ტკივილგამაყუჩებელი (თავი 5)
ახლაც მთელი აეროპორტის ყურადღება მივიქციეთ. ბედნიერებისგან გაცისკროვნებული სახე ნიკოს ყელში მქონდა ჩამალული და დაუღალავად ვკოცნიდი. მისი მოზრდილი წვერის შეხებაც კი მსიამოვნებდა და ჩემი ასე საყვარელი სუნამო კიდევ უფრო მიმძაფრებდა გრძნობებს. გაცვენილი თმით გამოწვეულ კომპლექსს აღარც კი დავეძებდი. არ მახსოვდა არაფერი ჩემს წელზე შემოხვეული ნიკოს ხელების გარდა. *** ჩამოსვლის შემდეგ ისევ დაიწყო სტუმრების ხშირი მიმოსვლა ჩემს ოჯახში. 1-2 კვირით მშობლებთან დარჩენას დავთანხმდი და საქმეს ეს კიდევ უფრი მირთულებდა. ვნახე ბევრი მონატრებული ადამიანი, ისევ ვიცანცარე უსაზღვროდ მონატრებულ მეგობრებთან ერთად, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი,რომ ამ ყველაფერმა უფრო დამამძიმა. თავშალზე წამით გაჩერებული მზერის, ძირს დახრილი თვალებისა და მოთმინებით შეკოწიწებული ღიმილის ამოცნობა უკვე ჩვევად მექცა. ნელ-ნელა ვეჩვევი, მაგრამ გარეგნული უემოციობა შინაგანად მანადგურებს. გაჩენილი კომოლექსები იმდენად მაღიზიანებს ზოგჯერ თავი ყველაზე საშინელი ადამიანი მგონია. არ მინდა ქუჩაში გასვლა, კაფე-ბარებში სიარული, მანქანით სეირნობაზეც კი მკაცრი უარი გამოვუცხადე ყველას. ჩემ სახლში დაბრუნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში. სავარძელში ოთხად მოკეცილი ვიყურები ფანჯრიდან, დათოვლილ ხეებს და ფერად-ფერად შენობებს სევდანარევ ღიმილს ვუშტერებ და გვიან ვიაზრებ, რომ აღარც დათოვლილი ხეები ჩანს და აღარც ფერად-ფერადი შენობები, კონტურებს აღვიქვამ მხოლოდ. ერთ ღრმა ამოოხრებას მოყვება ძალიან, ძალიან ბევრი ცრემლი და ამდენივე არასასურველი ფიქრი. ბოლო დროს დაჩემებულ "ნიკოსთვის შეუფერებლობას" ვერსად გავურბივარ. იმდენ რამეზე ვცდილობ ყურადღების გადატანას და ისევ ამ თემას ვუბრუნდები. ნიკოლოზი წარმატებული ბიჭია, საკმაოდ პერსპექტიული მომავლით, არაჩვეულებრივი გარეგნობით...და მე ყოველ ჯერზე, როცა სარკეში ვიხედები ჩემს გვერდით ნიკოს წარმოვიდგენ და მრცხვენია. იმდენად შეუფერებლად მეჩვენება ჩემი თავი მის გვერდით, რომ მაშინვე თვალს ვარდიებ სარკეში ჩემ ანარეკლს. მოგვიანებით ამ გრძნობისაც მრცხვენია, თუმცა მხოლოდ მოგვიანებით. არადა, ნიკოლოზმა რომ გაიგოს გაბრაზდება. ვზივარ ასე მანამ წელის ტკივილი არ მაწუხებს. სააბაზანოში წყლის გადასავლებად შესულს სიმწრით მეცინება ჩემი შამპუნების კოლექციის დანახვაზე. არადა, უკვე ამომდის თმა. იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე ამას ველოდი. მიხარია, მაგრამ ჩემი გარეგნული ცვლილება იმდენად არ მომწონს, მაინც კრიტიკულად ვუყურებ ახლა ყველაფერს. ამ იდეაში უკვე წამოზრდილ ღინღლსაც კი. *** ვანიდან გამოსული თავს კარგად ვერ ვგრძნობ. ამას ემატება უამრავი გამოტოვებული ზარი და მესიჯი ნიკოლოზისგან. მოსალოდნელი ჩხუბი წინასწარ მაშინებს. ზუმერის შემდეგ მისი საოცრად გადაღლილი ხმა მესმის -რა ხდება ნიკოლოზ,სად ხარ? -კარი გამიღე რა.- გაოცებას ვერ ვმალავ კარებთან შარვლის წმენდით მოსულს რომ ვხედავ. კიბეებზე საწყლად იჯდა და მელოდებოდა, როცა მე ვანაში ვნებივრობდი. თითქოს ისე არ ეკლდა ჩემგან სანერვიულო ესეც რომ არ დამემატებინა. სახლში შემოსული როგორც ყოველთვის ხელებს მაგრად მხვევს და თავზე მკოცნის. მეც შეძლებისდაგვარად მაგრად ვხვევ ხელებს და ძალიან ნაზად ვკოცნი ტუჩებზე. ღიმილი ეპარება ჩემს ეშმაკობაზე და თვითონ უფრო მომთხოვნად მიბრუნებს საპასუხო კოცნას. მერე აუჩქარებლად მივიწევთ ჩემი ოთახისკენ და ფეხდაფეხ ვტოვებთ ახლადშემოძარცვულ ტანისამოსს.ნაზად და ბევრჯერ მკოცნის ყელში, ლავიწის ძვალს მიუყვება და სველ კოცნას მიტოვებს მკერდთან ნიკოლოზი უზომოდ ფრთხილია და თან მომთხოვნი. აშკარად ეტყობა როგორ არ უნდა რომ მატკინოს, მაგრამ ვერც ჩემთან სიახლოვის სურვილს მალავს. .მგონი რაღაც მომენტში ორივემ შევწყვიტეთ აზროვნება, გარეშე ფაქტორები დავივიწყეთ და მოცემული მომენტით ბოლომდე სიამოვნება ვარჩიეთ. და მაინც, ვერ ვხვდები ოთხი თვე მის გარეშე როგორ გავძელი. *** მონუსხულივით ვუყურებ ნიკოლოზის სახეს და დეტალებში ვიმახსოვრებ თითოეულ კონტურს. იმდენად კარგია დაუძლეველი სურვილი მიპყრობს,რომ ბევრჯერ ვაკოცო. მერე მახსენდება მთელი დღის ნამუშევარი და გადაღლილი რომაა, ხოდა თავს ვერევი. მხოლოდ ერთხელ ვკოცნი ტუჩის კუთხეში და ძილს ვაცდი. ოთახში შემოსული ლამპიონის განათება პირდაპირ თვალებში მანათებს და მარტივად მეღვიძება. ნიკოლოზს ისევ სძინავს, ახლა იმ განსხვავებით რომ გულზე ვყავარ ახუტებული ისე,როგორც პატარა ბავშვი იხუტებს თავის საყვარელ სათამაშოს ძილის დროს და აშკარაა,რომ არაფრის დიდებით არ აპირებს ჩემ გაშვებას. კოცნით მივუყვები ხელებიდან მხრებამდე, იქიდან ყელამდე და ბოლოს ყელიდან ტუჩებამდე. გაღვიძების ეს ხერხი დადებითად მოქმედებს ბატონ ნიკოლოზზე. ამაზე მისი გაღიმებული ტუჩები და ძლივს გახელილ თვალებში ათამაშებული ჭინკები მეტყველებენ. ვნებიანი კოცნის კვალს მიტოვებს ბაგეებზე და ისიც ნელ-ნელა ტუჩებით იკვლევს გზას ყელამდე, მკერდამდე და ისევ უკან. *** ბედნიერებაა ნიკოლოზი. ჩემი საკუთარი ბედნიერება! *** ნიკოლოზი დივანზე წევს მე მასზე და ნაზად მეფერება ზურგზე. -ნიკო, ჩაი არ გაცივდებოდა? -ბოლო ორ წუთში მეათასედ ვეკითხები. -დალიე, მაგრამ პირი დაგეწვება, მაშკა. -შენ რომ სვამ ხოლმე ძალიან ცხელს?- გაბუსხული ვუბრუნებ კითხვას და გაფაციცებით ვუსმენ მის გულისცემას. -მე ძალიან ცხელი მიყვარს, შენ-უფრო თბილი. პირი დაგეწვება და ცოდო ხარ. -კაი. -ისევ გაბუსხული ვბუტბუტებ და მკერდზე ვუტოვებ კოცნის კვალს. -როგორი საყვარელი ხარ, მაშკა, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს! -დაბეჯითებით მეუბნება და ნაზად მისვამს ტუჩებს ყელში. მე მისი სიახლოვითა და მოფერებით ნასიამოვნები უფრო კომფორტულად ვდებ თავს და სულ აღარ მაინტერესებს როდის გაცივდება ჩემი ჩაი. *** ნიკოლოზს ვირუსი აქვს მაღალი სიცხეებით და გადაწყვიტა,რო ჩემთვის მისი ნახვა არ შეიძლებ. მეოთხე დღეა ვერ ვნახულობ და უცნაურ დანაკლისს ვგრძნობ. ისეთს დიდი ხანი რომაა, რაც არ განმიცდია. მისი სუნთქვის შეკვრამდე მოხვეული ხელები და ვნებიანი კოცნა მომენატრა, საღამოს გულახდილი საუბრებიც მომენატრა, ფილმების ყურებაც და დაძინებამდე მისი სახის თითოეული ნაკვთის შესწავლაც. *** ბოლო დროს თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ექიმები სიამაყოთ აღნიშნავენ ყოველდღიურ წინსვლას და ზოგჯერ მგონია,რომ ჩემზე მეტად უხარიათ ჩემი სიცოცხლის გადარჩენა. არც მიკვირს, ყველა ისეთი მონდომებულია, ისე გიდგანან გვერდში. სულ რომ არავინ გყავდეს, ესენი მარტოს არ დაგტოვებენ. მთელ ენერგიას იმისკენ მომართავენ,რომ თავი საზოგადოების სრულყოფილ წევრად იგრძნო და ამით ისე გაგაბედნიერებენ ვერც კი მიხვდებიან. უანგაროდ, უდიდესი სიყვარულით გადადგამენ ყველა საშიშ ნაბიჯს შენთან ერთად და შენთან ერთადვე გაუხარდებათ თმის თითოეული ახალი ღერის ამოსვლა, ანალიზებში აღმოჩენილი თითოეული დადებითი შედეგი. სასწაულები არიან ეს ადამიანები, ძალიან საჭირო დროს, საჭირო ადგილას არსებული სასწაულები. ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად აშკარა ცვლილებები შეინიშნება ჩემ ხასიათში. მგონია, რომ ნელ-ნელა ძველი მაშკა ბრუნდება. ოღონდ, თან არაფრით გავს ეს მაშკა ძველს. ძნელი ასახსნელია... იმდენი რამ გავაანალიზე ამ პერიოდში შეუძლებელია ისევ ძველებური მაშკა ვიყო,მაგრამ მეგობრებთან ერთად ყოფნის სურვილი უფრო და უფრო მატულობს. გარეთაც შედარებით ხშირად გავდივარ. არ მახსოვს ბოლოს ჩემ მშობლებს ჩემი გვიან სახლში მისვლა ასე როდის უხაროდათ, ან უხაროდათ თუ არა ოდესმე საერთოდ. გადაღლით მაინც ვიღლები. ფიზიკური სისუსტეს, თავბრუსხვევებს ისევ ვგრძნობ, ზოგჯერ უფრო ხშირადაც კი. არავისთვის მითქვამს ექიმის გარდა. მეც და ბატონი დავითიც ბოლო ანალიზის პასუხებს მოუთმენლად ველით. უკვე პანიკური შიშები მაქვს, რომ ასე ნაზეიმები გამოჯანმრთელება ნაადრევი იყო. *** დაპირებული თავი :) იმედია მოგეწონებათ. სიყვარულით, ნიტა ❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.