შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ (13)


1-12-2016, 12:51
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 708

დიდი თხოვნის შემდეგ ჯდება ეტლში და გარეთ გამყავს სუფთა ჰაერზე,ვგრძნობ როგორ უჭირს ესე ყოფნა,მისი ტკივილი მეც მტკივა,ვხვდბი რომ საკუთარი თავი სძულს ამის გამო.როცა ვიგრძნი მისი დაკარგვის საშიშრობა მაშინ მივხვდი თუ როგორ ძლიერ მყვარებია,სიყვარულზე ძლიერი მართლაც რომ არაფერი ყოფილა ქვეყნად,ეს გრძნობაა რომელიც ერთიანად გუსხავს,გიბინდავს თვალებს და მის იქით უკვე ვეღარაფერს ხედავ,შინაგანად განგრევს,განადგურებს,გწვავს და ხსნას მხოლოდ საყვარელი ადამიანის გამთბარი გულიდან ელი.
სასიამოვნო და თბილი მაისის დილა იდგა,საავადმყოფოს ეზოს სკევრში გავჩერდით,იქვე მდგარ ხისგრძელ სკამზე ზლაზნვით და დიდი წვალებით ჩამოვჯექი.
-შენ ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ ჩემს ცხოვრებაში-ჩემი ხელი აიღო და თავისაში მოაქცია,შემდეგ კი აკოცა,როგორც მაშინ..
-ყველაზე მაგარი საჩუქარი მუცელში მყავს-გამეცინა
-ჰო ეგ იმენა თემაა,მამას კაცი-გაცინა-გავიგე რომ ლევანს არქმევ და გამიხარდა ძალიან
-მართლა? ვინ გითხრა?-გამიკვირდა
-ლევანმა მითხრა,მართლაც რომ სწორი გადაწყვეტილებაა კატო,ლევანი ის ადამიანია ვისი მადლობელიც ვიკნბი მთელი ცხოვრება,მან შენი თავი მეორედ მაჩუქა
-მიხარია რომ გესმის და მასზე არ ეჭვიანობ-გამეცინა
-არა ღადაობ? ტიპს რო გოგო ევასება ყოველთვის სხვანაირი თვალებით უყურებს,ლვანი კიდე ვაბშე სხვანაირად გიყურებს,აი ხო ხვდები? რამე რო მემჩნია მაგასთან კი არ დაგტოვებდი,თან თავიდან რო ვნახე და ვიბაზრეთ ეგრვე გავაიასნეთ შენ მისთვის ვინ იყავი და ჩემთვის ვინ,ასე რომ ლევანი მაგარი კაცია,იმენა ძმაა-ორივეს გაგვეცინა
-შენ არ გშია ვაჟბატონო? ცხრა საათია უკვე- შუბლშეკრულმა გადავხედე და ორივეს გაგვეცინა
-კაი რა რადროს ჭამაა,ნახე რა მაგარი ამინდია,კატო, იცი ეს იმიტო დამემართა შენ რო უსამართლოდ მოგექეცი
-კარგი რა მაგას ნუ ამბობ,მართალია უსამართლოდ მომექცი თუმცა რა შენი ბრალია? როგორც გრძდიდნენ ისე მოიქეცი რასაც გინერგავდნენ ის გააკეთე
-მამიდაჩემმა თქვენს სიძულვილში გამზარდა-თავი დახარა-თუმცა მან ძმა დაკარგა და ამას შენს ოჯახს აბრალებს დღემდე
-და შენ ნიკა? შენც მათ აბრალებ?
-არვიცი კატო,თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი,რომ შენ არაფერ შუაში ხარ,მაშინ დაბადებულიც არ იყავი ეს ამბავი რომ მოხდა,შვილებმა მშობლების ცოდვების გამო პასუხი არ უნდა აგონ.
-გეთანხმები ნიკა,თუმცა არ მინდა გეგონოს რომ ჩემებს ვამართლებ ან რამ მსგავსი,მამაჩემმა საკუთარი შვილი არ დაინდო და სხვას დაინდობა?-ცრემლები ძლივს დავმალე,არ მინდოდა უარესად ნერვები მომეშალა მისთვის-თუმცა,ყველაფრის მიუხედავად ისიცნი ჩმი მშობლები არიან და არ მინდა მათრაიმე ცუდი შეემთხვათ
-მესმის კატო,საკმარისად იტანჯე,ახლა დროა მხოლოდ ბედნიერებისგან იტირო გესმის?-თვალებში ჩამხედა და გამიღიმა
-ასე რო მიღიმი ყოველ ჯერზე თავიდან მიყვარდები-გამეცინა და ცრემლები შევიმშრალე
-მაშინ სულ გაგიღიმებ ისე რო შეგიყვარდე რო არასოდეს გაგჩინდეს ჩემგან წასვლის სურვილი-გამეკრიჭა
-ნიკა,შენები რას იტყვიან ჩვენზე?
-დედას ყოვეთვის ის უყვარს ვინც მე მიყვარს,ასე რომ მაგაზე არ იდარდო
-რას გულისმხობ?-ვერ მივუხვდი მეგონა დედამისს ვეჯავრებოდი
-დედაჩემს შენთან პრობლემა არ აქვს,არც ჩემს ძმას
-აბა?
-მამაიდაჩემს არ ევასები რა-გაეცინა
-მეგონა დედაშნსაც არ ვუნდოდი ჩემი ოჯახის გამო
-კი თავიდან ეგრეც იყო,მამიდას აყვა ეგეც რა ხო ხვდები ქმარი მოუკვდა და გამწარდა მაგრად,თუმცა მერე მიხვდა რომ შენ არ უნდა გეგო მათ გამო წასუხი და დაიკიდა რა ეგ ბაზარი-მხრები აიჩეჩა-ძაან მაგარი ქალია მართლა,აი ჩამოვა მალე და ნახავ,რო ვუთხარი კატო ორსულდაათქო გაგიჟდა ისე გაუხარდა,სულ იმას ნატრობდა ჩემი შვილი ენახა,დაჟე ბავშვის ზმანებიც გამოაგზავნა უკვე-გაეცინა და სახეზე ხელი აიფარა
-რაა?-გაოცებისგან პირი დავაღე
-რაც გაიგე-ისევ გაეცინა
-მოიცა ანუ შენ გინდა მითხრა რომ დედაშენს ჩვენი პატარა ეყვარება?-კინაღამ ცრემლები წამსკდა
-ეყვარება კი არა უყვარს უკვე,აფრენს,ერთი სული აქვს როდის დაიბადება
-ვაა,ვაა არ მოველოდი-ორივეს გაგვეცინა
-ხოდა შენ ცოლად როდის მომყვები? ბავშვი ისე უნდა დაიბადოს?
-გუშინ მეუბნებოდი არ მინდა ტვირთად დაგაწვეო და დღეს ცოლად გამომყევიოს მეუბნბი ხომ?-ისევ ორივეს გაგვეცინა
-გოგო ეგ სასოწარკვეთილმა გითხარი-გადაიხარხარა
-როგორმა?-ვერც მე შევიკავე თავი და ორივივენი სულელებივით ვხარხარებდით საავადმყოფოს ეზოში.

საჭმელი ვაჭამე შემდეგ კი წამლები დავალევინე,ცოტახანში ჩაეძინა,მის სიტყვბზე ვფიქრობდი და ეს ფაქტი უზომოდ მაბედნიერებდა,ჩემს პატარას ეყოლებოდა ბებოც და ბიძაც,იმედი მქონდა რომ დედამისი მართლა მიმიღებდა და წარსულის გამო უსიამოვნება აღარ გვექნებოდა.ნიკას მდგომარება არ მანაღვლებდა მე მის გვერდით ვაპირებდი ცხოვრებას,არ ქონდა მნიშვნელობა ის შეძლებდა თუ არა ისევ სიარულს,თუმცა ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, ვიცოდი რომ ის არასრულფასოვნად გრძნობდა თავს,თუმცა ამას ჩემთან არასოდეს იმჩნევდა. მის პალატაში ვიყავი ექიმი რომ შემოვიდა
-ხვალ უკვე შეგიძლიათ წახვიდეთ ნიკოლოზ ბატონო-გაგვცინა სამივეს
-მართლა? რა მაგარიაა-ტაში შემოვკარი და ბედნიერმა გავხედე ნიკას
-თუმცა რეაბილიტაციისთვის ყოველ დღე მოგიწევთ მოსვლა
-რა თქმა უნდა ექიმო აუცილებლად-ენას არ ვაჩერებდი
ნიკას გავხედე იღიმოდა,ტუმცა ვიცოდი რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო,მისთვის ეტლში ჯდომა ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო. ნიკას ძმა და რძალიც აქ იყვნენ და მეხმარებოდნენ,მამიდამისი აღარ გამოჩენილა,გამწარებული იყო მე რომ ნიკას გვერდით ვიყავი.
მისი ნივტები ჩავალაგე და მის ძმას მივეცი
-შენ კატო?
-რა მე ნიკა?
-ხო დამპირდი სულ შენს გვერდით ვიქნებიო?
-მე,,-მის ძმას გადავხედე უხერხულად
-წამოხვალ ჩვენთან ერთად ქუთაისში?
-მერე მამიდაშენი?
-მამიდა ჩევნთან არ ცხოვრობს-სიცილით მითხრა მისმა რძალმა ნიამ
-ცოლად გამომყვები?-სრულიად სერიოზული სახით მითხრა ნიკამ
-რა თქმა უნდა გამოგყვები-დაუფიქრებლად გვაეცი პასუხი სამივეს გაეღიმათ
-ხოდა წავედით მაშინ-თავი დაგვიქია ნიკას ძმამ ვაკომ
მანქანაში ჩავსხედით და ქუთაისში წავედით
-ლევანს უნდა დავურკო ნიკა
-ლევანმა უკვე იცის კატო,თიკასთან ერთად ქუთაისში გველოდება
-რაა?-გამეცინა
-ჰო რა იყო-გაეცინა-დღეს დავიწერთ ჯვარს ბაგრატში,თიკა შენი მეჯვარე იქნება,ლევანი კი ბავშვის ნათლია,ნუ ჩემი რა თქმა უნდა ჩემი ვატუსა-გაგვეცინა-ყველაფერი მზადაა მხოლოდ შენი თანხმობა იყო საჭირო-თვალი ჩამიკრა და თავი მხარზე დამადო
გამეცინა,ძალიან ბედნიერი ვიყავი ამდენი ხნის შემდეგ. 2 საათში უკვე ეკლესიაში ვიყავით,ლევანი და თიკა რომ დავინახე უზმოდო გამიხარდა
-როგორ გამახარეთ-მოვეხვიე ორივეს
-შენს ქორწილს როგორ დავაკლდებოდით?-მომეხვია თიკა
-აბა რაა რძალო
-შენ უფრო გაგვახაე ასეთი ბედნიერი რომ ხარ კატო,ხომ იცი როგორ მიყვარხარ?-მითხრა ლევანმა
-მეც უზომოდ ლევან
ჯვარი ბაგრატში დავიწერეთ,თავი ზღაპარში მეგონა,ნიკას ყველა ძმაკაცი იყო ჩემი მხრიდან მხოლოდ ლევანი და თიკა,რაღაც მომენტში გული დამწყდა ჩემების გამო,თუმცა ეს მათი არჩევანი იყო და არა ჩემი.ჯვრისწერიდან რესტორანში გადავინაცვლეთ.
-ნიკა ხო არ დაიღალე?-ჩემს გვერდით მჯდომს გადავჩურჩულე
-არა რა დამღლის-გაეცინა
-დალევა არ შეიძლება ხომ იცი?
-ვიცი კატო ნუ ნერვიულობ
არც ჩემთვის იყო კარგი ამ დრომდე რესტორანში ყოფნა,ნიკას ვთხოვე და რამდენიმე საათში წამოვედით სახლში.ოთახში შევიყვანე და წამოწოლაში წავეხმარე
-პირველი ღამე არგვექნება ხო?-ორივე სგაგვეცინა
-ჩვენი პირველი ღამე მუცელში მყავს-ვფხუკუნებდით
ტანსაცმელი გავხადე და გვერდით მივუწექი,მთელი ღამე ბდნირებისგან არ მძინებია,მისი სუნი ისევ მიღიტინებდა ცხვირში,ამაზე სასიამოვნო არაფერი იყო.დილით ისევ იგივე პოზაში გაგვეღვიძა.სწრაფად ავდექი და ნიკას საუზმე მოვუმზადე რომ წამალი დროზე დაელია.ვაკო და ნია სამსახურში იყვნენ ბავშვი კი ბაღში.
-დედაჩემმა დამირეკა 1 კვირაში ჩამოვა,ბილეთი უკვე აიღო
-კარგია
-კატო მე ვერ ვიმუშავებ ხომ იცი ესეთ მდგომარეობაში?
-ვიცი ნიკა არაუშავს
-დანაზოგი მაქვს ბანკში,სანამ ფეხზე წამოვდგები გვეყოფა და მრე აუცილებლად ვნახავ რამეს
-არაუშავ მაგაზე არ იდარდო შენ,მეც მაქვს დანაზოგი,თანაც შემიძლია ინგლისურში და მათემატიკაში მოვამზადო ბავშვები
-შენთვის ახლა დატვირთვა არ შეიძლება,მაგაზე არ იდარდო მალე დავდგები ფეხზე და ყველაფერს გავაკეთებ არაფერი რომ არ მოგაკლდეთ.
-ხომ იცი მატერიალური მხარე რომ არ მადარდებს?
-ვიცი კატო,ტუმცა აუცილებელია,სიყვარულს ხო ვერ ვაჭმევთ ბავშვს?-ორივეს გაგვეცინა
-ვაიმე რა დამპალი ენა გაქვს-ვხარხარებდით ორივე



№1 სტუმარი Guest ანა

კარგი იყო მომეწონა

 


№2 სტუმარი matata

Agarapireb gagrdzelebas?

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

შაინტერესოაა ძალიანნ მალე დადეე ეხალი ტავიი მაინტერრსებსს :*

 


№4  offline წევრი Ana Imnadze

გააგრძელე გთხოვ :-(

 


№5 სტუმარი მარიი

გააგრძელე რა :(

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინი

უკაცრავად ამას დასასრული არაქვს.

 


№7  offline წევრი Tako Vano

რატო არ ამთავრეფ არც ერთ ისტორიას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent