პირველი ჩოგანი (2)
სა17 ივლისი . ღამოა, ბინაში მარტო ვეღარ ვჩერდები და გარეთ სასეირნოდ გამოვდივარ. გული ისევ იმ მაღაზიისკენ მიმიწევს, სადაც იუნას შევხვდი და ფეხებსაც ძალდაუტანებლად იქით მივყავარ. მაღაზიაში შევდივარ და ფესაცმელების განყოფილებასთან ვჩერდები. გულზე მძიმედ დამედო მონატრება, მონატრება ჩემი ძველი ცხოვრების აქტიური ვარჯიშები, შეხვედრები, მეგობრები, ოჯახიც კი. მწვანე ''ადიდასის'' ფირმის ფეხსაცმელს ხელს ნაზად ვუსვამ და მოგონებებში ვეფლობი. მოგონებებში მივცურავ და სრულად შევიგრძნობ მას. ...აი აქ თხუთმეტი წლის ვარ. ქანცგაცლილი, ვარსკვლავის ფორმაში ვაგდივარ კორტზე და დაღლილობის მიუხედავად მძიმე ჩოგანს მაინც არ ვუშვებ ხელს. -დავიღალე მას _ მივმართავ ტრნერეს და საწყლად ვუღიმი. -აბა აბა ახლა, ადექი სწრაფად და მერე მედალს რომ ჩამოიკიდებ ხომ აღარ იწუწუნებ -სიცილით მიბრუნებს პასუხს. უკვე სამი წელია აკაკი ჩემი პირადი მწვრთნელია, მას შემდეგ რაც რამოდენიმე საერთაშორისო ტურნირი მოვიგე ოჯახმა მთლიანად ჩოგბურთზე გადამაბარა. სხვებთან შედარებით თამაში გვიან დავიწყე, თუმცა, შრომამ და თავდადებამ შედეგი მანც გამოიღო. -მაას უკვე ოთხი საათია, დღეს გამიშვით და ხვალ უფრ დიდხანს დავრჩები _ ვეკრიჭები და თავის ქნევით მის დარწმუნებას ვცდილობ. ბოლოს დანებების ნიშნათ ხელებს მაღლა წევს და მიცინის: -წადი და ხვალ იგივე პირობით არ გამაშვებინო თავი. ფეხზე სხარტად ვდგები, აღარც ჩემი დაღლილობა მახსოვს და აღარაფერი, ერთადერთი ახლაც რაც მინდა მონატრებული ძილია და ამ ფიქრებით გართული საშხაპეში შევდვარ. -უაცრავად, თუ გნებავთ ზომას მოგიტანთ _ ფიქრებიდან კონსულტანტ გოგოს გამოვყავარ, ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყავი სად ვარ და რას ვაკეთებდი, გოგონას კი გაკვირვებული სახით ვუყურებ. -არა, გმადლობთ. ფეხსაცმელს თავის ადგილას ვაბრუნებ და ნაჩქრევად ვტოვებ იქაურობას. უკვე შუა ღამე. ჰანგ რივერთან ვდგავარ და მდორედ მომავალ მდინარეს გავყურებ, უკვე რამდენი ხანია კორეაში ჩამოვედი . თუმცა , არც ერთი ჩემი ოცნება არ ამისრულებია აქ ყოფნისას . თითქოს ახლა ვხვდები რატომ ჩამოვედი აქ. ჩემი ოცნებები , ჩემი ყველა სურვილი და ოცნება აქაურობას უკავშირდება . პლეილისტში სიმღერების ჩამონათვალს ჩამოვუყევი და შემთხვევით ჩემ საყვარელ სიმღერას მოვკარი თვალი Super Junior_Island . უკვე წლებია არ მომისმენია, უკვე რამდენი ხანი გავიდა, ნუთუ არ მომენატრა მაინც, მახსოვს მის გარეშე ისევე ვერ ვძლებდი, როგორც ჩოგნის გარეშე. ყურსასმენებს ვირგებ, ხმას ბოლომდე ვუწევ და აღელვებით ვრთავ. პირველივე წამებზე ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ და ბალახზე ვიკეცები. შემდეგ გიჟური ღიმილი მივლის და ბალახზე ვარსკვლავის ფორმაში ვწვები, ნუთუ ყველგან ასეთი ლამაზია ცა _ მივლის თავში ეს აზრი. რამდენ ხანს ვიყავი ასე არც კი მახსოვს, ალბათ მეძინა ან უბრალოდ ისევ ფიქრებში ჩავიძირე, გვერძე ვტრიალდები და ცივ სხეულს ზედ ვეკვრი,შეშინებული ვეღარც კი ვიძვრი და სხეულის პატრონის ამოცნობას ვცდილობ. -მგონნი ისევ შევხვდით - სახზ პირბადე აქვს აფარებული თუმცა ინტონაციით ვხვდები, რომ ეღიმება. ვინ არის? ღმერთო გამახსენე! - შენ რა ისევ ვერ მიცანი ? -წვრილ თვალებს შეძლებისდაგვარად აფართოებს, პირბადეს იხნის და ცალ ყურზე იტოვებს ჩამოკიდბულს. -იუნას შეყვარებული ! -თითქოს და დიდი აღმოჩენა გამეკეთებიოს ცალ ხელს მხარზე მეგობრულად ვკრავ . ისევ გაკვირვებული არის და ჩემს ხელს უყურებს. -მე და იუნა მხოლოდ მეგობრები ვართ - საყვარლად მიღიმის და თვალს მიკრავს, თვალთან ხალს ვამჩნევ. ხალი ... წინაზე თქვა , რომ ცნობილია, ვინ არის ? ხალი ... ვცდილობ თავში ყველა ის ლამაზი ცნობილი კორეელი ამვძებნო, რომელსაც თვალთან ხალი აქვს, მოიცა ! ლი ჯანგ სუკია ?! არა ! რათქმაუნდა არა, სუკი ღვთაებრივი სილამაზის მქონეა, იმის მიუხედავად, რომ ბიჭი, რომელიც გვერდით მიწევს იდეალურობისგან შორს არაა, მაინც არ არის სუკი. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და მხოლოდ ახლა ვიაზრებ ჩემს სიტუაციას, მტელი სხეულით აკრული ვარ "წვრილთვალებაზე" და ტკბილად ვჟღურტულებთ. -ბოდიში, ბოდიში - და ხელზე დაყრდნობით ვცდილობ წამოვდგე, თუმცა ვინ დაგაცდის გენაცვა ? დახევრან წამომდგარს ხელზე მქაჩავს და უკე მისი გვერდის მაგივრად მასზე ვინაცვლებ. ახლა არმოვკვდე და, პირდაპირ მის სუნთქვას ვგრძნობ, ვბრუვდები, აქ ვერ დაგნებდები მივლის თავში და ჩემივე ფიქრებზე სიცილი მიტყდება, მას კი ჩემს სიცილზე ეცინება და ასე აკაკანებული მასზე ვხვანცალებ. უარესად გამაწითლებელი სიტუაცია შეიქმნა, თუმცა მაინც ვერ ვჩერდები. უკვე თავი, რომ აღამაქვს სიცილის, ძალაგამოცლილი მასზე კომფორტულად ვთავსდები, გაგიკვირდათ ? აბა მე მკითხეთ ?! -მართლა არ იცი ვინ ვარ ? მეკითხება და ქვემოთ იხედება. -საჭიროა, რომ ვიცოდე ?! კითხვაზე კითხვით ვპასუხობ და სლოკინი მიტყდება. ოღონდ ეს არა! არ იცინოთ ამდენი ბიჭზე !! რჩევა ჩემგან . -რამდენი წლის ხარ ? მეკითხება ისევ ხელს წელზე მხვევს და ზევით მაჩოჩებს . უჩვეულოდ კომფორტულად ვარ, იმის მიუხედავად, რომ მიწაზე ცივია. -ოცის, მალე ოცდაერთის გავხდები, ვეუბები და ვცდილობ არცამეძინოს. მაგრამ გაცლის ვინმე რამეს ?! -რაა ?! და ჯერ წრაფი მოძრაობით მე მაგდებს მისიდან და შემდეგ თვითონაც წრაფად დგება და ჩემგან, რამოდენიმე მეტრის დაშორებით დგება. ეს გიჟია ?! -რაიყო ? ვცდილობ წყნარად ვკითხო. -კინაღამ პედოფილი გავხდი. და შეძრწუნებული სახით იყურებს. მის შემხედვარეს სიცილი მიტყდება, განა რა მოხდა თუ ოცის ვარ? -რა მოხდა ასეთი ბებერი ხარ ? ვცდილობ სლოკინი შევიჩერო და თან მისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი. -გაჩერდი ! არ მომეკარო ! სკოლა მაინც თუ დაამთავრე ჯერ ? _ ვინმემ გამაღვიძეთ, ჩემი ასაკის გოგოები უკვე სტაჟირებული დიასახლისები არიან და ამან სკოლა თუ დაამტავრეო. მაგრამ ... მივხვდი რასაც გულისხმობს, აქ ჩემს ასაკშიამთავრებენ სკოლას. გაგიგეთ მეგობარო გაგიგეთ და შემწყნარებულად ვუყურებ, მაგრამ ისევ ვასლოკინებ. -სკოლა დავასრულე უკვე სამი წელია. და გამარჯვებული მზერით ვუყურებ. თითქოს მოეშვა, მაგრამ ახლა ფრთხილად და დაკვირვებით მიყურებს.-შენ თვითონ რამდენი წლის ხარ ? -ოცდათორმეტის. რაა ? ჩვიდმეტ წელზე მეტს პრაქტიკულად ვერც მივცემდი. -და ვფიქრობ ახლა შენი სახლში წასვლის დროა, პატარა ბავშვებმა ამ დროს გარეთ არ უნდა იარონ და არაფორმალურად ნურც მელაპარაკები baby. თვალს მიკრავს, ხელს დამშვიდობების ნიშნად მაღლა წევს, პირბადეს იკეთებს და მიდის. ისევ ვერ გავიგე სახელი, საკუთარ თვაზე ვბრაზდები მიმავალს მანამ ვუყურებ სანამ საერთოდ არ გაუჩინარდება და ბინაში ვბრუნდები . ... ლამაზი თვალები მტაცებლურად მიყურებს, უჩვეულო ფერის თვალები აქვს და მასში ვიძირები. ჩემსკენ მოიწევს, ტანში მბურძგლავს, მანჟეტებს იხსნის და ნელა იკეცავს, შემდეგ საათს და პიჯაკის ღილებს ნელ-ნელა ხნსნის , ისე რომ თვალს არ მაცილებს. ჩემსკენ მოდის, თმაში ხელს მავლებს და მისკენ მწევს.თვალებში მიყურებს ისევ, ნიკაპზე ხელს მიჭერს მეორეთი კი თმით უკან მქაჩავს . ჩემს სახეზე ისევ ეცინება და საბოლოოდ მეხება ტუჩებზე, საოცრად ცივია. მთელს სხეულში მივლის ჟრუანტელი, ცივი ჟრუანტელი და ხელები მიოფლიანდება.აქტიურად მოძრაობს, ჯერ მკბენს შემდეგ კი მწუწნის . ვკვნესი და ამოსუნთქვას ვცდილობ, ახლა მე ვიმეორებ მის ქცევებს და ტუჩებით ვცდილო მისი სული გამოწოვას. ეღიმება ისევ და ისევ. მაღიზიანებს და ახლა მე ვავლებ თმაში ხელს და მთელი ძალით ჩემსკენ ვიზიდავ, სხეულზე ვეტმასნები და უფრო ახლოს ვცდილობ მისვლას. ხელში ავყავარ და კედელს მაკრობს. კბილებზე მოწოლას ვგრძნობ, ენით ცდილობს ჩემში შემოღწევას და გააზრბისთანავე ვუშვებ, ჩემს ენას ეხება და ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევს, ცალ ხელს ქვემოთ აცურებს და ბარძაყებს შორის მიაქვს, ნაზად მეფერება და კოცნას არ წყვეტს ისე მივყავარ ლოგინისკენ. ლოგინის ცივ მატერიას ვეხები თუ არა, მაშინვე ვფხიზლდები. რას ვაკეთებ აქ? თავში პანიკად მივლის და ცრელები მაწვება. ის კი აგრძელებს ჩემს ტანჯვას, მაისურს ზევით მიცურებს და მარცხენა ხელით ჩემს მკერდს აწვება, სიამოვნებისგან ვკვნესი და ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ. მარჯვენა ხელით ისევ ბარძაყებს შიგნით მიზელს, სიმოვნებისგან ვცდილობ ფეხები შევატყუპო, თუმცა განზრახვას მიხვდება და მანამდე ექცევა ჩემს ფეხებს შორის. სიმძიმის შეგრძნება კიდევ უფრო მაფხიზლებას. რას ვაკეთებ? ან აქ საიდან მოვხვდი ? ცრემლები მაწვება და უკვე ჩემზე მოქცეულს ვუყურებ, ამღვრეული თვალებით მიყურებს და ერთი სული აქვს, როდის შემომაცლის ტანსაცმელს. თუმცა მე ვჩერდები, ხელით ვაწვები და ვეუბნები ადგეს. გაოგებული და ბრაზშერეული მზერით მიყურებს, ვდილობ მთელი ძალით მივაწვე და ჩემიდან მოვიშორ, თუმცა ვერ ვერევი. -რახდება ? მეკითხება დაბნეული ხმით. მე კი არ ვიცი რა ვუპასუხო ან თუნდაც რა ხდება აქ, საიდან მოხვდი ?! არაამქვეყნიური კივილის ხმა მესმის და ვცდილობ გავარკვიო საიდან მოდის, მანამდე მის შეშინებულ სახეს ვაწყდები, შემდეგ კი საკუთარ თავს წავაწყდი სარკეში, პირი გახლეჩვადე მაქვს ღია, ყელი დაძარღვული და ვხვდები _ ეს მე ვარ , მე ვკივი და მეც ვერ ვაცნბიერებ რატომ. ყურები მიგუბდება, ფერებს ერთმანეთში არეულად ვხედავ და სადღაც შორეული სიღრმისკენ ვიძირები. ------------------------------ წინა თავიზე გამოხმაურებისთვის დიდი მადლობა და ლოდინისთვისაც. იმედია მოგეწონებათ. გამიზიარეთ თქვენი აზრები. სიუჟეტს რაც შეეხება თითქოს, ყველაფერი არეულია ერთმანეთში თუმცა, ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება . მადლობა ყველას . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.