შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისია 9


4-12-2016, 13:21
ავტორი mi ra
ნანახია 1 445

აშკარად ძალიან მიკბენია,ტელეფონს ვწვდები და ვანათებ მხარზე,სილურჯეში გადასდის უკვე,არ ვიმჩნევ და ბავშვურად ვიღიმი.ტელეფონს ვთიშავ და ისევ გვერდზე ვდებ,მომღიმარი გრეგორი თვალს არ მაცილებს,მიახლოვდება და შუბლზე ნაზად მკოცნის.
მისი კოცნა კი მთენთავს,ახლა მხოლოდ და მხოლოდ მის გვერდით ძილი მინდა.
საწოლში ვძვრები საბნის ქვეშ,გრეგორს ხელს ვავლებ და მასაც ვითრევ თან,ვეკვრი მთელი ძალით,ფეხს ვადებ მუცელზე და თვალებს ვხუჭავ.
მისი მადის აღმძვრელი სურნელი ცხვირს მიწვავს,მაგრამ ყურადღებას ამასაც აღარ ვაქცევ.

*****
მშვენიერია დილა,რომელიც ტკბილი კოცნით იწყება ..
მშვენიერია ოთახი,რომელშიც სიყვარულია გამეფებული !

დილით ოთახში შემოჭრილი მცხვუნვარე მზის სხივები მჭრის თვალს,გაჭირვებით და ძალაობით ვახელ ჯერ ერთს შემდეგ კი მეორეს და ერთს გემრიელად ვიწელები.
გაღიმებული ჩემს გვერდით მწოლს ვავლებ თვალს,პატარა ბავშვივით სძინავს.
ტუჩები დაბუშტული აქვს საყვარლად,გრძელი ლამაზი წამწამები მზის სინათლეზე უკაშკაშებს და ყურადღებას იქცევს.
მარტო საწოლიდან ადგომა ”დიდი ტანჯვაა” ქალისთვის,რომელიც განებივრებულია მეუღლის ალერსით.
ვფიქრობ როგორ გამოვახიზლო,თანაც ისე რომ მადლობაც კი გადამიხადოს ყცელაფერთან ერთად.
ტუჩებმოპრუწული ვფიქრდები...
გრეგორისკენ ვიწევი და გაბუშტულ ტუჩებზე ვკოცნი ნაზად,მაგრამ რეაქცია არ აქვს ამაზე.
მეორე ჯერზე ცოტა უფრო ძლიერ ვკოცნი და არც ახლა არ აქვს ძვრა.
მესამე ჯერზე კი კოცნას კბენას ვაყოლებ,თვალებს აჭყიტავს და საწოლიდან წამებში ხტება.
სიცილს ვერ ვიკავებ,ის ისეთი სასაცილო დასანახია ამ მომენტში ვერც აღწერს ვინმე ..
ჩემს წინ მთლიანად შიშველი დგას,ხელებაღმართული და თვალებგაფართოვებული მაშტერდება.
ვცდილობ არ შევიმჩნიო რამე,
ფანჯრისკენ ვაპარებ მზერას მაგრამ ამაოდ.
-ეს რანაირი გაღვიძებაა ალისია?-ბუზღუნს იწყებს და საწოლში ბრუნდება
-სხვანაირად ვერ გაგაღვიძე-წარბებს ვათამაშებ ეშმაკურად და ვიცინი
-და ცადე ?
-კი ვცადე-ღრმად ოხრავს და კიდევ არ მაცილებს თვალს.
საწოლიდან წამებში ვდგები,კარადიდან მის პერანგს ვიღებ და ზევიდან ვიცვამ
-რაღაც გავიწყდება-მეუბნება და ვტრიალდები მისკენ
-რა ?
-ტრუსების ჩაცმა,თუ ანიავებ?-მის საზიზღარ იუმორს საზღვრები არ აქვს.
კარადიდან საცვალსაც ვიღებ და ვიცვამ.სამზარეულოში სიმღერით გავდივარ და ვცდილობ ხალისიანი დილა გემრიელი სადილით გავალამაზო.

მადუღარას ვდგამ გაზზე და ფინჯნებს ვალაგებ,შიგნით ჩაის ფერს ვაგდებ.
დილით მძიმე საუზმეს ჯობს,დავატკბო ჩემი ისედაც თაფლივით ბიჭი,ნამცხვარს ვიღებ კარადიდან და მაგიდაზე ვდებ.
მადუღარა იქყებს წუილს,ეს ნიშანია რომ უკვე ადუღდა წყალი,ფრთხილად ვავლებ ხელს და ფინჯნებში ვასხამ..
გრეგორი მალევე შემოდის სამზარეულოში,მაგიდასთან ჯდება და ფინჯანში ჩაგდებულ კოვზს ათამაშებს.
ხასიათი რაღაც წაუხდა..ეს კარგი არ არის !
ვჯდები მეც
-მოხდა რამე?-გულწრფელად ვეკითხები და ხელზე ვკიდევ ხელს
-ლიზამ დამირეკა-სახეზე ფერი არ ადევს გრეგორს,თუმცა ვის ექნებოსა ფერი ასეთი ადამიანის ხმის გაგონების შემდეგ?
-რაო?
-მოსვლა უნდა აქ-სკამიდან ისე ვხტები მე თვითონაც რომ ვერ ვაანალიზებ ამას.
ახლა მისი ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდა,მთლიან დღეს მოჟამულსა და ღრუბლიანს გაგვიხდის ვიცი თავისი უღიმღამო საუბრით.
არ მინდა რამე ზედმეტი ვთქვა დედამისზე,ვცდილობ ენას კბილი დავაჭირო მაგრამ სახეზე უთუოდ მეტყობა უკმაყოფილება.
ცხოვრებაში პირველადაა რომ ვინმეს დანახვა ასე ძალიან მაღიზიანებს.
ჩაის დიდი ძალდატანებით ვასმევ,მეც ასევე ვსვამ და სამზარეულოს ვცილდებით.
ტანსაცმელა ვიცვამ და სახლს ნახევარ საათში ნამდვილი ქალივით ვავლებ ხელს.
რაღაც მაგონდება...
რაღაც მაეჭვებს...
გრეგორის ნახატების კოლექციას აკლდება რამდენიმე,კედელთან მდგარი წარბებს ვჭმუხნი და ვიხსენებ მის შესრულებულ ყველა ნახატს.
წესით აქ ათი უნდა ეკიდოს,ახლა კი მხოლოდ და მხოლოდ შვიდია.
გვერდზე ვაგდებ ცოცხს,ნახატების ძებნას ვიწყებ ყველგან ისე რომ გრეგორს თვალში არ გავეჩხირო უხეშად..
ვერსად ვპოულობ და შემდეგ ისწვ მასთან მივდივარ კითხვით
-ნახატები აკლია-დიდ ფურცელთან განმარტოვებული ტრიალდება ჩემკენ-რას ხატავ?
-მე ჩამოვხსენი კედლიდან,ახალი ნახატისთვის ვანთავისუფლებ ადგილს-მიღიმის და ხელზე მეფერება
-რას ხატავ? -კითხვას ვუმეორებ
-ჩვენს მომავალ შვილს-ამის გაგონებისას სხეულში ერთიანად მივლის,მეღიმება უნებურად..

წარმოვიდგენ მზიან დილას,ჩვენს ორ სართულიან ნარინჯისფრად შეღებილ სახლს,რომელშიას მეორე სართული ჩვენს პატარას ეკუთვნის.
მე და გრეგორი მწვანეში ჩაფლულ ეზოში ვზივართ,სარწეველა სკამებზე.
წინ კი გადაშლილი გვაქვს ყვავილების ნახატი,ყვავილებს პაწაწინა ხელებით კრეფს ჩვენი პატარა და ჩვენკენ მოარბენინებს...

ფიქრებში წასული ვფხიზლდები და თვალებს ვახამხმებ გამალებით.
ნახატს მთელი ყურადღებით ვაკვირდები,მასზე ყვითელი ნადღაპნის გარდა ვერაფერს ვარჩევ ამ ჯერად.
გონებაში ნაწილობრივ ჩამიფრინდა ეს იდეა,ბავშვის ყოლა და მისი აღზრდა.
თუმცა ამ ბედნიერ ფიქრის და ოცნების მომენტს კარებზე კაკუნი მაწყვეტინებს,უთუოდ ლიზა იქნება ვიცი.
კარებს ფრთხილად ვაღებ ნახევრამდე,თავს ვყოფ და ჩემს წინ მდგარ ლიზას ვაჩერდები.
ის ობოლი ბავშვივით დგას,აფახუნებს წამწამებს და სახეზე საბრალო აწერია დიდი ასოებით !
კარებს კარგად ვხსნი და შიგნით ისე ვუშვებ,გამარჯობასაც არ ვკადრუკობ.
გაოგნებული სახით მაკვირდება,ჩემგან მსგავს უხეშობას არ მოელოდა,ამიტომ პირდაპირ მისაღები ოთახისკენ მიდის.
გრეგორიც თითქოს დედის მოსვლას მისი ფეხის ბაკუნით ცნობსო,გამოდის ოთახიდან და გრძელ ტყავის ტახტზე კალათდება.
დედას ალმაცერად ათვალიერებს და პირში გაჩხერილ კბილის ჩხირს ათამაშებს
-რამ შეგაწუხა?-ხელით სკამისკენ მიანიშნებსდა ისიც უმალვე ჯდება
-ბოდიშის მოხდა მინდოდა-ცოტაც და მის სულელურ ლაპარაკზე ავფეთქდები,აქ მე და გრეგორი რომ არ ვიჯდეთ მის სინანულში ეჭვი არ შეეპარებოდა სხვას.

გრეგორს სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებს,ალბად იმავეს ფიქრობს რასაც მე
-შენ სინანული და პატიება რა არის იცი საერთოდ?-წარბებს ჭმუხნის ლიზა და მის კითხვაზე ფიქრდება ცოტა ხანს
-რომ არ ვიცოდე არ მოვიდოდი აქ და არ ვითხოვდი პატიებას-ურცხვადაც პასუხობს კიდეც.
-დედა ძალიან გთხოვ რა არ გჭირდება მსგავსი სცენების დადგმა კარგი?
-მე სცენებს არ ვდგამ ! მე გულწრფელად ვსაუბრობ შენს წინ
-გულწრფელი ჩემს წინ კი არა,ალისიას წინ უნდა იყო და პატოებას მას უნდა თხოვდე-დგება ფეხზე და აქეთ იქით სიარულს იწყებს.
სიტუაცია იძავება ნელ-ნელა
-გრეგორ არ გინდა-ტუჩებს ვიკვნეტ და თხოვნით მივდივარ მასთან
-არა ალისია,წინა ჯერზეც შენ დაგიჯერე-მაჩუმებს და ხმის ამოღების უფლებას არ მაძლევს.
ლიზას მხარეს ვტრიალდები და აშკარად ემჩნევა,ბოდიშის მოხდას ჩემთვის სიკვდილი რომ ურჩევნია.
არც მე არ მინდა რომ ეს ნაბიჯი არაგულწრფელად გადადგას და ვცდილობ ყველანაირად გადავარწმუნო გრეგორი,მეტად ჯიუტი აღმოჩნდა.
ლიზა დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ ხმას ძლივს იღებს
-არა !-მისკენ გადაგვაქვს ყურადღება ორივეს
-რა არა?-გრეგორი უახლოვდება და მხარზე ახებს ხელს
-ბოდიშს არ მოვუხდი მაგას
-მაგას? ეს ჩემი ცოლია და მიბრძანდე შეგიძლია-ხელს ავლებს და გასასვლელი კარისკენ მიათრევს.
მე ისევ გაუნძრევლად ვარკვიდები მოვლენების განვითარებას,ნაბიჯის გადადგმა ამ
ჯერად მიჭირს.
გრეგორი წამებში აგდებს დედამისს გარეთ,კარებს კი დიდი ხმაურით ხურავს.
-გაბედა და მოვიდა კიდეც-ლუღლუღებს და საპირფარეშოში შედის...

*******
ალბად ძალიან ძნელია როდესაც ორი საყვარელი ადამიანი ებრძვის ყველაფერს,შენ კი ვერაფერს აკეთებ სავსებით.
წინ ცოლი
უკან დედა
და ამაზე ფიქრი წამიერად ჭკუიდანაც კი შლის ადამიანს !

*******
დღეები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან..
ჩემი ცხოვრება კი ნელ-ნელა სხვაგვარად ტრიალდება,
გრეგორი ხატვას არ წყვეტს და გამალებით ებრძვის საკუთარ აზრებს.
მე კი ჯერაც ვერ ვაანალიზებ ნახატს სად თავუ,სად ტანი და სად სხვა ნაწილები აქვს.

სახლში მარტო ვარ,
გრეგორი ახალ ნაპოვნ სამსახურში დიდი სიხარულით წავიდა დღეს,მას შემდეგ კი რაც დავქორწინდით არც მეტი და არც ნაკლები ერთი თვეა გასული.
ადამიანებს ხომ უყვართ ერთმანეთი?
მე და გრეგორს კი სზვაგვარი კავშირი გვაქვს ერთანეთთან,
სიყვარულზე მეტად მნიშვნელოვან რაღააცებს რომ განვიცდით,სწორედ მსგავსი.
სამზარეულოში მჯდარი თავს შეუძლოდ ვგრძნობ,
სკამიდან ადგომას ახლა იატაკზე ხოხიალსაც კი ვამჯობინებ!
გაღიზიანებულ საფეთქლებს ვიზელ თითებით და თვალებს ვხუჭავ,უეცრას კუჭიდან წამოსული ბიძგი მავიწყებს ყველაფერს,ფეხზე ვხტები და საპირფარეშოში შევრბივარ..

პირველი შემთხვევაა როდესაც ასე სასტიკად ვიცილებ კუჭში არსებულ ნივთიერებებს,
დიდ შვებას ვგრძნობ და ონკანს ვხსნი.
წყლის გამაყრუებელი ხმა მადუნებს,ხელებს ვუშვერ და სახეზე ვისხამ,გამოფხიზლებას ვცდილობ.
ოფახში ვინაცვლებ და საწოლზე გაჭირვებით ვწვები,
უეცრად კი კარების დახურვის ხმა მესმის
-გრეგორ-ვყვირი ბოლო ხმით,ვცდილობ გავარკვიო ვინ არის მაგრამ არავინ იღებს ხმას
-გრეგორ !-მეორედაც ვყვირი,ამჯერადაც სიჩუმეა სახლში.
ვინ შეიძლება ასე ჩუმად იპარებოდეს სახლში?
გრეგორი შემოსვლის თანავე დამიძახებდა,სუზი მოსვლამდე დარეკავდა,ლიზა კი აქ მომსვლელი არ არის..
უკვე შიში მიბყრობს,იძულებული ვდგები ავდგე საწოლიდან და თავადდგადავამოწმო რაშია საქმე.
ოთახიდან გავდივარ და შესასვლელ კარებთან ნატალიას სილუეტი მეჩხირება თვალებში,თვალებს ვაფართოვებ და შეშინებული ვყვირი.
აჩქარებული გული შიგნიდან საგულეს ანგრევს,ხელს ვივლევ და ღრმად ვიწყებ სუნთქვას რათა ცოტა ხნით დავმშვიდდე.
ხელის კვრით შედის ოთახში და სკამზე იკავებს ადგილს,ჯერ ნერვებს ვაკონტროლებ,მეც მივდივარ და მის სინ ვჯდები.
-აქ რას აკეთებ?-თვალებმოჭუტული მაკვირდება და კითხვაზე სხვა პასუხს მცემს
-როგორ შეცვლილხარ ალისია
-კითხვაზე პასუხს ველოდები ნატალია,ნაკლებად მაინტერესებს რას ფიქრობ ჩემზე-ვუღიმი და თითებს მაგიდაზე ვაკაკუნებ
-უვრალოდ მოვედი,რა არ შეიძლება გრეგლრის სახლს ვესტუმრო?
-ცდილობ გამაღიზიანო? არასწორი გზით მიდიხარ,მსგავს მახეებში ვერ გამაბამ
-არც ვცდილობ
-მაშინ რამ შეგაწუხა?-ცოტა ხანს სიჩუმე სადგურდება ოთახში
-მინდა რომ სადღაც გამომყვე

ჩემო საყვარლები და ტკბილეებო <3
სულ რაღაც ორი თავი დარჩა და ისტორიას დავასრულებ :*
იმედი მაქვს მოგწონთ



№1  offline წევრი TeddyBear

ინტრიგის სუნი მცემს საიდანღაც და არ მომწონს ეს ამბავი მე.
ზედმეტს არაფერს ვიტყვი, შემდეგ თავს დაველოდები ბათ აი ამ თავში ძალიან გამაღიზიანა ცალკე ლიზამ და ცალკე ნატალიამ. იმის მიუხედავად რომ ნატალია ბოლო რამდენიმე წინადადებაში გამოჩნდა გულის რევის შეგრძნებაც კი დამეუფლა.
შემდეგს ველი.
ინტრიგანი გოგო ხარ შენ!

 


№2  offline აქტიური მკითხველი mi ra

TeddyBear
ინტრიგის სუნი მცემს საიდანღაც და არ მომწონს ეს ამბავი მე.
ზედმეტს არაფერს ვიტყვი, შემდეგ თავს დაველოდები ბათ აი ამ თავში ძალიან გამაღიზიანა ცალკე ლიზამ და ცალკე ნატალიამ. იმის მიუხედავად რომ ნატალია ბოლო რამდენიმე წინადადებაში გამოჩნდა გულის რევის შეგრძნებაც კი დამეუფლა.
შემდეგს ველი.
ინტრიგანი გოგო ხარ შენ!


ოოო ინტრიიგა საჭიროც კია ❤️❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი mi ra

MoonLady
ჰმმმ....
მაღიზიანებს, კატასტროფულად მაღიზიანებს ეს საზიზღარი დუეტი !
უკვე მირჩევნია გაბრდღვნას ალისიამ ვიდრე დიპლომატიურად მოაგვაროს !
გრრრრ....
შევიჭერი როლებში.
ძაბავ სიტუაცისას. მომწონს. ძალიან მომწონს. relaxed


მიხარია რომ მოგწონსს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent