ახალი წელი ანუ ახალი ცხოვრება
მიდიოდა შემოდგომის ბოლო დღე, აი ცოტახანში გადაცდება დაიწყება დეკემბერი და ზამთარი.ცოტა მოვიწყინე შემოდგომის წასვლით, ჩემი უსაყვარლესი დროა.ამ თვეში ვარ დაბადებული და შემოდგომა უბრალოდ წელიწადის დრო კიარა სულის ნაწილიაა, ჩემშია რაღაცნაირად და ძალიან მავსებს.ძალიან ვისიამოვნე ამ შემოდგომით,ვისეირნე ფოთოლცვენაში და ვუყურე ამ სილამაზეს რაც ამ პერიოდს მოყვება ^_^ მოკლედ კარგი შეგრძნებები დატოვა ჩემში და ეხლა მივტირი რომ ბოლო დღეა და ზამთარს უნდა შევეგუო...ზამთარშიც არის თავისებური სილამაზე,ლამაზად თოვას რა ჯობს.ბოლო თვე იწყება და დაწყებული სააქმეები უნდაა დავამთავრო რომ თავიდან დავიწყო ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ ჩამოვიფერთხოთ წარსული და ახლიდან დავიწყო ყველაფერი, ეს ნამდვილად მჭირდება. ჰო მე ელი ვარ 22წლის ჩვეულებრივი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსელი (ღმერთო არ მჯერა ამას რომ ვამბობ რამხელა ვარ უკვე(( ) იწყება დეკემბერი...გავიღვიძე ამასაც თუ გაღვიძება ჰქვია ძლივს გავახილე თვალები.თბილ ლოგინს მოშორება კატასტროფაა ჩემთვის, რამექნა უნდა მოვწყვეტოდი და წავსულიყავი ლექციაზე...გავემზადე შესაბამისად და ნელი ნაბიჯებით გავუყევი გზას.ცოტა შემაცია, თითქოს და ეტყობოდა რომ პირველი დეკემბერი იყო და გამაფრთხილებლად დამაჟრიალა "შემდეგში თბილად ჩაიცვიო". ყურსასმენები გავიკეთე როგორც ყოველთვის და ჩავრთე სახალისო სიმღერა რომ განწყობაზე დავეყენებინე და რათქმაუნდა შეძლო ^_^ უხალისოდ ვუსმენდი ლექტორს მაინც არაფერი მესმოდა და საშნლად მეზარებოდა წელს სწავლა, აკადემიურის აღება მინდოდა რომ ვიცოდი სულ ძალით უნდა მევლო.ლექციების მერე ჩემთვის უსაყვარლესი ხალხის ნახვის დრო დგებოდა, ჩემ სამსახურში მისვლა.ერთადერთი ადგილი სადაც ყველაზე ბედნიერი ვარ და მაქვს ურთიერთობა უსაყვარლეს ხალხთან. მხიარული მუსიკით მხიარულად არვიბინე კიბეები და ცეკვა ცეკვით შევედი ოფისში რომ უცებ გავშეშდი: -უპს მაღალ ახმახს შევასკდი და მისი სურნელმა ისე გამაბრუუა ბოდიშის მოხდა დამავიწყდა და დაბნეული სკამზე ჯამოვჯექი -ვაა ელი მოხვედი? -კი გამარჯობათ მეგობრებო როგორ ხართ? -მშვენივრად, შენ როგორ ხარ ქალბატონო? ვხედავ კაი ხასიათზე ხარ? (მარიკო თანამშრომელი) -რავი ჩვეულებრივი...რახდება რაზე ლაპრაკობდით? რა არის ახალი? -რა და ჩვენ გუნდს სიმპატიური ახალგაზრდა შემოუერთდა გაიცანი ის სანდროა შემოსვლისას რომწაეცეკვე ;) მარიკოს თვალები დავუძაბე "ნუ მაწითლებ"-სახის გამომეტყველობით -სასიამოვნოა მე ელი და ბოდიში არ მეგონა თუ იქ იყავი -ჰო შემდეგ ფრთხილად იყავი:) -ვეცდები და ჩუმად ჩავიბურდღუნე "თავხედი".რათქაუნდა თავხედად შევრაცხე თავისი სწერვული გამოხტომით, ხომ შეეძლო ჯერ ის ეთქვა რომ ჩემთვისაც სასიამოვნოა, ან არაუშავს.გამაფრთიხილებელი მიმიკით "მირჩია" ფრთხილად ვყოფილიყავი.წამებში დამეკარგა ის სიმპატია რაც თავიდან განვიცადე მაგრამ მაგის შემდეგ მივხვდი რომ ეგ ერთადერთი გუნდის წევრი იყო რომელიც ვერ გავუგებდი და თავს ავარიდებდი. -ხო ეს გასაგებია და უფრო რამე კარგი არაფერა? მეც ჩემი უარყოფითი შეხედულობა ამ სიტვებით გამოვხატე და სანდროს გავხედე მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა .გვერდულად ჩაიღიმა და მივხვდი რო სწორაად გაიგო ნათქვამი -ვმჯელობთ ახალი წელი როგორ ავღნიშნოთ.რას იტყვი ხომოდიხარ? მარიკომ გამაცნო ისევ სიახლეებიი -რააა? ახლწელს ვაპირებთ ერთად წასვლას? აღფრთოვანება ვერ დავმალე რადგან ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო რომ ამ ადამიანებთან დროს გავატარებდი ძალიან ბედნიერად -რათმაუნდა და სასტუმროს ვარჩევთ, იმედია ყველა წამოვა.მარიკო სანდროსაც მიუბრუნდა...სანდრო სხვათაშორის შენც წამოხვალ -მმმ კი რატომაც არა -მარიკო ახლა მე მომიბრუნდა...მსურველი ბევრია და შეგიძლია მზადება დაიწყო სანდროს პასუხმა უკვე დამაბნია და ისე კომფორტული ვეღარ წარმომედგინა დასვენება როგორც მანამდე სანამ იტყოდა რომ მოდიოდა -რავი ვნახოთ...უცებ სანდროს გადავხედე ისევ და შევამჩნიე კმაყოფილება ემჩნეოდა სახეზე მაგ სახის გამო სამაგიერო მინდოდა გადამეხადა მაგრამ არვიცოდი როგორ და ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე მარიკოს დადებითი პასუხი დავუდასტურე -კარგი გართობის სუნი მცემს(სანდრო)...ისევ იმ კმაყოფილი სახით ჩაილაპარაკა, ღმერთო წამებში შემძულდა მაგის ეგ გამომეტყველება და ემოციები რომ არ შემტყობოდა გამვაცხადე რომ საქმე მქონდა და უნდა წავსულიყავი..ნივთების ასაღებად ავდექი და კარისკენ წავედი უკნიდან კი ხმა გაისმა "მეც მოვდივარ დამელოდე".. "ჯანდაბა, რატო ცდილობს ნერვები მომიშალოს ასეთ კაი განწყობის დროს?" ჩავილაპრაკე და სწერვული ღიმილით კართან დაველოდე. კიბეებზე ჩასვლისას არაფერი უთქვამს (რა ჯანდაბად გამომყვა ვერ მივხვდი თუ ესე მუდოდ უნდა ყოფლიყო) არმინდოდა უხერხული მომენტი შექმნილიყო და ისევ მე დავიწყეე -სად მიდიხარ? პეკინზე შენ? -ვაგზალზე -გაგიყვან -არა მადლობა გავალ -როგორ გიყვარს ამ სიცივეში ავტობუსით ჩახჩახი ხო? რაჯობია მაგას? მაგაზე ღრმად დავფიქრდი და სახეზე შემეტყო რომ მაგრად მეზარებოდა ავტობუსით ბოდიალი, ეს რომ შეამჩნია ისევ გვერდულად ჩაიცინა და მანქანის კარი გამიღო -მიდი მიდი სახეზე მაინც არგეტყობოდეს ავტობუსების "სიყვარული" ამაზე მეც გმეღიმა მაგრამ ვეცადე არ დაენახა. მანქანაში მყუდროდ მოვკალათდი და სითბოში უფრო კომფორტული მომეჩვენა სიდენია,გარეთ ვიყურებოდი როცა უცებ ნაცნობი მუსიკა დაიწყო Konoba - On Our Knees მესიამოვნა და თვალები დავხუჭე რომ სიმღერა უფრო შემეგრძნო,ყურსასმენებში რათქმაუნდა მსიამოვნებდა მაგრამ მაქანაში კომფორტულად მოკალათებულმა სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა და მომინდა რომ გზა აღარ დამთავრებულიყო... გზაში ხმა არ ამოგვიღია და არც მინდოდა რამეზე გველაპარაკა მხოლოდ ამ სიამოვნებაში ჩაძირულს არ მინდოდა გამოფხიზლება,სახლამდე როგორ მივედი ვერც გავიგე მაგრამ დგებოდა წუთები რომ ისევ სიცივეში უნდა გადავსულიყავი და ერთიანად გავყინულიყავი.სახლში მოყვანისთვის მადლობა გადავუხადე და ისეთი სახით შემომხედა თითქოს დავავალდებულე, არაფერი უთქვამს ნაძალადევად გამიღიმა და წავიდა.გაბრაზებულმა სახლში შევარდი თან გონებაში ვლანძღავდი "უხეში" "იდიოტი" "თავვხედი", ჩემ თავთან ფიქრში და სანდროს ლანძღვაში დედაჩემი რას მელაპარაკებოდა საერთოდ არმესმოდა, ერთი სული მქონდა სამაგიერო გადამეხადა და მე გამეღიმა კმაყოფილს.გეგმა დავსახე გამარჯობის მეტს არაფერს არ ვეტყვი როცა ვნახავთქო ზედაც არ შევხედავთქო,მტკიცედ გადავწყვიტე და კმაყოფილმა დავდე ბალიშზე თავი. პ.ს ვიცი მოკლე თავია მაგრამ მაინტერესებს თუ ვინმეს დააინტერესებს და თუ ღირს გასაგრძელებლად აუცილებლად შემოგთავაზებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.