ბედნიერებასთან ახლოს. ( პირველი თავი)
შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენად მტკივა. დგახარ. იღიმი. სიგარეტს ეწევი და მონოტორულად საუბრობ. მე გიყურებ. მერე თვალს გარიდებ და ბოლოს ისევ გიყურებ. სამი წელი. თითქოს რა ცოტაა, არადა რამდენია. სამჯერ სამას სამოცდახუთი დღე და უშენოდ გატარებული უამრავი წამი. და მაინც რომელი იყო დამნაშავე ჩვენს შორის? მე თუ შენ? ალბათ ორივე, რადგან დამნაშავე ორიდან ერთი მარტო არ არის. აქ ორივეა. ორივეს რაღაც ერევა, ეშლება. ვერ ეწყობიან და ბოლოს ჩნდება ხვრელი,რომელსაც ვერ ავსებენ. ან არ უნდათ რომ აავსონ. ჩვენც მასე დაგვემართა. ორივეს გამო. ორივე შევცდით. *** -მე და შენ ცოლ-ქმარი? რა სისულელეა. გაკვირვებული სახით დადის ლიზა ოთახში და ისტერიულად იცინის. მე უბრალოდ ვდგავარ და ჩემთვის ვფქირობ რომ უნაკლოა. -რა გაგიკვირდა ლიზა? ხომ იცოდი,რომ ადრე თუ გვიან ასე იქნებოდა. ისეც მეცინება მე. -კი, ვიცოდი. იბნევა ის. -აბა რა ისტერიჩკა გოგოსავით დაიწყე? -კარგი რა გეგა, ხომ იცი მაინც მოულოდნელი იყო. -გადამრევ და ეგ არის. მერე ისევ სიგარეტს ვუკიდებ და აივანზე გავდივარ. წელზე თბილ, ნაცნობ ხელებს ვგრძნობ, შემდეგ ბავშვივით ნაზი ხმა მესმის. -ძალიან მიყვარხარ! -მეც ლიზა. -შენებმა იციან? მეკითხება ღიმილით და ვხვდები რამდენად ბედნიერია. -რა თქმა უნდა, შენებმაც. მეცინება მე. -რა უნამუსო ბიჭი ხარ! ისევ ბრაზდება ის და ხელებს მიშვებს.-ყველამ იცოდა ჩემს გარდა? -ხო, აბა ხედავ რა დღეში ჩავარდი როცა გითხარი? -ნუ კი, მაგრამ.. -რაღა მაგრამ ნუცა, ნუ ლუღლუღებ. ახლა დაურეკე გოგოებს, უთხარი ამოვიდნენ და მე დაგტოვებთ ცოტა გააჯაზეთ. მეცინება ისევ. შემდეგ შუბლზე ვკოცნი და სახლიდან გავდივარ. *** ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ წყვილის სახელი მოგვანიჭეს. დასტოინი გეგა და ბავშვური, მუდამ მომღიმარი მე. ანუ ლიზა. გოგო ვარ უნა ვაწვალო თქო და ისე გამოვიდა ამ სამი წლის მანძილზე აქეთ მაწვალებს. ზედმეტად ქედმაღალი და ჯიუტი. მე- დამთმობი. -გიყვარს? ერთ დღესაც მეკითხება ლილიანა. -ხო. ვეუბნები ტირილით და ლილიანა კვდება სიცილით. მე უფრო ვმწარდები. -მერე ან შენ რას იკლავ თავს, ან იმ ბიჭს რას აწვალებ? თავის დაფასება და ამბები ლიზა? ისევ სიცილისგან იკლაკნება. -მე რა დღეში ვარ და შენ კიდე იცინი? უკვე ისტერიკა მემართებოდა. -ხოდა იმიტომ ვიცინი,რომ გონზე მოხვიდე. შენ კი არა ის გაწვალებს! ვერ ხედავ რა დღეში ხარ? თან რა ბიჭიაა...გადავარდა თავის ფიქრებში ლილიანა. -არაფერიც! -არ დათმო და ამოგხდის სულს ხომ იცი. სიტყვა-სიტყვით უწინასწარმეტყველია ლილიანას. მერე დავრწმუნდი მის სიმართლეში. ჩემს ბავშვურობაში და გეგას სიყვარულშიც. -ლოლიტაში დამხვდი რა ლიზ, ვერ ვასწრებ რომ გამოგიარო და მე კიდევ საქმე მაქვს. ნახევარ საათში ადგილზე იყავი. მეუბნება სიცილით და მეც გამზადებას ვიწყებ. ეს ის დროა,როდესაც ჯერ უბრალოდ დავდივართ ს-პონტში. მე ისევ არ ვთმობდი ჩემსას. ის რქებით გატანას აპირებდა. ნახევარ საათში მე ლოლიტაში ვარ. გეგა არა. ერთი საათი. ორი. უკვე კარებში გავდივარ, როდესაც მანქანა ამუხუჭებს. აწითლებული სახით ვუყურებ სიცილისგან ცუდად მყოფ გეგას და მინა თავი გავუტეხო. -ძალიან მაგარი ბიჭი ხარ! -რა იყო გეწყინა? ისევ ეცინება. -არა, ვაფშე არ იყო საწყენი. ჩანთას ვესვრი და სად მივდივარ კაცმა არ იცის. -ჩემი აზრით უნდა მომისმინო იწყებს ისევ სიცილით. -შენ რომ მოგისმინო გამარეკინებ! ვეუბნები წყენით. -ისე ხომ აკლებ რა. ახლა ის იკლაკნება სიცილისაგან და სათვალეს იხსნის. -რატომ მალოდინე? -გოგოშკური ამბები,რომ ვიცი მაგიტო. ყველა აგვიანებს ხოლმე და რაღა შენ იქნებოდი გამონაკლისი? აგრძელებს ღიმილით და იცის რომ ძალიან მიშლის ნერვებს. -ხოდა მე გამონაკლისი ვარ კარგად იცი! -ზუსტად მაგიტომ ვარ შენთან და არა სხვებთან. ზედმეტად სასიამოვნოა საყვარელი კაცის ბაგეებიდან ამ სიტყვების მოსმენა. მერე ცოტა მოვლბი. -ყავა მიყიდე ხოდა. ვაგრძელებ სიცილით. -როგორც ინებებთ. ისევ მიღიმის და ვიღაცას ურეკავს. „ლოლიტაში გამო, ვიღაც უნდა გაგაცნო.“ მე ვფიქრობ თუ რახდება. ვზივართ. რაღაც-რაღაცებზე ვიცინით,როდესაც კაფეში დახვეწილად ჩაცმული, მაღალი, შავგვრემანი ქალი შემოდის. -გეგი რა ხდება? ჯერ მე მიყურებს გაოცებული, შემდეგ კი გეგის. -დე, გაიცანი ეს ლიზაა, შენი მომავალი რძალი და ჩემი ცოლი. სახე მერყევა. ისტერიკული შეტევა მივარდება. ხმის ამოღებას ვერ ვასწრებ ქალი რომ მეხვევა. -ლიზა მე ლალიკო ვარ და მიხარია შენი გაცნობა. -მეც. სიმწრით ვამბობ და გეგის თვალებით ვბურღავ. -ნუ იბნევი ლიზა. ჯადოქარი კი არ ვარ. ეცინება ლალიკოს. და ვხვდები რომ ისეთივე მასხარაა,როგორიც შვილი. -ცოტა რთულია არ დაბნება ქალბატონოო.. -ოჰ, ეს ქალბატონო ჩამოაშორედა ლალიკო დამიძახე რა. მგონია რომ ბებერი ვარ ქალბატონით რომ მომმართავენ.ისევ მეკრიჭება ლალიკო. ახლა ანის და ლილიანას რომ დავენახე რა მდგომარეობაში ვარ მაგრად დამცინებდნენ. მერე ლალიკოს დადაქალდებოდნენ და სულ არ გავახსენდებოდი არცერთს. გეგის მუხლზე ვქმეტ და ისიც ვაჟკაცურად უძლებს. მერე ვლაპარაკობთ ყველაფერზე, თან არაფერზე და ვხვდები რომ საუკეთესო ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა. თავისუფლებთან. მხიარულებთან. და რაც მთავარია საყვარელ ადამიანთან ერთად. რომელიც სიცოცხლეს გირჩევნია და რომლის გამოც ყველაფერზე ხარ წამსვლელი ოღონდ ის იყოს კარგად. ზუსტად ვიცი იგივეს გრძნობს გეგიც. და მიტრიალებს თავში მხოლოდ ერთი რამ. მე და გეგი. გეგი და მე. ის და მე და საბოლოოდ ლიზას დამატებული გეგი უდრის ჩვენ! *** გოგოები სასმლით დამადგნენ. ისეთი სახეები ჰქონდათ მაშინვე მივხვდი რომ ყველაფერი იცოდნენ. ნუ არც მქონდა დასამალი, მაგრამ გეგის რა გააჩუმებს. -ახლა,რომ თქვა არ ვსვავო სულ განვუტევებ. სიცილით იწყებს მარი. -რა თქმა უნდა.. -სვავს. მაწყვეტინებს ლილიანა. მერე ძალიან ბევრი სიცილი. ძალიან ბევრი დალევა. და მომავალში გასახსენებელი საუკეთესო მოგონებები. -გიხარია? მეკითხება მარი. -რა კითხვებით ხარ? ეცინება ლიზას.-აშკარად დათვრა ეს გოგოც. თავს აქნევს და ერთ ჭიქას კიდევ ცლის. -მიხარია კი. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ვიწყებ მე და პულსის აჩქარებას ვგრძნობ. -თქვენი სიგიჟეების პერიოდი ეხლა იწყება. მეუბნება ლილიანა და ეცინება.-ნუ არც ადრე აკლებდით მაგრამ ეხლა საერთოდ გაგიჟდებით. -ხო, ძალიან მაგარი დრო გვაქვს გატარებული ყველას ერთად. მეღიმება მე და მოგონებებში ვეშვები. ბაკურიანიი მახსენდება და მეცინება. -ბაკურიანის ამბები? ეგრევე ხვდება ლიზა. -ხო. ისევ ისტერიულად ვიცინი მე. -აუ როგორ მოგტეხა ხელი. ეცინაბა ლიზას.-გაგიჩალიჩ რა. ისე გადმოგაყირავა თხილამურებიდან ვერც მიხვდა და მიწაზე მწოლიარე რო გნახა დაგცინა კი არ აგაყენა. ახლა სიცილისგან ვკვდები მაშინ კი არ ვიცი რა მჭირდა. მინდოდა მომეკლა, მაგრამ როგორ შევძლებდი? მოტეხილი ხელი და ტვინის შერყევა დამიტოვა სამახსოვროდ. -მარტო შენ ხო არ გეტკინება? მეუბენება დათა სიცილით და თვითონაც რაღაცას ფოკუზობს და სიმწრით იკლაკნება. -დათა რა გჭირს? -არაფერი, ან ხელი მოვიტეხე ძალით ან ამოვიგდე. მეცინება მის სიგიჟეებზე. -ძალიან მაგარი სიძე გვყავს. ეცინება ლილიანას. *** ვუყურებ წვიმიან ამინდს. წითელ-ყვითელ ფოთლებს,რომლებიც თავისუფლად ეცემიან ასფალტზე. ვსვავ ყავას და მოგონებების საშინელი შეტევა მაქვს. ბედნიერებასთან ახლოს რომ ხარ და შემდეგ ეს ყველაფერი ერთი რაღაცით,რომ ინგრევა. ერთით, მაგრამ ყველაზე მძიმე ამბის გაგებით. უშვილობა ქალისთვის ყველაზე საშინელი რამ არის. თან როცა იგებ რომ ვერასოდეს ვერ გახდები დედა. და ვერასოდეს მიანიჭებ საყვარელ ადამიანს მამობის ფუფუნებას. რომელიც ყველა ოჯახისთვის აუცილებელია. მისი ხმა. მისი ლაპარაკი. შეხება. ყველაფერი,რომ გენატრება და მაინც რომ ვერ პატიობ შენს თავს. თითქოს არც ხარ დამნაშავე. მაგრამ ხარ! გიყვარს სიგიჟემდე. უყვარხარ და მაინც. ყველაფერს უნდა ელოდო ცხოვრებისაგან. ძალიან ბევრ ბედნიერ წუთს და ბევრ ცუდსაც. უნდა გაგვეძლო. მაგრამ ვის დავაბრალო? ისევ ჩემს თავს. მე ვერ გავუძელი. ეხლაც ჩამესმის ექიმის ხმა. -რამდენიმე პროცენტი შანსი არის მკურნალობის შემდეგ. ცრემლები ყელში მაწვება. ვხედავ გეგის ჩამქრალ თვალებს და ტკივილი უფრო ძლიერდება. შემდეგ ოთახიდან გამოვდივარ და კედელთან ვიკეცები. -ყველაფერი კარგად იქნება. მესმის გეგის ხრიწიანი და ტკივილით სავსე ხმა. და ჩემი თავი მეზიზღება. დაგიბრუნდით ახალი ისტორიით ამდენი ხნის შემდეგ. მეწვია მუზები და მეც დავიწყე ახალი შემართებით. რამდენად კარგი გამომდის არ ვიცი. ამიტომ ველოდები თქვენს შეფასებას. მაბედნიერებს თქვენი კომენტარები. სიყვარულით ნინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.