სვანური ვერდიქტი (17 თავი)
ნაინა ჩემი ბედნიერების აუხსნელი ძალა იყო, ეს იაგოსადმი გრძნობას არ ეხებოდა, ის არაფერ შუაში იყო, ეს ნაინასგან მოდიოდა, სითბო და სიყვარული, ყველას ეხმარებოდა, გულში იკრავდა და აღარსად აღარ უშვებდა, თავისთან იტოვებდა. ნაინას წასვლით საკუთარი თავიც კი დავკარგე, ყველაფრის სურვილიც კი გამიქრა, არაფერ კარგის იმედი აღარ მქონდა, იმედი კი არა, სურვილიც კი დავკარგე, ყველა ის ბედნიერი წამი გაქრა, რაც ამ სამყაროსი ჩემს მეხსიერებას შემორჩა, მხოლოდ ძალიან შორეულ წარსულში ვხედავდი მის სახეს, მისი ხმა სადღაც შორიდან ჩამესმოდა, ახლა ყველაფერი გაუფერულდა, ყველამ და ყველაფერმა დაკარგა ფერი, ეს დიდრონი, ცამდე აშოტილი მთებიც კი ვეღარ მაძლევდნენ შვებას, თითქოს ისე აღარ მომწონდნენ როგორც ადრე, ჰაერიც საკმარისი აღარ მეჩვენებოდა, თითქოს ვეღარ ვსუნთქავდი, აღარ ქროდა ნიავი, არც წვიმდა, ბუნებაც პროტესტს გამოთქვამდა, სადღაც შუაში გავიჭედეთ თითქოს, ეს მხოლოდ ჩემთვის, დანარჩენი სამყარო არსებობას აგრძელებდა, თენდებოდა, მზე ამოდიოდა, ქარიც ქროდა, ნიავიც, ნაზი სიო საღამოობით, მზე ჩადიოდა და ღამდებოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის გახდა უფერული. ვერ დაინახე, როდესაც ჩემს ცხოოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა , რომ მცოდნოდა კიდევ შევძლებდი კი ამ უბედნიერესი წამის შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვაგვარად წარმართვას? მაშინ რომ მიმხვდარიყავი, ეს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე სანუკვარს გააღვივებსთქო, შევეცდებოდი კი, იღბალს ჩავბღაუჭბოდი და არ გამეშვა? ზუსტად ვიცი არასდროს ვინანებდი ჩემად დატოვებას. ნაინას წასვლით ყველაფერი შეიცვალა, ის წავიდა და დამტოვა მარტო ამ სამყაროში. ვიცოდი იაგო ყველაფერს შეძლებდა ჩემს გამო, მაგრამ ნაინა... ნაინა მაინც სულ სხვა იყო, ეს სამყარო გაუფერულდა მის გარეშე, ბუნებამაც კი დაკარგა თითქოს მის გარეშე ფერები, ისეთი სიმწვანითა და სიხასხასით აღარ იფერებოდა ირგვლივ ფერები. წავიდა ნაინა და თან გაიყოლა პოზიტივი, ღიმილი, ბედნიერება, სიყვარული და იაგოს თვითრწმენაც კი. რა დამიტოვა? ლამაზი წარწერა, მხოლოდ მასავით ლამაზ და ფაქიზ არსებას რომ შეჰფერის ისეთი. ,,მხოლოდ თქვენი ბედნიერებისთვის დავბრუნდები“. დილით დამხვდა საწოლთან, ნელი დეიდას ჩემი გაღვიძების უფლებაც კი არ მისცა, უთქვამს: -მისი ცრემლიანი თვალები არ მინდა გამყვეს და ალბათ გადამაფიქრებინებს როგორც ყველა სხვა დანარჩენებიო. მართალიც იყო, ყველა ღონეს ვიხმარდი რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო, მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა -რა მოხდა იქ კვირიკობას? მის შემდეგ რატომ აირია ყველაფერი შვილო?- საღამოს ნელი დეიდა ჩამომიჯდა წინ. მთიდან დაბრუნებული ძალებს ვიღდგენდი, განა დავიღალე? უბრალოდ სიარულისგან ფეხები მტკიოდა, კიდევ უფრო მეტად დავიღლებოდი ისევ ის ემოცია რომ მეგრძნო, ისევ, ისევ ისეთი გრძნობა დამუფლებოდა, რომ ისევ მივცემოდი თავდავიწყებას. -არა ნელიკო დეიდა, ყველაზე კარგი იყო, ძალიან მომეწონა, მადლობაც კი გადავუხადე ნაინას ძალით რომ წამიყვანა, ყველანი ისეთი ყურადღებიანები იყვნენ. ბაბუც კი ისეთი თბიი თვალებით მიყყურებდა... რააც არ უნდა მკაცრი იყოს ადამიანი, შეუვალი, ცივი, ამაყი, წესების მოყვარული, მას ყოველთვის თბილი გული და თვალები აქვს... ისეთი სანახაობები გაიმართა... ისე ძალიან მომეწონა ყველაფერი... -აბა რა მოხდა? რატომ გაიქცა ნაინა ასე მალე? -იმ დილით ნაინასთან რომ ვიყავით, და ძმა ჩემს დაყოლიებას ცდილობდა, ედიშერი მოვიდა, ეზოშიც კი არ შემოსულა, ისეთი ხმით ეძახდა იაგოს, შიშის გრძნობა დამეუფლა, არ ვიცით რაზე ისაუბრე, არ დაბრუნებულა მალე, მაგრამ - ამ ქალთან თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ დედასთან, თითქოს ყველაზე ახლობელი იყო და ყველა ტკივილისგან დამიცავდა, განსაცდელს ამარიდებდა, დამლოცავდა გულით და კალთას გადამაფარებდა- იაგო რომ ადგა და გავიდა, ნახევარი სიცოცხლე მის მზერაში დავტოვე, ის მე ისეთი არასდროს არ მინახავს. მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე დიდი ხანია რომ ვიცნობ. მყარი ნაბიჯით გაუყვა გზას მაგრამ მაინც ვიგრძენი მისი ყოყმანი, თითქოსდა ეძნელებოდ ყველა ნაბიჯის გადადგმა. შიში კი არა, საყვარელ ადამიანებს განსაცდელს ვერ აშორებდა, საკმარისად ვერ იცავდა თითქოს. -ვიცი შვილო, ამას არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ, ვიცი სწორად გამიგებ, შენი აქ ჩამოსვლა, წარსულის დაბრუნება, ამდენი ამოხსნელი ფაქტი, ნაინასთან მეგობრობა, შენი და იაგოს სიახლოვე, ზეცაშია დაწერილი, თქვენი ამბავი გადაწყვეტილია მარიამ. -კი მაგრამ, ჩვენ სრულიად განსხვავებული ადამიანები ვართ, მე მის სამყაროში არ მიმიღებენ, იმის მიუხედავად რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა, ყველაფერი ჩემს გამო აირია- ერთს ვამბობდი და მეორეს ვფიქრობდი, მესამეს ვაკეთებდი, იმდენად ეგოისტურად ვიყავი შეპყრობილი ამ გრძნობით თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, თუნდაც საფრთხეში მაგრამ მაინც მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი, მასთან ერთად გადამეტანა ყველა ბრძოლა თუ ომი. -მარიამ, თქვენ იმდენად სხვადასხვა ადამიანები ხართ, იმდენად განსხვავდებით ერთმანეთისგან, იმდენად სხვადასხვა სამყაროში გაიზარდეთ, ერთმანეთს სჭირდებით და თუ არაფერი მოხდება თქვენს შორის, თუ თქვენი გზები ახლა გაიყარა, ერთმანეთის გულები მაინც მოგიხმობთ შვილო, ამ გრძნობის მებატონე ჯერ არავინ ყოფილა, ერთმანეთის სიყვარულით ყველაფერს შეძლებთ. რაც ღმერთმს სურს ადამიანი წინ ვერ აღუდგება. -კი მაგრამ ნელი დეიდა- გამეღიმა მის ნათქვამზე- ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ წესიერად, გრძნობები რა უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, უბრალოდ თავს ვალდებულად მიიჩნევს რომ დამიცვას, ეს მისი ვალდებულებაა, ადამიანებს შორის დაძაბული ურთიერთობა აღმოფხვრას. დაუცველი დაიცვას და საფრთხე აარიდოს. -და გგონია რომ, ყველას ასე თბილად ექცევა? რომ ყველას ასე აძლევს დარჩენის საშუალებას? რომ მისი სიტყვები არაფრად ჩააგდონ? რომ მის სიტყვას ფასი არ ქოდეს? მე კარგად ვიცნობ ჩემს ნათლულს, დამიჯერე არ ვცდები, მაგრამ ამას დრო გვიჩვენებს. -რა თქვით? ის თქვენი ნათლულია?- მოსმენილმა გამაოცა, ნეტავ აქამდე რატომ არ დავფიქრდი ამ თემაზე? ის რომ ასე თავისუფლად დადიოდა აქ, ამას აქამდე რატომ ვერ მივხვდი. დანარჩენი სიტყვები თითქოს და არ გამეგონა. - მაგრამ რატომ მოგმართავთ სახელით და არ გეძახით ნათლიას? -დიდი ამბავია შვილო აქ და მოგვიანებით მოგიყვები- მითხრა ნელიკომ, კიდევ ერთი საიდუმლო, ხანდახან მგონია რომ აქ ნამდვილი არაფერია, მაგრამ მე ვინ ვარ რომ ყველაფერი მითხრან, რომ ასე ღრმად შემიშვან მათ ცხოვრებაში. არეული ფიქრები უფრო მეტად ამირია ნელიკომ, სულ მისი სიტყვები ჩამესმოდა და მოსვენების უფლებას არ მაძლევდა, მაგრამ იყო კიდევ ერთი მაგრამ და რატომ, იმდენი უპასუხო ფიქრი და კითხვა დამიგროვდა ვეღარ გავიგე სინამდვილე იყო თუ ზღაპარი, ღამე ძილი გამიკრთა ვეღარ დავიძინე, შუა ზაფხულში აქ ძალიან ციოდა, რა გასაკვირია, თავზე ყინულის მთა დაგვყურებდა. ჯერ კიდევ ბურუს მოეცვა ყველაფერი. ღამისა და დღის გასაყარზე, როდესაც აისი შემობრძანებას ლამობს, როდესაც ჯერ კიდევ ჩუმად მოიპარება, რომ მყუდროება არ დაურღვიოს სამყაროს, რომ მშვიდი ძილი არ დაუფრთხოს ადამიანებს. მე საწოლში უაზროდ წოლას შევეშვი, უფრო სწორად ვეღარ მოვითმინე, ვეღარ გავჩერდი და ცხელი ჩაის თანხლებით აივანს მივაშურე, სახლში ჩუმად დავდიოდი, თითქოს და ქურდი ვიყავი, ნელიკო დეიდას რომ არ გაღვიძებოდა, მას მაინც სძინებოდა მშვიდად. მეორე სართულის აივანი ისე მოეწყო, ნებისმიერს შეეძლო აქ დაეძინა, მოესვენა და დამტკბარიყო ამ ხედით, მიკვირდა სხვა რომ არ იყო ჩემს მსგავსად ტურისტად აქ, მეორე სართული მთლიანად ცარიელი იყო, სვანეთი კი ტურისტების ნაკლოვანებას ნამდვილად არ განიცდიდა, აქ კი არავინ მოდიოდა, ამას აუცილებლად ვკითხავდი ხვალ ნელი დეიდას. ჩაის ჭიქით ხელში, ვიდექი აივანზე და გავყურებდი მდუმარედ უტყვ მთებს, რომლებიც ჯერ კიდევ შავ ლაქად ჩანდნენ, მხოლოდ თეთნულდი გამოიყურებოდა ვარსკვლავებისა და მთვარის შუქზე. არ ვიცი რამდენი ხნით ვიდექი ასე, არც ის ვიცი რაზე ვფიქრობდი, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს როდესაც, ირგვლივ სიბნელემ მოიცვა, ყველაფერს მუქი ფერი დაედო, თეთნულდიც კი გაქრა, ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი, და დადგა, აი, ის მომენტი, როდესაც მზე მის სხივებს სამყაროს ჩუქნის, როდესაც მზის სადარაჯოდ გამოსულნი ჯერ სამყაროს ნაირფერ ფერებს ჩუქნიან და მზის შემობრძანებას იუწყებიან. როდესაც სამყაროს მზის შემობრძანებას ამცნობენ. მზის პირველი სხივი, ყინულის გოროზ მთას დაეცა, პირველი სხივის დაცემისას, თითქოსდა ცეცხლი წაეკიდა მაშინვე ლეგენდა გამახსენდა: ,, მწვერვალ თეთნულდიდან ანგელოზი გადმოვიდოდა და ოჯახში ცეცხლის სახით შედიოდა, ოჯახის წევრებს ანგელოზი მანამ იცავდა, სანამ ამ გვარის წარმომადგენელმა სხვა გვარის წარმომადგენელს არ მოკლავდა, როდესაც ადამიანი მოკლეს, იმ დღის შემდეგ ანგელოზი აღარ გამოჩენილა“ ახლა კი ვხედავდი ამ ათასფრად აბრჭყვიალებულ მთას, ამ თეთრი ყინულის ქმნილებას ცეცხლი ეკიდა და მისი ცეცხლის ენები ათასფრავად ბრწყინავდნენ, ანარეკლმა თვალი მომჭრა, წამის მიათასედში გავახილე, მეგონა რომ ესეც გაქრებოდა, მაგრამ უფრო თვალისმომჭრელად ლამაზი იყო, ნანახმა დამამუნჯა, ჩემი თვალით რომ არ მენახა, ამ ყველაფერს ახლა რეალობაში რომ არ ვხედავდე, მეგონებოდა ხელოვნურად შექმნილი სილამაზე. რა შეუდარებლად ხელევნუი მეჩვენა. მზე უფრო ზენიტისკენ მიიწევდა, მთა კი უფრო და უფრო თვალისმომჭრელი, მშვენიერი, ლამაზი არა, ლამაზი უბრალოდ არ ითქმის, შეუდარებელი, ენით აღუწერელი სილამაზე ხდებოდა, სულის შემძვრელად მიმზიდველი, თვალს ვერ ვაშორებდი, ამ მშვენიერებას, ამ სანახაობას. ბუნებამ ჩემს წინ შეუფასებელი მინი სპექტაკლი დადგა. შეფასებისთვის კი სიტყვები არაფრად მიმაჩნდა. უბრალოდ ამ სანახაობამ დამამუნჯა. მედიდურად დამყურებდა მთები, თავი ამაყად აეწიათ და დილის მზის სხივები ნათელი სახით უღიმოდათ, თითქოს თითოეული მათგანი ფარად გადაფარებოდა სვანეთს, თითოეული მთა, მზად იყო მის გულში ჩაემალა ეს პატარა კუთხე და უფლება არავისთვის მიეცა მისთვის რამე დაეშავებინა. რა უცნაურია არა? ყველაზე ცივ, უგულო კუთხეში, ყველაზე ცივი გაყინული მთა მედიდურად იდგა და გაყინული, თბილი ღიმილით უღიმოდა სამყაროს. მუდამ ჩრდილში მდგომი უშბა, რომელიც სულ სევდას დაეფარა და სევდის ღრუბელი ედგა თავზე, თეთნულდის შემყურეს გაეღიმა, მისი ფერდობები წამში შემოირბინეს მზის სხივებმა, თითქოს მთასაც გაეღიმაო, მაგრამ შემდეგ ისევ პირვანდელი, პირქუში გახდა. თეთნულდი კი ისევ ისე მედიდურად იდგა, მზის საყვარელი შვილი, წარსულში მომხდარ არც ერთ შეცდომას არ ნაღვლობდა, ისევ ადამიანების სამყაროს დაუბრუნდა, ისევ ფარად გადაეფარა ამ ლამაზ კუთხეს, რომელსაც მხოლოდ ძაღლების ყეფა აღვიძებდა. ამ ბუნებამ მომნუსხა, ალბათ ძილი საბოოლოოდ გამიკრთა, ნამდვილად ღირდა მთელი ღამის უძილობა ამ ერთ სანახაობად, ამ სპექტაკლის საყურებლად. როდესაც თვლი რომ ეს ყველაფერი უნდა გენახა, იმის მიუხედავად ტკივილის მოგაყენებენ თუ არა, ყველაფრის ფასადაც კი... რაც არ უნდა მომხდაიყო, რაც არ უნდა მეგრძნო, ვისაც რა უნდა ეთქვა, როგორადაც აარ უნდა დამმუქრებოდნენ... არასდროს ვინანებდი აქ ყოფნას... და ჩემს შვებულებას კიდევ ერთი კვირა მივუმატე. ალბათ გიგრძვინიათ მზერა, მზერა არაფრის და ამავ დროულად ყველაფრის მთქმელი, მზერა მწველი და გამყინავი, როდესაც ირგვლივ სრულიად მარტო ხარ, როდესაც შენს გარშემო არავინ არაა, როდესაც სიცარიელეს გრძნობ თითქოს უკაცრიელედ კუნძულზე ხარ, მაგრამ მაინც გრძნობ მზერას, რომ შენს ყველა ნაკვთს უტიფრად სწავლობენ, აკვირდებიან, დაუღალავად, უხეშად და გამომწვევადაც კი, რატომ გამომწვევად? -აარ ვჩანვარ და მოდი მიპოვეო. ეს ისე, თითქოს უჩინმაჩინი იყოს და დამალობანას გეთამაშებოდეს. ყურადღება არ მივაქციე ამ გრძნობას, თითებში ჩაბღუჯული ჩაი უკვე საკმაოდ ცივი გამხდარიყო, რაც იმას ამტკიცებდა რომ საკმაოდ დიდი ხანია უკვე აქ რომ ვიდექი, ფეხებიც გამყინვოდა, სიცივე ვიგრძენი და ისევ უტიფარი მზერა, თავიდან ვიფიქრე რომ გამოუძინებელს ყველაფერი მელანდებოდა, მეჩვენებოდა, გრძნობა უფრო მიმძაფრდებოდა, მაგრამ მიდამოს ზვერვაში მეზობელი სახლის აივანზე, ლანდ ჩრდილს, ადამიანის სილუეტს მოვკარი თვალი, არ დავინტერესებულვარ, ტურისტი მეგონა რომელიც დილით მზის ამოსვლის საყურებლად მეგონა გამოსული, ან ჩემს მსგავსად ძილ-გატეხილი. გაყინული თითები ერთმანეთს გავუსვი და ოთახს მივაშურე ისევ ჩუმად, საწოლში შევწექი გასათბობად, სანამ ნელიკო ცეცხლს გააჩაღებდა ცოტას გავთბებოდი. საათს გავხედე, ექვსი სრულდებოდა, ალბათ ნახევარ საათში ნელიკოც დაიწყებდა ფაციფუცს და მეც დავეხმარებოდი. -სად არის აქამდე რომ არ ჩანს?- ხმა ჩამესმა, სწრაფად წამოვჯექი, თითქოს და არც მძინებოდა, მისი ხმის გაგონებისას სითბო ჩამეღვარა, საათს გავხედე, თერთმეტი საათი დაწყებულიყო, ჩამძინებია. -ამ დილით დაიძინა, მთელი ღამე აივანზე გაატარა, რაღაც არ მომწონს, შეიცვალა დარდიაანი გახდა შვილო- ნელიკო თბილად ესაუბრებოდა მოსულს.- ცოტას ამბობს, ვიცი ბევრი კითხვები აქვსს და აღარ სვამ, თითქოს გვანიშნებს რომ აღარ აინტერესებს, მაგრამ მეფიქრება შვილო მისი მდგომარეობა, ჯიუტია და არ გატყდება. -რამე ხომ არ მოხდა?- უცებ შეეცვალა ხმა, ისევ ისეთი ცივი გაუხდა, როგორ მაშინებდა ეს ბარიტონი. ვიცოდი სახეც შეეცვლებოდა, თვალები გაუშავდებოდა, შუბლზე მიმიკური ნაოჭი გაუხდებოდა, ხელებს დამუშტავდა და სუნთქვას შეიკავებდა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა. -არა არაფერი, უბრალოდ ცდილობს ყველაფერი გაიგოს, რაც უფრო მეტს იგებს უფრო მეტად იბნევა, მან სიმართლე უნდა იცოდეს შვილო- ნელიკოს ხმა ელექვით მოქმედებდა, მხოლოდ ჩემზე კი არა, ალბათ მასზეც.- მან სიმართლე უნდა გაიგოს, თორემ ხომ იცი ხალხი არ გაგახარებთ, სხვა დაგასწრებს, ის კი იმდენად ჯიუტია შეიძლება ცხელი გონებით მიიღოს გადაწყვეტილება, არ დაუჯერესო ხალხის ხმას მაგრამ მერე იქნებ შენი მოსმენაც კი არ ისურვოს. -ნათლი- პირველად მიმართა მან ასე- ბიცოლა- შეცვალა უცებ, თითქოს ვინმე უსმენდა და არავის უნდა გაეგონა, მან წამიერი სისუსტე რომ გამოიჩინა- რომ ვერ გაიგოს ეს ყველაფერი მერე რა იქნება? რომ არ მომისმინოს? ხომ იცი...- არ დაამთავრა სათქმელი ბოლომდე. -გულის თქმას მიყევი შვილო. ის ყოველთვის სწორად მსჯელოს, ერთი რამ ზუსტად ვიცი, ბოლომდე მოგისმენს, შენ თვითონ ამბობ რომ ის სხვებს არ გავს და დრო მოვიდა ეს თავად გადაამოწმო. მან სიმართლე უნდა იცოდეს, შენც უფრო მეტად შეძლებ დაიცვა, ის უფრო მეტად დაგიდგება გვერდით. -ხანდახან მგონია რომ ჩემზე მეტადაც კი ძლიერია, რომ ჩემზე მეტი გამოიარა, რომ მას იმაზე მეტად ტკიოდა ვიდრე მე ამ წლების მანძილზე, ამას მის თვალებში ვხედავ, სწორედ ამიტომ არის ასეთი ძლიერი. -მაშინ ნუ გეშინია, გულის თქმას მიყევი და აუცილებლად მიგიყვანს სწორ გზამდე. -შეგიძლია გააღვიძო?- თხოვნით მიმართა- რაღაც სათხოვარი მაქვს და მერე დრო არ მექნება ქალაქში მივდივარ. მას ჩემთან სათხოვარი ქონდა, დავიბენი, ავფორიაქდი, ძალა წამერთვა, ,,მან მე უნდა მთხოვოს“ მხოლოდ მისი ფრაზა ჩამესმოდა, მისი თბილ-მკაცრი ბარიტონი. -კარგი შვილო- ნაბიჯების ხმა გავიგონე, მე კი საწოლზე წამომჯდარი, ისევ ისეთ ფორმაში ვიყავი როგოგორც აივანზე, თბილი ჟაკეთით. -დილა მშვიდობისა მარიამ- ოთახში ნელიკო შემოვიდა, ჯერ ჩუმად დააკაკუნა- შენთან სტუმარია.- ისევ გამიღიმა, ისევ ისე ... თბილად, დედისეული სითბო დავინახე მის თვალებში- ამბობს რომ შენი დახმარება ჭირდება. -დილა მშვიდობისა, მაპატიეთ ჩამეძინა, ვერ დავიძინე და გვიან ჩამეძინა- თავი ვიმართლე და ინსტიქტურად თმებზე გადავისვი თითები. -არა, რას ამბობ შვილო, შენ აქ დასასვენებლად ხარ ჩამოსული. მიდი მოწესრიგდი და გამოდი გელოდებიან. -კარგი ახლავე მოვალ. -გაუმასპინძლდი შვილო, მე თამრო ბებოსთან გადავალ შვილიშვილი ჩამოსვლია და ვნახავ, ბაქარი ჩემს ხელშია შვილო გაზრდილი, უკვე დაკაცებული იქნება. -კი რა თქმა უნდა- უცებ დავეთანხმე და გამეფიქრა წამიერად იმაზე რომ მე მისთვი სადილი უნდა გამემზადებინა, წამიერად ლამაზმა ზმანებამ გამიქროლა თვალწინ, მე დიასახლისი, ის კი ჩემი ბავშვების მამა... როგორ ველი მისდაბრუნებას და მოლოდინად ქცეული თვალები კარზე მრჩება. ,,ღმერთო რაებზე ვფიქრობ საერთოდ, მარიამ სადამდე გაფრინდი, დაეშვი მიწაზე, არ უნდა შეგიყვარდეს, ეს სიყვარული ტანჯვად გექცევა“ ,,არ უნდა შეგყვარდეს, თუ უკვე არ გიყვარს“- ჩამესმა ქვეცნობიერის ხმა. ვერც კი გავიაზრე სიყვარულზე ფიქრი როდის დავიწყე, როდის მოვასწარი ამ ყველაფრის ამ დონემდე გაიგივება, რომ ამ გრძნობას სიყვარული ვუწოდე, როდის მივეცი პირველად თავს უფლება რომ ჩემი და მისი, ჩვენი მომავალი დამეგეგმა, წარმომედგინა. ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიაზრე რამდენიმე წუთში როგორ მოვემზადე, საწოლი მივალაგე და ოთახი დავტოვე, მშვიდად შევედი მასთან, ღუმელთან იჯდა და ფიქრებში ჩაძირულიყო, თვალები წარსულის აჩრდილისთვის გაესწორებინა და სევდას მოეცვა. -ხოჩა ლადელ- მივესალმე და მის თვალებში აკიაფებული სხივები დავინახე. -მაგვარ რახიდ? -მახვარ. -რაღაც სათხოვარი მაქვს- თბილი ღიმილით დაიწყო და ჩემს თვალებს გაუსწორა მზერა. -ჩემთან? შეენ?- თვალები შუშისოდენა გამიხდა. -ჰო, ასეა- მან გამიღიმა, როგორ უხდებოდა, როგორ ეცვლებოდა სახის ყველა ნაკვთი, როგორ ფერადდებოდა მისი მუდან შეჭმუხნული სახე. -მალე დავბრუნდები- სააბაზანოს მივაშურე, მიძინებული თვალებზე წყალი შევისხი, წყლის თითოეული წვეთი, ნეტარებას მანიჭებდა, სარკეში საკუთარ ანარეკლს შევავლე თვალი, ბრწყინავდა, ბედნიერებისგან, სახე სერიოზული, მაგრამ თვალები ყველაფრის მთქმელი. მაგიდასთან მივედი სამზარეულოში, სადილი უკვე გაემზადებინა ნელი დეიდას, მე გადავანაწილე და მაგიდაზე ვალაგებდი. -არ შეწუხდე, მეჩქარება.- მისი ხმა მომწვდა სამზარეულოში მყოფს. -ნელიკომ დამიბარა, სტუმარს გაუმასპინძლდიო. -ნელიკო სულ ასე იქცევა.- ვიგრძენი, ისევ ღიმილმა დაუფარა სახე.- მოდი რა. -რა ხდება მშვიდობააა? - მის წინ სკამზე ჩამოვჯექი. -კი , გიოს ცოლი მოყავს და შენი დახმარება გვჭირდება- ყოველგვარი შესავლის გარეშე მითხრა და მივხვდი ჩემს რეაქციას ელოდა. -მოიცა, გიოს? შენ გიოს? ვინ მოყავს? რატომ მოყავს?- ბოლო კითხვაზე ორივეს გაგვეცინა- და მოიცა, მე რაზე უნდა დაგეხმაროთ? -ნუცა. ჩვენი ნუცა, ნაინას დანაბარებს გადმოგცემ, ვაციტირებ:- გაეღიმა და ტელეფონი ამოიღო, ესემეს კითხულობდა- ,,შენ ჩემი მაგივრობა უნდა გაუწიო ყველაფერს მანდ, დედაჩჩემს მიეხმარე, სულ ბოლო ოთახი მოუწყვე წყვილს, ისე როგორც მე მოვაწყობდი, ჩემს ძმას ყველაფერი ჩამოუწერე რაც დაგჭირდება, არ მოგერიდოს, მაგის ტვინი ზედმეტად გადაღლილია და არაფერი დაავიწყდეს, და მიყვარხარ, რომ მომენატრები ჩამოვალ“ სულში სიცარიელე ვიგრძენი, უფრო მეტად მაკლდა ვიდრე ოდესმე. ახლა ისე მინდოდა მისი ღიმილიანი სახის დანახვა, მისი კისკისი მოსმენა, უნებლიედ სევდა შემომიტია. -თანახმა ხარ?- ფიქრები მისმა ხმამ გამიფანტა. -ვერ ვხვდები მე რა უნდა გავაკეთო? -ის რაც მან გითხრა. -კი მაგრამ მე როგორ უნდა გავაკეთო? რა უნდა გავაკეთო, უხერხული იქნება ნაინას მაგივრად შენს სახლში ფუსფუსი. -კარგი, მის მაგივრად არა- მაცდურად გაეღიმა, თვალებში მიყურებდა და ახლა ჩემს წინ ოც წლამდე თინეიჯერი ბიჭი იჯდა და მიღიმოდა- შენს მაგივრად იფუსფუსე. -რააა?- გაოცებისგან პირი დავაღე. -კარგი რა მარიამ კარგი- ისევ ღიმილი გადაკვროდა სახეზე- უბრალოდ დედას დაეხმარე, ოთახი მოუწყვე შეყვარებულ წყვილს, ნაინა სანამ რამე განსაკუთრებულს მოიფიქრებს ჩვენთან უნდა დავმალოთ შეყვარებულები, ,,დაგხოცავთ სუყველას ჩემს გოგოს რამე რომ არ მოეწონოსო“. -მოიცა და ნუცამ არ იცის?- ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. -არა, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოდიან, ეგ კი მაგ ორგანიზაციის თავჯდომარეა და უნდა დაიტოვოს გიომ. ვიტაცებთ. -რომ არ დარჩეს? -რა დაუწუნეთ ჩემს ბიჭს? -მე არაფერი, ნუცას უნდა კი გიოს ცოლი გახდეს? -რომ არ უნდოდეს აქ არ წამოვიდოდა. არ ეტყოდა გიოს რომ მოდის.- ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. -თან კვირიკობას, უკვე იყო რაღაც, - მაცდურად აუთამაშდა თვალები. -რააა? შენც გაიგე? -მე-ც უნდა გამეგო?- ისევ ღიმილი- მე ვაიძულე გოგოსთვის სიყვარული აეხსნა, მთელი ღამე მაგ ამბავზე ვმუშაობდი და თან უკვე ორივენი იმ ასაკში ვართ აუცილებელიც კი არის ვიფიქროთ მაგ თემაზე. -მშვენიერია, სიამოვნებით დაგეხმარებით- აღტაცებისაგან ტაში შემოვკარი. -ხომ არ გეშინია დედაჩემთან მარტო დარჩე? - მკითხა უცებ. -არა რატომ? რისი უნდა მეშინოეს? და თან შენს სახლში ვინ რა უნდა გაბედოს?- გამიკვირდა მისი კითხვა. -და ყველაზე დიდი განსაცდელი იქ გელის- უცებ მითხრა და... -რატომ?- მართლა ვერაფერს მიხვდი, მისი ორაზროვნება ყველაფერს მინგრევდა, ყველა აზრს მიკარგავდა და ყველაფერს მავიწყებდა. -შვილო ბაქარი წაიყვაეს- ოთახში უცებ შემოვიდა ნელიკო დეიდა, ცრემლიანი თვალებითა და შეშინებული სახით, არ გამიგია ეზოში რომ შემოვიდა, არც კარის ხმა, იქვე დაჯდა სკამზე და იაგოს მიანათა მომლოდინე იმედის თვალები. -ვინ? რატომ? როგორ?- ღიმილიანი ბიჭი, უცებ მონსტრად გადაიქცა. -არ ვიცი შვილო. არ ვიცი ვინ, მაგრამ დაურეკეს- ისევ ცრემლებით დაენამა სახე- ხომ იცი არასდროს არ აბობს ცუდს და უშვერს, მითუმეეს თამროს თანდასწრებით... -მითხარი ნათლია რა მოხდა? - მკაცრი იყო მისსი ხმა, სიბრაზითა და ტკივილით აღსავსე. -მის ამბებს მიყვებოდა, როგორც ადრე ბავშვობაში, მერე ტელეფონზე დაურეკეს, უცებ შეეცვალა სახე, მერე გინება დაიწყო, გიჟივით წამოვარდა თან იცმევდა თან ლანძღავდა, ბოლოს უთხრა დამელოდე, გამოვდივარო, მერე ისევ გინება დაიწყო, თამრო ცუდად გახდა შვილო, ხუთი წუთის წინ წავიდა. - იმედის თვალებით უყურებდა იაგოს ნელიკო, თითქოს ღმერთი იყო და ბაქარის ბედი მისი გადასაწყვეტი იყო.- გული ცუდს მიგრძნობს შვილო. რამე გააკეთე. -ასეც ვიცოდი, მისი დაბრუნება კარგს არაფერს მოუტანდა სოფელს.- ისევ ცივი და არაფრის მთქმელი ხმა, ვერ ვუყურებდი, თვალი ერთი წერტილისთვის გამეშტერებინაა და მოძრაობის უნარი დაკარგული მქონდა. -სახლში აღარ უნდა დაბრუნებულიყო?- ოხვრა ამოაყოლა ნელიკომ და ცრემლებს გასაქანი მაინც არ მისცა.- აბა, როდის უნდა დამთავრდეს ყველაფერი? მე? მე.. ისევ სკამზე ვიჯექი ან მიველურსმე კიდეც... ისევ ტკივილის ახალი ტალღა დადიოდა მთელ სხეულში, ისევ განსაცდელს მიგზავნიდა ცხოვრება, ყველას ტკივილი ასმაგად მტკიოდა. მაგრამ იყო რაღაც , რაც გულის შორეულ კუთხეში მიხაროდა, მიხაროდა და ეს სიხარული ძალას მაძლევდა, რომ ნაინა ახლა აქედან ძალიან შორს იყო და ეს ტკივილი მას არ შეეხებოდა, იმასაც ვგრძნობდი რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა. -ნათლი, შენ თამროსთან გადადი და დაამშვიდე- მისგან უხმო თანხმობა რომ მიიღო , მერე მე მომიბრუნდა- მარიამ... - მის ხმაში, სახეზე, თვალებში, სიტყვებში, ყველგან ტკივილი და სასოწარკვეთა იყო, ყველაზე მეტი კი ბრაზი- მარიამ შენ სახლიდან არ გახვიდე, ტელეფონი ჩართე და არ გამორთო, საეჭვო ზარებსა და ესემესებს არ უპასუხო. შეგეხმიანები- ამოიოხრა და კარისაკენ წავიდა, ვერ გავჩერდი და უკან დავედევდე, რამდენიმე ნაბიჯით დავფარე ჩვენ შორის მანძილი. -თავს გაუფრთხილდი- ყველა გრძნობა, ემოცია, ყველა უთქმელი სიტყვა, ყველა გამოუხატავი ფიქრი, ამ ორ სიტყვაში ჩავდე, ყველაფერი რაც არ გვითქვამს, ის ყველაფერი რაც გვინდოდა ერთმანეთისთვის გვეთქვა, მე ვთქვი ამ ორი სიტყვით. -უკვე ვუფრთხილდები- გამიღიმა მხოლოდ ჩემი ღიმილით და კარიც გაიხურა. -შვილო მეც წავალ- ნელიკო მომიახლოვდა, -სადარდებელს ნუ ტაუმატებ კარგი? თუ თამრო დავითანხმე აქ წამოვიყვან, თუ არა მასთან დავრჩები, მარტოხელაა, მას ბაქარის მეტი არავინ ყავს, მას რომ დაემართოს თან გადაყვება.- პირჯვარი გადამსახა და კარი მანაც უჩუმრად გაიხურა. საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ნახევრად გაწყობილ მაგიდას მივუბრუნდი და მისი ალეგება დავიწყე, როდესაც ტელეფონის ხმამ შემაკრთო, მეგონა იაგო იქნებოდა, მაგრამ ეკრანს დავხედე თუ არა, ტელეფონი ლამის ხელიდან გადამივარდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.