შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლის ნობათი [7]


30-11-2016, 22:19
ავტორი მარრიამი
ნანახია 7 610

ბევრი ხალხი არ იყო, დრო და დრო მიდიოდნენ და კიდევ უფრო ცოტანი რჩებოდნენ. ხუთნიღა შემორჩნენ ბოლომდე. დილის ექვს საათზე გარეთ გამოსულებმა შენიშნეს, რომ მთელი ეზო გადათეთრებულიყო. ბედნიერმა ახედა ცას თათულიმ, მერე ხელები წინ გასწია და ღიმილით დააკვირდა ფიფქებს. თოვლის ხრაშუნი ისმოდა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. უჩვეულოდ ბედნიერი მიაბიჯებდა. ტაძრის ეზოს გასცდნენ და ბედნიერების მიზეზსაც მიხვდა. აქამდე ეგონა, სახლში დახვდებოდა დემნა, მაგრამ არა, გარეთ იდგა და ელოდა.

- მარტო მოხვედი? - გაუღიმა თათულიმ.
- ხო, სძინავთ სხვებს უკვე.
- შობას გილოცავ - თვალები უბრჭყვიალებდა.
- მეც, თათუ - გაუღიმა.
- თათუ არ მოდიხართ? - უკვე მოშორებით მყოფებმა დაუძახეს.
- მოვდივართ, მიდით თქვენ, ხვალ გნახავთ - მიაძახა და ხელი დაუქნია.
- ხვალ როგორ ნახავ?
- ჩვეულებრივ - მხრები აიჩეჩა.
- ჩვენთან ერთად არ მოდიხარ? გამოცდები არ გეწყება?
- 13-დან მეწყება, ასე რომ, ხვალ არ მოვდივარ.
- კარგი - ჩაიბურტყუნა და ხელი გადახვია.
- ბევრი დალიეთ?
- უკვე დაიწყე? - გაუცინა.
- სულ დაგიცლიათ ის ქვევრები, თუ გინდათ, უფ - ჩაიფრუტუნა.
- რა ბუტია ხარ - გაეცინა და ცხვირზე წაეთამაშა - ხომ გითხარი ჩამოვალ-მეთქი?
- სიძის სახელითო..
- აჰა, ანუ ასე გინდა? ძალიან კარგი, შენი ნებით მითხარი - კმაყოფილს გაეცინა.
- არა, არა - მაშინვე მიუბრუნდა - საძაგელო.

მისეირნობდნენ ხელჩაკიდებულები, თოვლზე მათი კვალი რჩებოდა, ციდანაც ფიფქები ათოვდათ. თამამად ეცემოდნენ და დნებოდნენ თათულის თმებში, მერე მათი წვეთები მთვარის სინათლეზე ბრწყინავდნენ. აღარ ლაპარაკობდნენ, თოვლის ხრაშუნს უსმენდნენ. გაყინულ თითებს დემნას ხელი უთბობდა. სულ რამდენიმე კვირაში ისე შეუყვარდა ეს ბიჭი, თვითონაც რომ ვერ წარმოიდგენდა. უმისოდ აღარ არსებობდა არც ერთი დღე.

იცოდა, რომ დილით უნდა წასულიყვნენ. არც დაუძინია, ოთახიდან ერთ საათში გავიდა და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას შეაკითხა. სწყინდა, ასე მალე რომ მიდიოდნენ. მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა. თეონას დაგიტოვებთო უთხრა თედომ და უკმაყოფილება შეუმსუბუქა.

მალე გავიდა ის რამდენიმე დღეც. ისევ დაუბრუნდნენ ქალაქს, ჩასული არ იყო, დემნამ რომ დაურეკა. მე ავად ვარ, ვერ გამოვალ და იქნებ შენ მოხვიდე ჩემთანო. თავიდან თითქოს ყოყმანობდა, ეუხერხულა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც წავიდა. ძველით ახალი წელი იყო, მეორე დღეს გამოცდა ჰქონდა. დემნასთვის საბედნიეროდ, საკითხების სწავლა სოფელშივე მოასწრო.

- შეიძლება? - უღიმოდა.
- შემო - ხელი გაუწოდა და შესვლისთანავე ჩაიხუტა,
- რა გჭირს აბა? - ყურადღებით შეათვალიერა.
- სიცხე მაქვს - მხრები აიჩეჩა და მისაღებში შევიდნენ.
- იწექი - ჩაილაპარაკა, ტახტზე მიფენილი პლედი რომ შეამჩნია - მიდი, დაწექი ისევ და ჩაის მოგიტან.
- აი ეს მჭირდებოდა - სიცილით ჩაილაპარაკა.
- დაწექი რომ გეუბნები - თვალები დაუბრიალა და სამზარეულოში გავიდა.

გარეთ სიცივე, სახლში სითბო, ცხელი ჩაი, საყვარელი გოგონას მზერა და სიმშვიდე - მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა ბედნიერებისთვის? ხოდა დემნაც ბედნიერი იყო. ღიმილით უსმენდა მის მოყოლილ ისტორიებს ბავშვობაზე, სოფელზე, ოჯახზე. ყველაფერი კარგად იყო, სანამ კარების ხმას გაიგონებდნენ.

- ვინმეს ელოდები? - შეწუხებული სახე მიიღო თათულიმ. გული გაუსკდა იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება დემნას მშობლები ყოფილიყვნენ.
- არავის, გააღებ?
- გავაღებ - გაუღიმა და დერეფნისკენ წავიდა.

კარები გააღო და სასიამოვნო გარეგნობის, მომღიმარი გოგონა დახვდა.

- გამარჯობა - გაუღიმა თვითონაც.
- გამარჯობა, თქვენ ვინ ხართ?
- მე? - გაიკვირვა თათულიმ.
- ხო, გამახსენდა, ალბათ დემნას დეიდაშვილი ხართ, ვიცოდი, რომ უნდა ჩამოსულიყავით, მაგრამ ასე მალე არ გელოდით. მე დემნას შეყვარებული ვარ, ლენკა, შეიძლება შემოვიდე? - აღარ და აღარ ჩუმდებოდა გოგონა. შეყვარებულიო რომ უთხრა, თავიდან ფეხებამდე დაუარა უსიამოვნო შეგრძნებამ, თითქოს რაღაც ჩაარტყეს, ციდან ჩამოგდეს და დედამიწაზე დაენარცხა. მერე სახელიც რომ გაიგო, ეცნო, გაახსენდა. - არ მიშვებ სახლში? - ისევ უღიმოდა გოგონა.
- თათუ ვინაა? - მისაღებიდან მოესმა დემნას ხმა. ერთი სული ჰქონდა ეტირა და ეს ემოციები როგორმე მოეშორებინა.
- გიშვებთ, მობრძანდით - გაიწია და შეატარა - მე უნდა წავიდე - სწრაფად ჩაილაპარაკა, ქურთუკი შემოიცვა და სახლიდან გავარდა.

თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და მთელი სისწრაფით მირბოდა. როგორ დაიჯერა, რომ შეიძლებოდა დემნას შეყვარებოდა. ლენკა, ლენკა - გამუდმებით თავში ურტიალებდა გოგონას გაცისკროვნებული სახე და გულწრფელი ღიმილი.
სახლში ისეთი გამწარებული შევარდა, ზედაც არ შეუხედავს თეონასთვის. არც კარებზე კაკუნს გამოხმაურებია, მეძინებაო დაუძახა და ლოგინში შეწვა. ცრემლებს გასაქანი მისცა. „რატომ ვარ ასეთი სულელი, რატომ? როგორ შეიძლება ადამიანი ისე შეგიყვარდეს, რომ გული ასე გეტკინოს.“ - ღრმად ამოსუნთქა და ასლუკუნდა.
სლუკუნშივე ჩაეძინა. რომ გაეღვიძა, უკვე დაღამებულიყო. დილის 9 საათზე გამოცდა ჰქონდა. ერთი ამოიოხრა და გადაწყვიტა, რომ იმ ბიჭზე აღარ ეფიქრა. გამოცდების პერიოდში არ ეცალა მისთვის. მაგრამ როგორ არ უნდა ეფიქრა, გული და გონება სულ მისკენ გაურბოდა.

- თათუ - ოთახში შეიხედა თეონამ.
- ხო თეო - გაუღიმა.
- დემნა რეკავს, ტელეფონი ჩემთან დარჩაო და დალაპარაკება უნდა.
- უთხარი, რომ მე არ მინდა და საერთოდ, გთხოვთ, ჩემთან აღარ ახსენოთ.
- თათუ რა მოხდა? - მაშინვე შევიდა თეონა.
- ახლა არა რა თეო, სხვა დროს ვილაპარაკოთ, ხვალ გამოცდა მაქვს და უნდა ვიმეცადინო.
- კარგი, ოღონდ მშვიდად იყავი - აკოცა და გავიდა.

თვალები აუჭრელდა ამდენი რამის კითხვით, თუმცა აზრი ვერაფრიდან გამოიტანა, ვერაფერი დაიმახსოვრა, თავში არაფერი შესდიოდა.

- თათუ - ისევ შეიხედა თეონამ.
- გისმენ - დაღლილმა გახედა.
- თათუ, დემნა მოვიდა - დაბნეული მზერა ჰქონდა გოგონას.
- მერე? - მხრები აიჩეჩა, არადა ერთი სული ჰქონდა ეტირა.
- შენი ნახვა უნდა.
- უთხარი რომ მე არ მინდა, ვერ ვნახავ თეო - ხმა აუკანკალდა - წავიდეს!
- კარგი, ვეტყვი.

ორი კვირა, ზუსტად ორი კვირა დასდევდა დემნა გამუდმებით. გამოცდები ისეთ მდგომარეობაში დაწერა, არ გაუკვირდებოდა, ყველა საგანი რომ ჩარჩენოდა.
ბოლო გამოცდა დაწერა თუ არა, ბარგი ჩაალაგა და იმ საღამოსვე წავიდა.

- როგორ თუ წავიდა? - აქეთ-იქით დადიოდა დემნა.
- სოფელში წავიდა - გადახედა თეონამ, რომელიც აშკარად ბრაზობდა - არაფერი უთქვამს, მაგრამ არც შენი სახელის გაგონება უნდა და არც შენი დანახვა.
- უნდა დაველაპარაკო - თავზე ხელი გადაისვა ნერვიულად და აივანზე გავარდა.
- გამაგიჟებენ ესენი - თედოს გადაულაპარაკა თეონამ.
- შენ არ უნდა ინერვიულო ხომ იცი? - გაუღიმა და აკოცა - მოგვარდებიან, აი ნახავ, რამდენჯერ გვიჩხუბია?
- ასე? ორი კვირაა დანახვაც არ უნდა და ახლაც ადგა და წავიდა.
- არ ვიცი რა ეტაკათ - უკმაყოფილოდ დაეთანხმა თედოც.
- უნდა წავიდეთ - შემოვარდა დემნა.
- სად? - ერთად გაიკვირვეს ცოლ-ქმარმა.
- სოფელში, არ ვიცი რამე მოვიფიქროთ, ვითომ საქმე გვქონდა სადმე იქით და გავუარეთ, არ ვიცი, ეგ თქვენ მოიფიქრეთ, მაგრამ სოფელში უნდა წამიყვანოთ, თათული უნდა ვნახო.
- ოპა - წაუსტვინა თედომ - კარგ დღეში ხარ - გაუცინა.
- თედო სერიოზულად ვლაპარაკობ.
- ვაიმე, წავიდეთ აჰა, გაემზადე და დღესვე წავიდეთ, ღამე ჩავალთ, ვახ - წამოდგა თედოც.
- ძმა ხარ, მოვემზადები და გამომიარეტ - დაუბარა და გავარდა.
- ნორმალურია ახლა ეს? - თვალი გააყოლა თეონამ.
- ფაქტია, არა, მაგრამ უნდა ვუშველოთ რა, მიდი, მოემზადე და წავიდეთ.

მაქსიმალურად ცდილობდა თათული, მშბლებთან უგუნებობა არ შეემჩნია, თუმცა არ გამოსდიოდა. გადაღლილობას აბრალებდა ყველაფერს. მთელი დღე ღუმელის გვერდით იწვა და ეძინა, თუ არ ეძინა, კედლისკენ იყო გადატრიალებული და თვალები ეხუჭა. ვერაფრით ვერ მოიყვანეს ხასიათზე, ბოლოს იფიქრეს, ალბათ მართლა გადაიღალაო და შეეშვნენ.
იქვე მიძინებულს პლედი მიაფარა დედამ და შუბლზე აკოცა.
ისე მშვიდად ეძინა. ძილის დროს აღარ ახსოვდა დემნა, საბედნიეროდ სიზმრებსაც არ ხედავდა.

- თათული, დედი - ოდნავ მიკრა ხელი დედამ და შეაღვიძა.
- რა ხდება? - თვალები მოიფშვნიტა.
- ადექი დედი, სტუმრები ჩამოგვივიდნენ.
- ვინ სტუმრები? - წამოჯდა.
- თეონა ჩამოვიდა დედიკო, ქმრით და იმ მეგობრით, შობას რომ იყო.
- რაა?- სახე შეუწუხდა - კარგი, ავდგები - სასწრაფოდ წამოდგა, პლედი იქვე მიკეცა, თმებზე ხელი გადაისვა და ამოისუნთქა.
- თათუ - ღიმილით შემოვარდა თეონა და ჩაეხუტა.
- არ გაპატიებთ ამის ჩამოყვანას - თვითონაც მოჰხვია ხელები და უჩურჩულა.
- ჩემი ბრალი არაა - ჩურჩულითვე დაუბრუნდა პასუხი და მოშორდა.
- ხედავ როგორ შეგეჩვიეთ? უშენოდ ვე რარ ვძლებთ - სიცილით გადაკოცნა თედომ.
- სულ ერთია, მოგკლავთ - ღიმილიანი სახით ჩაილაპარაკა.
- გამარჯობა - როგორც ჩანს, სულაც არ ეხუმრებოდა დემნას, მსუბუქად აკოცა ლოყაზე და მოშორდა. არც ის დარჩენია შეუმჩნეველი, თათულიმ უბრალოდ რომ მიუშვირა ლოყა.
- გამარჯობა - ჩაილაპარაკა და გვერდით გაიწია.
- ბავშვებო, მოშიებულები იქნებით, ახლავე გავამზადებ რამეს - სამზარეულოსკენ წავიდა ქალი.
- მოგეხმარები დე - უკან მიჰყვა. ერთი სული ჰქონდა დემნას გასცლოდა. მხოლოდ ახლა იგრძნო, როგორ მონატრებია. რომ აკოცა, სულ ერთი წამით, მაგრამ კინაღამ იქვე ჩაიკეცა.

სუფრა ისე გაშალეს, მზერა არ მოშორებია. თვალს ვერ წყვეტდა დემნა მონატრებულ სხეულს, მაშინ, როცა გოგონა ზედაც არ უყურებდა.

- ოთახებს მოვამზადებ - სუფრიდან წამოდგა თათული. შემაწუხებელი გახდა დემნას მზერა, ვერაფერს უხერხებდა, წამითაც ვერ მოიშორა და ბოლოს ესღა მოიფიქრა.
- მიდი დედი - გაუღიმა.
- მეც წამოვალ - თეონაც წამოდგა და გაჰყვა.
- იტყვი ბოლოს და ბოლოს რა მოხდა? - კარები რომ მიხურა, დოინჯით აესვეტა თეონა წინ.
- არ ვიტყვი - კარადა გამოაღო და ზეწარი გადმოიღო.
- კარგი, ნუ მეტყვი, მაგრამ დაელაპარაკე მაინც იმ ბიჭს.
- თეონა არ მინდა - გადახედა - შენს ქმარს მოვუვლი მე, მაჭანკლები არ მჭირდება - აშკარად გაბრაზებული იყო.
- ვიცი, რომ არ უნდა ვერეოდეთ თათ, მაგრამ მეგობარია.
- მე არ გთხოვთ მეგობარსა და ჩემ შორის არჩევნის გაკეთებას, უბრალოდ უნდა ეცადოთ, რომ ერთმანეთს არ დაგვაკავშიროთ - ლოგინის ბოლოში ჩამოჯდა.
- კარგი, ეს ერთი გვაპატიე - მხრები აიჩეჩა თეონამ - მაგრამ, არ იმსახურებს დემნა ასე უსიტყვოდ მოშორებას.
- ეგ უკვე ჩემი საქმეა.
- და ჩემიც - კარები შემოაღო დემნამ - თეო, შეგიძლია დაგვტოვო? - გოგონას გადახედა.

თათულის გახედა თეონამ, დემნას ოდნავ დაუკრა თავი და ნელ-ნელა გავიდა ოთახიდან. თმები გაისწორა თათულიმ და ამაყი მზერით წავიდა კარებისკენ.

- შენ არ უნდა წახვიდე - მკლავში ჩასჭიდა ხელი დემნამ და კარები მიხურა.
- ხელი გამიშვი - გაყინული ხმით ჩაილაპარაკა.
- თათული გეყოფა - ხმამაღლა მოუვიდა.
- მართალი ხარ, მეყოფა, რაც გისმინე და გიჯერე - თვალებში ჩააშტერდა - აწი მეცოდინება ვის დავუჯერო და ვის არა.
- ხვდები მაინც რას ამბობ? არაფერი არ იცი და ისე გამოგაქვს დასკვნები.
- მართალი ხარ, არ ვიცოდი რომ შეყვარებული გყავდა და დავასკვენი, რომ მე გიყვარდი, შევცდი - მხრები აიჩეჩა.
- თათული ნუ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო - თითი დაუქნია.
- ჭკუიდან ლენკამ უნდა გადაგიყვანოს, მე თქვენთან არ ვარ - თვითონაც არ იცოდა, საიდან ჰქონდა ამხელა სითამამე.
- ჩვენთან არა, ჩემთან ხარ.
- შენთან როცა ვიყავი, ისიც შეცდომა იყო, ახლა ასე აღარ მოხდება.
- რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? ხომ შეიძლება მომისმინო?
- თუ რამის თქმა გინდოდა, ამდენ ხანში მოასწრებდი, შენ უაზროდ ლაპარაკში გაგყავს დრო, ანუ სათქმელი არაფერი გაქვს, მე კი მოცლილი არ ვარ, ცხოველები მყავს მისახედი - ირონიულად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.
- ვნახოთ სადამდე გააგრძელებ ასე - ჩაიბურტყუნა თავისთვის და ოთახიდან გავიდა.

იმ ღამეს აღარ შეხვედრიან ერთმანეთს. ოთახის ჭერს შესცქეროდა დემნა და ფიქრობდა იმ დღეზე, სიძედ რომ შემოაბიჯებდა ამ ოთახში. რას უკეთებდა ეს სიფრიფანა გოგო. თითქოს როგორი დაუცველი და სუსტი იყო, არადა იმხელა ენა ჰქონია. გაეცინა. რომ ვერ მოისვენა, აივანზე გავიდა. ქვემოთა სართულიდან ისევ გამოდიოდა სინათლე. კიბეებზე ჩაირბინა და სამზარეულოს ღია კარებში შეიჭყიტა. ჭურჭელს რეცხავდა თათული. გაეღიმა, სოფელი გაახსენდა.

- რატომ არ იძინებ? - ჩაახველა ყურადღების მისაქცევად და რომ შეხედა, შემდეგ ჰკითხა. არაფერი უპასუხა გოგონამ, თითქოს არც ეკითხა. - თათული - დაუძახა, მაგრამ ყურადღება ისევ არ მიუქცევია. - ეს ახალი თამაშია? - ჩაეცინა და მიუახლოვდა - უკვე მაბრაზებ - ახლა თათულის ჩაეცინა, მაგრამ აღარც კი შეუხედავს. - წყალი მინდა - იქნებ ასე მაინც აელაპარაკებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თათულიმ ბოლო თეფშიც ამორეცხა, ხელები გაიმშრალა და წინ ჩაუარა - თათული - უხეშად ჩაავლო იდაყვში ხელი და კედელთან მიიმწყვდია - ორ კვირაზე მეტია მემალები, როდემდე გაგრძელდება? - თვალებში უტეხად უყურებდა და ცოცხალი თავით არ იღებდა ხმას. - მითხარი ახლა რამე, თორემ!
- თორემ? - ხმაც ამოიღო და გაიცინა კიდეც.
- მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?
- სათქმელი რომ მქონოდა, გეტყოდი.
- მომისმინე, ლენკა ჩემთან კავშირში არაა.
- რომც იყოს რა? ბედნიერებას გისურვებთ.
- თათული ჩემს ნერვებზე თამაშობ - ხელები მოემუშტა.
- ნუთუ? - ჩაეცინა.
- აღარ გიყვარვარ?
- მგონი საერთოდ არ მყვარებიხარ - მხრები აიჩეჩა.
- რა? - თვალები გაუფართოვდა.
- ხო, ვიფიქრე და მივხვდი - იმხელა თავდაჯერებულობა ჰქონდა, იმხელა სიამაყე, იმ დამცირებას არ აპატიებდა.
- ე.ი. მიხვდი - ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა ინტერესის აღსანიშნავად.
- დიახ, მივხვდი - ნიშნისმოგებით უპასუხა.
- ჰოო? - ჩაეცინა და სრულიად მოულოდნელად დაწვდა ტუჩებზე - ახლაც ასე ფიქრობ? - კმაყოფილი მზერით დაეკითხა, რომ მოშორდა.
- რაღაც შემართება დაგიკარგავს.
- რაა?
- ადრე უკეთესად გამოგდიოდა - თვალი ჩაუკრა.
- როდის გახდი ასეთი? - იმედგაცრუებული ჩანდა დემნა.
- მას შემდეგ, რაც ლენკა გავიცანი, ახლა კი გამიშვი.
- გაგიშვი - გაეცალა - წადი, მე ჩემი თათული მჭირდება და არა ის, ვისაც ახლა ველაპარაკები.
- ალბათ შენი თათული ლენკას ძალიან ჰგავს და ვერ ანსხვავებ - დაგესლა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა ოთახისკენ.

ამხელა გამბედაობა რამ შემატა არ იცოდა, მაგრამ კარების მიკეტვის შემდეგ რომ ლოგინში ჩაემხო და ატირდა, ფაქტი იყო. ძალიანაც უყვარდა და ძალიანაც ენატრებოდა. კინაღამ გაგიჟდა ეს ორი კვირა მისი შეტყობინებების და ზარების გარეშე, მაგრამ ხომ არ გამოტყდებოდა? „ცოტაც გაუძელი, ცოტაც, მალე წავლენ“ - ფიქრობდა და ცდილობდა, ხმაური არ გასულიყო ოთახიდან.
დილით ოთახიდან რომ გავიდა, ყველა მისაღებში დახვდა, დემნას გარდა. ყავას მიირთმევდნენ და მშვიდად საუბრობდნენ. მოხუცებიც იქვე ისხდნენ და ღიმილით უსმენდნენ ახალგაზრდებს.

- დილა მშვიდობის - დემნაც შევიდა და ყველას გასაგონად თქვა.
- კარგად გეძინა? - გაუღიმა თეონამ.
- უკეთესად არ შეიძლება - თათულის გადახედა დემნამ.
- ყავას გავიკეთებ - ჩაილაპარაკა გოგონამ და გასასვლელისკენ დაიძრა.
- თუ არ შეგაწუხებ, ჩემთვისაც გააკეთე - უბრალო ნაცნობივით მიმართა ბიჭმა.
- კარგი - თავი დაუქნია და ათ წუთში ორი ფინჯნით დაბრუნდა.
- მადლობა.
- არაფრის.

წყვილი გაკვირვებული შესცქეროდა. ვერაფრით მოიფიქრეს რა შეიძლება მომხდარიყო და ეს გაურკვევლობა უკვე ნერვებს უშლიდათ.

- ვისაუზმოთ და გავიდეთ ხომ? - თედოს გადახედა დემნამ.
- სად? - წამოყო თავი თათულიმ და მხოლოდ შემდეგ გაიაზრა რა სისულელე გააკეთა, დემნამ რომ ჩაიცინა.
- საქმეზე თათუ, შენ როდის ჩამოხვალ? - გაუღიმა სიძემ.
- თებერვლის ბოლოს თედო, დავმშვიდდებით, დავლაგდებით, ყველა საკუთარ თავში გაერკვევა და.
- ოხ თათული - გაეცინა თედოს.

საუზმობის შემდეგ, მართლა დაემშვიდობნენ ოჯახს. თბილად ჩაეხუტა წყვილს და მოშორებით მდგარ დემნას გადახედა. ბიჭიც სრულიად უემოციოდ მიუახლოვდა და გადაკოცნა.

- იფიქრე თათული, იმედია დროებით გემშვიდობები - უჩურჩულა და მანქანაში დაჯდა.
_____________
მეშვიდე.. მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა, რომ კითხულობთ და მათბობთ და მატკბობთ თქვენი კომენტარებით.. ველოდები შეფასებას.. მიყვარხართ შოკოლადებო..



№1 სტუმარი გვანცა))

ლენკა დაა ჯანდაბა მაგას :(:(
რუნდოდაა ხო იყვნენ ესენი თავისთვის ტკბილად:|
მმ ვიცი მე ჩემი დემნაა მალე შემოირიგებს თათუს:დდ მიყვარს ხო იცი მე დემნაა:დდდ
ო მარიამმ ტკბილოო როგორ მიხარიაა შენი ისტორის დანახვაა რომ იცოდე❤
აბაა შენიციი წარმატებებიი❤

 


№2  offline წევრი Shokoladi :D

ვაიჰ.... ძალიან კარგი თავი იყო.... მართალია არ მეყო თუმცა ველოდები მალე ახალს და არ დააგვიანო. ..... ძალიან მიყვარხარ.... მომწონს ეს გოგო თავს რომ იფასებს აქამდე სხვა წარმოდგენები მქონდა <3 <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ მალე შეარიგე რა ესენი
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№4  offline წევრი mimimimo

საოცრება ხარ!
ჩემი საოცრება!
მართალია, კომენტარეს ვერ ვტოვებ ყოველი წაკითხული თავის შემდეგ, მაგრამ იცოდე შენთან ვარ.

 


№5  offline წევრი kaxelii

Au au auuuuu. Ra dros es iyoo?? Male dade raa cita didi

 


№6  offline მოდერი Eleniko13

აი, როგორ მომწონს იცი?
უმაგრესი ტიპი ხარ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7  offline ადმინი ano23

ჩემი ნიჭიერი მერცხალი, როგორი თბილი, ტკბილი და საყვარელი ხარ, ისეთივეა შენი ყველა ისტორიაც heart_eyes

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ყველა თავიი ეხლა წაბიკითხეე ერთიანად..რა სასიამოვმოო წასაკითხი იყოო სიტყვებით ვერ გადმოვცემ ♡♡♡რეალურიი ცხოვრებისეულიიი უზომოოდ თბილიი ტკბილიი სასიამოვნოო და ემოციებით და გრძნობით დახუნძლულიიი ♡♡მგონი პირველად ვკითხულობ შენი ავტორობით ისტორიაას და გაოცებულიი ვარ კმაყოფილიი და უკვე შეყვარებულიიი♡♡♡გული გამითბეე ამ ნაწერიით ..♡♡♡ყველა სიტყვა და მოქმედებაა გულში ისე მწვდებოდაა თავიი მთავარი პერსონაჟიი მეგონა♡♡ყოჩაღ საოცარი გოგო ხარ ♡♡

 


№9 სტუმარი Teo.

Au cota Didi tavebi dadot Ra.arminda rom damtavrdes rom vkitxulob. Tqven ki dzalian kargad wert.

 


№10  offline მოდერი მარრიამი

გვანცა))
ლენკა დაა ჯანდაბა მაგას :(:(
რუნდოდაა ხო იყვნენ ესენი თავისთვის ტკბილად:|
მმ ვიცი მე ჩემი დემნაა მალე შემოირიგებს თათუს:დდ მიყვარს ხო იცი მე დემნაა:დდდ
ო მარიამმ ტკბილოო როგორ მიხარიაა შენი ისტორის დანახვაა რომ იცოდე❤
აბაა შენიციი წარმატებებიი❤

გვანცა, უტკბესო, მადლობა <3
Shokoladi :D
ვაიჰ.... ძალიან კარგი თავი იყო.... მართალია არ მეყო თუმცა ველოდები მალე ახალს და არ დააგვიანო. ..... ძალიან მიყვარხარ.... მომწონს ეს გოგო თავს რომ იფასებს აქამდე სხვა წარმოდგენები მქონდა <3 <3

მადლობა ჩემო საყვარელო <3
თაკოთაკო
აუ მალე შეარიგე რა ესენი

ვნახოთ :დ <3
mimimimo
საოცრება ხარ!
ჩემი საოცრება!
მართალია, კომენტარეს ვერ ვტოვებ ყოველი წაკითხული თავის შემდეგ, მაგრამ იცოდე შენთან ვარ.

ჩემი მიმიმიმო, მომენატრე <3 მადლობა <3
kaxelii
Au au auuuuu. Ra dros es iyoo?? Male dade raa cita didi

ზეგ საღამოს იქნება, ვეცდები დიდი თავი იყოს <3
Eleniko13
აი, როგორ მომწონს იცი?
უმაგრესი ტიპი ხარ.

ელენიკო, მიხარია, მადლობა <3
ano23
ჩემი ნიჭიერი მერცხალი, როგორი თბილი, ტკბილი და საყვარელი ხარ, ისეთივეა შენი ყველა ისტორიაც heart_eyes

ვგიჟდები შენზეე <3
ნიტა♡♡
ყველა თავიი ეხლა წაბიკითხეე ერთიანად..რა სასიამოვმოო წასაკითხი იყოო სიტყვებით ვერ გადმოვცემ ♡♡♡რეალურიი ცხოვრებისეულიიი უზომოოდ თბილიი ტკბილიი სასიამოვნოო და ემოციებით და გრძნობით დახუნძლულიიი ♡♡მგონი პირველად ვკითხულობ შენი ავტორობით ისტორიაას და გაოცებულიი ვარ კმაყოფილიი და უკვე შეყვარებულიიი♡♡♡გული გამითბეე ამ ნაწერიით ..♡♡♡ყველა სიტყვა და მოქმედებაა გულში ისე მწვდებოდაა თავიი მთავარი პერსონაჟიი მეგონა♡♡ყოჩაღ საოცარი გოგო ხარ ♡♡

ნიტა, ისე გამაბედნიერე <3 მადლობა ამდენი სითბოსთვის <3
Teo.
Au cota Didi tavebi dadot Ra.arminda rom damtavrdes rom vkitxulob. Tqven ki dzalian kargad wert.

თეო, უღრმესი მადლობა <3

 


№11 სტუმარი მკითხველი

ბედნიერების თითო აბი არის თითოეული თავი. heart_eyes

 


№12  offline აქტიური მკითხველი lalita

ისეთი კარგია უცებ მეკითხება და არ მყოფნის მალე დადე არ დააგვიანო.

 


№13  offline წევრი Tamtu_tatu

Genacvale Chemo shokolado. Tkbili ikooo. Magram ar mkopnois da ra vknaaaa.:))) Gemrieliii xar raaaa.

 


№14  offline წევრი isterichka123

es lenka vinga jandaba moashore swrafad da shearige eseni kaia gaagrdzele

 


№15  offline წევრი M^d G1rl

ვაიიჰ რა საყვარელი თავი იყოო^^ დემნა კი გამიწვალა თათულიმ მაგრამ ღირსია "სადისტი" :დდდ ახალიი თავი მესაჭიროება სასწრაფოდ❤ :დდ

 


№16  offline მოდერი malena

მარიააამ... მეც ვუერთდები შენს მკითხველთა არმიაააას... ძალიან მომწონს ეს ისტორია და ალესილენიანი თათული. :) დემნა ხო თავისთავად, თუმცა, მეტად მწვალებელი რომ მბრძანდებოდეს ვაჟბატონი, არ აწყენდა.
კარგი, ძალიან კარგი გოგო ხარ შენ. ველი შემდეგ თავს მოუთმენლად. <3

 


№17 სტუმარი Guest Keti

Vaime vaime vaime sad gaechxira es lenka raaa shearige ertmanets raa tatu da demna estatuli kide ra jiuti adamiania mousminos bijs ikneba raunda utxras vaax momishales nervebi agarwavikitxav saertod ra ! vixumre male dade

 


№18  offline მოდერი მარრიამი

მკითხველი
ბედნიერების თითო აბი არის თითოეული თავი. heart_eyes

ბედნიერება ხართ თქვენ <3
lalita
ისეთი კარგია უცებ მეკითხება და არ მყოფნის მალე დადე არ დააგვიანო.

მადლობა <3 ^_^
Tamtu_tatu
Genacvale Chemo shokolado. Tkbili ikooo. Magram ar mkopnois da ra vknaaaa.:))) Gemrieliii xar raaaa.

თამთუ, მადლობა ტკბილო <3
isterichka123
es lenka vinga jandaba moashore swrafad da shearige eseni kaia gaagrdzele

მადლობა <3
M^d G1rl
ვაიიჰ რა საყვარელი თავი იყოო^^ დემნა კი გამიწვალა თათულიმ მაგრამ ღირსია "სადისტი" :დდდ ახალიი თავი მესაჭიროება სასწრაფოდ❤ :დდ

მადლობა ჩემო კარგო <3
malena
მარიააამ... მეც ვუერთდები შენს მკითხველთა არმიაააას... ძალიან მომწონს ეს ისტორია და ალესილენიანი თათული. :) დემნა ხო თავისთავად, თუმცა, მეტად მწვალებელი რომ მბრძანდებოდეს ვაჟბატონი, არ აწყენდა.
კარგი, ძალიან კარგი გოგო ხარ შენ. ველი შემდეგ თავს მოუთმენლად. <3

მალენკაა ^_^ ჩემო მონატრებულო <3 მადლობა <3
Guest Keti
Vaime vaime vaime sad gaechxira es lenka raaa shearige ertmanets raa tatu da demna estatuli kide ra jiuti adamiania mousminos bijs ikneba raunda utxras vaax momishales nervebi agarwavikitxav saertod ra ! vixumre male dade

:დ მადლობაა <3

 


№19  offline წევრი kaxelii

Sadaa. Merve taviii?

 


№20 სტუმარი Guest ირინა

სადაა მერვე თავი გამელია სული

 


№21  offline წევრი kaxelii

Opaaa... tu gapatio raa

 


№22 სტუმარი kono

Vaimee rogor velodi :( dges mainc dadeeb?? Dzalian momwoons

 


№23  offline მოდერი მარრიამი

kaxelii
Sadaa. Merve taviii?

Guest ირინა
სადაა მერვე თავი გამელია სული

kaxelii
Opaaa... tu gapatio raa

kono
Vaimee rogor velodi :( dges mainc dadeeb?? Dzalian momwoons

ძალიან დიდი ბოდიშI ყველას, სოფელში მომიწია წასვლა და ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა, ვეცდები დღეს იყოს დიიდი თავი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent