ბედისწერა (თავი 4)
ღამით უცნაური სიზმარი მესიზმრა:-ვითომ ტატო ჩემს ოთახში შემოვიდა სისხლიანი თეთრი კაბა შემომიტანა საწოლზე მომიგდო,თვითონაც დაჭრილი იყო და მოულოდნელად იატაკზე დაეცა.დაეცა თუ არა მაშინვე ყვირილით გამომეღვიძა,სულ ცივი ოფლი მასხავდა ძალიან ცუდად ვიყავი,ის ღამე კოშმარულად გავატარე.დილით უკვე 6 საათი იყო ძალიან მეძინებოდა და ჩამეძინა როდესაც გამეღვიძა ოთახში წერილი დამხვდა გავხსენი და წავიკითხე:-ქეთი დღეს სამსახურში ვერ წამოვალთ დედაჩემი ცუდად გახდა მე და ელიზბარი მასთან წავედით შენ ლალი და თეონა ტაქსით წადით სამსახურში რა და ყველას უთხარი რომ დედაჩემი ცუდად არის (გიო).უკვე 8 საათი იყო და უნდა წავსულიყავი ჩავიცვი გარეთ გამოვედი და რას ვხედავ შემოსახვევში ტატო იდგა თავისი მანქანით, ვიფიქრე მეორე მხრიდან წავიდოდი მაგრამ უკნიდან გავიგონე ანგელოზოო ყურადღება არ მივაქციე რადგან მაინტერესებდა სახელს თუ დამიძაებდა და აი გავიგონე:-ქეთიიი მისკენ მივტრიალდი დაა... -გამარჯობა ქეთი. -გამარჯობა. -ხო არ გწყინდა ანგელოზს რო გეძახდი ამიერიდან ქეთის დაგიძახებ. ეს მითხრა და მხურვალედ მომეხვია თან მხიარულად მითხრა გილოცავ დაბადების დღეს <3 და საჩუქარიც გადმომცა. -აი აიღე ეს ჩემგან სამახსოვროდ დაგრჩება. -მადლობა ტატო მაგრამ საჭირო არ იყო . -ჯერ გახსენი თუ არ მოგეწონება სხვა რამეს გაჩუქებ. საჩუქარი ლამაზ შეფუთვაში იდო გავხსენი და რას ვხედავ:-კულონი რომელიც იშლება და ორივე მხარეს ჩემი სურათი აქვს მიკრული ეს საჩუქარი ძალიან მომეწონა მეც მომინდა ჩავხუტებოდი და მადლობა ისე მეთქვა თუმცა თავი შევიკავე.დიდი მადლობა საჩუქრისათვის ქალიან ლამაზია -არაფერს შენზე ლამაზი მაინც არ არის, მომეცი გაგიკეთებ. -კულონი ყუთიდან ამოვიღე და ტატოს გავუწოდე, ტატომ გამომართვა და ყელზე გამიკეთა თან მითხრა :- ძალიან გიხდება -მადლობა -წამოდი მე წაგიყვან როგორც ვედავ შენი მეგობარი ბიჭები აქ არ არიან და ყველას ტაქსით მოგიწევთ წასვლა -არა გმადლობ ერთად წავალთ -შენი მეგობრები უკვე წავიდნენ - რაა? მოიცა უკვე წავიდნენ? -კი 7 საათიდან აქ ვარ და რვის ნახევარი იქნებოდა რო წავიდნენ წამოდი მე წაგიყვან -კარგი -რამდენი წლის ხარ? -გუშინ 25 ის გავხდი შენ რამდენი წლის ხარ? -მე 27 წლის ვარ -პროფესიით რას საქმიანობ? - კომპანიის მფლობელი ვარ -აა,ალბათ ძალიან დამღლელი სამუშაოა ხომ? -არა არც ისე, მიყვარს ჩემი სამუშაო -ამ ლაპარაკში საავადმყოფომდეც მივაღწიეთ,მანქანა იქვე შორიახლოს გამიჩერა -ნახვამდის ანგელოზოო, უი ბოდიში ქეთი ნახვამდის -მე გულში ჩავიცინე მადლობა გადავუხადე და საავადმყოფოში შევედი.უცებ გამახსენდა წერილი ამიტომ ქალბატონ კატერინასთან მივედი და კარზე დვაკაკუნე -შემოდით -გამარჯობა ქალბატონო კატერინა მინდა გითხრათ რომ:- დღეს გიორგი და ელიზბარი ვერ მოვლენ გიორგის დედა ცუდად არის და მთხოვეს მათი სახელით ბოდიში მომეხადა. -კარგი არაუშავს, თუ სერიოზული რამე სჭირს შემიძლია 1 კვირით დავასვენო უთარი რომ ერთი კვირა დედამისს მიხედოს და მერე სამსახურში გამოცხადდეს -კარგით,დიდი მადლობა ქალბატონო კატერიანა -არაფერს კატერინას ოთახიდან გამოვედი და ვფიქრობდი რა მოუვიდა ამ ქალს? ასე მალე როგორ შეიცვალა ალბათ დღეს საწოლიდან მარჯვენა ფეხით ადგა ამ ფიქრში გრძელი დერეფანი ისე გავიარე ვერ მივხვდი და უკნიდან გავიგონე:-ქეთიი მივიხედე თეონა და ლალი დერეფნის ბოლოში დგანან და ჩემსკენ მორბიან. -თეოო სად იყავით? რატო არ გამაღვიძეთ თქვენთან ერთად წამოვიდოდი -აბა როგორ გაგაღვიძედით და როგორ გთხოვდით ჩემთან ერთად წამოსვლას როდესაც შენი პრინცი ქვემოთ გელოდებოდა რომ სამსახურში წამოეყვანე :D თან ხო ხედავ თეთრი ცხენი არ ყავს მაგრამ თეთრი მანქანა ყავს ამიტომ ნამდვილი პრინცია თან ძალიან ლამაზია. -თქვენ რა გაგიჟდით?არც იფიქროთ და გვეყო ამაზე ლაპარაკი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ -კი მაგრამ სხვა რამეზე როგორ ვილაპარაკოთ როდესაც შენთან წერილი გამომატანა?(თეო) -რაა? რა წერილი ?ახლავე მაჩვენე!წერილში ეწერა რომ:ქეთი ამ საღამოს 8-ზე გამოგივლი და რესტორანში ვივახშმოთ გთოვ უარი არ მითხრა 8-ზე გამოგივლიი. -ღმერთო ჩემო, მემგონი სულ გაგიჟდა რატო უნდა წავიდე? ვერ ვხვდები. -იმიტო რომ ძალიან ლამაზი და სიმპატიური ბიჭია და თან როგორც ჩანს მოსწონხარ უარის თქმა არც გაბედო თორე არ ვიცი რას გიზავ. -კაი ლალი ნუ ბრაზდები წავალ. გავიდა დრო უკვე 7 საათი იყო ჩემი სამუშაო საათები დამთავრდა და სახლში წავედით მე ,თეო და ლალი სახლში როდესაც მივედი ოთახში შევედი თეო და ლალიც უკან მომყვნენ და თეომ მითხრა ძალიან ლამაზი კაბა მაქვს შემიძლია გათხოვო ის ჩაიცვი,ხო მეც მაქვს კაბები მითხრა ლალიმ -ოთახში შუქი ავანთე საძინებელში შევედი და რას ვხედავ საწოლზე ძალიან ლამაზად შეფუთული წითლად მბზინავი პარკი დევს მივედი რომ გამეგო შიგ რა ოყო და ამოვიღე ძალიან ლამაზი ლურჯი კაბა რომელსაც გვედით სამკაულები ჰქონდა ჩალაგებული ერთ-ერთი სამკაულის ყუთში წერილი იდო გავხსენი და.. :-ანგელოზო გთხოვ ეს კაბა ჩაიცვი ძალიან მოგიხდება. მე ძალიან გავბრაზდი როგორ შემვიდა ჩემს ოთახში? თუმცა თან მიხაროდა კიდეც მისაღებში გამოვედი და დავიწყე:-არსადაც არ წავალ არსად არ მივყვები სახლში ვრჩები და თქვენთანერთად ყავას დავლევ თან ვიჭორავებთ -რას ამბობ გოგო არ გამაგიჟო ალავე რამე წესიერი მონაე შენს კარადაში ჩაიცვი და წადი ამ დღით უნდა ისიამოვნო ყავას ჩვენ დავლევთ,შენმაგივრადაც მალე ეხლა მოემზადე ეს ყველაფერი თეომ ისეთი მკაცრი ტონით მითხრა რომ შემეშინდა და ის კაბა ჩავიცვი რომელიც ტატომ გამომიგზავნა. უკვე 8-ს 15-ი აკლდა გავედი მისაღებ ოთახში სადაც ლალი და თეონა მელოდებოდნენ და ნახეთ მათი გაკვირვება თეონას თვალები შუბლზე აუვიდა, ლალი კი პირდაღებული მიყურებდა. -ვაა ნახეთ ამ პრინცესას ეს კაბა საიდან რატო არ მინახია? როდის იყიდე? -მე არ მიყიდია თეო რო შევედი საძინებელში საწოლზე დამხვდა ტატომ მიყიდა. -რააა? მაგარია. -ძალიან ლამაზი ხარ პირდაპირ პრინცესა <3. -მადლობა ლალიკო -უცებ მანქანის სიგნალის ხმა გავიგე 2 წუთის შემდეგ კარზე კაკუნი კარი გავაღე და ტატო ყვავილებით ხელში შემოვიდა ოთახში -ქეთი ეს ყვავილები შენ? -დიდი მადლობა ტატო -ძალიან ლამაზად გამოიყურები -გმადლობ მერეღა შეამჩნია ოთახში თეონა და ლალი რომ იყვნენ -გამარჯობ გოგოებო -გამარჯობა -შეიძლება ქეთი რომ მოგტაცოთ ცოტახნით -რათქმაუნდა შეგიძლია წაიყვანო მაინც ნერვებს გვიშლიდა -კარგი მაშინ წავიყვან,წავიდეთ ქეთი? -წავიდეთ ღიმილით ვუპასუხე მე. -წავიდნენ გაერთონ, ჩვენ კიდე ვიჭორაოთ რა მოხდება სანაძლეოც დავდოთ ჩვენ ფიქრებზე რა მოხდება იქ და მერე ქეთის ვკითხოთ რა მოხდება რესტორანში -კაი ლალი ოღონდ ჩათვალე წააგე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.