შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლის ნობათი [8]


3-12-2016, 22:02
ავტორი მარრიამი
ნანახია 7 811

თებერვლის ბოლომდე სოფელში იყო და მართლა ფიქრობდა. „იმედია დროებით გემშვიდობები“ - გამუდმებით დემნას სიტყვები უტრიალებდა თავში და არარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ერთი მხრივ ენატრებოდა, უნდოდა მასთან შერიგება, უნდოდა დაეჯერებინა მისთვის, მაგრამ მეორე მხარეს ლენკა იყო, თავისი გულწრფელი სიცილით და დამცირება, რომელიც იმ წუთებში განიცადა.
ამასობაში ფიქრის დროც ამოეწურა. მოწყენილი დაემშვიდობა ოჯახს და ისევ ქალაქისკენ გაუყვა გზას. სადგურში უნდა დახვედროდა თედო. წინა შემთხვევა გაახსენდა, ახლა რომ დემნა გადმოვიდესო გაიფიქრა და მანქანისკენ დაიძრა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. მანქანიდან თედო გადმოვიდა, თბილად მოიკითხა და ჩანთები საბარგულში ჩაალაგა.
სახლში შესულს უცხოობა აღარ უგრძვნია, მიხვდა, ამ სახლსაც შეეჩვია, ესეც შეიყვარა. თეონა გამოეგება, ჩაეხუტა, მოიკითხა. ღიმილით შესცქეროდა სულ ოდნავ წამოზრდილ მუცელს და მხიარულად უსმენდა დეიდაშვილს. ამ ერთი თვის განმავლობაში რაც მოხდა, ყველაფერს მოუყვა თეონა. ლაშა და ლანაც ქორწილისთივს ემზადებოდნენ, მხოლოდ დემნაზე არ უთქვამთ არაფერი, არადა ინტერესი კლავდა. ესენიც, თითქოს სპეციალურად, კრინტს არ ძრავდნენ.

- სწავლა როდის გეწყება?
- ხუთ დღეში თეო, საგნები უნდა ავირჩიო და იმიტომ ჩამოვედი ასე ადრე.
- რაღა ადრე - უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა - რომ იცოდე როგორ მოგვენატრე.
- მეც მომენატრეთ - თბილად გაუღიმა და მიეხუტა.
- მოდი შენი ჩამოსვლა აღვნიშნოთ - იდეა წამოაყენა თედომ.
- კარგი, გავამზადებ რაღაცებს და საღამოს აღვნიშნოთ, დეიდაშენმა გამომატა რაღაცები და ამოვალაგებ - გადახედა თეონას.
- ცარიელი არ გამოგიშვას - ჩაიბურტყუნა და თედოს შეხედა - მოდი ბიჭებსაც დავურეკოთ.
- თეო - უკმაყოფილო ტონი ჰქონდა თედოს - ხომ იცი არა?
- თედო, დაურეკეთ თუ გინდათ, მე პრობლემა არ მაქვს - გაუღიმა თათულიმ.

რა პრობლემა უნდა ჰქონოდა, როცა წამებს ითვლიდა საღამომდე. უბრალოდ უნდოდა ენახა. მართალია, გაბრაზებული იყო, ნაწყენიც იყო, მაგრამ დრომ თავისი ქნა. ასე თუ ისე გადაუარა და ახლა მისი ნახვა უნდოდა. იქნებ ნორმალურადაც ელაპარაკა, თუმცა ჯერ მაინც არ იყო ამის მომხრე. ეგონა, ასე ადვილად რომ დაიყოლია ბიჭმა, სწორედ ამიტომ იწვნია ამხელა დამცირება. ახლა შეეძლო ეწვალებინა და დაენახვებინა, რომ რთულად მოსაპოვებელია. ქალური თავის დაფასებია ამბავია.
საღამოც დადგა, ლაშაც მოვიდა, ლანასთან ერთად, მაგრამ დემნა არ ჩანდა. ელოდნენ, მაგრამ არ მოვიდა. ამიტომ მის გარეშე დაიწყეს ვახშმობა. თათულის კი ლუკმა აღარ გადასდიოდა, თუმცა რას იზამდა.

- მოკლედ, თათუ, თხუთმეტში გეპატიჟებით ჩვენს ქორწილში - უცინოდა ლაშა.
- ვაიმე, რა მაგარია ბავშვებო, აუცილებლად მოვალ - თვითონაც გაუცინა.
- ძალიან გაგვიხარდება, ხომ იცი.
- მეჯვარე შენ ხარ სიძე? - გადახედა თედოს.
- არა, შენი სიძის მეჯვარე მე ვიყავი, ჩემი მეჯვარე დემნა იქნება - ამცნო ლაშამ.
- გასაგებია.

ანუ ქორწილში ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევდა ნახვა. ორი კვირაზე მეტი ჰქონდა წინ. უნივერსიტეტში სიარული შემართებით დაიწყო, ახალი საგნები, ახალი ლექტორები, ახალი ბავშვები. ნელ-ნელა იცნობდა მთელ კურსს.
ორშაბათი ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, აკადემიური წერის ლექცია უინტერესო ეჩვენა, ისტორიის სემინარმა ცოტა გამოაფხიზლა, მაგრამ ორსაათიანმა ლიტერატურის ისტორიის სემინარმა საბოლოოდ დაქანცა. უკვე გადაჩვეულიც იყო და ორშაბათს სახლში დაბრუნებულს მხოლოდ ძილი უნდოდა. პირველი კვირა შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა. მეორე კვირიდან კი დაიწყო ქსეროქსები, კონსპექტები, ბიბლიოთეკა.
ისე უცებ მიილია მეორე კვირაც, ვერც კი გაიგო.

- თათუ, რა უნდა ჩაიცვა ლაშას ქორწილში? - პარასკევ საღამოს დაუსვა კითხვა თეონამ.
- ვაიმე თეო, არ ვიცი, ჯერ ამაზე საფქრელად არ მომიცლია - გაუცინა - მოდი ხვალ გავიდეთ მაღაზიებში და ვიყიდი რამე კარგ კაბას.
- კარგი, გავიდეთ, მეც ეგ უნდა მეთქვა - სიცილი შეაგება - რას მოვიხდენ არ ვიცი მაგრამ.
- შენ ყველაფერი მოგიხდება - დაამშვიდა თათულიმ.
- თათუ, შემოვალ რა - ისეთი ტონით სთხოვა, აშკარა იყო, ლაპარაკი უნდოდა.
- შემო - გაეცინა.
- არ დაგკავშირებია? - ტუჩების წვალებით ჰკითხა.
- არა თეო, არ დამკავშირებია.
- უიმე, რა თავს იფასებს ერთი, საზიზღარი ბიჭი.
- ვაიმე თეო, რა სასაცილო ხარ - გაეცინა - ამდენი ხანი რომ იწვალა და არაფერი გამოუვიდა, ალბათ მობეზრდა რა.
- მოსაბეზრებელი ხარ ამისთანა ანგელოზივით გოგო? ასეთი ახლო მეგობარი არ იყოს, მე ვიცი მაგას.
- ნუ ბრაზობ რა, თქვენს ურთიერთობაში ჩვენ გამო არაფერი არ უნდა შეიცვალოს, ჩვენ თვითონ მოვგვარდებით - გაუღიმა.
- აი ამისთანა გოგოს თუ შეგეშვა, თავში ტვინი არ ჰქონია - გაეცინა თეონასაც - ხვალ თედოც ისვენებს და ის გაგვიყვანს მაღაზიებში.
- კარგი, გაგვიყვანოს. თეო, ექიმთან როდის მიდიხარ? სქესს როდის გაიგებთ?
- არ ვიცი, ამ თვეში მივალ, მაგრამ სქესს მეტყვიან თუ არა არ ვიცი - მხრები აიჩეჩა.

მთელი შაბათი კაბების ყიდვას მოანდომეს. ხან ეს არ მოსწონდათ, ხან ის, ხან რა ვერ მოიხდინეს, ხან რა. თეონა წუწუნებდა მუცლის გამო ვეღარაფერს ვიხდენო. საბოლოოდ გაშლილი, ფრიალა კაბა შეარჩია, მუცელიც არ უჩანდა, თან უხდებოდა. თათულიმ ბევრი ძებნის შემდეგ, შავი ტყავის კაბა იპოვა. მოკლე, მოტკეცილი, სამკუთხედად ამოღებული ზურგით და მთლიანად დაფარული წინა ნაწილით.

- აი ამის მერეც თუ არ შეგეხმიანა, ჩავთვლი რომ რაღაც წესრიგში ვერ აქვს იმ ბიჭს - სიცილით უთხრა თეონამ.
- თეო კარგი რა - გაეცინა თათულისაც - ანუ ავიღო?
- უნდა აიღო, აბა რა უნდა ქნა. მაღლები გაქვს?
- არა, ეგეც უნდა ვიყიდო, არ დავდიოდი ამ მაღლებით ხომ იცი და რაც მაქვს ამ კაბას არ მოუხდება.
- კარგი, გავიაროთ.
- კიდევ დიდ ხანს უნდა იაროთ? - შეწუხებული სახე ჰქონდა თედოს.
- არა, ფეხსაცმელს ვიყიდით, შეიძლება სამკაულებიც და მოვრჩებით - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ცოლმა და თვალი ჩაუკრა.
- კარგი, ოღონდ ცოტა ჩქარა რა, ბიჭები მელოდებიან, იმათაც ხომ უნდა დავეხმარო, ხვალ ქორწილია.
- ნუ ბუზღუნებ რა ქმარო - გაუღიმა.

ფეხსაცმელიც იყიდეს, სამკაულებიც, სალონშიც გაიარეს და ჩაეწერნენ. დაღლილები მივიდნენ სახლში, მაგრამ თედო კიდევ უფრო დაღლილი იყო, თუმცა ვერც დასვენება მოასწრო, ვერც ჭამა, ჩანთები აატანინა თუ არა, ბიჭებთან წავიდა.

კვირაც მალე გათენდა. დილიდან სალონშ იყვნენ გოგონები. ვერა და ვერ გამოვიდნენ. თედო უკვე ბრაზობდა, საუკეთესო მეგობრის ქორწილში აგვიანდებოდა.

- გეღირსათ - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- რომ შემოგეხედა და გეთქვა როგორ გამოვიყურები არ შეიძლებოდა? - მაშინვე გაუნაწყენდა ცოლი და უკანა სავარძელზე დაჯდა.
- თეო ვაგვიანებთ, ახლა კიდევ სახლში უნდა მივიდეთ და უნდა ჩაიცვათ.
- თედო, პატარძალი მე კი არ ვარ, არაფერი მოხდება ხუთი წუთი თუ დაგვაგვიანდება.
- ბავშვებო, ამდენ კინკლაობას წავიდეთ სახლში ჯობს - ჩაილაპარაკა თათულიმ.
- ხო, წავიდეთ - დაეთანხმა თედო და მანქანა დაძრა.

სწრაფად მოემზადნენ გოგონები. ერთადერთო თეონას გაბუსხულ სახეს ვერ ეშველა ვერაფერი. წამდაუწუმ უბღვერდა თედოს.

- წავედით? - ოთახიდან გამოვიდა თათული.
- წავედით - კარებისკენ წავიდა თედო.
- მე აღარ მოვდივარ - განაცხადა თეონამ და სავარძელში ჩაეშვა.
- რა? - გაკვირვებული შეუტრიალდა ქმარი.
- აღარ მოვდივარ - მკაცრად გაიმეორა.
- რატომ? - ამოისუნთქა.
- იმიტომ, რომ ერთი სულიერი ვერც კი მამჩნევს და არ ვაპირებ მთელი საღამო მარტომ გავატარო - ხელები გადაიჯვარედინა და ფანჯრისკენ გაიხედა.
- თეო - მის წინ ჩაიმუხლა თედომ - რაზე ბრაზდები? - ხელები მუხლებზე ჩამოადო - უბრალოდ ვნერვიულობ, რომ ლაშას ქორწილში მაგვიანდება, მითუმეტეს ჩვენს ქორწილზე ლაშა იყო რაც იყო, ყველაფერი მან მოაგვარა და დილიდან ჩვენთან იყო, მე კიდევ მხოლოდ დარეკვას ვახერხებ.
- ჩვენი ქორწილის დროს ლაშას ცოლი არ ჰყავდა, თავისუფალი იყო და მარტო თვითონ კი მოემზადებოდა ოც წუთში.
- კარგი, მორჩი ახლა ბუტიაობას, ლაშას ძალიან ეწყინება.
- აჰ, ე.ი. ლაშას ეწყინება ხომ? - კიდევ უფრო გაბრაზდა.
- ხო, ლაშას ეწყინება მის ქორწილში თუ არ ვიქნებით და შენ თუ არ წამოხვალ, მე იქ რა მინდა? - გაუღიმა. ნაწყენი მზერით შეათვალიერა თეონამ. - კარგი რა თეო, წამო - ხელი მოკიდა და წამოაყენა - და კიდევ, ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ - მოწყვეტით აკოცა და გასასვლელისკენ უბიძგა.
- გეშველათ? - გაიცინა თათულიმ და კიბეებისკენ წავიდა.
- ნეტავ შენც გეშველოს - ენა გამოუყო თეონამ და გაუცინა.

ლანასთან სახლში უნდა ასულიყვნენ, მაგრამ პატარძალმა დარეკა, ჯერ მზად არ ვარ და ცოტა მოიცადეთო. თედომ მანქანაში ხომ არ დაველოდებით, ავიდეთ ლაშასთანო და გოგოებიც დაეთანხმნენ.

- მობრძანდით - სიცილით შეეგება ლაშა.
- სიძე კაცს გაღებინებენ კარებს? - გაუცინა თათულიმ და გადაკოცნა - გილოცავ.
- მადლობა თათუ.
- გილოცავ ლაშუნა, გეშველა - ჩაეხუტა თეონა.
- ოღონდ ლაშუნა არა რა - გაუცინა.
- გილოცავ ჩემო ძმაო, აწი იწყება რაც იწყება - თვალი ჩაუკრა.
- გავიგონე, თედო - გასძახა თეონამ და გაეცინათ.

სახლში პატარა სუფრა ჰქონდათ გაშლილი. მისაღებში შესულმა თათულიმ, პირველად ზურგით მდგარი დემნას სხეული შენიშნა. ხელში ბოთლი მოუჩანდა, სასმელს ასხამდა.

- მობრძანდით - ხმაურიანად შეეგება მომღიმარი ქალი.
- გამარჯობა, გილოცავთ შვილის გაბედნიერებას - ღიმილით მიულოცა თათულიმ.
- მადლობა შვილო, მადლობა - და დემნაც შემობრუნდა.
- გამარჯობა - ისე მიესალმა, თითქოს უცხო ყოფილიყო.
- გამარჯობა - სულ ოდნავ გაუღიმა გოგონამ.
- ოხ, დაკარგულო - გადაკოცნა თეონამ - ასე უნდა დავიწყება?
- თქვენს თავს რა დამავიწყებს, ზოგიერთის ნერვებს და კომფროტს ვუფრთხილდები - გაუცინა დემნამ.

აპირებდა საერთოდ არ შეეხედა თათულისთვის, თუმცა ვერ შეძლო. ჯერ მისი მონატრებული ხმის გაგონება, შეხედა და ისე ლამაზად გამოიყურებოდა, ზუსტად იცოდა, თვალს ვერ მოწყვეტდა მთელი საღამო.

- ისეთი ლამაზი ხარ რძალო, არ მოგიტაცონ - გაუცინა, თუმცა მთლად რძლისთვის განკუთვნილი კომპლიმენტი არ უნდა ყოფილიყო.
- მე ქმარი მყავს დემნა, არავინ მომიტაცებს, მაგრამ ერთი გოგო მყავს, საოცრად გამოიყურება და ვინმემ თუ არ მიაქცია ყურადღება, შეიძლება მოიპარონ კიდეც - ლაღად გაუცინა.
- ლანამ დარეკა, გავდივართ - ოთახში შევიდა ლაშა.

სახლიდან გასვლისას, კარებში, ვითომ შემთხვევით, მხარზე დაადო ხელი დემნამ თათულის.

- ბოდიში, გამატარე - ვითომც არაფერიო, ისე ჩაილაპარაკა და გვერდი აუარა.

ლანასთანაც ავიდნენ, ტაძარშიც წავიდნენ, ჯვრისწერამაც და ხელისმოწერამაც გადასარევად ჩაიარა. მხოლოდ თათული ვერ იყო ხასიათზე, ცდილობდა არავისთვის ეჩვენებინა, მაგრამ დემნას უყურადღებობა მის განწყობაზეც აისახებოდა.
თუმცა სულაც არ იყო დემნა უყურადღებოდ, თათული ვერ ხედავდა, თორემ ბიჭი როგორც კი მოახერხებდა, მას უყურებდა.
რესტორანშიც, ნეფე-პატარძლის მაგიდას წინ დაუსხდნენ მეგობრები და მთელი საღამო, თათულის ყურების ბედნიერება ხვდა წილად დემნას.
ერთი საათი, ორი, სამი, ერთი სიმღერა, ორი, სამი, დემნა თითქოს ვერავის ამჩნევდა მეჯვარის გარდა, გამუდმებით მასთან ცეკვავდა, მას ესაუბრებოდა.

- შენ რაღაც არ ცეკვავ მთელი საღამოა, დამდებ პატივს? - ხელი გაუწოდა ლაშამ.
- საღამოს მთავარ გმირს როგორ ვეტყვი უარს - ღიმილით შეაგება საკუთარი ხელი თათულიმ და საცეკვაო მოედნისკენ გაჰყვა.
სულ რამდენიმე წამის დაწყებული ექნებოდათ ცეკვა, დემნა რომ მიუახლოვდა.
- შეიძლება? - ჩვეული ღიმილით იკითხა.
- რა თქმა უნდა - კმაყოფილი მზერით „გადაულოცა“ თათულის თავი ლაშამ.
წელზე შემოჰხვია ხელები ბიჭმა, თათულიმაც მსუბუქად დაალაგა მხრებზე თითები. ცდილობდა სახეში არ ეყურებინა, იმდენად უხერხულად იყო, პირველი ცეკვისასაც რომ არ ყოფილა. ერთი სული ჰქონდა მუსიკა დამთავრებულიყო.

- გემოვნება დაგეხვეწა - ჩაიცინა დემნამ.
- შენ ვერ გისწავლია ზრდილობა სამაგიეროდ - აჰყვა თათული.
- მახსოვს რომ მითხარი, მიკვირს თედოსნაირი ადამიანი შენთან როგორ მეგობრობსო, ის არ გიკვირს ჩემნაირი უკულტურო როგორ შეგიყვარდა? - თვითკმაყოფილი ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე.
- მიკვირს, ნამდვილად მიკვირს, მაგრამ გამოსწორებადია ეგ ამბავი. ჩათვალე, რომ გადამიყვარდი - მხრები აიჩეჩა.
- დარწმუნებული ხარ?
- ვფიქრობ - სოფლის დიალოგი გაახსენა.
- თათული, მიყვარხარ.
- რაა? - გაოცებულს აღმოხდა, როცა აღიქვა რა თქვა ბიჭმა. არც მის სახეს ეტყობოდა ირონია, არც მის ხმას.
- ვერ გაიგონე?
- ლენკა? - მძიმედ ამოთქვა მისი სახელი.
- ლენკა, ლენკა, რატომ ჩაიხვიე ეს ლენკა? - გაბრაზებულმა შეუშვა ხელი - ლენკასთან არაფერი არ ხდება! ყველაფერი იქამდე დავამთავრე, სანამ შენთან დავიწყებდი ურთიერთობას, გაიგე? - დაიყვირა და მხოლოდ ახლაღა მიხვდნენ, რომ მუსიკა დამთავრებული იყო და ყველა მათ შესცქეროდა.
- დემნა - დაიჩურჩულა.
- წამოდი - ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ წაიყვანა. მერე მანქანაში ჩასვა და სადღაც წავიდნენ.
- სად მივდივართ? - გაპარული ხმით იკითხა თათულიმ.
- ჩემთან, სახლში.
- რა გვინდა შენთან სახლში?
- ჩემი ოჯახის წევრები უნდა გაგაცნო.
- რა? - წამოიყვირა.
- მაშინ შენთან წავიდეთ.
- და ჩემთან რაღა გვინდა?
- შენი ოჯახის წევრებს უნდა გავეცნო - გადახედა.
- მანქანა გააჩერე, საუბარი არ დაგვისრულებია - ხმა გაიმტკიცა.
- ახლა გაგახსენდა, რომ უნდა ვისაუბროთ? - დამცინავი ტონით ჩაილაპარაკა - გასაგებად ვთქვი, რომ არავითარი ლენკა არ არსებობს.
- დემნა გთხოვ, ვილაპარაკოთ - მოლბა, როგორც კი მიხვდა, რომ ისე არაფერი გამოუვიდოდა.
- აჰა, ვილაპარაკოთ - მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და გაჩერდა. არაფერი უთქვამს თათულის, უბრალოდ შეხედა. - რატომ არ იღებ ხმას?
- არ ვიცი რა ვთქვა.
- მე ვიცი - სერიოზულად თქვა დემნამ.
- გისმენ.
- ცოლად გამომყვები? - წარბიც არ შეუხრია.
- რა? - ეგონა მოესმა.
- ცოლად გამომყვები?
- კი მაგრამ, როგორ, მერე სწავლა? ოჯახი? ასე მალე? - დაბნეულად ლუღლუღებდა.
- მე პასუხს მხოლოდ ერთ კითხვაზე გთხოვ, შენ კი რამდენს მისვამ - გაეცინა.
- ეს სასაცილო არ არის დემნა - თვითონ ლამის გული ამოვარდნოდა და ბიჭი დასცინოდა.
- იცი რა? ძალიან მარტივია, ან კი, ან არა და მე შენს პასუხს ველოდები.

______________
შოკოლადებო, ძალიან დიდი ბოდიში.. სოფელში მომიწია წასვლა, იქ ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა.. კი დაგპირდით დიდ თავს დავდებ-მეთქი, მაგრამ ახლა დავბრუნდი და კიდევ უფრო დაგვიანებას, ვამჯობინე ჩვეული მოცულობის თავი ამეტვირთა..
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში..
იმედი მაქვს არ მიწყენთ და გამიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს.



№1 სტუმარი maria

სიმართლე გითხრა თავიდან არ ვკითხულობდი მაგრამ გუშინ წავიკითხე ყელა თავი და ძან მაგარია მომეწონა...დემნა განსაკუთრებით...ველი შენდეგ თავს და უფრო ვრცელს <3

 


№2 სტუმარი გვანცა))

არაარაა ხო ვამბობ მაგარი ვიღააცაა მეთქიდემნა ჰოდაა ახლაა ასი პროცენტი ვარ დარწმუნებული რომ უუმაგრესი ბიჭიააა
..მმ როგორ მიყვარს ნეტაა იცოდე ;დდ
ეჰ ისე აქ გაჩერება შეიძკებოდა? რა მოითმენს ეხლა...
თათუს თუ ტვინი აქ უნდა დათახმდეს, ამისთანაა ბიჭის გაშვებაა შეიძლებაა ;დდ
მარიამ ხო იცი რომ ძაან მაგარი გოგო ხარ❤
ვგიჟდევი მეე შენზეეე❤
წარმატებებიი....

 


№3 სტუმარი Guest keti

Kaia kai dzlivs ar amovisuntke?!mara es colobis tkovna adre xomar aris? jer yofiliyvnen bavshvebi sheyvarebulebi mereki qorwilia qeifia griali griali griali da tavebi gaadide fliz pakaaaaa

 


№4  offline წევრი kaxelii

Kargia male ar daamtavro raaa.

 


№5  offline წევრი Shokoladi :D

რომ შემოვედი და ეს სიახლე დავინახე სული გამითბა და გულმა ფანცქვალი დამიწყო.... საოცრება ხარ ჩემი იასამნის ყლორტო <3 <3

 


№6  offline წევრი kaxelii

Didi tavi dade momdevno ocode tore martla gagebutebi. Chemi demna da tetu damitkbe, erti siyvarulit datvirtuli tavi dade ra iqneba

 


№7 სტუმარი Guest ირინა

ვაიმეე გამიჩერდა გულიი რა დროს გაწყვეტა იყო.მარიამ რატომ გვტანჯავ რა დაგიშავეთ.ძალიან მაგარია

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორ მიყვაარს ეს ისტორიაა ♡♡♡საოცარი თავიი იყო ემოციებით შევივსეე ტკბილად დამეძინება ♡♡♡ტკბილი და თბილი წასაკითხი იყოო ♡♡

 


№9 სტუმარი Teo.

Vgijdebi demnaze da saertod am istoriaze.shenze xom saertod sityvebi ar myofnis,nijiero avtoro.

 


№10 სტუმარი Anna

ნერვები მეშლება ყველას მაინც და მაინც ეგრევე ცოლის მოყვანა რო უნდა. ჯერ იყავით ერთად ნორმალურად , იქნებ შორდებით? ან 3 თვე რო შეყვარეულები არიან და მერე უცებ ქორწილი... სად ეჩქარებათ ნეტა გავიგო :/ ან რატო უნდათ მაინც და მაინც ესე დაქორწინება,რავიცი.
ხო ეს ისე,რაც შეეხება მოთხრობას მომწონს საშინლად <3

 


№11  offline წევრი Tamtu_tatu

Kargi Iko Chemo tkbilooo. Magram ar mekooo

 


№12 სტუმარი Guest mariko

Vaime rogor gamixarda, rom davinaxe axali tavi.
Chemi sitkboa is istoria ♥
Demnaze vgijdebi ♥
Moutmenlad veli she deg tavs .
Rom vkitxulob tavi ert-erti persinaji mgonia :D

 


№13  offline წევრი aNuGi

ძალიან მაგრად წერ!
შემდეგ თავს ველოდები სულმოუთქმელად <3
ცოტა მეტი "ვნება" თუ იქნება შემდეგში და უფრო მაგრად გამოხატავენ სიყვარულს მართლაც რომ არ გავბრაზდებით მკითხველები :დ <3
წარმატებები!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№14 სტუმარი TaTa

namdvilad uketesi iqneba cota meti vnebac tu iqneba <3
Like it!!

 


№15  offline წევრი მაშენკა

Saocari gogo xar, mariam!
Dzalian momwons es istiria ♥
Demna ♥

 


№16  offline წევრი თეონა.უ

ყოველთვის ვკითხულობ და ნასიამოვნები ვრჩები.დიდი მადლობა შენ ამისათვის.ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ წარმატებები და ველოდები შემდეგს.

 


№17  offline წევრი isterichka123

shokolado kiara mogklav gogo shen guli damartyavs radros shewyvite sazizgaro male dade semdegi tavi male

 


№18  offline მოდერი მარრიამი

maria
სიმართლე გითხრა თავიდან არ ვკითხულობდი მაგრამ გუშინ წავიკითხე ყელა თავი და ძან მაგარია მომეწონა...დემნა განსაკუთრებით...ველი შენდეგ თავს და უფრო ვრცელს <3

მადლობა <3
გვანცა))
არაარაა ხო ვამბობ მაგარი ვიღააცაა მეთქიდემნა ჰოდაა ახლაა ასი პროცენტი ვარ დარწმუნებული რომ უუმაგრესი ბიჭიააა
..მმ როგორ მიყვარს ნეტაა იცოდე ;დდ
ეჰ ისე აქ გაჩერება შეიძკებოდა? რა მოითმენს ეხლა...
თათუს თუ ტვინი აქ უნდა დათახმდეს, ამისთანაა ბიჭის გაშვებაა შეიძლებაა ;დდ
მარიამ ხო იცი რომ ძაან მაგარი გოგო ხარ❤
ვგიჟდევი მეე შენზეეე❤
წარმატებებიი....

გვანცა, მადლობა ჩემო ტკბილო <3
Guest keti
Kaia kai dzlivs ar amovisuntke?!mara es colobis tkovna adre xomar aris? jer yofiliyvnen bavshvebi sheyvarebulebi mereki qorwilia qeifia griali griali griali da tavebi gaadide fliz pakaaaaa

ქეთი, მადლობა <3
kaxelii
Kargia male ar daamtavro raaa.

kaxelii
Didi tavi dade momdevno ocode tore martla gagebutebi. Chemi demna da tetu damitkbe, erti siyvarulit datvirtuli tavi dade ra iqneba

მადლობა, ვეცდები <3
Shokoladi :D
რომ შემოვედი და ეს სიახლე დავინახე სული გამითბა და გულმა ფანცქვალი დამიწყო.... საოცრება ხარ ჩემი იასამნის ყლორტო <3 <3

საყვარელო შენ <3
Guest ირინა
ვაიმეე გამიჩერდა გულიი რა დროს გაწყვეტა იყო.მარიამ რატომ გვტანჯავ რა დაგიშავეთ.ძალიან მაგარია

მადლობა ირინა <3
ნიტა♡♡
როგორ მიყვაარს ეს ისტორიაა ♡♡♡საოცარი თავიი იყო ემოციებით შევივსეე ტკბილად დამეძინება ♡♡♡ტკბილი და თბილი წასაკითხი იყოო ♡♡

ნიტა, მადლობა ჩემო კარგო <3
Teo.
Vgijdebi demnaze da saertod am istoriaze.shenze xom saertod sityvebi ar myofnis,nijiero avtoro.

მეც ვგიჟდები თქვენზე <3
Anna
ნერვები მეშლება ყველას მაინც და მაინც ეგრევე ცოლის მოყვანა რო უნდა. ჯერ იყავით ერთად ნორმალურად , იქნებ შორდებით? ან 3 თვე რო შეყვარეულები არიან და მერე უცებ ქორწილი... სად ეჩქარებათ ნეტა გავიგო :/ ან რატო უნდათ მაინც და მაინც ესე დაქორწინება,რავიცი.
ხო ეს ისე,რაც შეეხება მოთხრობას მომწონს საშინლად <3

მადლობა ჩემო კარგო <3
Tamtu_tatu
Kargi Iko Chemo tkbilooo. Magram ar mekooo

მადლობა <3
Guest mariko
Vaime rogor gamixarda, rom davinaxe axali tavi.
Chemi sitkboa is istoria ♥
Demnaze vgijdebi ♥
Moutmenlad veli she deg tavs .
Rom vkitxulob tavi ert-erti persinaji mgonia :D

მარიკო, მიხარია, მადლობა <3
aNuGi
ძალიან მაგრად წერ!
შემდეგ თავს ველოდები სულმოუთქმელად <3
ცოტა მეტი "ვნება" თუ იქნება შემდეგში და უფრო მაგრად გამოხატავენ სიყვარულს მართლაც რომ არ გავბრაზდებით მკითხველები :დ <3
წარმატებები!

მადლობა ანუგი <3
TaTa
namdvilad uketesi iqneba cota meti vnebac tu iqneba <3
Like it!!

მადლობა, ვნახოთ <3
მაშენკა
Saocari gogo xar, mariam!
Dzalian momwons es istiria ♥
Demna ♥

მაშენკა, მადლობა <3
თეონა.უ
ყოველთვის ვკითხულობ და ნასიამოვნები ვრჩები.დიდი მადლობა შენ ამისათვის.ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ წარმატებები და ველოდები შემდეგს.

პირიქით, მადლობა რომ კითხულობ <3
isterichka123
shokolado kiara mogklav gogo shen guli damartyavs radros shewyvite sazizgaro male dade semdegi tavi male

:D თუ მომკლავ, ვეღარ დავდებ ახალ თავს :P

 


№19 სტუმარი Guest ირინა

sad aris axali tavi

 


№20  offline მოდერი მარრიამი

Guest ირინა
sad aris axali tavi

მალე იქნება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent