შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცოცხლე ჩემთვის


1-12-2016, 00:09
ავტორი snazina
ნანახია 1 432

თავი 3
ლიკა თანდათან დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას, თითებიც დაიმორჩილა და ხატვა კვლავ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ანდრია მის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა და მისი არსებობაც ლიკამ მოგონებებისათვის განკუთვნილ გონების ბნელ კუთხეში გადამალა. მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო და მომავალიც თითქოს უამრავ სიახლეს და პროფესიულ წარმატებას უქადდა, მაგრამ ერთ დღეს გამოჩნდა ადამიანი რომელმაც კვლავ თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
ლიკამ საათს შეხედა ღამის სამის ნახევარი იყო. კარებზე ვიღაც აკაკუნებდა. წამოდგა და კარებისკენ წავიდა,
-ვინ არის?-არავინ უპასუხა. კარი აღარ გააღო, ისევ დაწვა და დაიძინა. დილით ადრე ადგა( დილაობით დარბოდა), სპორტული კოსტუმი ჩაიცვა, კარი გააღო და ფეხებზე ვიღაც დაეცა. შეშინებულმა შეჰყვირა და უკან გადახტა. შემდეგ მოულოდნელად შემოვარდნილ ადამიანს დააკვირდა, სახე თითქოს ადრეც სადღაც ენახა, ახლოს მივიდა და კარგად შეხედა. ბიჭი იყო, სახე, ხელები, ტანსაცმელი ყველაფერი სისხლში ჰქონდა დასვრილი, ეტყობოდა რომ მაგრად იყო ნაცემი. ცოტა ხანს კიდევ უყურა და გონებაში მოგონებები წამოტივტივდა, გაახსენდა ავარია, ჩიხი... ანდრია.
პირველი რაც თავში აზრად მოუვიდა პოლიციაში დარეკვა იყო, თითები ღილაკებისკენ წაიღო ნომრის ასაკრეფად და უცებ გაჩერდა, ანდრიას მოხედა, თვითონაც ვერ მიხვდა რატომ ტელეფონი დადო, ბიჭს მხრებში მოკიდა ხელი და სახლში შემოითრია, კარები მიხურა, სამზარეულოში გავიდა და ჭიქით წყალი გამოიტანა. ცოტა ხანს უყურა, მერე სახეზე მიასხა ანდრიას და მანაც უცებ თვალები გაახილა, ინსტიქტურად სწრაფად წამოჯდა, შეშინებული თვალებით მოათვალიერა ოთახი და ისევ გონება დაკარგული დაეცა.
- მშვენიერია, სწორედ შენ ღა მაკლდი სრული ბედნიერებისთვის.- ჩაილაპრაკა უკმაყოფილო ლიკამ და კარადიდან ნიშადურის სპირტი გამოიღო...
დიდი წვალებით როგორც იქნა გონზე მოიყვანა, ცოტა ხანს ერთმანეთს ორივე დაბნეულად შეჰყურებდნენ.
-მაპატიე, შენ მეტი არავინ მყავს, ამიტომ მოვედი.- დაიწყო ანდრიამ.
ლიკას ხმა არ ამოუღია, ისეთი თვალებით უყურებდა თითქოს ახლა ეცემოდა და მოკლავდა.
-ერთმანეთს არ ვიცნობთ, შენზე მხოლოდ ის ვიცი რომ ადამიანებს ჩიხში ხოცავ და შემდეგ გვამებს სადღაც უკვალოდ აქრობ. ამიტომ...რა გაცინებს?- კიდევ უფრო გაბრაზებული ტონით უთხრა ანდრიას. რომელსაც ეღიმებოდა ლიკას სიტყვებზე მაგრამ გახეთქილი ტუჩის გამო სახე ტკივილისგან ეღრიცებოდა.
-ყინული გააქვს?- შეეკითხა ლიკას.
ლიკამ ცოტა ხანს განრისხებულმა უყურა, შემდეგ სამზარეულოში გავიდა და ყინული გამოიტანა.
-მაქვს.- უპასუხა და ყინული მიაწოდა. ანრიამ ყინული ტუჩზე დაიდო.
-ახლა წახვალ?- მოთმინება დაკარგულმა ჰკითხა ლიკამ.
-ჩემი ისევ გეშინია?- ცერად გამოხედა ლიკას.- ხომ გითხარი არაფერს დაგიშავებ. უბრალოდ... ბავშვობიდან მხოლოდ ერთ რამეს მასწავლიდნენ, როგორ მოვკლა, იმ შემთხვევამდე სიცოცხლეს მხოლოდ ვართმევდი, მაშინ ავარიის დროს რომ დაგინახე პირველად ვიგრძენი შემეძლო სიცოცხლე მეხსნა და შენ... არ ვიცი როგორ აგიხსნა, ჩემთვის ძირფასი განძივით ხარ. არასდროს არაფერს გავნებ.
ისეთი იმედით სავსე თვალებით შეჰყურებდა, იმ წუთას ისეთი უსუსური და დაუცველი ჩანდა, რომ ლიკას გული მოულბა.
-ძალიან გტკივა?- ტუჩზე მიუთითა.
-არა, ეგ არაფერია. შეიძლება შხაპი მივიღო?
-თუ გეტყვი რომ არ შეიძლება შენთვის ამას მნიშვნელობა ექნება?ჩემგან რა გინდა?
-არ ვიცი ალბათ... როცა ადამიანს უჭირს ახლობელთან მიდის. ამ სამყაროში შენ ჩემი ერთადერთი ახლობელი ხარ...
- ვინ თქვა რომ ახლობლები ვართ? ერთმანეთს არ ვიცნობთ.
- მე ვთქვი ასე. შეიძლება შხაპი მივიღო?- დაბეჯითებით გაუმეორა ანდრიამ. ლიკამ თითით მიუთითა სააბაზანოსკენ.
-მერე წახვალ?
-არა.- ანდრია წამოდგა და კედელს მიეყრდნო, დგომა უჭირდა.-პოლიციაში არ დარეკო, საღამოს წავალ.გპირდები.
- პირსახოცი სააბაზანოს კარადაშია, რომ შეხვალ დაინახავ.- ლიკა შემობრუნდა და ოთახში გასვლა დააპირა.
-მადლობ.- უთხრა ანდრიამ. ისეთი მადლიერებით სავსე ტონი ჰქონდა, ლიკამ გაოცებულმა მიხედა, არაფერი უპასუხა, ოთახში შევიდა.
,, რა გავაკეთო?“- ეკითხებოდა საკუთარ თავს და ოთახში ბოლთას სცემდა.
- ჩემი ჩანთა?- მოესმა ზურგიდან ანდრიას ხმა, მობრუნდა და შეჰყვირა.
- ღმერთო ჩემო.-თვალებზე ხელები აიფარა და შებრუნდა.-შიშველი რატომ ხარ?
-შიშველი არ ვარ. პირსახოცი მაცვია. ჩემი ჩანთა სადაა?
- ჩანთა არ გქონდა. ახლავე ჩაიცვი რამე.
-ტანსაცმელი დასვრილი მაქვს, ჩანთა მჭირდება, ალბათ გარეთაა სადარბაზოში. შემომიტანე.
-თვითონ შემოიტანე.
-კარგი, თუ გინდა მეზობლებმა დაინახონ როგორ გადის შენი კარებიდან შიშველი მამაკაცი შემოვიტან.
-არა, არა, მოიცადე, მოვიტან.- ლიკა კარებისკენ წავიდა, ცალი ხელი თვალებზე ჰქონდა აფარებული მეორეთი გასასვლელს ეძებდა. სასაცილო სანახავი იყო.
- რას აკეთებ?- შეეკითხა მისი მოქმედებით გამხიარულებული ანდრია.
-ოთახიდან გავდივარ.-უპასუხა ლიკამ და ხელით როგორც იქნა კედელი იპოვა, ნელ-ნელა გაუყვა კედელს და გასასვლელამდე მიაღწია, ღრმად ამოისუნთქა. თვალები გაახილა და სადარბაზოში გავიდა,იქვე კარებთან შავი ზურგჩანთა იდო. აიღო და სახლში შეიტანა. ჩანთა ოთახში შეაგდო. მერე ტელეფონისკენ შებრუნდა და ყურმილი აიღო, პოლიციაში დარეკვა გდაწყვიტა, უცებ რაღაცამ გაიზუზუნა ლიკას ყურთან და კედელს დანა შეერჭო.
ლიკა გაშეშებული იდგა და განძრევას ვერ ბედავდა, ხელში ყურმილი ეჭირა რომლის ბოლოშიც გადაჭრილი სადენი ქანაობდა.
-ხომ გითხარი პოლიციაში არ დარეკოო.- მკაცრი ხმით კბილებში გამოსცრა ოთახიდან გამოსულმა ანდრიამ, თან მაისურს იცვამდა.- მობრუნდი.
ლიკა ადგილიდან ვერ იძროდა, შიშისგან სუნთქვა შეეკრა და გრძნობდა რომ ცოტაც და გაიგუდებოდა.
- მობრუნდი მეთქი.- გაუმეორა ანდრიამ. ახლოს მივიდა, მხრებში მოკიდა ხელი და მოატრიალა. მიხვდა რაც მოხდა. თვალებში ჩახედა და წყნარი დამაჯერებელი ტონით უთხრა.
- ნუ გეშინია.- მოეხვია.- დაწყვარდი კარგი?- ჩასჩურჩულა ყურში. ისევ მხრებზე მოკიდა ხელები თვალებში ჩახედა.
-უბრალოდ დაწყნარდი და ამოისუნთქე.- ლიკა შეშინებული, სასოწარკვეთილი თვალებით უყურებდა, შემდეგ თვალები გადაატრიალა და ანდრიას ხელებში უგონოდ ჩავარდა.
-ჯანდაბა.- ჩაილაპარაკა ანდრიამ. ლიკა დააწვინა და ხელოვნური სუნთქვის გაკეთება დაიწყო. ცოტა ხანში პულსიც გაქრა და ახლა გულის მასაჟის კეთებაზე გადავიდა.
-არ მოკვდე, გთხოვ ოღონდ ახლა არა.- სასოწარკვეთილი ანდრია მთელი ძალისხმევით ცდილობდა მისი სიცოცხლის შენარჩუნებას, უცებ ლიკამ ამოისუნთქა და თვალები გაახილა. ანდრია იქვე კედელს მიეყუდა, აკანკალებული ხელები თავზე შემოიდო, თვალები დახუჭა და ლოყებზე ცრემლები წამოუვიდა. ლიკა წამოჯდა, არაფერი უთქვამს უბრალოდ უყურებდა ატირებულ ანდრიას და ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა.
ცოტახანს ასე ისხდნენ, შემდეგ ანდრია წამოდგა და ოთახში შევიდა, რომ გამოვიდა ხელში ჩანთა ეჭირა.
- მე წავალ.- ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა.- აღარასდროს მნახავ. გპირდები.
გასწორდა, ლიკამ კარების დახურვის ხმა გაიგონა. ესმოდა კიბეზე ჩამავალი ნაბიჯების ხმა, რომლებიც თანდათან შორეული და ჩუმი ხდებოდა.
-წავიდა.- ჩაიჩურჩულა და შეკავებული ემოციები გამოუშვა. იჯდა ასე შუაგულ შემოსასვლელში და ტიროდა. როგორც იქნა დაწყნარდა. მობილური მოძებნა და დეიდას დაურეკა.
-სახლში დაბრუნება მინდა.-უთხრა დეიდას და ტელეფონი გათიშა. ისევ ატირდა. შემდეგ ტანსაცმელი ჩაალაგა ჩანთაში და დეიდასთან წავიდა.

* * * *
ანდრია ქუჩაში გამოვიდა. გაჩერდა და ლიკას ფანჯარას ახედა. შემდეგ მოპირდაპირე კორპუსში შევიდა, მეორე სართულზე ავიდა, კარები გააღო და სახლში შეაბიჯა, საწოლზე პირქვე დაემხო, თავი ბალიშში ჩარგო და აყვირდა. ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობდა, გული სტკიოდა თავისი ცხოვრების, ლიკას, ყველაფრის გამო. ყვიროდა და გამწარებული ურტყავდა საწოლს მუშტებს. როცა დამშვიდდა ადგა, სარკეში თავისი თავი დაინახა.
- მონსტრი ხარ.- უთხრა საკუთარ თავს.- რისი იმედი გქონდა.
კომპიუტერის ეკრანი აინთო.: ,, თქვენთვის ახალი შეტყობინებაა“. აცნობა ანდრიას რობოტის ხმამ კომპიუტერიდან. წერილი გახსნა.: ,, მე-14 და მე-16 ქუჩის გადაკვეთაზე, 23:30“ ეწერა წერილში და წარწერის ქვეშ ოცდაათიოდე წლის მამაკაცის სურათი იყო. სურათი ამობეჭდა და ჯიბეში ჩაიდო. ინეტრნეტში რუკაზე მოძებნა მე-14 და მე-16 ქუჩის გადაკვეთაზე რა იყო. ღამის კლუბი აღმოჩნდა. ადგა, კარადა გამოაღო, ტანსაცმელი გასწია და კარადის კედელი გადმოატრიალა, დანების საუცხოო კოლექცია გამოჩნდა, ერთ-ერთი აიღო, თითი გაუსვა, ლიკა გაახსენდა. თვალები დახუჭა და დილით მომხდარი სცენა ამოუტივტივდა გონებაში. თვალები გაახილა და დანა ისროლა, კედელზე ჩამოკიდულ სამიზნეს შუაგულში მოარტყა.
-მიზანს არასდროს ვაცდენ. ის დანა შენთვის არ იყო, უბრალოდ ტელეფონის სადენი გადავჭერი...ხომ გთხოვე არ დაგერეკა...რატომ ვესროლე.- ჩაილაპარაკა საკუთარ თავზე გაბრაზებულმა.
კარადიდან რამდენიმე დანა გამოიღო, დივანზე ჩამოჯდა და სამიზნეს დანები დაუშინა.
-ერთიანში.
- ორიანში.
-სამიანში.- იძახდა რიცხვს და შემდეგ ზუსტად იმ რიცხვში აჭედებდა ნასროლ დანას.
დაღამდა, ადგა ქურთუკი ჩაიცვა. ავტოსადგომზე გავიდა.
შავმა მოტოციკლმა ღამის სიჩუმე გაარღვია და მე-14 მე-16 ქუჩების გადაკვეთისკენ გაქროლდა.



თავი 4

ლიკამ გადაწყვიტა თავის ბინაში აღარ დაბრუნებულიყო, ანდრიას მოულოდნელი ვიზიტის ეშინოდა, დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად. ერთ დღეს მოულოდნელად გონება დაკარგდა, საავადმყოფოში გამოკვლევების შემდეგ ექიმმა აცნობა რომ მარცხენა თირკმელზე სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობის დაწყბა იყო საჭირო.
ერთი თვის შემდეგ გამოკვლევებმა აჩვენა რომ დაავადება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა და ლიკას დაღუპავდა თუ სასწრაფოდ დონორს ვერ იპოვიდნენ ჯანმრთელი თირკმლის გადასანერგად, ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციაში ნათესავებს ამოწმებენ შეთავსებადობაზე, მაგრამ ლიკა სამწუხაროდ არც ერთ ნათესავთან არ ღმოაჩნდა შეთავსებადი. ამიტომ მოუწევდა რიგში ჩადგომა და დონორის ლოდინი, რამდენ ხანს გასტანდა ეს პროცედურა არავინ იცოდა.
საავადმყოფოს ფანჯრიდან უყურებდა როგორ ხტუნაობდნენ ფანჯრის რაფაზე ბეღურები. ,,ნეტავ მეც შემეძლოს ბეღურად გადაქცევა და ლაღად ფრთების გაშლა“- გაიფიქრა და წარმოიდგინა როგორ მიფრინავდა ხეების თავზე. უშედეგო ლოდინის კიდევ ერთი თვე იწურებოდა, ლიკა უკვე შეეგუა რომ ყოველი თვალის გახელა და დახუჭვა შესაძლოა მის ცხოვრებაში უკანასკნელი იყო და აღარ დარდობდა. პალატაში ექიმი შემოვიდა, სახეზე ეტყობოდა რაღაც კარგის თქმას აპირებდა.
-დონორი ვიპოვეთ.
-გაგახაროთ ღმერთმა.- წამოხტა ლიკას დეიდა და სახე ბედნიერმა ღიმილმა გაუნათა.- ვინაა ის ღვთისნიერი?
-ოპერაცია ხვალ დავნიშნეთ. წამობრძანდით ქალბატონო ნელი დეტალებს მოგიყვებით, ლიკას კი ოპერაციის წინ დასვენებისა და მომზადების საშუალება მივცეთ.-ექიმმა ლიკას დეიდა პალატიდან გაიყვანა და ლიკამ ისევ ფანჯარას გახედა. ,,ნეტავ ვინაა, როგორია ის ადამინი ვისი თირკმელიც ხვალიდან ჩემ სხეულში აღმოჩნდება?“- გაიფიქრა და გონებაში დაიწყო იმის წარმოდგენა თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ბევრი იფიქრა და ბოლოს ჩაეძინა.
ამ დროს კი გვერდით პალატაში ექიმი ხვალინდელი ოპერაციის შესახებ ესაუბრებოდა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ლიკას დონორობას აპირებდა.
-ანალიზებმა აჩვენა რომ ალერგია გაქვთ წამალზე რომელიც ანესთეზიის დროს უნდა გამოვიყენოთ, შესაძლოა ვერასდროს გაირვიძოთ, თქვენ შეგიძლიათ ოპერაციაზე უარი თქვათ და სხვა დონორს დაველოდებით.
- არა, ოპერაციაზე უარს არ ვიტყვი. ვაცნობიერებ რაც მელოდება და სრული პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას.
- კარგით, დაისვენეთ ხვალ რთული ოპერაცია გელით.- თქვა ექიმმა და პალატიდან გავიდა.
დილით ლიკა და მისი დონორი ოპერაციაზე გაიყვანეს, ოპერაცია წარმატებიტ დასრულდა და ორივე თავის პალატებში დააბრუნეს, ლიკა გონს მოვიდა, დეიდა დაინახა, გაუღიმა და შეეკითხა.
-როგორაა?
-ვინ?- ვერ მიხვდა უცებ დეიდა.
- დონორი, როგორაა?
-ალბათ ისიც ახლა იღვიძებს შენსავით.
-წადი ნახე, როგორაა?
ქალბატონი ნელი აღარ შეეწინააღმდეგა და დერეფანში გამოვიდა, ექთანი გააჩერა და ჰკითხა როგორ იყო ბიჭი რომელიც ლიკას დონორობას დათანხმდა.
-ჯერ ისევ უგონოდაა.- უპასუხა ექთანმა. ნელი შებრუნდა პალატაში და ლიკას ათხრა რომ დონორს ჯერ არ გაუღვიძია.
ორი დღე გავიდა, ლიკა გამუდმებით ეკითხებოდა ექიმს, ექთნებს დონორის მდგომარეობას მაგრამ ყველა თავს არიდებდა პასუხის გაცემას. გადაწყვიტა თვითონ ენახა, პალატიდან გამოვიდა და დერეფანში მიმოიხედა, არ იცოდა სად ეძებნა, გვერდით პალატიდან ექთანი გამოვიდა და დერეფნის ბოლოში მდგარი ექიმისკენ გაიქცა.
-გოგონას დონორი... მდგომარეობა გაუარესდა.- გაიგონა ლიკამ. პალატის კარი ოდნავ ღია იყო და ლიკამ იქით გაიხედა. ,, ესაა ჩემი დონორი?“- გაიფიქრა. კარისკენ წავიდა და პალატაში შეიხედა, საწოლზე ახალგაზრდა ბიჭი იწვა, თვალები დახუჭული ჰქონდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატი ედგა. ლიაკს გვერდით ექიმმა ჩაუარა.
- გაიყვანეთ აქედან.- უთხრა ექთანს ლიკაზე. ლიკა შებრუნდა და დერეფანში დადგა, კარები მოხურეს.
- შეიძლება ვნახო?- შეეკითხა პალატიდან გამოსულ ექიმს. ექიმმა ლიკას შეხედა, აშკარად არ უნდოდა მისი შეშვება, მაგრამ ლიკა ისეთი თხოვნით სავსე თვალებით უყურებდა შეეცოდა.- შედი.
-მადლობთ.- უთხრა ლიკამ და პალატაში შევიდა, ექიმიც შეყვა. ლიკამ მადლიერი ღიმილით დახედა პაციენტს და ღიმილი სახეზე შეეყინა. მის წინ ანდრია იწვა.
-რატომ სძინავს?- შეეკითხა ექიმს.
- ნარკოზიდან არ გამოსულა, კომაშია. იცოდა რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ოპერაციას მაინც დათანხმდა. შენთვის არ გვინდოდა ჯერ ამის თქმა. - მაგიდიდან კონვერტი აიღო, - ეს დაგიტოვა იმ შემთხვევაში უნდა მოგვეცა თუ ვერ გაიღვიძებდა. დილამდე თუ არ გაიღვიძებს აპარატს გამოვრთავთ.
ლიკა თავზარდაცემული იდგა. ანდრიას სახეს თვალს ვერ აშორებდა, გულში ტკივილი იგრძნო, თითქოს დანა გაუყარეს.
- ახლა წადი, დაისვენე.- უთხრა ექიმმა და კარებისკენ მოატრიალა. ლიკა თითქოს ბურანში იყო გახვეული, თავის პალატაში გავიდა და საწოლზე ჩამოჯდა. ფანჯარაში გაიხედა, თვალწინ მხოლოდ ანდრიას სახე ედგა. კონვერტი გაახსენდა, გახსნა და ფუცელი ამოიღო, გადაშალა და კითხვა დაიწყო: ,, მშობლები ავტოავარიაში დამეღუპა, მაშინ სამი წლის ვიყავი, ყოველ შემთხვევაში ასე მითხრა ადამიანმა რომელმაც გამზარდა. დამტვრეული მანქანიდან ამომიყვანა და პოლიციის მოსვლამდე ადგილიდან ჩემთან ერთად მიიმალა, ამიტომ არ ვიცი ვინ ვარ. ის კაცი ერთ-ერთი ბანდის წევრი აღმოჩნდა და კილერად გამწვრთნა, ათი წლის უკვე გაწაფული მსროლელი ვიყავი. სხვა ცხოვრება არასდროს მინახავს და ერთადერთი რაც ვიცი სიცოცხლის წართმევაა, ვიცი რომ ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და შენი გადარჩენით თუ ერთი ცოდვის გამოსყიდვას მაინც შევძლებ ჩემთვის ესეც საკმარისია. ბევრჯერ მიფიქრია ჩემისთანა საშინელი ადამიანი ამ ქვეყნად რისთვის მოვიდა, რა დანიშნულება მქონდა, ახლა ვხვდები ჩემი დანიშნულება შენი გადარჩენა იყო“ ლიკას თვალებიდან ცრმლები წამოუვიდა. წერილი გვერძე გადადო. საწოლზე დაწვა, ანდრიას პალატის კარს შეხედა და აჩურცულდა:
-გთხოვ იოცხლე. იცოცხლე ჩემთვის.



№1 სტუმარი manana

როგორ ველოდი ამ ისტორიას, არ დააგვიანო, იმედია აგრძელებ, ძალიან კარგია.

 


№2 სტუმარი Tako...^^

ჯანდაბაა .. გააგრძელე რაააა <3 <3

 


№3  offline წევრი snazina

Tako...^^
ჯანდაბაა .. გააგრძელე რაააა <3 <3

ისტორიაა ჯანდაბა თუ რომ არ ვაგრძელებ ეგ?

 


№4 სტუმარი Tako...^^

რამდენიი ხანია ველოდები გაგრძელებას ... ისტორია ძალიან მომწონს და გააგრძელე რაა გთხოვვ <3 <3 <3 P.S უხეშობისთვის ბოდიში :დ <3

 


№5  offline წევრი snazina

Tako...^^
რამდენიი ხანია ველოდები გაგრძელებას ... ისტორია ძალიან მომწონს და გააგრძელე რაა გთხოვვ <3 <3 <3 P.S უხეშობისთვის ბოდიში :დ <3

არაუშავს, მეც გავბრაზდებოდი თქვენს ადგილას. გავაგრძელებ ოღონდ სულ ცოტაც დამელოდეთ, მინდა რომ კარგი იყოს და არ მინდა ნაჩქარევად წერით გავაფუჭო. heart_eyes მადლობთ რომ კითხულობთ. მადლობტ რომ მწერთ. heart_eyes

 


№6 სტუმარი Tako...^^

კაი ველოდები მაშინ <3 ძალიან მომწონს <3 !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent