შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისია 7


2-12-2016, 18:04
ავტორი mi ra
ნანახია 1 477

-მოდი დავიწყოთ-ფიქრებში გაფრენილს თეთრებში გამოწკეპილი ქალი მაფხიზლებს,მისკენ ვიხედები და თვალს თვალში ვუყრი.
დგება დრო,ჟამი ჩემი და გრეგორის კანონიერი გაერთიანებისა !
საათს თვალს ვაპარებ,უკვე ათი წუთია რაც აქ ვართ,დრო კი საშინლად გაიწელა,
აღელვებული კაბის შიგნიდან ორივე ფეხს ვაბაკუნებ,თვალებს აქეთ იქით ვაცეცებ და ყურადღებას ვიკრებ.
შუა ხნის ქალი პატარა ბუკლეტიდან კითხულობს რაღაცას მაღალი ხმით,მე კი მისი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ ჩამესმის ყურში.გაბრუებული გრეგორს შევყურებ,ის კი გაბრწყინებული სახით ათამაშებს ტუჩებს ნერვიულობის ნიადაგზე.
მისი ლამაზი და ცუნჯით ნახატი ხელები,სულ მთლად დაძარღვულია,თითებს ერთმანეთზე აჯვარედინებს და ცდილობს შეუმჩნევლად მათ ტკაცუნს მოჰყვეს.
მეღიმება და დაბალ ფეხებზე შემდგარ მაგიდაზე არსებულ,თაბახის ფურცელს დავყურებ მთელი სიამაყით.
ბოლოს ხელის მომკიდეებს თანხმობით,ვაწერთ ხელს ქორწინების მოწმობაზე და ერთმანეთს კმაყოფილი სახეებით ვაჩერდებით თვალებში.
ხელზე მავლებს ხელს მჭიდროდ,ისე რომ ცოტაც და ძვლები ტკაცუნს დაიწყებენ,მატრიალებს იქ მსხდომ ხალხის მხარეს და ვშეშდები,ის კი არ წყვეტს პირფერობას და ხელზე ნაზად იწყებს ამბორს.
ნატალიას სახეზე მროსხანებაა აღბეჭდილი,ნება რომ მისცეს ვინმემ ამ მარჯვემა ხელს ძირშიც წამამტვრევს ემჩნევა.
ვკრთები მისი დანახვისთანავე,ვიშმუშნები უხერხულად და ხელს ვაშვებინებ გრეგორს,დაბალი ხმით ვახველებ და ვიღიმი მთელი ძალითა და ღონით,რაც კი სახის გადატყლარწვა შემიხლია.
სტუმრების შუაში ვექცევით,მივიწევთ გასასვლელი კარისკენ და სუსხიან ამინდში სიცივეში ვყოფთ თავს,მანქანა საბედნიეროდ მალევე მოდის და შიგნით ვსხდებით.
მარჯვენა კართან მოკალათებული ვიყურები ორმაგ მინაში,ვამჩნევ შენობიდან გამომავალ ნატალიასა და ლიზას,საზეებზე აწერიათ სიძულვილი ჩემდამი,მიკვირს ორმა ერთნაირმა სად ნახა ერთმანეთი?
თვალს ვარიდებ მათ და ცის კამარას ვუშტერებ მზერას,ყელში ბურთი მეჩხირება როგორც კი მაგონდება რომ გრეგორის საყვარელი ქალი ჩვენს ქორწილში არის,ის ქალი კი მე არ ვარ.
თვალებზე მომდგარ ცრემლებს გასაქანს არ ვაძლევ,მძიმედ ვყლაპავ ნერწყვს და ოდნავ მოსველებულ წამწამებს შეუმჩნევლად ვიმშრალებ.
ზეცა იღრუბლება,იღუშება მასზე გაფანტული ღრუბლები და წამებში იცვლიან ფერს,რამდენიმე წუთში კი წვიმა იწყებს გზის გალამაზებას.
მინაზე წვეთები ერთმანეთის მიყოლებით ებერტყებიან,თითს ვაბჯენ შიგნიდან მინას თითქოს და წვიმის წვეთებს ვითომ ვიჭერდე.
ბუნება ტირის დღეს ისევე,როგრც მიტირის შიგნიდან ყველა-ფერი დღეს.

მანქანა რესტორნის უზარმაზარ შენობასთან ჩერდება,გარედან შენობა ლამაზ იასამნისფერში იჭრება,მასზე სავალი კიბეები კი სისუფთავისგან ბრწყინავენ.
საფეხურებს ძალისძალით ავუყვები,გაოცებული სახით ვაშტერდები შენობის გარეაღწერილობას.
იმდენად ლამაზად გაუკეთებია ყველაფერი,იმდენად დახვეწილად ამის მშენებელს რომ გულგრილს არავის დატოვებს.
შესასვლელი კარი თავისით იხსნება,შიგნით ვიჭრებით და ფეხს შენობის წითელ,ფუმფულა ნოხზე ვადგამ.
ჩემი გულიც გამალებით იწყებს ძგერას,ისე რომ გარედანაც ვგრძნობ ამას.
ჯერ შენობას ვათვალიერებ კიდევ ერთხელ,უზარმაზარი ჭაღია ჩამოკონწიალებული შუა გულში.ტუჩებს გაოგნებისგან ვმანჭავ,ხელს ხელში ვუყრი გრეგორს,წელში ვიმართები და დარბაზში მშვიდი გამომეტყველებით შევდივარ.

როგორც ჩანს ჩვენამდე სტუმრები მოსულან და ჭამაც ჩვენამდე დაუწყიათ,რადგან ჩვენი შემჩნევის თანავე ყველა ჩანგალს და დანას დებს,ხმები მკაფიოდ ჟღერდება ჭურჭლის.
ბაკუნით მივდივარ მაგიდამდე,ვამჩნევ რომ ჩემი ადგილი ან გრეგორის ადგილი ნატალიას გვერდით არის,გაღიზიანებული თვალებს ვაფართოვებ,ეს უკვე მეტისმეტია !
ეს-ეს არის უნდა დავჯდე რომ ადგილზე გრეგორი მასწრებს,უფრო მეტად მასხამს სისხლი ყელში,შეუმჩნევლად ვჯდები მე მის გვერდით და თვალს ნატალიას ვავლებ.
ფეხი ფეხზე გდადებული აქვს,ზევიდან მოქცეულს აქანავებს და გრეგორს კმაყოფილი უყურებს,პრინციპში რატომ არ შეხედავს ?
ყურადღება ჩემს წინ მჯდომ სესილისკენ გადამაქვს,ძალით ვიღიმი და ვანიშნებ თვალით მათზე,სესილიც არ აყოვნებს და სახის დამანჭვას იწყებს.
-მიირთვი-ყურში ჩამესმის გრეგორის მამაკაცური,ბოხი მაგრამ სათუთი ხმა.მეც მისკენ ვტრიალდები მუხლზე ვადებ ხელს,ვგრძნობ ნაჭრის ნაცვლად ხელზე თბილი სხეულის შეხებას,გააფთრებული თვალს ვაპარებ მისი შარვლისკენ,მასზე ჩემი ხელის გარდა სხვისიც ყოფილა მოთავსებული.
ცივად ვაცილებ ხელს,ვხვდები უკვე ვისაც ეკუთვნის ის მეორე,
გრეგორს დაჟინებით ვუყურებ მის თვალებში კი გაურკვევლობა თუხთუხებს.
-გრეგორ-მესმის კიდევ ხმა,ნამდვილად ლამაზი და ნაზი ხმა...
-დიახ-ტრიალდება მეორე მხარეს,ნატასკენ და უღიმის მთელი სითბოთი.
-გილოცავთ-თავს ყოფს რომ დამინახოს კარგად ნატალიამ,მიღიმის მეც მაგრამ,ვიცი რომ ერთი სული აქვს როდის გამძიძგნის ორად.
-მადლობ-ერთდროულად ვუხდით მადლობას მე და გრეგორი ნატალიას,ვსწორდებით და ჩვემც ჭამას ვიწყებთ..

საღამო ნამდვილად დაძაბულია,არადრის კეთების ხალისი არ მაქვს არც მე,და როგორც ემჩნევა გამომეტყველებაზე არც სუზის და ბრუნოს.
ჩვენ სამის გარდა გამაყრუებელი მუსიკის ფონზე ყველა სტუმარი ცეკვავს,გრეგორის ადგილას სუზი ჯდება და ბურდღუნით იწყებს ლაპარაკს
-სად არის?-თვალებს ათამაშებს
-ვინ სად არის?-გაოგნებული ვუბრუნებ კითხვას
-ნატალია,ვერ ვხედავ ხალხში გარეულს
-გრეგორი?-უეცრად მოწოლილი ფიქრი გონებაში ხმამაღლა მცდება ბაგეებიდან,
არც გრეგორი და არც ნატალია არ ჩანს ჰორიზონტზე.
შეშინებული ვხტები ფეხზე
-სად მიდიხარ ალისია?-კითხვას უპასუხოდ ვუტოვებ,თავად კი ვერევი ხალხში.
ვერც გრეგორს და ვერც ნატალიას ვერ ვპოულობ,ვერანდაზე ვიჭრები და ვერც იქ ვერ ვამჩნევ ვერცერთს,ახლა შიშს უფრო მეტად განვიცდი.
ერთი ადგილი მეგულება კიდევ,სადაც შეიძლება მათი ნახვა
ჯერ მამაკაცების საპირფარეშოში ვიჭრები,შემდეგ ქალისაში.

თვალებ გადიდებული ვშეშდები...
ვგრძნონ სიძულვილს..
ტკივილს...
ყველაფერს ვგრძნობ ამ წამს !

ნატალიას და გრეგორს ხელჩაკიდებულს ვხედავ,ტუალეტის ბოლოში ატუზულები რაღაცაზე ბჭობენ.
ახლა სულაც არ მაინტერესებს რის შესახებ აქვს საუბარი,მთავარი ის არის რომ ხელები აქვს გადაჭდობილი ერთმანეთზე.
მათკენ სწრაფი ნაბიჯით მივდივარ,ნატალია მამჩნევს თუ არა ხელებს უშვებს გრეგორს და განზე დგება,მე მხარზე ვავლებ ხელს და ჩემკენ ვაბრუნებ.
-ყველაფერთან ერთად ამასაც კადრულობთ?-ცრემლები თავისი ნებით იწყებს ჩემი ღაწვების დასველებას.
-რას გულისხმობ?-გაკვირვებული მეკითხება
-რა აზრი აქვს ყველაფერს ?-ხელს მთელი ძალით ვკრავ,უკან იხევს ისიც და გაუგებრობაში მყოფი მაისურზე ხელს იდებს
-რას აკეთებ ალისია?
-რას ვაკეთებ?
-ხო ვერ ვხვდები რა ხდება?-ნატალია ნელ ნელა იძურწება საპირფარეშოდან
-რა უნდა ხდებოდეს? შენ იმ ქალთან ერთად ხარ ხელჩაკიდებული რომელსაც უყვარხარ,რომელიც შენვე გიყვარს! ურცხვად მუხლებზე გეთათუნება შენ კი-ვკივი ბოლო ხმით
-ალისია ჭკუიდან არ გადამიყვანო-გრეგორი მაინც დინჯად დგას
-მე გადამყავხარ ჭკუიდან გრეგორ? გული მტკივა
-რატომ გტკივა გული? ალისია მე...-ლაპარაკს არ ვაცდი,პირზე ხელს ვიფარებ და საპირფარეშოდან გავრბივარ.

შენობიდან გარეთ,წვიმაში და სიცივეში ვინაცვლებ.
გულამობჯენილი ვტირი,თან გავრბივარ..
არ შემიძლია მეტი ტკივილის ატანა,ვგრძნობ როგორ მეწვის შიგნიდან ყველა ორგანო და მუხლებზე ვემხობი შუა გზაზე..
სველ მხრევზე ვგრძნობ სიახლოვეს,შეშინებული ვხტები ფეხზე და ჩემს უკან მდგარ გრეგორს ვეჩეხები.
მთლიანად დასველებული დგას,თვალებს ახამხამებს თოჯინასავით და დამნაშავე სახუთ მიყურებს
-გაგიჟდი-ხელებს შლის და წარბაწეული მკაცრი ხმით მეკითხება



№1  offline წევრი TeddyBear

სულ ეს იყო ???
სად გააჩერე ახლა თუ ხვდები შენ ჰა ?
დამტოვა დაპანიკებული, დაშოკილი და განა აგრძელებს, ტუტუცო შენ!
ახლა მითხარი შევბრუნდე მეთვითონ დარბაზში და გავგლიჯო ლიზა და ნატალია თუ შენთვითონ იზავ მაგას ? არა მითხარი ერთი joy
კაი დავზღნარდი joy
სიცხიანი ვარ ნუ მომაქცევ ყურადღებას joy
პაწუკა თავი იყო ბათ იცი როგორი თავი იყო ? აი ქარიშხლის წინ რაღაცნაირი მშვიდი ამინდი რომაა...
აი შემდეგი თავი მგონი ძაან ძაან "ხეცი" იქნება, დღეს რაღაც ჟარგონებით დავიწყე საუბარი და ამისთვის ბოდიში, მართლა ძლივს ვახელ თვალებს -_-
შემდეგ თავს ველი და თან ორჯერ მოუთმენლად flushed
მირა რა საოცრება ხარ შენ!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი mi ra

TeddyBear
სულ ეს იყო ???
სად გააჩერე ახლა თუ ხვდები შენ ჰა ?
დამტოვა დაპანიკებული, დაშოკილი და განა აგრძელებს, ტუტუცო შენ!
ახლა მითხარი შევბრუნდე მეთვითონ დარბაზში და გავგლიჯო ლიზა და ნატალია თუ შენთვითონ იზავ მაგას ? არა მითხარი ერთი joy
კაი დავზღნარდი joy
სიცხიანი ვარ ნუ მომაქცევ ყურადღებას joy
პაწუკა თავი იყო ბათ იცი როგორი თავი იყო ? აი ქარიშხლის წინ რაღაცნაირი მშვიდი ამინდი რომაა...
აი შემდეგი თავი მგონი ძაან ძაან "ხეცი" იქნება, დღეს რაღაც ჟარგონებით დავიწყე საუბარი და ამისთვის ბოდიში, მართლა ძლივს ვახელ თვალებს -_-
შემდეგ თავს ველი და თან ორჯერ მოუთმენლად flushed
მირა რა საოცრება ხარ შენ!!!!



ნამდვილად პატარა თავის დადება მომიწია დღეს :(
12 ის შემდეგ დავდებ ახალ თავს <3
დიდი მადლობა ❤️❤️❤️
გადარეულოო

 


№3  offline აქტიური მკითხველი mi ra

MoonLady
არ მეყო, მეტი, მეტი, მეტი მირა მინდა. საოცრება ხარ. სიტყვების მეღვრება სულში და აქ ბუდობს. მაგიჟებ მე შენ. მაგიჟებ !


ჩემო ტკბილო,თბილოო გოგო შენ <3 დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent