ბედნიერებასთან ახლოს. (მესამე თავი)
ლიზა. ლიზა და ისევ დაუსრულებლად ლიზა. რომელიც იყო და არის მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარული. რომელთანაც საუკეთესო წლები მაკავშირებს. თუ არ ჩავთვლით ბოლო სამ წელიწადს,რომელმაც მომშალა. აღარ ვგავარ იმ გეგის ,რომელსაც ლიზა იცნობდა და რომელიც ყოველთვის მომღიმარი იყო ლიზას დანახვაზე. ახლა ასე აღარაა. მე ვერ ვხედავ მას. ვზივარ სახლში და ვფიქრობ განვლილ წლებზე,რომლებმაც საშინელი დაღი დაგვასვა ორივეს ერთად. და დაშლა ჩვენი მთლიანობა და დაგვანაწევრა. ახლაც სიმწრისაგან მეცინება. იმდენად ძლიერია მისი მონატრება. მისი ქოქოსის სურნელი და ჩალისფერი თმები. ცისფრად მოელვარე თვალები,რომლებიც ყოველთვის აღელვებულ და ბობოქარ ზღვას გავდა. ასე შევიჭერით ჩვენც ერთმანეთში, მაგრამ არა სამუდამოდ. თქვენც ხომ ხედავთ? ცალკე მე. ცალკე ის. და საბოლოოს ცალ-ცალკე განადგურების მყოფი ორი ადამიანი. უშვილობა... ყველაზე რთული წყვილის ცხოვრებაში, მაგრამ არა გადაულახავი. ის დანებდა. მე კი აღარ ვიბრძოლე. ნაბიჭვრულად მოვიქეცი და ახლაც მესამე წელია ასე ვარ. ყველანაირი ემოციის გარეშ, გარდა მონატრებისა,რომელსაც მინდა, მაგრამ ვერ ვიქრობ. ლიზა. და საბოლოო ჯამში დაუსრულებლად გაგრძელებული უამრავი ლიზა. *** მსიამოვნებს,როდესაც გადაყვითლებულ ფოთლებს ვუყურებ. ამ დროს ყველა და ყველაფერი მავიწყდება. სხვა განზომილებაში გადავდივარ. ვეთიშები ამქვეყნიურობას და ვფიქრობ არაფერზე. -გადაეშვი შენებურად? ფიქრებიდან ყველაზე საყვარელი ადამიანის ხმას გამოვყავარ. -ხო, ჩვეულებას ვერ ვღალატობ. გამეცინა მე. ჩამეხუტა ფილტვების ატკიებამდე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცარი მომენტი ეს არის,როდესაც მის თლილ თითებს ჩემს წელზე ვგრძნობ და ნელ-ნელა რომ მიუყვება ხერხემლის ზოლს. და მთელი ზოოპარკი,რომ ბუდობს ჩემს ორგანიზმში. პეპლებიდან დაწყებული დინოზავრებით დამთავრებული. -ვგიჟები შენს ასეთ რეაქციაზე ჩემს შეხებაზე,რომ გემართება. მეუბნება ღიმილით და ამ დროს ვფიქრობ,რომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია. გადატრიალების მოხდენა. შენობების შიშველი ხელებით დანგრევა და მერე ისევ თავიდან აშენება. ყველა სიგიჟის ჩადენა და ოკეანის გადაცურვაც კი. ვუყურებ თვალებში და თავი ყოვლისშემძლე მგონია. და მაინც რა არის სიყვარული? ეს არის გრძნობა,რომეიც გინდა არ გინდა მაინც მოდის დროთა განმავლობაში. გწამს ყველაფრის და გჯერა რომ შეუძლებელს შეძლებ. გცვლის რადიკალურად და უამრამ საოცარ მოგონებას გიტოვებს. -გინდა შენი რეაქციაც ავამუშავო? კისკისით ვეუბნები და მის ბაგეებს ვგრძნობ ჩემსაზე. ისევ სხვა განზომილება. ისევ გრძნობების შემოტევა. შემდეგ ყელში ვკოცნი და მის დახორკლილ კანს ვგრძნობ. მიყვარს ეს მომენტი,რადგან ვიცი ასეთი რეაქცია მხოლოდ ჩემს შეხებაზე აქვს. ვინაბები. შემდეგ თავს მხარზე ვადებ და უსასრულო ჰორიზონტს გავცქერი. ალაგ-ალაგ წითელ-ყვითელი ფოთლებით სავსეს და ჯერ კიდევ ნახევრად შემორჩენილ ამწვანებულ ფოთლებს. *** ისევ ეს მოგონებები,რომლებსაც ბედნიერი მომენტების გახსენებასთან ერთდ სევდაც მოაქვს. სევდას კი თვალების აწყლიანებაც მოყვება და მერე უკვე ცრემლების შეკავება რთული ხდება,რადგან იცი,რომ ასეთი მომენტები შეიძლება აღარც განმეორდეს. ისევ მთაწმინდას გავცქერი და ქვეყანა თავზე მენგრევა. ნებით თუ უნებლიედ. ჩემში ტკივილი ბუდობს,რომელიც შიგნიდან მღრღნის და არ მაძლევს ბედნიერად ცხოვრების საშუალებას. და მაინც რა არის გეგის გარეშე ჩემი ცხოვრება? უბრალოდ დიდი რაოდენობით სევდა და მეტი არაფერი. ვინ იყო და ვინ არის გეგი? ყველა ნათელი ფერი, ყველა ნათელი დღე ჩემს ცხოვრებაში,რომელიც იყო და აღარ არის. ყველა-ფერი შავი ან ნაცრისფერი გახდა და აღარ არის ცისფერი, ყვითელი, ლურჯუ, ნარინჯისფერი ან კიდევ მწვანე. გეგის საყვარელი ფერი. ყველაფერი წაიშალა სიყვარულისა და მოგონებების გარდა და დარჩა დიდი დოზით ტკივილი. *** -რამდენი ჭიქა უკუღმართი ბედი დალიე? მეკითხება სევდიანად ლილიანა და მწარედ მეცინება. -ყველა. ვპასუხობ ჩამწყდარი ხმით და ყავას ვწრუპავ. -ყველაფერი დალაგდება. -უბრალო სიტყვებია და მეტი არაფერი ლილიანა ეგ. რაც დასრულდა ის ვერ დალაგდება. -არაფერი არ დასრულებულა ლიზა, სანამ შენი და გეგის გრძნობა ორმხრივია ვერ დასრულდება. ეს კარგად დაიმახსოვრე და მერე ადრინდელივით ისევ გაიხსენებ ჩემს სიტყვებს. გამეღიმა. შემდეგ ლილიანას ტანის რხევას გავაყოლე თვალი,რომელიც წამის მეასედში გაუჩინარდა ოთახიდან. შემდეგ ისევ ჩამეღიმა. ოღონდ სიმწრით. რიგით მესამე და დაგვიანებული თავი. გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვდებ მალე და ბოდიშს გიხდით,=, მაგრამ ისევ ვერ ვხედავ თქვენს კომენტარებს. იმედი მაქვს ეხლა მაინც დამხვდება რამე მომავალი შემოსვლისას. სიყვარულით ნინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.