შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი!


6-12-2016, 15:38
ავტორი green.M
ნანახია 1 391

...იცი რახდება როცა ადამიანში მზე ჩადის?
-ვიცი!-დაუფიქრებლად მპასუხობს და თავს დაბლა წევს.
მე არ მოველოდი ამპასუხს და დიდი გაკვირვებით შევსცქერი მას, ცოტახანში თავს მაღლა წევს და მწუხარე თვალებს მაპყრობს, მის თვალებში წამიერმა ჩახედვამ დიდი ტკივილი დამანახა, გული შემეკუმშა, ასეთი განცდა პირველად დამეუფლა, ასეთი უძირო თვალები არსად მინახავს. მისი თვალები ისეთი საინტერესო ხდებოდა რაც უფრო ვუღრმავდებოდი, რომ გამიტაცა და ვერც კი შევამჩნიე საუბარი როდის დაიწყო.
...-რათქმაუნდა ჩემი ხასიათის და გარეგნობის მიხედვით ძნელია გაიგო რა მიჭირს და რა მილხინს-ირონიულად იცინის-კი იყო ჩემში "მზე", მანამდე სანამ ცხოვრება არ შეაშინებდა და მიმალვის სურვილს არ მისცემდა. "მზე"-ს დიდხანს არ უკაშკაშია ის ამოსვლისთანავე ჩაქრა, არც მოველოდი.
-მაინც რატომ ჩააქრე მზე?-ცრემლმორეული ხმით ვეკითხები
-ჰმ, რატომ ჩავაქრე?-ისევ ირონიული სიცილი-მე არ ჩამიქვრია, დილით რომ გავიღვიძე დიდხანს ვუცადე რომ ამოსულიყო, მაგრამ ამაოდ. მერე უკვე იმედიც ქრება იმისა, რომ კიდევ გათენდება და მზე ამოვა.
-კი მაგრამ იმედი ხომ ბოლოს კვდება?-უკვე ტირილი მივარდება და თავის შეკავებას ვცდილობ.
-განა ეს დასაწყისია?-მეკითხება და ისევ იმ უძირო თვალებს მაბყრობს.
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ჩემში მზე დავინახო, არ მჯეროდა მაგრამ ჩემშიც ჩამქრალა. მიკვირს ეს აქამდე რატომ ვერ ევამჩნიე,ოხ რა უყურადღებო ვარ.
-ტყუი! -გული მელაპარაკება-აქამდეც იცოდი მაგრამ არ მომისმინე, არ შეიმჩნიე, განზე გადექი და სახეზე ნიღაბი აიფარე-რა მწარეა სიმართლე გავიფიქრე და გულის სმენა განვაგრძე-ახლა იყავი გაურკვევლობაში, უკვე აღარაფერი გეშველება!
-ნუ იქნები ასეთი კატეგორიული "გულო" გთხოვ, იქნებ შანსი არსებობს?! -რომელი შანსი? შენივე ხელით სხვას რომ მიეცი? კარგი, გინდა ეგ შანსი? წადი და თხოვე მას ვისაც მიეცი, "დამიბრუნეო"
არ გაინტერესებს რას გეტყვის?
შემრცხვა, საკუთარი თავის შემრცხვა. ახლა მივხვდი რას ნიშნავდა სიტყვები: "განა ეს დასაწყისია?" მივხვდი რომ ჩემთვისაც დამთავრდა ცხოვრება!
-რაზე ჩაფიქრდი?-მეკითხება "გერლიანი"
მისმა ხმამ გამომაგლიჯა ფიქრებს და აქეთ დამაბრუნა.
-აჰ ისეთი არაფერი,-ხელის აქნევით ვამბობ.
-ტყუი!-მტკიცედ მპასუხობს
უცნაური ღიმილი სახეზე მაშრება.
-გერლიანი საოპერაციოში-ისმის ექთნის ხმა.
გერლიანი ექთნისკენ იყურება და მოკრალებულად თავს უქნევს-"ახლავე მოვალ-ის" მაგივრად.
-მე გეტყვი რატომაც არის "ეს" დასასრული და არა "დასაწყისი" მაგრამ დალოდება მოგიწევს, ოპერაცია მშვიდობით ჩაივლის-ამბობს მაგრამ თავისი ნათქვამის, თავადვე არ სჯერა.
-უფალი შენსკენ-ვეუბნები და პირჯვარს ვსახავ.
რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ, საოპერაციო პალატის კარი იღება, ჭაღარა შერეული ექიმი კარებიდან გამოდის, მე გულისფანცქალით მეგობრის ამბავს ვეკითხები და მზად ვარ ყველანაირი პასუხისთვის.
-გილოცავთ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა!
თვალები ცრემლოთ ამევსო.
ოხ ეს სვანური სიჯიუტე, ხომ გითხარი იმედი ბოლოს კვდება და რომ ეს დასაწყისია!
2დღეში პალატაში გადმოიყვანეს რეანიმაციიდან გერლიანი, დიდი თაიგულით ხელში ვაღებ პალატის კარს და ამდენიხნის მანძილზე მის სახეზე გულრწფელი ღიმილს ვხედავ. მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე
-დასაწყისია?
-დასაწყისია!



№1  offline წევრი pupsik22

კარგი დასაწყისი გააქვს <3

 


№2  offline წევრი green.M

მადლობაა <3

 


№3  offline მოდერი bibo

მომეწონა კაობა მარწყვის ქულა აბა შენიცი წარმატებები ტორტო

 


№4  offline წევრი green.M

#bibo მადლობა დიდიი

 


№5 სტუმარი Guest ნინა

ჩანახატია თუ ისტორია//?აზრი ვერგავიგე

 


№6  offline წევრი green.M

უფრო ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent