წევრი ki si

საინტერესო თავი იყო და ველოდები მომდევნოს. თანდათან უფრო და უფრო მომწონს ისტორიაც და ლუნიც heart_eyes

 


№3  offline წევრი Dollhouse

ki si
საინტერესო თავი იყო და ველოდები მომდევნოს. თანდათან უფრო და უფრო მომწონს ისტორიაც და ლუნიც heart_eyes



მოხარული ვარ ^^ ნახევარი საათიც არა და დავდებ შემდეგ თავს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent