შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ღიმილი და "ასდ" დაუსრულებლად (თავი 10)


2-12-2016, 00:57
ავტორი buubbuuu)))
ნანახია 1 205

დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. ლოლა ბარგს ალაგებდა. მეც მივბაძე და ჩანთა ჩავალაგე. მანქანა დავიქირავეთ, რომ თამუნა თბილისში ჩამოგვესვენებინა. როგოგორც ავღნიშნე, მანქანას ტოტო გამოყვებოდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. დანარჩენებმაც ტაქსები იქირავეს და წამოვედით. უპასუხოდ ვტოვებდი მამაჩემის ზარებს, რომლებიც არ წყდებოდა.
როგორც იქნა თბილისამდე ჩამოვაღწიეთ. გზა იმდენად გაიწელა თითქოს სხვა ქვეყნიდან მოვდიოდით. ლოლამ მითხრა გამოგყვებიო, რამაც გამახარ და ჩემთან ავედით. სახლის კარი დედამ გამიღო.
-ვაჩე შვილო, ასე ადრე რატომ დაბრუნდი? მამაშენი ნერვიულობდა რომ არ პასუხობდი. ამდენი ხანი სად გაქრა ეს ბიჭიო. მობილურს რატომ არ პასუხობდი? (ნანა)
სახლში შესული არ ვიყავი, გაოცებულმა დედაჩემმა კითხვები რომ დამაყარა. არ ვიყავი ხასიათზე, თუმცა არ მიყვირია, არც უხეშად მიპასუხია, ამას დედაჩემს ვერ ვაკადრებდი. არასდროს გამიკეთებია ეს და არც ახლა გავაკეთებდი, მით უმეტეს ლოლას თვალწინ. სანამ პასუხს გავცემდი, გვერდით გაიწია, რომ შევსულიყავი და როდესაც ლოლა დაინახა, ვერც გაოცება და ვერც სიუხეშე ვერ დამალა.
-შენ ვინ ხარ? (ნანა)
-მე... მე... (ლოლა)
სიტყვა ვერ დაამთავრა, ისე აუცრემლიანდა თვალები. მეგონა იტირებდა, რასაც დედაჩემს ვერ ვაპატიებდი, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა.
-დედა, ცოტა ზრდილობიანად არ შეიძლება? (ვაჩე)
-რა ვთქვი შვილო? (ნანა)
-ანუ ვერ ხვდები? (ვაჩე)
-მაინტერესებდა ვინ იყო. (ნანა)
-შენი სარძლო!!! - უკვე უხეშად ვუთხარი და ლოლას გაოცებული მზერა დავიჭირე. - ახლა გასაგებია ვინ არის? (ვაჩე)
-რა თქვი? (ნანა)
-რაც გაიგე. - პირველად ვუყვირე დედაჩემს. - ჰა? (ვაჩე)
-რა დროს სენი ცოლია ვაჩე? (ნანა)
-ჯერ არც ვაპირებ... ახლა არც განწყობაზე ვარ და არც მაგის დროა. მაგრამ იმედი არ გქონდეს, რომ გადავიფიქრებ. და საერთოდ, რატომ გაქვს ასეთი რეაქცია? ყოველთვის მთხოვდი სერიოზულად მეფიქრა, სიყვარულისთვის და პირადისთვის მიმეხედა და ახლა ასე რატომ ინერვიულე? (ვაჩე)
-უბრალოდ მოულოდნელი იყო. პატაიე სარძლოვ თუ შეიძლება. (ნანა)
-საბოდიშო არაფერი გაქვთ ქალბატონო. (ლოლა)
-არა აქვს!! - ისევ ხმას ავუწიე. - მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს მე და ლოლას. (ვაჩე)
-რა საქმე შვილო? (ნანა)
-გაიგებ. ხო მართლა, მამა სად არის? (ვაჩე)
-ზვიადთან. თამუნა არ ჩანს. ხო მართლა. არ ნახე? (ნანა)
ცივმა ოფლმა დამასხა. არ მინდოდა ჯერ ნანასთან ამ თემაზე ლაპარაკი. ჩემი და ლოლას ჩანთები მისაღებში მივყარე და კარში მდგომმა მივაძახე.
-ახლა გვეჩქარება, სხვა დროს ვილაპარაკოთ. ჩანთებ ჩემს ოთახში შეიტანე გთხოვ. (ვაჩე)
ლოლასთან ერთად კარი გამოვიხურე და მამაჩემთან რეკვა დავიწყე. ძლივს უპასუხა მობილურს.
-ზაზა სად ხარ? (ვაჩე)
-მე კი არა, შენ სად ხარ? გული გამისკდა ნერვიულობით. საერთდ არ გაინტერესებს რას ვფიქრობთ და როგორ ვართ? (ზაზა)
-თბილისში. მამა უნდა გნახო. სალაპარაკო მაქვს. ტელეფონში ვერ გეტყვი. (ვაჩე)
-მაშინებ შვილო. (ზაზა)
-ხო მამა გაშინებ, რადგან მეც მეშინია. ცხოვრებაში პირველად მეშინია და არ ვიცი როგორ მოვიქცე. გთხოვ რა, უნდა გნახო. სად ხარ მითხარი მოვალ. (ვაჩე)
-ზვიადთან ვარ ამოდი. თამუნას ამბავი ხომ არ გაგიგია? უკვე მეორე თუ მესამე დღეა არ ჩანს. ნერვიულობს კაცი. (ზაზა)
-უნდა ვილაპარაკოთ მეთქი მამა. ოღონდ რაც მთავარია ზვიადთან არა. (ვაჩე)
-კარგი! ჩემს სამსახურთან რომ კაფეა იქ მოდი. 15 წუთში მანდ ვიქნები. (ზაზა)
აღარაფერი მითქვამს, გავუთიშე და ლოლას მივუბრუნდი. ულამაზესი შავი თვალები ცრემლებით ევსებოდა, მივუახლოვდი და გულში ჩავიკარი. მინდოდა ეგრძნო რომ მარტო არ იყო. მასაც ჩემსავით სტკიოდა, მიუხედავად იმისა, რომ თამუნა მისთვის არავინ და არაფერი იყო.
-წამომყევი გთხოვ. (ვაჩე)
-კარგი. (ლოლა)
-მჭირდები. (ვაჩე)
-ვიცი. (ლოლა)
ჩემი ესმოდა უსიტყვოდ. საფირმო საყვარელი ღიმილით გამიღიმა და მივხვდი, რომ ჩემი სულის ნაწილი საკმაოდ პატარა ასაკში ვიპოვე. როცა უმრავლესობა იმდენად გვიან პოულობს, რომ უკვე გვიანაა ხოლმე მის გვერდით ყოფნა, რადგან ორივე სხვა ნახევრებს არიან მიკერებულნი. მე და ლოლა კი ზუსტად ის მონათესავე სულები ვიყავით, რომლებიც აუცილებლად ყოველთვის ერთად უნდა ყოფილიყვნენ.
კაფეში ლოლაც გამომყვა. მხოლოდ ის მამშვიდებდა და მაგრძნობინებდა, რომ მყარად უნდა ვმდგარიყავი.მაბედნიერებდა ის, რომ ეს გოგო გვერდით მყავდა. დანიშულების ადგილას დამაგვიანდა. ასე ნელა არასდროს მივლია. იმ შემთხვევის მეშინოდა რასაც წამიერად ყველაფრის შეცვლა შეეძლო. მამაჩემი ანერვიულებული დამხვდა. ვიცოდი, როცა სიმართლეს გაიგებდა, უარესი დაემართებოდა, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო.
-ვაჩე ხომ მშვიდობაა? - მკითხა და ლოლა რომ დაინახა სახე გაებადრა. - ეს გოგო ვინ არის? (ზაზა)
-ეს... ლოლაა მამა... ჩემი საცოლე... ლოლა ეს მამაჩემია ზაზა. (ვაჩე)
-სასიამოვნოა შვილო შენი გაცნობა, მაგრამ აქამდე სად იყავით? რატომ არ მითხარი ვაჩე? ან ასე ადრე რატომ ცამოხვედით? 10 დღეში არ უნდა დაბრუნებულიყავით? (ზაზა)
-ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი. მაგრამ სხვა თემაზე სააპარაკოდ მოვედით და ამ კითხვებზე პასუხსაც მიღებ ალბათ.(ვაჩე)
-გისმნთ დაიწყეთ. (ზაზა)
მაგიდას მივუსხდით. თითებს ნერვიულად ვაკაკუნებდი და სიტყვას ვერ ვამბობდი. ზაზასაც აშკარად დაეტყო დაძაბულობა. დუმილი მან დაარღვია და ჩემს გაჩუმებასაც აზრი არ ჰქონდა.
-ვარჩილ დაიწყებ, თუ წავიდე? (ზაზა)
სხვა დროს ამ მიმართვისთვის ვიჩხუბებდი, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.
-ძალიან მიჭირს ამ ორი სიტყვის თქმა მამა. ისიც არ ვიცი როგორ დავიწყო ან რა უნდა ვთქვა. (ვაჩე)
-რისი თქმა გინდა? „ფული მომეცი“, „მანქანა მინდა“, თუ „მოტოციკლი გამიფუჭდა“. (ზაზა)
მამაჩემი ვერ ხვდებოდა თავს რა ელოდა. იღიმოდა, იღიმოდა უაზროდ. მე კი უფრო და უფრო მიჭირდა, მისთვის მეთქვა, რომ მისი ერთადერთი ნათლული ცოცხალი რომ არ იყო.
-ახლა მაგ არცერთი არ მაინტერესებს. უფრო სწორედ ფეხებზე . რადგან ის რაც ჩვენ ორს გვტკივა ასევე კიევ ბევრს ეტკინება, ყველაზე მნიშვნელოვანია. (ვაჩე)
-კარგი შვილო, ხმას აღარ ამოვიღებ, ოღონდ დაიწყე და ნუ მომკლავ. (ზაზა)
-ჩვენ უნივერსიტეტიდან პროექტი გვქონდა გასაკეთებელი, რომლის კეთებაც რაჭაში ვაკეთებდით. პროექტი ითვალისწინებდა შემდეგს: ახალბედა იურისტებს უნდა გამოგვეძიებინა ძველი გაუხსნელი საქმეები. ორ კვირაში ორი ასეტი საქმე დავხურეთ. გუშინ დილით გავიგეთ, რომ ონში მკვლელობა მოხდა. ოფიცერმა უფლება მოგვცა ჩვენ გამოგვეძიებინა მათი მეთვალყურეობით. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ეს გოგო თბილისიდან მეგობრენთან ჩამოვიდა. შენი დარეკვის მერე რორგში წავედით და ცხედრის ნახვა ვთხოვე. ბოლო წამამდე ვლოცულობდი, რომ თამუნა არ ყოფილიყო. მაგრამ ამაოდ. ის მოხდა რაც არ მინდოდა მომხდარიყო. ჩემი ბრალია გესმის? მე რომ არ გამომეთქვა პრეტენზიები და თამუნა ჩვენთან ერთად წამოსულიყო ახლა ცოცხალი იქნებოდა გესმის? არ ვიცი ახლა ამის თქმა როგორ მოვახერხე, მაგრამ მართლა მტკივა გესმის? ხომ იცი მისდამი როგორი დამოკიდებულებაც მქონდა, მაგრამ მტკივა. ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო, მივხედავდი, ხომ იცი. მეც და ტოტოც, ის მითუმეტეს. მაგრამ ახლა მკვდარია გესმის? (ვაჩე)
მივვარდი და გდავეხვიე, ვერ ვწყნარდებოდი. მჭირდებოდა მისი სითბო. მას კი ჩემი. როგორ შევძელი, რომ ადამიანი მკვდარი იყო, თან თამუნა, არ ვიცი. მამაჩემი ხესავით იყო გაქვავებული. ვეაფერს ამბობდა, თითქოს ვერც ვერაფერს გრძნობდა.
დღეები ჩვეულებრივად გადიოდა. . თამუნა დავკრძალეთ. მისმა მშობლებმა რა და როგორ გადაიტანეს ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. საშინელი ცოდვის ტრიალი იყ, მის პანაშვიდებზე. ორმოციც კი გავიდა, მაგრამ ტოტო არსად ჩანდა. ჩემი მხრიდან ყველაზე მეტად მას და მამაჩემს სტკიოდათ მისი მშობლების მერე. თუმცა ცოტა-ცოტა ყველას გვტკიოდა, მისის ცანცარიც კი გვენატრებოდა. ლოლა, ჩემი საყვარელი ღიმილი, ყოველთვის გვერდით მყავდა და მამხნევებდა.
თითქოს ყველაფერი მინელდა. ტოტო უკვე დადიოდა ჩვენთან ერთად, ცდილობდა გაეცინა და შეგუებოდა ამ დამპალი ცხოვრების წესს. გამოსდიოდა კიდეც. ლოლას აღარცერთხელ აღარ უთქვამს ჩემთვის მიყვარხარო. მე კი თითქმის საათში ორმოცდაცხრამეტჯერ ვაკეთებდი ამას. ის კი იმიტომ იკავებდა თავს, რომ ეშინოდა. არდა უკვე ოფიციალურად ჩემი საცოლე ერქვა. სიმართლე გითხრათ მისთვის არცერთხელ არ მიკოცნია. არ მინდოდა ეფიქრა, რომ მოუთმენელი ვარ, ან რაიმე მსგავსი. თუმცა ხშირად მიჭირდა თავის შეკავება მისი სისხლისფერი ტუჩების დანახვისას. მაგრამ ვახერხებდი საკუთარი სურვილების მოთოკვას.
კიდევ ერთი რაღაც მოხდა ამ დროის მანძილზე. მე ბოლომდე წავიკითხე თამუნას დღიური. პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა გავიგე, ტოტო სიგიჟემდე უყვარდა. სიმართლე გითხრათ, ეს დღიური პირდაპირი გზა აღმოჩნდა მისი მკვლელის საპოვნელად. ის დაგვეხმარა ადამიანის პოვნაში, ვინც სიცოცხლე გაუნადურა. 15 წლის ასაკში გააუპატიურა და შემდეგ აშანტაჟებდა. თამუნა კი ყოველთვის იძულებული ხდებოდა დამორჩილებოდა იმ მხეცს, რადგან თუ თამინა ასე არ მოიქცეოდა, ის მის საყვარელ ადამიანს, ტოტოს დაუშავებდა რამეს. თამუნა კი მისი დიდი გულით და გაფარჩაკებლი სხეულით იცავდა თავის სიყვარულს. სწორედ ის გახდა მისთვის საბედისწერო. მისი პირველი უარი, და მან ისევ ძალა იხმარა, შემდეგ კი მოკლა. საქმე კი ჩვენ, სწორედ უდიპლომო იურისებმა გამოვიძიეთ. ძელი იყო პროექტში ამის შეტანა, თუმცა მისი მშობლების თანხმობით ეს გავაკეთეთ.
ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე მძიმე და მტკივნეული დამნაშვაის ვინაობა აღმოჩნდა. გაგიკვირდებათ და ცოტნე, ჩვენი ბავშვობის მეგობარი, კლასელი, ახლა კი კურსელი. ბოლო დონის ნაძირალა, მოძალადე და მკვლელი აღმოჩნდა. ჩვენი თამუნას მკვლელი.
თითქმის ყოველ დღე დავდიოდით მის საფლავზე. რა თქმა უნდა ტოტოს დავყვებოდით. როცა ჩვენთან ერთად იყო ნაკლებს ფიქრობდა, ვცდილობდით დავხმარებოდით ყველანაირად, რომ აქეთ მოგვებრუნებინა. ისიც ნელ-ნელა გვიბრუნდებოდა. დავდიოდით თამუნას საფლავზე და ბავშვობას ვიხსენებდით. მხოლოდ ლოლა არ იღებდა არასდროს ხმას. უსმენდა ჩვენს უაზრო ისტორიებს და ბავშვივით კისკისებდა.
არასდროს ვეკითხებოდი ოჯახზე. ისიც არასდრს იღებდა ხმას. მის სახლშიც არასდროს ვყოფილვარ. არც მითხოვია მასთან ავეყვანე სახლში. ეს თემა თითქოს ბუნებრივად ტაბუდადებული იყო ჩვენ ორს შორის. ვთვლიდი, რომ დრო მოიტანდა ყველაფერს და ერთ დღეს ამ თემასაც შევეხებოდით.
დღეს ისევ ვაპირებთ თამუნას საფლავზე ასვლას. მხოლოდ ტოტოს ზარს ველოდები. ლოლა ჩემთანაა სახლში და დედაჩემმა თავის ოთახში შეიკედლა. არც მე და არც მამაჩემს არ გვიშვებენ, „ქალების საქმეაო“. მიუხედავად მისი ცუდი რეაქიისა ლოლას გაცნობისას ახლა მას და ნანას ნამდვილი დედაშვილივით უყვართ ერთმანეთი. ნანა ყოველთვის ოცნებობდა გოგო ჰყოლოდ რაც ვერ ეღირსა. ლოლა კი ნამდვილი შვილივით მიიღო. ახლაც ვინ იცის, უკვე ტვინს ბურღავს ჩემ გოგოს. ზაზა კართან ჭორიკანა ბავშვივით იდგა ატუზული. აი სამი ოთხი წლის ბავშვის მშობლები და ბებია ბაბუები რომ შეიკეტებიან და ჰგონია ასზე ლაპარაკობენ ისე. ხელით მანიშნებდა არაფერი ისმისო. ამ დროს ბიჭებმაც შემოანგრიეს კარი. ხო, არ მოგესმათ, შემოანგრიეს და არა შემოაღეს. ამათ ხომ ნორმალური მანერები არსადროს ქონიათ. ან მე ვიზე რას ვლაპარაკობთ.
-ჩვენი რომეოც სახლში ყოფილააა. - გაიცინა ტოტომ და გადამეხვია.
-რა ყოფილა? (ზაზა)
კარს უცბათ ოშორდა და ბიჭებისკენ წამოვიდა მისასალმებლად.
-რომეო ბიძია ზაზა, რომეო. (ტოტო)
-როელს გვაცვია ერთი ელასტიკი და მოკლე გაფუყული კაბა, თუ რაცაა . (ზაზა)
მის ამ სიტყვებზე ყველას გაგვეცინა. ჩვენ მამებში ყველას ზაზა უყვარდა ყოვეკთვის ყველაზე მეტად. ჩვენთან ერთად რომ იყო ხოლმე, ვერასდროს ვგრძნობდით ასაკში დიდ სხვაობას.
-დემე ამას რა ჭირს? (ვაჩე)
-აი ვარჩილი მეკითხება მე, რა უნდა ჭირდეს ტარიელს. - ისეთ კარგ ტალღაზე იყვნენ გაბუსხული ზაზაც კი აიყოლიეს. - თავად კითხე და გიპასუხებს ალბათ, ნუ თუ აქვს პასუხი რა თქმა უნდა. (დემეტრე)
-ბატონო ვარჩილ! - სიცილს ძლივს იკავებდა. - მე კი არა, თქვენ რა გჭირთ თავად გეთაყვა? (ტოტო)
-მე შეყვარებული ვარ. თანაც ჩემს სახლში სასწაული ინტრიგები იხლართება. შეიყუჟნენ რძალ-დედამთილი ოთახში და ხმას ვეღარ ვიღებთ ჯახში ამხელა კაცები . (ვაჩე)
-მე ვერ მოვესწარი მაგ სიამოვნებას ძმა. (ტოტო)
იმდენად სევდიანად ჩაილაპარაკა, ყველას ერთიანად გული მოგვეწურა.
-ეეე კარგი რა ტოტო. აზრზე არ ხარ რა! კარია რომ არ მოსწარი დამიჯერე ,თან შენი ნერვოზიანი თავის ამბავი რომ ვიცი. (ვაჩე)
ტოტოს როგორც იქნა გაეცინა.
ოთახიდან სიცილით გამოვიდნენ ნანა და ლოლა. როდესაც დაგვინახეს, გამარჯობის გარეშე ბოდიში მოგვიხადეს და ისევ გააგრძელეს ლაქლაქი და სიცილი ერთდროულად. როგპრც კი დაგინახეს რამდენად გაშტერებულები ვუყურებდით, მაშინვე შეწყვიტეს და გვკითხეს თუ რა ხდებოდა.
-რა და, თუ გახსოვს სასაფლაოზე ვაპირებდით ასვლას პატარა ქალბატონო. (ერეკლე)
-უი ხოო... უიი ისაა... ბიჭები მოვიდნენ? (ლოლა)
-გოგო შენ კარგად ხომ ხარ? (ტოტო)
-რა?.. ჰა?.. რაზე?.. (ლოლა)
ბიჭები სიცილს ძლივს იკავებდნენ, მე კი აზრზე ვერ მვდიოდი რა ხდებოდა. ზაზაც კი ძლივს იავებდა თავს.
-შვილო შენ ჩემმა ცოლმ სულ გაგაგიჟა ხო? .. (ზაზა)
იმდენად გავღიზიანდი ვერ მივხვდი ხმას როგორ ავუწიე.
-გოგო შენ სულ გამოშერდი ხო? (ვაჩე)
პირველად ავუწიე ხმას ზდემეტად მისი მიმართულებით. არ ვიცი ასე რამ გამაღიზიანა, მაგრამ ზედმეტი მომივიდა. თვალები აუცრემლიანდა.
-მე.... (ლოლა)
სიტყვა გაუწყდა და აცრემლებული საპირფარეშოში გავარდა. დემეტრემ ჩემი მსობლების თვალწინ შემაგინა ა გარეთ გავარდა. ტოტომაც მას მიბაძა. მამაჩემმაც იგივე გაიმეორა და ოტახში შეიკეტა. მე ლოლასთან შესვლა ვადე, მაგრამ კარს არ მიღებდა.
-ლოლლლ გთხოვ კარი გამიღე.. (ვაჩე)
-.....
-გთხოვ რა გამიღე პატარავ.. (ვაჩე)
-.....
-მაპატიე რა ლოლა გთხოვ. (ვაჩე)
-ვაჩე შემეშვი რა გთხოვ. (ლოლა)
-პატარავ გთხოვ რა მაპატიე, არ მინდოდა შენს თავს ვფიცავარ. ხომ იცი შეს თავ ტყუილზე არ დავიფიცებ. (ვაჩე)
-ვიცი, მაგრამ ცოტა ხანი მაცადე რა გთხოვ. (ლოლა)
-შემომიშვი რა. (ვაჩე)
თხოვნას არ ვწყვეტდი და არც ვაპირებდი სანამ კარს არ გამიღებდა. მალევე მივაღწიე საწადელს. სევედი და სანამ ხმას ამოიღებდა მოწყვეტით ვაკოცე. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში საკმად გამოცდილი ვიყავი, პატარა ბავშვივით დავიბენი. ყველაზე კაერგი იყო. ლოლა? ჩემზე მეტად დაიბნა. დაუკითხავად მოვპარე პირველი კოცნა. უცბათ მოვწყდი მის სისხლისფერ ტუჩებს და გულზე მივიკარი.
ისე კანკალებდა ვერ აგიღწერთ.მაისურზე მებღაუჭებოდა და თვალებს ვერ ახელდა. არ მინდოდა პირველი კოცნა ასე მომეპარა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. არა ახლა თავს ვიმართლებ. სხვა გზა ყოველთვის არსებობს, უბრალოდ მე ეს ავირჩიე.
-მაპატიე რა პატარა. (ვაჩე)
-გაპატიე... (ლოლა)
-ეს კოცნაც მაპატიე რა... (ვაჩე)
-ერთი პირობით.. (ლოლა)
-გისმენთ ქალბატონო. (ვაჩე)
-ერთხელ კიდევ მაკოცე. (ლოლა)
გამეღიმა და უკვე თამამად, დაბნევის გარეშე წავეტანე მის ბაგეებს. ისიც ამყვა და გამოუცდელი ტუჩები თამამად აამოძრავა. მეტის აღწერას აღარ დაგიწყებთ. უბრალოდ ეს დაუვიწყარი იყო. ხელჩაკიდებულნი გავედით სააბაზანოდან და ხალხი ძლივს შემოვირიგე. სასაფლაოზე წავედით. ბიჭებმა ანანოს და ელენეს გაუარეს და წამოვიდნენ. მანამდე კი მე და ლოლა ავედით მოტოციკლით.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო რა.გული დამწყდა თამუნაზე ძალიან,ტოტო მეცოდება
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი fj

totom waikitxa dghiuri ?

totom waikitxa dghiuri ?

 


№3  offline წევრი buubbuuu)))

fj
totom waikitxa dghiuri ?

totom waikitxa dghiuri ?

ამათმა გამოიძიეს საქმე შესაბამისად წაიკითხა
--------------------
♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent