შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებულთა კუნძული 5


1-12-2016, 20:42
ავტორი mariia
ნანახია 1 663

ჯონგინი

ქალაქიდან  და ყველასგან შორს მიყრუებულ ადგილზე ვარ. მანქანაში ზივარ. საზურგეზე თვალებ დახუჭულს თავი მაქვს მიყრდნობილი.  ჯანდაბა...ვერაფერით ვიშორებ ჰანას და ბექიონის სცენას თავიდან. როგორ იწევს ბექიონი საკოცნელად ჰანა აჩერებს, მაგრამ რაა? რა იცვლება?  შემდეგი ჩემი უხეშობა მახსენდება. სხვანაირად ვერ მოვიქცევი. უბრალოდ ნერვები მეშლებაა მის ასეთ საქციელზე. ზედმეტად კეთილია ამ საზოგადოებისთვის,სადაც ერთმანეთს ჭამენ. და კიდევ უფრო ჩემს თავზე მეშლება ნერვები მე მას ვკარგავ. თან ისე, რომ შენარჩუნებას არც ვცდილობ.  უბრალოდ მარტივად გადავულოცე ბექიონს,რადგან ჰანას ვფიქრობ ჩემზე მეტად ის უნდა. ჩემს უმოქმედობაზე საშინლად ვბრაზდები და საჭეს გაცხარებული რამდენჯერმე ხელს ვურტყავ.  მტკივა თან საკმაოდ, მაგრამ ეს ტკივილი იმ ტკივილთან ახლოსაც ვერ მივა რასაც ჩემი გული განიცდის. შიგნიდან მთელს სხეულში ცეცხლს ისვრის და იქაურობას წვავას. თითოეული მისი ძგერა მკერდზე ძლიერად და მტკივნეულად არტყავს.
  წინ მხოლოდ სიბნელეა.  ვიყურები და თანდათან მითრევს. კადრები მივლის თვალწინ.  კუნძული და იქ გატარებული რამდენიმე ჩემთვის ტკბილი დღები. მასთან უფრო ახლოს ვიყავი იქ. როცა ეძინა მაშინ მაინც. ახლა კი.... კარგი!  რადგან ცუდი ვარ,ბოლომდე ცუდი ვიყო. ჩემს გონებაში რაღაც მოხდა. არმაინტერესებს ის რას აპირებს.  იმას ვიზავ რაც სწორია,თუნდაც გაბრაზდეს ან უარესი შემიძულოს.
მანქანას სწრაფად  ვქოქავ და ადგილს ვწყდები.
   ნახევარი საათის შემდეგ "ქეი გრუპ"-თან კომპანიის შესასვლელთან ვდაგავარ. გავიგე,რომ ჯერ კიდევ აქ არის დედამისი. სარკეში ვიხედები, ღმად ჩავისუნთქე და მანქანიდან გადავდივარ.  რათქმაუნდა არ მავიწყდება ჩემი შესანიღბი ნივთები.
შესვლისას წინ დაცვა მეღობება.
- უკაცრავად, მაგრამ ვერ შეგიშვებთ- ხელით მაჩერებს.
- ქალბატონი კანგის ნახვა მინდა-ჩემს სიტყვებზე ეღიმება.
- კარგი ერთი- ირონიულობა მის ხმაში.
- უბრალოდ უთხარი, რომ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და ეს მის გოგონას ეხება. მგონი ჩემზე უკეთ იცი ქალბატონისთვის პირველ ადგილზე ვინ დგას- ჩემს სიტყვებზე სახეზე შიშის ფერმა გადაკრა.  კმაყოფილმა გავუღიმე.
- ერთი წუთით ახლავე შევატყობინებ- თავის პუნქტზე ბრუნდება და ტელეფონით რეკავს. დასრულების შემდეგ მანიშნებს გავყვე და ასეც ვიქცევი.
****
მეგონა იოლად შევძლებდი მისთვის ყველაფერის თქმას. თუმცა როცა მის კარებთან ვდგავარ ამაში ეჭვი მეპარება.
ფრთხილად ვაკაკუნებ და მაშინვე ისმის შიგნიდან ხმა,რომელიც შიგნით მეპატიჟება.მისი მაგიდის წინ ვდგები. რაღაც საბუთებს ჩაჰყურებს უიმედო სახით.
- აჰამ- ვახველებ,რომ ყურადღება მივაქციო.
- ააჰ დიახ დაბრძანდით. -სკამზე მითითებს და ახლაღა მიყურებს- თქვენ ხომ ის ბიჭი ხართ - თითს იშვერს ჩემსკენ.
-დიახ გუშინ შევხვდით ერთმანეთს.- მოუსვენრად ვწრიალებ უკვე.
- ჰანას იცნობთ? საიდან?  მასზე რა უნდა გეთქვათ?- ძალიან მშვიდად ამბობს. ისეთი მშვიდი და ბედნიერია,როცა მასზე ლაპარაკობს უკვე მეც ვფიქრობ უკან გავბრუნდე,მაგრამ არა! მალევე ვაგდებ ამ უაზროდ მოჭრილ აზრს.
- მე ნამდვილ ჰანას ვიცნობ -ვამბობ და მის რეაქციას ვაკვირდები.  იმდენმა ემოციამ გადაუარა ერთდროულად სახეზე ვერც კი ვხვდები ახლა რას გრძნობს.
- რას ნიშნავს ნამდვილ ჰანას იცნობ?-ხმის კანკალით ამბობს და წინ იწევა.
- თქვენ მწარედ მოგატყუეს. თქვენი შვილი თორმეტი წელი კუნძულზე იზრდებოდა და იცდიდა,როდის დადგებოდა დრო,რომ თქვენთან მოსულიყო.- თითქოს გაშეშდა. მიყურებს და თვალებიდან გადმოსული ცრემლებით ვხვდები, რომ ესმის რასაც ვამბობ.- და როცა ეს მოხდა და დააღწია თავი იმ ადგილს ბედნიერი იყო,რადგან იცოდა აქ თქვენ ელოდით. თუმცა როგორც ჩანს მისი ადგილი დაიკავეს და ახლა ის ისევ დამალვას აპირებს. - ვჩერდები, რადგან თვალსაც არ ახამხამებს და ეს მაშინებს.
- იტყუები- ისევ ხმის კანკალით ამბობს.
- არა არ ვიტყუები და ამას გულით გრძნობთ.  მას შეხვდით უკვე და ვიცი იგრძენით ის,მაგრამ დაიბენით,რადგან უკვე გყავდათ შვილი, რომელიც თქვენი გგონიათ.  ვიცი,რომ მის საათს უყურებდით. მასზე უკან თქვენი და თქვენი მეუღლის სახელები წერია.შიგნით კი თქვენი სურათი დევს.
- ჰანა... გოგონა ბაღიდან... ის... ჩემი გოგონა - ცრემლების ყლაპვით ძნელად ლაპარაკობს. ხელს მკერდზე ისვამს უცებ და სახე ემანჭება. სავარძლის მისაყრდნობზე ზურგით ეცემა.სახეზე თეთრი ფერი ედება.
- ქალბატონო კანგ?-მასთან ვიჭრები - ცუდად ხართ?- ხელს უჯრისკენ იშვერს.
- ჩემი წამალი - მის ლუღლუღს ძლივს ვიგებ.უჯრიდან სასწრაფოდ ვიღებ და ვაწვდი.  ცოტახანში ფერმკრთალი სახეზე ოდნავ ფერი მოსდის.ვფიქრობ ახლა შემიძლია გავაგრძელო სათქმელი.
- ქალბატონო კანგ არც მე და არც მას ტყუილი არ გვჭირდება. მას ყველაზე ძლიერი იარაღი აქვს ამის დასაჯერებლად. ეს მოგონებებია. თქვენზე და მის პატარაობაზე. ის ჯერ ისევ პატარა ბავშვია, რომელიც იმ ასაკში შეწყვიტა ზრდა,როცა თქვენ დაგშოდათ. მას მხოლოდ დედა სჭირდება,მაგრამ ჰგონია რომ ბედნიერი ხართ მის გარეშე.  - ცრემლები კიდევ უფრო მეტად წამოუვიდა და მწარედ ჩაიცინა.
- როგორ შეიძლება დედა შვილის გარეშე ბედნიერი იყოს.- უცებ ხელს მკიდებს და მავედრებელი თვალებით შემომყურებს. - სად არის? მისი ნახვა მინდა.- ვუღიმი და თავს ვუქნევ.
- აუცილებლად ნახავთ - კმაყოფილი ვარ რადგან ვიცი დედაა შვილს ნახავს და ჰანა ბედნიერი იქნება.
****
ჩანიოლისგან გავიგე, რომ კომპანიაში იყვნენ. ქალბატონი თავისი მანქანით გამომყვა და ახლა ელოდება, როდის გამოვა. ჩემი მანქანით შორს ვდგავარ. დიდიხანია უკვე აქ ვართ. მაგრამ მაინც განაგრძობს ლოდინს. ისევე როგორც მე. ახლოს მისვლა არ მინდა. მხოლოდ შორიდან.  შორიდანაც საკმარისი იქნება. კომპანიიდან გამოსულს ვხედავ ჰანას. მეღიმება, რადგან წამებია დარჩენილი მის სრულ ბედნიერებამდე. სახეზე ღიმილი მეყინება. ხედავ, რომ ტირის. საჭეს ხელებით ვაფრინდები. ერთადერთი რაც თავში მომდის მისი ამ დგომარეობაში დანახვის შემდეგ ეს ბექიონია.
- ჯანდაბა რა ჩაიდინე?...
რამდენიმე წამში ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ყოფილიყო ის დედის მკლავებშია. მეც ოდნავ ვწყნარდები.
მალევე სვავას მანქანაში ჰანას და მიდიან. მე კი შენობისკენ ვიღებ გეზს.
შესასვლელში დერეფანში ბექიონს ვეჩეხები.
- ჰანა არ დაგინახავს?-ისეთი სახით ამბობს მალევე ვრწმუნდები ჩემს თეორიაში.
- რა ჩაიდინე? - ჩემს ხმას ვერც მე ვცნობ. ისეთი უხეშად და ცხოველურად ჟღერს.
- თეიონმა მაკოცა და ჰანა იქ იყო- სევდიანი ხმით ამბობს.
- და შენ რა ქენი როცა ის წამოვიდა?- არცაა არაფრის თქმა საჭირო.  ყოველთვის სუსტი იყო თეიონთან ბექიონი.  ისე ძლიერ უყვარდა.  ის კი ადგა და მიატოვა.- ხომ თქვი, რომ თქვენს შორის ყველაფერი დამთავრდა - უკვე ყვირილზე გადავდივარ.
- ასეც იყო,მაგრამ ჯანდაბა -მისი ეს დაბნეულობა ჩემს ნერვულ სისტემას ბოლომდე ანგრევს.მავიწყება,რომ ჩემი ჰიონგია. მავიწყდება მე ვინ ვარ. საერთოდ ყველაფერი მავიწყდება და მის პერანგს საყელოში მკვეთრად ვწევ. მარჯვენა ხელს მაგრად ვუჭერ. თვითონ არაფერს აკეთებს უბრალოდ ელოდება როდის მიიღებს დარტყმა ჩემგან.  გონს მოვდივარ და ხელს ვუშვებ, თუმცა მუშტი მაინც შეკრული მაქვს. ვგრძნობ როგორ მიცივდება თითის ბალიშები.
- არა დამარტყი- ყვირის უცებ. ჩემს ხელს იღებს და სახეში ირტყავს. - ჯანდაბა სუსტი ვარ მასთან.  მისი ერთი დაძახება და მე ისევ მის ლეკვად ვიქეცი. მეგონა ჰანამ დამავიწყაა ის,მაგრამ დღეს გავიგე, რომ ისევ მისი მონაა ჩემი გული - ნერვიულად იცინის. 
- ჰანასთვის იმედი არ უნდა მიგეცა. თავი არ უნდა შეგეყვარებინა. ასე რომ არ გექნა....-იმას არ ვამბობ რისი თქმაც მინდა. - არ ეტკინებოდა -  ვბრუნდები. - ჰანა უკვე დედამისთან არის.- ვამატებ და კომპანიიდან გავდივარ.
****
ყველა თავიანთ ოთახებში არიან.მე კი მის ოთახში ვარ და ვხდები როგორი ცარიელია აქაურობა. აქამდეც ასე იყო თუ ახლა მეჩვენება ასე? ფანჯარასთან რაფაზე ვზივარ როგორც მას უყვარდა. ჯანდაბა შეყვარებული გოგოსავით ვიქცევი. ვდგები და დაბლა ჩავდივარ. უკვე გვიანია თუმცა ვიღაცის ხმა მესმის სამზარეულოდან. გეზს იქეთ ვიღებ. 
- აქ რა გინდა? ახლა დედაშენთან ერთად უნდა იყო- გაოცებული გავყურებ წყლის ბოთლით ხელში ჰანას.
- ვიყავი კიდევაც -მთელი სახე უბრწყინავს.  მეც მეღიმება - ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ჩემი გამოშვება არ უნდოდა, მაგრამ ვთხოვე ეს ღამე მოეთმინა და იმ გოგონას დალაპარაკებოდა მარტო.
- მიხარია - გულწრფელად ვუღიმი. 
- ჩემი გადაწყვეტილების მიუხედავად მაინც უთხარი -სახე სერიოზული უხდება და ჩემსკენ მოდის.
- მოიც შენ რა ბრაზობ?- გაოცებისგან მეცინება.
- კი თან ძალიან.  არაფრად აგდებ იმას რასაც მე ვამბობ - თვალებში მიყურებს და ჩემს ქცევას აკვირდება.
- და რა? ბოთლს ჩამარტყავ თუ დანას მესვრი?- ცალი წარბი მეძგიბება. მას კი სახეზე სიცილი ურბენს.
- მადლობა, რომ არ დამიჯერე. - მთელ სახეზე ედება ღიმილი.  სასწაულია.  ჩემს გულს მისი თვალების ბრწყინვალება და ღიმილი მალამოდ ედება. - ღამე მშვიდობისა - ამბობს და ოთახისკენ მიდის.  გახარებული სამზარეულოში პატარა ტრიალს ვაკეთებ. 
- ჯონგინ გეყოფა! - სერიოზულად ვარიგებ ჩემს თავს. თან აქეთ- იქეთ ვიხედები.  კიდევ კარგი ყველას ეძინა. ჩემი ოთახისკენ მივდივარ. დღეს ჩამოსვლიდან პირველად ნორმალურად დავიძინებ. 
******

ჰანა

პირველად დავწექი საწოლში. ისევ ვერ ვისვენებ, მაგრამ გაძლებას ვცდილობ.  ყველაფერი ზედმეტად რბილი და ფაფუკია. თითქოს ღრუბელზე წევხარ. ჩემი სათამაშო გულში მყავს ჩაკრული და ბედნიერი ვარ. იმის მიუხედავად, რაც კომპანიაში მოხდა. ყველაზე დიდებული სამი საათი რაც დედასთან გავატარე. უნდოდა ყველაფერი დაწვრილებით მომეყოლა. რისი თქმაც მოვასწარი მოვუყევი დანარჩენი კი შემდეგისთვის მოვიტოვე. მე ხომ აღარსაც წასვლას არ ვაპირებდი. ძლივს დავითანხმე,რომ კიდევ ერთი ღამე მოეთმინა. ჰანას დალაპარაკებოდა. ბოლოსდაბოლოს წელიწადნახევარი ის დედად თვლიდა,თან თუ არც არაფერი ახსოვს მითუმეტეს არაა სწორი ისე მოექცე როგორც არაადამიანს. ფიქრებიდან კარებზე კაკუნს გამოვყავარ. თვალი საათისკენ გავაპარე. უკვე ღამის პირველია. კიდევ გაისმა კაკუნის ხმა.
- ვინ არის?- ჩუმი ხმით ვიძახი.
- ჰანა ბექიონი ვარ. შეიძლება შემოვიდე? -კარს იქედან მის ხმაში იმდენი სევდა და დანაშაულის გრძნობა იგრძნობა არ შემიძლია გავაგდო.
- შემოდი- კარებს ფრთხილად აღებს. მეც საწოლზე წამოვიწიე.
- როგორც ჩანს საწოლს ეგუები- ცდილობს გაიღიმოს და მეც გამაცინოს. ასეც ვიქცევი. 
- ასეა. - ვამატებ. მის სახეს ვუყურებ.  მართალი ვიყავი მის ხმაში დანაშაულის გრძნობა სახეზეც გამოიხატება.- არ გინდა ჩამოჯდე?- ხელს საწოლზე ვურტყავ და ისიც ოდნავ გუნებაზე მოდის.მოიწევს და ჩემთან ახლოს ჯდება.
- ჰანა - ფრთხილად იწყებს თავჩაღუნული ლაპარაკს. - უკანასკნელი ვით მოვიქეცი. მაპატიე გთხოვ. გული გატკინე. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ვფიქრობდი, რომ წინა გრძნობებიდან საერთოდ აღარაფერი იყო დარჩენილი, მაგრამ... - მხარზე ხელს ვკიდებ. თავს მაღლაა სწევს და თვალებში მიყურებს.
- ბექიონ არ არის საჭირო ამდენი ახსნა განმარტებები. ის არსებობდა შენს ცხოვრებაში და როგორც  ჩანს დიდი კვალიც დატოვა. მე კი უბრალოდ გზა აბნეული შემოგეჭერი - მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე.
- მაგრამ იმსახურებ იმას, რომ აგიხსნა.და არ მინდა შენი დაკარგვა.-ხელებს მკიდებს და თავისაში იქცევს.
- არც მკარგავ ბექიონ.- თბილად ვუღიმი. არ მინდა ჩემს გამო თავი რამეში დამნაშავედ იგრძნოს. მითუმეტეს ეს ჩემი ბრალიც არის.  ზედმეტად ახლოს მივედი მასთან,ისე გაანალიზებული არც მქონდა რა მინდოდა. - მოდი დავივიწყოთ ყველაფერი და ჩვენი ურთიერთობა იმ ეტაპზე გავყინოთ რაც კოცნამდე იყო. თუ შესაძლებელია რა თქმა უნდა და წინააღმდეგი არ იქნები მეგობრობაზე რას იტყვი? - ვუღიმი და თავს გვერდით ვწევ. ვხდები ჩემი სიტყვებით თვალები როგორ უბრწყინდება.
- გინდა იმ ბიჭს ემეგობრო ვინც მოგატყუა და ყველაზე დიდი აღმოჩნდა?- პირზე ხელს ვაფარებ, რომ საკუთარი თავის ლანძღვა შეწყვიტოს.
- ეგ ბიჭი ასე, რომ ლანძღავ ჩემი მეგობარია და თუ არ გაჩუმდები მოგხვდება - მუშტს ვკრავ და მისი სახის წინ ვატრიალებ. ჩემს საქციელზე გულიანად იცინის. უცებ ხელებს შლის და გულში მიკრავს.
- საუკეთესო ხარ. მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ. -ლოყაზე უცებ მკოცნის და უკან იწევა. - მართლა დედას შეხვდი?- დადებითად თავს ვუქნევ.
-კი  და ხვალ სახლში ვბრუნდები.
- მიხარია შენი ამბავი, თუმცა მწყინს კიდევაც. ალბათ ხშირად ვეღარ გნახავ - სახე  ეღუშება.
- არაფერიც მაინც ვერ მომიცილებთ - ვამბობ და ორივე გულიანად ვიცინით. ალბათ სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობა.  მეგობრული, მხიარული  და არანაირი ზედმეტი.
-კარგი დაისვენე ხვალ მძიმე დღე გაქვს- საწოლიდან დგება და როგორც პატარა ბავშვს თავზე მკოცნის. უცებ ყურთან იხრება. - პატარა საიდუმლოს გეტყვი.  შენთვის პირველად მე არ მიკოცნია- მის ხმაში ჩაცინებას ვგრძნობ. მე კი პირი მეღება გაოცებისგან. მალევე მცილდება და კარისკენ მიდის.
- ბექიონ რა?- ხელს წევს და მემშვიდობება.
- ღამე მშვიდობისა- ისმის მისი უკვე ლამის კარებს გარედან ხმა.
- ბექიონ მოიცადე. ჯანდაბა თუ არ ამბობ არც უნდა დაიწყო- ბოლო ხმაზე ვყვირი და უცებ პირზე ხელებს ვიჭერ. სულ დამავიწყდა გვერდით ოთახებში მძინარე ბიჭები. უკმაყოფილოდ ვწვდები ისევ საწოლში.  ბექიონმა ახალი საფიქრალი მომიმატა. და საერთოდ რატომ ახსენა?! ჯანდაბა ბექიონ მგონი ვერ გადამირჩები. ჩემს დათუნიას ახლოს ვიხუტებ და თვალებს ვხუჭავ.
****
უჩვეულოდ ბედნიერმა გავიღვიძე. თავი მოვიწესრიგე და დაბლა ჩავედი. თუმცა ჩემი თმა მაინც ურჩი და მოუწესრიგებელია. ბიჭების უმრავლესობა სამზარეულოში არიან და ერთმანეთს არც ლაპარაკს აცდიან და არც საქმის კეთებას.
- დილა მშვიდობისა ჰანა-პირველი ლეი მამჩნევს და ხელს მიქნევს მასთან მისასვლელად.
- დილა მშვიდობისა ბიჭებო- მეც ვესამები და ლეის მიერ მითითებულ სკამზე ვჯდები.
- ასეა თუ ისე შენს შესახებ ყველაფერი გავიგეთ- ეშმაკურად ამბობს ჩანიოლი და თან ბიჭებს რაღაცას ანიშნებს.  თავში ერთმანეთში ყველაფერი მერევა? რა გაიგეს? გუშინდელი ბექიონის ნათქვამი მიტივტივდება"პირველი მე არ მიკოცნია". გარედან ვნიღბავ ჩემს აფორიაქებას და ვცდილობ წინ დადგმული ფორთოხლის წვენი დავლიო.
- მაინც რა გაიგეთ?- წარბს ვწევს და თან წვენს ვსვავ.
- ის, რომ დედასთან გადადიხარ- ჩანიოლს დიო ასწრებს და მიღიმის. თან ჩემსკენ საჭმელს წევს და ხელით მანიშნებს ვჭამო. ყველა სუფრასთან ზის ჯონგინის და ბექიონის გარდა.
- ის ორი სად არის? - შიუმინი კითხულობს და თან გემრიელად ილუკმება. მეც მას ვბაძავ და ვჭამ,მაგრამ ყურები დაცქვეტილი მაქვს.
- ორივეს ძინავს.- სწრაფად ამბობს სეჰუნი და ისიც ჩვენ გვებაძება. პირს საჭლით იტენის. სუფრაზე ყველა მხიარულობს. ათას რამეს განიხილავენ თან მიირთმევენ.  ჩემი გონება ისევ დაქრის. რატომღაც თითოეულის ტუჩებისკენ მეპარება თვალები. ჯანდაბა ბექიონ ხომ შეიძლებოდა არ გეთქვა?!
  საუზმის შემდეგ ყველა მიმოიფანტნენ. ძლივს დავარწმუნე ბიჭები,რომ სამზარელოს მილაგება ჩემთვის მოენდოთ. ყველა სადღაც წავიდა მძინარების გარდა. მე კი მანქანას ველი,როდის მომაკითხავს.ყველაფერი თავის ადგილზე დავაბრუნე.ჭურჭელიც დავრეცხე. ჭიქა ისევ ავავსე ფორთოხლის წვენით და მისაღებში გავდივარ თან წვენს სვავ. კიბეებთან ჯონგინს ვეჩეხები.
სანამ მისალმებას ვასწრებ ჩემს ჭიქას წვდება და იღებს. ტუჩებთან მიაქვს და სვავს.
- მე ვსვავდი- მცდება პირიდან. ჩემს თავს კი მისი ტუჩების თვალიერებაში ვიჭერ. მზერა კისრისკენ მეპარება თუ როგორ აუდ-ჩაუდის წვენის სმის დროს. თავს უმნიშვნელოდ ვაქნევ. ჩემი აზრების გასაფანტად.
-მერე რა?  ძალიან მწყუროდა- ამბობს ბოლო წვეთის გამოწურვის შემდეგ.  - მადლობა. ჭიქას მე გავიტან- მიღიმის და სამზარეულოსკენ მიიწევს. ჯანდაბა რა მჭირს? სულ რაღაც ორი დღის წინ მეგონა ბექიონი მომწონდა.  ახლა კი ჯონგინის ტუჩებს ვუყურებ.  სულ გამაგიჟა ბექიონის ნათქვამმა. და ჩემმა არეულმა გულმა კიდევ უფრო.  არა ეს ჯონგინი არ იქნებოდა.  თუმცა არც იმის გარანტია მაქვს,რომ არ იყო. ან იქნებ სულაც იმ ცანცარამ მომატყუა? და საერთოდ რატომ გადამაქვს ასე იოლად ბექიონთან ჩემი არც დაწყებული და უკვე  დასრულებული ურთიერთობა?! აჰ ჯანდაბა ლამის ტვინი გამისკდეს ამაზე ფიქრით.
- ჰანა- მხიარულად მიახლოვდება ბექიონი თან ამთქნარებს.- როგორ გეძინა?
- სასწაულად შენი გადამკიდე - სიბრაზისგან წარბებს მაღლა ვწევ.
- მე უბრალოდ სიმართლეს ვამბობ- მხრებს იჩეჩს და თან იკრიჭება.
- ბექიონ შენ...- კარებზე ზარია და მის გალანძღვას მაწყვეტინებს.კარებს ვაღებ. ხელში დედას დაცვის უფროსი მხვდება. მე მას ვიცნობ ძალიან კარგად ჩემ საუკეთესო მეგობარი იყო პატარაობისას.  ახლაა კი ისეთი მკაცრი სახე აქვს და თან უფრო კაცური ჩანს.
- პატარა ქალბატონო  დედათქვენი გელოდებათ- გვერდით იწევა და ხელს მანქანისკენ იშვერს. მე კი მისი ნახვით გახარებული ზედ ვეკვრები. პატარაობიდან განსაკუთრებით მიყვარდა ის.
- ჯივონ - ხელებს ვხვევ ის კი უხერხულად იშმუშნება.- როგორ მომენატრე.
- ასე მოქცევა არ შეიძლება. თქვენ უკვე გაიზარდეთ- ფრთხილად წარმოთქვამს ამ სიტყვებს,თან ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება.
- სულ არ გაგიხარდა ჩემი ნახვა. - გაბრაზებული ვშორდები და უკან ვიხედები, რომ ორივე გავაფრთხილო ჩემი წასვლის შესახებ,თუმცა საჭირო არაა. ორივეს ინტერესიანი მზერა აქეთაა მოპრყობილი და ეჭვის თვალით იყურებიან. - ბიჭებო მივდივარ - დაბნეული ვამბობ,რადგან მე არც ერთი არ მიყურებს.  ჯივონი ლამის თვალებით შეჭამონ.
- ჰანა ჩვენც მოვდივართ- ამბობს უცებ ბექიონი. ისევ არ აშორებს თვალს ახლად მოსულს.
- რატომ? -გაოცებული ვუყურებ მას. თუმცა მის ნაცვლად ჯონგინი მპასუხობს.
- იმიტომ, რომ ასე გვინდა. - ორივე ჩემსკენ მოდის.
- როგორც გინდათ- მხრებს ვიჩეჩავ. რა ეტაკათ? ჯივონი უხმოდ ტრიალდება და კარებს მიღებს უკანა სავარძელში. იქ ვკალათდები. ჩემი ორი მოცლილი მცველიც. მათზე მეცინება.  ერთი ერთი მხრიდან მიჯდება,მეორე მეორე მხრიდან.  ჯივონიც თავის ადგილს იკავებს და მანქანას ქოქავს.
  ჩემს სახლამდე ხმა არც ერთს არ ამუღიათ. მე მითუმეტეს.  შესასვლელთან გააჩერა მანქანა. აქაურობა ცოტა გადასხვანაირბული და მოდერნიზირებულია. როგორც საერთოდ ყველაფერი რაც მახსოვს.
- პატარა ქალბატონო - სანამ გადავალთ ჯივონის ხმა მწვდება.წინა სარკიდან მიყურებს და მეც მას ვუბრუნებ მზერაა. - მიხარია, რომ ცოცხალი ხართ და დაბრინდით.
- მადლობა ჯივონ -ორივე ვუღიმით ერთმანეთს. ბექიონს გადასასვლელად ვუბიძგე.  მეც მას გადავყევი. მეორე მხარეს კი ჯონგინი გადმოვიდა. სამივე სახლისკენ მივდივართ. სახლში, რომელიც მთელი ჩემი პატარაობის მოგონებებს ინახავს.
***
ყველანი დიდ ოთახში ვსხედვართ. დედა ჩემს გვერდით ზის და ჩემი ხელები უჭირს. მეორე მხარეს ჯონგინი და ბექიონი. წინა სავარძელში კი ჰანა ზის თავ ჩახრილი და თვალები ცრემლებით აქვს სავსე. დედა შეეცადა ყველაფერი მშვიდად აეხსნა,მაგრამ ვფიქრობ ახლა მას არც ერთი სიტყვა არ გაუგია რაც დედამ უთხრა. მხოლოდ ის, რომ მისი შვილი არ არის და ნამდვილი ჰანა მე ვარ.
- დედა მგონი ახლა მას არაფერი ესმის - ჩუმად გადავულაპარაკე დედას. ფეხზე ვდგები და მისკენ მივდივარ.  გვერდით ვჯდები და ხელზე ხელს ვადებ. ის კი სწაფად ხელებიდან მაცლის ხელს და ანთებული თვალებით შემომყურებს.
- და ახლაა რა? ჩავალაგო ჩემი ნივთები და წავიდე აქედან? თუმცა ეს ყველაფერი რაც მაქვს ხომ შენია. მე ხომ უბრალოდ შემცვლელი ვიყავი. - ხელს მკერდზე ირტყავს. ჩემიდან დედაზე გადააქვს მზერა.- დედა ახლა მე რა ვქნაა? - ხელით ცრემლებს იწმენდს და ნერვიულად იცინის - აჰ მე ხომ დედა არ მყავს.  ქალბატონო კანგ მე რა ვქნა ახლა? შეგიძლიათ ამაზე პასუხი გამცეთ? მე ხომ არ მოვსულვარ თქვენთან.  ეს თქვენ მოხვედით და მითხარით, რომ თქვენი შვილი ვიყავი.  მეც არ დამიწყია კითხვების დასმაა,რადგან ბედნიერი ვიყავი, რომ ვიპოვე დედა.
- საყვარელო მე არ მითქვამს, რომ სახლიდან გაგდებ ან აღარ მიყვარხარ, რადგან შენ ამ დროის განმავლობაში დიდ ბედნიერებას მანიჭებდი და იყავი შვილი ვინც მე ცხოვრებისკენ მომაბრუნა. - დედაც ჩვენსკენ მოდის და მის წინ იჩოქებს.-მაგრამ ჰანა ჩემი შვილია, ჩემი სისხლი და ხორცი და ვერ გავუშვებ. მე ერთი შვილი მყავდა,მაგრამ ახლა ორი მეყოლება.
- ჩემს სახელსაც უნდა დავემშვიდობი ხომ? - ისევ ნერვიულად იცინის.  თავს ჯერ მაღლა სწევს და გვერდით იხედება. მეც თვალები ცრემლებით მევსება და შემიძლია წარმოვიდგინო ის რას გრძნობს.
- შეგიძლია გამიგო? ჩვენ მოგვატყუეს. უფრო სწორედ მე მომატყუეს. შენ და ჰანა კი უბრალოდ მსხვერპლი ხართ. ყველას მოვთხოვ პასუხს ამისთვის- დედას სიბრაზისგან თვალები უწითლდება.
- მაგრამ ახლა მე მტკივა. მთლიანად ვიწვი. ნუ მომთხოვ ახლა ყველაფერს მარტივად მივუდგე. დრო მჭირდება. - დედას ხელებიდან ხელს აცლის და გადის. გაყოლას აპირებდა დედაც თუმცა შევაჩერე.
- დედა მოიცა. ხანდახან მარტო ყოფნა საუკეთესოა ყველაფერზე დასაფიქრებლად - დედა უცებ მაგრად მეხვევა და გულში მიხუტებს. უკანა ხედზე ბექიონის მზერას ვაწყდები, რომელსაც თვალებში ცრემლები აქვს მომდგარი და ჩუმად იწმენდს. ჯონგინი კი ჩვენსკენ არც იყურება. იმ მხარეს იხედება საითაც წუთის წინ ის გაუჩინარდა.  ფეხზე დგება  და მას მიყვება. არც ვიცი ეს რა გრძნობაა ახლა რო სულს მიფორიაქებს. არ მომწონს მისი წასვლა მასთან. არც ის მომწონს, რომ ასე ვფიქრობ.  ბოლოსდაბოლოს ადამიანს ცხოვრება ერთს წამში დაენგრა ჩემი მიზეზით. ერთი წინადადება და მისი აგებული კოშკები ერთი მეორეს მიყოლებით დაინგრა.მაგრამ მაინც არ მომწონს ის ადამიანი ვინც ჩემი სახლში დაბრუნებისთვის ასე იბრძოდა მასთან მიდის და შესაძლებელია მისი მკლავები შესთავაზოს დასამშვიდებლად. თავს ყველაზე ეგოისტ ადამიანად ვგრძნობ. თვალებს მაგრად ვხუჭავ. მინდა ეს ფიქრები თავიდან ამოვიგდო,მაგრამ გულში უცნაურ გრძნობას ვერაფერს ვუშვები.



№1 სტუმარი manana

ძალიან მომწონს, კარგია.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

dzaan kargi iyo.imedia es gogo ar daiwyebs axla rameebis xlartvas,Hana's winaagmdeg
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent