ალისია 10
სად შეიძლება რომ მეპატიჟებოდეს ავსული ნატალია? მისი მსგავსი ადამიანები ვიცი,კარგს არაფერს რომ არ ჩაიდენენ მაგრამ,ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ. სადაც არ უნდა მივყავდე მე ვალდებული ვარ ! ვალდებული ვარ გავყვე და თავი არ დავიმცირო მის წინაშე..ალბად დედაჩემსაც ეს ენდომებოდა . დღე კი უკვე გაუფერულდა,ჩემს ავად ყოფნის პერიოდს ნატალიას დამატებაღა სჭირდებოდა ზუსტადაც,მოსუსტებული ფეხებს რომ ძლივს მივათრევ,დარწმუნებული არ ვარ თავის დაცვას ბოლომდე თუ შევძლებ. კარადის კარს ვხსნი და შაც ქურთუკს ვიღებ,წამებში ზევიდან ვიცვამ და ხელით ნატალიას ვანიშნებ რომ ადგეს, ეს ნიშანია იმის რომ გავყვები მას ! ძალებს ვიკრებ და ქურთუკის ღრმა ჯიბეში ტელეფონს მის შეუმჩნევლად ვათავსებ,თავს ვიზღვევ რამე რომ იყოს და დახმარება რომ დამჭირდეს ვინმესი. კმაყოფილი სახით დგება ფეხზე,წინ მისწრებს და სახლიდან გადის,მეც უკან მივსდევ და კარებს საგულდაგულოდ ვრაზავ. სახლის თბილი აურიდან,ვინაცვლებთ ქუჩის ცივ და სუსხიან გზებზე. ნელი ნაბიჯით მივდივართ,ვასწრებ გზების საგულდაგულოდ შესწავლას და რაც ყველაზე უცნაურია,ისიც არ მაჩქარებს . აქეთ იქიდან ფოთლებ ჩამოცვენილი ხეებია,სულ ცოტაც და მათ ტოტებზე თოვლის ფიფქები მოთავსდებიან. ჯიბეებში ხელებს ვილაგებ და ვცდილობ გავთბე,გაყინულ თითებს ვაწვალებ და ვერანაირად ვერ ვგრძნობ მათ არსებობას ჯერ. ვაკვირდები ჩემს წინ მიმავალს,ლამაზი მიხვრა-მოხვრა აქვს,ულამაზესი სხეული და სახის ნაქვთები მაგრამ რად გინდა ? ბინძური სულის პატრონია მაინც ... დიდ ხნიანი სიაურის შემდეგ,დაღლილობისგან მუხლებში ტკივილს ვგრძნობ,ცოტაც და მალე გავიფშიკები. შორიდან დანგრეულ შენობას ვამჩნევ,თვალებს ვძაბავ და მახსენდება,ადრე აქ რესტორანი იყო მაგრამ ახლა რა გვინდა ჩვენ იქ? ხმას არ ვიღებ,ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. ვუახლოვდებით შენობას,ჩამონგრეული კედლები და მორჩენილ კედლებზე ჩამოფშვნილი ფანჯრის მინები. სახურავი კარგად აქვს ჯერ კიდევ ზევიდან,კიბეები მინგრეულ-მონგრეული,აქ ასვლა გაგვიჭირდება.. ნატალია ხელით მანიშნებს რომ გავყვე მას,ხტება ოდნავ აწეული ფანჯრის რაფაზე და შენობაში ცოცდება,შემდგომ იგივეს ვიმეორებ მეც.. უამინდობის გამო,სიბნელეში ვხვდებით,დღის უბრალო და სუსხიან სინათლეს შენობის განათება არ შესძლებია ! მეორე სართულამდე ძლუვს ავდივართ და ორივე მორჩენილ კიბეებზე ვსხდებით,ცოტა ხანს შესვენება არცერთს აწყენდა.. სიჩუმეა ჩვენ შორის ჩამოწოლილი,მოთმინებაც მეწურება,როდისღა აპირებს ამოიღოს ხმა? ტუჩებს ვბრიცავ და დუმილს მე ვარღვევ პირველად -აბა,აქ რას ვაკეთებთ? გოგოებს არ შეეფერებათ ბომჟებივით მსგავს ადგილებში ჩამალვა-იღიმის და ჩანთიდან სიგარეტის კოლოფს იღებს -ასანთი გაქვს?-მეკითხება და ხელს მიწვდის -არ ვეწევი მე -კარგია,ნეტავ რა ჯანდაბად უნდა ეწეოდე რო? -ისე მეუბნება თითქოს ჩემი კეთილდღეობით ნამეტანად იყოს შეწუხებული,გულში უამრავს მლანძღავს კიდეც ახლა ვიცი.-აქ იმისთვის მოგიყვანე რომ შენთან მშვიდად მინდა დალაპარაკება-სახეს ჭმუხნის,ნუთუ მის თვალებში პირველად ელავს სინანულის მქრთალი შუქი? -სახლშიც შეგვეძლო ლაპარაკი -იქ გრეგორი მოგვისწრებდა და გამაგდებდა,ვიცი-დაღონებული თავს ხრის -ალბად.. -რაღაც მინდა რომ გითხრა,გაგარკვიო და შეგაგნებინო ალისია. მე არ გერჩით არაფერს,არც შენ არც გრეგორს და არც სხვას ვინმეს.მე გულწრფელად არ ვარ რაიმეში დამნაშავე,თქვენს ქორწილში ლიზან დამპატიჟა და ისიც მოტყუებით,მეგონა სხვა ნაცნობის ქორწილში მოვხვდებოდი-არ ვიცი მისი სიტყვები რამდენად მართალია,მაგრამ გული ახლა სხვანაირად მიძგერს მისი მოსმენისას -რას ამბობ ნატალია-შევიცხადე და პირზე ხელს ვიფარებ გაოგნებისგან,ნუთუ ასე ძლიერ ვძულვარ გრეგორის დედას რომ მსგავს ტკივილს მაყენებს? -კი მაგრამ შენი გრძნობები გრეგორისადმი?-ახლა ბევრი კითხვა მაწვება გონებაზე -რომელ გრძნობებზე მეუბნები?წლების წინანდელზე? მაშინ ხომ ჩამოუყალიბებელი ბავშვები ვიყავით ორივენი? მე არ მიყვარს შენი ქმარი,არც თქვენს არევას არ ვისახავ მიზნად..ლიზამ შთაგაგონათ რომ მიყვარს -რაში სჭირდებოდა ეს? -არ ვიცი..მაგრამ..-ფეხზე დგება და მიახლოვდება,თვალზე მომდგარ ცრემლებს გარეთ უშვებს და ჩემს წინაშე ქვითინს ტეხს.საშინელ გაურკვევლობას ვეძლევი,ახლა რისი ან ვისი უნდა დავიჯერო? ადამიანები ხონ ორი მხარის მატარებელნი არიან, მათში კარგი და ცუდი ჩვევებია,მაგრამ რთულია გარჩევა კარგის და ძნელის. ახლა სწორედ დიდ ამოცანას ვუდგავარ წინ,ნატალიას სახელად. კი მაგრამ,მეც ხომ არ ვარ ბოროტი? მისი ცრემლები გულს მიჩუყებს,მეც უფრო ახლოს მივდივარ მასთან და ხელებზე ვკიდებ ხელს.შევყურებ ნამტირალევს და მისი დამშვიდება არანაირად არ შემიძლია... სიტყვებს ვერც ვპოულობ... ზედმეტ ლაპარაკს უბრალო მოქმედებას ვამჯობინებ,უბრალოს გულში ვიკრავ და მასთან ერთად მეც ტირილს ვიწყებ. ვგრძნობ შემოსული სიავის შეხებას თმაზე,ვგრძნობ ჩემს ადამიანურ ჩვევებს და ვამაყობ რომ მათ არ ვგავარ მეც ! ცოტა ხანს ვცილდები,მივდივარ მონგრეულ კედელთან და გავყურებ ჩემს წინ გადაშლილ ჰორიზონტს,უკნიდან კი ვგრძნობ ზურგზე ბიძგს... წამიერად ვეთიშები სამყაროს,არ ვიცი როგორ მაგრამ მოპირდაპირე მხარეზე ვტრიალდები,ვხედავ რომ იქ არ ვდგავარ... მე იქ აღარ მიდგას ფეხები ! ახლა ძირს მივექანები, ქვებსა და ქვიშებში.. ბოლოჯერღა ვასწრებ გაანალიზებას დანახულის,ახლა იმ ადგას ნატალია დგას,ხელები ჯიბეებში აქვს ჩალაგებული და გადმომყირებს ზევიდან ქვევით. მე კი ძირს,უმოწყალედ ვენარცხები და ვგრძნობ სხეულში შემზარავ ტკივილს.. კისრიდან წამოსული ელვისებური ჩხვლეტა,მიექანება ხერხემლის მიდამოებზე და გადაეცემა ჩემში მომუშავე ყველა ნერვს. ეს ტკივილი წამიერია.. მალევე ვბუჟდები ადგილზე,ვქვავდები და ვგრძნობ რომ მოძრაობა არ შემიძლია. თვალებს ვლულავ.. თვალებს ვხუჭავ.... როგორი სასაცილოა,არა? ჩვენ სულელები ვენდობით სხვას,გულს ვუშლით და მათ სიტყვებს ვიჯერებთ. დახმარების ხელს დაუფიქრებლად ვუწვდით,მაგრამ სანაცვლოდ ვიღებთ დარტყმას,ზურგში დანას.. რომელიც საშინელ ტკივილს გვაყენებს,რომელიც გვასწავლის რომ კმარა! ადამიანების ნდობა არ ღირს.. მორჩა .. ******* ყურში ჩამესმის ხმები,რომელიც ზოგგან წყდება,ზოგჯერ კი მკაფიოდ ვხვდები მათ აზრს. ”ალისია... ქალბატონო ალისია... ჩემო ლამაზო,გამაგრდი... ეს სისხლია... მთავარ ექიმს უხმეთ... მოამზადეთ საოპერაციო.. პულსი ჯერ კიდევ იგრძნობა.. გაგვატარეთ... ალისია... გამაგრდი...” ხმები ერთმანეთში ირევა,რთულია გარკვევა ვისი ხმა რას ამბობს..ახლა არც ამის თავი მაქვს,არც თვალების გახელის,არც სუნთქვის და აღარც არსებობის. წამებში ყველა ხმა წყდება.. კვლავ სიჩუმე მესმის,მდუმარე,უემოციო ფერებს ვერწყმი.. ალისია ნახევრად მკვდარია ჩემო თავო? ეს რა გაგვიკეთეს... თვალებს ძლივს ვახელ,რაღაც სინათლე მჭრის,ვჭუტავ და ნელ-ნელა ჯერ ერთ შემდეგ კი მეორე თვალს ვახელ. რაღაც ნათურებს ვხედავ,რომლებიც ღია ცისფრად ანათებენ . ვერ ვხვდები სად ვარ,მაგრამ ერთს ვხვდები ! ახლა სადაც არ უნდა ვიყო სიმშვიდეა,სწორედ ისეთი მე რომ მიყვარს.. -გაიღვიძა-მესმის ქალის ხმა,მალევე მის ხმას მამაკაცის ანაცვლებს -ალისია-თავზე მადგება და ხელებს აქნევს-მხედავ? -კი-ლუღლუღით ვიღებ ხმას -რამდენი ხელია?-ნუთუ სულელი ვგონივარ ამას? ვბრაზდები საშინლად -ორი -გტკივა რამე?-ვფიქრდები.. -არა -ძალიან კარგი,ბელა თუ შეიძლება ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეთ მალევე მოვალ.. ექთნებს გადავყავარ პალატაში,ვანაალიზებ რომ საავადმყოფოში ვარ,მაგრამ რატომ და რამდენი ხანია არ ვიცი. ბელა ექიმი როგორც ჩანს ის ქერაა,წვეთოვანს რომ დგამს -რამდენი ხანია აქ ვარ?-ვკითხულობ გაოგნებული -მეორე დღეა ქალბატონო -და...რა მოხდა?-მიახლოვდება და საწოლზე ჯდება,ეჭვის თვალით მაკვირდება -არ გახსოვთ? -არა,რა მოხდა? -შენობიდან გადმოვარდით-მისი სიტყვები გონებაში იმ წამსვე ელავს.. მახსენდება შეხება,ბიძგი,ნატალიას სახე და განცდილი ტკივილი.. -გადმოვვარდი? -დიახ -გადმომაგდეს -რა? -გადმომაგდეს თქო -ვინ?-ფეხზე ხტება და პალატიდან გარბის,შიგნით კი იმ მამაკაც ექიმთან ერთად ბრუნდება -ასე ამბობს გადმომაგდესო-ბელა იმ წამსვე ახარებს ახალ ამბავს,ექიმი თვალებს აფართოვებს და ხელზე მეხება ნაზად -ალისია გახსოვთ ის დღე?-ცდილობს ზრდილობიანად გამომკითხოს -კი მახსოვს ექიმო,ნატალიამ გადმომაგდო,კარგად მახსოვს-ვიშმუშნები და წამოდგომას ვცდილობ მაგრამ ტკივილის გამო ადგილზე ვეხეთქები -არ ადგე,შენთვის ადგომა სახიფათოა -რამე სერიოზულია? -ალისია ბავშვი წვალებით შეგინარჩუნეთ..ცოტაც და ორივეს დაგკარგავით,სისხლდენით შემოგიყვანეს ჩვენთან.მცირე მოტეხილობებით,მაგრამ ბავშვი უმთავრესია,ის ძალიან სუსტად არის,ეცადე თითქმის არც იმოძრაო-ახლა ვიგებ რომ ფეხმძიმედ ვარ,ცრემლები უნებურად მცვივა თვალებიდან -რა ბავშვი?-აკანკალებული ხმით ვლუღლიღებ -შენი შვილი..ახლა დაისვენე,ცოტა ხანში პოლიციის ორი ოფიცერი დაგკითხავს-თავზე ხელს მისვამს და პალატიდან გადის ექთანთან ერთად. ზოგი ჭირი მარგებელიაო.. ჩემზეა ნათქვამი,ეს რომ არა ვინ იცის როდია გავარკვევდი ბავშვის არსებობას? კიდევ კარგი დანა არ გამიყარა,ან არ ჩამქოლა ქვით.. კიდევ კარგი. ადამიანს ვარდნა რომ გაგახარებს,ცხოვრებაა? ******* რამდენიმე საათიანი დასვენების შემდეგ,ფეხების ბაკუნის ხმა მაფხიზლებს კარგად. საწოლთან ვიღაც ჯდება და მეხება სახეზე,თვალებს ვახელ და ბერტა მრჩება ხელებში. ეს შეუძლებელია! როგორ მოახერხა საზღვის გადმოლახვა ვერ ვხვდები -ბერტა ?-მინდა ვიკივლო სიხარულისგან მაგრამ ვიკავებ თავს,გაოცებული ხელებს ვუსვამ ხელებზე და ჯერაც ვერ ვიჯერებ რომ ეს ის ბერტაა რომელსაც ვაპურებდი ღამღამლბით ჩუმად. -ხო ალისია-იცინის და ლამაზ კვილებს მაჩვენებს -აქ როგორ აღმოჩნდი? -ნუ იკითხავ,მერე მოგიყვები -კარგი კარგი..-კიდევ ისმის კარის ხმა-ვინაა?-ვეკითხები ბერტას და ვცდილობ რამე დავინახო -მგონი შენი ქმრის დედაა-აი ახლა კი პირველადაა რომ ვინმეს გასალანძღად მზად ვარ ! -ალისია-მიახლოვდება ლიზა.მეორე მხარეს მიჯდევა და ბერტად ანიშნებს რომ ადგეს და გავიდეს,ისიც ემორჩილება და ამაზე მეტად ვღიზიანდები. ხმას არ ვიღებ ისიც ჩუმად ზის.. ბოლოს ახერხებს და ძლივს იღებს ხმას -კარგად ხარ? -მშვენივრად საყვარელო დედამთილო-მთელ სიძულვილს ვაქსოვ ნათქვამში -მიხარია..გავიგე ფეხმძიმედ ხარ-მიღიმის და ცრემლები მოსდის -და შენ რა გიხარია? ჩემს შვილს თითსაც ვერ შეახებ-მწარედ ვპასუხობ და სახე ეცვლება -ალისია რა ლაპარაკია? -შენ ბედავ და რამეზე პასუხს მთხოვ? შენ ვინ ხარ საერთოდ აქ რომ ხარ? დაგპატიჟეს? ვერ მომკალით?-ირონიულად ვიცინი -რა გჭირს ? ვერ გცნობ -საჭირო არცაა მცნობდე შენ,არ მადარდებს რას ფიქრობ,არც ის თუ რას გრძნობ ახლა..მე გაგაფრთხილე,ჩემი შვილი არ ახსენო არც გაბედო ! შენ არ ხარ არც მისი ბებია,არც ჩემი დედამთილი და არც გრეგორის დედა-ფეხზე დგება და ანერვიულებული იწყებს სიარულს კედლიდან კედლამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.